შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ღამე (თავი 6)


6-11-2015, 15:53
ავტორი Dikunadiko
ნანახია 4 387

*
კედლები თბილ ფერში იყო შეღებილი, ერთი დიდი ფანჯარა ანათებდა, კოლიდორისაგან და სხვა კაბინეტებისგან შუშის მაღალი კედლები ჰყოფდა.. მარჯვენა ბოლოში ხის მაგიდა იდგა, წინ ორი ამავე ფერის სკამი და პატარა ჟურნალის მაგიდა, მარცხენა კედელი სულ თაროებს ეკავა..
-ეხლა უყურე, აი ჯერჯერობით ესენი სულ გადაიტანე კომპიუტერში, ერთ-ერთი კომპანიის ანგარიშებია და საერთო ბაზაში შეინახე ,ყოველიშემთხვევისთვის რაიცი. წინ ფურცლების დასტა დაუდო ელენემ და მითითებების შემდეგ ოთახი დატოვა.
კიდევ ერთხელ მოავლო "თავის" კაბინეტს თვალი სალომემ , ბედნიერებისგან ჩუმად ამოიკივლა და საქმის კეთებას შეუდგა..


მთელი დღე იმდენი საქმე დაუგროვდა ვეღარც სალომეს გააკითხა ლევანიმ, ელენე ხან ლევანის კაბინეტში ,ხან კი სალომეს კაბინეტში დარბოდა და ერთიდან მეორესთან იქიდან კიდევ უკან მიჰქონდა საბუთები. დღეს რამოდენიმე კომპანიიასთან თანამშრომლობაზე მოაწერა ლევანიმ ხელი და საქმიანი გარიგებაც რომ წარმატებით დასრულდა და საქმე ათიანზე შესრულებულად დაიგულა კაბინეტის კარი გამოიხურა და უკვე მოცარიელებულ კოლიდორს გაუყვა.. გარეთ უკვე ჩამობნელებულიყო, 9ის ნახევარი ხდებოდა, თანამშრომლები წასულიყვნენ, მხოლოდ ერთი კაბინეტიდან გამოდიოდა შუქი , ისიც სალომესი იყო.. გრძელ თაროებთან იდგა და დოკუმენტებს წლების და თვეების მიხედვით ახარისხებდა.
ლევანი ღია კართან შეჩერდა და საქმით გართულ გოგოს მოავლო თვალი, ახლაღა შეამჩნია თუ როგორ უხდებოდა ეს საქმიანი იერი სალომეს, კლასიკურად ჩაცმული, კომპიუტერსგან დამცავი სათვალეები და ხელში საბუთების დასტები.. ტუჩის კუთხე ჩატეხა და მინის კარზე ფრთხილად მიაკაკუნა.
-შენ ხარ?გული გამისკდა. ხელი გულზე მიიდო სალომემ და ტუჩები სასაცილოდ ამობურცა
-მემგონი ძალიან დაგღალა დღეს ელენემ ხო?
-არა რას ამბობ, ისე გავერთე ამ საქმით, დაღლა საერთოდ არ მიგრძვნია
-მმ, და იცი რომ ყველა უკვე წავიდა, შენ რას აკეთებ მარტო?
-მმ.. -ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მამაკაცს, თლილი თითები პიჯაკზე მოათავსა და რაც შეიძლება ახლო მიწია სახე -რომ გითხრა შენ გელოდითქო დაიჯერებ?
ლევანიმ ნერწყვი ღრმად გადაყლაპა, ცალი ხელი გოგონას კისერზე შეუცურა, მეორე წელზე მოჰკიდა და მთელი ტანით ზედ აიკრა,ისე რომ სივრცე მათშორის აღარ რჩებოდა ,ტუჩები ნელა შეახო ჯერ ლოყაზე მერე კი ათრთოლებულ ბაგეებზე და მთელი მონდომებით დააგემოვნა.ბოლოს ნასიამოვნებმა სველი ენა გადაისვა ტუჩებზე და ადგილი სავარძელში დაიკავა
-გეყოფა, ხვალ გააგრძელებ, ეხლა წავიდეთ მიგიყვან. დღეს დემეტრე ჩამოვიდა, ველაპარაკე რაღაც უხასიათოდ მეჩვენა, მინდა საღამო მამაკაცურ გარემოში გავატაროთ.
სალომეც სწრაფად აბარგდა, ჩანთა აიღო, შუქი ჩააქვრეს და იქაურობაც მალე დატოვეს. მთელი გზა სესილიზე ფიქრი არ ასევნებდა "დემეტრე ჩამოვიდა" "სესილი ნეტა როგორაა" "რამოხდა ნეტა".. გული უთრთოდა . მანქანა არ იყო გაჩერებული გადმოსვლა რომ დააპირა
-გაგიჟდი გოგო? შეშინებულმ ლევანიმ ისე შეჰყვირა სალომეს ლამის გული ამოუვარდა
-ბოდიში.. ტუჩები ამობურცა და საყვარლად დაიმანჭა
-რამე რომ მოგსვლოდა პატარავ. რაიყო ასე გეჩქარება ჩემი მიტოვება? მამაკაცური ხელები მის ლოყაზე აასრიალა და კიდევ ერთხელ რომ იგრძნო ქალის ბაგეების გემო ბედნიერებისგან ცას წვდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით..

*
კარებთან წამით შეყოვნდა, ღრმად ჩაისუნთქა , გაღიმებაშიც გაივარჯიშა რამოდენიმეჯერ და მერეღა დარეკა ზარი
-ვაიმე, დედიკო ჩამოსულხარ უკვე? როგორახარ დედას სიხარულო? კარებშივე მიეგება ინგა და დანაოჭებული ხელები შემოჰხვია მონატრებულ შვილს კისერზე
-დეე, იცი როგორ მომენატრე.. როგორ გრძნობ თავს. თავისი თითებით მოიქცია საყვარელი დედის სახე ხელებში და მთელი სახე დაუკოცნა
-კარგად ვარ შვილო, შენნაირი შვილი მყავს მე რა მომივა. მოდი, მოდი გაიხადე, ჭამე მშიერი იქნები..
-არა დე, დაღლილი ვარ, დავისვენებ ცოტას რომ მერე ლიზიკოს მივაკითხავ ბაღში.
ცოტახანს კიდევ ელაპარაკა დედას და შემდეგ ღრმა ძილს მიეცა..
ინგამ თხელი ადიელა გადააფარა მწოლიარე ქალიშვილს და მის გვერდით ჩამოჯდა
-ეხ როგორ ირჯები ჩემს გამო, მოგიკვდეს შენ დედა. რამოდენიმე ცრემლი მუჭით შეიშრო და როდესაც მიხვდა რომ მუჭა აღარ ჰყოფნიდა მარილიანი სითხის ნაკადს კარი უჩუმრად გამოიხურა და აბაზანას მიაშურა.

*
სესილის დაჟინებული თხოვნით გაჩერებაზე დატოვა და თვითონ სახლისკენ გაეშურა, იცოდა ჯიუტობა უფრო გააუარესებდა ახლა სიტუაციას, ამიტომ დროებით შეეშვა გოგოს..
სახლში შესულმა ღრმად ჩაისუნთქა საკუთარი სახლის სურნელი და აბაზანას მიაშურა.. ცოტახანი ნებივრობის მერე საწოლზე გაიშოტა და ღრმად ჩაეძინა დემეტრეს..

*
-შვილო სალომემ დარეკა, ახალ სამუშაოზე, ლიზის ვერ გამოვიყვან და სესილიმ გამოიყვანოსო.. ძილბურანიდან ინგას ხმამ გამოარკვია, თავი ფრთხილად წამოსწია და საათს შეხედა, 6ის 15 წუთი იყო..
-მოდი ყავას მოგიდუღებ, დალიე და წადი. უთხრა სესილის და ყავის მოსადუღებლად დაფაცურდა
-ეხ დედიკო, შენ რომ იცოდე რა საშინელი შვილი გყავს.. ამოიგმინა და ჯერ არწამოსული ცრემლებიი სახის მიმიკებით და ღრმა სუნთქვით შეიჩერა, ტანსაცმელები გამოიცვალა, დედის მოდუღებული ყავა დალია და ბაღისაკენ გასწია, ახლა ყველაზე მეტად შვილის ნახვა თუ გაახარებდა, ლიზი ყოველთვის წამლის მაგვარი იყო სესილისთვის, ყოველთვის ყველა ტკივილს შველიდა საყვარელ შვილთან ერთად ყოფნა. ახლაც ხელებგაშლილი უცდიდა ქალიშვილს რომელიც დედის დანახვაზე მთელი სიჩქარით მორბოდა მისკენ
-დედიკო, იცი როგორ მომენატრე? აღარ წახვიდე კაი დეე? ძალიან მიყვარხარ. ორი ლოყა ჩაუკოცნა ბავშვმა მუხლებზე მდგარ დედას და მაგრად მოხვია ხელები
-არსად აღარ წავალ ჩემო ცხოვრებავ, აბა იცი მე როგორ მომენატრე, ჩემო სიყვარულო.. უნებურად ატირდა, მაგრამ მალევე შეიშრო ცრემლები შვილს რომ არ ენახა. ბაღიდან კაფეში გაიარეს, ლიზის დაჟინებული თხოვნით ნაყინები ჭამეს და მოსაღამოვებულს უკვე სახლში იყვნენ, სამივე თაობის წარმომადგენელი მისაღებში იჯდნენ და ბავშვის მოყოლილზე კისკისებდნენ, ხომ ვთქვი წამალივითააო, მართლაც რომ ყველაფერი დაავიწყა.

კარის ჭრიალის ხმა და სალომეს შეკივლება ერთი იყო, გზაშივე გაიძრო ქურთუკი და ჩანთა და სირბილით გამოექანა 2 დღის უნახავი დაქალისკენ, სესილისაც გაეხარდა სალის ნახვა, სწრაფად წამოდგა და აქოშინებულ დაქალს ჩაეხუტა..
-ღამით ყველაფერს მიყვები. უჩურჩულა ყურში და პატარა ოჯახს შეურთდა
-ახალი და კარგი ამბავი მააქვს. ისე თქვა სესილისთვის შემოხვეული ხელები არ მოუცილებიაა.- ახალი და ძალიან მაგარი სამსახური მაქვს, აი უბედნიერესი ვარ სესი.
მთელი საღამო იჯდნენ და ერთმანეთს უყვებოდნენ ამ ორი დღის შთაბეჭდილებებს, ერთადერთი სესილი იყო ჩუმად და ოჯახის წევრების დასმულ კითხვებზე, როგორი იყო, რა ხდებოდა.- აუ რავი, ვმუშაობდით და დაღლილებს გვეძინა.. ამობურცული ტუჩებით პასუხობდა და იგერიებდა კითხვებს..
10 საათზე მოტიტინე ლიზის დივანზე მიეძინა. სესილიმ შვილი ფრთხილად აიყვანა ხელში და საძინებლისკენ გაუძღვა
-დღეს მე ვიძინებ ჩემს გოგოსთან უზომოდ მომენატრა. ჩურჩულით თქვა და ბავშვი ლოგინში შეაწვინა, პატარა თითები დაუკოცნა და კარი უჩუმრად გამოიხურა
-სეს, სანამ არ გეძინება, წამო აქვე ახალი კაფე გაიხსნა ცოტახანს დავჯდეთ ვილაპარაკოთ.. თითქმის ძალით წაათრია სალიმ დაქალი
ორი ყავა შეუკვეთეს და ერთმანეთის პირისპირ დაჯდნენ.
-აბა დაიწყე რას ელოდები. თვალების ქაჩვით უთხრა სალომემ
-აუ რა დავიწყო, ხომ იცი რისთვისაც ვიყავით, ხომ იცი რაც იყო და რაღას მეკითხები სალ.
-შენ ქალბატონო, ექსტაზი საიდან იყიდე და რატომ დალიე, გინდა ჭკუიდან გადამიყვანო ხომ? რაც შეიძლება ჩუმად უთხრა სესილის, ამის გახსენებაზე კიდევ ერთხელ შეიშმუშნა
-მაგის გარეშე იმ ღამეს ვერ გადავიტანდი
-მეორე ღამე როგორ გადაიტანე აბა, სესილი კარგი რა, მეორედ აღარ დავინახო ეგეთ რაღაცეებს გაეკარო, ხო იცი რა ნეგატიურ აზრზე ვარ მაგის შესახებ
-მეორედ არც დავწვები არავისთან ექსტაზის დალევა რომ მომიწიოს. დადარდიანებული თვალები დახარა და ცხელი ყავა მოსვა..
ცოტახანს კიდევ ილაპარაკეს მონატრებულმა მეგობრებმა და მერე სახლში წავიდნენ, სალომემ თავიანთ სახლს მიაშურა, ამაღამ იქ დავრჩებიო, სესილი კი დედის სახლში წავიდა, შვილს გვერძე მიუწვა და მშვიდად დაეძინა.



*
-გაუმარჯოს ქურციკიძეს. ხელის აწევით მიესალმა ლევანი ახლადგაღვიძებულ დემეტრეს
-ჩემს არ ყოფნაში ძაან გატუტუცდი . თითის ქნევით დატუქსა ძმაკაცი დემეტრემ და ხელი ჩამოართვა.
-როგორ გაატარე 2 დღე კიკეთში.?
-ისე როგორც არასდროს. უთხრა მრავლისმთქმელად დემეტრემ და სამზარეულოს მიაშურა ყავის გასაკეთებლად
-ეგ კარგი თუ ცუდი გაგებით. არ მოეშვა ლევანი
-ორივე . და საერთოდ ბევრს ლაპარაკობ შენ , რა გჭირს?
-"უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ დაჰქრის ტყე არ კრთება სასიხარულოდ". საიდანღაც გაახსენდა მეშვიდე კლასში ნასწავლი ლექსი, თვითონაც კი გაუკვირდა რამ წამოაროშინა
-ვაა, ვატყობ მალე რძალი მეყოლებაა.
-შეყვარებული ვარ დემე ! მტკიცედ განაცხადა და ძმაკაცის მოდუღებული ყავაა დააგემოვნა. -იმედი მაქვს სალომე ამაზე უკეთესად ამზადებს ყავას.
-რძლის მოდუღებულ ყავას და გაკეთებულ საჭმელს რა ჯობია, რო მოიყვა ცოლად ხო ერთად ვიცხოვრებთ? გადაიხარხარა დემეტრემ
-ხო სანთელს დაგაჭერინებ ხოლმე შე ს**ო. არადა ამაზე არ უფიქრია, 28 წლის იყო და დრო იყო უკვე დაოჯახების, მაგრამ ოჯახურ ცხოვრებაზე არ უფიქრია არასდროს და ცოტა არ იყოს შეეშინდა. ხო, არ იცოდით? მამაკაცებსაც ეშინიათ , ისინიც ნერვიულობენ ხოლმე, ფიქრობენ თუ როგორი იქნება მათი საერთო თანაცხოვრება. არა რათქმაუნდა ცალკე იცხოვრებდა ცოლთან ერთად. ოცნებად ჰქონდა დიდი და ლამაზი ოჯახის შექმნა, სალომეში კი ამ ოჯახის დიასახლისს , თავს, თანამოაზრეს, მეგობარს, დედას,ცოლს.. ყველაფერს ხედავდა სალომეში..
-ვინაა ასეთი ესე რო გაგაგიჟა. თითების ტკაცუნით გამოაფხიზლა ფიქრებიდან დემეტრემ ძმაკაცი
-შე***ა პროსტა უნდა ნახო რა, ისეთი ლამაზია. თან ჭკვიანიც, მხიარულიც. ხო მართლა გუშინ ჩვენს ოფისში დავაწყებინე მუშაობა. დღეს საღამოს გაგაცნობ, თუ გცალია . მრავლისმთქმელი თვალებით უთხრა ძმაკაცს და სამსახურში წასასვლელად გაემზადა, ის-ის იყო უნდა გასულიყო ,როდესაც რაღაც გაახსენდა და ჰოლიდან გამოსძახა
-12ისთვის კონფერენცია გვაქვს, ჩეხი ინვესტორი ჩამოდის, როგორც საჭიროა ისე უნდა დავხვდეთ. უთხრა და კარი გაიხურა.
დემეტრემ ყავის ჭიქები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში შეაწყო და კაბინეტისკენ აიღო გეზი. კარგა ხანს ეძებდა უჯრებში ნომრების ბლოკნოტს , ბოლოს ძლივს იპოვა და ასოების მიხედვით ჩამოყვა.
-ჯონი. მამაკაცის ნომერი აკრიფა და ნაცნობ ხმას დაელოდა.
-ვააა, ეს ვის გავხსენებივარ, დიდება შენს გამოჩენას ქურციკიძე.
-ამირეჯიბი არ იცვლები მაინც არაა?რავახარ შე***ა?
-კარგად რამიჭირს, რამე ხოარ მოხდა რო გაგახსენდი?
-ისეც მახსოვხარ ძმა, მაგრამ ეხლა რაღაც მჭირდება.
-აბა მითხარი.
-მანდ განყოფილებაში ბეშქენა გყავდა თუ გახსოვს? ხალხზე ინფორმაციის მარაგს აგროვებდა.
-ეხლაც აქაა. ვინმეზე გინდა რაიმეს გაგება?
-იმაილით გადმოგიგზავნი, სახელ გვარს და მობილურის ნომერს. რაც შეიძლება ყველაფერი გამიგოს და ჩემს იმაილზე გადმოგზავნოს. ძაან დამავალებთ ძმა, წინასწარ დიდი მადლობა
-რის მადლობა, ოღონდ ერთი პირობით, გამოიარე ერთხელ დავჯდეთ გავიხსენოთ სასწავლებლის წლები, დავლიოთ.
-აუცილებლად გნახავ ამ დღეებში . ველოდები ინფორმაციას.
მობილური ხის მაგიდაზე გაასრიალა და ღრმად ამოიხვნეშა. მერე წამოზოზინდა, უკვე 11 ხდებოდა. მოწესრიგდა ჩაიცვა და ოფისისკენ აიღო გეზი

*
დილით უმაღლეს განწყობაზე გამოეღვიძა, მაღვიძარა 10ზე ჰქონდა დაყენებული , 12 ზე კონფერენციას ისიც დაესწრებოდა ლევანის თქმით ამიტომ დილიდანვე დაიწყო მზადება, თმები გაისწორა, სახეზე მკრთალი მაკიაჟი წაისვა, ტანზე მუხლებს ერთი მტკაველით აცილებული კრემისფერი მოტკეცილი კაბა ჩაიცვა, რომელსაც მკერდს ქვემოთ ღია ნაწილიდან სლიპინა კანი უჩანდა, შავი მაღალ ქულებიანი და ამავეფერის თხელი ტყავის კურტკა. სარკეში კარგად შეათვალიერა საკუთარი თავი და ბინის კარი გულმოდგინედ ჩაკეტა.
-დღეს დარწმუნებული ვარ კონფერენცია წარმატებულად ჩაივლის და საბუთებს ისე მოაწერს ხელს არც დაფიქრდება ედმონდი. ამიტომ საღამოსთვის მაგიდა შევუკვეთე ლაუნჯში, თანამშრომლები ავღნიშნავთ ამ საქმიან გარიგებას, ისე რომ ედმონდსაც ვასიამოვნოთ. თვალის ჩაკვრით უთხრა ლევანიმ სალომეს და მინის კედელს ჟალუზები მთლიანად ჩამოაფარა.
-თუ გინდა მეგობარიც წამოიყვანე. ვფიქრობ ამაღამ კარგად გავერთობით. ხელი წელს ქვეშ ჩეუცურა და აწითლებულ ლოყაზე აკოცა.
-აჰამ, ვეტყვი სესილის და წამოვალთ აუცილებლად. იმდენად ჩუმად თქვა , არ უნდოდა დაერღვია მათშორის ის იდილია. მაგრამ კარებზე კაკუნის ხმამ დროულად გააფუჭა ყველაფერი.
ელენემ მორიდებით შემოყო თავი
-ედმონდი უკვე აქაა , თქვენ კაბინეტში ზის და კონფერენციის დაწყებას ელოდება
ჩურჩულით უთხრა ლევანის და მერე მთელი ტანით შემოვიდა
-კარგი ელენე, 15 წუთში დავიწყოთ კონფერენცია. ისე უთხრა არც შეუხედავს ელენსთვის, ცხელი ტუცები შუბლზე მიაწება სალომეს და კაბინეტი დატოვა
-ჰმ, თქვენ რა ერთად ხართ.. ყურებამდე გაკრეჭილმა უთხრა ელენემ და სავარძელშ ჩაეშვა
-აბა 15 წუთი გვაქვს მოყევი ყველაფერი.სალომესაც რა გააჩუმებდა, ჩამარაკრაკა ზუსტად 15 წუთში ყველაფერი რაც მას და ლევანის აკავირებდათ.


კონფერენცია მართლაც წარმატებით დასრულდა, მთელი მსვლელობის განმავლობაში ედმონდი თვალს არ აცილებდა სალომეს, ცეცხლს აფრქვევდნენ მისი თაფლისფერი მოჭუტული თვალები, ეს არც ლევანის გამორჩენია, სალომეს გვერძე იდგა და ყოველწუთას ცუდად ხვდებოდა თვალში ჩეხის ეს საქციელი ,მაგრამ სალომეს დაჟინებული თხოვნით თავს იკავებდა.
-ვატყობ შენ კონფერენციებზე ჩადრის ჩაცმა მოგიწვეს. თვალების ქაჩვით უთხრა ლევანიმ და ღრმად ამოიოხრა.
მთელი მსვლელობის განმავლობაში სალომე დემეტრეს თვალს არ აცილებდა, უყურებდ ადა ფიქრობდა "როგორ შეიძლება ექსტაზი დალიო როდესაც ესეთი მაკააცი ორი დღით შენია, სულელო გოგოვ" გონებაშივე დატუქსა დაქალი. "არადა როგორ მოუხდებოდით ერთმანეთს, შენ ლამაზი ,ულამაზესი, ტანადი, ისიც მხარბეჭიანი, ძაან სიმპათიური." მერე წარმოიდგინა როგორ ერთობოდნენ ეს ოთხნი ერთად, მაგრამ ყველაფერი სულელურ ქალურ აზრებს მიაწერა და თვალიც მოაშორა სავარძელში ჩასვენებულ მამაკაცს, რომელსაც ეტყობოდა ნამდვილად არ აინტერესებდა ეს ყველაფერი.

*
დილით ლიზის შეძახილებმა გამოღვიძა
-დედიკო მშიააა. ბოლო ხმაზე ყვიროდა ბავშვი
-ავდგები ლიზი რა გაყვირებს, თვალების ფშვნეტით წამოდგა საწოლიდან და გადაკიდებული ხალათი მოიცვა
-დეე, სალომე გირეკავდა , მაგრამ გეძინა და არ გაგაღვიძე. ტუჩები დაბუშტა საყვარლად ბავშვმა, სესილიმ სახე დაუკოცნა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი სადაც ინგა უკვე ფუსფუსებდა
-დედიკო რას აკეთებ, გავაკეთებდი მე საჭმელს, რატო ადექი
-შვილო მე რისთვის ვარ აქ ,საჭმელიც შენ ხო არ უნდა აკეთო. დამრგვალებულ ცომს კვერცხის გული გადაუსვა და ღუმელში შედგა.
-აი ცოტახანში გამოცხვება ხაჭაპურები და შევჭამთ ბეე. კალთაზე ჩამოკიდებულ ბავშვს დახედა.
-ლიზი მომაწოდე ტელეფონი ვნახო რა უნდოდა სალომეს. ბავშვმა ელვის სისწრაფით მოურბენინა ტელეფონი. სესილი დახლტან ჩამოჯდა და ნომერი აკრიფა
-ხო სალ მირეკვადი, რაიყო?
-საღამოს 6სზე ლაუნჯში მივდივართ.
-მე არა რა, გთხოვ
-არვაპირებ შენს მოსმენას, 6სზე მზად იყავი, მივდივართ. ბოლო სიტყვა დამარცვლლა
-კაი საქმეები მაქვს სესი და ძალიან მეწყინება თუ არ წამოხვალ იცოდე. ისე მობუშტა ტუჩები სალომემ თითქოს სესილი დაინახავდა
-კარგი, დროებით გკოცნი. მობილური დახლზე გაასრიალა და თავი ხელებში ჩარგო
-რაიყო დე, რამე ხოარ მოხდა? შვილს თავზე ხელი გადაუსვა ინგამ
-არა დე, საღამოს ლაუნჯში მივდივართო და წამოდიო.
-მერე წადი შენ კიდე შვილო, ხალაგზრდა ხარ დედიკო, გაიარე, გამოიარე, აბა ჩემხელა რო იქნები შვილიშვილებისთვის მოსაყოლი რამე ხომ უნდა გქონდეს. გადაიკისკისა და ხაჭაპურებს დახედა..
შაბათი იყო და ბავშვი ბაღში არ მიდიოდა, ლიზის დატოვება ინგამ ითავა, თავს დამნაშავედ გრძნობდა საწყალი ქალი, "ჩემი შვილი ასე ჩემს გამო იტანჯება, თავისი თავისთვის ვერ მიუხედია 22 წლის გოგოს"-ო. ყველაფერი ჰქონდა ინგას და ყველაზე ბედნიერი იყო, სიკვდილამდდე ერთი ოცნებაღა ჰქონდა დარჩენილი "მანახა ჩემი შვილი, კარგ მამაკაცთან, ისეთივე ბედნიერი როგორც სალიტაა თავის ლევანისთან"..


ესეც მეექვსე ! <3 ვფიქრობ დიდი თავია, აი ძალიან მიყვარხართ ყველა, და რომ იცოდეთ როგორ მახარებთ ესეთი თბილი სიტყვებით <3 ისიც მაინტერესებს რა არ მოგწონთ, ან რა ჩავასწორო, <3



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

კარგია მალე დადე რააა

 


№2  offline წევრი შამხათი

კარგია, ოღონდ არ მყოფნის, ცოტა დიდი თავები მინდააა

 


№3  offline მოდერი bibo

უხ რა კარგი იყო მაგრამ დზან პაწუწუნებია am

 


№4  offline წევრი Dikunadiko

ბავშვებო რამდენსაც ვასწრებ იმდენს ვწერ ხოლმე :( შევეცდები უფრო დიდები დავდო <3

 


№5  offline წევრი mako-makuna23

მაალეე დადე კიდეე გული მეწუურეებაა <3 მაალე მალეეე გეელოდეებიი სუულმოუტქმელად :D :*

 


№6 სტუმარი tatuka

Auuuu male dade raaaa axali tavii dzalian sainteresoaa ra moxdeba.sesili da demetre aucileblad ertad unda darchnen.

 


№7  offline წევრი dali kvastiani

დამეკარგა და ზვლივს ვიპოვე "D ზნ ვისიამოვნე მაგარია ველი ახალს <3

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

კარგია მაგრამ არ მყოფნის უფრო გაზარდე თავები გთხოვ.

 


№9 სტუმარი Marii

Gemrieli xaaar:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent