შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაკაცებო, გეძლევათ შანსი.. (1)


8-11-2015, 20:51
ავტორი პოეტის ცოლი
ნანახია 2 261

პროლოგი
ცხოვრებაში იმდენად მარტივად შეიძლება ყველაფერი მოხდეს , ვერც გაიაზრო.
ჩვენ გვჭირდება ბედნიერებისთვის ბრძოლა, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ ბედნიერებას ისე უბრალოდ არ დაგინგრევს. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, აბსულუტურად ყველაფერს.. ადამიანებსაც კი, ზოგი უნდა არსებობდეს, ზოგს კი, გვერდი ისე უნდა აუარო , როგორც ერთ აუტანელ რამეს.

I თავი
როცა ცხოვრებაში ახალი ნაბიჯების გადადგმა გიწევს, ყველაფრის გეშინია. სწორედ ამ დროს ფრთხილობ და გეშინია, რადგან ერთი პატარა შეცდომაც და ყველაფერს დაკარგავ: მომავალს, ოჯახს, შანსებს.. ერთი პატარა შეცდომაც და ყველაფერისგან არაფერი დაგრჩება..

ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე, სკოლაც აქვე დავამთავრე, ჰო, მართალია... სულ ასე ვიცი.. დავიწყებ მოყოლას და მერე მახსენდება ხოლმე, რომ უნდა გაგეცნოთ..
ტატიანა გაბუნია ვარ, 18 წლის, წელს სამედიცინო უნივერსიტეტში , სამკურნალოზე მოვხვდი, პირველ კურსელი ვარ. მიჭირს შეგუება იმასთან, რომ სრულიად უცხო, ახალ , დიდ ქალაქში გადავდივარ, მაშინ როდესაც ოჯახის წევრები 2 დღით დაქალთან რომ მივდიოდი მაშინ ვერ ძლებდნენ უჩემოდ...
ყველაფერი ჩავკეცე, ჩემოდნები დიდის ამბით შევავსე, უამრავი სამედიცინო წიგნი ჩავაყოლე და წასასვლელად გამზადებულმა , მამას დავუძახე: "მზად ვარ!"

ყოველთვის მინდოდა საკუთარი თავი მარტო არსებობაშიც გამომეცადა, სწორედ ამიტომაც ყველაზე ბედნიერი ვიყავი, ახალ დაბრკოლებასთან შესაბრძოლებლად ვემზადებოდი.

თმა გავისწორე, მამას ჩემოდნები გავუტანე და ზურგჩანთა გავიკეთე.. კიბეებზე ლამის "კისრისტეხით" დავეშვი, მეზობლების მოლოცვებს სანდომიანი ღიმილით ვუპასუხე და მანქანაში ჩავჯექი. ახლა კი, ნამდვილად დიდი და დამღლელი გზა მელოდება.


***

სიზმრად მუდამ ერთ ადამიანს ვხედავდი, არასდროს, რომ არ მენახა ისეთს, სულ ვეჩხუბებოდი, სულ ვტიროდი... რაც ჩემგან გასაკვირი არც იყო თითქმის არასდროს, იმდენად გულჩვილი ვიყავი..
ყოველთვის ვდარდობდი მასზე, ყოველთვის მტკიოდა და ახლაც მანქანაშიც , მამას რომ არ გავეღვიძებინე, დარწმუნებული ვარ მთელ მანქანას ავავსებდი ცრემლებით.
-ტატი, მივედით გაიღვიძე. - როგორც ყოველთვის ერთი გემრიელად ამოვიზმუვლე და თვალები გავახილე, 9სართულიანი ბინის წინ ვიყავით გაჩერებულები (ვითომ ქუთაისში არ მეყოფოდა).
-მამი, რომელ სართულზე ვიქნები?!
-მესამეზე, მე დღესვე უნდა დავბრუნდე ქალაქში, აგატანინებ ყველაფერს და მერე შენ თვითონ მიხედე რა , კარგი? ნატოც აქვეა მის ნათესავთან და ერთად წახვალთ პირველ დღეს.
-კაიც , მამი..
-როგორც იცი, ისე არ მოიქცე ოღონდ.
-ჰო ,კარგი ვიცი..-ფხუკუნით ვუპასუხე, სამზარეულოში ჩემი ბოლო ხელობა გამახსენდა და...


***
ახალ სახლთან შეგუება ყველაზე რთული ყოფილა, ცარიელ, მარტოდმყოფ სახლთან..
როცა არავინაა შენს გარდა, როცა ხედავ როგორ გირთულდება ადგე და სამზარეულოში გახვიდე მარტომ და ყავა გაიმზადო, როცა მხოლოდ ჩართული ტელევიზორი გეხმიანება..
მხოლოდ ჩემნაირებს შეუძლიათ მთელი ცხოვრება იმ ერთადერთის მოლოდინში იყვნენ და თუ მათ შეხვდნენ მუდამ მას ელოდონ...


***
საღამოს 7 საათი იყო , "სადაქალო" ფიქრები რომ დამეწყო, აუტანლად შოკოლადი მომინდა და მაღაზიაში ჩასვლა განვიზრახე.
რა თქმა უნდა, გამოვეწყვე, საფულე ავიღე და კარი მთელი ძალით გამოვიხურე.
"სულ ჩამოიღეს ეს კარები" - ვახ, რა თხელი კედლები აქვს , ხმები როგორ ისმის?! გავიფიქრე და კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე, მეორე სართულს რომ გავცდი, კიბეზე ფეხი ამისრიალდა და სადარბაზოს შემოსასვლელთან წავიქეცი.

ესეც ჩემი წარმატებული პირველი დღე, ახალ ქალაქში.
მხოლოდ მე თუ დამემართებოდა ასეთი რამ..
-ფრთხილად! მოიცა, დაგეხმარები.. - ბოხი ბარიტონი ჩამესმა და თავი სწრაფად მივატრიალე, ფეხზე იმ წამსვე წამოვხტი. -მოიცა, მოიცა არ ადგე..
-ბატონო?!
-დაგეხმარები..
-არა იყოს, მადლობა. -ავდექი და გავუღიმე.
-ახალი მეზობელი ხართ?!- ღია თაფლისფერი თვალები მოჭუტა და ფართოდ გამიღიმა.
-ჰო, თქვენ?
-მე მხოლოდ საჭირო მომენტებში. აწი, ფრთხილად იყავით..
-ვეცდები, მადლობა.
წავიდა, თაფლისფერი თვალებიც გაიყოლა მთლიანი არსით და ემოციით. ისიც მაღაზიაში შემოვიდა, დავიარე შოკოლადების განყოფილება, რძიანი alpen gold-ი ავიღე ორი შეკვრა, ყავა carte noire და სალაროსთან თანხის გადასახდელად მივედი..
-დაზარალებულები არ იხდიან..-ნაცნობი ხმა ჩამესმა და ჩუმად ჩაიცინა.
-ვითომ?!-გავუცინე მეც და მოლარეს თანხა მივაწოდე.
-ამ ერთხელ გაპატიებთ.
-კარგი..
მაღაზიიდან გამოვედი და ისევ კიბეებს ავუყევი, ამჯერად უფრო ფრთხილად, რამდენიმე წუთის წინანდელი ინციდენტი რომ არ განმეორებულიყო, კარი ამჯერად შედარებით წყნარად მოვიხურე, სამზარეულოში ყავა და ერთი შოკოლადი დავტოვე, მეორე კი გავხსენი და საძინებლამდე მისვლისას უკვე ნახევარი გემრიელად მივირთვი, პირდაპირ საღამურები ჩავიცვი და მოკლე ხალათი მოვიცვი, კარზე კაკუნი რომ ატყდა და მაშინვე გასაღებად გავიქეცი..
არც გამიხედავს ისე გამოვაღე და თაფლისფერთვალება შემეჩეხა.
-როგორც მივხვდი შოკოლადები გიყვარს..
-არა, ხანდახან ძალიან მინდა ხოლმე და რომ არ ავისრულო სურვილი შეიძლება მოვკვდე..
-აი , ეს გემრიელად მიირთვი. - 4 alpen gold-ი მომაწოდა სხვადასხვანაირი, იმდენად გამეხარდა ლამის ჩავეხუტე, მაგრაამმ..
-დიდი მადლობა..
-დროებით, მეზობელო.
-დროებით და კიდევ ერთხელ, მადლობა...
კარი მივხურე და უცნობ მეზობელზე სასიამოვნოდ გამეღიმა. ხანდახან რა ცოტა რამ არის საჭირო , რომ გაბედნიერდე..

პ.ს საყვარლებო და თბილებო, იმედია მოგეწონებათ. <3
ავტ: ანა ბლიაძე.



ძალიან მომწონს კარგი იქნება

 


№2  offline მოდერი D-roni

au exla avxtebi davxtebi da kivils daviwkeb !
❤ V ❤ A ❤ I ❤ M ❤ E ❤

dzaliaaan dzaliaan momewwona , gansxvavebuli gansakutrebuli dadebitad damuxtuli da saocari istoriaa guli migrdznobs

da martlac ra cota ramaa sachiro zogjer bednierebistvis ? axla ase ram gamaxara ar vici magram ganwkoba dadebiti mxrit shemicvala wakitxulma ❤

mokled shokimoki ❤❤

 


№3  offline წევრი პოეტის ცოლი

მარტოსული კატა^^
ძალიან მომწონს კარგი იქნება

დიდი მადლობა <3

D-roni
au exla avxtebi davxtebi da kivils daviwkeb !
❤ V ❤ A ❤ I ❤ M ❤ E ❤

dzaliaaan dzaliaan momewwona , gansxvavebuli gansakutrebuli dadebitad damuxtuli da saocari istoriaa guli migrdznobs

da martlac ra cota ramaa sachiro zogjer bednierebistvis ? axla ase ram gamaxara ar vici magram ganwkoba dadebiti mxrit shemicvala wakitxulma ❤

mokled shokimoki ❤❤



უდიდესიი მადლობა <3 <3 ძალიან მახარეებ და მამხნევებ <3

 


№4 სტუმარი mariami

Supergogoxar ❤

 


№5  offline წევრი პოეტის ცოლი

mariami
Supergogoxar ❤

დიდი მადლობაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent