შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული თუ ნაპოვნი (თავი მეოთხე)


8-11-2015, 14:49
ავტორი starstruck
ნანახია 1 812

ლაშასთან ჩახუტებულს მეძნა, შუბლზე მკოცნიდა. სიცივემ გამაღვიძა, ლაშა მიჰყავდათ და ხელშ ჩემი გული ეჭირა. ვტიროდი, ვყვიროდი დამიბრუნეთ გული და მისი პატრონი თქო, მაგრამ ამაოდ. არავინ მისმენდა.
შიშისგან გამომეღვიძა. ეს მხოლოდ სიზმარი იყო მარი, ეს მხოლოდ სიზმარი იყო. ყველაფერი კარგადაა და თან ხელები გულზე მეწყო. მორჩა ეხლა გადავბრუნდები და დავიძინებ. მაგრამ ვინ გაცადა, ტელეფონმა რეკვა დაიწყო. ვინ უნდა იყოს ასეთ დროს, საათი ღამის ოთხ უჩვენებდა.
-გისმენთ-ვუპასუხე თვალებდახუჭულმა
- მარი გიგა ვარ, არ ვიცი უნდა გირეკავდე თუ არა თან ასეთ დროს, მაგრამ ლაშა გულში დაჭრეს. ექიმებმა არ იციან გადარჩება თუ არა და მაგიტომ დაგირეკე
- რა?-მხოლოდ ეს აღმომხდა, რას ნიშნავს დაჭრეს, ჯერ ბოლომდე ვერ ვაანალიზებდი გიგას სიტყვებს
-მოვდივარ , მისამართი მითხარი საავადმყოფოსი
-მარი, დილით მოდი, არ გინდა მაინც ვერ უშვე...
-გიგა ეხლა თუ მისამართ არ მომცემ ყველა საავადმყოფოს დავივლი და მაინც მოვაგნებ ამიტომ მითხარი დროზე- ეს თხოვნისგან საკამაოდ შორს იყო, ვუბრძანე და მოვთხოვე. ლაშა კვდება და მე სახლში უნდა ვიჯდე, ეს ხომ გაუგონარია
-კარგი მარი, სმს -ს მოგწერ
24 საათიანი ტაქსი გამოვიძახე და თითების მტვრევით მივედი. არ მახსოვს როგორ ავედი მეოთხე სართულზე და როგორ მივედი ლაშას პალატასთან. ის იწვა, თითქოს ეძინა,მაგრამ აპარატის გამაყრუებელი ხმა მახსენებდა თუ რისთვის იყო აქ. სანამ არ მოვედი მანამდე ვერ ვიჯერებდი. გულში იმედი მქონდა რომ რამე შეეშალათ, ანდა უბრალოდ მეხუმრებოდნენ, სულელურია აზრებია არა, მაგრამ ადამიანს იმედი მიეცი და ნებისმიერ რამეს მოიფიქრებს. ლოყაზე ჯერ ერთი ცრემლი ჩამოგორდა, მერე მეორე მეორეს კი ათასი მოჰყვა. პალატაში ვერ შევდიოდი, არ ვიცი რატო, ალბათ შოკი იყო, მაგრამ ვიდექი და კარების მინიდან ვუყურებდი. უკნიდან გიგა მომიახლოვდა
-მარი, ძალიან გთხოვ მაპატიე, ჩემი ბრალია ასე რომ არის-მითხრა თავჩაღუნულმა
-...
-მარი გთხოვ, მეჩხუბე,მიყვირე , დამარტყი, ნუ ხარ ასე ჩუმად
-....
-მარი.
-რა უნდა გითხრა?-ვკითხე ჩამწყდარი ხმით- რომ გეჩხუბო თვალს გაახელს, რომ გიყვირო ისევ გაიღიმებს, რომ დაგარტყა მოვა და ჩამეხუტება? ერთს კი გეტყვი თუ ვერ გადადრჩა სამუდამოდ გემახსოვრება ეს მომენტები და შენი ჩხუბი, ყვირილი და დარტყმა ეს იქნება- ამას ვეუბნებოდი და ვხვდებოდი თურამდენად ვტკენდი გულს, მაგრამ გაჩერებაც არ შემეძო. ვეუბნებოდი მშვიდად და ყელში გაჩხერილი ბურთი ამოსუნთქვის საშვალებას არ მაძლევდა.
-ვიცი მართალი ხარ, ყოველი შენი სიტყვა მართალია, ვიცი და ამიტომ გთხოვ პატიებას
-პატიება მე კი არა ლაშას სთხოვე, მე ამის უფლება არ მაქ-შევრუნდი და სკამზე დავჯექი, ექიმის მოლოდინში, ვიცოდი რომ გიგასთან ასეთი საუბარი გაუმართლებელი იყო, მაგრამ თქვენ რას იზამდით ასეთ დღეში რომ გენახათ თქვენთვის საყვარელი ადამიანი?
ექიმიც მოვიდა, დაგვამშვიდა სტაბულარდ არისო, მაგრამ მაინც არსებობს რისკი, რომ ეს ღამე ვერ გადაიტანოს. დღე ნახევარი ერთ ადგილზე ვიჯექი, არავის ველაპარაკებოდი, არც ვტიროდი, უბრალოდ არაფერს ვაკეთებედი, მაგრამ გულში უფალს ვევედრებოდი რომ გადაერჩინა, ის ხომ შემიყვარდა, არ ვიცი ზუსტად როდის მაგრამ მე ხომ ის შემიყვარდა.
თავს ვუძალიანდები რომ არ დამეძინოს, უნდა ვიფიხიზლო, ორივეს მაგივრად უნდა მეხილოს თვალი, არ უნდა დავხიჭო, მაგრამ მაინც იხუჭებიან, ჯერ ერთი და მერე მეორე. საშინელი წრიპინის ხმა ისმის, გაბმული და ყურის წამღები, თვალებს ზანტად ვახელ, ექმიმები ლაშს პალატაში რაღაც ყვირიან, რაღაცის მოტანას სთხოვენნ მედდებს, ლაშას გული გაუჩერდა, ეკრანზე სწორი ხაზი აქედანაც ჩანს, ჩემი გულიც გაჩერდა რაღაც მომენთტში, ყველამ ამოისუნთქა, პულსი გამოჩნდა ეკრანზე, მაგრამ მე ვეღარ ამოვისუნთქე. უგონოდ დავეცი.
ალბათ შოკის ბრალი იყო, ისმის ვიღაცის ხმა
უნრალოდ არაფერი უჭამია, იმის ახლა მეორე ადამიანის ხმა
გაუნძრევლად იჯდა და ხმას არ იღებდა, ისმის მეორე ხმა
მარი გთხოვ თვალები გაახილე- არა ნუთუ მეჩვენება ეს ხმა, მინდა რომ თვალები გავახილო, მინდა რომ დავრწმუნდე ეს ნამდვილად ლაშას ხმა. მინდა მაგრამ ქუთუთუები დამძიმებულია, ძალას ვატან, ეს ხომ ლაშაა, უნდა შევეცადო.
ჯერ ფიგურა ბუნდოვანია, ვერ ვარჩევ სახეს, თვალებს რამდენჯერმე ვახამხამებ, ყველა ჩემს გარშემო შეკრებილან, მშობლები, თეკლა, გიგაც იქვე ოთახის კუთხეში დგას და შგადაშიგ თვალს აპარებს ჩემსკენ, მაგრამ ლაშას სახეს ვერ ვხედავ, მომეჩვენა. ნამდვილად მომეჩვენა, გული ჩამწყდა. ტირილი დავიწყე
-დეეე ლაშა მინდა რომ აქ იყოს, დე უთხარი ექიმებს რომ მისი ნახვა მინდა, როგორ არის დე, მითხარი
-მარი შვილო დაწყნარდი, არ შეიძლება ნერვიულობა შენთვის- ლაშაზე არაფერს ამბობს, ეხლა თეკლასკენ ვიბრუნე პირი
-გთხოვ თეკლა შენ მაინც მითხარი რა სჭირს ლაშას
-მარი დაწყნარდი, არაფერია სანერვიულო, გუშინ გული გაუჩერდა მგარამ ეხლა ყველაფერი რიგზეა, გონს მოვიდა, მაგრამ მანახველებს არ უშვებენ. არ ინერვიულო.
-კარგია- ერთი გავიღიმე და ღმერთს მადლობას ვწირავდი, გული სიხარულისგან დაფრინავს. ყველა გავიდა, მხოლოდ გიგა დარჩა.
-ბოდიში გიგა-ვუთხარი დარცხვენილმა
-რისთვის?-აშკარად გაოცებული ჩანდა
-ჩემი სიტყვებისთვის, არ უნდა მეთქვა
-მარი, თავს ნუ იდანაშულებ, შენი ყოველი სიტყვა მართალი იყო, არ მწყინს, არც მაშინ მეწყინა და არც არასდროს მეწყინება.
-მადლობა
-რისთვის?
-რომ დამირეკე
-ჩემი სულელი დაიკო
-დაიკო? მომწონს ( ვიღიმი) მოდი ძამიკო უნდა ჩაგეხუტო, ვერც კი წარმოიდგენ როგორ მენატრებოდი.
ორ დღეში ლაშას ნახვის უფლება მოგვცეს, რა კარგი შეგრძნება, ლამაზი, მრავლისმთქმელი თვალები კიდევ რომ შემომანათა, მისი ღიმილი, ბედნიერი სახე.
-როგორ მენტრებოდი-მივირბინე და ჩავეხუტე
-მეც პატარა ქალბატონო და ნაზად ჩამეხუტა თითქოს მე მქონდეს გულზე ოპერაცია გადატანილი.
მაინც როგორი მზრუნველია ჩემი ბიჭი.

ბოდიშით პატარა თავისთვის, მაგრამ დიდი არ გამოდის wink იმედია მოგეწონებათ, როგორც ყოველთვის ველი თქვენს კომენტარებს.



№1  offline მოდერი წითური გოგონა

დიდი სისულელე, უაზრობა! ბანალურობის და შეცდომების თავშეყრის ადგილი!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№2  offline წევრი nigita

Es Ra ubedureba iyo wins tavi sxvanairad damtavrda Da es tavi ki Sul sxva gagardzeleba iyo ramdenime tavis gadaxotma upro iyo vidre gagrdzeleba wins tavisa ,

 


№3  offline წევრი starstruck

nigita
Es Ra ubedureba iyo wins tavi sxvanairad damtavrda Da es tavi ki Sul sxva gagardzeleba iyo ramdenime tavis gadaxotma upro iyo vidre gagrdzeleba wins tavisa ,

როგორც ვხედავ ჩემს ჩანაფიქრს ვერ მიხვდი. მე მინდოდა მკითხველს ექიქრა თუ რა მოხდა, რატო წავიდა ლაშა, რატო დაჭრეს ან როგორ და რა შუაშია გიგა. რათქმაუნდა ჩემს ვარიანტსაც გეტყვით რა მოხდა სინამდვილეში

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent