აფხაზი ოფიცერი(სრულად)
კაბის კალთებს მაღლა ვიწევ.თავზე საშინლად მცივა,თავსაფარი ვერ მშველის.თავზე ხელს ვიფრებ და შეშინებული მივიწევს წინ.აქ იშვიათად წვიმს.მიკვრს თავსხმას აქ რა უნდა.სოხუმი ხომ მუდამ გამჭვირვალე და თბილია,განსაკუთრებით ახლა,როცა აგვისტოს დასაწყისია და მზე ზენიტს აღწევს. ჩემიი ცხოვრება ერთფეროვანია,არც სინქრონულია და არც არეული.რაღაც გასაკვირი რამეები ხდება ჩემ გარშემოო.ზოგჯერ მიკვირს რეალობის აღქმა,ზოგჯერ კი უბრალოდ მზარავს ის,რაც ჩემ გარშემოა. მამაჩემი დაიღუპა,რუსებთან ერთად იბრძოდა.ერთი სიტყვით რომ ვთქვათ,ის ერთ-ერთი კონტრევოლუციონერი იყო.მახსოვს როგორ დაგვემშვიდობა და როგორ გადაიგდო მხარზე გრძელი თოფი.მას შემდეგ,ყველაფერი მაშინებს.ღამით ნორმალურადაც არ მძინავს,დასვენებაც კი არ შემიძლია.მგონია,რომ სულ რაღაც მოხდება და ბოლოს მოგვიღებს. ძილის წინ გარდერობის კარსაც კი ვკეტავ.ალბათ,მალე შიზოფრემია შემიპყრობს.ყველაფერი მაშინებს და მაგიჟებს.არ ვიცი რა მინდა,მგონი,არც არაფერი.სულ ვლოცულობ და ვლოცულობ,მეშინია და ისევ ვლოცულობ.ნუთუ შევიშლები. *** -ლილე,შეგიძლია წყალი მოიტანო,გაგვითავდა-მეძახის დედაჩემი და მაშინვე ვდეგები დივნიდან.უნდა წავიდე და დავალება შევუსრულო.ჩემი ჩანაწერები მარტო მრჩება და მივდივარ. -ჩემო პატარაა,აბა,გაერთე-ვეუბნები ჩემ დას,რომელიც ეზოში თამაშობს და თავზე ხელს ვუსვამ.ის და დედა ხომ ერთადერთნი არიან,ვინც დამრჩა. ახლაც ვათვალიერებ გარემოს,თითქოს ვინმე რუსს ველოდები.მგონია,რომ დამიჭერენ და..უკვე აღარ ვიცი.ნუთუ ამდენი ნერვიულობა შეიძლება? რევოლუციას ვერ ვიტან და საერთო ვერაფერს,რაც მის გარშემოა..მეზიზღება,მძულს ომი.ალბათ,ამიტომაც ისტორია არასდროს მიყვარდა.ბავშვობაში ამ საგანს ერთ ყურში ვუშვებდი და მეორედან გარეთ ვუშვებდი.არ მინდოდა,ეს..თითქოს ვგრძნობდი,რომ მალე ამ ფურცლებზე ჩვენი ქვეყნის დაცემა აიწრებოდა. აფხაზი ვარ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ არ ვარ ქართველო.ვარ აფხაზი,მაგრამ აფხაზეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღვიქვამ.მის გარეთ არასდროს ვყოფილვარ,მაგრამ ვიცი,რომ ლამაზია ჩემი ქვეყანა. ოდნავ ვიხრები და ვცდილობ დოქი წყლით ავავსო.ვუყურებ როგორ ჩაედინება გამჭვირვალე და სუფთა წყალი დოქში,მეღიმება და მას გვერდზე ვწევ,ის უკვე აივსო.წყალთან პატარა სკამია.ადრე ერთმა დედაბერმა დატოვა,ამბობდა მიჭირს აქდგომაო.მას შემდეგ აქ დგას და გამვლელს გზას უმსუბუქებს.ზოგჯერ ადამიანები სხვაზეც ფიქრობენ. უკნიდან რაღაც ხმები მესმის.არ ვიცი,ვინ უნდა იყოს,მაგრამ ვკრთები.უკან გახედვის მეშინია,მაგრამ მაინც ვიხედები. -გამარჯობა-მამაკაცის ხმა ჩამესმის ყურში.იგი,მგონი ოფიცერია,თანაც კონტრევოლუციონერი.მათ ხომ ვერ ვიტან,მამა ხომ შეეწირა ამ წყეულ რუსეთს. -თქვენ..-სწრაფად ვდგები სკამიდან და თავსაფარს ვისწორებ.მეშინია ჩემ წინ მყოფის,მაგრამ განა მამაც მათთან არ იბრძოდა. -ნუ გეშინიათ..-თბილად მეუბნება ოფიცერი და იხრება.წყალს ეწაფება და შემდეგ თვალს მისწორებს. -მამაჩემიც თქვენთან იბრძოდა...-აკანკალებული ხმით ვეუბნები.მგონი,მისი აღარ მეშინია. -მეც აფხაზი ვარ-ხელს მიწვდენს.მხურვალე ხელი აქვს.ისე ამოძრავებს მტევნებს,თითქოს თათები ჰქონდეს. -ლილე-ვუღიმი და,ალბათ,ვწითლდები კიდეც.ჩემ წინ მდგომი მართლაც წარმოსადეგი გარეგნობისაა.მაღალია,მთასავით გაუშლია განიერი მხარ-ბეჭი,ქერაა და წვერი აქვს.ვფიქრობ,ძალიან უხდება. -უჯუში-ჩემ ხელს ხელს უშვებს და ცისფერი თვალებით მაშტერდება.უცნაური შეგრძნებები მეუფლება.არ ვიცი იმიტომ,რომ ის პირველი მამაკაცია,რომელსაც მარტო ვხვდები,თუ იმიტომ,რომ ის უბრალოს განსხვავებულია. -ძნელია ომი,ჰო? -მამაშენი?-მეკითხება და მითითებს,ჩამოვჯდეთო.ჩემ გვერდით ჯდება,ოღონდ ის ქვაზე,მე კი სკამზე. -ის გარდაიცვალა. -ვწუხვარ-მღელვარებით მბობს და თვალს რაღაც წერტილს უშტერებს. -არაფერი,ეს უკვე..ხომ იცი ცხოვრება გრძელდება-მის თვალებში სევდას ვხედავ და ვცდილობ იმედი არ დავკარგო.არც არასდროს მიყვარდა სხვისი განწყობის გაფუჭება. -ახლა დავბრუნდი..აქაურობა მომნატრებია-ცისფერ თვალებს ავლებს გარემოს და შემდეგ მზერას მისწორებს. -როდესაც თვალი ეჩვევა ასეა არაა.იცი,ეს ყველაფერი ვერ მოიტანს მშვიდობას.. -ოჰ,პირიქით..-ხვნეშავს და ფეხზე იწევა..-არ გინდა გავისეირნოთ? -მართლა?-გულუბრყვილოდ ვუყურებ.სულ მავიყდება,რომ სახლში წყალი მაქვს მისატანი. -ზოგჯერ კარგია,როცა თვალს ატყუებ-მიღიმის და ხელს მიწოდებს,მორიდებით ვეხები და ვდეგები,კაბას ვისწორებ და წყლის დანახვაზე უკან ვიხევ. -სახლში უნდა მივიტანო ეს დოქი-ვუღიმი და დოქის ასაღებად ვიხრები. -დაგეხმარები-ხელს კიდებ და ბუმბულივით მიაქვს,ჩემ წინ მიდის,მე კი გაშტერებით ვუყურებ. *** -იცი,რა ვიფიქრე,როცა შეგხვდი.. -რა?-თვალებს ვძაბავ და დაბლა ვიხედები.ნამდვილად მორცხვი ვარ. -ის,რომ..უბრალოდ მივხვდი,რომ ჩემ წინ რაღაც,ვიღაც სხვა იყო.. -და ვინ იყო?-გულუბრყვილოდ ვეკითხები და ვცდილობ არ გამეღიმოს. -შენ,ლილე.. -უჯუშ.. -გუშინ რომ დაგინახე,მეგონა ჩემ წინ რაღაც საოცარი არსება ჩამოვიდა.. -ნუთუ,ასეა?-ვეკითხები და ვთრთები.მეც ხომ იმავეს ვგრძნობ.უბრალოდ ზოგჯერ აღიარება გვიჭირს. -დიახ,ლილე.. -მომიყევი რევოლუციაზე.. -ეს უბრალოდ რაღაც აბსურდია..შავ-თეთრით ნახატი რეალობა,რომელსაც წარსულის მოგონებები მსჭვალავს. -ტრადიცია რომ არა,გენეტიკური მეხსიერება რომ არაა,მაშინ..-თავს ვაქნევს და ისევ ვფიქრდები ამ ყველაფრის არსზე. -ნეტავ ეს ყველაფერი ასე არ იყოს..-თვალს ძაბავს,მგონი,რაღაცას იხსნებს. -იცი,ერთ დღეს რა დამესიზმრა? -რა?-მეკითხება და თავს ჩემკენ იხრება. -მამაჩემი დამესიზმრა,ის სულ სხვანაირი იყო,სულ შეცვლილიყო... -ნუთუ? -ხშირად ვფიქრობ რა იქნებოდა,რომ არა ომი,რომ არა ამდენი სისხლის ღვრა. *** მიკვირს საკუთარ თავის,მიკვირს,რომ შემიძლია უგონოდ ვიყო და არ ვიცოდე მიზეზი.უჯუში ერთი კვირაა არ მინახავს,ქალაქიდან იყო გასული,რაღაც საქმეები მაქვსო და უკვე საშინლად მენატრება. ისევ წვიმს,წვიმაც კი მას მაგონებს და ტირილი მინდება. ნუთუ რა მოხდება,რომ ერთად ვიწვიმოთ მე და ცამ..ღრუბლები ისევ შეიყარენ ერთად,ნეტავ მალე გამოანათოს.. მივხვდი,რომ გრძნობა მზეა და უჯუშია მზე..ჩემი მზე.. არ ვიცი,რას გრძნობს,არასდროს უნიშნებია,მაგრამ ჩემ გრძნობებში უკვე გავერკვიე.მეშინია სიტყვა სიყვარულის თქმა,მაგრამ ვიცი,რომ ის არის ის,ვინც მაკლდა. იქნებ ყველას ჰყავს მეორე ნახევარი.ცოტა ხნის წინ ამაზე ხელი ჩაქნეული მქონდა,მაგრამ ახლა თითქოს რაღაც შეიცვალა.ვგრძნობდი,რომ გადაიყარა ჩემი გულიდან მუქი ღრუბლები,გაბრწყინდა და სხვა გარემომ დამიწყო ცქერა. ისევ იმავე მზე ანათებს,მაგრამ მე სხვა ვარ,თითქოს მისმა გამოჩენამ შემცვალა. *** -ეს მინდა შენ შემინახო-რაღაცას მიწოდებს მუჭით. -ეს რა არის?-მუჭს ხსნის და მიღიიმის. -ეს ისა,რაც ჩემთვის სიცოცხლეზე ძვირფასია. -სამოქალაქო ომიდან?-ვაკვირდები გამოწვდილ წმინდა გიორგის ორდერს და ცისფერ თვალებში ვუყურებ.დიახ,ის ამაყია და მეც ამაყი ვარ. ალბათ,ეს გრძნობა იმას ნიშნავს,რომ სხვისი გრძნობა იწილადო.თანამცხოვრები,თანამემამულე..და კიდევ ათასი სიტყვა..ეს ყველაფერი „თანასან“ იწყება..თითქოს ამ გრძნობასა,რომელიც მე მმართავს,სახელი უნდა მოვუძებნო..“თანამგრძნობელი..“-ჩამემის ყურში და აკანკალებულ ხელებს ვუწვდი უჯუშს. -უნდა შემინახო.. -რატომ? -სიცოცხლეზე ძვირფასს რამეს განდობს..იცი,რას ნიშნავს ეს? -რას?-დაბნელა მეტყობა.ალბათ,ასჯერ ავწითლდი ამ ხნის განმავლობაში. -იმას,რომ შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ.. -რას გულისხმობ?-შიში ერთიანად მაწვება,ისევ ვგრძნობ უჩვეულო ბაქტერიებს..მაგრამ არ ვიცი,რისია.. მაიხლოვდება უსიტყვოდ და ხელებს ერთმანეთთან მიჭერს..თავის დიდ მტევნებს მაყრდნობს და თვალებში მიყურებს. -უნდა გაუფრთხილდე ამას..-ხელები უკან მიაქვს და მაშინვე მაცივნებს.სიმხურვალე ჩემგან მიდის და მის თვალებს მივსდევს ისე,თითქოს ბავშვი ვარ,რომელიც პატარ-პატარა ხის ტოტებს გასათბობლად აგროვებს. -ლილე..-ისევ ჩემი სახელი მესმის..-უნდა გაუფრთხილდე..-უკან იწევს და მიდის,ნაბიჯს აჩქარებს.ვგრძნობ,რომ რაღაც აწუხებს.მინდა ვკითხო,მაგრამ მეშინია,არ შემიძლა.რატომ? ალბათ,იმიტომ,რომ ცოტა ხანს ისევ მინდა ვიგრძნო ის სითბო,რომელიც მშორდება. -უჯუშ..-ჩემი ხმა აღარ ესმის.უკვე შორსაა.ალბათ,დამაგვიანდა. *** -ანი,შეგიძლია გაიხედო..მგონი.რაღაცის ხმა ისმის... -ლილე,გეყო,ეს მოლანდებები..-ჩემი პატარა და კატას მისდევს.მისი ხითხითი ყურში ჩამესმის და მხოლოდ მაღიზიანებს. არ მინდა ვაღიარო,რომ გული ცუდს მიგრძნობს.ისევ ვუყურებ ორდერს და ცრემლების წმენდით ოთახიდან გავდივარ.წყაროსკენ მივიწევ და ისევ იმავე სკამზე ვჯდები.ეს ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია,აქ ხომ უჯუშს შევხვდი. ისევ მინდა მოვიდეს..გულით ველოდები კიდეც,მაგრამ მასზე ორი დღეა არაფერი მსმენია.არ ვიცი რა დაემართა და გული ცუდს მიგრძნობს. ნუთუ სულ უარესისკენ უნდა ვიყო ორიენტირებული..არ ვიცი,არაფერი,ვერაფერი და საერთო აღარაფერი გამეგება..მის გარეშე ვგრძნობ,რომ ვიყინები. რა მოხდა რამდენიმე დღეა,რაც არ მინახავს,მაგრამ მაინც საშინლად მენატრება,შემზარავად მინდა მასთან,.. სიყვარულით ვარ ავად და ეს კარგად ვიცი.ვიცი,რომ ეს უბრალოდ გამაგიჟებელი დავადება...ამ მცირე დროში სული მას ჩავბერე..არ ვიცი,არ ვიცი,არაფერი ვიცი..მხოლოდ მის მონატრებასვგრძნობ. ნეტა მისი სახლი მაინც ვიცოდე... *** ისევ მოიღრუბლა,ისევ მაწვიმს..არა,ეს უარესია..ეს წარღვნაა.. ჩემ გულში დიდი ორმოა,ყველაფერი გაიპო. ორად გამეყო გული,ერთ მხარეს ტკივილია და მეორე მხარეს წარსულის მოგონება.. მითხრეს,მისი ბოლო სიტყვა ლილე იყოო. მითხრეს,რომ ძველი მტერი ჰყავდა.თურმე ის მტერი დუელში გამოუწვევიაო,მითხრეს,რომ ის რევოლუციონერი იყო.მითხრეს,რომ უჯუშმა მას ვერ აპატია.მითხრეს,რომ წესები დაარღვია მისმა კონკურენტმა. მითხრეს,რომ ახლა ყველაფერი მოიღრუბლება.. ანდა ამას რა მიხვედრა უნდა.. *** ახლაც მცივა და ახლაც ვიყინები.. წვიმა და ღრუბელი.. თითქოს ყვეალაფერი თავიდან იწყება. ისევ მეშინია და ისევ მისი სახე მახსენდება. აი,ახლაც მის ორდერს დავყურებს.ეს ჩემი და მისი საიდუმლო იყო.მგონი,ვერც ვერავის ვეტყვი ამის შესახებ.. *** ისევ მენატრება..დროსთან ერთად გაგიჟებას ვეძლევი..მინდა ისევ ვნახო ჩემი აფხაზი ოფიცერი,ჩემი მამაცი..მან ხომ სიცოცხლეზე ძვირფასი რამ მანდო..ყველაზე ძლიერი იყო და ყველაზე მამაცი.. სამწუხაროდ, ცხოვრება უსამართლოა..აქ მოქმედებს კანონები და თანაც არ მოქმედებს.ფორმალულობა იქნებ მხოლოდ ჩვენთვისაა? არ მესმის,წარსულის,არ მინდა დავინახო აწმყო,არც მომავლისკენ მინდა სვლა,მაგრამ ძველი მოგონებები ისევ მეხატება წინ..მგონია,რომ რაღაც წარმოდგენას ვუყურებ.. ისვე ვიხსნებეს უჯუშის სახეს..ისევ ვგრძნობ მის მზერას..მგონია,რომ ის ჩემ გვერდითაა,როცა მის ორდერს მიკრავ მკერდში.. *** -ის უბრალო აფხაზი არ იყო,ის..-ხმამაღლა ვესაუბრები ჩემ ორდერს,ის უკვე ჩემია.. ნუთუ შევეგუები უჯუშის წასვლას? ამბობენ,ცხოვრება გრძელდებაო..განა ეს ფრაზა არ ვუთხარი,როცა პირველად შევხვდი... იქნებ არანაირი შეგუება არ არსებობ..იქნებ ადამიანები ვუტყუებთ თავს..იქნებ ცხოვრება უბრალო ფარსია.. იქნებ ტკივილისთვის მოვევლინეთ ქვეყანას.. იქნებ სულ არაა საჭირო ძალაუფლება,ის ხომ მხოლოდ მსხვერპლს მოითხოვს... *** -მამა მენატრება..-ლილე კალთაში მიჯდება და თავს მერდზე მადებს. -მეც მენატრება..-სევდიანი ხმით ვამბობ და ჩემს დას გულში ძლიერად ვიკრავ.მისგან აოცარი სითბო მოდის.. -ლილე,შენც ხომ არ წახვალ? მისი სიტყვები მაფიქრებს და ცრემლებს ძლივს ვიკავებს.თავს ვაქნევ და ჩემს დას ვუღიმი. *** მას შემდეგ დიდი დრო გავიდა... ისევ მტკივა და ისევ მცივა,ისევ მიღრღნის გულს რაღაც საშინელი არსება..ის ჩემთვის ყველაზე საშიში რამაა,მან ხომ წამართვა მამა,მან ხომ უჯუშიც წამართვა.. ვფიქრობ რამ გამაძლებინა და რა მაძლევინებს..ვფიქრობ,მაგრამ ისევ არ მახსენდება..იქნებ ანის სიტყვებმა,იქნებ ჩემმა პატარა დის ღიმილმა და ტირილმა,იქნებ მისმა გულუბრყვილო მზერამ,იქნებ მისმა სითბომ და ტკბილმა მზერამ.. *** -ლილე,მიყვარხარ!-დღე უკვე ჩემი პატარას სიტყვები შეემატა ანის სითბოს. -მეც,ჩემო,უჯუშ-ჩემ პატარა ბიჭს გულში ვიკრავ და ისევ ცრემლი მადგება.მალე მამამისი მოვა და საჭმელი უნდა გამოვუტანო. -დე,მამა მალე მოვა..-საყვარლად უციმციმებს თვალები. -კი,მოვა..- ვუღიმი და სამზარეულოში გადვდივარ. -მამაა-ათიოდე წუთის შემდეგ კარი იღება და ჩემი პატარა სირბილით მიიწევს მამასკენ. -მომენატრე-კოცნის ჩემი მეუღლე და ხუჭუჭა თავზე ხელს უსვამს. -როგორ ხარ,ძვირფასო?-ჩემკენ მოიწევს და ბავშვს დაბლა სვამს. -შენ?-ვეითხები და ვუღიმი. *** ორივეს ვაწვენ და ღამესთან მარტო ვრჩები.ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად მოქმედებს ჩემზე. ისევ მესმის წვიმის შხეფების ხმა და ისევ ორდერს ვუყურებ. სავსე მთვარე მიბინდავს თვალს და უნებლიეთ მეღიმება. რატომ არ ვარ ბედნიერი?-ვეკითხები საკუთარ თავს,შემდეგ ვსაზღვრავ ჩემ რეალობას.. უჯუში და ქმარი.. ოჯახი,თითქოს მოსიყვარულე და უზრუნველი გარემო.. მაგრამ არანაირი ბედნიერება.. თავს ვხრი და წერას ვაგრძელებ..იქნებ ამან მაინც შემიმსუბუქოს მდგომარება.. გამაგიჟებელი სიყვარული,ჭეშმარიტი გრძნობა,მხოლოდ და მხოლოდ ილუზიებში არსებობსო,ვფიქრობდი ადრე...თუმცა ახლა ჩემ ნაფიქრალს კიდევ ერთი რამ შეემატა და ეს წარსულია..დიახ,წარსული. იქნებ მხოლოდ მოგონებებში არსებობს რეალური ბედნიერება...იქნებ ეს მოგონებები კი ჩემ გაწყვეტილს ჯაჭვს მაგონებს. რა და დამრჩა? წარსული დ ცისფერთვალება უჯუში,ჩემი პატარა... ცხოვრება გრძელდებაო,მაგრამ არა! ის არ გრძელდება,მხოლოდ და მხოლოდ ტანჯვა გრძელდება... საკუთარ თავს ვერ ვპატიობ,რომ გავთხოვდი.. მგონია,რომ უჯუშს ვუღალატე.ნეტავრას ფიქრობს ჩემზე... ჩემი აფხაზი,ჩემი ოფიცერი... იქნებ ახლა ზემოდან მიყურებს და მსაყვედურობს.. ყველაფერთან ერთად ამ ფიქრებს ვერ ვიშორებ თავიდან.. არ შემიძლია იმის აღაირება,რომ უჯუში ისტორიას ჩაბარდა... შენი ცხოვრების ახალი ფურცელი უნდა გადაშალოო,თავად უნდა შექმნა ბედნიერებაო,შენ უნდა იყო მისი მონაწილეო და,აი... ახლა ვქმნი რამეს? ეს ყველაფერი ფარსიაა.. განა ღირდა დაბადება ტანჯვისთვის.. განა ღირდა დაბადება იმისთვის,რომ თავი მოღალატედ შემერაცხა... *** ისევ ვერ ვუსწორებ საკუთარ ანარეკლს თვალს სარკეში... ისევ მგონია,რომ უჯუში ზემოდან მიყურებ,მიყურებს და მსაყვედურობს... ___ იმედია,მოგეწონათ,ჩემო ტკბილებო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.