შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობებზე მოთამაშე(თავი 2)


9-11-2015, 00:03
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 494

არავის ხმა მესმოდა.შემეშინდა.მინდოდა ოდნავ წამოვწეულიყავი,მაგრამ ვერ შევძელი.მუცლის გარშემო ისეთი ტკივილი ვიგრძენი,რომ ლამის იყო გავნადგურებულიყავი.თხელი ქსოვილი შევისწორე და ხელით ტელეფონის ძებნა დავიწყე,მაგრამ ვერაფერს მივაგენი.ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი და საერთოდ ჩემ თავს რა ხდებოდა.მინდოდა მეყვირა,მაგრამ ესეც არ შემეძლო.მგონი,ასეთი უმწეო პირველად ვიყავი,ასე თავი ჯერ არასდროს მეგრძნო.
არ ვიცოდი რომელი საათი იყო,არც დროის არსებობაზე ვფიქრობდი,უბრალოდ მჯეროდა,რომ რომელიმე საათი იქნებოდა.ცოტა ხანს რაღაცებს ვხედავდი,თითქოს ჩემთან უხილავი სხეულები იყვნენ,ვგრძნობდი,რომ მეხებოდნენ,შემდეგ გაორება ვიგრძენი.ერთ მხარეს თეთრ ფერს ვხედავდი,ხოლო მეორე მხარეს შავს.არ მესმოდა ეს რას ნიშნავდა.
***
-წამალი გაგიკეთეს.ძლიერი ნარკოტიკია...-მომესმა ნაცნობი ხმა.მივხვდი,რომ ეს ნანკა იყო და ერთბაშად სიხარულის უეცარმა ტალღებმა დამიარა.
-რა? რა მოხდა?-გაკვირვება ვერ დავმალე.
-დაწყნარდი და მოგიყვები-ნანკა საწოლზე ჩამომიჯდა და ძლიერად ამოისუნთქა.მივხვდი,რომ რაღაც ნიშვნელოვანი უნდა ეთქვა.
-აქ რა მინდა?-ისევ განვაგრძე კითხვების დასმა და თვალები დავძაბე.ნისლის გარეშე ძლივს დავინახე ნანკა-ახლა კარგად ვხედავ,უკეთ ვარ-ოდნავ წამოვიწიე და დაქალს ხელი მოვკიდე.დაძაბული ჩანდა.
-ქეთი,დამპირდი,რომ თავს ხელში აიყვან-მას უბრალოდ თავი დავუქნიე,ვერ ვხვდებოდი საუბარი საითკენ მიჰყავდა-გული წაგივიდა და ეს სასმელის ბრალი იყო.ალბათ,გადაღლისას.
-მერე რა? ამას მიმალავდი-სიცილი ამიტყდა-იმედია,პრესაში არ გამომჭიმავენ,ფოტოგრაფები ხომ არ იყვნენ?-ირონიულად ვკითხე და თავი ბალიშს ძლიერად მივაყრდენი.
-შენ ორსულად ხარ.ამით იხსნება ყველაფერი-საწოლიდან წამოდგა ისე,თითქოს ჩემი შეეშინდა და კედელთან დადგა.გაშეშებულიყო,როგორც ოროსანი ბავშვი და მიყურებდა.
-ამის დედა..-ეს იყო ჩემი რეაქცია.ცივად შევხვდი ამ ამბავს,თითქოს „მეკიდა“,მაგრამ გულმა რეჩხი მიყო,თავს პირველად ვგრძნობდი არასასურველად.ამაზე ადრე არასდროს მეფიქრა.ადრე ვერთობოდი,უბრალოდ ვცხოვრობდი,არ ვფიქრობდი,რომ ეს შეხვედრები ჩემ ცხოვრებას დაღს დაასვამდა,ახლა კი..ჩავფიქრდი,გავიხსენე უკანასკნელი საათები,დღეები,უკანასკნელი შეხვედრები,მაგრამ აზრზე ვერ მოვედი.
-დასვენება გჭირდება-ნანკა პალატიდან გავიდა და მარტო დამტოვა.
-არ მეგონა თუ..ნუთუ ბავშვი მამის გარეშე უნდა გავზარდო? რა უნდა ვუთხრა? მერე სკოლაში რომ შევა და ყველას ეყოლება წვერებიანი თუ უწვერო მამიკო,მას კი მხოლოდ ერთი მშობელი ეყოლება..იქნებ ბიჭი იყოს ან გოგო? მერე რა უნდა ვუთხრა,დედაშენი ერთი ძუკნა იყო-მეთქი?-ლამის იყო შევშლილიყავი,ჩემ თავს ვესაუბრებოდი და ლამის იყო შუაზე გამეგლიჯა-ნეტავ მომშლოდა,არ მომიწევდა ამის გაკეთება-ადრე აბორტს ვერ ვიტანდი,ვკიცხავდი ქალებს,რომლებიც ნაყოფს სიცოცხლეს უსწრაფებდნენ,მაგრამ ახლა..უბრალოდ არ ვიცოდი რა მექნა.
***
მეორე დღეს გამომწერეს.სახლი მივედი თუ არა ნელ-თბილი შხაპი მივიღე და საწოლში შევწექი.კიდევ კარგი აქ არავისთან ვწოლილვარ.პირველად გავაცნობიერე,რომ ჩემი ცხოვრება მუდამ თან გამყვებოდა.დიახ,წარსული დაღს დამასვამდი.იქნებ ეს მოუშორებელი ლაქაც იყო?
ორი წლის წინ მშვენიერი გოგო ვიყავი.მქონდა სუფთა წარსული,მაგრამ მას შემდეგ რაღაც-რაღაცები შეიცვალა.ერთ ბიჭს ვხვდებოდი,უფრო მეტიც..სიგიჟემდე მიყვარდა,მასაც ვუყვარდი,ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა,მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა და მე ამის გახსენება არ მინდა.არ მინდა,ისევ ამოვქექო წარსული და გული ისევ მოვიკლა.საფიქრალად ესეც მეყოფა.
ისევ დავიხედე მუცელზე,ნაყოფი ჯერ არ გაზრდილიყო,ის შეუმჩნეველი იყო,მაგრამ მალე დიდი გახდებოდა,მალე ყველა გაიგებდა ამის შესახებ..პირველად ვიგრძენი სირცხვილის გრძნობა,რომელიც ასე მძაფრად არასდროს მიგრძვნია.
საკუთარ თავს ვადანაშაულებდი,რომ ძუკნად ვიქეცი,მაგრამ გამოსწორება..ეს ბავშვი ხომ ყველაფერს ახდიდა ფარდას..თვალები დავხუჭე და უეცრად ყველაფერი გაშავდა.
***
პატარა..ის ჩნდება,ტირის,მიხარია,ვკვნესივარ,ვტირი და მერე მეც მიხარია.ის იღიმის.მე ასე მგონია და უეცრად ვკივივარ..
ის იზრდება,მამა არ ჰყავს..უკვე დიდია და არ ვიცი რა ვუთხრა..
„ძუკნა ხარ“-ვიღაცის ხმა გავიგე და მაშინვე წამოვვარდი.
-ეს სიზმარი იყო-გავუმეორე საკუთარ თავს იმ პატარა ბავშვივით,რომელმაც კოშმარი ნახა და ცდილოდ საკუთარი თავი დაამშვიდოს,დედა არ გავაღვიძოო.
მაგრამ მე? მყავს რო ვინმე? არავინ,მე მარტო ვცხოვრობ.
ფეხზე წამოვდექი და თვალები დავხუჭე,ნახევარმთვარის შუქს ვგრძნობდი.აივანზე გავედი და გრძელ სკამზე ჩამოვჯექი.სიზმარმა თავი ისევ შემახსენა.დავრწმუნდი,რომ ეს იყო ის,რასაც მომავალი მიმზადებდა.ნუთუ გაწყდა ზღვარი წარმოსახვით შეშსა და რეალობას შორის და ან იქნებ ეს რეალობაა,რეალობა,რომელიც მიახლოვდება,ნელა,მაგრამ მიახლოვდება..
***
-ქეთი,მომენატრე-გადამეხვია ნანკა,მე კი ცივად მოვიშორე.
-ცუდი წინათგრძნობა მაქვს.მგონი,გაორებული ვარ კიდეც.
-როდის არ იყავი რო? იქნებ ზოდიაქოს ბრალია?
-არა,რა ზოდიაქო..კოშმარებს ვხედავ.ნუ,ჩემთვის კოშმარებს.მეშინია,ნანკა,მეშინია-ცრემლები ძლივს შევიკავე და დაქალს ხელი ჩავკიდე.
-იცი,მაქსიმემ ცოლობა მთხოვა? გინდა ჩემი მეჯვარე იყო?
-უადგილოაა აქ-წამოვიყვირე და ფეხზე წამოვდექი.
-მინდა,რომ ყურადღება გადაგატანინო?
-უბრალოდ წადი-ხელი ვკარი და ჩემ კარები ჩავკეტე.კიდევ კარგი წავიდა,თორემ არ ვიცი რას ვიზამდი.
ის ჩემ სუსტ წერტილს შეეხო და ისევ გამახსენა ჩემი აბსურდული მდგომარეობა.ჩავფიქრდი,სამსახურში დარეკვა გადავწყვიტე,შევატყობინე უფროსს,რომ ცუდად ვიყავი და ისევ წამოვწექი.
დედა გამახსენდა მაშინვე,ის საბერძნეთში ცხოვრობს დიდი ხანია.მხოლოდ ორი წელია,მაგრამ ეს დრო ჩემთვის საუკუნეა.ეს ჩემი ბნელი წერტილია,რა მოხდა და სად მოხდა ამაზე საუბარი მიჭირს,მაგრამ მაინც მინდა,რომ ვაღიარო..ვაღიარო,რომ სულელი ვარ...
ნიკას ვხვდებოდი-მეთქი..ჰო,ვხვდებოდი.ერთ დღე ჩემთან იყო მოსული,ჩემზე ძალადობდა.ვერ მივხვდი მაშინ რა დაემართა,ვუძალიანდებოდი,ვკიოდი..აღარ მინდა ამის გახსენება,მაგრამ იმას ვიტყვი,რომ იმ დროს მამა დაბრუნდა სამსახურიდან.უკვე ყველაფერი მომხდარი იყო და მას გულმა ვერ გაუძლო..ის შეეტაკა ნიკას და..ის პოლიციელი იყო და ესროლა.ნიკა გარდაიცვალა და მამა დააკავეს.ვერ შევძელით დაგვემტკიცებინა..ან ვინ დაჯერებდა..ახლა ის ციხეშია და კიდევ დარჩა 5 წელი..ეს ჩემთვის საშინელება იყო და ამ დროიდან დავიწყე ბარებში სიარული..ამან დეპრესია გადამატანინა,მაგრამ ეს ნებიმიერ ანტიდეპრესანტზე უარესი აღმოჩნდა.
***
-რა გჭირდა?-ლანამ თბილად გადამკოცნა და გაშტერებით დამაკვირდა.ის ჩემთან ერთად მუშაობს და ამ ბოლო დროს ძალიან დამიახლოვდა.
-უბრალოდ თავი მისკდებოდა.ალბათ,გადავიღალე.ისე სტატიას ვასრულებ-გუშინდელი ნაღვაწის შესახებ ამაყად განვაცხადე და მონიტორს მივუჯექი.
-გაახარებ ქალბატონს.მალე იქნება?
-რასაკვირველია.
-შენს აქ არყოფნაში რა მოხდა,იცი?
-რა მოხდა?
-ერთი კაცი იყო მოსული,შენ გეძებდა.
-ამიღწერე-მაშინვე ეჭვებმა გამირბინეს და დაძაბულად შევხედე ლანას.
-რა ვიცი,ჯინსები ეცვა და შავი მაისური.
-აუ,ეგ რა არის? მეტი არაფერი გახსოვს?
-მგონი,ქერა იყო..-თავი გააქნია და საქმეს დაუბრუნდა.
***
-დეტექტივივით რატომ აზროვნებ?
-ნანკა,არ გესმის..შენი ცხოვრეა დალაგებულია,ჩემი კი..
-მაპატიე,გუშინდელის გამო.
-არა,მე მაპატიე.როგორ გთხოვ ხელი?-შევეცადე მიმეტოვებინა ეს შემზარავი თემა და დაქალი ცოტა მაინც გამეხალისებინა.
-აუ ისეთი რომანტიკული იყო..სანთლები,ვახშამი,ყვავილის ფოთლები..-ემოციურად ყველბოდა და მთელი სხეულით გამოსცემდა ბედნიერების ისრებს..
-მიხარია შენი ამბავი.
-ანუ იქნები მეჯვარე?
-არა-თავი გადავაქნიე-ვერც მოვალ,ხომ იცი მე..
-რა შენ?-წარბები მაღლა ასწია და მტრული მზერა მესროლა.
-რა და..მე უბრალოდ მიჭირს ახლა..და ეს დიდი დარტყმა იქნება.
-ანუ დაქალის ქორწილში მოსვლაზეც კი უარს ამბობ.რამდენი ხანია,რაც ერთმანეთს ვიცნობთ,ქეთი?
-მე უბრალოდ..ნუთუ არ გესმის..
-არა,არ მესმის..რა არის აქ გასაგები.
-ვწუხვარ-ამოვიხვნეშე და საზურგეს მივეყრდენი.
-ხოდა,როცა აღარ იტყვი ვწუხვარს,მაშინ გამომიარე,კარგი?
***
მთელი ღამე სტატიას ვწერდი.მინდოდა მომდევნო დღისთვის დამესრულებინა.ამას მაინც ვაყოლებდი გულს.ერთი სიტყვით,შესაშნინავი საშულება იყო.
მთელი ინტერნეტი გადავქექე და ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნებიც დავიხმარე.აშკარად კარგად გამომდიოდა.
ექვსი საათი იქნებოდა,როცა ძილის მოძალება ვიგრძენი.უნდა გავსულიყავი საწოლისკენ,როცა ზარი გავიგე.ვიფიქრე ნანკა იქნება-მეთქი და მაშინვე გავაღე.ვაღიარებ,რომ გამიხარდა,მირიგდება-მეთქი.
კარების ჭრილში არასდროს ვიხედები.ეს,ალბათ,ცუდი ჩვევაა,მაგრა,,
-გამარჯობა,შენ ხარ ქეთი?-უცნობის დანახვამ შემაჟრჟოლა.რა უნდოდა აქ და თან ასე გვიან.დავაკვირდი და ქერა თმამ ამათრთოლა.ნუთუ ის იყო,რომელზეც ლანა მეუბნებოდა.
-კი,მე ვარ.თქვენ ვინ ხართ?-შევეცადე ზრდილობის ნორმებისთვის არ მეღალატა..
-მე ანდრო ვარ.
-რა გნებავთ?-ხმას ავუწიე-მეძინება და, მალე თუ წახვალთ,დამავალებთ-მგონი,უხეშად მომივიდა,მაგრამ სხვანაირად ნამდვილად არ შემეძლო.
-ეს საქმე რთულია-მოკლედ თქვა და ოთახში გრძელი ნაბიჯებით შემოაბიჯა.
-გიცნობთ?-ლამის იყო შევშლილიყავი.
-თითქოს არა-წარბი მაღლა ასწია და დივანზე დაეშვა.
-იქნებ გამარკვიოთ რა ხდება?-მხრები მაღლა ავსწი,ვიგრძენი შიშის ტალღები,მაგრამ არ შევიმჩნიე.თავში ათასი აზრი იტრიალებდა,მაგრამ ვერც ერთის ჭეშმარიტებაზე ვერ დავდებდი თავს.
-ქეთი..შენ რომ არა..ჩემი ძმაკაცი ნიკა...ის აქ იქნებოდა..რა ერქვა მამაშენს..მგონი,ავთანდილი,არა?
ამ სიტყვებმა შემძრა.ლამის იყო მიწა ჩამშლოდა და უფსკრულში გადავჩეხილიყავი.კიდევ ვიღაცამ იცოდა ჩემი წარსული და ეს მშვიდა,მაგრამ იქნებ არა მარტო ეს..
„იქნებ ანგარიშის გასასწორებლად მოვიდა..“-გავიფიქრე და ავკანკალდი,ხელები ერთმანეთს გადავაჯვარედინე და უცნაური მოძრაობები დავიწყე.
___
ველი შეფასებებს,გვრიტებო.



№1 სტუმარი რიტა

ეეე რა დროს გაწყვიტეე? მალე დადე კარგია

 


№2  offline წევრი სესილია

უუფს ისეთ ადგილას გაწყვიტე როომ, დავინტრიგდი :) მალე დადებს იმედია შემდეგ თავს ... წარმატებებიიი

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

რიტა
ეეე რა დროს გაწყვიტეე? მალე დადე კარგია

სესილია
უუფს ისეთ ადგილას გაწყვიტე როომ, დავინტრიგდი :) მალე დადებს იმედია შემდეგ თავს ... წარმატებებიიი

ვეცდები.. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent