7 მარტი!
ამბობენ მარტი გიჟი თვეაო..ზოგადად ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ ცრურწმენების არ მჯერა.. მოკლედ არ ვიცი მართლა მარტია გიჟი თვე, მე ვარ გიჟი, თუ ჩემი მომავალი შეყვარებული იყო გიჟი, მაგრამ ფაქტია დაიწყო ჩვენი ისტორია.. მოკლედ დაწყებაცაა და დაწყებაც.. მადლობა ილიაუნს, ილიაუნის ადმინისტრაციას, ჩემს მასწავლებლებს და მოკლედ ყველას, ვინც დამაძალა, რომ ტრენინგს უნდა დავსწრებოდი.. დილიდან ისეთი აჭრილი ვიყავი შეიძლება ვინმე შემომკვდომოდა, ჩემმა მასწავლებელმა რომ დამირეკა სასწრაფოდ ილიაში უნდა მიხვიდე ტრენინგზეო, მინდოდა მობილურში გავმძვრალიყავი და გემრიელად შემომერტყა ასეთ საშინელ ამინდში გარეთ გასასვლელად რომ გამიმეტა.. ძალიან ბევრი წუწუნის და ჩხუბის შემდეგ, სწრაფად ჩავიცვი და გაჩერებაზე დავდექი. ჩემი ყვითელი „ლიმუზინი“ როგორც გამოჩნდა არავის ვაცალე ასვლა იმ იმედით, რომ ერთი თავისუფალი ადგილი მაინც იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს ფორტუნა დღეს ნამდვილად არ იყო ჩემ მხარეზე. ორსაათნახევრიანი ტრენინგის მერე ისეთი სისწრაფით გამოვედი შენობიდან თავბრუ დამეხვა. გაყინული ვიდექი ილიას წინ და ველოდებოდი ჩემ ბიძაშვილს, რომელიც ყოველთვის მეუბნება აბაზანიდან გამოვედი და მოვდივარო, არადა ზუსტად ვიცი მაგ დროს შედის. ამაში მაინც გამიმართლა, ალბათ შევეცოდე ყინვაში რომ ვიდექი და საათნახევრის მაგივრად 45 წუთში მოვიდა. მარჯანიშვილზე გავედით და ჩემი საყვარელი ყავა ვიყიდე. ეს რომ არ არსებობდეს, ალბათ ვერაფერი შეძლებდა დეპრესიიდან გამოვეყვანე. მიუხედავად იმისა, რომ ფული არასდროს მქონდა ძვირიანი ტანსაცმლისთვის, მაინც შევედი ყველა მაღაზიაში, უფრო მეტად დავიბოღმე და გამწარებულ გულზე იქვე კუთხეში მეორადების მაღაზიაში წავედი. 12 ლარად იმდენი რაღაც მომივიდა მთელი სეზონი რომ მეყოფოდა. _ხმა რომ გაგცე მაგისიც მეშინია უკვე. _ხოდა შენც არ გამცე ანუშკა ბოლოს მაინც მოვედი ხასიათზე და იმდენი ვიბოდიალეთ, საერთოდ აღარ გვაინტერესებდა არც წვიმა, არც თოვლი, არც ტორნადო და არც არაფერი. მთავარია ჩვენ ვიყავით კარგ ხასიათზე.. სახლში რომ მივედი ტირილი მომინდა. ხომ არსებობენ ადამიანები რომლებიც ვერასდროს ხვდებიან, რომ ყოველ დღე არ შეიძლება ნათესავს ესტუმრო.. პრინციპში სტუმრებად აღარც ითვლებოდნენ, ფაქტობრივად ჩემი მდგუმრები იყვნენ, იმ განსხვავებით, რომ ფულს არ იხდნიდნენ. ვეცადე ძალიან სათნო და ზრდილობიანი სახე მქონოდა. ისეთი შეწუხებული სახით ვთქვი სამეცადინო მაქვს და უნდა დაგტოვოთთქო, ლამის მეც დამეჯერა რომ გული დამწყდა.. მთელი ღამე გავათენე. რომ ვიგრძენი თავში არაფერი შემივიდოდა ტანსაცმლიანი დავწექი საწოლზე და გავითიშე. მომდევნო დღეები იყო კატასტროფა, ჯერ ხომ გადაუღებლად წვიმდა, ამას ემატებოდა ჩემი მასწავლებლები და ალბათ მალე კივილს დავიწყებდი ისეთი გადარბენა მქონდა.. უკვე შუადღე იყო სალიმ რომ დამირეკა გამოდი ყავა დავლიოთო. ისე ვიყავი გათიშული ნამდვილად მინდოდა ახლა ცხელი ყავა და ბევრი ლაპარაკი.. _შენ სულ ხალათით რატომ მხვდები ? გავიოცე და ჩანთა იქვე მივაგდე _აბა სახლში როგორ უნდა დაგხვდე, ძაან „სტრანად“? _კაი ხო, ყავა მინდა ძალიან. ისეთი გათიშული ვარ შეიძლება ავფეთქდე _შენ არ აფეთქდე და ყავას ახლავე დაგალევინებ, დამცინა და სამზარეულოში გავიდა _რას შვებით შენ და დათა ? _კარგად ვართ. სახე გაუნათდა და ყავას მოურია. _ცოტა ხანში გავიცნობ დათასებს და მერე ალბათ მალე გადავალ რა _ჩემი საუკეთესო დაქალი თხოვდება, რა მომკლავს _დავაი რა, ეღადავე იცი ვის ? _ვის? _შენ მეზობელ ლალის, ხარჩო რომ გამოაქვს ხოლმე კლანჭებიანი ქათმის არომატით იმხელა ხმაზე გადავიხარხარეთ ორ ხმაში, სერიოზულად მეგონა რომ მთელმა ვერამ გაიგო. სალისგან ისეთი გახარებული გამოვედი, ჩემი გათხოვება არ გამიხარდებოდა ისე, როგორც მისი მიხაროდა.. შაბათ-კვირა ისე მიხაროდა, ჩემი მეზობლებიც ვეღარ მიფუჭებდნენ ხასითს. მართალია სამეცადინო თავზე გადამდიოდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მაგრამ ამაზეც თანახმა ვიყავი,ოღონდ ასეთ საშინელ ამინდში გარეთ არ გავსულიყავი... ყოველი დღე ერთმანეთს საშინლად გავდა.. ჩემთვის ერთფეროვნება უფრო დიდი კატასტროფა იყო, ვიდრე გამოცდების მოახლოება... ხანდახან მეგონა, დრო საშინლად იწელებოდა, აი ბოლო თვეში კი ამას ნამდვილად ვერ ვიტყოდი.. დღეები ტიტანური სისწრაფით ცვლიდნენ ერთმანეთს და ჩემი ნერვიულობაც უკვე პიკს აღწევდა... ზოგადად ვერ ვიტყოდი რომ ძალიან ემოციური ვიყავი, მაგრამ გამოცდებმა მთლიანად ამოაყირავა ჩემი გონება... ვცდილობდი უბრალოდ თავი ხელში ამეყვანა და დამშვიდებული შევსულიყავი პირველ გამოცდაზე.. ბედის ამბავი იყო აშკარად, ჩემი და და ყველა მეგობარი ერთად რომ მოხვდნენ, მარტო მე ვიყავი ძალიან გადაკარგულში და წარმოდგენაც არ მინდოდა რა საშინელი გრძნობაა როცა იცი სრულიად მარტო ხარ.. არ ვიცი რატომ გადავწყვიტე გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე უბრალოდ „დამეკიდა“ ყველაფერი და დრო ისე გამეტარებინა როგორც მინდოდა... მესენჯერის ხმამ ფიქრებიდან გამომარკვია და გაოცებულმა დავხედე ეკრანს, ნუთუ სკლეროზი დამეწყო.. ვერაფრით გავიხსენე სრულიად უცხო ადამიანი როგორ აღმოჩნდა ჩემს მეგობრებში ან საერთოდ რა მიზნით დავამატე... ვიფიქრე სწერვობა ახლა მაინც არაა საჭიროთქო და ჩვეულებრივი, მეგობრული საუბარი გავაბით.. ნამდვილად ვერ ვიტყოდი რომ მაგარი მეგობრები გავხდით, მაგრამ არ ვიცი რამ გადამაწყვეტინა რამდენიმე დღეში ახლოდან გამეცნო.. ბევრი ნამდვილად არ მიფიქრია რა ჩამეცვა, ან მაკიაჟი მჭირდებოდა თუ არა, თავისუფლად ჩავიცვი და კიბეები ჩავირბინე.. ნუ სავარცხელი მაინც ჩავიგდე ჩანთაში, რა იცი იქნებ თმა ოდნავ მაინც გამწეწვოდა... საერთოდ არ მიგრძვნია უხერხულობა მასთან ერთად სრულიად უცხო ადამიანიც რომ დამხვდა.. _უხერხული არ იქნება ალბათ რომ არ გაგაფრთხილე, გაიცანი ჩემი მეგობარი ჯაბა. _სასიამოვნოა, ირინა.. ხელი გავუწოდე და ისე მოკრძალებულად გავიღიმე მეც გამიკვირდა საიდან ამხელა სინაზე-მეთქი.. ალბათ მართალია როცა ამბობენ, რომ გული გულს ცნობს.. იმდენად ჩავერთე ჯაბასთან საუბარში საერთოდ აღარ გამახსენდა მარტო რომ არ ვიყავით.. ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ ცუდი საღამო იყო, შეიძლება ითქვას ერთ დღეში მოვიხიბლე... მომდევნო დღეებში, უბრალოდ მიმოწერით შემოვიფარგლეთ.. გამოცდის დილას კი ნამდვილად მინდოდა მიწას ჩავეტანე, ოღონდ იმ საშინელ ადგილას სრულიად მარტო არ წავსულიყავი... უნარების გამოცდიდან ისეთი აფორიაქებული გამოვედი, ტირილი მინდოდა საკითხები რომ მახსენდებოდა... თვალებს არ დავუჯერე ჯაბას რომ შევეჩეხე..უბრალოდ მინდოდა ძალიან მაგრად ჩავხუტებოდი და აღარ გამეშვა.. მთელი დღე ცდილობდა ჩემ გამხიარულებას...არცერთი წამით მიგრძვნია, რომ გამოცდიდან ახალი გამოსული ვიყავი.. ყველაზე თბილი გრძნობაა იცოდე, რომ მარტო არ ხარ.. _რაღაც უნდა გითხრა. იმდენად მოულოდნელი იყო ასეთი დასერიოზულებული ტონი, ცოტა არ იყოს გამიკვირდა.. _არ გამაწყვეტნო, ისედაც ვნერვიულობ.. _მიყვარხარ.. იმდენად მოულოდნელი იყო, ასე მეგონა ყველა ორგანო შემიტოკდა.. _ხო, ძალიან მიყვარხარ.. 7 მარტს დაგინახე ილიას წინ...მართლა ძალიან მინდოდა რომ მოვსულიყავი და მეთქვა, შენ დამაჯერე ერთი ნახვით შეყვარება, მაგრამ ვერ გავბედე.. მივხვდი ასე უფრო დაგაფრთხობდი.. ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს რომ ვერ გაგიცანი, შენი ნახვის შანსიც ძალიან ცოტა იყო.. თითქმის ყოველ დღე მოვდიოდი ილიასთან და გეძებდი, ბოლოს ხელი ჩავიქნიე.. მეორედ რომ დაგინახე მარჯანიშვილზე, მეგონა ბედნიერებისგან გულის ცემა გამიჩერდებოდა.. ვერც მაშინ შევძელი მოსვლა.. არ ვიცი რა მჭირდა, უბრალოდ ვიცოდი ასე მოულოდნელად რომ მოვსულიყავი თავს ვერასდროს შეგაყვარებდი...შენ არ იცი რამდენი ხანი ვიტანჯებოდი, მინდოდა უბრალოდ ჩაგხუტებოდი და აღარ გამეშვი არსად... მთელი ცხოვრება ვგრძნბობდი, რომ ვიღაც მიყვარდა, სიზმარში ვხედავდი, მაგრამ სახეს ვერ ვარჩევდი, როგორც დაგინახე მაშინვე მივხვდი შენ იყავი ის ვინც მიყვარდა და მეყვარებოდა სიცოცხლის ბოლომდე... მტანჯავდა ცალმხრივი გრძნობა, მაგრამ ვცდილობდი გამეძლო, იმედი რომ ოდესმე ერთად ვიქნებდოით ყველაფერს მაძლებინებდა...ერთ დღეს სრულიად შემთხვევით აღმოგაჩინე სოციალურ ქსელში.. ერთი საერთო მეგობარი რომ დავინახე მეგონა მესიზმრებოდა.. აღმოჩნდა, რომ ჩემ საუკეთესო მეგობარს იცნობდი.. იმ დღეს თავიდან დავიბადე.. ისევ გიპოვე და ზუსტად ვიცოდი არასდროს აღარ გაგიშვებდი.. ახლა კი შენს წინ ვზივარ და გიყურებ ძალიან დაბნეულ თვალებში.. ვიცი რთულია ყველაფრის გააზრება, მაგრამ გთხოვ ნუ მიიღებ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას.. უბრალოდ მინდა გჯეროდეს როგორ ძალიან მიყვარხარ.. არ ვიცი ზოგადად რას განიცდიან როცა სიყვარულს უხსნიან, მაგრამ მე მინდოდა ავმდგარიყავი და ძვლების ატკიებამდე ჩავხუტებოდი... არ შეიძლებოდა არ გყვარებოდა ადამიანი, რომელიც ამხელა სიყვარულით და სითბოთი ლაპარაკობდა შენზე... არ მახსოვს როგორ მივედი სახლში.. უბრალოდ უნდა მეფიქრა, ყველაფერი გადამეხარშა და გადაწყვეტილება მიმეღო... რამდენიმე დღეში ზუსტად ვიცოდი რა მინდოდა.. ისიც ვიცოდი ჯაბა ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი რომ ხვდებოდა ჩემთვის და სულიანად ვთბებოდი... არ გადიოდა დღე ჯაბას გარეშე.. უკვე შესისხლხორცებული მქონდა, რომ ყოველდღიურად უნდა ყოფილიყო ჩემ ცხოვრებაში და ასე იქნებოდა სამუდამოდ.. *** *** *** *** *** *** _ესეიგი ბევრი გეძლეოდა ხო ? _ხო რაიყო ცუდი გოგო ვარ? _ირინა რატომ გინდა ამჭრა? _შენც ნუ აიჭრები... _ვინმე რომ დავინახო შენ სიახლოვეს შუაზე გავჭრი! _რა სისასტიკეა *** *** *** *** *** *** ჯაბას წასვლის დღე რომ ახლოვდებოდა, ასე მეგონა გულს ნაწილ-ნაწილ მიღებდნენ.. რა თქმა უნდა ვერც და არც ვთხოვდი ბოლო წელი ჩემ გამო დაეკარგა და აქ დარჩენილიყო, მაგრამ ძალიან მტკივნეული მეჩვენებოდა ყველა მის გარეშე გასული დღე.. _ჯერ არ წასულა და უკვე ცუდად ვარ.. როგორ გავძლებთ არ ვიცი.. ალბათ ის იქ გაგიჟდება და მე აქ.. ძაან საყვარელია აი ძაან, დაბადბის დღეზე აქ არ ვიქნები მაგრამ მაინც მოგწვდებიო.. _მე და დათაც ასე ვიყავით, იშვიათად რომ ვხედავდით ერთმანეთს.. აი რომ დამცინოდი გაები ჩიტო ? _ჩემ თავს ვერ ვცნობ გჯერა? _მჯერა და ის არ მჯერა ასე მაგრად რომ გაგაბა სალომეს სიტყვებზე ცუდად ვიყავი სიცილისგან.. მართალია როცა ამბობენ „არასდროს თქვა არასდროს“, სულ იმას გავიძახოდი მე ვინ მომერევათქო, ისე არასდროს შევიყვარებ ტვინი რომ ამერიოს-მეთქი.. ამ გადმოსახედიდან ზედმეტად სასაცილოც კი იყო ყველაფრის გახსენება... ბოლო დღეებში უფრო მეტად მეძნელებოდა ჯაბასთან დამშვიდობება.ერთი წელი უნდა გაგვეძლო.. ვიცოდი ძნელი იქნებოდა, მაგრამ შევძლებდით.. აეროპორტში ვერ გავყევი..ვიცოდი იქ ისტერიკა დამემართებოდა და ალბათ მართლა არ გავუშვებდი... წინა საღამოს იმდენ ხანს ვეხუტებოდი ლამის ხელებში შემომატყდა.. მინდოდა ღრმად ჩამესუნთქა მისი სურნელი, სანამ ჩამოვიდოდა რომ მყოფნოდა.. რამდენიმე დღე საწოლიდან ადგომა არ მინდოდა.. ასე მეგონა ვერ ვსუნთქავდი მის გარეშე.. ისევ მის გამო უნდა ვყოფილიყავი კარგად.. არ მინდოდა კიდევ უფრო მეტად ენერვიულა.. მთელი დღე ვწერდი და ველაპარაკებოდი.. რაც უფრო დიდი დრო გადიოდა უფრო მეტად მენატრებოდა.. ჩემი დაბადების დღის მოსვლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა... არ შემეძლო ჯაბას გარეშე ბედნიერად გამეტარებინა. ყოველ დღე იმაზე ვფიქრობდი რა მოხდებოდა სასწაული მომხდარიყო და როგორღაც ჩემთან გაჩენილიყო თუნდაც სულ რამდენიმე წუთით.. გული დამწყდა პირველმა რომ არ მოილოცა.. მეგონა დაავიწყდა... დილით რომ დამირეკა და მითხრა დაბლა ჩამოდიო მეგონა მესიზმრებოდა... იცით რას ნიშნავს გიყვარდეს მთელი გრძნობით? დაინახავ და გრძნობ როგორ გიჩქარდება პულსი, გეკუმშება დიაფრაგმა და გგონია ცოტა ხანში ვეღარ შეძლებ ამოსუნთქვას.. არ ვიცი ოდესმე შევძლებ თუ არა სიტყვებით გადმოვცე რა ვიგრძენი როცა ჩემ სახლთან დავინახე... უბრალოდ ვიცოდი ვერასდროს ვეღარ შევძლებდი მისგან შორს ყოფნას... _ვერ ვიჯერებ რომ აქ ხარ _არასდროს აღარ წავალ უშენოდ _მპირდები? _გპირდები ჩემო ლამაზო! ყველას მოგესალმებით.. არ ვიცი მართლა მეყოფა თუ არა სიტყვები გადმოვცე ის გრძნობა რასაც ახლა განვიცდი, უზომოდ ბედნიერი ვარ თქვენი თითოეული მესიჯით.. ძალიან ბევრჯერ მითქვამს და არასდროს დავიღლები გავიმეორო, რომ ყველაზე მაგარი მკითხველი ყავს ჩემ ისტორიებს! უდიდესი მადლობა ჩემო კარგებო, უსაზღვროდ მიყვარხართ და გაფასებთ თითოეულ თქვენგანს! რაც შეეხება მოთხრობას, ჩემ საუკეთესო მეგობარს, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, ჩემ არაბიოლოგიურ დას შევპირდი, რომ ოდესმე აუცილებლად დავწერდი მასზე, ხოდა ჩავთვალე, რომ ახლა ის დროა პირობა შევასრულო.. ისტორია არ არის დიდი, მაგრამ იმედი მაქვს მაინც ისიამოვნებთ! ველი თქვენს შეფასებას.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.