შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მწამს (6)


6-11-2015, 23:18
ავტორი keke11
ნანახია 1 388

საავადმყოფოს კარები უხმოდ ჩავირბინეთ. გასასვლელთან ჯოში,რომ დავინახე გამეღიმა. ის ნელ-ნელა გვიახლოვდებოდა.
-გამარჯობა-მე ჯოში ვარ. ბაბის შეყვარებული-გაიღიმა ჯოშმა.
-გაგიმარჯოს მე მაიკლი ვარ, ბაბის მშველელი-ხელი ჩამოართვა ჯოშს.
-ხო ვიცი და უღრმესი მადლობა მაგის გამო...-თქვა ჯოშმა და მერე თითქოს ჩემს გასაგონად თქვა:
-პირდაპირ სახლში,რომ მიხვალ მომწერე.
-კარგი ჰო-ვუთხარი და მაიკლის შეუმჩნევლად ზურგზე დავარტყი.
-არ ვიცოდი შეყვარებული თუ გყავდა.-მითხრა, უკვე მანქანაში მაიკლმა.
-ხო მყავს შენ? შენ მარტო ხარ?-გავუღიმე.
-არა არც მე ვარ მარტო. მას სარა ჰქვია.
-მაგ სახელთან ცუდი მოგონება მაკავშირებს.
-არა სარა კარგი გოგოა, თუ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდა გაგაცნობ.
-ჰო, იმედია. მგონი მოვედით.
-უი,ჰო კინაღამ გავცდი-დაამუხრუჭა მანქანა. მომცემ შენს ნომერს?
-რა პრობლემაა?-ვკითხე და ნომერი ჩავაწერინე.
-კარგი ბარბი. დროებით.
მანქანიდან გადმოვედი
***
კართან ჯოში დამხვდა. ჩამეხუტა.
-რას აკეთებდით?-მითხრა ბოლოს.
-ოოჰ,მოვდიოდით ჯოშ.
-მუნჯურად?
-ის მარტო არაა. შეყვარებული ყავს!
-შენ რა კითხე?
-შემეშვი რა.-ხელი მოვიშორე წელზე,რომ ჰქონდა შემოხვეული.
-კარგი ჰო. კარგი. მოდი ჩემთან.
-მაშინ მაიკლზე ნუღა ეჭვიანობ.-ჩავეხუტე.
-წავედი ახლა სახლში. ძალიან დავიღალე.
-ხვალ მმნახავ?
-ვნახოთ. თუ დაიმსახურებ.-ენა გამოვუყავი. სახლის კარი გავაღე თუ არა ბებია და რიკი შემეგებნენ. ბაბბუამაც სასხვათაშორისოდ მომიკითხა.
-დაიკო,როგორ ხარ?-ჩამეხუტა რიკი.
-კარგად სულელო, შენ?
-მომენატრე. ოღონდ მართლა.
-მეც. ჩემი პატარა. დედას ელაპარაკე? ხომ არაფერი გითქვამს?
-ველაპარაკე. არა ხომ მთხოვე არაფერი უთხრაო. მგონი იგრძნო. მაინც ყოველ წამს შენზე მეკითხებოდა.
-ჩემი დედიკო-ვთქვი და ბებოს გავხედე.
-ბე შენ როგორ ხარ?
-უკვე კარგად ბებო-მომეხვია ბებია.
-ძალიან დავიღალე. ჩემს ოთახში ავალ.-კიბეები მშვიდად ავირბინე.
***
საწოლზე უსიცოცხლოდ დავეშვი.
-ბაბი-მომესმა კიბიდან რიკის ხმა.
-რა ხდება?-უჟმურად წამოვჯექი საწოლზე.
-ბოდიში. მესიჯი მოგიივიდა-ტელეფონი მომაწოდა.
-უი, გმადლობ.
რიკი ოთახიდან გავიდა. უცხო ნომერი იყო:
-ხომ მშვიდად მიხვედი? იმედია ჯოში ძალია არ გაგიბრაზე. მეც ვიეჭვიანებდი მის ადგილზე,რომ გამეცნო მშინ უფლება უნდა მიმეცა წაეყვანე. სარა უნდა ვნახო. თუ შეძლებ გამოდი გაგაცნობ. გახსოვს,კოლეჯთან ბიჭები,რომ ვიდექით? იქ მოდი საღამოს 6-ზე. ტკბილი ძილი.
-მშვიდად მივედი. არ გაბრაზებულა. რას ამბობ? ვნახოთ ტუ მოვახერხე აუცილებლად მოვალ შენც ტკბილი ძილი.
იმ ღამეს მშვიდად მეძინა. დაღლილი ვიყავი. 12საათზე გავიღვიძე. იმ წამს ტელეფონს დავხედე. ჯოშის მესიჯი იყო.
-ჩემი გოგო, დილამშვიდობისა! უკვე მომენატრე. იმედია დავიმსახურე მნახო. ჩემი ხარ მარტო.
არაფერი მიმიწერია. დაბლა ჩავედი. სახლში არავინ იყო. ყავა მოვიდუღე და თან ვხატავდი. ხატვა დავამთავრე, მივხვდი ჩემი ოცნების პრინცი დავხატე და ის უზომოდ გავდა ჯოშს. გამეღიმა. მივწერე:
-გცალია? მარტო ვარ და მოვიწყინე. გავიაროთ.
-კარგი. 5წუთში შენს სახლთან ვარ.
ოთახში ავირბინე,რომ ჩამეცვა. მოკლე შორტი, კედი და ტოპი ჩავიცვი. უკვე მელოდებოდა. ჩემი ბიჭი...
-როგორც იქნა-გამიცინა ჯოშმა.
-ბოდიში-ჩავეხუტე.
-აუ,სულ სადღაც დავდივართ ოღონდ მარტო. წამოდი ჩემს ძმას გაგცნობ კარგად და მის ცოლს.
-ცოლს? არ ვიცოდი შენს ძმას ცოლი თუ ჰყავდა. სხვა დროს იყოს კარგი? დღეს 6-ზე უნდა გავიდე.
-სად-წარბი აწია ჯოშმა.
-დამპირდი,რომ არ გაბრაზდები.
-თუ მაინც გასაბრაზებელია? გისმენ.
-მაიკლი უნდა ვნახო, თავის საცლესთან ერთად.
-რა? შენ სულ გაგიჟდი? ეგ გუშინ დაგეგმეთ?-გაბრაზდა ჯოში.
-არა. მომწერა. ხომ თქვი აღარ ვიეჭვიანებო? მარტო ხო არ უნდა ვნახო?
-რა ქნა? ნომერი მიეცი გოგო?-აფეთქდა. მივხვდი ჯობდა არაფერი მეთქვა, მაგრამ გვიანი იყო.
-ხო, ჯოშ ხო-ხელი ვკარი. შენ მე არ მენდობი.ხომ გითხარი, მხოლოდ მეგობარიათქო? თან შეყვარებულთან ერთად უნდა ვნახოთქო. მე შენ რა გაპატიე ჯოშ? და შენ? შენ რას არ მიჯერებ?-ცრემლები წამომივიდა.
-ნუ მახსენებ მაგ თემას! ეგ სხვა იყო გესმის? მე შენ მართლა მიყვარხარ და არ მინდა დაგკარგო. ნუ ტირი გთხოვ.
-შემეშვი. იცი რად დამიჯდა ეგ პატიება? მაგით ვერ დაგიმტკიცე,რომ მიყვარხარ არა? მააიკლს ვნახავ. აუცილებლად ვნახავ და შენ სანამ ჩემს ნდობას არ ისავლი ნუ დამირეკავ. ავდექი და სახლში შევედი. ისევ არავინ იყო და ბოლო ხმაზე ვტიროდი. ვიცოდი 6მდე გარეთ იქნებოდა ჯოში, მაგრამ არ მაინტერესებდა. 5ხდებდა. მოვწესრიგდი და ტაქსი გამომვიძახე. ფანჯრიდან გავიხედე, იქ იდგა. 6-სს 10წუთი აკლდა სახლიდან,რომ გამოვედი. ტაქსი მელოდებოდა.
-მე წაგიყვან-დამიძახა ჯოშმა. მე უხმოდ ჩავჯექი ტაქსში.
***
-ის მანქანა მოგვდევს-მითხრა გზაში მძღოლმა.
-არაუშავს. წავიდეთ-ვუთხარი და გზას გავხედე.
მოხუცი ტაქსისტი მთელი გზა იმას მეუბნებოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიყვარული. ხმას არ ვიღებდი... ან რა უნდა მეთქვა. კოლეჯთან გამიჩერა. ვფიქრობდი გადმოვსულიყავი თუ არა. ბოლოს მაინც გადმოვედი.
-გაამარჯობა ბარბი-გამიღიმა მაიკლმა.
-გაგიმარჯოს-გადავკოცნე. მაიკლმა სარა გამაცნო. სულაც არ გავდა იმ.... მოკლედ მშვენიერი გოგო იყო. მთელი საღამო ერთად ვსეირნობდით და ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ. ჯოში ცოტახანს გადამავიეყდა. საბოლოოდ მივხვდი, რომ ჯობდა წამოვსულიყავი. სარას და მაიკლს დიდი სიყვარულით დავემშვიდობე იმ იმედით,რომ კიდევ ვნახავდი.
როგორც კი კოლეჯს მოვშორდი მანქანის ფარის შუქმა მომჭრა თვალი. რატომღაც გამიხარდა ანუ მთელი საღამო მელოდა. მშვენიერია-გავიფიქრე. მანქანას ზურგი ვაქციე და ტელეფონი ამოვიღე. ტაქსს ვურეკავდი. მანქანის კარის ხმა გავიგე. არ შევიმჩნიე.
-დიახ, კოლეჯის გვერდით.-განვაგრძე ოპერატორთან ლაპარაკი. უცებ ტელეფონი ხელიდან გამომტაცა და...
-გამარჯობათ, უკაცრავად შეწუხებისთვის. ამ გოგონას ზუსტამ ამ წამს პირადი მძღოლი ემსახურება. გთხოვთ უთხარით, რომ ძალიან მიყვარს და მაპატიოს. ძალიან გთხოვთ უთხარით, რომ მთელ სამყაროს მირჩენვია, მჯერა, მისი ყველა სიტყვის და ხო კიდევ ვპირდები,რომ აღარასოდეს ვიეჭვიანებ მის მეგობრებზე. ეტყვით?-გამომხედა. ოპერატორს კი ტელეფონი გაუთიშა.
-უკვე მითხრეს ეგ. ის თუ იცით,რომ ამ გოგოსაც გადაუყვარებლად შეუყვარდით?-ჩავეხუტე. უზომოდ. იმდენად რომ მისი გულის ცემა ვიგრძენი.
-მადლობა პაწუკა-მაკოცა. ისე მხურვალედ რომ ვერ შევეწინააღდეგე.
-წავიდეთ?-ვიკითხე დაბნეულმა.
-სად?
-სადაც გინდა.
-მენდობი
-გენდობი.
-მაშინ მშია.-გამიღიმა.
-რესტორნები აღარ იქნება ღია.
-ჩემთან წავიდეთ. უბრალოდ საჭმელი გამიკეთე.
-ჩემები?
-გავუაროთ და უთხარი რამე.
-რა? მე აქ მეგობრები არ მყავს.
-მოიცა...-ჯოშმა ტელეფონი აიღო.ჩემს ძმას დაურეკა.
-რა უთხარი?-გამეცინა.
-შენი ძმა ჭკვიანია მოაგვარებს. წავედით?
მანქანაში ჩავხტი. მიხაროდა,რომ მის თბილ ხელს ვიხუტებდი და მასთან ვიყავი. გზაში ჩამძინებია. მანქანიდან,რომ გადმოვყავდი მაშინ შევფხიზლდი.
-დამსვი,წამოვალ-შემრცხვა.
-არანაირად დაიძინე.
-რომ გშიოდა?
-დაიძინე-გამიმეორა და გულზე მიმიხუტა.
დილით 7ზე გამეღვიძა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent