ლეა და კახა (თავი 3)
საუზმეს ვამზადებდი თან ვმღეროდი, ყურში კახას სიტყვები ჩამესმოდა არასოდეს თქვა არასოდეს,ეს რატომ მითხრა სულ ცდილობს რაღაც მიმანიშნოს.საუზმე გავამზადე და კახას დავუძახე.კიბეზე ძლივს ჩამოიარა გულმა რენჩხი მიყო მივხვდი რომ რაღაც რიგზე ვერ იყო კახა მძიმედ დაეშვა სავარძელზე. მივვარდი. -კახა რა გჭირს კარგად ხარ? -ცოტა მაციებს და ძალა გამომეცალა.ხელები დასვრილი მქონდა ამიტომ დავიხარე და ტუჩები ცხელ შუბლზე შევახე.სიცხე ქონდა ჩქარა დავიბანე ხელები სიცხე გავუზომე და წამლები დავალევინე.ვიჯექი და მძინარე კახას ვუყურებდი ეხლა დავინახე თუ როგორი სიმპატიური ყოფილა როგორ უხდება თმები ასე.საკუთარ თავს გავუბრაზდი ასეთი ფიქრების გამო სოფომ დარეკა კახას დაუკითხავად ვუპასუხე მის ტელეფონს და თათბირიც დავნიშნე,კახას წერილი დავუტოვე ტაქსი გამოვიძახე და ოფისში წავედი.... გამარჯობა სოფო თანამშრომლები შეკრიბე პარტნიორებს დაურეკე და კაბინეტი მომიმზადე.სანამ ჩემთვის მოამზადებ კაბინეტს კახას კაბინეტში ვიქნები.სოფოს პასუხს არ დაველოდე ისე შევედი კახას კაბინეტში და დეას დავურეკე ვთხოვე მოსულიყო. -ქალბატონო ლეა,ყველა დარბაზშია და თქვენ გელოდებათ.ვიღაც გოგონა მოვიდა შემოვუშვა? -კი სოფო და გთხოვ ეს ქალბატონო არ გვინდა.მძღოლს უთხარი აფთიაქში წავიდეს გრიპისთვის წამლები იყიდოს და დამელოდოს. -დეა რა კარგია რომ მოხვედი,შენი დახმარება მჭირდება იმედია უარს არ მეტყვი რომ ჩემი თანაშემწე იყო ამ კომპანიაში სანდო პირი მჭირდება. -კარგი რა როდის მითქვამს შენთვის უარი? -მადლობაა დეა მიყვარხარ. -სოფო შემოდი გთხოვ. -გისმენთ ლეა. -ყოჩაღ აი ესე კარგია.სოფო ეს დეაა ჩემი თანაშემწე გთხოვ ყველაფერი აუხსენი,დღეიდან თქვენ ორნი ჩემი და კახას თვალი და ყური იქნებით ამ კომპანიაში თანახმა ხარ? -რათქმაუნდა ლეა.ეხლა წავიდეთ სხდომათა დარბაზში დეა კარგი? ლეა ბატონი კახა მოვიდა და თქვა კაბინეტიდან არ გავიდეს დამელოდოსო. -კახა? აქ რას აკეთებს გამაგიჟებს ეგ მე. -ასეც ვიცოდი რომ გაბრაზდებოდი და აყვირდებოდი მაგრამ ამ აფთრების ხელში მარტო ვერ დაგტოვებდი.მისმა ღიმილმა ყველა გაბრაზება დამავიწყა.კარგი წავედით თორემ დაგვაგვიანდება ლეაა. სხდომათა დარბაზში შესვლითანავე ყველა მე მომაშტერდა თაგვი უხერხულად ვიგრძენი და შევიშმუშნე. -გამარჯობათ.რა მოხდა ადამიანი არ გინახავთ ნუ გააწითლეთ გოგო თქვა ვიღაც მოხუცმა კაცმა და თბილად გამიღიმა.მეც ღიმილით ვუპასუხე და მივესალმე ამ დროს კახამ დაიწყო საუბარი. თქვენ იცით რომ აქამდე ჩვენს კომპანიას არ ყოლია გენერალური დირექტორი რადგან მამა ფიქრობდა რომ ყველაფერს მარტო გაუმკლავდებოდა,მაგრამ მე ვფიქრობ რომ საჭიროა გენერალური დირექტორი და მინდა გაგაცნოთ ჩვენი კომპანიის გენერალური დირექტორი ლეა ნემსაძე ის ასევე კომპანიის წილის 10%-ის მფლობელია,იმედი მაქვს კარგად მიიღებთ და იმეგობრებთ მასთან.ამან ხალხში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ზოგს გაეხარდა ზოგსაც შეშურდა ლეასი და შეუბღვირა ეს ყველაზე მეტად ჩვენს ბიზნეს პარტნიორებს არ მოეწონათ მივხვდი რომ ლეას საფრთხე შევუქმენი იმით რომ კომპანიის გადარჩენა ვთხოვე მამას ეს არ მოეწონებოდა ახლა სულ ლეას გვერდით უნდა ვყოფილიყავი მასთან ახლოს უნდა მეტრიალა რომ დამეცვა ეს კი არ მომწონდა რადგან ვხვდებოდი რომ მისი ყოველი იმედიანი შემოხედვა უფრო მეტად მაფორიაქებდა და მანერვიულებდა ყოველ წამს უფრო მიყვარდებოდა . დეა და კახა...... -ლეა გაიცანი ეს ირაკლი ნოზაძეა ჩვენი მენეჯერი და ჩემი ბავშვობის მეგობარი. -სასიამოვნოა შენი გაცნობა ირაკლი. -არ მითხრა რომ ვერ მიცანი.ეშმაკურად გამიღიმა ირალიმ და წარბები აათამაშა -და საიდან უნდა გიცნო?ცოტა დაბნეულმა ვკითხე ირაკლის -ხო საიდან უნდა გიცნობდეთ? ჩაერთო დეა. -შენ ისევ ისეთი ენაჭარტალა ხარ რა დეა,ბუზღუნა და ცანცარა არც შეიცვლები მემგონი პაწუკ.ბოლო სიტვების გაგონებაზე გამეღიმა და გამახსენდა ირაკლი.კახა კიდე იდგა და დაბნეული გვიყურებდა. -რაა? შენ ის ბიჭი ხარ რომელიც მთელი ბავშვობა თმის რეზინს მხსნიდა და არასოდეს მიბრუნებდა ის ბიჭი ხარ ვინც სკოლა შემაძულა და ბავშვობა არ შემარგო. აენთო დეა და ირაკლის ეჩხუბებოდა. კახა კი იღიმოდა ეტყობა ყველაფერი იცოდა. მარე მე მომიახლოვდა და მითხრა -კარგი წყვილია არა? -ერთმანეთს თუ არ დაჭამენ კარგი იქნება. -ირაკლიმ უცნაურად იცის სიყვარულის გამოხატვა. -რა დეა უყვარს? -ბავშვობიდან მის გარდა სხვას არავის უყურებს ყოველთვის ის უყვარდა მაგრამ დეა არასოდეს აქცევდა ყურადღებას. -არ მჯერა მე მისი სიყვარული უბრალო ბავშვობის გატაცება მეგონა. -არა ირაკლიმ დაიფიცა რომ ასი წელიც რომ გავიდეს დეას ცოლად მოიყვანს. დეას და ირაკლის შევხედეთ და გაგვეღიმა მალე ერთმანეთს ხელით შეეხებოდნენ დარბაზი დაცარიელებულიყო.კახამ მითხრა რომ სადღაც უნდა გავყოლოდი მეც დავემორჩილე მოჩხუბარი დეა და ირაკლი მარტო დავტოვეთ. -კახა სად მივდივართ. -სიურპრიზია. -აუუუ მითხარი რაა. -არაა.ცოტაც მოითმინე მანქანა სახლთან გააჩერა და მანიშნა გადმოვსულიყავი ერთად შევედით სახლში. -დედაა ჩვენ დავბრუნდით დაუძახა ნელი დეიდას ხელი მომკიდა და უკანა ეზოსკენ წამიყვანა. -მანქნის მართვა იცი? -კი ვიცი. -ესეც შენი სიურპრიზიიიი -მანქანა მიყიდეეე..გახარებულმა შევყვირე მოვეხვიე და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე კახამაც ხელები მომხვია და დამაფრიალა. მადლობა კახა უღრმესი მადლობა შენ ყველაზე კარგი ხარ. -მაინც ფიქრობ რომ არასოდეს ვიქორწინებთ? -კარგი რა ხომ გითხარი არასოდეს.გავიქეცი დედასა და ნელი დეიდას ვაჩვენე ჩემი მანქანა.მათაც ძაან გაუხარდათ.ყველა ქვევით ვიყავით კახა კი არსად ჩანდა ყავა მოვადუღე და კახას ოთახისკენ გავემართე.დავაკაკუნე კახამ მითხრა რომ შევსულიყავი. -ყავა მოგიტანე რას აკეთებ ხელს ხომ არ გიშლი? -არა შემოდი წიგნს ვკითხულობდი.მითხრა და მანიშნა მის გვერდით დავმჯდარიყავი.მეც დავჯექი და ყავა მივაწოდე. -ლეა ჯერ მხოლოდ ორი დღეა რაც გიცნობ და უკვე ბევრი რამ გადავიტანეთ ერთად.მეშინია რომ საფრთხე გემუქრება არ მინდა რომ რამე მოგივიდეს.ბევრი მტერი გაიჩინე როცა დათანხმდი კომპანიის გადარჩენას ამიტომ მინდა ნება მომცე დაგიცვა ყველა საფრთხისგან. -კახა მე უკვე დიდი გოგო ვარ და არ მეშინია არავისი მე მზად ვარ სიცოცვხლის ფასად დავიცვა ჩვენი კომპანია და გუგა ბიძიას იმედები გავამართლო.მისი ხელი ჩემს ხელებში მოვიქციე და თვალებში შევხედე. ჩემზე არ ინერვიულო შენ გუგა ბიძიასთვის მიცემულ პირობას შეასრულებ და დამიცავ ამის მე მჯერა შენი მჯერა შენ გენდობი.... როცა მისი იმედით აღსავსე თვალები მომჩერებოდა მისი მარწყვივით ტუჩები კი წარმოთქვამდა რომ ჩემი ჯეროდა და მენდობოდა თავს ვეღარ მოვერიე და მის ტუჩებს დავეწაფე ლეა წინააღმდეგობას არ მიწევდა ჩემს ხელებში ჩადნა და მოეშვა ხელები მის თმაში შევაცურე და უფრო მოვიზიდე ჩემსკენ მინდოდა ეს არასოდეს დასრულებულიყი ქალისთვის ბევრჯერ მიკოცნია მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო გული გამალებით მიცემდა აღელვებული ვიყავი ვნება მახრჩობდა მინდოდა არ გამეშვა მაგრამ ლეამ მომიშორა და ოთახიდან გაიქცა.თავი დამნაშავედ ვიგრძენი,რატომ ვერ შევიკავე თავი ის მენდობოდა და გული ვატკინე არ უნდა მეკოცნა მისთვის არაა უნდა დაველაპარაკო.გადავწყვიტე დავლაპარაკებოდი და მისი ოთახცისკენ გავემართე კარი ნელა შევაღე დავინახე რომ სავარძელში ჩასძინებოდა ავიყვანე და საწოლში ჩავაწვინე.როცა მოვდიოდი მაისურში ხელი ჩამავლო და მთხოვა დავრჩენილიყავი მივხვდი რომ რაღაც ჭირდა ამიტომ ტემპერატურა შევუმოწმე ისევ მაღალი სიცხე ქონდა არ მინდოდა დედას და ლალი დეიდას ენერვიულათ ამიტომ მარტო გადავწყვიტე მისი მოვლა სიცხისგან მთელი ღამე ჩემს სახელს ბოდავდა ეს ნაწილობრივ მსიამოვნებდა მარამ თან ვნერვიულობდი. ....…………………… ესეც მესამე თავი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.