შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყევლა 6 (მეფე მოკვდა!გაუმარჯოს მეფეს!)


6-11-2015, 21:16
ავტორი blue jeans
ნანახია 2 491

სახლში წასვლა გადავწყვიტე თითქოს რაღაცას ვგრძნობდი,რაღაც უბედურება მიახლოვდებოდა რომელიც მომინელებდა და გამომწურავდა.
ეს მართლაც ასე იყო.გზაში დამხვდნენ.ბევრნი იყვნენ მგონი ყველამ პირი შეკრა
ვინ მიუძღოდა მათ??მარკუსი.
მარკუს განანებ გავიფიქრე და იმწამსვე შემომხედა საზიზღრად გაიცინა და გაქრა.
გაიქეცი?? ხო ხო გაიქეცი შე საწყალო გეშინია და ამიტომ.
რა ვიცოდი რომ წინ ჯოჯოხეთი მელოდა რომელიც მომკლავდა გამანადგურებდა საბოლოო დაღს დამასვამდა და იქ გადამისვრიდა საიდანაც თავის დაღწევას ასე ვცდილობდი.
ეტლიდან გადმოვედი.ალექსიმ დამიჭირა და თვალებში ჩამხედა.არაო მეუბნებოდა თვალებით.
მაგრამ იცი რა ვქენი?ჩემმა ჯადოქრულმა მხარემ მომაშორა ჯერ არ ვნანობდი რადგან ჩემში ყოველი ადამიანური ჩაკვდა.თვალები დამიწითლდა და ჩამიმუქდა პირში შხამის გემო ვიგრძენი.
პირდაპირ მათ შუაში დავდექი და გავიღიმე ჩემს ღიმილს მათი ღრენა მოჰყვა მესიამოვნა მათი ასე გაბრაზება ვიცოდი ჩემს სიტყვებს გაიგონებდნენ და ვთქვი
-ქალბატონებო და ბატონებო დავიწყეთ.
ჩემში დაგროვებულმა ძალამ ისე გამოხეთქა მეგონა გავსკდი და შუაზე გავიგლიჯე მაგრამ არა ეს ასე არ ყოფილა პირიქით მე დავიღრიალე მრისხანედ დავისისინე და ჩემს შიგნით ჯადოქარმა გაიღვიძა.
ყველას ერთიმეორეს მიყოლებით ვკლავდი მორბოდა ერთი მაქცია,ორი,სამი ოთხი ვკლავდი ვამარცხებდი.მხოლოდ მე არ ვიბრძოდი მოდიოდნენ სხვა ჩემიანებიც თუმცა ალექსის ვერ ვხედავდი თან არ მინდოდა ყურადღების გაფანტვა მაგრამ ვნერვულობდი.
არ ვიცი რა მოხდა ალბათ წამიერი გონება გაფანტვის ბრალია ვიღაც მიჭერს და ხელებზე ბორკილებს მადებს თითქოს ჩემს ჯადოქარს ეძინება ის მიდის ის მტოვებს,ზოგი ძირს მაგდებს და მერე მთიშავენ...
ისევ ჩემი ოთახი ნუთუ მესიზმრა?ნეტავ სიზმარი ყოფილიყო ვამბობ მაგრამ თითქოს გარემოც კი მეუბნება რომ ეს მართლა მოხდა და გული მიკვდება.
ნეტავ რა მოხდა??რატომ ვარ ჩემს ოთახში? რა დაემართა ალექსს?ხომ არ ... არა ამაზე არც კი უნდა ვიფიქრო ეს არასწორია ეს შეუძლებელია ეს წარმოუდგენელია.
და აი ისმის გლოვის ზარები ჩემი გონება იბინდება.ოთახში შემოდიან თუმცა ვერ ვარჩევ ვინ არის ვიცი რომ ვამპირია და ჩემიანია ამას თითქოს მისი სიახლოვე მაგრძნობინებს.
ისევ ის ზარები... და შემდეგი სიტყვები რომლებიც თავიდან არ ამომდის
-მეფე მოკვდა! გაუმარჯოს მეფეს!
წყლიდან გამორიყული თევზივით ვფართხალებ თითქოს მაცოცხლებელი ძალა გამომაცალეს და ვიხრჩობი,თითქოს სასუნთქი გზები დამიხშეს თვალზე ბინდი მეკვრება და თვალებს ვახამხამებ თუმცა მაინც ვერ ვხედავ.
მერე ვითიშები.
ვიღვიძებ თუმცა უკვე სხვაგან ვარ. არ ვარ ჩემს ოთახში და ვერ ვარკვევ სად აღმოვჩნდი.
მხოლოდ ახლა ვხვდები სად წავიდა მარკუსი და რა მოხდა. ისინი აჯანყდნენ და გზაში დამიჭირეს სრულიად დაუცველი შემდეგ სასახლეს მიადგნენ ახლობელმა გაგვცა რადგან მხოლოდ მე მამამ და ალექსმა ვიცოდით სად ვიყავით და კიდევ კაიუსმა.
არა! კაიუსი და ალექსი ამას ვერ გააკეთებდნენ ვერც მამა
ისევ ღრმად ვსუნთქავ თითქოს მინდა გული ავამუშავო.ყელში გაჩხერლ დიდ ბურთს დიდ ძალისხმევით ვაგორებ და საწოლიდან ვდგები.ოთახს ვათვარიელებ თითქოს მეცნობა ალბათ ადრეც ვყოფილვარ.
შემდეგ საფეთქელთან ფეთქვას ვგრძნობ და უამრავი კითხვა მიტრიალდება თავში ყველაფერს ერთმანთში ვურევ თითქოს დედამიწა სწრაფად დატრიალდა.სად არის ალექსი? ნუთუ მამაჩემი მოკვდა? რა მოხდა?ნუთუ ყველაფერი ცუდადა??
ვბედავ და კარებს ვაღებ აქეთ-იქით ვიყურები არაფერი ხდება თითქოს ვმშვიდდები კიდეც მაგრამ სიტყვები
-მეფე მოკვდა! გაუმარჯოს მეფეს!
ამის საშუალებას არ მაძლევს.
ნელა მივაბჯებ ისევ ჩამიჩუმი არ ისმის მაგრამ როგორც კი დიდ დარბაზში შევდივარ ყველა ყაყანებს ყველა მეფის სხეულს დასტრიალებს ვამპირებს ხომ გრძნობების გამოხატვა არ შეუძლიათ ისინი დადუმებულები არიან უბრალოდ ხმას ვერ იღებენ.
ჩემი შესვლა მათზე მუხტივით მოქმედებს და ფხიზლდებიან.გარს მეხვევიან ვხედავ ბევრის იმედიან თვალებს რომლებიც მეხვეწებიან ყველას სამაგიერო გადავუხადო.
მერე მარკუსის სახე მახსენდება და მინდა შუაზე გავგლიჟო ნეფლეთებად ვაქციო..ან უარესი ისე სასტიკდ ვაწამო რომ სიკვდილი თვითონ მთხოვოს.
-ყველას ვაზღვევინებ
ისეთი მრისხანედ ვამბობ რომ ვგრძნობ თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრი.კბილებს ერთმანეთს მჭიდროდ ვაჭერ და კანკალი მიტანს მაგრამ მე არ მეშინია მე მტრის სისხლი მწყურია.



№1 სტუმარი anastasia

მაგარრია, შემდეგს როდის დადებ?

 


№2  offline წევრი blue jeans

დღეს დავდებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent