შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ (1)


9-11-2015, 19:55
ნანახია 4 154

****

ძალიან არ უყვარს მგზავრობა, მით უმეტეს თვითმფრინავით. აფრენისას საოცრად უჩქარდება გული და თავი სტკივდება, დაფრენისას კი შიშის გრძნობა ეუფლება. იყურებოდა თვითმფრინავის ფანჯრიდან და უყურებდა ღრუბლებს. რა საოცარია ღრუბელი.. დიდი ან პატარა.. თეთრი ან ღია ნაცრისფერი.. უყურებ და ათას რამეს ხედავ. ემოციების მოზღვავებას გრძნობ და გინდა ხელები გაშალო და ჩაეხუტო. გაეღიმა თავის ბავშვურ ფიქრებზე. პატარა რომ იყო ძალიან უყვარდა ცის ყურება, სადაც ბევრი ღრუბელი იყო სხვადასხვა ფორმის. ხოდა რას ვამბობდი, ღრუბლებზე ლაპარაკს რომ მოვყევი. ახლა გაორმაგებულად უჩქარდებოდა და უნელდებოდა გულისცემა, რადგან სამშობლოში ბრუნებოდა. 5 წელია არ ყოფილა, არცერთი წამით, წუთით, საათითა და დღით. 15 წლის იყო, როდესაც ანასტასიას მამა ბიზნესის გამო ჩეხეთში გადასახლდა. მშობლების გადაწყვეტილებით და ანასტასიას უკეთესი მომავლისთვის ერთადერთი შვილიც თან წაიყვანა გიამ. ანასტასიამ იქ ისწავლა და დაამთავრა სკოლა. ჩააბარა უნივერსიტეტში და ახლა, სწავლის გასაგრძელებლდა საქართველოში ბრუნდებოდა. ორი წლის შემდეგ უკვე ორმაგი ხარისხის დიპლომი ექნებოდა.ოჯახი, ნათესავები და მეგობრები ელოდებოდნენ. ნათესავების გახსენებაზე ცოტა შეეშინდა. გიგი და ანასტასია დეიდაშვილები იყვნენ. გიგი ანასტასიაზე 4 წლით უფროსი იყო. ზედმეტად აზიატი ხასიათი ჰქონდა, ზედმეტად მესაკუთრე და ეგოისტი იყო. ხშირად დეიდაშვილებს უთანხმოება ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ანასტასია 15 წლის იყო როცა საქართველოდან წავიდა ოჯახთან ერთად,მთელი ეს 15 წელი გაუმწარა გიგიმ ცხოვრება. აკონტროლებდა ყველგან და ყოველთვის. არაფრის უფლებას არ აძლევდა. ოჯახი კი ვერ ეწინააღმდეგებოდა, რადგან როგორც და-ძმა ისე გაიზარდნენ. ალბათ, ანასტასიას გარეგნობის მქონე გოგოს მართლაც გაორმაგებული ყურადღების მიქცევა სჭირდებოდა, მაგრამ გიგი მართლაც აჭარბებდა. მაღალი, გრძელი ქერა თმა, მონაცრისფრო თვალები, თხელი პატარა ტუჩები და ლამაზი ღიმილი ჰქონდა ანასტასიას. ეშინოდა ისევ ესეთი არ ყოფილიყო გიგი და ნელ-ნელა მის გადაწყვეტილებაში ეჭვი შეჰქონდა ჩამოსვლასთან დაკავშირებით. გაახსენდა დათი და გაეღიმა.. გიგის პატარა ძმა, რომელიც ახლა 6 წლის იქნებოდა. როგორი საყვარელი იყო. ხშირად ურეკავდა დეიდაშვილს დათი და ეტიკტიკებოდა რაღაცებს. უყვებოდა ჯერ ბაღის, შემდეგ კი-სკოლის ამბებს. გიგისთანაც ჰქონდა კონტაქტი, მაგრამ არა ისეთი ხშირი, როგორიც დათისთან.

როგორც იქნა გამოაცხადეს და ანასტასიას თვითმფრინავი დაფრინდა საქართველოს მიწაზე. საოცარი შეგრძნება იყო. ყველა ქართულად რომ ლაპარაკობდა, თბილისისთვის დამახასიათებელი უჟმური სახეები და მოჩვენებითი სიმკაცრე. მართლაც მონატრებია ანასტასიას. გაიარა პასპორტ-კონტროლი და ბარგის ასაღებად ჩავიდა ქვემოთ. იხედებოდა კარისაკენ, რომელიც ყველა გამსვლელზე იღებოდა. ცდილობდა ამ რამდენიმე წამის განმავლობაში დაენახა ვინმე თავისიანი, მაგრამ უშედეგოდ. ორი დიდი ჩანთა ჰქონდა, რომლებიც ღვთისნიერმა ადამიანმა გადგმოუღო. უახლოვდებოდა კარს და გული უცემდა. გასული არ იყო რომ გაიგონა ყვირილი და შეძახილები:
-ანასტასიკო!.-დაიყვირა დათიმ და გამოიქცა მისკენ. ეხუტოდა პატარა დეიდაშვილი მონატრებულ დიდ დეიდაშვილს და კოცნიდა. გაიხედა ანასტასიამ და დაინახა, რომ მთელი ოჯახი, მისი მეგობრები ყველა შეკრებილიყო და ყველას ბუშტები და პლაკატი ეჭირა ხელში „კეთილი იყოს შენი დაბრუნება“. უნებართვოდ წამოუვიდა ცრემლები. ყველა სათითაოდ გადაკოცნა და ჩეხუტა.მხოლოდ ერთი ადამიანი აკლდა იქაურობას..
-რა იყო დე, მამა გაშიმშილებდა?-შეიცხადა ანასტასიას დედამ, ლალიმ.
-არადა, სამი თვის წინ გნახე ბოლოს და ესეთი გაჩხინკული არ იყავი!.-დაეთანხმა დას ნინო. გიგი საოცრად შეცვლილი და დაკაცებული იყო. შავი კუპრივით თმა გადაპარსული ჰქონდა, წვერი დაბალზე ჰქონდა აღებული და სერიოზული სახით იდგა.
-გიგი.. მომენატრე..-ყურში ჩასჩურჩულა დეიდაშვილმა. გიგისთან ერთად მისი ძმაკაცები იყვნენ. ლევანი, ოთო და იოანე. იოანეს არ იცნობდა ანასტასია და მხოლოდ ღიმილით შეხვდა. გოგონა სრულ აგონიაში იყო. მართლაც საოცარი გრძნობაა სამშობლოში და შენს მიწაზე დაბრუნება. ყველა მასთან წავიდა. სახლში შესულ ანასტასიას უფრო მეტად წამოუვიდა ცრემლები. მთელი სახლი მორთული იყო და ოთახის შუაგულში ის ერთი ადამიანი, მისი ბავშვობის მეგობარი, და და ყველაფერი, თათა იდგა.
-თათუშკა!.-მოწყვეტით გაიქცა ანასტასია თათასკენ და ჩაეხუტა მონატრებულ დაქალს.
-როგორ მენატრებოდი ჩემო პრინცესა შენ არ იცი! ისე გაიწელა ეს 5 წელი.. ისე.. ისე !-ატირდა თათაც და მაგრა და მაგრა ეხუტებოდა საყვარელ მეგობარს.
-მეც, თათ..
-აღარასოდეს დამტოვო იცოდე..! არ მინდა შენთან ვირტუალური მეგობრობა მქონდეს.. თუ დააპირებ იცოდე, წასვლას უჩემოდ ფეხი არ გაადგა..!-უთხრა თათამ ისე, რომ დაქალს არ მოშორებია.
-ვაიმე, გული ამიჩუყდა..-გააჯავრა ლევანმა თათა და ცრემლის მოწმნდის იმიტაცია გააკეთა.
-შენ, ჩუ!-შეუბღვირა თათამ. ანასტასიას გაეცინა მეგობრების კინკლაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ დაღლილი იყო არ ეძინებოდა. სიამოვნებით აკვირდებოდა ყველას და ცდილობდა ამითი მონატრება ცოტა ჩაეხშო. გამთენიისას დაიშალნენ. ანასტასიამ დაიჟინა, რომ თათა მასთან დარჩენილიყო. ძველებურად გაშალეს ლოგინი და მიუწვნენ ერთმანეთს.
-ტასი...
-ხო, თათ..
-ხო აღარ წახვალ?
-არა, ჩემო გოგო. აღარ წავალ და თუ წავალ ორივე ერთად გიასთან..! როგორ გელოდებოდა ეს წლები, რომ იცოდე..
-ვიცი.. მაგრამ ხო ხვდები არა? ძალიან გაჭირდა ჩემი წამოსვლა. ტას, იცი რა ძნელია შენი სული ნაწილი და შენი მესაიდუმლე შენგან შორს რომ არის?
-კი, თათ როგორ არ ვიცი. ძალიან მაკლდი..
-არა, მე უფრო მაკლდი. შენ სულ უცხოელებში იყავი და ასე თუ ისე გადაგქონდა ყურადღება. მე კიდევ რამდენჯერაც ჩვენს სკოლას ჩავუვლიდი ჩვენი სიგიჟეები მახსენდებოდა, კიდევ შენს სახლთან გამოვივლიდი და გული ამიჩუყდებოდა ხოლმე.
-ვაიმე, ჩემო დაო! გპირდები, აღარ წავალ და ერთად ვიქნებით სულ. რა ხდება შენთან და ლევანთან?-ჰკითხა შეპარვით ანასტასიამ თათას.
-აუ, ახლა ნერვებს ნუ მომიშლი რა! ისევ ისეა, როგორც წლების წინ. აი, პროსტა ტიპმა როდიდან დაიწყო ჩემი გაგიჟება? მოიცა დავითვალო! 16 წლის რომ გავხდი..! ხო, იცი არა? სკოლასთან დახვედრები, სახლთან.. ეს შუბლზე კოცნა რა არის ვერ გავიგე დებილი ბავშვი მგონია თავი. მერე ნუ, კაი მგონია, რომ რაღაც მარა გავიხედები და ხან რომელ გოგოსთან ერთადაა, ხან რომელთან. მითხარი, ეს ნორმალური საქციელია?-ჩაირთო თათა. ანასტასიას ეცინებოდა დაქალის აჯუჯღუნებაზე,-რა გაცინებს? სასაცილოა ეს ყველაფერი? გოგო, ის ხო გახსოვს მაჩაბელი? აუ, რა კაი ბიჭი იყო პროსტა.. რომ მითხრა მიყვარხარო იმენა მეათასე ცაზე ვიყავი და საღამოს სახლში მოვდივარ,მოვდივარ კი არა მოვფრინავ! ლევანი მხვდება სადარბაზოსთან და მეუბნება, რომ პროსტაო არ დაგინახოო მაგასთან ერთადო ესაო ისაო..ერთი ის არ უთქვამს კოჭებს დაგიხვრეტო დანარჩენი ყველაფერი მითხრა.რომელ ნორმაში ჯდება ეს ყველაფერი???
-კაი, თათ ხო იცი რო უყვარხარ?
-მე რავიცი? ყველაფერს და-ძმურში ატარებს!
-კაი, ეხლა დამშვიდდი. ნუ ბუინობ რაღაცებს. მოდი, რა დავიძინოთ, მაინც არ მესმის წესიერად რას ლაპარაკობ..-გაეცინა ანასტასიას და გვერდი იცვალა.
-ა, დაქალი! უყვები და გულის ნადებს უზიარებ და გვერდს იცვლის, ზურგს გაქცევს! პაკა!-დაიბურტყუნა თათამ და ისიც გადაბრუნდა. ანასტასიას ეღიმებოდა თათას ქცევაზე, რომ ეს 20 წლის გოგო ისევ ისეთივე ბავშვი იყო, როგორიც დატოვა.



***

შუადღისას გაიღვიძეს. თან ყავას სვამდნენ ანასტასია, ლალი და თათა თან ანასტასიას პრაღულ ამბებს ისმენდნენ. ამ დროს გიგი და იოანე მოვიდნენ. თათამ დაკეტილ კარებს შეხედა და უკმაყოფილოდ მოსვა ყავა.
-მარტო ჩვენ ვართ, თათ-უთხრა გიგიმ თათას
-აუ, ეგ რა შუაშია?-ვითომ ვერ მიხვდა თათა
-მე ვიცი შენ ვისაც ელოდებოდი, მაგრამ საქმეზეა ეგ წასული..-სიცილით უპასუხა გიგიმ
-არავისაც არ ველოდებოდი..!-გაბრაზდა თათა
-კაი, ნუ ბრაზდები!
-და ვაფშე, შენ რა იცი მე ვის ველოდებოდი? არავისაც არ ველოდებოდი! შენც საკმარისი ხარ აქ, რომ ხარ..!-ცხვირაბზუებულმა უთხრა თათამ.
-დარწმუნებული ვარ ჩემს ძმას ელოდებოდი, რომ გემრიელად ჩაგეჯუჯგნა,- უთხრა გიგიმ და ღიმილით შეხედა თათას. ერთი წამით თათას გულზე მოეშვა, რომ გიგიმ ლევანი არ ახსენა, მაგრამ მერე მიხვდა როგორც და რაც უთხრა გიგიმ და გაწითლდა და უარესად გამწარდა.
-პროსტა, შენ ხმა არ გამცე..!
-კაი, ერთი საათი ხმას არ გცემ,-სიცილით უპასუხა გიგიმ და ანასტასიას მიუბრუნდა, რომელიც ჩაბჟირებულიყო თათაზე,- ტაისია, იო არ გახსოვს შენ? ჩემი ძმაკაცია შენ რომ ჩამოსული იყავი მაშინ კი იყო ჩემს დაბადების დღეზე. კაროჩე, როგორც ოთო და ლევანიკოა ისეა ესეც ჩემთვის,-უთხრა გიგიმ ანასტასიას და თვალი ჩაუკრა. ანასტასია მიხვდა, რასაც ეუბნებოდა გიგი და ნერვები მოეშალა.
-გასაგებია, გიგი. სამწუხაროდ იოანე არ მახსოვს, მაგრამ ახლა მემახსოვრება და ისე იქნება როგორც ოთო და ლევანიკოა ჩემთვის..!-ცივად უპასუხა გიგის და ოთოსა და ლევანის სახელს ზახი გაუსვა.იოანეს გაუღიმა. იოანემაც გაუღიმა. ცოტა უცნაური რამ იგრძნო, თითქოს გულში რაღაც ხიჭვი შეერჭო, რომელმაც არ ატკინა, პირიქით გაურკვეველი ემოცია მოუტანა.
-მოკლედ, რატომ მოვედით. მუხათწყაროში ავდივართ. თან თოვლია იგუნდავებთ "ბავშვები", თან ცოტას მოვწრუპავთ, თან შენს ჩამოსვლასაც აღვნიშნავთ. მშობლებიც მოდიან, ლალიკო ხო წამოხვალ?- ჰკითხა ოთახში შემოსულ ლალის გიგიმ
-კი, ამ წუთას დამირეკა ნინომ და მოვემზადები წავიდეთ.
-მუხათწყაროში ვისთან ავდივართ?-იკითხა თათამ
-შენ მელაპარაკები?- გახედა გიგიმ თათას
-შენ არა, იოს ვკითხე,-ნიშნის მოგებით უპასუხა თათამ გიგის და ენა გამოუყო.
-ჩემთან სახლში,-მშვიდად და სერიოზულად უპასუხა იოანემ თათას. სასწაული იყო! რა ხმა?რა ბარიტონი? აი თან ჩახლეჩილი, თან ბოხი, თან ხავერდოვანი. აი, რაღცნაირი რა! უცებ ადგილზე შეხტა ანასტასია და გახედა იოანეს, რომელმაც მისი რეაქცია დააფიქსირა და ტუჩი ჩატეხა. შეთანხმდნენ, რომ 2 საათში ავიდოდნენ. თათას ახალი აღებული ჰქონდა მართვის მოწმობა და ითავა საჭესთან ჯდომა, ჩემი ანასტასია მე უნდა ავიყვანო პირველად ამხელა გზაზე, გავასეირნო და კლასი ვაჩვენო ტარებისო. თათა, ანასტასია და მათი მშობლები ერთად ისხდნენ. დაძაბული ატარებდა თათა მანქანას, ჩაფრენოდა საჭეს და მხოლოდ წინ იყურებოდა. ამაზე ყველამ იხალისა. როგორც იქნა ავიდნენ. დიდი სახლი ჰქონდა იოს, ერთსართულიანი, თანამედროვედ მოწყობილი, ბასეინით, რომელიც გადახურული იყო არასაზესონო პერიოდში. უკვე მზად ჰქონდათ ბიჭებს ყველაფერი, ბუხარიც დაენთო და ოთო და ლევანი მწვადებს ამზადებდნენ, მათი მშობლები კი სამსაზრეულოში ფუსფუსებდნენ. ანასტასიას დანახვაზე ოთოს და ლევანის მშობლები წამოდგნენ და მისკენ წავიდნენ.
-ჩემო ლამაზო, როგორ მომენატრე!-ჩაეხუტა ოთოს დედა
-შენ მგონი დაცვის აყვანა მოგიწევს,-სიცილით უთხრა ლევანის დედამ და გვერდზე მდგომი ლამაზი შავგვრემანი ქალი გააცნო,-ანასტასია, გაიცანი ჩვენი იოანეს დედა,ეკა.
-სასიამოვნოა, ქალბატონო ეკა,-ღიმილით უთხრა ანასტასიამ და გადაკოცნა
-ქალბატონო მოაშორე გენაცვალე! როგორც ეს გოგოები გყავს,-მიუთითა მეგობრების დედებზე,-ისე, უნდა გყავდე მეც! ახლა, კი თქვენ გადით ბუხართან და მიხედეთ თავს. თქვენი დახმარება არ გვინდა სანამ დავსხდებით რამე ქენით!- ანასტასია და თათა ბუხართან მჯდომ ბიჭებთან მივიდნენ.
-ტაისია, წამო რა ვიგუნდაოთ..!- უთხრა დათიმ დეიდაშვილს. ისიც დათანხმდა და გავიდა ორი „ბავშვი“საგუნდაოდ. იგუნდავეს, პატარა თოვლის ბაბუაც გააკეთს და გაყინულები სახლში შემოვიდნენ.
-ნინ, გამოვუცვლი დათის სად გაქვს ჩანთა?-ჰკითხა დეიდას ანასტასიამ
-იოანეს უთხარი რა.. მისი მანქანით ამოვედით და თუ არ გადმოუტანია ჩანთა გადმოიტანეთ,-უპასუხა ნინომ ანასტასიას.
-იო, ჩანთა გადმოიტანე ნინოსი?-მიმართა მწვადებთან მდგარ იოანეს ანასტასიამ.
-უი, არა.. მოიცა გადმოვიტან,-უთხრა იოანემ და გავიდა გარეთ. გადმოიტანა ჩანთა და დათი და ანასტასია ოთახში შეიყვანა. უყურებდა იოანე ანასტასია, როგორი სიყვარულით უცვლიდა დეიდაშვილს ტანსაცმელს და პატარაც როგორ დამჯერად იქცეოდა. როგორც კი ჩააცვა მაშინვე გაიქცა დათი მისაღები ოთახში. ანასტასიამ დალაგება დაიწყო.
-მოგეხმარები..-შეურთდა იოანე,-არ გენატრებოდა საქართველო?
-კი, ძალიან. ნუ, რა თქმა უნდა იქ ჯობს ცხოვრება, მაგრამ თვითონ სიტუაცია, ხალხი, ქართველები მომენატრენენ ძალიან..
-კი. ეგრე ხდება ხოლმე,-სერიოზულად უპასუხა იომ
-აქამდე რატომ არ გიცნობდი?
-იმიტომ, რომ შენ ჩემზე პატარა ხარ და როცა წახვედი მე მაშინ ჩამოვედი და სულ პატარა, რომ იყავი მაშინ ნამდვილად არ გემახსოვრები..-უპასუხა იომ. ამ დროს გიგი შემოვიდა ოთახში.
-რას შვებით?-ოხ, ეს დასერიოზულებული და ალეწილი სახე როგორ არ უყვარდა ანასტასიას.
-ვალაგებთ,-მშვიდად უპასუხა ანასტასიამ და აარიდა თვალები გიგის.
-გენერალურ დასუფთავებას აწყობთ?-ცინიკურად თქვა გიგიმ
-აუ, გიგი! საქმე ნახე რა..!-გაბრაზდა ანასტასია და ოთახიდან გავიდა.
-შენ ბიჭო ნორმალური ხარ?-შეუტრიალდა იო
-რატო? რა იყო?-ვითომ ვერ მიხვდა გიგი
-ეჭვიანობ ჩემზე, ტო? არ გრცხვენია? რანაირად მოიქეცი?
-არ ვეჭვიანობ, პროსტა დავინტერესდი რას შვებოდით..-ცივად უპასუხა გიგიმ იოანეს.
-არ მენდობი?
-გენდობი, გენდობი...-გაუღიმ გიგიმ, მხარზე ხელი მსუბუქად მოარტყა და მასთან ერთად ოთახიდან გავიდა.



№1 სტუმარი kusuus

ველი შემდეგს <3

 


№2  offline წევრი ელენა ილდანი

kusuus
ველი შემდეგს <3



ხვალ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent