შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გატაცება. თავი 6.


9-11-2015, 14:48
ავტორი Lonely Giirl
ნანახია 2 988

ოთახში აყროლებულ მატრასზე გულაღმა ვწევარ.
ჭერს ავშტერებივარ და არაფერზე ვფიქრობ.
ჩემს თავში სიცარიელეა.
თითქოს ჩემში გავლილმა დენმა ჩემი მახსოვრობიდან ყველაფერი წაიღო.
აღარც ტკივილს ვგრძნობდი.
აღარვ შიმშილს და წყურვილს.
აღარც სურვილი მქონდა რაიმესი.
ერთადერთი რაც გადავწყვიტე ის იყო, რომ აღარ მეტირა, სუსტი და ყველაზე მზრუნველი გოგონა აღარ უნდა ვყოფილიყავი.
ამიტომაც მხოლოდ ერთ რამეზე დავიწყე ფიქრი.
როგორ გადამეხადა ყველასთვის სამაგიერო.
აღარც გიორგიზე ვფიქრობდი.
აღარც დედაზე, მამაზე, ძმაზე.
არავიზე.
არც ლადოზე.
რაც არ უნდა შემოეთავაზებინა დღეიდან, იქნებოდა ეს წყალი, საკვები, ადიელა, ნებისმიერი რამ რაზეც აქ მყოფი გოგონები უარს არ იტყოდნენ, გადავწყვიტე არ ამეღო და ყველაფრიანად ჯანდაბაში გამეშვა.
იმ კუნთმაგარ გოგოზე ვერაფერი დავგეგმე, მაგრამ აუცილებლად ვაზღვევინებდი ეს ვიცოდი.
ამ წყეული ადგილიდან ჩემით გასვლას ვგეგმავდი.
საწოლიდან წამოვდექი.
ხელახლა დავიწყე ყველა კუნჭულის დათვალიერება.
ისევ არაფერი.
კარებთან მივედი.
გადავწყვიტე კარები ჩარჩოდან ამომეგდო. რამდენად ვიზამდი არ ვიცი მაგრამ უნდა მეცადა. ამისთვის რაღაც ბრტყელი ან მაგარი მჭირდებოდა.
აბაზანაში ვერაფერი ვიპოვე.
ვერც ოთახში.
საწოლის ქვემოთ შევიხედე და აი ისიც.
ლადოს ერთ-ერთი ნატეხი დარჩენია.
არც ისე დიდი, მაგრამ კარისთვის საკმარისი იყო.
რკინის კარები იყო ამიტომ ცოტა გამიჭირდებოდა მაგრამ საცდელად ღირდა.
ღრიჭოში ჩავაკვეხე და შურუფის ამოწევა ვცადე. მთელი ძალით ვექაჩე რამოდენიმე საათის განმავლობაში.
არ გამიმართლა.
სულ მცირე 2 სანტიმეტრით ამოიწია ალბათ.
ასე ალბათ დღეები მოვუნდებოდი ორივე ჩარჩოდან ამოგდებას.
ერთი დადებითი მაინც შემრჩა.
ნატეხი.
საკეტის ხმა გავიგონე.
სწრაფად მოვცილდი კარებს.
ისევ ნიღბიანი.
-ლამაზმანო შენთან საქმე მაქვს.-თქვა და ნიღაბშიც შევამჩნიე მისი შემზარავი ღიმილი.
-რა ჯანდაბა გინდა!-ვთქვი უხეშად.
-არ გინდა უხეშობა. წავედით.-თქვა და კარისკენ მიმითითა.
ნატეხი შეუმჩნევლად დავმალე ჯიბეში და გარეთ გავყევი.
მთავარ ოთახში არ წავუყვანივარ. სხვა გზით მივდიოდით.
-ნუ ხომ ხვდები ოთახი მისალაგებელია.-წამოიწყო გზაში საუბარი.
-მერე მე დამლაგებელს ვგავარ? -ისევ აგდებულად ვაგრძელებ მე.
-დამლაგებლის თაობაზე ზედმეტად მიმზიდველი ხარ.-თქვა და ერთ-ერთ კართან შევჩერდით.
-შეიძლება შეგაფურთხოთ?-ვთქვი ცინიკურად. მივხვდი ნიღბიანს ხასიათი წაუხდა. კარები გააღო და შიგნით შემაგდო.
ოთახში რათქმაუნდა ლადო იყო. ჩემი ყურადღება ეკრანებმა მიიპყრო. ზოგი მთავარ ოთახში მყოფ გოგონებს აჩვენებდა, ზოგი სათამაშო ოთახებს, ზოგი გასასვლელებს, ზოგი კი საინფორმაციოს. ლადო ამ ყველაფრის წინ, ყავით ხელში მოკალათებულიყო და მშვიდად წრუპავდა მას.
-მოგიყვანე!-თქვა ნიღბიანმა.
-კარგი. შეგიძლია წახვიდე.-თქვა ლადომ, ისე რომ არც მოუხედავს უკან. ბიჭმა კარები გაიხურა.
-აქ რატომ ვარ? რა გინდა ჩემგან?-ვთქვი მე.
-დაჯექი. სალაპარაკო მაქვს.-თქვა და მის გვერდით სკამზე მიმითითა, თვითონ კი ეკრანებს თვალს არ აშორებდა.
მეც უხმოდ დავჯექი და კამერებს შევხედე. საინფორმაციოს ხმა ჩაწეული ჰქონდა, მაგრამ როგორც ყოველთვის პარლამენტარებს აჩვენებდნენ. მერე გოგონების ეკრანს გავხედე.
ყველა მთავარ ოთახში იყო გაყვანილი.
-მე რატომ არ ვარ მთავარ ოთახში?
-იმიტომ რომ არ მინდა პრობლემა შეგექმნას.
-შეგიძლია ერთხელ მაინც მიპასუხო ნორმალურად და მითხრა რატომ?
-ნია მე შენზე ვფიქრობ. არ მინდა რამე მოგივიდეს.
-არ გეტყობა. ჯერ კიდევ დალურჯებული ვარ შემომხედე და გუშინ დენმა გაიარა ჩემში, გვერდით მედექი და რეაქციაც არ გქონია.
-არ ხარ სწორი. მე ძალიან განვიცდიდი.
-ჰო ალბათ, მაგრამ შენთვის ფული უფრო მთავარია ვიდრე, ჩემი კი არა, ზოგადად ადამიანის სიცოცხლე, ამიტომაც უბრალოდ იდექი.-ვთქვი მე და ეკრანებს გავხედე. საინფორმაციოზე ნაცნობი სურათი დავინახე.
გოგონები და მე როცა თამაშის დროს მაწამეს.
-ეს ჩვენ ვართ.. აუწიე... -ვთქვი და ეკრანს მივუახლოვდი.
-ისეთს არაფერს ამბობენ. მხოლოდ რა მოხდა იმას.
-და მომასმენინე შენი რა მიდის? -ლადომ ეკრანს ხმა აუწია.
"დღემდე ცდილობენ სამართალ დამცავები გოგონების პოვნას. ვიმეორებ რომ ყველა გოგონა სხვადასხვა დროსაა გაუჩინარებული. ეს წინასწარ დაგეგმილი ერთგვარი ბიზნესია. არცერთი გოგონას მშობელი და ახლობლები კომენტარს არ აკეთებენ მომხდართან დაკავშირებით, რადგან მათ ეშინიათ რომ ამით შეიძლება გოგონებს მიაყენონ ზიანი. მომხდარზე მთელი საქართველო შეძრულია, ასევე გვაკრიტიკებენ ჩვენც რადგან მძიმე კადრების პირდაპირ ეთერში გასვლა ტელევიზიების საშუალებით ხდება. მინდა კიდევ ერთხელ გავაკეთოთ განცხადება. მსგავსი კადრების გავრცელებას არვერთი ტელევიზია არ შეუწყობდა ხელს, მაგრამ ჩვენზე, თითოეულ ტელევიზიაზე იყო ზეწოლა და მუქარა. ჩვენ არ გვინდა რომელიმე გოგონას სიკვდილში მიგვიძღოდეს ბრალი. ამიტომაც გთხოვთ მსგავსი კადრების გასვლის შემთხვებაში თქვენ, მშობლებმა იზრუნეთ ბავშვები მოარიდოთ ეკრანებს. გარდაცვლილების მშობლებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ და ყველა ცოცხალი გოგონას მშობლებს ვუსურვებ გოგონების შინ მშვიდობით დაბრუნებას. " -ლადომ ეკრანს ჩაუწია. ეს განცხადება ტელევიზიის დირექტორმა გააკეთა. სკამზე დავჯექი.
ამ განცხადებამ საბოლოო იმედი გადამიწურა აქედან გასვლის.
ლადო მომიახლოვდა.
ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
-არ დავუშვებ რამე მოგივიდეს.
ხელები უხეშად მოვიცილე.
-ნია ასეთი რამ მოვიფიქრე. შემდეგ თამაშზე შენ მოკვდები, მაგრამ ვითომ. სინამდვილეში ჩემთან დარჩები.-ჩემს წინ ჩაიმუხლა ლადო და საშუალება არ მომცა წამოდგომის.
-მე არ მიმდა შენთან ლადო.
-მე დიდი ხანი გითვალთვალებდი ნია. ჯერ კიდევ შორიდან მომეწონე და როცა სახლში მოვედი და გაგაფრთხილე, მაშინ უნდა გეფიქრა რომ მე შენზე ვზრუნავდი.
-შენ მე შემაშინე.
-მაპატიე, შენს გადარჩენაზე ვფიქრობდი და მაგდენი არ მიფიქრია.-ამოიხვნეშა ლადომ.-მე ყოველ დღე შემოვდივარ შენთან რაც აქ ხარ და გხედავ ხოლმე. ლოყაზე გეფერები და საათობით გიყურებ, მაგრამ შენ ამ დროს გძინავს და ვერაფერს გებულობ.
-ავადმყოფი ხარ!-ვთქვი მე. მივხვდი ლადოს ყველაფერი წყალში ჩავუყარე.
-მე შემიყვარდი ნია!-თქვა სიბრაზით ლადომ.
-მე კი ვერასდროს შევძლებ შენს შეყვარებას და არც სიკვდილს გავითამაშებ. შენს გვერდით ყოფნას მირჩევნია მოვკვდე!-ვთქვი მე და ამჯერად თავიდან მოვიცილე ლადო. სხვა კორიდორების თვალიერება დავიწყე. იქნებ სადმე გასასვლელი მეპოვა.
-რატომ ნია? რატომ ვერ შემიყვარებ? -მკლავში ჩამავლო ლადომ ხელი. ძალიან გაბრაზებული იყო და ხელიც ვერ მოზომა როგორ მიჭერდა.
-ლადო მეტკინა-დავიყვირე მე.
-კითხვაზე მიპასუხე! რატომ ვერ შემიყვარებ?!
-იმიტომ რომ ამ საქმეში გარეული ხარ, იმიტომ რომ გოგონების მკვლელობას ხელს არ უშლი. იმიტომ რომ ჩემს გატაცებაში შენ ხარ დამნაშავე. და ბოლოს, იმიტომ რომ სხვა მიყვარს!-ვიყვირე სიმწრით და ვცადე ხელის გათავისუფლება, რადგან უკვე ძალიან მტკიოდა. ლადომ თავისით გამიშვა ხელი. ჩემსკენ მოიწია, უნდოდა ჩემი სახე ხელებში მოექცია, მაგრამ ამის ნებას არ ვაძლევდი უკან ვიხევდი. სანამდე მეყოფოდა ადგილი? უკან ეკრანები იყო ბოლოს როგორც იქნა ეკრანებს ავეტუზე.
ლადომ მაინც მოიქცია ჩემი სახე ხელებში. იმდენად გაბრაზებული მიყურებდა შემეშინდა და არ შევეწინააღმდეგე.
-ნია მე აქ იმიტომ ვარ რომ შენ ხარ აქ. მე მხოლოდ თვალთვალი მეხებოდა. არც ვიცოდო რისთვის უნდოდათ გოგონები და არც ვაპირებდი ამის გაგებას სანამ არ შევხედე რომ შენც წაგიყვანეს. რაც შეეხება გიორგის, ნუ მაიძულებ რამე დავუშავო!
-გაბედე! ჩემი ხელით მოგკლავ!-ვთქვი გამწარებულმა და ჯიბეში ხელი ჩავყავი. ნატეხის ამოღებას ვაპირებდი. ლადოს კი ეცინებოდა ჩემს ნათქვამზე.
-ნია. შენ მაინც ჩემთან დარჩები გინდა თუ არა ეს შენ.
-შენთან კანონები არ არსებობს?-დროის მოგებას ვცდილობდი თუმცა არ ვიცი რატომ.
-რათქმაუნდა არა.
-მაშინ თუ მე არ მინდა ესეც არაფერს ნიშნავს? -ლადომ უკან დაიხია და კამერების თვალიერება განაგრძო.
-თავის დროზე მოგინდება.
-არასდროს მომინდება! შენნაირს არასდროს შევიყვარებ.
-ნია მე შენს გამო ვარ აქ. ეს დაიმახსოვრე.
-მე არ მითხოვია!!-ვიყვირე მე.
-კარგი დაწყნარდი. ეხლა ოთახში გაგიყვან.
-არა! იქ ვერ დამაბრუნებ.-ხელში ნატეხს ვამზადებდი თუმცა არ ვიცოდი რა უნდა მექნა. ამით ვერაფერს ვუზამდი. და თუ ვუზამდი ესეც არ მინდოდა.
-კარგი აქ იყავი მაშინ.-თქვა და სკამზე მოკალათდა.
თითქოს ყველა გეგმა ჩაფლავდა. არ შემეძლო, არ მინდოდა მისთვის რამის დაშავება.
-რა იქნება თამაშზე? -ვთქვი მე.
-კამათლით თამაში.
-ეგ რაარის?
-კამათელს გააგორებ და რა ციფრიც ამოგივა, ციფრთან შესაბამისი რამ მოგივა.
-მაგალითად?
-არ ვიცი. წესები ჯერ არ მოუფიქრებიათ. თანაც შენ ამაში მონაწილეობას არ მიიღებ.
-ეგ როგორ?
-ვიტყვით რომ ძაბვას ვერ გაუძელი და მოკვდი. შესაბამისად ამ თამაშზე არავინ მოკვდება. უბრალოდ სანახაობის მხრივ დასჯიან.
-ავადმყოფები ხართ!-ვთქვი მე და ლადოსთან მივედი.
-შეაჩერე ეს ყველაფერი. მე არ მჭირდება გადარჩენა თანაც ჩაწყობით. გთხოვ შეაჩერე ეს ყველაფერი. როგორ შეგიძლია ადამიანების სიკვდილს უყურო?
-მე ვერ შევაჩერებ. ეს მე არ მეხება.
-გთხოვ. და ვიფიქრებ იმაზე რომ ვიყო შენთან.-საკუთარ სიტყვებს არც მე დავუჯერე. ლადომ გაკვირვებულმა გამომხედა.
-რაში განაღვლებს ვიღაცეების ბედი?
-უბრალოდ არ მინდა მოკვდნენ. ისინი ისეთი ახალგაზრდები არიან. რა დააშავეს?
-ნია ეს მე არ მეხება. მე მათ ვერ შევაჩერებ.-არც მიყურებდა ლადო. ძალიან ცივი იყო. ცივი სახე ჰქონდა.
ყურები ჩამოვყარე. აზრი არ ჰქონდა არაფერს.
-ოთახში წამიყვანე.-ვთქვი მე.
-ჯერ რამეს გაჭმევ.-თქვა ლადომ და წამოდგა.
-შენი არაფერი მინდა.-ვთქვი და ზურგი შევაქციე. კარებთან მივედი და ველოდებოდი როდის გააღებდა. ლადო მოვიდა მისკენ შემატრიალა და ჩამეხუტა.
არაფერი მიცდია. უბრალოდ ვიდექი. ლადო კი უფრო და უფრო მებღაუჭებოდა.
-რამეს მაინც მოგიტან და გთხოვ ჭამე. ფერი არ გადევს სახეზე. -თქვა როცა გამიშვა. არ შემიხედავს, არაფერი მითქვამს.
ჩემი ოთახისკენ წავედით. არაფერზე ვფიქრობდი. ლადო გვერდით მომყვებოდა და ხმას არ იღებდა.
თავს დამარცხებულად ვგრძნობდი. ამას კი ჩემი მე ვერ ეგუებოდა.
როცა ჩემ კართან მივედით ლადოსკენ შევბრუნდი.
-გარეთ შეგიძლია გამიყვანო? ამ ჰაერის სუნთქვა აღარ შემიძლია. აღარც სიბნელის ატანა. დღის შუქი მომენატრა.
-ეხლა ღამის 12 ია დაწყებული ნია.-თქვა ლადომ. ყურები ჩამოვყარე.
-გასაგებია. ბოდიში მე საათიც არ ვიცი.. -ვთქვი და ჩემით დავაპირე ოთახში შესვლა.
-ხვალ გაგიყვან. მალე დაბრუნდები საჭმელს მოგიტან.-დამაიმედა ლადომ.
-არაფერი მინდა. შენი არაფერი მინდა.-ვთქვი მე და კარები ჩემით მივუხურე ლადოს. ლადომ კარები ჩაკეტა. ისევ გამაყრუებელმა სიჩუმემ დაისადგურა.
ვთქვი არ ვიტირებთქო, მაგრამ ჩემი თავის იმედიც დავკარდე. ავქვითინდი და საწოლზე დავწექი.
მეზიზღება ყველაფერი!
ნატეხი ამოვიღე და ხელში ვატრიალე. რა უნდა მექნა? ლადოსთან დავრჩენილიყავი? მასთან რა მინდოდა? ან გოგონების მკვლელობის მონაწილე გავმხდარიყავი? ამას ჩემს თავს არასდროს ვაპატიებდი. აქედან გაღწევის იმედიც აღარ მქონდა ამჯერად საბოლოოდ.
ნატეხს ხელში ვატრიალებდი...
შევძლებდი?
თუ ვერ შევძლებდი?
გიორგი გადაიტანდა?
მეცოდებოდა. ტკივილის მიყენება არ მინდოდა მისთვის. არც გამოსავალი იყო.
ან კი უკან რომ დავბრუნებულიყავი ვინ მიმიღებდა? ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში ვიქნებოდი.
-საცოდაობაა ჩემი სიცოცხლე-ვთქვი და თვალებ დახუჭულმა გავაკეთე. ტკივილი არ მიგრძვნია, მხოლოდ ცხელი სისხლი ვიგრძენი მაჯიდან. შემდეგ მეორე მაჯიდან. მიმდოდა არაფერზე მეფიქრა, გარდა გიორგისა. მის სახეს წარმოვიდგენდი. მის სურნელს. მის ღიმილს.
ოთახის კარებიც გაიღო. ლადო თეფშით ხელში დავინახე. ჩემს დანახვაზე მომვარდა, თეფში დააგდო. ხელებს დახედა.
-რა გააკეთე!-იყვირა მან. მე დამცინავად შევხედე და ვაგრძნობინე რომ მე მოვიგე.
-რა გააკეთე!-ყვიროდა ლადო. მე კი სისხლისგან ვიცლებოდი. მინდოდა მალე მორჩენილიყო.
-რა გააკეთე!-ისტერიკულად იმეორებს ლადო და ატატებული სადღაც მიმათრევს. ჩემი მაჯებიდან სისხლი წვეთავს. მე ვიღიმი. გიორგიზე ვფიქრობ.
სამწუხაროა მის მეუღლეობას ვეღარ შევძლებდი, ვეღარც დედობას. ნეტავ ჩემს სხეულს მაინც თუ მიცემენ რომ დამმარხოს და ხანდახან მაინც მოვიდეს ჩემს საფლავზე?
-რა ჯგუფის სისხლი გაქ!-ყვირის ლადო. -მიპასუხე!-ხელებზე რაღაცას მიჭერს მე კი ჩუმად ვარ და ისევ ვიღიმი.
-ნიაა!!!-ყვირის ლადო. ისევ ამიტატა, ისევ მიმათრევს. კარები გაიღო. სიცივე ვიგრძენი. ცა დავინახე სავსე მთვარით. მესიამოვნა ცივი ჰაერი. გარეთ ვიყავით.
მანქანაში უკანა სავარძელზე მომათავსა, თვითონ საჭესთან დაჯდა. მანქანა დაიძრა.
როგორც იქნა ამ წყეულ ადგილს მოვშორდი. არ მეგონა ასეთი იოლი თუ იყო.
უკვე გარკვევით ვეღარ ვხედავდი ვერაფერს. ვგრძნობდი სხეული დამიცარიელდა. მალე ყველაფერი მორჩებოდა.
-ნიაა!! არ დაიძინო ნია!! -მესმის ხმა.
-მაპატიე გიორგი.-ვჩურჩულებ მე.
...
სავადმყოფოს სუნი... წამლების სუნი.. თვალები გავახილე. წამოვვარდი. ნამდვილად სავადმყოფოში ვარ. სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვარ, თან ცოცხალი. ხელზე მილები მაქვს. წვეთოვანი. ნეტავ რა ჯანდაბად მინდოდა. ორივე ხელი გადახვეული მაქვს. ალბათ უკვე გამიკერეს. ცოტა ტკივილს ვგრძნობდი.
ოთახში არავინაა, მინდოდა მეყვირა,ყველას გაეგონა, რომ აქ ვარ.
წამოვდექი და წვეთოვანა მოვიხსენი. გარეთ გასვლა დავაპირე. ტანსაცმელები იგივე მეცვა. საწოლთან ჩემი ფეხსაცმელები იყო. სწრაფად ჩავიცვი და ავდექი. თავბრუსხვევა ვიგრძენი.
-ამას შეძლებ!-ვთქვი მე და კარებთან მივედი. ჯერ ფრთხილად გავიხედე გარეთ. ლადო გარეთ იდგა ექიმს ყვირილით ელაპარაკებოდა და რაღაცას უხსნიდა. არც ისე შორს იდგა.
"ნუთუ ვერავინ მიხვდა ვინ ვარ? ლადო ჯერ კიდევ აქ რატომ იყო ვერ მივხვდი." -გავიფიქრე მე.
გარეთ უნდა გავსულიყავი. ლადოსგან უნდა გავქცეულიყავი. ისევ უკან დამაბრუნებდა. ოთახიდან სწრაფად და უკან მოუხედავად გავედი. მეორე მხარეს წავედი საითაც ლადო არ იდგა. არ შევუმჩნევივარ.
გული გასკდომაზე მქონდა. ნეტავ ერთხელ მაინც ბედს ეცლია.
კიბეებამდე მივაღწიე, როგორც იქნა თვალს მოვეფარე. სირბილით ჩავვარდი ქვემოთ აღარც ჩემი მდგომარეობა არ მადარდებდა. გიორგისთვის უნდა დამერეკა. კიბეები ჩავირბინე. ბოლო სართულზე ჩავედი. ხალხი იყო. ერთ-ერთ ქალთან მივვარდი.
-მე ის გოგო ვარ ტელევიზორში რომ აჩვენეს, რომ აწამეს დამეხმარეთ ძალიან გთხოვთ. ტელეფონი არ გაქვთ? დამარეკინეთ.-მუდარით ვთხოვ მე მაგრამ ვცდილობ ჩუმად ვუთხრა. არ მინდა ხალხში პანიკა გამოიწვიოს ჩემმა ამბავმა.
ქალი იბნევა...
-უკაცრავად სალაპარაკო არ მაქვს. მოიცადე შვილო მეუღლეს ვეტყვი. -მასთან ერთან გამიყოლა მეუღლესთან მივიდა. როცა უთხრა კაცმა სიბრალულით შემომხედა. დამაკვირდა. სწრაფად ამოიღო ტელეფონი და მომაწოდა.
-მადლობა! მადლობა!-ლამის ხელები დავუკოცნე მე და ტელეფონი გამოვართვი.
გიორგის ნომერი ავკრიბე. ზარი გავიდა, არავინ იღებს.
გული გამალებით მიცემს.
ალბათ ლადო უკვე შევიდა პალატაში და რომ არავინ დახვდა მეძებს.
ყურმილი დავკიდე ამის დრო არ იყო. ნიკას ნომერიც ზეპირად მახსოვდა. ეხლა მისი ავკრიბე.
ნიკამ ყურმილი აიღო.
-ნიკა! ნიკა! -ჩავძახე ტელეფონში და შვებით ამოვისუნთქე.
-ნია? სად ხარ? როგორ ხარ?-მკითხა ნიკამ. ეს არ ვიცოდი ქალს შევხედე.
-სად ვარ?-ვკითხე და ქალმაც მიპასუხა:
-ბათუმში მე-3 სავადმყოფოში.-გავშეშდი.
-ნიკა ბათუმში ვარ. მე-3 სავადმყოფოში. აქ ვერ დავრჩები ის აქ არის. უკან წამიყვანს შეგეხმიანები. გიორგიმ არ მიპასუხა ისევ შენ შეგეხმიანები. გთხოვ წამოდი.-ვთქვი და ყურმილი დავკიდე. წასვლის დრო იყო. ქალს და კაცს მადლობა გადავუხადე და სავადმყოფოდან გავედი.
ისევ ღამე იყო. საშინლად წვიმდა, მთვარე აღარ ჩანდა.
გავიქეცი.
რაც შემეძლო სწრაფად გავიქეცი.
ლადო არ უნდა დამწეოდა.
მისგან თავისუფალი ვიყავი.
თავისუფალი...
ბევრი ვირბინე. ხან საით ვუხვევდი ხან საით. უკვე ძალიან სველი ვიყავი. სიცივე არ მადარდებდა. შორს უნდა გავქცეულიყავი. ძალიან შორს. ბოლოს დავიღალე. სისუსტემ მძლია. მშენებარე შენობა დავინახე იქეთ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ გადავიფიქრე. გავიყინებოდი.
ან რატომ უნდა დავმალულიყავი?? პირდაპირ პოლიციაში წავოდოდი. ჩვენ ყველა გვეძებდა. იქ კი ვერავინ მომწვდებოდა.
ისევ გზა და გზა დავიწყე სიარული იქნებ სადმე მანქანა შემხვედროდა. ვეღარ დავრბოდი. აღარ შემეძლო. ძალიან მოვითენთე.
ნელა დავდიოდი და მანქანას ვეძებდი. აღარც ხალხი იყო ქუჩაში. მხოლოდ თითო ოროლა მანქანა თუ გაივლიდა და არავინ მიჩერებდა.
ალბათ ძალიან ღამე იყო თანაც ძალიან წვიმდა.
ბევრი სიარულის შემდეგ როგორც იქნა პატრულის მანქანა დავინახე. მისკენ გავიქეცი და ხელების აწევით წინ გადავუდექი. ორივე პოლიციელი მანქანიდან გადმოვიდა.
-რას აკეთებთ მოქალაქევ?
-მე ის გოგონა ვარ, ერთ-ერთი მათგანი ვარ, გამოვიქეცი. მე ვარ ვინც აწამეს, ცემეს. დამეხმარეთ. თქვენთან წამიყვანეთ. -ვყვიროდი სწრაფად და ვემუდარებოდი.
-დამშვიდდი, დაწყნარდიი გოგონა. -ერთერთმა მანქანაში ჩამსვა. შემდეგ ორივე ჩაჯდა და უკან გამომხედეს.
-დამშვიდდი და თქვი საიდან მოდიხარ? რამოხდა? -მითხრა საჭესთან მჯდომმა.
-ის გოგო ვარ, ტელევიზორს არ უყირეთ? სავადმყოფოში ვიყავით ვენები გადავიჭერი და სავადმყოფოში წამიყვანეს. თქვენთან წამიყვანეთ იქ უფრო მეტი იქნებით და ვეღარ მოვა ჩემს წასაყვანად. წამიყვანეთ!-ვყვირი მე.
-სავადმყოფოში წავიყვანოთ აჯობებს.-თქვა მეორემ.
-არა! გთხოვთ თქვენთან წამიყვანეთ უკვე კარგად ვარ ხელები გადაკრული მაქვს. -ვთქვი მე და ორივე ხელი გავუწიე, რომ შეეხედათ.-დამეხმარეთ გთხოვთ.
-ნუ გეშინია. ჩვენთან აღარაფერი გემუქრება. განყოფილებაში წავიყვანოთ და იქ სასწრაფო გამოვიძახოთ -თქვა საჭესთან მჯდომმა. მერე მანქანიდან გადავიდა უკანა კარები გააღო და საიდანღაც ადიელა გამოიღო. მომაწოდა.
-მოიხურე, სულ სველი ხარ.-მითხრა და თვითონ მომახურა. მერე ისევ საჭესთან დაჯდა და მანქანა დაძრა.
უკვე სამშვიდობოს ვიყავი. ვეღარც ლადო და ვეღარც ნიღბიანები ვერ დამაბრუნებდნენ უკან. მე თავისუფალი ვიყავი. უკვე აღარაფერზე ვდარდობდი. ნეტავ აქამდე რატომ არ გავაკეთე ეს?საკუთარ თავს დავცინოდი გულში.
საპატრულოდან ნიკასთან დამარეკინებდნენ და ვეტყოდი სადაც ვიყავი. მერე მოვიდოდნენ და აქედან წამიყვანდნენ. გიორგის ვნახავდი. ჩემი თავის არ მჯეროდა.
მანქანა საპატრულოს წინ გაჩერდა. საპატრულოსთან უკვე იდგა სასწრაფოს მანქანა. საჭესთან მდგომმა პოლიციელმა სასწრაფოს უთხრა შიგნით შეყოლოდნენ და მეც თან წამიყვანა.
რომელიღაც ოთახში შეგვიყვანა და დივანზე დამაჯინა.
-სასწრაფო გაგსინჯავს არ შეგეშინდეს, მე კი უფროსთან ავალ და ის იტყვის როგორ მოვიქცეთ.-დამამშვიდა პოლიციელმა და წავიდა.
სასწრაფომ წნევა გამისინჯა, რაღაც წამლები დამალევინა და დივანზე დასვენება მირჩია.
მერე წავიდნენ.
ჩემთან აღარავინ შემოსულა.
ავდექი. ნიკასთვის უნდა დამერეკა, მაგრამ კართან მდგომმა სხვა პოლიციელმა გარეთ არ გამიშვა. არც დამარეკინა. ასე რამოდენიმეჯერ მომაბრუნა უკან.
ავნერვიულდი.
ნიკა ალბათ ჩემს ზარს ელოდებოდა.
ოთახში ახლა სხვა პოლიციელი შემოვიდა. წამოვდექი და პოლიციელისთვის სათქმელად მოვემზადე დამარეკინეთთქო მაგრამ არ მაცადა.
-დაჯექი!-თქვა და თვითონაც დივნის წინ სკამი მოიტანა და დაჯდა.
-უნდა დავრეკო. ჩემს წასაყვანად მოდიან!-ვთქვი მე, მაგრამ აზრი არაფერს ქონდა.
-ვინ მოდის?
-ჩემი მეგობრები და საქმრო.
-მეტი არავინ?-ჩაეცინა კაცს. მის ცინიზმს ვერ მივხვდი.
-რატომ იცინით? ან რატომ არ მარეკინებთ?
-მე ამ საპატრულოს უფროსი ვარ. ეხლა მთავარს უნდა გადაგცეთ და არ შემიძლია ამ ყველაფერს ხელი შევუშალო. აქ არ დაგკითხავთ. შემოვედი რომ ეს მეთქვა.
-კი მაგრამ დარეკვით რა ხელს შეგიშლით? გავაგებინებ სად ვიქნები.
-ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. იქედან დარეკეთ. ეხლა კი ჩემი პალტო აიღეთ და წავიდეთ. უნდა გადაგიყვანოთ.
-სად?-ვკითხე მე მაგრამ პასუხი არ მიმიღია.
პალტო მომახურა და გარეთ გავედით. მხოლოდ მე ჩამაჯინა მანქანაში და საჭესთან თვითონ დაჯდა.
-არავინ გამოგვყვება? მხოლოდ ჩვენ მივდივართ?-ვიკითხე მე.
-მე რაში მჭირდება გამოყოლა?-გაეცინა კაცს.-თუ რამე ეს მაქვს.-დაამატა და ხელით იარაღი მაჩვენა.
რემენი გგადავიკარი და დავიძარით.
-რა გქვია?-მკითხა მან.
-ჩემი სახელი არ იცით? როგორი პოლიციელი ხართ?-ეჭვისთვალით ვუყურებდი მე.
-ყველა გოგონას სახელს ხომ ვერ დავიმახსოვრებ?-თავი გაიმართლა მან.
-ნია მქვია.
-ნია. არ გშია?
-ძალიან, მაგრამ მოვითმენ.
-არა, გიყიდი რამეს.-თქვა და საცხობთან გააჩერა. გადავიდა. მანქანალი საათი წიკწიკებდა. დავხედე. 5 საათი სრულდებოდა. კაცი ჩქარობდა. ფუნთუშები და ხაჭაპური იყიდა და უკან დაბრუნდა. ყველაფერი მე მომაწოდა და ჭამეო მითხრა.
აღარ მოვრიდებივარ. ძალიან მშიოდა. სწრაფად ვჭამდი, თითქოს ვინმე წართმევას მიპირებდა. უველაფერს ისეთი საუცხოო გემო ჰქონდა. 2 ხაჭააპური წამში გავათავე. კაცი გაკვირვებული გამომხედავდა ხოლმე მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. ძალიან მშიოდა.
თან ვჭამდი, თან გზას ვუყურებდი. ისევ წვიმდა მაგრამ კაცის პალტო მეცვა. იმდენად აღარ მციოდა მანქანაში გათბობაც ჩართული იყო.
გზაზე განათება იკლებდა. თითქოს ბნელ ადგილას შევედით.
-სად ვართ?-ვკითხე შეშინებულმა კაცს.
-ცოტაც და მივედით.
-სად?
-აი აქ.-თქვა და წინ გავიხედე. მანქანის განათებაზე ფურგონი დავინახე. ვიცანი. ეჭვები ტყუილად არ მქონდა. ფურგონის კარები ღია იყო და იქედან ულვაშიანი კაცი გვიყურებდა.
-რატომ აკეთებთ ამას?-ვკითხე პოლიციელს და იმედგაცრუებული მზერა მივაპყარი.
-ჯობია ჭამო. მაგას აღარ შეგატანინებენ.-თქვა კაცმა და მანქანა ფურგონის წინ გააჩერა. ულვაშიანი წამოდგა და ჩვენსკენ დაიძრა, მერე ჩემს მხარეს წამოვიდა.
პოლიციელმა იარაღი ამოიღო და უკან დამალა. მეკი მანქანიდან ულვაშიანმა გადმომათრია...



№1 სტუმარი darina

Arada megona dzlivs ta

[quote=darina]Arada megona dzlivs tavi daagwiametqi, dzalian davintrigdi ragac gansxvavebulia tan sakmaod kargad wer/quote]

 


№2 სტუმარი Marii

Dzaliiaaan kargiaa malmale dade xolme raa dzaan gvawvaleeeb

 


№3  offline წევრი Crystal

ქუულ ^^ გააგრძელე და ნუ დამიტანჯე ნია რა :((

 


№4  offline წევრი ♡EPICLOVE♡

auu shemecoda dzalian yochasg dzaan magari iyoo♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№5  offline წევრი Dikunadiko

ეს ზუსტად ის ისტორიაა რომელსაც ასე ძალიან ველი ხოლმე <3 როცა მოგიხრეხდება მაშინ დადე ხოლმე, ოღონდ აუცილებლად დადე, იმიტომ რომ 3 -5 თუ 10 დღე არ აქვს მნიშვნელობა მაინც ძალიან საინტერესოა, განსხვავებული "გატაცებაა" არაა ტიპიური სასიყვარულო რომანი, :) მომწონს სტილი, თუ როგორ გადმოსცემ ემოციებს, მაგიჟებს ნია, რომელიც ასე მედგრად დგას, მე მაგალითად მის ადგილას ვენების გადაჭირსაც შემეშინდებოდა, მაგრამ ვინ ციცის. მოკლედ გეტყვი ეს ისტორია ისეთია წაკითხვიისას სწორედ მასში რომ იძირები და როდესაც ამთავრებ მხოლოდ მაშინ ხვდები რომ რეალობას მთლიანად მოწყვეტილი იყავი.. წარმატებები <3

 


№6  offline წევრი Lonely Giirl

Dikunadiko
ეს ზუსტად ის ისტორიაა რომელსაც ასე ძალიან ველი ხოლმე <3 როცა მოგიხრეხდება მაშინ დადე ხოლმე, ოღონდ აუცილებლად დადე, იმიტომ რომ 3 -5 თუ 10 დღე არ აქვს მნიშვნელობა მაინც ძალიან საინტერესოა, განსხვავებული "გატაცებაა" არაა ტიპიური სასიყვარულო რომანი, :) მომწონს სტილი, თუ როგორ გადმოსცემ ემოციებს, მაგიჟებს ნია, რომელიც ასე მედგრად დგას, მე მაგალითად მის ადგილას ვენების გადაჭირსაც შემეშინდებოდა, მაგრამ ვინ ციცის. მოკლედ გეტყვი ეს ისტორია ისეთია წაკითხვიისას სწორედ მასში რომ იძირები და როდესაც ამთავრებ მხოლოდ მაშინ ხვდები რომ რეალობას მთლიანად მოწყვეტილი იყავი.. წარმატებები <3


ჩვეულებრივ კომენტარებს არ ვუყურებ ხოლმე უბრალოდ წერა მიყვარს მაგრამ შენი კომენტარი ისეთი იყო უყურადღებოდ ვერ დავტოვე. მადლობა რომ ასე ემოციებით გადმოეცი შენი შთაბეჭდილება. არ ვიცი როგორ ვწერ მაგრამ ხარვეზები უამრავია ამიტომაც არ ვწერ ხშირად და სერიოზულად. თუმცა თითოეული ადამიანის კომენტარი სტიმულს მაძლევს რომ ვწერო და ამისთვის შენს მადლობა ჩემო კარგო და სხვა მკითხველებსაც ვინც აკომენტარბს და არ აკომენტარებს. მთავარია რომ კითხულობთ და მადლობა ამისთვის :*

 


№7  offline წევრი 2808

Dzan dzan magaria da male Dade gtxov
:-*

 


№8 სტუმარი Marii

Kidev bevri unda gvalodinooo :( chvenzec ifiqreee..:(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent