შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იქნებ ოდესმე! (სრულად)


9-11-2015, 00:02
ავტორი sallollo
ნანახია 8 331

ზაფხულისთვის შეუფერებელი ამინდი განწყობას უფრო მეტად მიფუჭებდა..სადაცაა ზაფხული დასრულდება და ერთი ნორმალური დღე არ ყოფილა ჯერ..სულ წვიმს და წვიმს..ასე მგონია ზაფხული კი არა ზამთარია..აუტანელი და მოსაწყენი დღეები უაზროდ მიყვებიან ერთმანეთს. ასეთი საშინელი ზაფხული ალბათ არასდროს მქონია..მთელი დღე კომპიუტერი, წიგნები, ძილი და პლიუს ამას მომატებული 4 კილოგრამი. მორჩა ისტერიკა მეწყება.. ნუ თუ ჩემი არანორმალური მეგობრები მოვლენ შეიძლება ცოტა მეშველოს და დეპრესიიდან გამოვიდე..მოკლედ წუწუნს ვრჩები და ტელეფონს ვპასუხობ.. 1...2...3 და აი უკვე მზად ვარ ანკას წიკვინა ხმა ვისმინო რამდენიმე წუთი..

_შენ ისევ სახლში ხარ ?
_ სადმე მივდიოდი?
_რაიყო დაკრუხდი სახლში? ცოტა ხანში კვერცხს დადებ და წიწილებს გამოჩეკავ
_იუმორი შეურაწყოფილი და დამცირებული გარბის ანკა, წადი გაეკიდე და ბოდიში მოუხადე..
_ბლა, ბლა, ბლა არაფერი მესმის
_რა გინდა ? წიგნს ვკითხულობ და ხომ იცი არ მიყვარს როცა მაწყვეტინებენ
_ოხ ჩვენ ბოდიში, თვით სანოძე სალომე შევაწუხე მე, უბადრუკმა ანკა დარასელიამ
_კიდევ დიდხანს უნდა ვუსმინო შენს წიკვინს ანა ? (სახელი რომელსაც ვერ იტანს, აშკარად გაღიზიანდა ”ანა”-ზე და გაწიწმატებულმა ჩამყვირა ტელეფონში)
_იდიოტო! დაგავიწყდა შვებულებას რომ ვიღებ და ხვალ ჩემთან მივდივართ?
_აუ შანსი არაა ვერ წამოვალ, რაღაც საქმეები მაქვს, თან გამოფენა არის მალე და იანას უნდა გავყვე უეჭველი
_აუ ძაან უნიჭოდ იტყუები შენ თავს გეფიცები, უშანსოდ ხარ სანოძე, დათა მაინც არ დაგტოვებს, ასე რომ შეგიძლია ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო, 11- მზად იყავი..გავიქეცი მე საქმეები მაქვს..
_ანკა... ჯანდაბა, ეს გოგო სიტყვის დასრულებას არ მაცდის..ჩემი ბოლო იმედი იანა იყო, იმედი მქონდა მეტყოდა, რომ თუ წავიდოდი და გამოფენაზე არ გავყვებოდი მთელი ცხოვრება სახლს დამალაგებინებდა ან მსგავს სასჯელს მოიფიქრებდა..
_იანა, ანკამ დამირეკა, ხვალ გონიოში მიდიან და უეჭველი უნდა წამოხვიდეო
_დათაც მოდის ?
_კი..დაახლოვებით ვხვდებოდი იანას რისი თქმაც უნდოდა და პასუხის მოლოდინში შუბლი შევიჭმუხნე..
_ხოდა წადი
_და გამოფენაზე რომ..
_ეგ არაფერი მე და თამთა წავალთ, რა პრობლემაა..
ისეთი სახე მქონდა, იანა მიხვდა თუ არ გავიდოდა უეჭველად შემომაკვდებოდა..ესეც ჩემი ბოლო იმედი, ნუ უკვე გადაწურული იმედი.. ბურდღუნით ავედი ოთახში და კარი ყრუ ბათქით მივაჯახუნე..საწოლზე დავეფერთხე და ჭერს შევაშტერდი. _ოხ ღმერთო, რა დავაშავე.. ჩემთვის ვბურტყუნებდი და წარბებს ნერვიულად ვათამაშებდი..ცოტა ხანში ისე გავრეკავდი სიმღერას დავიწყებდი ”რა ვქნა რომ ბედი არ მწყალობს, არ ვიცი რას დავაბრალო”.. მერე ალბათ პროფილში მიმიწვევდნენ და ერთ-ერთ ”პროფილურ პროვოკაციაშიც” მივიღებდი მონაწილეობას..მერე ნინო ჩხეიძის სიმღერებივით გაჰიტდება ჩემი ნამღერი და მარშუტკის მძღოლები ჩემს დისკებს დაიტაცებენ..სამაგიეროდ მგზავრები ამიკლებენ წყევლით... _ რამხელა ფანტაზიის უნარი მაქვს, მადლობ ღმერთო, რომ სხვა თუ არაფრით ამით მაინც დამაჯილდოვე..
ზლაზვნით წამოვდექი და შესაფერისი ტანსაცმლის გადმოღება დავიწყე.. ძლივს ჩავალაგე ტანსაცმელი და ლეპტოპიანად ჩავწექი ლოგინში.. დათას მესიჯზე სახე გამებადრა.
”გირეკავდი, სად გიგდია მობილური ? ”
”დაბლა დამრჩა, ტანსაცმელს ვალაგებდი..”
”ჭკვიანი გოგო, კარგია რომ ჩემი ჩარევა არ გახდა საჭირო და ანკამ დაგითანხმა..”
”ხო აბა, ანკას წიკვინის მოსმენას მერჩია დავთანხმებოდი”
”მომენატრე, ხომ მაპატიებ დღეს რომ ვერ გამოვედი? შენ თავს გეფიცები იმდენი საქმე მქონდა ძლივს მივაღწიე სახლამდე, ისე ახლა რომ გამოვიდე ჩამოხვალ ცოტა ხნით? არ მინდა უშენოდ დაძინება”
”გელიიი გელი მოგელიი ”
”ტუტუცი ხარ რა და 28 წლის კაცს მეც მატუტუცებ”
”მომიტევეთ ბატონო პროკურორო, მალე მოხვალ ? ”
”გამოვდივარ”

15 წუთში დათას ისე ვეხუტებოდი ლამის დავახრჩე..
_მომენატრე იცი ?
_ვიცი მაგრამ მე უფრო მომენატრე..გამიღიმა და სასაცილოდ მიჩქმიტა ლოყაზე.
_გონიოში წამოსვლა არ მინდოდა..
_კაი რა სალ, ყველაფერი კარგადაა. ადი არ შეგცივდეს.. დაიძინე და ხვალ დილით გამოგივლით. ძალიან მიყვარხარ
_მეც მიყვარხარ, ხვალამდე..

-|-|-|-|-|-|-

რაიყო ბალიში აგიფეთქდა ? მანქანაში ჩამჯდარი არ ვიყავი დათამ რომ დამცინა..
_რაიყო იუმორის გაკვეთილებს ანკა გიტარებდა?
_აუ მე რას მომახტი ეგრევე, ვითომ გაბრაზებით წამოიყვირა ანკამ
_შემეშვით რა, ჩავილაპარაკე მობეზრებული ხმით და კარი მოვხურე..
_ამ გოგოს რა გაათხოვებს, სულ ბუზღუნებს, ერთხელ არ გამიცინებს..აწუწუნდა დათა და თავის ნათქვამზე ჩაბჟირდა.. ანკაც აპირებდა აყოლას, მაგრამ ჩემი თვალების დანახვისთანავე სახიდან ღიმილი გაუქრა , მხრები აიჩეჩა და მანქანის მინას მიადო თავი..


ქალაქი ხმაურიანი და ქაოსური იყო..გრილოდა და როგორც ყველაზე მცივანა ადამიანს ხელები გამყინვოდა..ფანჯრიდან ვაკვირდებოდი ხალხის მოძრაობას და ვფიქრობდი, რა უაზროდ კარგავდნენ დროს ეს ახალგაზრდები ბირჟაზე დგომით.. არც მე ვიყავი დიდი, სულ რაღაც 20 წლის, მაგრამ ყოველთვის მიჩნდებოდა პროტესტის გრძნობა ასეთი უსაქმური ხალხის მიმართ..უჩვეულო ზიზღის გრძნობა გამიღვივდა ორგანიზმში და ნესტოები დამებერა..ერთ-ერთი დანას, ე.წ. ”ბაბოჩკას” ატრიალებდა ხელში და თავის ჭკუაში ”ტიპობდა”.. მეცინებოდა მის ყოველ მოძრაობაზე და ძალით შექმნილ ”კაი ბიჭის” იმიჯზე..ვერ ვხვდებოდი რატომ ეგონათ, თუ საკუთარ დედას შეაგინებდნენ, ან დანას დაატრიალებდნენ და 24 საათი ქუჩაში იდგებოდნენ რატომ მოეწონებოდათ ყველას..სიმართლე რომ ვთქვა არც მათი მესმოდა და არც იმ გოგოების, რომლებიც აღმერთებდნენ ასეთ „კაცებს“..
გაფანტული ვიყურებოდი, მაგრამ წამის მეათედში აღვიქვი, როგორი დაბნეული იყურებოდა ვიღაც გოგო, ალბათ ვერ გაეგო საით წასულიყო... ვიგრძენი როგორ მომაწვა თვალებში სისხლი მას რომ დასცინეს..

_გააჩერე მანქანა, იმხელა ხმაზე ვიყვირე დათამ მოულოდნელობისგან მთელი ძალით დაამუხრუჭა და ალბათ რემენი რომ არ მკეთებოდა საქარე მინას თავით გავიტანდი..
სწრაფად გადავხტი მანქანიდან..ისეთი გამწარებული ვიყავი ყურადღებას არ ვაქცევდი როგორ მომყვებოდნენ ყვირილით დათა და ანკა..

იმ წუთში ისეთი დაუცველი მომეჩვენა, ბრაზის ტალღამ უფრო მეტად დამიარა..სწრაფი ნაბიჯით მივუახლოვდი და მისი აწყლიანებული თვალები რომ დავინახე სუნთქვა შემეკრა..ვეცადე რაც შეიძლება მშვიდად დავლაპარაკებოდი, გავუღიმე და ხელი გავუწოდე
_სალომე სანოძე, ისეთმა დაბნეულმა შემომხედა, გული მეტკინა.
_მარიამი..მარიამ გაწერელია..სახე აეწვა სირცხვილისგან
_მარიამ დახმარება ხომ არ გჭირდება ? შემთხვევით შეგნიშნე და ვიფიქრე რაღაც ისე არ იყო..ანკა და დათა გაოგნებულები მიყურებდნენ, ვერაფრით გაეგოთ რა მოხდა..
_მე..იცი..მე..დავიკარგე..ძლივს წარმოთქვა და თვალები აუწყლიანდა..

ისეთი სუფთა იყო, ისეთი უმანკო..სითბოს ტალღამ მთელ ორგანიზმში დამიარა..ახლა ამის დრო არ იყო, გამახსენდა რატომ გამოვიქეცი ასე გიჟივით..ცივად მივბრუნდი და დამცინავი მზერა რომ დავინახე, მივხვდი ის დრო იყო ყველა თავის ადგილზე მიმესვა..
მამა ყოველთვის მასწავლიდა, რომ უსამართლოდ არავის უნდა მოვქცეოდი, რომ არ მქონდა უფლება ვინმესთვის ზევიდან დამეხედა, ვიცოდი სწორად ვიქცეოდი, ამან უფრო მეტად გამათამამა..

_ახლავე მოვალ, ერთი წუთით
_როგორც ვხედავ ნახირის თავყრილობაა...ღიმილი სახეზე შეეყინათ,საუკეთესო საშუალება იყო თავდასხმისთვის..
_მოვიდა მეორე ”ძონძის კუკლა”, თვალები გადაატრიალა ვიღაც ქერამ და ამათვალიერა..
არ ვიცოდი ქერებსაც თუ ჰქონდათ იუმორი...ალბათ ხვდებით აქ მორალის წასაკითხად რომ არ მოვსულვარ.. უბრალოდ ძალიან მაინტერესებს, თქვენ მართლა ასეთი საცოდავები ხართ ? გულწრფელად მინდა დავეხმარო თქვენნაირ „გონებით გაჭირვებულ“ ადამიანებს და იქნებ დასახმარებელი ადამიანების სიაში პირველებიც კი აღმოჩნდეთ... აი შენ მაგალითად, კაცობაზე დებ თავს დარწმუნებული ვარ, არადა ჩამოყალიბებული არაკაცივით იქცევი, რომელსაც თავისი კომპლექსების დასაფარად შეუძლია მასზე გაცილებით უკეთესს დასცინოს. ან შენ, ცხენივით რომ გადმოგიყრია კბილები, შენს ადგილას ბრეკეტებს გავიკეთებდი, იქნებ ასეთი „უროდი“ აღარ ყოფილიყავი... მოკლედ ძვირფასებო, იქნებ ჯერ თქვენს ნაკლოვანებებზე დაფიქრებულიყავით და მერე დაგეცინათ სხვისთვის.. დამიჯერეთ მაღალი ქუსლები, მაკიაჟი ან თუნდაც 24 საათი ქუჩაში დგომა ადამიანებად ვერ გაქცევთ... უფალმა გაპატიოთ ყველაფერი..

ჩემი თავით უზომოდ კმაყოფილი ვიყავი.
_ხო და კიდევ, პირი დახურეთ დორბლი არ ჩამოგივიდეთ..
არ ვიცი იმათ რამდენად ჩამოუვიდოდათ დორბლი, მაგრამ ანკას და დათას გაოგნებულ სახეს რომ შევხედე ხმამაღლა გამეცინა..
_ესეც ასე, ვთქვი სიცილით და მარიამს მივუბრუნდი..ახლა შენი პრობლემა მოვაგვაროთ მარიამ.. სად მიდიხარ ?
_დეიდასთან მივდივარ, მაგრამ გზები არ ვიცი, ტრანსპორტმა გამასწრო და ხვა გაჩერებაზე გადავედი, მერე ვეღარ გავიგე სად წავსულიყავი.. თვალები ცრემლით აევსო და ქვედა ტუჩი აუთრთოლდა..
_ნუ გეშინია თბილისში რა დაგკარგავს, მეგობრულად გავუღიმე და მისამართი ვკითხე.. 15 წუთის შემდეგ უამრავ მადლობას მიხდიდა დახმარებისთვის..
_საღოლ ტო, წეღან მაგრად ჩაუტარე, გაეცინა დათას..ისეთები უთხარი რომ მოვსულიყავი რა მეთქვა აღარ ვიცოდი..
_ისე გლდანში მეც ვიკარგები ხოლმე, დიდი ამბავი ეგ თუ დაიკარგა, სიცილით აყვა ანკა..

უკმაყოფილოდ ჩავიფრუტუნე და ფიქრებში ჩავიძირე.. ვინმეს რომ ეკითხა რაზე ფიქრობო, ვერ ვუპასუხებდი..უბრალოდ უაზროდ ვიყურებოდი და მასის მოძრაობას ვაკვირდებოდი.



ძლიერმა დამუხრუჭებამ გამომიყვანა ფიქრებიდან ..
_ნორმალური ხარ ?
_კი რატომ მეკითხები ? გაიოცა დათამ.. ისეთი სახე ჰქონდა სერიოზულად მეგნა, რომ რაღაც სასწაული კითხვა დავუსვი..
_ირაკლი მოვა ახლა.. ანკა რაიცი იქნებ ბედი გაგეხსნას, გაეცინა დათას
_ეს შეყვარებულები რა აუტანლები ხართ ?
მეცინებოდა ანკას სახეზე...
შორიდან დავინახე როგორ მოდიოდა ირაკლი და სიცილისგან ვიგუდებოდი..
_იკა შენ სიარულის მანერას არ იცვლი.. მისალმების მერე ხმამაღლა გამეცინა და ისევ წინ მოვბრუნდი
_რას გადაეკიდე ჩემ სიარულს ?
_ისეთი გაჭიმული დადიხარ მგონია ტუფლი გიჭერს.. რა შუაშია მაგრამ მაინც..დათა შენ რას დასცინი, გირჩევია წინ იყურო და ნორმალურად იარო, ხომ არ დაგავიწყდა მართვის მოწმობა მეათე გასვლაზე რომ აიღე? რატომღაც სურვილი მაქვს ცოცხალი ჩავიდე გონიომდე.
*** *** ***
ნაცნობი ადგილების დანახვამ საოცარი ემოცია გამოიწვია ჩემში..ზღვის სუფთა ჰაერმა სიცოცხლით ამავსო..ბავშვობიდან ვგიჟდებოდი ზღვაზე..მახსოვს მე, დედა და მამა რომ ჩამოვდიოდით ყოველ ზაფხულს..ანკაც აქ გავიცანი, მას შემდეგ ტრადიციად გვექცა ერთად დასვენება.. მერე მამა აღარ იყო, მეც თავს ვარიდებდი გონიოს..მეგონა ვერ გავუძლებდი... უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა და თვალები ამიწყლიანდა..ძალიან მენატრებოდა მამა, მინდოდა კისერზე ჩამოვკონწიალებოდი და გაუჩერებლად მელაპარაკა..ყველაფერს დავთმობდი ოღონდ კიდევ ერთხელ ჩამეხედა მის თვალებში..ცრემლების შეკავება აღარ შემეძლო..თავის ტკივილი მოვმიზეზე და ოთახში გავედი..

ყველა ემოციამ ერთროულად იფეთქა..ღაწვებზე ჩამოსული მლაშე ცრემლები მწვავდა..ასე მეგონა თითოეულ ცრემლს გულის პატარა ნაწილი მოყვებოდა..ასე ნელ-ნელა ვიშლებოდი და ვნაწევრდებოდი..გულს მიკუმშავდა მტანჯველი ფიქრები..ფსკერზე დალექილმა მოგონებებმა ზედაპირზე ამოტივტივება დაიწყეს, სული მიშფოთდებოდა.. წარსულის გახსენებამ კიდევ ერთხელ დამასამარა..
იცით რა არის როცა გტკივა და ამ ტკივილს ვერ ამხელ? იცით რა არის როცა აღარ შეგიძლია? როცა ვეღარ იტევ ამდენს..აქამდე ვერ გადმოცემული ემოციები ერთიანად მებჯინებოდა გულზე..აღარ შემეძლო ამდენის ატანა.. ანდა ამდენ ხანს რატომ არ ვცდილობდი ამ ემოციებისგან განთავისუფლებას , ვის ვუმალავდი ცრემლებს ჩემს თავს ? თანდათან ვიაზრებდი, რომ ცრემლები სისუსტეს არ ნიშნავს.. უკაცრიელ ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ხმის ჩახლეჩვამდე ვიყვირებდი, ყველაფრის დალეწვა მინდოდა.. ჩვენი განუხორციელებელი სურვილები მგუდავდა..დაპირება რომ ერთხელ აუცილებლად ვინადირებდით, ვითევზავებდით, გათიშვამდე დავლევდით, ყველაფერი გაქრა და რა დამრჩა? ცივი საფლავის ქვა და მამის საფლავზე ყოველ კვირას მიტანილი ვარდები..
კარზე კაკუნი არ წყდებოდა..დათას ხმა შორიდან მესმოდა, მაგრამ პასუხი მაინც დავუბრუნე..
_გამოვიცვლი და გამოვალ..

სასწრაფოდ შევედი აბაზანაში, სახე ჩამოვიბანე და თმა დავივარცხნე.. სწრაფად ჩავიცვი და ოთახი დავტოვე..
_ასე მალე მოგბეზრდით ? გამიღიმა მაგრამ ხვდებოდა არ ვიყავი უადგილო ხუმრობის ხასიათზე..
უსიტყვოდ გავუღიმე და კიბისკენ წავედი..
_ რა დაგემართა, მოდი ჩემთან რა, დამელაპარაკე..
_არაფერი, ვთქვი ჩახლეჩილი ხმით და ცრემლი მოვიწმინდე..
_ნუ გადამრევ სალომე, რა გატირებს ? ხმა გაებზარა დათას..
_არ ვტირი
უშედეგოდ ვცდილობდი მისი მკლავებიდან თავის დაღწევას.. ბოლოს ძალა გამოცლილი მივეკარი გახურებულ სხეულზე და ერთიანად ამოვუშვი ყველა ემოცია..

უკვე შებინდებულიყო, ტალღები ისე ეხეთქებოდნენ ლოდებს, მეგონა მთლიანად მოგლეჯდნენ და თავის ძლიერ მკლავებში მოიქცევდნენ..
_უკეთ ხარ ? თბილად შემეხო წელზე და თავი ჩემს კისერში ჩარგო..
_კი..აქ ხშირად მოვდიოდით მე და მამა, მზის ჩასვლას ვუყურებდით, კითხვაზე მზე რატომ ჩადიოდა, მპასუხობდა, რომ ჩემნაირი პრინცესების ძილის დრო ახლოვდებოდა..სანაპიროზე დავრბოდით ფრანებით ხელში..ერთხელ გავცივდი და იანა ნაყინს არ მაჭმევდა..დიტო ეუბნებოდა ცოდოა სახლში გავასეირნებო..როგორც გავდიოდით მაშინვე ჩამოსასხმელ ნაყინთან მივრბოდი, მამაც უსიტყვოდ ყიდულობდა..ჩვენი საიდუმლოები და სამალავები გვქონდა..იანას გაბრაზების და მკაცრი მოქცევის შემდეგ, ყოველთვის თვალს მიკრავდა და ჩუმად მაცინებდა... სულ სხვა იყო ჩემთვის..
ისევ დავმძიმდი, ტკივილი სამუდამო თანამგზავრად ქცეულიყო ჩემთვის.. თავს ვიკავებდი რომ არ მეტირა..არა იმიტომ რომ სუსტი ვიყავი, უბრალოდ ვგრძნობდი ცრემლებით არაფერი შეიცვლებოდა..

_თავს ნუ იტანჯავ. სამი წელი გავიდა , შენი ბრალი არაა მისი წასვლა.. იფიქრე იმაზე, როგორ ეტკინებოდა შენი ასე დანახვა.. ბოლოს რომ ვნახე იცი რა მითხრა ? ჩემ პრინცესას მიმიხედე და არასდროს მისცე მოწყენის უფლებაო..ხოდა დანაპირები უნდა შევუსრულო.. ახლა წავალთ და ანკას მომზადებულ საჭმელს შევჭამთ, თუ მაგას საჭმელი ქვია, გამიცინა დათამ და სახლისკენ მიმავალ ბილიკს დაადგა..

ორი სილუეტი ტოვებდა ნაპირს..მიდიოდნენ უხმოდ, მდუმარებით აღვსილნი, მაგრამ მათთვის სიტყვები ზედმეტი იყო..ისედაც მიხვდებოდით, რომ ერთი შეხედვით ათბობდნენ ერთმანეთს..გახსოვთ რა უთხრა მოდილიანმა ჟანას ? "შენს სულში რომ ჩავიხედავ თვალებსაც მაშინ დავხატავ"-ო.. ისინი კი, ახლა მშვიდად რომ ტოვებდნენ სანაპიროს ერთმანეთის სულს იცნობდნენ..სწორედ ამიტომაც უგებდნენ ერთმანეთს უთქმელად, ზედმეტი ფრაზების გარეშე..მთავარი იყო მხოლოდ ერთხელ ჩაეხედათ ერთმანეთისთვის თვალებში..მხოლოდ ერთხელ...

_ვა ვა ვა ყოჩაღ ანკა ! და აი შენ უკვე მზად ხარ ოჯახის შესაქმნელად, დათა სიცილით მიუახლოვდა გაწყობილ მაგიდას და ანკას ალეწილი სახე რომ დაინახა ხმამაღლა გადაიხარხარა..
"გაგფაქტე ანკა" გავიფიქრე გულში და გამეღიმა..
_ეს შეყვარებულები რას გადაგვეკიდეთ ტო? შეიცხადა ირაკლიმ
_დათა რამდენი ხანია რაც გავედით ? ვიკითხე მთელი სერიოზულობით
_ნახევარი საათი ალბათ.. რაიყო ?
_ ხედავ რა სწრაფები არიან ? ცოტაც რომ დაგვეგვიანა ალბათ უკვე ოჯახს შექმნიდნენ ისე იცავენ ერთმანეთს
მე და დათა იმხელა ხმაზე ვიცინოდით, სერიოზულად შემეშინდა სახლი თავზე არ დაგვმხობოდა..
******* ******
საღამო იყო თბილი და წყნარი.. გამუდმებული წვიმის გამო წელს გონიო ტურისტების ნაკლებობას განიცდიდა..ბიჭები სვამდნენ, ჩვენ სავარძელში ვისხედით და ანკა ისეთი შეშფოთებული მიყვებოდა თავისი სამსახურის ამბებს სიცილს ვერ ვიკავებდი..
_ხოდა გოგო მივედი სამსახურში და ეს ჩემი ჭორიკანა თანამშრომელი, სოფკა არ გამოდის უფროსის კაბინეტიდან კაბის სწორებით? არ ცხრებოდა ანკა
_კაი რაა, თქვენი უფროსი ის არაა კურდღელივით კბილები რომ აქვს? ორივემ გადავიხარხარეთ
_ხო, ხო ეგაა ძლივს ამოისუნთქა ანკამ.. ეძახე კურდღელი და რა მანქანებით დადის გააფრენ.. ახლა სოფკასთან ერთად ეგვიპტეშია..
_ანუ ერთად არიან ?
_ხო რავი, ისე ერთი მახინჯი მეორე ჭორიკანა, შესანიშნავი წყვილია, სიცილით დაამატა ანკამ
_თქვენ რაიყოთ თბილისში არ გყოფნით ერთად ყოფნა და ჭორაობა ? მოდით რა ჩვენთან, თვალი ჩამიკრა დათამ
_მაგით რისი თქმა გინდა, რომ ჭორიკანა ვარ ? გაწიწმატდა ანკა..
ყველას გაგვეცინა...

_ხვალ სანდრიკა და ცოტნე ჩამოდიან, მგონი ანკას რამდენიმე დაქალიც..ბიჭები წამოიყვანენ მითხრა დათამ ოთახში რომ შევედით..
_ხო ვიცი ანკამ მითხრა..ნასვამი ხარ, დაიძინე ახლა.. მე ანკასთან დავწვები
_მოიცა რა, ჩემთან დარჩი..რაიყო კი არ ვიკბინები..
_მეგონა იკბინებოდი, გავიცინე მე და საწოლს მივუახლოვდი.
_ვსო დაგერხა, მოდი აქ..
_დათა გთხოვ ხომ იცი ვერ ვიტან როცა მიღიტინებენ, დათა ვეღარ ვსუნთქავ გთხოოვ გამიშვი..
_რა დღეში ხართ თქვენ? მომესმა ანკას წიკვინა ხმა..
_მოკლედ თქვენ ხომ არაფერს დააცდით ადამიანს, იქნებ ერის გამრავლებაზე ვმუშაობთ არ უნდა გვაცადოთ ?
_დათა რა ცანცარა ხარ, წამოენთო ანკა.. გაუშვი ჩემ დაქალს ხელი და ერის გამრავლებაზე სხვა დროს იფიქრეთ.
_არ ვუშვებ
_დათა ნუ მიწვევ, ხომ იცი მოგერევი, აკისკისდა ანკა
_არ ვუშვებთქო ჩემ გოგოს და წყნარად ახლა
_ნუ ბავშვობთ, რას მექაჩებით, შუაზე გამხევთ
_უთხარი მაშინ შენ შეყვარებულს ხელი გაგიშვას..
_არ ვუშვებთქო ვთქვი მე უკვე
_კაი დათა გამიშვი და დაისვენე შენც
წამებში გადაიკიდა მხარზე ანკა ირაკლიმ და მისაღებისკენ გაიქცა.. ვუყურებდი და სიცილისგან ვიგუდებოდი უეცრად ფეხებ ქვეშ მიწა რომ გამომეცალა..
_შენც დაისკები ქალბატონო, ბოროტად ჩაიქირქილა დათამ და ბავშვების მხიარულებას შეუერთდა..
გამთენიისას იატაკზე ჩაგვეძინა...
**** ****
აუტანლად წკრიალებდა ანკას მობილური.ასე მეგონა თავში ჩაქუჩს მირტყავდნენ.
_ ანკა, დროზე უპასუხე, თავი გამისკდა, დავიყვირე გამწარებულმა და შუბლი შევჭმუხნე..
_ხო რუსკა..აა უკვე?..კაი კაი აბა დროებით...
მხოლოდ ფრაგმენტები მესმოდა მათი საუბრიდან..ისე მტკიოდა ყველაფერი წამოდგომა მიჭირდა, ძლივს წამოვიწიე და რომ არ წავქცეულიყავი სავარძელს დავეყრდენი...დათას გაფითრებული სახე რომ დავინახე, ძლივს დავარწმუნე რომ უბრალოდ ახალი გაღვიძებული ვიყავი და წონასწორობა დავკარგე..
_ანკა ჩვენ ოთახში გავალთ და გაგვაღვიძე რომ ჩამოვლენ, დაიყვირა დათამ და ზურგზე ”მომიგდო”

უცნაურ სიზმარს ვხედავდი.. ჩემი და მამას საყვარელ ადგილას ვიყავი და მის სურნელს ისე რეალურად ვგრძნობდი, მეგონა გავგიჟდი..მისი ხელი მეხებოდა, ”ეს არარეალურია, ეს სიზმარია” გამწარებული ვუმეორებდი ჩემს თავს და შებრუნებას ვერ ვბედავდი..
_ჩემი არ უნდა გეშინოდეს მა
"მა" ეს სიტყვა ისე მენატრებოდა, ისე მინდოდა ერთხელ კიდევ გამეგო, ახლა შესაძლებლობა მქონდა ამეხდინა ის ოცნება, რომელზეც ცოტა ხნის წინ ვლოცულობდი.. და მაინც რა სუსტი ვიყავი, მეშინოდა რომ ის იქ არ იქნებოდა და კიდევ ერთხელ გამიცრუვდებოდა იმედი...ნელა შევბრუნდი..მეგონა ემოციები გამგუდავდა..ისეთი რეალური იყო მამას აქ ყოფნა, მისი სურნელი, ლამაზი თვალები..მინდოდა შევხებოდი..ძლივს შევაგროვე ჩემი თავი და მთელი ტანით მივეკარი..უხმოდ ვტიროდი, ის კი ისევ ისე მიღიმოდა და ცრემლებს მწმენდდა..

_მომენატრე..ძლივს მოვილუღლუღე ხმაწართმეულმა
_არ იტირო, უნდა გაუძლო ყველაფერს... მე შენი მჯერა, სულ მჯეროდა და ყოველთვის ასე იქნება..
_მოიცადე არ წახვიდე...შორიდან ვხედავდი მის მომღიმარ სახეს..მერე გაქრა.. ისევ დამტვრეული მანქანა, დანაწევრებული მამა და ჩემი ყვირილი..უშედეგოდ ცდილობდნენ ჩემს გონზე მოყვანას..დათას ყვირილი სულიშემძვრელად მიწვდა ჩემს ქვეცნობიერს...ცივმა წყალმა ცოტა გამომაფხიზლა..ქუთუთოებზე ჩამოწოლილი ნისლი გაფანტა და რეალობაში დამაბრუნა..ისტერიკულად ვტიროდი, რაც ხელში მომხვდებოდა ყველაფერს ძირს ვყრიდი..ნამდვილი შეშლილივით ვიქცეოდი...
_საკმარისია, დამიყვირა დათამ..მორჩი პანიკიორობას და შემომხედე..ხვდები შენ თავს რას უკეთებ შენი სიჯიუტით ? გამომართვი და დალიე..
ხელის კანკალით გამოვართვი დამამშვიდებელი და საწოლზე ჩამოვჯექი..
_მე მივხედავ, ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ანიშნა გასულიყვნენ.._მაპატიე რომ გიყვირე..
_აღარ შემიძლია, თანდათან ვნაწევრდები, გთხოვ დამეხმარე, გეხვეწები მიშველე დათა...ვგრძნობ რომ შეშლილს ვემსგავსები..
_ახლა ხვდები რა მოყვება ამ ყველაფერს თუ ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე არ იცვლი ? თუ მარტო არ გინდა ერთად ვიაროთ, ოღონდ გამომყევი..ჩემთვის ყველაფერი რომ ხარ ხომ იცი ? ისიც ხომ იცი როგორ ვიტანჯები რომ ვერ გეხმარები, ხომ იცი ჭკუიდან გადავდივარ როცა ასეთ მდგომარეობაში გხედავ..
ვიცოდი მართალი იყო, მართლა გავგიჟდებოდი ცოტა ხანში..არ ღირდა თავის ტანჯვა..ასეთი ეგოისტი ვერ ვიქნბოდი..ჩემი უცნაური საქციელით მუდმივად ვაშინებდი გარშემომყოფთ..ჩემს დახმარებას ცდილობდნენ მე კი მუდმივად ვიმეორებდი გიჟი არ ვარ და არც ფსიქოლოგი მჭირდებათქო.. რამოდენიმე საათი უხმოდ გავატარეთ, პატარა ბავშვივით ვებღაუჭებოდი მაისურზე და გატრუნული ვუსმენდი მის გულისს ცემას..
ანკამ ფრთხილად დააკაკუნა და კარიც ჭრიალით გაიღო..
_უკეთ ხარ?
ანკას სევდიანი თვალები მეტკინა...ვიგრძენი გულში ძალიან ღრმად როგორ ჩამწყდა რაღაც..საწოლიდან გადავძვერი და მთელი ძალით ჩავეხუტე..
_მადლობ რომ არსებობ, მადლობ რომ მყავხარ..ჩუმად ვეჩურჩულებოდი და ცრემლებს ვყლაპავდი..
_კარგი სალომე, თორემ ვიფიქრებ, რომ ზედმეტად სენტიმენტალური ხარ..გადაიკისკისა ანკამ და ხელები შემომხვია.._წამოდი დაო, წამოდი ბავშვები მალე მოვლენ.

უკვე ბინდდებოდა რომ ჩამოვიდნენ..
_ვა ვა ვა რა ხალხი, რა ხალხი, შორიდან დაიყვირა სანდრიკამ აივანზე რომ დაგვინახა..
_ჩემი ძმა გადაიხარხარა ყოველთვის კარგ ხასიათზე მყოფმა და დამაბზრიალა..
_გეყოფა ტო, მეც მიმიშვი..ჩაერია ცოტნე და სანდრო გვერდით გაწია..
გოგოების გაცნობის და სანდროს რამდენიმე უაზრო ხუმრობის მოსმენის შემდეგ, საქმე გადავინაწილეთ..ბიჭები ცეცხლს მიხედავდნენ, ჩვენ სამზარეულოს..
_აქ რა ხდება? გაბრწყინებული სახით შემოვიდა დათა და ხელი მომხვია..
_ნუ გვირღვევ მყუდროებას ნუცუბიძე, ცხვირი აიბზუა ანკამ და თავის თავზე გაეცინა..
_დარასელია, მიხედე შენ მაგ ხაჭაპურს
_იდიოტი ხარ ? ბრაზით წამოიყვირა ანკამ..ქათამი და ხაჭაპური ერთმანეთისგან ვერ გაგირჩევია ?
_რავიცი ისე დაგიბრტყელებია ხაჭაპურს გავდა, გაეკრიჭა დათა და მანიშნა გამოდიო..

10 ხდებოდა ყველაფის მომზადება რომ მორჩნენ..როგორც დედისერთა განებივრებული გოგო, არაფრის კეთება ვიცოდი."უსაქმურობა ჩემი სტიქიაა" გავიფიქრე გონებაში და გამეღიმა..
_ჩვენ რომ ერთად ვიცხოვრებთ მოგიწევს ყველაფრის კეთება ისწავლო, ხომ არ დაუშვებ შენი დაღლილი მეუღლე მშიერი დატოვო..
_არა საბედნიეროდ არსებობს გუდვილი, გავიცინე და უფრო მაგრად მივეკარი..
_არა ვერ მოგართვით მისს, მე ვიღაცის გაკეთებული არ მინდა, ნებას იბოძებთ და ყველაფერს გააკეთებთ..
_ხომ წამიყვან ვერონაში?
_მოდი ახლავე წავიდეთ სანამ შვებულება მაქვს
_არა, მინდა თაფლობის თვე გავატარო იქ..
_ხოდა გამომყევი ცოლად..
_არა, ვთქვი და გავუღიმე, ჯერ არა..დათას სახე მოეღრიცა, მაგრამ ჩემი საწყალი თვალების დანახვაზე სიცილი ვერ შეიკავა..
_ჩვენ რომ შვილი გვეყოლება, კატოს დავარქმევ..
_ვერ დაარქმევ, მე უკვე შევურჩიე სახელი.ჩვენს შვილს ნადია უნდა დავარქვა, დიდი ბებოს საპატივსაცემოდ.. ისეთი სერიოზული სახით თქვა გაოცებისგან ხმა ჩამიწყდა.. აშკარად ისეთი სახე მქონდა ვერ გაუძლო და გადაიხარხარა..
_აუტანელი ხარ რა..
_თქვენ რას აკეთებთ მანდ? გავიგეთ რომ ერთმანეთი გიყვართ და სხვა არავინ გინდათ, მაგრამ ელემენტარული ზრდილობა რა, ხომ ხვდებით ჩემო სულიერო დანო და ძმანო..ისეთი სასაცილო სახე ქონდა სანდროს, სიცილი ძლივს შევიკავეთ..
_მოვდივართ..ხელი მომხვია და სახლისკენ წავედით..

იცით რას ნიშნავს როდესაც გარშემო გყავს ადამიანები რომლებიც გავსებენ და ცოვრებას გითბობენ? არცერთი ლამაზი ფრაზა ან სიტყვა არ მიესადაგება იმ გრძნობას, რომელსაც მათ მიმართ ვგრძნობდი..ყველა ტკივილს და სიხარულს რომ ვუზიარებდით ერთმანეთს და ზუსტად რომ ვიცოდი ერთმანეთის გარეშე ერთ დღეც ვერ გავძლებდით ეს მიხაროდა, აი იცით როგორ მიხაროდა? პატარა ბავშვს ნაყინს რომ უყიდით და ჭკუაზე არაა ისე მიხაროდა.. ბავშვობაში სანდრო და ცოტნე სულ რომ ჩხუბობდნენ ჩემს გამო და რომ ამბობდნენ ჩვენ დას ხელი დაედება და ვიღაცას წითელი აენთებაო, ეგ მიხაროდა, დათა რომ გადმოვიდა ჩვენ მეზობლად და პირველად მაგრად რომ უშარდებოდნენ ჩვენ დას არასწორად უყურებო ეგ მიხაროდა, მთელი თბილისის ბიჭები ნაცემი რომ ყავდათ და უნივერსიტეტის შესასვლელში რიგ-რიგობით რომ გველოდებოდნენ მე და უკვე ანკასაც, ეგ მიხაროდა.. ყველამ რომ იცოდა სანოძეს და დარასელიას თუ ვინმე არასწორად შეეხება კუკიაზე დავაწვენთო ეგ მუქარაც მიხაროდა..ასეთი სენტიმენტალური მგონი მაშინაც არ ვყოფილვარ ჩუმად რომ ვუყურებდი "იზაურას" და მერე ძაან რომ ვტიროდი რა უბედურიათქო..
აღარ მკითხავთ რატომ მიხაროდა? ზედმეტი ფრაზების გარეშე გეტყვით, იმიტომ მიხაროდა, რომ საშინლად მიყვარდა თითოეული მათგანი და მაინც რა საინტერესოა საიდან მოდის ასეთი სიყვარული...განა რა ძალა აქვს ასეთი...

დილით მზის სხივები რომ გაღვიძებს ესეიგი ბედნიერი ხარ..გავრბივარ კოტეჯიდან, როგორც ყოველთვის ვერ ვხედავ მაღალ კიბეს და შუა გზიდან მივგორავ, თან განწირული ვყვირივარ "მიშველეთ თორემ გავსკდი კვახივით" ... ჩემს კივილზე სახლიდან "მოფრინავენ" ცოტნე, სანდრო და დათა.. ისეთი სახეები აქვთ ხმამაღლა ვხარხარებ..
_აუ ეს ცვეტში გიჟია ტო, რა გაცინებს.. ფუუ სისხლი სახეს ჭმუჭნის სანდრო და გვერდზე იხედება..
ახლა ვიცი თუ არ გაიყვანენ გული წაუვა. ამის წარმოდგენა და ხმამაღლა "ვკაკანებ" ძლივს წამომფხიკეს მიწიდან. სანდრო და ცოტნე ისევ დასაძინებლად მიდიან, მე დათას ვახტები ზურგზე და ხმამაღლა ვყვირი: "აჩუ აჩუ გაჭენდი ცხენო".. იმას აღარ მოგიყვებით რა რეაქცია აქვს ამ დროს გამვლელ ხალხს..ორი საათი მაინც ვუნდები რომ ძალიან ბევრი "ვიქაქანო", ვიცინო, ვიყვირო.. მოკლედ ყველაფერი გავაკეთო, მერე დათას "ვაკვდები" ხელებში და ვთხოვ სახლში წამიყვანოს..11 საათია..ნერვების მომშლელად წიკწიკებს საათი, ცოტაც და შემოვანარცხებ კედელზე..დათა მაფრთხილებს მეძინება და გაღვიძება არც გაბედო თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებო..უკვე ვიცი არ ხუმრობს, ამიტომ გავდივარ აივანზე და რას ვიზავ იმაზე უკეთესს თუ იანას არ დავურეკავ..
_უკაცრავად პროკურატურიდან გაწუხებთ, ბრალი გედებათ, თქვენი შვილის მიმართ გამოჩენილი უყურადღებობისთვის..
_შენ არ იზრდები, უფრო სწორად იზრდები, მაგრამ ტვინი გიპატარავდება.
_დილიდან ხოტბას ნუ მასხავ იანა თავში ამივარდება, რას შვები როგორ ხარ?
_მენტრები დე, არამიშავს შენ როგორ ხარ, კარგად ერთობით?
_ხო რა, გუშინ ბიჭები ჩამოვიდნენ ანკას დაქალებთან ერთად, შენ რას შვები იყავი გამოფენაზე?
_დღეს მივდივართ მე და თამთა
_რაღა მოგვკლავს იანა, შენ ბაღს კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებ
_ოხ დედი, შენ რომ..
_მე რომ ენა არ მქონდეს თაგვები სოროში წამათრევდნენ ? დავასწარი იანას და გადავიხარხარე
_ასეა, ასე..იანაც ამყვა სიცილში
_დე ახლა უნდა წავიდე, ცოტა მეძინება, მერე დაგირეკავ და ხო იცი რომ მიყვარხარ..
_ხომიცი რომ მეც..ჭკუით და დათას დაუჯერე
_კაი კაი სიცილით დავემშვიდობე და ოთახში შევიპარე..ცოტა არა ძალიან მეძინება , პლედს ვიხვევ და დათას ”ვეწებები”.. და იცით რა ხდება ამ დროს ? მუცელში პეპლები კი არა აქლემები დარბიან ისეთი ბედნიერი ვარ..

ვგრძნობ თმაზე ვიღაც მეთამაშება..ოღონდ ეს არა, ვერ ვიტან ჩემს თმაზე კონწიალს..მაინც არ ვიღებ ხმას.მის სურნელს ვგრძნობ, სულ რომ გადამაცალოს თმა ხმას რა ამომაღებინებს..ძალიან ბევრ სისულელეს ვლაპარაკობ ხომ ? ვიცი თქვენ თავს ვფიცავარ..მოკლედ ვრჩები ცანცარს და ვწერ სერიოზულად, აი ისე ჩემი მეზობელი ანჟელას იმიჯ მორგებული, ყველაზე დასტოინი როჟა ვარ მორჩა!

ფრთხილად გავახილე თვალები და მისმა ღიმილმაც არ დააყოვნა.აი ეს მიყვარს მე ამ ბიჭში.ასე მგონია ჩემს სხეულში რევოლუცია მოხდა..
_მიყვარს რომ ვიღვიძებ და შენს ღიმილს ვხედავ
_მე კიდევ ის მიყვარს თმას რომ გწიწკნი და იტრუნები, არადა უეჭველი ჩემი მოკვლა რომ გინდა იმ დროს..
”ეს ბიჭი გენიოსია”
_რომელი საათია? ყველაზე უაზრო და უადგილო კითხვა დავსვი ორი წამის უკან, ვფიქრობ ჩემთვის და ვიშმუშნები..
_4 ხდება..ნუ გეშინია ამაზე უაზრო კითხვაც დაგისვამს, გამომცდელად მიყურებს დათა
_ხომ ვამბობდი ეს ბიჭი გენიოსიათქო, ან უბრალოდ ”ზედმეტად მოხარშულს” მიცნობს..

სახლი არის ”ქაოსურად ქაოსური”. სანდროს ჩამოსვლა აშკარად ეტყობა ყველას..რა თქმა უნდა როგორც მხედავს მაშინვე ჩემთან მოდის და მეჩურჩულება _”გაუმარჯოს ბრო”.. ეს ბიჭი ძალიან მიყვარს და არ ვიცი როგორ გამოვხატო ზედმეტი სენტიმენტების გარეშე..
და და და დააან სიტყვაში გამოდის თვით ანკა დარასელია! ჩემი ”იდეების ჭა” (ბავშვობიდან ასე იმიტომ მოვიხსენიებდით, რომ ყველაზე არანორმალურ და არაადეკვატურ იდეებს გვაწვდიდა)
_მოკლედ დღეს წავალთ ბათუმში. თქვა კმაყოფილი სახით და თვალი ჩემსკენ გამოაპარა..
_სალის რატომ უყურებ შენი ბოსია ?
_სანდრო შე ძალიან იდიოტო, იჯღანება ანკა
ყველას გვეცინება !



როდესაც მეკითხებოდნენ რა იყო მეგობარი ჩემთვის, სულ ვპასუხობდი: ”ერთი სული ორ სხეულში”-მეთქი.ზუსტად არავინ იცის რა გრძნობაა, უფრო სწორი ვიქნები თუ ვიტყვი ამოუცნობი გრძნობაა, ”სხვანაირად” გულწრფელი დამოკიდებულება, ყველაფერი ნამდვილი და არანაირი ნიღაბი..ხარ ის რაც სინამდვილეში, არ არის თამაში საჭირო, მაინც იცი რომ შენს მეორე მესთან ხარ.. რა შეიძლება იყოს ამაზე ძვირფასი და ფასეული ამ სასტიკ და ამოუცნობ სამყაროში თუ არა ჩვენი მეგობრები..
სულ მახსენდებოდა სანდროსთან და ცოტნესთან პირველი შეხვედრა, რამდენიმე დღეში კი დადებული პირობა ”სამუდამოდ ერთად”. ჩვენი პირველი სამაჯურები იგივე წარწერით და ჩვენი ინიციალებით..წლები არ ვიხსნიდი ამ სამაჯურს, მერე გამიწყდა და ხმის ჩახლეჩვამდე ვტიროდი. ორი დღე სანდროს და ცოტნეს თავს ვარიდებდი, არასდროს მაპატიებენ სამაჯური რომ გამიწყდათქო..
ჩვეულებრივ ოთახში ვიყავი გამოკეტილი და ვტიროდი გარედან საშინელი ყვირილის ხმა რომ მომესმა. ფანჯარასთან მიახლოებასაც ვერ ვბედავდი, ცოტნეს ხმის გაგონებაზე ტანში ცივად გამცრა..”სანდრო” გამიელვა თავში და ალბათ ათასჯერ მაინც მოვკვდი სანამ ქოშინით გავვარდებოდი გარეთ.. ჩემს დანახვაზე გაეღიმათ და მომიახლოვდნენ..
_გეგონა მოგვიშორებდი ხო? გადაიხარხარა სანდრომ და ყუთი მომაწოდა
_სამაჯურები, წამოვიყვირე გახარებულმა...
ბედნიერების ცრემლები და ბიჭების ”ყველაზე ძერსკი” დაცინვა, ასეთი სულელი რომ ვიყავი..”იცოდე ვერასდროს მოგვიშორებ, ეს სამაჯურებიც რომ გაწყვიტო მილიონს მოგიტანთ, მაგრამ შენ ხელიდან არ მოგაშორებთ”-მეჩურჩულებოდნენ გაღიმებულები..
მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი როგორ არ შემეძლო მათ გარეშე..მერე ანკა,ნუცა, ანდრო და გიგიც შემოგვემატნენ და თბილისში რომ გავდიოდით ყველა ჩვენზე ლაპარაკობდა ”ესენი ისინი არიან”-ო.. ახლაც ასე იყო, წლებმა ვერაფერი შეცვალა ჩვენს ურთიერთობაში..ყველა ტკივილი და სიხარული ერთად გადავიტანეთ..სულ ვიცინოდით სამი მუშკეტერი ვიყავით და ეს გზააბნეულებიც შემოგვემატნენო...
ახლაც ვუყურებდი როგორ ემზადებოდნენ, იცინოდნენ, მხიარულობდნენ და შინაგანად ვთბებოდი...
_სალო მოდი რა, წიკვინით დამიძახა ანკამ და სანდროს ლანძღვა გააგრძელა..
_გოგო კაი ტო რა ტვინი წაიგე შენი წიკვინით, წუწუნებდა სანდრო და ხელს იქნევდა ანკას მოსაგერიებლად..
_კაით ხო წავედით, შუბლშეჭმუხნულმა ჩავიფრუტუნე და სახლიდან გამოვედი..
მთელი გზა არ ცხრებოდა ანკა, ცოტა ხანს ჩუმდებოდა მერე ისევ აგრძელებდა ”არა ეს როგორ მითხარი”... სიცილით ვკვდებოდი სანდროს შეწუხებულ სახეს რომ ვუყურებდი...
როგორც იქნა მივაღწიეთ და ანკაც დაწყნარდა...
_ბამბის ნაყინს ვიყიდი და მოვალ, ვუთხარი დათას და ნელი ნაბიჯით წავედი..
ჩემს რიგს ველოდებოდი უკან ვიღაც რომ მომიდგა უკან..
_მაგარი ტრა*ი გაქვს
მოულოდნელობისგან ნერწყვი გამიშრა, ათასჯერ მაინც დავწყევლე ჩემი თავი რა ბამბის ნაყინი ამიტყდათქო. უბრალოდ ახლა ჩემი აქედან გაქცევა ქაჯობა იქნებოდა, ამიტომ უბრალოდ გავატარე..
_შენ გეუბნები, გამიმეორა იგივე ხმამ და ხელი შემომხვია..
_ავადმყოფი ხარ? ხელი გამიშვი, შევუყვირე გაღიზიანებულმა და ხელი ვკარი..
_შენ იცი ვის ელაპარაკები გოგო?
_ფეხებზე ვინ ხარ, თავი დამანებე..გვერდის ავლას ვაპირებდი მკლავში რომ მტაცა ხელი. წესიერად ილაპარაკე შე ლაწირაკო, დამიყვირა გამწარებულმა და შემანჯღრია..
_არანორმალური ხარ, ხელი გამიშვი შე პათოლოგო
_შენ ბიჭო შ*გ ხომ არ გაქვს, ხელი გაუშვი, ზურგს უკან მომესმა ცოტნეს ყვირილი..თვალებგაფართოებული ვუყურებდი როგორ მოექცა ზემოდან და გამწარებული ურტყავდა.. უშედეგოდ ვეხვეწებოდი გაჩერებულიყო, სანდროს და დათას გაფითრებული სახეები რომ დავინახე, გული მომეწურა..
_მოკლავს ძლივს გასაგონად ჩავილაპარაკე და ყველაფერი თეთრ ბურუსში ჩაიძირა..

აუტანელი წრიპინის ხმა ჩემს ქვეცნობიერამდე აღწევდა და ტვინში საზიზღარ იმპულსებს გზავნიდა..ძლივს მოვახერხე დამძიმებული ქუთუთოების გახელა, თანდათან დამეწმინდა თვალთახედვა და ოთახში მიმოვიხედე..სამივეს საცოდავად ეძინათ ერთ დივანზე..ღიმილი გადამეფინა მათ დანახვაზე..
_მიშველეთ ბიჭებო ჩქარა ვეღარ ვსუნთქავ, ვიგუდები.. დავიყვირე სასოწარკვეთილი ხმით...15 წუთი შეუჩერებლად ვიცინოდი მათ დაბნეულ და შეშლილ საახეებზე ერთმანეთს რომ ასკდებოდნენ..
_აუ ეს გიჟია მართლა ტო, ჩაიფრუტუნა სანდრომ
_მაპატიეთ, დავიჩურჩულე საცოდავი ხმით, ცოტნე ხომ მაპატიებ?
_არა არ გაპატიებ, ეს როგორ უნდა გაპატიო..ისეთი სერიოზული გამომეტყველებით მითხრა ნერწყვი გამიშრა, თვალები დამებინდა და ღომენიხდილი მივესვენე საწოლზე..
”მორჩა არასდროს მაპატიებს”, ვბუტბუტებდი ჩემთვის და ცრემლები დაუკითხავად მომდიოდა...
_აუ ეს მართლა ვერაა ტო, რა პატიებას მთხოვ გოგო შენ სულ დადებილდი ? დამიღრინა ცოტნემ და საწოლზე ჩამომიჯდა._მაგას კიდე ერთხელ მეტყვი და ვაფშე დამკარგავ ტო, გამიღიმა და მკლავები შემომხვია..
_ძალიან მიყვარხარ
_კაი კაი ახლა არ გვინდა სენტიმენტალური სცენები და ნუ მიყურებ ნეტარი იაღოველივით გაბრწყინებული..
_აუტანელი ხარ რა, მოშორდი აქედან, შევუყვირე გაბრაზებულმა და გვერდი ვიცვალე..
_კაი ხო ჩვენ გავალთ გვრიტებო, წამოიძახა სანდრომ და ზღურბლს უკან გაუჩინარდა.

_იცი რომ ძალიან შემაშინე ?
_შენ იცი რომ ყველაფერზე მეტად მიყვარხარ ?
_ვიცი, ჩამჩურჩულა გაღიმებულმა და ჩამეხუტა
ამ ქვეყნად არ არსებობს უკეთესი სანახაობა, ვიდრე სახე საყვარელი ადამიანისა და უტკბესი მუსიკა ვიდრე ხმა საყვარელი ადამიანისა. გაბრუებული ვიყავი ამ სიყვარულით. ვძლიერდებოდი იმის წარმოდგენით, რომ მე მარტო არ ვიყავი და მყავდა ადამიანი რომელიც სიცოცხლეს არ დაინანებდა ჩემთვის.. როგორ ფიქრობთ არის იმაზე ბედნიერი წუთები როცა შენი საყვარელი ადამიანი გეუბნება სიცოცხლეს მირჩევნიხარო? და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ის ამტკიცებს ამ ყველაფერს..
მამა მასწავლიდა, რომ სიყვარული ერთადერთი გრძნობაა რომელსაც ბრძენი ვერ ხსნის და უკანასკნელი ბრიყვი განიცდისო.. თავიდან ვერ ვხვდებოდი რატომ იყო ადამიანი ბრიყვი, თუ მას უყვარდა.. დიდხანს ვფიქრობდი ამაზე და ბოლოს ისევ მამას მივაკითხე, რომ აეხსნა ეს რატომ მითხრა, მან კი მხოლოდ რამდენიმე სიტყვით განმიმარტა ყველაფერი..
”სიყვარული ამოუცნობია, ამიტომ ბრძენიც ვერ შეძლებს მის ამოცნობას, რადგან ის ღმერთმა შექმნა და ჩვენ უბრალოდ უნდა ვიყოთ ბედნიერები, რომ ამის განცდის საშუალება მოგვეცა, ხოლო ბრიყვი მაშინ არის ადამიანი, თუ მას ვერ შეინარჩუნებს და ქარს გაატანს თავის ბედნიერებას”

ძლივს მივაღწიეთ სახლამდე, ანკას ჩამქრალი თვალების დანახვაზე კიდევ ერთხელ მეტკინა გულში რაღაც..გაუცნობიერებლად ვტკენდი ჩემს საყვარელ ადამიანებს და ეს ყველაზე მეტად მაწუხებდა.. დამინახა თუ არა თვალები აუწყლიანდა, ყველა ემოციამ ერთად ამოხეთქა და ატირებულმა ჩემს კისერში ჩარგო თავი..
_ასე აღარ მანერვიულო რა, სლუკუნებდა გულამომჯდარი
_მაპატიე კარგი ? ყველაფერი კარგად არის, რას დამტირი ცოცხალ ადამიანს, გავუცინე და ოთახში შევედი..
მომდევნო რამდენიმე დღე დაუვიწყარი იყო ჩემს ცხოვრებაში, უბრალოდ გული იმაზე გვწყდებოდა თბილისში დაბრუნების დღე რომ ახლოვდებოდა..
სანაპიროზე ვიჯექი და უაზროდ ვუყურებდი ჰორიზონტს.ათასი გრძნობდა მიღრღნიდა შიგნეულს და დაუკითხავად მიფორიაქებდა სულს..
_ისევ გამოგვეპარე ხომ ? შენ ვერ მოგაშლევინე ეგ ჩვევა
_არ მინდა დაბრუნება, აქ უფრო მშვიდად ვარ, ჩავილაპარაკე ნაღვლიანად და დათას მივეკარი..
_ჩემი სულელი გოგო ! ჩამჩურჩულა თბილი ხმით და უფრო მაგრად შემომხვია მკლავები..
_გაანადგურეთ სიყვარული და ჩვენი დედამიწა სამარედ გადაიქცევა.. წარმოვთქვი და გამეღიმა..
_ნუ რა ”რომანწიკაა” სიცილით მოგვიახლოვდა სანდრო და ჩვენს გვერდით დაებერტყა.._შენ როდის გახდი ასეთი რომანტიკოსი?
_სანი იცი რა დაუნი ხარ მომენტებში ?
_დათასთან ერთად არ იყო, დაუნს გაჩვენებდი მე შენ, გადაიხარხარა სანდრომ და ტუჩები მომუწა..
_სახლში წავიდეთ, მშია. გამოვაცხადე ავტორიტეტული ხმით და ბილიკს დავადექი...
_ხვალ ვბრუნდებით, ყურებჩამოყრილმა ამოიოხრა ანკამ, როგორც სახლში შევედი
_ვჭამოთ და ტანსაცმელს მივხედოთ, იქაც ხომ ერთად ვართ კაი რას მოიწყინე, ნაძალადევი ღიმილით ვუთხარი და მხარი გავკარი..

დაძაბულობა და მოწყენილობა ყველას დატყობოდა..სანდროც კი ჩუმად იჯდა სავარძელში და ერთ წერტილს მიშტერებოდა.
_სანი, ფრთხილად დავადე მხარზე ხელი და გავუღიმე
_რაო სალ, მოიწყინე ტო
_შენც ხომ?
_რავი ტო, კაია აქ მაგრამ იქაც კარგი იქნება, გამეკრიჭა და ხელი შემომხვია..
_ასეთი სანდრო მიყვარს მე, წარმოვთქვი სიამაყით და ლოყაზე ვუჩქმიტე
_მეგობრებო, აბა ახლა ყველამ მისმინეთ, სიტყვაში გამოდის სანდრო დადიანი, რა პონტია რო მოიწყინეთ და აი ისეთი სახეებით რომ ზიხართ რა, სერიალში ქმარი რომ უღალატებთ და დეპრესიაში რომ ვარდებიან, ხვალ მივდივართ ტო, ადექით და ვქნათ რამე რას წამომისხედით და ქათმებივით უყურებთ ერთმანეთს..
_როდის დაიწყე სერიალების ყურება? გადაიხარხარა ანკამ
_დარასელია, ადექი შე მსუქანო.
_ვინაა მსუქანი, წამოეენთო ანკა
_დიწყნარ ჩიჩე დარასელია
_ ხოხ დარასელია, დადიანი რა დღეში არიან, წამოვთქვი მეგრული აქცენტით და გადავიხარხარე..
_აბა აიწიეთ ახლა და გავედით, დაიყვირა სანდრომ და ღიღინით გავიდა გარეთ..
მთელი ღამე სანაპიროზე და დილით გათიშული მგზავრობა..
ქალაქი ისევ ისეთი ხმაურიანი და ქაოსური იყო, უაზროდ ვიყურებოდი ფანჯრიდან და მასის მოძრაობას ვაკვირდებოდი.. ისევ ის გოგო და მისი სუფთა თვალები დამიდგა წინ და გამეღიმა.. სახლში დაქანცული შევედი, იანას ნორმალურად არც დავლაპარაკებივარ ისე შევიკეტე ოთახში და საწოლში შევძვერი..
უკვე ბინდდებოდა რომ გამომეღვიძა, ძლივს წამოვწიე დამძიმებული თავი საწოლიდან და ფრატუნით ჩავედი პირველ სართულზე.. გამიკვირდა იანა რომ არ დამხვდა.. სად იქნებოდა თუ არა თავის ბაღში. გამეღიმა და გარეთ გავედი
_იანა შენ მგონი ჩემზე მეტად გიყვარს ეს ბაღი, გავუცინე და ჩავეხუტე._შენი სუნი მომენატრა დე, ჩუმად ვეჩურჩულებოდი და უფრო მაგრად ვიხუტებდი..
_ჩემო საყვარელო გოგო, მეც ძალიან მომენატრე.. ბავშვებმა დარეკეს საღამოს 8-ზე გამოვალთო
_მოკლედ ეს რა გამაჩინე დედა, უჩემოდ ვერ ძლებენ, გადავიხარხარე გამხიარულებულმა და მერე ნახევარი საათი ვუსმენდი იანას ”ნწ ნწ”-ს..
8 საათზე იეღოვას მოწმეებივით კართან ჩამწკრივებული ჩემი მეგობრები დებილებივით მეკრიჭებოდნენ..
_ოჰო, რა პუნქტუალურები ხართ..შემოდით ახლა რას დამიდექით..
_აუ იანას კუბდარის სუნი მომდის , ხელები მოისრისა სანდრომ
_მოდით მოდით, იანა დღეს რაღაც განსაკუთრებულად მოემზადა, თავი ჩემს ქორწილში მგონია, ჩავიფრუტუნე და კარს მოვშორდი..
_ეტყობა ამან ჯერ არაფერი იცის, სიცლით გადაულაპარაკა ანკამ ცოტნეს და სახლში შეაბოტა..
იანასთან ტკბილი მისალმების და ჩახუტების შემდეგ, მაგიდას მიუსხდნენ..
_აუ იანა დეიდა გაღიარებთ რა, ოქროს ხელები გაქვთ , ძლივს წარმოთქვა პირგამოტენილმა სანდრომ
_სანდრო იქნებ ჯერ ჩაგეყლაპა ლუკმა, წაუმწვიტინა ანკამ
_აუჰ დაიწყეს ამათმა..
საღამო მხიარულად მიდიოდა, მეჩვენებოდა რომ უცნაურად მიყურებდნენ მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე ჩავთვალე რომ ”მეჩვენებოდა”
_მოკლედ, რაღაც მინდა ვთქვა, უხერხულად ჩაახველა დათომ.. სალი იცი რომ პატარა ბიჭი აღარ ვარ..არც შენ ხარ ბავშვი რომ ვერ გაიაზრო ჩვენი ურთიერთობა ”შეყვარებულობის” სტადიას უკვე დიდი ხანია გაცდა.. მოკლედ ვფიქრობ ოთხი წელი საკმარისზე მეტი დროა, რომ ადამიანი ნამდვილად დარწმუნდეს თავის გრძნობებში. ბევრი საუბრის გარეშე გეტყვი, ცოლად გამომყევი ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე..ვფიქრობ დროა ჩვენი ურთიერთობა სხვა ფაზაში გადავიდეს..

გაოგნებული ვუყურებდი, არა ვიცოდი რომ ძალიან მიყვარდა და დარწმუნებული ვიყავი მის გვერდით მინდოდა ყოფნა მთელი ცხოვრება, მაგრამ ოცი წლის ასაკში გათხოვება სისულელედ მიმაჩნდა, არ ვიყავი მზად ამხელა პასუხისმგებლობა ამეღო ჩემს თავზე.. დაბნეული და გაფანტული ვუსმენდი მის საუბარს და ათასი გრძნობა მიტრიალებდა ორგანიზმში.. განსაკუთრებით ერთმა წინადადებამ მიიპყრო ჩემი ყურადღება
_რა თქვი ? ვიკითხე ხმაჩახლეჩილმა
_რა ვთქვი ?
_ბოლოს რა თქვი გამიმეორე..
_სამსახურიდან ნახევარი წლით საზღვარგარეთ მგზავნიან.. არ არის პატარა დრო, გაგვიჭირდება ასე ყოფნა.. ყოველ დღე ვერ ვიფრენ წინ და უკან, ხომ გესმის ჩემი..
_ეს აქამდე რატომ არ მითხარი ? ვიკითხე გაღიზიანებულმა
_არ მინდოდა დასვენება ჩამეშხამებინა, თან ამას რა მნიშვნელობა აქვს სალომე..
_ამიტომ დააჩქარე ხომ ქორწინება
_მაგას რა მნიშვნელობა აქვს , მანამდე რამდენჯერ გითხრა ცოლად გამომყევიო, ჩაერთო სანდრო
_შენ ნუ ერევი, უხეშად შევაწყვეტინე და კითხვა გავუმეორე..
_სალომე, სანდრო მართალია რამდენჯერ გთხოვე ცოლობა, სამსახური რა შუაშია
_ყველამ მომატყუეთ ხომ ? იცოდით რომ მიდიოდა და არავინ ამოიღეთ ხმა, იცოდით რომ მეტკინებოდა როცა ამას გავიგებდი, ისიც იცოდით პასუხისმგებლობას ვერ ვიღებდი ჩემს თავზე, მაგრამ მაინც არაფერი მითხარით, ასე როგორ მომექეცით.. როგორ არ მითხარით თავიდანვე ყველაფერი..უჩემოდ დაგეგმეთ ყველაფერი, ესაა თქვენი მეგობრობა? შენ? შენ დედა? შენ შვილს ეს როგორ გაუკეთე, ამხელა ტკივილისთვის როგორ გამიმეტე იანა
_რეებს ბოდავ გოგო, ფეხზე წამოიჭრა სანდრო.. შენ ვაფშე იცი რამდენი ხანი გეგმავდა აქ მოსვლას და საერთოდ როგორ უყვარხარ არ იცი ? იმიტომ არ გითხრა სამსახურზე რომ ისევ შენზე იზრუნა, ისევ შენ გაგიფრთხილდა, შენკიდე რას ეუბნები ტო მომატყუეო? ვაფშე გარეკე თუ რა ჯანდაბაა, ის თქვი რომ ჯერ არ შეგიძლია და არ გინდა გათხოვება, რას პანიკიორობ , მთელი ძალით მანჯღრევდა სანდრო და თვალებში ცეცხლი უგიზგიზებდა..
_ხელი გამიშვი, რა უფლებით მელაპარაკები ასე, შევუყვირე გაღიზიანებულმა და ხელი ვკარი
_სალომე მომისმინე, ასეთი რეაქცია რატომ გაქვს ვერ ვხვდები..
_ცალკე ვილაპარაკოთ, ასე უფრო გავარკვევთ ყველაფერს..არ შემიხედავს ისე გავედი ჩემს ოთახში, ზურგს უკან კარი რომ მოიხურა მხოლოდ მაშინ შევბრუნდი...
_სალომე მისმინე რა გთხოვ, შენი რეაქცია მართლა ვერ ვხვდები რამ გამოიწვია, რომ მიყვარხარ და შენთან მინდა მთელი ცხოვრების გატარება ამას ისედაც ხვდები.. რა მნიშვნელობა აქვს ახლა გეტყოდი თუ მაშინ? ისე ლაპარაკობ თითქოს რაღაც საშინელება გავაკეთე, პირველად გაიგე რომ მიყვარხარ და მინდა ცოლად გამომყვე? პირველად გაიგე რომ შენ გამო სიცოცხლეს დაუფიქრებლად დავთმობ? პირველად გესმის რომ ყველაფერზე უარს ვიტყვი თუ შენ ასე გენდომება? ასეთი რა გითხარი , მიყვარხარ და ცოლად გამომყევითქო, შენკიდევ პანიკდები და სისულელეებს ლაპარაკობ..
_არ შემიძლია ცოლად გამოგყვე...
_რა თქვი ?
_არ შემიძლია ცოლად გამოგყვე.. მიყვარხარ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად, მაგრამ ჯერ არ შემიძლია ცოლად გამოგყვე..გთხოვ გამიგე.. საზღვარგარეთ მითუმეტეს ვერ წამოვალ..ჩემი ცხოვრება აქ არის დათა, აქ მყავს მეგობრები, აქ ვსწავლობ..არ შემიძლია უბრალოდ ავდგე და ყველა და ყველაფერი მივატოვო..არ შემიძლია მეც გამიგე..
_ამ ყველაფერს გირჩევია 6 თვე უჩემოდ ყოფნა ხომ ?
_...
_პასუხი გამეცი სალომე, იღრიალა გამწარებულმა
_ვერ წამოვალ..მე ასე გადავწყვიტე
_გასაგებია, წარმოთქვა ხმაგაბზარულმა და კარი ყრუ ბათქით გაიჯახუნა..
ადგილზე გავიყინე, ვუყურებდი როგორ მიდიოდა ჩემი საყვარელი ადამიანი და არაფერს ვაკეთებდი მის შესანარჩუნებლად.. ”ხომ იცი რომ მის გარეშე ვერ იცხოვრებ” ჩამძახოდა ჩემი ქვეცნობიერი. ტკივილი მთელ ტანში მივლიდა და სხეულს მიკრუნჩხავდა.. ექოდ მესმოდა მისი სიტყვები ”გასაგებია” ”გასაგებია” ”გასაგებია”
საკმარისია ვიღრიალე განწირული ხმით და სარკეს მუშტი ჩავარტყი..ასობით ნატეხი მთელ ოთახში მომოიფანტა, დანაწევრებულად ვხედავდი ჩემს თავს და ყველაფერი მძულდა, ეს სამყარო მძულდა ასეთი დაუნდობელი რომ იყო, ჩემი თავი მძულდა უაზროდ რომ ვატკინე ჩემ საყვარელ ადამიანს..
კარი ბრაგუნით გაიღო და ერთმანეთის მიყოლებით შემოცვივდნენ ოთახში..
_რა გააკეთე კივილი აღმოხდა იანას და მუხლებზე დაეცა
_ეს სულ შეიშალა, ამის დედაც, შეიკურთხა სანდრომ და ხელში ამიყვანა.. ცოტნე მანქანა სახლთან მოიყვანე დაიყვირა გამწარებულმა და კიბეებს დაუყვა..
არაფერი გამიგია, როგორ გამისუფთავეს ჭრილობა და შემიხვიეს.. როგორ გამოვედი საავადმყოფოდან, როგორ მივედი სახლში.. არ მაინტერესებდა რა მოხდებოდა მომავალში, ყველაფერი ისედაც საშინლად იყო..მეგონა ამაზე დიდი უბედურება აღარ მოხდებოდა.. გული მეფლითებოდა იმის წარმოდგენაზე, რომ შეიძლება ვერ მენახა, ვერ შევხებოდი..ტრაგედია..ნამდვილი ტრაგედია იყო...
ემოციებისგან დაღლილს მაშინვე ჩამეძინა..ფიქრის არც თავი მქონდა და არც ნერვები.. დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს, სასიამოვნოდ მელამუნებოდნენ სახეზე და მაიძულებდნენ გამეღიმა..ოთახში სანდრო შემოვიდა..
_როგორ ხარ ? მომიახლოვდა და თავზე მაკოცა..
_არამიშავს.. შენ ?
_მეც ვარ რა.. რაღაც უნდა გითხრა
გული შემეკუმშა სანამ წინადადებას დაამთავრებდა..
_დათა წავიდა...
მართალი როცა ამბობენ, რომ სიტყვა უფრო მწარე და მტკივნეულია ვიდრე ნებისმიერი ჭრილობა.. გული შემეკუმშა, გადაფითრებულმა ავხედე სანდროს და თვალები ჩამიწითლდა..
_ჩემი სულელი გოგო, ეს რა დღეში ჩაიგდე თავი ტო..
_წავიდა....

დღეები უღიმღამოდ გადიოდა.. მერე თვეები მიყვა.. წელიც რომ გავიდა მივხვდი აღარ დაბრუნდებოდი..დათა ნუცუბიძე იმ დღის მერე ამოიღეს ლექსიკონიდან რაც წავიდა.. ერთი სიტყვა არ დაცდენიათ ჩემთან, მეც არაფერს ვეკითხებოდი, მეგონა ასე უფრო მარტივი იქნებოდა..თანდათან იმატა დღიურის ჩანაწერებმა..ფურცელზე გადამქონდა ის ტკივილი რაც სულს მიღრღნიდა..
”უკვე შემოდგომაა, უშენოდ გასული ყოველი დღე მტკივა, ვიცი ჩემი ბრალია, მე მოგეცი უფლება წასულიყავი მაგრამ უშენობა მტკივა გესმის ? ძალიან მტკივა..გაღიმებას ვცდილობ და ამის მაგივრად სევდა უფრო მეტად მერევა, თითქოს ამინდიც ფეხს უწყობს ჩემს ხასიათს. შეუჩერებლად წვიმს. პირველად რომ სიყვარული ამიხსენი მაშინაც ასე წვიმდა.რასაც არ უნდა შევხედო ყველაფერი შენ გიკავშირდება, უკვე მელანდება რომ ჩემთან ხარ. ასე მგონია პარანოია მჭირს. იმდენად მენატრები და მინდა ისევ შევიგრძნო შენი სურნელი წარმოსახვით სამყაროში გადავდივარ, სადაც ყველაფერი ისევ ისეა როგორც აქამდე. თითქოს არც წასულხარ.. სულ მახსენდება პირველად რომ მთხოვე ცოლობა, ისეთი აჟიტირებული ვუყვებოდი ანკას სიცილით კვდებოდა.. ჩემი უარი არ გწყენია, უბრალოდ გამიღიმე და მითხარი წინ მთელი ცხოვრება გვაქვსო..ახლა ვხვდები , რომ საბოლოოდ დაგკარგე, თითქოს იმ ადგილას გაიყინა ყველაფერი როცა ჩემი სახლის ზღურბლს გაცდი, დაუფიქრებლად გაგიშვი, მეგონა ისევ დაბრუნდებოდი, მაგრამ შენ აღარ მოხვედი.. არ ვიცი მაპატიებ თუ არა მაგრამ იმედს არ ვკარგავ..იქნებ ოდესმე ისევ ვიყოთ ერთად” კიდევ ერთი ჩანაწერი გავაკეთე და ბლოკნოტი საგულდაგულოდ შევინახე ჩანთაში..სწრაფი ნაბიჯით დავტოვე აუდიტორია სადაც მხოლოდ მე ვიყავი შემორჩენილი და გასასვლელისკენ გავემართე..
მაშინვე შევნიშნე ცოტნე, გულში რაღაც შემიტოკდა, როცა მისი დაჭიმული სახე დავინახე, ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს და ხელები უკანკალებდა..
_ცოტნიკ, აქ რას აკეთებ, მხიარულად შევუძახე და მოვეხვიე..
_ჩემ პრინცესას ველოდები.. გამიღიმა და შუბლზე მაკოცა..
_სანდროც აქ არის ?
_არა საქმე ქონდა, რაღაც უნდა გითხრა და ზედმეტი პანიკების გარეშე კაი ?
მაშინვე სანდრო გამახსენდა როცა მითხრა დათა წავიდაო, ცოტნეც იგივე სიტყვებით ლაპარაკობდა, რაც უფრო მეტად მაფორიაქებდა...
უხმოდ დავუქნიე თავი და ვიგრძენი როგორ შემერყა შიგნიდან ყველა ორგანო..
_დათა ჩამოვიდა...

ვიგრძენი როგორ შეწყვიტა სისხლმა მოძრაობა, ერთიანად დავბუჟდი..დანა რომ დაერტყათ ერთი წვეთი სისხლიც არ გადმომივიდოდა.. ხელის გულები დამეცვარა და ყბა ამიკანკალდა..ცოტა მაკლდა რომ არ მეყვირა
_პანიკის გარეშე, მშვიდად გამიმეორა ცოტნემ და თავის ძლიერ მკლავებში მომიქცია._აქ ნუ გამოხატავ, ყველა ჩვენ გვიყურებს. შენ ხომ ჩემი მაგარი გოგო ხარ. ჩუმად მეჩურჩულებოდა და ხელს უფრო მაგრად მიჭერდა.
_წამიყვანე აქედან, წარმოვთქვი აფორიაქებულმა და მანქანისკენ წავედი..

ათასი გრძნობა ირეოდა ჩემში. ზიზღი, სიყვარული, ბრაზი, მონატრება, სინანული ყველაფერი ერთად მაწვებოდა გულზე და შიგნიდან მჭამდა. კიდევ ერთხელ გამიცოცხლდა მოგონებები და გული მომეწურა. ნეტა შემძლებოდა დრო უკან დამებრუნებინა, ნეტა ის დღე დაბრუნებულიყო ჩემთან რომ მოვიდა, დაუფიქრებლად დავთანხმდებოდი..სასაცილოა ხომ, ადამიანები არასდროს ვაფასებთ რაც გვაქვს, შემდეგ კი მთელ ცხოვრებას სინანულში ვატარებთ..
_კიდევ დიდხანს უნდა იყო ჩუმად?
_ სათქმელი არაფერი მაქვს
_მე მაინც ნუ მატყუებ, ხომ ვიცი ერთი სული გაქვს როდის ამოუშვენ გულიდან ყველა ემოციას,უბრალოდ ჩემთან გიტყდება. კაი ხო ყველა და ჩემთან გოგო? ჩემთან გიტყდება რომ იტირო?
მანქანა გააჩერა დ გადავიდა, ინსტიქტურად გადავყევი და მთელი ძალით ჩავეხუტე. აზრი არ ჰქონდა, ცოტნე მართალი იყო.. სხვასთან შეიძლება დამემალა ჩემი მდგომარეობა, მაგრამ არა მასთან. მთელი ძალით ვებღაუჭებოდი მაისურზე და უხმოდ ვტიროდი. გრძნობებმა წარღვნა მოაწყეს ჩემს სხეულში და ცრემლის სახით გამოვიდნენ ატკიებული სხეულიდან..

_ცოტა დაწყნარდი? მზრუნველად დამისვა თავზე ხელი და შუბლზე მაკოცა
_მადლობ რომ არსებობ, მადლობ რომ მყავხარ. ძალიან მიყვარხარ ცოტნე, უსაზღვროდ, ვბუტბუტებდი მის კისერში თავჩარგული და ცრემლებით ვუსველებდი მკერდს..
მთელი დღე ჩემს გამხიარულებას ცდილობდა და საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდა..
_ მაგრად მშია
_მეც მშია, ავკრუსუნდი და უფრო კომფორტულად მოვეწყე მანქანაში
_ახლა მივდივართ და ვსკდებით ვირის შაურმით, გადაიხარხარა ცოტნემ და მანქანა ადგილს მოწყვიტა..

ბინდდებოდა სახლში რომ მივედით. ღია ჭიშკრის დანახვაზე გულმა უცნაური იმპულსი გამომიგზავნა. სწრაფი ნაბიჯით გადავკვეთე ზღურბლი და ადგილს შევეყინე. სხეული მომეკრუნჩხა მის დანახვაზე. მშვიდად გამოვიდა სახლიდან დათა და ჩვენსკენ წამოვიდა
_გამარჯობა..
_გამარჯობა, ძლივს ამოვიბუტბუტე დაბნეულმა
_როგორ ხარ?
_კარგად, ვხედავ შენც კარგად ხარ..ვუთხარი ნიშნისმოგებით
_კი ნამდვილად..ნიშნობის მოსაწვევის გადმოსაცემად გესტუმრეთ, გამიღიმა მშვიდად და ცოტნეს მიუბრუნდა..
ვიგრძენი როგორ გამომეცალა ფეხქვეშ მიწა.თავზარდაცემული და გაფითრებული ვუყურებდი მის მომღიმარ სახეს და ყელაფერი მტკიოდა..ძლივს შევაგროვე დარდით დამძიმებული სხეული და სახლში შევედი.. შემაშფოთებელი სიჩუმე და უძრაობა დააწვა მთელს ოთახს, ყურები დამიგუბდა და სხეული ამითრთოლდა. ძლივს ავიარე კიბე და ოთახის კართან მოწყვეტით დავეცი. როგორ მტკიოდა მისი სიტყვები, ღიმილი, საუბარი. ”ც ო ლ ი მ ო ყ ა ვ ს ” დამარცვლით წარმოვთქვი გულნატკენმა და ცრემლებს მთელი გული ამოვაყოლე..
კოკისპირულად წვიმდა. გიჟივით წამოვვარდი ფეხზე და ფანჯარა გამოვხსენი.. ცივი ნიავი სასიამოვნოდ მომელამუნა სახეზე, გაცხელებულმა სხეულმა შვება იგრძნო. წინ გადავიხარე და წვიმის ანც წვეთებს თავი შევუშვირე. ნერვიულად ვისრესდი საფეთქლებს და უფრო მეტად ვიხრებოდი წინ. იმხელა სევდას და ტკივილს ვგრძნობდი, მეგონა ვეღარ გავუძლებდი... ძალიან მტკიოდა, შიგნით გულის გულში და კიდევ უფრო ღრმად ვგრძნობდი საშინელ ტკივილს და მთელი სხეული მეკრუნჩხებოდა...

ვიგრძენი ვიღაც თმაზე მეთამაშებოდა, მძიმედ გავახილე დასიებული თვალები და სანდროს ღიმილმაც არ დააყოვნა.
_სანი, ამოვიკრუსუნე საცოდავად და სხეულზე ავეწებე
_ეს რა გიქნია ტო, რას გიგავს სახე და თვალები.. ესაა ის სალომე სანოძე ძალიან რომ ბლატაობდა ყველაზე მაგარი გოგო ვარო?რაიყო გოგო პირველივე დაბრკოლებაზე უკან იხევ? ამას გასწავლიდით მე და ცოტნე?.. რამდენჯერ უნდა გითხრა, ბრძოლის ველიდან ან გამარჯვებული უნდა გამოხვიდე, ან არადა საერთოდ არ უნდა გამოხვიდე, შენკიდე რას შვები , არც იბრძვი ისე გარბიხარ ? შენგან მეტს მოველი სალომე, გაცილებით მეტს ვიდრე ოთახში ჩაკეტვა და ტირილია..
_სანი გთხოვ, ახლა არა რა, ოღონდ ახლა არა და სხვა დროს რაც გინდა მითხარი. ხომ იცი ვერაფერს შევცვლი. გუშინ ძალიან ბედნიერმა გამომიცხადა, რომ ცოლი მოყავს. ესეც ჩვენი ოთხ წლიანი სიყვარული. ჯერ იყო და გონზე მოსვლა არ მაცადა ისე წავიდა, ახლა კიდევ პირველივე შემხვედრი მოყავს ცოლად. მითხარი სანდრო ეს ნორმალურია? წავიდა და მარტო დამტოვა, ახლა კი ურცხვად გამომეცხადა, თან რის სათქმელად..
_ვინმეს ადანაშაულებ ? არ ფიქრობ რომ შენი ბრალია ყველაფერი? რა გაუკეთე , რამდენჯერ უთხარი უარი, ბოლოს კიდევ ისე დაპანიკდი და ისეთი სცენები დაუდგი მაგრად გაუტყდა, სხვას რას მოელოდი ? ფეხებში ჩაგივარდებოდა და გეტყოდა შენ როგორც გინდა ისე იყოსო ? შენ გვერდით კაცი გინდა თუ ჩმორი ? პროსტა დაფიქრდი რა, შენი გაფუჭებული საქმე შენთვითონ უნდა გამოასწორო, სხვა შემთხვევაში შენც დაიტანჯები და ისიც..
_გამოსასწორებელი აღარაფერია, როგორც ჩანს ბედნიერია. უჩემოდ მშვენივრად გრძნობს თავს, მეც დავივიწყებ.. და საერთოდაც აღარ გვინდა ამ თემაზე საუბარი. მოვემზადები და ანკასთან გამიყვანე რა
_მიდი და ორი საათი არ მალოდინო

სწრაფად მივიღე შხაპი და პირველი რაც მომხვდა ხელში ის ჩავიცვი.. კიბეები ჩავირბინე და იანას დავუძახე გავდივართქო.. თხუთმეტ წუთში ანკას შეშფოთებულ საუბარს ვუსმენდი და სიმწრით მეცინებოდა..
_რაღაცას გაბოლებს იცოდე, აი შანსი არაა ასე უცებ ცოლს ვერ მოიყვანს, პროსტა ძალიან მაგრად უყვარხარ.
_ვუყვარდი ანკა, ვ უ ყ ვ ა რ დ ი დამარცვლით წარმოვთქვი და სახე დამეჭიმა. როგორც ჩანს არც ისე ძალიან ვუყვარდი როგორც ამბობდა. ფაქტია რომ ახლა ძალიან ბედნიერია
_არ მჯერა მე მაგის, დათა რომელსაც მე ვიცნობდი ამას უბრალოდ არ.. სიტყვა გაუწყდა კაფეში შემოსული დათას და ვიღაც გოგოს დანახვაზე. თვალები ნერვიულად დაქაჩა, ცოტაც და ყბა ჩამოუვარდებოდა
_არ მჯერა, წარმოთქვა სასოწარკვეთით, ნინა ახვლედიანი და დათა ნუცუბიძე? არ არსებობს შეიცხადა გამწარებულმა და ხელები უღონოდ ჩამოყარა..
_როგორც ჩანს უნდა დაიჯერო, გადავიჩურჩულე ჩუმად და ხელები ნერვიულად გავატკაცუნე
_აქეთ მოდის...
_როგორ ხარ ანკა ? ღიმილით მიესალმა დათა
_ნუცუბიძე, დიდება შენს გამოჩენას, კარგად შენ ?
_მეც არამიშავს, არ შეცვლილხარ დარასელია, ისევ ისეთი ხარ.
_ხო რა შემცვლიდა, ზოგიერთებს ვერ დავემსგავსე, ორაზროვნად წარმოთქვა ანკამ და სკამზე დაეშვა..
_კარგი, დაგტოვებთ.. ნინა მელოდება, თქვა ირონიული ღიმილით და ზურგი შეგვაქცია, _ხო და კიდევ, ნიშნობაში დაპატიჟებული ხარ, თქვა აუღელვაბლად და გზა განაგრძო..
_შოკირებული ვარ
_მე არც შემიმჩნია, თითქოს ვიღაც უცხო ვიყავი, ჩვაილაპარაკე გულნატკენმა და ცრემლები ხელის გულებით მოვიწმინდე..
_ოღონდ აქ არა სალომე, წამოდი გავიდეთ
ანგარიში გავასწორეთ და სწრაფი ნაბიჯით დავტოვეთ კაფე. ცივი ჰაერი სასიამოვნოდ მომხვდა სახეზე და ცოტა შემაფხიზლა.. ვერ ვხვდებოდი უფრო რა უნდა მტკენოდა, ის რომ, მალე ცოლს მოიყვანდა თუ ის რომ ნივთის ფასიც აღარ ვიყავი მისთვის.. გული ისე მიცემდა მეგონა გამისკდებოდა, გაუაზრებლად მივიწევდი წინ და ერთი სიტყვაც არ მესმოდა რასაც ანკა მელაპარაკებოდა.. ხელის შეხებამ გამომაფხიზლა
_ასეთს ვერ გიყურებ რა, წამოდი სახლში წავიდეთ ან რავიცი სადმე, სადაც უფრო კარგად იქნები, ოღონდ არ მოიწყინო რა სალუ, მზრუნველად დამისვა თმაზე ხელი და გამიღიმა..
_ცოტნეს და სანდროს დაურეკე კაი ? სასწრაფოდ მოვიდნენ, ამოვილუღლუღე ხმაწართმეულმა და იქვე მდგომ სკამზე მძიმედ დავეშვი..

15 წუთიც არ იყო გასული გაფითრებული სახეებით რომ შემოცვივდნენ სკვერში და აქეთ-იქიდან მომისხდნენ..
_გული გაგვიხეთქე ტო, სახე დაეჭიმა სანდროს
_მაპატიეთ რა, რაღაც მინდა გთხოვოთ, თუ გცალიათ სადმე წავიდეთ არ გინდათ?
_თავს არიდებ ხომ ?
_ძალიან გთხოვ ცოტნე, უბრალოდ თუ მოიცლით რამდენიმე დღე ქალაქგარეთ გავიდეთ, თუ არადა მარტო მაინც წავალ..
ახლა შენ და ანკა წახვალთ სახლში და მოემზადებით. ორ საათში თქვენთან ვართ იცოდე და გამზადებულები დამხვდით. გამიღიმა სანდრომ და სწრაფი ნაბიჯით დატოვა სკვერი.

ახლა გავარიდებდი თავს, მაგრამ სამუდამოდ ხომ ვერ წავიდოდი. თავი მტკიოდა ამდენი ფიქრისგან, ცოტაც და მართლა გამისკდებოდა. დრო საკმარისზე მეტი მქონდა, სწრაფად ჩავალაგე ტანსაცმელი და პირველ სართულზე ჩავედი. ჩუმად მივეპარე იანას და ხელები შემოვხვიე
_ერთხელაც იქნება და გულს გამიხეთქავ შენ
_არა დე, შენ რომ გული გაგისკდეს მეც გამისკდება, უფრო მაგრად ჩავეხუტე და გავიტრუნე
მიჭირდა საუბრის დაწყება, უფრო მეტად კი მრცხვენოდა ასე ლაჩრულად რომ ვიქცეოდი და გავრბოდი.. საკუთარი თავის მიმართ უსაზღვრო ზიზღს ვგრძნობდი ასეთი სისუსტის გამო და გულზე საშინლად მაწვებოდა რაღაც..ძალა მოვიკრიბე და იანას გავუღიმე
_დე, გადავწყვიტეთ რომ ცოტა ხანს დასვენება გვჭირდება და ქალაქგარეთ გავდივართ რამდენიმე დღით, ხომ არ მოიწყენ ?
_მის გამო მიდიხარ ხომ ?
_ვის გამო?
_თავს ნუ ისულელებ, ერთი წელია ვუყურებ როგორ იტანჯავ თავს, გამოჩნდა და გარბიხარ.. სულელი ვინ გგონია ? შენხელაც ვიყავი და ამხელაც ვარ, ტყუილად ნუ ცდილობ თავი დაიძვრინო

_კარგი რა იანა. ხო მართალია მის გამო გავრბივარ,იმიტომ რომ არ შემწევს ძალა მის ბედნიერებას ვუყურო სხვასთან, ვერ ვეგუები რომ სამუდამოდ დავკარგე და არაფერი აღარ იქნება ისე როგორც ადრე, არ შემიძლია და არ მინდა იმის გაცნობიერება რომ ცხოვრება ასე ცუდად მექცევა, გუშინ ჩემი იყო დღეს კი უკვე ”სხვისი” საკუთრებაა.. ვერ ვეგუები რომ ”ჩემი” აღარ ქვია, არ შემიძლია იმის ყურება როგორ შექმნის ოჯახს სხვასთან, როგორ ეყოლება შვილები და რა ბედნიერები იქნებიან, ეს ბედნიერება სხვისთვის არ მემეტება.. მინდა ყველაფერი ისევ ისე იყოს, ისევ მირეკავდეს ყოველ ღამე და მეუბნებოდეს რომ ახლა მთვარეს უყურებს და მასში ჩემს სახეს ხედავს, რომ ყოველ ღამე მარტო ჩემზე ფიქრობს და სიზმრებშიც არ მტოვებს..მინდა რომ ეს ყველაფერი ისევ განმეორდეს, ძალიან მინდა გესმის ? მაგრამ ეს მხოლოდ სურვილია..ყველაფერი დამთავრდა..წავიდა და ჩემი ყველა გრძნობა თან წაიყოლა, ნახევარი გულიც აღარ დამიტოვა, გინახავს სადმე რომ ადამიანი ნახევარი გულით ცოცხლობდეს? არა ხომ ? ხოდა მეც მაშინ მოვკვდი როცა სანდრომ მითხრა წავიდაო! ამის მოსმენა გინდოდა დედა? ხომ გაიგონე ყველაფერი,ხედავ შენს წინაშე ვდგავარ და გიჟივით ვყვირი, გახსოვს როდისმე შენი შვილი ასეთი შეშლილი? ხედავ რა მოყვა ჩემს ერთ შეცდომას, ახლა რა უნდა ვქნა, როგორ მოვერიო ამ ტკივილს, როგორ გავიმთელო გული, მითხარი დედა.. დამეხმარე იანა, გთხოვ დამეხმარე რომ ცოტა მაინც შემიმსუბუქდეს ტკივილი.. ხომ შენ მაჩუქე სიცოცხლე ? გთხოვ ისევ შენ წამართვი, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ამ სინანულით ვერ ვიცხოვრებ...
”თუმცა საბრალო ადამიანი, ყოველთვის რჩება ადამიანად,
რაც უნდა ძველი იყოს იარა, არ მოშუშდება მაინც მთლიანად”

**** **** ****
გამწარებულმა ავირბინე კიბეები და ოთახის კარი მოვაჯახუნე..მძიმედ დავეშვი იატაკზე და თავი ხელებში ჩავრგე.. სხეული სულიანად მტკიოდა, საბოლოოდ გავიაზრე რომ მე ის დავკარგე. რა მნიშვნელობა ქონდა ახლა ვიტირებდი თუ არა, მას ვეღარ დავიბრუნებდი..
კარი გაიღო და სანდრო მძიმე ნაბიჯებით მომიახლოვდა..
_არ ფიქრობ რომ საკმარისად დაიტანჯე ახლა კიდევ რომ არ გაიგიჟო თავი ?
_წავიდეთ..
_გაქცევით საქმეს არ ეშველება
_სანდრო წავიდეთ, გავიმეორე მკაცრად და ოთახი გადავჭერი...
არ მაინტერესებდა სად წავიდოდით, უბრალოდ მინდოდა ამ საშინელ რეალობას მოვშორებოდი.. დეჟავუს გრძნობა მქონდა, თითქოს ისევ ზაფხული იყო და გონიოში მივდიოდით..თითქოს არც არაფერი შეცვლილიყო, ახლა მანქანა გაჩერდებოდა და ირაკლის ისევ დავცინებდი სიარულის მანერაზე, მერე დათას ნერვებს მოვუშლიდი და გავახსენებდი მერამდენე ცდაზე აიღო მართვის მოწმობა... ისევ ვიტირებდი მოგონებებით დამძიმებული და მერე დათას ძლიერ მკლავებში ვიგრძნობდი შვებას..ისევ მეტყოდა ”ჩემთან დარჩი”-ო.. გზა დაუსრულებლად გრძელდებოდა და მეც თავს ვიღლიდი მოგონებებით.. უკვე მტანჯველი მოგონებებით..

_სალომე, დაიყვირა ცოტნემ
_რა გაღრიალებს ნორმალური ხარ ? ვკითხე შუბლშეკრულმა და თვალებში ნაკვერჩხლები ამიგიზგიზდა
_აბა ვერ გაგაგონე და, თავი იმართლა დამნაშავესავით.. კიდევ დიდხანს უნდა იჯდე მანქანაში ? გადმოდი რა..
მთის ჰაერი სახეზე მომელამუნა, აი რა იყო ნამდვილი ბედნიერება, როგორ შეიძლებოდა აქ გეცხოვრა და თავი უბედურად გეგრძნო.. ღრმად ვისრუტავდი სვანეთის ჰაერს და მეგონა ცოტა ხანში ფრთები შემესხმებოდა და გავფრინდებოდი.. ერთი საათი დაგვჭირდა სასტუმროში დასაბინავებლად, გახალისებული გავედი გარეთ და სანდროს გვერდით ავეტუზე.
_რომელი სოფელია ?
_ცხუმარი
_ძალიან ლამაზია.. მომწონს აქაურობა.. დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი აქ რამდენიმე თვით
_კაი ტო, აქ რა გამაძლებინებს ამდენ ხანს, ჩაიფრუტუნა სანდრომ და სახე დამანჭა
_აზრზე არ ხარ ამ ცხოვრების რა
_ეს რას მოვესწარი გაიცინე ტო, აქამდე გეთქვა თუ ასე გაგიხარდებოდა უფრო ადრე წამოგიყვანდი
_მასხარა ხარ რა სანდრო, წავალ დავწვები დავიღალე და მეძინება.. ხვალ სოფელი დავათვალიეროთ..ორივეს დავემშვიდობე და ნომერში ავედი.. ”ანკასთვის უნდა დამერეკა” გამიელვა თავში და მობილურის ძებნა დავიწყე.. 15 missed call _უეჭველი მომკლავს, ჩუმად ჩავილაპარაკე და მობილურის გაბმული ზუმერიც გაისმა..
_შენ ნორმალური ხარ საერთოდ? მეგონა გზაში რაღაც მოხდა, უკვე მოვდიოდი, რამდენჯერ უნდა გითხრა რომ მობილური თან ატარეთქო, აწიკვინდა ანკა
_ბოდიში რა, ძაან გვშიოდა და ვჭამდით, ვერ გავიგე ზარის ხმა.. რას შვები?
_ოო რავიი მეც მინდა თქვენთან რა... და ნეტა ეს ჩემი უფროსი მალე ჩალპებოდეს და ჩაძაღლდებოდეს სადაც მომინდებოდა იქ წავიდოდი..
_კაი ხო არ იტირო ახლა, ჩავყვირე მობილურში და გავიცინე
_აუ სვანეთს მაგრად უმოქმედია შენზე ხომ იცი. როდის მოდიხართ?
_ჯერ ხომ არც ჩამოვსულვარ, რავი ალბათ ერთ კვირაში.. კაი წავედი ძალიან დავიღალე და დასვენება მინდა.. ხვალ დაგირეკავ..
_კაი მიდი და მობილური ატარე ხოლმე

მობილური კამოდზე დავაგდე და გაუხდელად შევწექი საწოლში..ემოციებისგან დაცლილს მაშინვე ჩამეძინა..უცნაური გრძნობა მქონდა, თითქოს ვიღაც მეთამაშებოდა თმებზე, დათოს სუნს აშკარად ვგრძნობდი.. ფრთხილად გავახილე თვალები და საწოლზე წამოვჯექი.. ”მოჩვენებები დამეწყო” გავიფიქრე გულნატკენმა და საბანი შემოვიკეცე..
ასეთი ბედნიერი მას შემდეგ არ ვყოფილვარ, რაც გონიოში ვიყავით..გარემოს შეცვლა აშკარად დაეტყო ჩემს ხასიათს. ბედნიერი ვათვალიერებდი სოფელს და სამახსოვრო ფოტოებს ვაგროვებდი..
_გინდა ცხენზე ჯირითი გასწავლო ? სიცილით მომიახლოვდა ცოტნე
_გიჟი ხომ არ ხარ ტო, არ ჩამოვარდეს არ იცი რა ქათამია ?
_ვინაა ქათამი, შევუღრინე სანდროს და ცხვირი ავიბზუე. რატომაც არა, დიდი სიამოვნებით ვიჯირითებდი..
_ძალიან კარგი, წამო აბა იმ ბიჭს ვკითხოთ ცხენი სად უნდა ვიშოვოთ, გაიცინა ცოტნემ და სწრაფი ნაბიჯით წავიდა მეზობელი სახლისკენ..
_ გამარჯობა! ომახიანად შემოუძახა და ღობეს ჩამოეყრდნო..
_გაგიმარჯოს, სვანური აქცენტით წარმოთქვა ახალგაზრდა ბიჭმა და ჩვენსკენ წამოვიდა.
_ ცხენით გვინდა ვიჯირითოთ და აქ სადმე არ აქირავებენ ან იპოდრომის მსგავსი არაფერი არის ?
_შენ ვერ ხარ ხომ იცი, რა უნდა სვანეთში იპოდრომს, გადავიხარხარე და ცოტნეს მხარი გავკარი..
_იპოდრომი არა მაგრამ მინდორი გვაქვს ცხენებს რაც შეეხება მე გათხოვებთ სიცილით გააგრძელა ”მასპინძელმა”
_აუ ძმა ხარ ტო.. შენ აქ იყავი, ცხენებს შევკაზმავთ და მოვალთ, სადმე არ ჩავარდე შე ქათამო, გამეკრიჭა ცოტნე და წინ მიმავალს აედევნა..
სიცილით ვკვდებოდი ცოტნეს ლაპარაკზე..ტიპიური თბილისელი ”სვეტი” ბიჭი იყო..
_გაიხარე ბეშქენ, ორ საათში დაგიბრუნებთ ცხენებს, ღიმილით დაჰკრა მხარზე ხელი
_აქ როგორ ავძვრე? შიშჩამდგარი თვალებით ვიკითხე და ცოტნეს შევაშტერდი
_მოდი დაგსვა შე მართლა ქათამო, გადაიხარხარა ცოტნემ, ამჯერად ჩვენი ”კეთილი მასპინძელი” ბეშქენიც აყვა..
10 წუთიანი ჭიდაობის შემდეგ, ძლივს მოვთავსდი ცხენზე და გაჭიმული დავჯექი..
_იმენა მოგაკვდა , აქ უნდა გაგათხოვო შენ, სიცილს არ წყვეტდა ცოტნე..
_ამაღლობელო, მორჩი კაკანს და დაეგდე ცხენზე
_კაი ხო კაი, ხელის გულით მოიწმინდა ცრემლები და უკან მომიჯდა..ესეიგი ახლა მე შენ გასწავლი როგორ უნდა იჯირითო, მერე მეორე ცხენზე გადავალ და გვერდით გამოგყვები.. ესეიგი თუ გინდა რომ გაჩერდეს ამას მოქაჩავ, თუ გინდა რომ წავიდეს ფეხს ოდნავ მიარტყავ გვერდზე და წავა, ოღონდ ძალიან არ მოგივიდეს ცხენი არ გადარიო.. გაიგე ?
_ხო გავიგე.. ისა და ერთი ცხენით ვერ ვიჯირითებთ?
_გეშინია ?
_ცოტნეს სახე რომ დავინახე გავიფიქრე მოვკვდები და არ ვეტყვი რომ მეშინიათქო.._ისა.. არა არ მეშინია, მიდი გადადი მეორე ცხენზე და წავედით, მოჩვენებითი სიმშვიდით შევუყვირე და გავუღიმე...
ხელის კანკალით მეჭირა სადავე და ათრთოლებული სხეულით ნელა მივუყვებოდით ბილიკს..
_ცოტას გავაჭენებ, შენ ნელა იარე კაი ?
_მიდი მიდი უნდა გიყურო, სიცილით გავისტუმრე ცოტნე.. მართლაც რომ ძალიან უხდებოდა ჯირითი, მეც მომინდა სწრაფად ჭენება.. ვერ ვრისკავდი, მაგრამ ბოლოს მაინც მაგრად შემოვცხე ფეხი გვერდებზე და მისმა რეაქციამაც არ დააყოვნა..
ნიავს მივაპობდი და თავი ყველაზე ბედნიერი ადამიანი მეგონა.. ყველა სტრესი, ყველა ტკივილი ერთიანად მომეხსნა, უფრო მაგრად შემოვარტყი ფეხები და მინდორში გავიჭერი..
_ცოტა ნელა, არ ჩამოვარდე.. გვერდიდან მესმოდა ცოტნეს ყვირილი მაგრამ შეჩერებას არ ვაპირებდი..
_ნუ გეშინია, მაგრად მიკავია, როგორ შემოვუხვიო ?
_ცოტა მოქაჩე და მიმართულება მიეცი, დამიყვირა ცოტნემ და წინ გაიჭრა რომ ეჩვენებინა..
აქამდე რატომ არ ვჯირითობდი, დანანებით გავიფიქრე გულში და ვეცადე შემომეხვია, მაგრამ ვერ დავიმორჩილე..
_ცოტნე ვერ ვაჩერებ, დავუყვირე შეშინებულმა..
_მაგრად მოქაჩე, მოქაჩე გესმის ?
_არ ჩერდება ცოტნე, მომეხმარე, მთელი ხმით ვყვიროდი შეშინებული..
წამის მეათედში გაჩნდა ჩემს გვერდით.. _ ხელი მომკიდე და შეეცადე ჩემ ცხენზე გადმოჯდე,ხელი არ გამიშვა, მაგრად მომიჭირე.. სამ თვლაზე სალომე, ნუ გეშინია.. 1...2...3 მიდი, დამიყვირა მთელი ხმით და ხელი უფრო მაგრად მომხვია..
მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამირბინა, მეგონა ცოტაც და ჩამოვვარდებოდი, სწრაფად მოვექეცი ერთ მხარეს და ცოტნეს ხელს ჩავებღაუჭე, ერთი ნაბიჯიც და მის გვერდით ვიქნებოდი..
_ფეხი გამეჭედა ცოტნე, შევხედე თვალევგაფართოებულმა..
_ამის დედაც..შეიკურთხა გაღიზიანებულმა.
ხელი უნდა გამეშვა თორემ მასაც დავაზიანებდი, მოულოდნელად გამოვგლიჯე ხელი და ისევ პირვანდელ პოზას დავუბრუნდი.. ”პანიკის გარეშე სალომე, პანიკის გარეშე, მიდი მაგრად მოქაჩე” შემოვუძახე ჩემს თავს და მთელი ძალით ჩავებღაუჭე ლაგამს... მკვეთრად შეჩერდა და უკანა ფეხებზე დაგდა, მეტი ძალა აღარ მქონდა, ხელები უღონოდ ჩამომიცვივდა, მერე კი ყველაფერი გათეთრდა...

_ხომ გითხარი რაღაცას იტკენსთქო, შენ სულ გამოშტერდი ბიჭო, საჯირითოდ ისე წაიყვანე თითქოს ძალიან გამოცდილი იყო.. რამე რომ მოუვიდეს რა უნდა ვქნათ ტო, შორიდან მესმოდა სანდროს გაცეცხლებული ღრიალი..
_ნუ გეშინიათ სიკვდილს არ ვაპირებ, ფრთხილად გავახილე თვალები და შევეცადე გამეღიმა..
_ძლივს , შვებით ამოისუნთქა ცოტნემ და საწოლზე ჩამომიჯდა.._როგორ შემაშინე იცი ? მეგონა რამე მოგივიდა
_ხოდა ნუ გეშინიათ, სად ვართ?
_საავადმყოფოში
_თბილისში? ვიკითხე გაოცებულმა..
_არა მესტიაში, ოთახში გაღიმებული თეთრხალათიანი, ახალგაზრდა ექიმი შემოვიდა.._მარტო დამტოვეთ ამ მოუსვენარ პაციენტთან, გავსინჯავ და შეგეძლებათ სახლში დაბრუნება..
_ცხენზე ჯირითი თუ არ იცი არ უნდა დაჯდე, მომიბრუნდა ღიმილით როგორც ბიჭები გავიდნენ..
_მერე რა, თავიდან არავინ იცის, თუ არ დაჯდები როგორ ისწავლი ?
_ოჰო, შენ რა სიტყვამოსწრებული ხარ..
_არა უბრალოდ სვანებს გაქვთ მძიმე იუმორი
_ვხედავ მშვენიერ ხასიათზე გაგიღვიძიათ ქალბატონო სალომე, არადა გუშინ კარგად მთხოვდი შველას..
ვიგრძენი როგორ წამოვწითლდი სახეზე..”ალბათ კიბორჩხალას ვგავარ” გავიფიქრე გულში და თავი დავხარე..
_კარგი ახლა არ გვინდა გაწითლება და მორცხვობა.. უყურე შუქს და თვალი გააყოლე... აჰაა ძალიან კარგი.._შეგიძლიათ ოთახში შემობრძანდეთ, ხმამაღლა დაიძახა და ერთი წამი არ იყო გასული ცოტნე და სანდრო ათას კითხვას რომ აყრიდნენ..
_ნუ ღელავთ სერიოზული არაფერია, შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ.. შენკიდევ მოუსვენარო გოგო, თავს მიხედე.. გამიღიმა და ოთახი დატოვა..

სახლში მისვლისთანავე სხვას რას გავაკეთებდი თუ სამზარეულოს არ მივაკითხავდი..
_გასკდები სალომე, სიცილით მეუბნებოდა სანდრო
_შენი საქმე არაა, შევუღრინე და მადიანად მოვკბიჩე ცხელი კუბდარი.. ლუკმა გამეჩხირა კარში შემოსული დათა რომ დავინახე.. ყველაფერი ერთიანად დატრიალდა თავში და თვალები ამეწვა..
_ამას აქ რა უნდა? კბილებში გამოვცერი და ბიჭებს მივაშტერდი
_რავი ტო ისვენებს ალბათ..
_მაინც და მაინც სვანეთში?
_რავიცი სალომე, მე რას მეკითხები, გაღიზიანებული წამოდგა სანდრო და ოთახი დატოვა..

ნომერში ვიქნები, ჩუმად გადავუჩურჩულე ცოტნეს და კიბეს ავუყევი..
ბედი დამცინოდა..მეგონა მისგან თავს დავაღწევდი ის კი აქ გამომეცხადა.. არ უნდა ავფორიაქებულიყავი.. არ უნდა შეემჩნია რომ ისევ მაინტერესებდა.. მოწყვეტით დავეშვი საწოლზე და თვალები დავხუჭე.. შუაღამე იყო რომ გამომეღვიძა.. უშედეგოდ ვცდილობდი ისევ დამეძინა.. ფეხზე წამოვდექი და თბილად ჩავიცვი.. შევეცადე უხმაუროდ ჩავსულიყავი კიბეზე.. გარეთ გავედი და იქვე მდგომ სკამზე ჩამოვჯექი..
ათასი აზრი მიტრიალებდა თავში..როგორ მტკიოდა მისი თითოეული გამოხედვა.. ისევ ისე მოიქცა როგორც კაფეში, ვითომ არც ვარსებობდი.. ”ასე უცებ როგორ დამივიწყე” ჩავილაპარაკე ჩუმად და კედელს მივეყრდენი
_და ვინ გითხრა რომ დაგივიწყე?
ნაცნობი ხმის გაგონებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა..კისერზე ძარღვები დამებერა და ნერვიულად დავიწყე ტუჩების კვნეტა..
_ვინ გითხრა რომ დაგივიწყეთქო? მშვიდად გამიმეორა კითხვა
_ღამე მშვიდობის.. სწრაფად წამოვდექი და სასტუმროსკენ წავედი მკლავში რომ მომკიდა ხელი..
_გამიშვი დათა, უფრო მეტად ნუ ართულებ ყველაფერს..
_უფრო მეტად მაშინ გავართულებ თუ ახლა გაგიშვებ, გამიღიმა და მხარზე გადამიკიდა
_რას აკეთებ გიჟი ხარ ? ვუყვირე გამწარებულმა
_გიტაცებ.. ისე როგორც სვანეთს შეეფერება...



ბავშვებო ეს ისტორია ადრე მედო მაგრამ წაიშალა...
წინა მოთხრობას რაც შეეხება, იყო კითხვები სრულად დევს თუ არა. დიახ სრულად დევს და ზუსტად ვერ გეტყვით მომავალში გაგრძელებას დავწერ თუ არა.. მადლობა თქვენ ამხელა სითბოსთვის და სიყვარულისთვის:*
შეგიძლიათ დამიმატოთ ფეისბუქში,როგორც sallollo sallollo..
რამდენიმე მკითხველს ჰქონდა კითხვები,ადრე იდო ჩემი ინტერვიუ აქ, არ ვიცი ისევ დევს თუ არა.. თუ არ დევს შეგიძლიათ ფეისბუქში ან კომენტარებში მკითხოთ რაც გაინტერესებთ და შეძლებისდაგვარად გიპასუხებთ ყველაფერზე..
იმედი მაქვს ისიამოვნებთ და გამიზიარებთ შთაბეჭდილებას ^^ ძალიან მიყვარხართ ! ^^



№1 სტუმარი Salo

Dzalian kargi iyo.

 


№2  offline მოდერი bibo

Ux momewona magari iyo <3

 


№3  offline წევრი Elenikoo

რა კარგი იყოო!მეორე ნაწილსაც თუ დადეებ ვააბშე მაგარი ხარ<333

 


№4  offline წევრი eni

ძალიან კარგი
ისტორია იყოო თბილი და რაგაცნაირად სხვანაირი <3 <3 <3

 


№5 სტუმარი nino

zalian kargi iyo visiamovne meore tavsac tu dadeb gagvaxareb zakian

 


№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

zaaan kargi iyo momewona da visiamovne kidec

 


№7 სტუმარი სტუმარი რუსკა

მაგარია!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent