შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეჩვევა თუ სიყვარული?! 9


8-11-2015, 18:36
ავტორი Peke--
ნანახია 3 370

თიკამ ვეღარ მოითმინა სახლში უაზროდ ჯდომა და ლოდინი, მოწესრიგდა, ტაქსი გააჩერა და მალევე საავადმყოფოს შესასვლელშიც შეაბიჯა.
-ლადო აბრამიშვილი რომელ პალატაშია? (თიკა)
-მეორე სართულზე, ოცდამეხუთე პალატაში ქალბატონო
-მადლობთ (თიკა)
მეორე სართულზე ლიფტით ავიდა და იქვე რიზის და გიოსაც მოკრა თვალი.
-თიკა აქ რას აკეთებ? (რეზი)
-ვერ მოვისვენე, უნდა ვნახო (თიკა)
-არ ინერვიულო კარგად იქნება (გიო)
-მოდი დაჯექი (რეზი)
-არ მინდა უნდა ვნახო ეხლავე (თიკა) პალატისკენ წაიწია როცა ექიმი გამოვიდა
-აბრამიშვილთან თქვენ ხართ? (ექიმი)
-დიახ (თიკა) თიკა მისკენ მიიწია და ნერვიული სახე მიაპყრო
-ის კომაშია, ჩვენ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, წამით პულსი შეუნელდა მაგრამ ღმერთმა გადმოხედა (ექიმი)
-ის გრძნობს რომ აქ ვარ, უნდა ვნახო, ძალიან გთხოვთ სულ ცოტა ხანი (თიკა)
-ვინ ხართ მისი? (ექიმი)
-მე მისი ცოლი ვარ (თიკა) ტკივილიანი თვალებით გახედა ექიმს რომელმაც მუცელზე დახედა და გაიღიმა
-თქვენ თიკა ხართ? (ექიმი)
-დიახ (თიკა) გაკვირვებულმა შეხედა ექიმს
-რამოდენიმეჯერ წარმოთქვა ეს სახელი, ღმერთმა გაგიზარდოთ (ექიმი) მუცელზე მიუთითა და გაუღიმა
-მადლობთ. ძალიან გთხოვთ შემიშვით (თიკა)
-კარგი, მაგრამ ცოტა ხანი. (ექიმი) გოგონას გაუღიმა და პალატისკენ მიუთითა
-ძალიან დიდი მადლობა (თიკა)
პალატის კარი ნელა შეაღო და ცრემლებმაც გაიკვლიეს გზა თიკას სახეზე.
-ლადო (თიკა) წაიჩურჩულა და მიუახლოვდა მწოლიარე სხეულს
-ვიცი რომ ესე არ წახვალ, შენ ხომ დამპირდი ყველაფერს გავაკეთებ რომ მაპატიოო, ლადო... ვინც მეგონა რომ მიყვარდა და ვუყვარდი სწორედ იმან მაქცია გასაჭირში ზურგი, ეხლა მგონია რომ შენ გიყვარვარ, ხოდა მიჭირს, ნუ მიმატოვებ, შენც ნუ მაქცევ ზურგს. (თიკა) ჩურჩულებდა და მის ხელს დაჰყურებდა რომელიც წამით გატოკდა
-ლადო.. შენ...შენ... გესმის ჩემი ხმა (თიკა) სიხარულით ეუბნებოდა და იცინოდა
ლადოს თვალები არ გაუხელია მაგრამ შეეტყო სახეზე ღიმილი, ის ღიმილი რომელიც თიკას გულს უჩქარებს ხოლმე. და პირველად ლადოს ხელის მტევანზე აკოცა, ნელა შეახო ტუჩები და თვალები დახუჭა, შემდეგ უცებ წამოიწია და პალატიდან გავიდა.
-თიკა (გიო)
-ის კარგად იქნება ვიცი! არსად არ წავა! ეხლაკი პოლიციაში მივდივარ, უნდა დაისაჯოს ის ვინც ესე მოიქცა! (თიკა) მკაცრად თქვა, გატრიალდა წასასვლელად და რეზის ხელმა შეაჩერა
-თიკა არ გინდა, ჩვენ ვფიქრობთ რომ აქ მაგათი ჩარევა არ არის საჭირო (რეზი)
-როგორ თუ არ არის საჭირო? აბა რა არის საჭირო რეზი? თქვენც ხომ იქ იყავით? თქვენ ხომ იცით ვინ გააკეთა ეს ? (თიკა)
-არა ჩვენ ვაფშე გონზე არ ვიყავით (გიო)
-ხო მაგრამ ვინ იყო? (თიკა)
-5იყვნენ, რეზი ძმაო არ გაგიტყდეს მაგრამ თიკას ვეთანხმები. იმ ხუთს გადავცემთ და აღიარებს ის ვინც ეს ჩაიდინა, თუარადა ხუთივეს ჩააყუდებენ. (გიო)
რეზის ხმა აღარ ამოუღია, თიკამ კი გზა განაგრძო.
***
-გამარჯობა, საჩივარის შემოტანა მინდა (თიკა)
თიკამ განცხადება შეიტანა, შემდეგ დღის განმავლობაში გიო და რეზიც დაკითხეს და მალე ხუთივე პოლიციის განყოფილებაშ დაიბარეს.
-ეხლა ყველაფერს აღიარებ (ბაჩო)
-მე ვაღიარებ? ეგ თქვენი გულისთვის გავაკეთე, რა უმადურები ხართ (სანდრო)
სანდროს სახე ანთებოდა და გამოსავალს ვერ პოულობდა
-ვინ გთხოვა დანა გაუყარეო შენ შ** ხ******** ? (ჩაერია ხუჭუჭთმიანი)
-აღიარებს კიარა მეტსაც ისამზ, ეგ ჩვენი გულისთვის კიარა კარგად ვიცით რატომაც გააკეთე, გოგო აგახია ლადომ ეგ ვერ მოგინელებია (ეხლა კი შავგვრემანმა გამოთქვა აზრი)
სანდრო ადამიანს აღარ გავდა, შავგვრემანს წაწვდა და სახეში მუშტი უთავაზა
შემდეგ ის წამოიწია ამისკენ მაგრამ ბიჭებმა გააშველეს
-ბიჭო აქეთ კიდე შარზე ხარ? (ბაჩო)
-მაგ ახვარმა მეორედ მაგ თემას აღარ შეეხოს თორე თავისივე ნეკნებს გავუთხრი ტ*****!!! (სანდრო) ღრიალლებდა ბოლო ხმაზე
-შევდივართ ეხლა და ყველა იმას ვიტყვით როგორც იყო, სანდრო დამალვას აზრი არ აქვს, უნდა აღიარო! (ბაჩო)
თიკამ სანდრო რომ დაინახა მართალია გული ძველებურად არ აძგერებია მაგრამ ადგილზე მიეყინა.
-რეზი რატომ არ მითხარი ესეცთუ იყო (თიკა)
-მაპატიე თიკუნა, ვერ გითხარი (რეზი) რეზიმ თავი ჩახარა და დერეფანში სკამზე მოწყვეტით დაეშვა
ბიჭებმა გიოს და რეზის შეუღრინეს და ისე ჩაუარეს, ხოლო სანდროს ფერი არ ედო სახეზე და თიკას გაშტერებული უყურებდა
წამით შეჩერდა თიკას წინ და დაიჩურჩულა
-პრინცესა... (სანდრო)
თიკას თვალები აემღვრა და დერეფნიდან სასწრაფოთ გავიდა. უკან გიო გაყვა რეზი კი სკამიდან წამოდგა, სანდრო მიხვდა უნდა გაცლოდა მალე რეზის თორე აქაც ჩხუბი ატყდებოდა და ბიჭებს დაეწია.
-თიკუნა სად მიდიხარ? (გიო)
-ცოტას გავივლი, აქვე ვიქნები, შენ რეზისთან მიდი რამე შარი არ აიკიდოს, თუ დამიძახეს დამირეკე და მოვალ (თიკა) მიაყარა და შენობიდან გავიდა, გიო კი რეზისთან დაბრუნდა რომლიც ბიჭებს უკან მიყვებოდა, გიო უცებ დაეკიდა რეზის და მკლავში წვდა
-სად მიდიხარ? (გიო)
-იმას სიფათი უნდა დავუნაყო, თიკას შეხედა და პრინცესაო დაუძახა, ვინაა მაგის პრინცესა ჩემი ძმაკაცი მაგ ახვრების გამო კომაშია და სადაცაა ბავშვი უნდა ეყოლოს მე მაგათი დ***** მ******!! (რეზი)
-ეე წყნარად ხოარ გავიწყდება სად ხარ? ეგ სხვა დროს გავუსწორდეთ ეხლა თიკას უფრო გავანერვიულებთ თუ აქ კონცერტებს მოვაწყობთ და ჩვენს დაგვიჭერენ (გიო)
-დაგვიჭერენ და ეჭიროთ! (რეზი)
-გეყოფა რაგჭირს! (გიო) მკლავში მუჯლუგუნი უთავაზა და ცოტათი გამოვიდა თითქოს ბრაზიდან.
სანდრომ იცოდა რომ ესენი ძმაკაცები არასოდეს არ იყვნენ, მაგრამ რაც ძველი საძმო დაკარგა მას შემდეგ სულ ამათთან ერთად ‘’დვიჟებიობდა’’ , მაგრამ ესე თუ გაწირავდნენ არ ეგონა.
პოლიციის შენობაში შევიდნენ, ბიჭები სათითაოდ დაკითხეს, რათქმაუნდა ყველამ თქვა რომ ეს ლადომ გააკეთა მაგრამ თავს იცავდა. სანდრომაც იგივენაირად აღიარა,მაგრამ დანაშაული დანაშაულია, ხუთი შევიდა და აქედან ოთხი გამოვიდა იმ შენობიდან, საპატიმრო საკანში ჩასვეს სანამ სასამართლო არ იქნებოდა.
ორი კვირა გავიდა და ლადოს მდგომარეობა ისევ და ისევ იგივე იყო.
თიკა ყოველდღე საავადმყოფოში იყო, დღე-დღეზე კი ბავშვს ელოდებოდა, ასევე იყვნენ რეზი, გიო, ლადოს მშობლები და და. როგორც იყო გააგებინა ლადოს ოჯახისწევრებს რამოდენიმე დღის უკან, ისინიც რათქმაუნდა ეგრევე საავადმყოფოში წავიდნენ.
-თიკა, შვილო წამოდი სახლში წავიდეთ, შენი ესე ყოფნა არ შეიძლება, ან რას ჭამ აქ, ლადო გაბრაზდებოდა ხომ იცი არ გაუხარდებოდა ესე რომ ენახე (ეკა)
-მადლობთ ქალბატონო ეკა, მაგრამ აქ მირჩევნია ვიყო (თიკა)
-ეკა ჩვენ მივდივართ (ნიკოლოზი) ანიშნა ნიკოლოზმა და გასასვლელისკენ დაიძრნენ.
-კარგი შილო აბა აქ დგომას ესე რა აზრი აქვს, ჯობს წახვიდე და დაისენო შენს, აბა შენიცი (ეკა) დედამთილი დაემშვიდობა და მეუღლეს და შვილს გაყვა უკან
-გიო, რეზი, გთხოვთ თქვენც წადით, თითქმის ყოველდღე აქ ხართ, დაისვენეთ და მიხედეთ თქვენს საქმეს ნუ წუხდებით. (თიკა)
-თიკუნა რასამბობ აქ ჩემი ძმაკაცი წევს რომელიც კომაშია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მისი ცოლია აქ და ჩვენი დაიკო, თან ღმერთმა იცის ეგ პატარა ცელქი როდის მოისურვებს დაბადბას,ასერომ ჩვენ აქედან არ წავალთ (რეზი)
-ხოდა ეგ მეოერედ არ თქვა, ისე სქესი არიცი? (გიო)
-არა (თიკა)
მორიდებულად გაუღიმა ბიჭებს და ამ დროს სახე ცპოტა მომანჭა
-მართლაც რომ ცელქია, საშინლად მირტყამს ფეხებს (თიკა) მუცელი საშინლად ტკიოდა დილიდანვე, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია რადგან ხშრად წამოტკივდებოდა ხოლმე.
ტკივილი ჩაუწყნარდა, მაგრამ ცოტა ხანში გაუმეორა და იქვე ჩაიკეცა
-თიკა, კარგად ხარ? (რეზი) მივარდა იმ წუთასვე გოგონასთან რომელიც კუთხეში ცაკეცილიყო და ტკივილისგან სახე დამანჭოდა.
-დამეწყო, მგონი დამეწყოო (თიკა) ძლივს-ძლივობით ამოღერღა სიტყვები, რეზის სახე სულ წაეშალა, გიო უცებ ექიმთან გაიქცა და მალე სამშობიარო პალატაშიც შეიყვანეს კალიასკით
გიო და რეზი წინ და უკან დადიოდნენ ანერვიულებულები. მშობიარობა ცოტა გართულდა მაგრამ თიკას ტანჯულ სახეს ბავშვის ტირილის ხმამ შვება მოგვარა და თვალები მინაბა, ცოტა ხანში ბავშვი ჩაუწვინეს ხელებში და ახარეს რომ ბიჭია.ეხლა კი ყველაფრის მიუხედავად არაფერს არ ნანობდა, მხოლოდ ეხლა მიხვდა თუ რა ბედნიერება აჩუქა ლადომ, რა სიხარული, ამ პატარა არსების სახით, მხოლოდ ეხლა მიხვდა რომ ტყუილის ქვეშ ცხოვრობდა და სანდრო მასთან მხოლოდ ერთობოდა, მხოლოდ ეხლა მიხვდა რომ საშინლად უნდოდა ეხლა ლადო მასთან ყოფილიყო და ბოლოს მხოლოდ ეხლა მიხვდა იმას რომ ლადოს ყველაფერი აპატია.
თიკა მოწესრიგდა, პალატაში გადაიყვანეს და ამ დროს გიო და რეზიც შეცვივდნენ
-გილოცავ თიკაა, საამაყო გაგეზარდოს (რეზი)
-მაგარი ვაჟკაცი ჩანს უკვე და ეგ მერე რა იქნება ტო(გიო) ყველამ გაიცინა, მაგრამ თითქოს სამივეს ეწერა სახეზე ლადო, ლადო რომელიც სიცოცხლეს ებრძვოდა და რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მამა გახდა. უცებ პალატაში ექთანი შემოვიდა
-ქალბატონო ბავშვი უნდა შემოგიყვანოთ, საჭმელად (ექთანი)
-დიახ(თიკა) თბილად გაიღიმა, ბიჭები კი გარეთ გავიდნენ
დერეფანში უცებ ლადოს ექიმი შენიშნეს რომელიც თითქოს ვიღაცას ეძებდა
-აი სად ყოფილხართ, კომიდან გამოვიდა! (ექიმი)
-რაა?? (ორივემ ერთად წამოიყვირეს) უცებ გაიქცნენ პალატისკენ. პალატაში შეცვივდნენ და ლადო დაინახეს რომელიც კარისკენ იყურებოდა
-ძმაო, გვეშველააა(რეზი)
-მამიკოოოო (გიო) ბიჭები ლადოსთან მივიდნენ და მხარზე ხელი დაადეს
-რა მამიკო შენ შ** ხ******** ? თიკა სადაა? (ლადო)
-აჰა მოსულა ბიჭი უკვე ხასიათზე (რეზი)
-თიკა საავადმყოფოში წევს, ამავე სართულზე (გიო)
ლადოს სავარაოდოდ უნდა ეღრიალა მაგრამ რეზიმ დაასწრო თქმა
-გინდა კიდე შებრუნდეს კომაში ? თუ გინდა რომ ჩვენ მოგვკლას?(რეზი) გიოს მიუტრიალდა და თავზე ხელი წამოარტყა-მამა გახდი ბიჭო მამა, რა ვერ მიხვდი, შენ მემგონი ეხლაც კომაშ ხარ, თიკა კარგადაა, ბავშვიც კარგადაა, ეხლა შენც მოძლიერდები, თითქმის ერთი თვეა კომაში ხარ, ის ს*** დაიჭირეს, თიკა კი ისე გელოდა რო რავი ტო, ძაან იტანჯებოდა, ყოველდღე აქ იყო, მშობიარობა რომ დაეწყო მაშინაც აქ იყო (რეზი) მიაყარა ძმაკაცს გამოტოვებული ამბები და იქვე ჩამოჯდა, ლადოს კი სასიამოვნო ღიმილი ეფინა სახეზე
-მისი გადაღლა არ შეიძლება უნდა დაისვენოს (ექიმი) ამ დროს ექიმი შემოვიდა და ბიჭებს გარეთ გადითო ანიშნა
-რა დასვენება დამცინით? რაც დავისვენე მეყო! უნდა ავდგე. (ლადო) წამოწევა სცადა მაგრამ გამოფიტული ორგანიზმი უშლიდა ხელს. -ძმაო მიდი ის კალიასკა მომაწოდე. თიკასთან მაინც მივალ, მეყოფა რაც დავტოვე, ეხლა მასთან უნდა ვიყო (ლადო) რეზიმ კალიასკა მოუგორა და ლადოც წვალებით ჩაჯდა -ჰა წამოდით, რომელ პალატაშია მანახეთ (ლადო) ლადო თან მიდიოდა და უხაროდა, მაგრამ თან მათ შეთანხმებაზე ფიქრობდა -ეხლა რომ წავიდეს? ხომ მითხრა ბავშვი გაჩნდება და წავალო, რომ წავიდეს.. (ლადო) ფიქრობდა და ეს ფიქრები საშინლად აცოფებდა და ანერვიულებდა
-ეს პალატაა (რეზი)
-აბა შენიცი ძმაო, ეხლა მგონი ბავშვი შეუყვანეს (გიო) მხარზე გამხნევების ნიშნად ხელები დაარტყეს და ლადოც ნელ-ნელა შევიდა
***
საოცრება იყო, თითქოს საოცრებას ხედავდა, სახეგაბადრული უყურებდა დედას რომელიც შვილს აჭმევდა, კარში გაჩხერილი იდგა და თვალები გაესწორებინა მათთვის, უსმენდა თიკას რომელიც პატარა არსებას ელაპარაკებოდა
-დედიკო შენ იცნობ ლადოს? ლადო მამაშენია, ისიც აქ არის, ვიცი მთელი სულით და გულით აქ არის (თიკა) უყურებდა ბავშვს და ელაპარაკებოდა ღიმილიანი სახით
-ხორცითაც აქ ვარ ფერია (ლადო) თიკამ თავი აწია და დაინახა როგორ უყურებდა ლადო, როგორ იღიმოდა და როგორ ნერვიულად ისრესდა ხელებს. თითქოს ელანდებოდა და თითქოს მოესმა მისი ხმა, საოცრად დაიბნა, არიცოდა რაეთქვა მისთვის, ეთქვა რომ მისგამო ღამეები არ ეძინა და ყოველდღე აქ იყო, მასზე ფიქრობდა სულ და ენატრებოდა თუ, ეთქვა რომ საერთოდ არც მოსულა მის სანახავად და არც კი გახსენებია...
-ლადო (თიკა) ჩამწყდარი ხმით ამოილაპარაკა და თვალები აემღვრა
ლადო მისკენ წავიდა და ათრთოლებულ ხელზე შეახო თავისი ხელი, შემდეგ პატარას დახედა და ბედნიერებისგან მასაც აემღვრა ცრემლისგან თვალები
-რა პატარაა (ლადო) არიცოდა რა ეთქვა ქალისთვის რომელსაც სულ ნახულობდა სიზმარში, რომლის შეხებაც ნატვრად ქონდა ქცეული და თითქოს მთლიანად პატარაზე გადაერთო
-ლადო დიდი ხანია.. (თიკა) აღარ დაამთავრებინა
-არა, დღეს, უფრო სწორედ წეღან, ბიჭებმა მითხრეს შენც რომ აქ იყავი. (ლადო) თავაუწევლად უთხრა და ისევ პატარას დაუსვა ხელი პატარა თავზე, შემდეგ თავი აწია და თიკას თვალებშ ჩახედა რომელიც ელოდებოდა როდის შეხეავდა ლადო და ეტყოდა რამეს
-მომენატრე (ლადო)
-... (თიკამ ხმა ვერ ამოიღო, ამის შემდეგ ისევ ლადომ განაგრძო)
-მაპატიე, ვწუხვარ რომ ჩვენი შვილის დაბადებას ვერ შევესწარი(ლადო)
-არაუშავს, სამაგიეროდ გაზრდას შეესწრები (თიკა) თითქოს ამით მიახვედრა ლადო რომ მასთან უნდოდა, ლადო კი უფრო ანერვიულდა
-და შენ? შენ შეესწრები მის გაზრდას? (ლადო)
-ალბათ შევესწრები, არვიცი, მგონი უნდა შევესწრო (თიკა) ეშმაკურად გაუღიმა და შემდეგ თვალი ჩაუკრა
-თიკა მეთამაშები პატარავ? (ლადო) ძნელად შეკავებული ბედნიერების სიცილი ძლივს დამალა და თიკას გახედა
-მეც მომენატრე თქო რომ გითხრა ისევ კომაშ ხომარ ჩავარდები ? (თიკა) ჯერ სერიოზული სახით დაიწყო მერე კი სიცილი ატეხა
-რაა?? არაა.... მე..(ლადო) საშინლად დაიბნა, კიდევ კარგი თიკამ უცებ უთხრა სათქმელი თორე არიცოდა რა ეთქვა
-ხოდა მეც მომენატრე (თიკა) თავი მორცხვად დახარა და წამოწითლდა, აი ლადოს სახეს კი ვერ ავღწერ, ისეთი გაბრწყინებული იყო. ნიკაპზე ხელი მოკიდა და მაღლა ააწევინა გოგონას თავი, თვალებში ჩახედა, შემდეგ კი სახეზე დაუწყო ფერება
-რა თქვი? (ლადო) თითქოს დაეჭვებულმა დაუსვა კითხვა მაგრამ ღიმილი ტუჩის კუთხეში მაინც ემჩნეოდა
-რადა მეც მომენატრეთქო (თიკა) ბედნიერებას ვერცერთი ვერ მალავდა , თიკამაც გაბედა და წვერიან სახეზე მთრთოლვარე ხელი შეახო, ორივეს გააჟრჟოლა ტანში და ეს შეუმჩნევლად არც ერთს არ დარჩენია.
საავადმყოფოდან ლადო ერთ კვირაში გამოწერეს, დაიჟინა რომ თიკაც უნდა წაეყვანა, რას გააწყობდნენ ექიმები, წაიყვანა ლადომ სახლში და იქ აუყვანა ექთნები, ნანი ბავშვს უვლიდა სანამ თიკა იწვა,ნატო და კახა ხშირად სტუმრობდნენ ხოლმე, მოგეხსენებათ დრო ძალიან მალე გადის, ესე გავიდა ერთი კვირაც.
თიკა უკვე წამოდგა და ბავშვს თვითონ ატარებდა ოთახიდან ოთახში.
მოსაღამოვდა, ლადო ჯერ არიყო სახლში მოსული, ნანი კარამდე მიაცილა თიკამ და გადაკეტა, შემდეგ ბავშვთან მივიდა,თავის საწოლში ჩახედა და ჩაეცინა, ეძინა, როგორც ანგელოზს ისე, პატარა თავზე ქუდი შეუსწორა და საწოლზე წამოწვა. ღამის თორმეტზე ტელეფონზე შეტყობინება მიიღო ტექსტით: ‘’გარეთ გამოდი’’ . ამ სიტყვებზე გული აუჩქარდა, ახლა კი იცოდა რომ ლადო იყომაგრამ ის ფრაზაც გაახსენდა იმ ღამით რომ მიწერა. ჩუსტებში ფეხები შეაცურა, ბავშვს დახედა რომელიც ისევ წყნარად ფშვინავდა და დაბლა ჩავიდა, კარი გააღო და გარეთ გავიდა.
-ლადოო (თიკა) ხმა ათრთოლებულმა დაუძხა და ეზოს გადაავლო თვალი, უცებ უკნიდან ვიღაცის მოახლოება იგრძნო და წამშივე იგრძნო ხელები მის წელზე
უცებ ძალიან შეეშინდა მაგრამ დამშვიდდადა გაინაბა
-მეგონა არ გამოხვიდოდი (ლადო)
-როგორც ხედავ გამოვედი (თიკა) მკაცრი ტონით უთხრა და მის მხარეს შებრუნდა
-ეს იმის ნიშანია რომ ჩემი აღარ გეშინია? (ლადო)
-ალბათ (თიკა) თავი დახარა
-ჩემს მიტოვებას აპირებ? (ლადო) უეცრად და მოულოდნელად გაოჟღერა ფრაზამ
-ლადო, ეს კითხვა ეხლა რატო დამისვი? (თიკა)
-მინდა ვიცოდე რას აპირებ(ლადო)
-რომ წავიდე გამიშვებ? (თიკა)
-არვიცი, არ მინდა ძალით იყო აქ და ვერც იმას ვერ ავიტან ვინმე გეხებოდეს (ლადო)
-მე არც ეხლა ვარ აქ ძალით(თიკა) მისმა სიტყვებმა თითქოს თითქოს ლადოს ფრთები შეასხეს
-მაგას მართლა ამბობ? (ლადო)
-რათქმაუნდა (თიკა)
უცებ ლადომ მიიტაცა გოგონა მის სხეულზე აიკრა და მთელი არსებით ჩაეხუტა.
-გინდა სადმე გავისეირნოთ?(ლადო)
-და ბავშვი? ან ეხლა? (თიკა)
-ნანის დავურეკე უკვე გზაშია, ამაღამ დარჩება ბავშვთან, შენ კი უნდა მოგიტაცო (ლადო) უფრო ჩაიკრა გოგონა და მისი სურნელი ფილტვებში ჩაუშვა...

მოვედიი ახალი თავიიით love ბევრს კომენტარებზე ვერ გაგეცით პასუხიი მე მაპატიეთ <3 მაგრამ ვეცადე ამ თავით გამეხარებინეეეთ <3 აბა ჩემებოოო როგორია რას იტყვით? love



№1 სტუმარი mariami

მიყვარხარ პეკე საუკეთესო ხარრ <3 პირველი წავიკითხე მგონი :D

 


№2 სტუმარი ani

არგეწყინოს მარა სანდროზე მართლა გული დამწყდა

მემეგონა ეგენი იქნებოდნენ ერთად:(

 


№3 სტუმარი mariami

ani
არგეწყინოს მარა სანდროზე მართლა გული დამწყდა

მემეგონა ეგენი იქნებოდნენ ერთად:(
აჰაჰაჰ მეცც ძანნნ მინდოდა მასე მომხდარიყო რაზ ვიზამთ კიიი სანდროც დამნაშავე მაგრამ პირველ სიყვარული სუუ სხვა )))) love

ისეე ნაათიი რაგაცა უნდა გითხრა ხოო სუუუ სანდროსს ვუჩერდი მხარს სანდროოოსთან დატოვე თქოო რო ვიძახდი ახლა რაგაცნაირადდდ მეც გული შემომიტრიალდა :D ალბათ ნამდვილი სიყვარული როა ))) .... მაგის ბრალია ) love feel

 


№4 სტუმარი Lana

როგორ გამახარე ^_^ ლადო და თიკა <3 სანდო შემეცოდა და მგონი უყვარს კიდეც თიკა-,,პრინცესა'' და კიდევ მუშტი :დ კი მგონი უყვარს. მოკლედ დიდი მადლობა ასეთი თავისთვის ^_^ <3

 


№5  offline წევრი m a g i u r i

Mixariaaa)))))))))

 


№6 სტუმარი Tatulikooo

Ai sityvebis ver avgwer rogor momwons es istoria<3

 


№7  offline წევრი Ana Tsintsadze

ძალიან მაგარი ისტორიაა მაგრამ გული დამწყდა სანდროზე

 


№8  offline წევრი Peke--

მიხარია რომ მოგწონთ, მაგრამ შეუძლებელი იყო ისე დამეწერა რომ ყველას იმედები გამემართლებინა, ვწუხვარ თუ იმედები გაგიცრუეთ PS: მაგრამ ისტორია ჯერ კიდევ არ დამთავრებულა ;)

 


№9 სტუმარი mariami

რას გვახვედრებბბ ? :D :D :D <3 <3 <3
Ana Tsintsadze
ძალიან მაგარი ისტორიაა მაგრამ გული დამწყდა სანდროზე

მეცცც ძანნ <3 ))))

 


№10  offline წევრი Peke--

mariami
რას გვახვედრებბბ ? :D :D :D <3 <3 <3
Ana Tsintsadze
ძალიან მაგარი ისტორიაა მაგრამ გული დამწყდა სანდროზე

მეცცც ძანნ <3 ))))

უბრალოდ იმედი მოგეცით :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent