შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მექალთანე თავი 2


9-11-2015, 21:47
ავტორი MLM
ნანახია 6 113

რომ გავიღვიძე სახლში სიმშვიდე იყო, ფურცელი ავიღე, სადაც ნომრები ჩავწერე და ყველაზე გავგზავნე ტექსტი, მარტო ერთ ნომერზე მივიდა, საიდანაც თათამ მიპასუხა. ერთი სული მქონდა მენახა, მარტო იმაზე ვფიქრობდი სასტუმროში როგორ წამეყვანა და ვნებებისთვის გარეთ გამოსვლის საშუალება მიმეცა, მერე კოცნა გამახსენდა, რომ მივხვდი არ მკოცნიდა ხელები დავუჭირე, ისეთი ტკბილი ტუჩები ჰქონდა, ისეთი გემრიელი, რომ მუცლიდან მოყოლებული რაღაცამ დამიარა მთლიან ტანში, გაჩერება არ მინდოდა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მერე ისე გამარტყა სადღა მახსოვდა მისი გამუნეორებელი ტუჩები, უკან მოუხედავად გაიქცა და წამითაც არ მოუხედია უკან, ეს ჩემთვის ისეთი გამოწვევა იყო, თავად თათაც კი ვერ ხვდებოდა, ახლა უფრო მომინდა მისი დამორჩილება, ქვეყანას გადავატრიალებდი და ამ გოგოსთან მაინც მივაღწევდი საწადელს, დაველოდე დაღამებას რომ კლუბში წავსულიყავი და ეს ვნებები სხვაზე მაინც დამეოკებინა, ასეც მოვიქეცი, მე და დიტო ჩემი ძმა და მეგობარი წავედით კლუბში, სადაც დავლიე და ერთ გოგოს დავადგი თვალი, ბევრი ჩალიჩი არ დამჭირვებია, მალე წამოვედით კლუბიდან და სახლში მივედით, მეგონა მეგი აღარ დაბრუნდებოდა, არც ვდარდობდი, მასზე გული მერეოდა, ეს მან კარგად იცოდა, სახლში ავედით და ვნებებს მივეცი გადმოცლის საშუალება უხეშად კოცნით დაწყებული, უხეში ურთიერთობით დამთავრებული. თვალწინ მარტო თათა მედგა, მინდოდა ის ყოფილიყო ამ გოგოს ადგილზე, რომლის სახელიც კი არ ვიცოდი, ნახევარ საათში წავლა მოვთხოვე, დილამდე უნდოდა დარჩენა მაგრამ გავუშვი, დავჯექი სავარძელში და სიგარეტი გავაბოლე, რაღაც უცნაური გრძნობა მქონდა, არანაირი სიამოვნების, უბრალოდ ჟინი მოვიკალი, თავი შემზიზღდა რაღაც მომენტში, ქალს ვერასოდეს ვაფასებდი, დედა და და სხვა იყვნენ მაგრამ, სხვა ქალი ჩემთვის მარტო გასართობი იყო მუდამ, ერთ ღერს მეორე მივაყოლე და ტელეფონს მივწვდი, თათიას ნომერი ავკრიბე და დავურეკე.
- გისმენთ (მომესმა ნამძინარევი ხმა)
- არ მინდოდა ასე გამოსულიყო დღეს
- ბიჭო შენ კიდე გაბედე დარეკვა? რა გინდა ადამიანო მოგკლა? პატრონი არ გყავს? საათი მაინც არ გააქ? 5 საათი ხდება
- ნუ ყვირი, ისედაც თავი მისკდება.
- დავაი რაა ავადმყოფო...
გამითიშა, ჯერ საათს შევხედე, მართლა 5 ხდებოდა, მერე კიდე გადავურეკე და აღარ მიპასუხა, კიდე გადავურეკე მაგრამ მობილური გათიშული ქონდა. ეს გოგო რატო მიწვევს ასე ვერ ვიგებ, არ მივცემ უფლებას რომ გამაკონტროლოს, მარტო ამაზე ვფიქრობდი, ის ვიცოდი რომ ბოდიშს არ მოვუხდიდი, ეგ სიტყვა არასოდეს ამოსულა ჩემი პირიდან. მესიჯი მივწერე და წავედი საძინებელში, თეთრეული მანქანაში შევყარე და ახალი გადავაფარე, დავწექი და დავიძინე,

*********************************************************
როგორც იქნა ჩამეძინა, ტელეფონმა რომ დარეკა ნომრისთვის არც დამიხედია, ხმა რომ მეცნო საშინელი გრძნობა დამეუფლა, გამოვლანძღე და გავუთიშე, არ მოისვენა სანამ მობილური არ გამათიშინა. მერე გემრიელად მინდოდა დაძინება მაგრამ ისევ კოცნა მახსენდებოდა, მიუხედავად იმისა რომ კოცნა ბოლოს სასიამოვნოდ ჩამებეჭდა, მაინც ვმწარდებოდი ჩემს თავზე მას რომ კოცნის უფლება მივეცი, ისევ დავხუჭე თვალები და მის საქციელებზე გამეღიმა. დილით ტელეფონი ჩავრთე და გამოტოვებულ ზარებთან ერთად მესიჯიც მომივიდა,
,, ნუ ხარ ეგეთი კაპასი, გასათხოვარი დარჩებიიიი.“
დილაც ასეთი გინდა რაა ადამიანს, მომეშალა ნერვები და ავდექი დღეს 2 საათამდე ვმუშაობდი, ამიტომ მერე გადავწყვიტე ნათესავებთან კოჯორში ასვლა. იქ დავრჩებოდი... სამსახურიდან რომ გამოვდიოდი ილია დამხვდა მანქანით, ამან გამაკვირვა არ ველოდებოდი,
- როგორ ხარ? როგორც იქნა თავისუფალი ხარ?
- აქ რა გინდა?
- მეც კარგად ვარ გაიხარე (გამიღიმა და ეს მითხრა)
- მიხარია, კარგად რომ ხარ, მაგრამ აქ რა გინდათქო?
- შენ მოგაკითხე, გავიაროთ რა სადმე? ნებართვა მაქვს იკასგან
- მასშინ იკა წაიყვანე სადმე, ნებართვა ჩემგანაა საჭირო და არა იკასგან, კარგად
- მოიცა ცუდად არ გამიგო რაა, უბრალოდ ვივახშმოთ
- მომისმინე, ძალიან ცუდი დღეები მაქვს ამ ბოლო დროს და ეცადე ხელში შენ არ შემრჩე კაი?
- მოდი სადმე გავიდეთ და ვილაპარაკოთ რაა, ვინმე გაწუხებს?
- ილია ხოო?
- კი ილია მქვია
- ხოდა სანამ იკასთან დამირეკია და საყვედური მითქვამს, შენი აქ დაყუდებისთვის, იქამდე წადი კაი? არაფერი გამოვა ჩვენ შორის
- მე შენს ადგილზე ასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი, შმაგი ჩემი ძმაა, მარა ჩვენ შორის ჩადგომის უფლებას არ მივცემ
- შმაგი რაღა შუაშია?
- აა, ანუ მე დავასწარი? (გაიცინა და მიმახვედრა მასაც მოეწონეო, ეს გოგოებს ალბათ სიამოვნებთ კიდეც მაგრამ მე სხვა ვარ, ამიტომ იკაზე გავმწარდი და უთქმელად ჩავჯექი მანქანაში, იკას დავურეკე და დაველოდე როდის მიპასუხებდა)
- ვერ გავიგე, ეგეთი ზედმეტი ვარ შენთვის რო ჩემს მოშორებაზე ხარ?
- რა ხდება თათი?
- რა რა ხდება იკა? როდის აქეთაა ჩემი სურვილის გარეშე ვინმეს მაყენებ სამსახურთან?
- მოიცა დამშვიდდი და წყნარად ამიხსენი
- რა აგიხსნა? ის რო შენ ძმაკაცებს ჩემზე ტაციაობა აქვთ გამოცხადებული და მე არავინ არ მეკითხება?
- ვინ ძმაკაცებს? ილომ მითხრა მაგრა მომეწონაო და ეგაა მეტი არაფერი არ ყოფილა
- ხო არაა? შმაგიზე რაღას მეტყვი?
- შმაგი რა შუაშია ? (ილიან ნათქვამი გადავეცი რაზეც მიპასუხა) კაი თათი, ხო იცი შენ თუ არ გინდა არავინ გაგეკარება, შმაგიზე გავარკვევ, მარა ილო მაგარი ბიჭია და ხელიდან არ გაუშვა
- ეგ მე ვიცი იკა ვის გავუშვებ და ვის დავიჭერ, მანამდე კიდე შენი ძმაკაცები დააწყნარე, აღარცერთის დანახვა აღარ მინდა...
დავემშვიდობე და ამოვისუნთქე ღრმად, სახლში მივედი მოვწესრიგდი და კოჯორისკენ წავედი.

********************************************************

დილით გავიღვიძე და ტელეფონს ვეცი, არაფერი იყო მოსული, მეც შევეშვი, გავემზადე და სამსახურში წავედი, დღეს 12 საათი უნდა ვყოფილიყავი სამსახურში, მთელი დღე ტელეფონს ველოდებოდი მაგრამ არაფერი მოსულა, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში ვიყავი დღეს განაწილებული. უკვე საღამო იყო, საკმაოდ ცუდ ხასიათზე ვიყავი რაც გიორგის არ გამოპარვია, სადაც უნმიშვნელო დარღვევად ვხედავდი ყველას ვაჯარიმებდი, არავინ დამინდია, თავისუფლებაზე ვმოძრაობდით, ერთმა მანქანამ საავარიო სიტუაცია რომ შექმნა, დავინახე ნაცნობი მანქანა რომელსაც რამის დაეჯახა სხვა მანქანა და წამებში იქ გავჩნდი, ახლა სამუშაოს მოვალეობები უნდა შემესრულებინა, ამიტომ თათიას არც კი მივესალმე, დავინახე მისი შეშლილი სახე, ეჩხუბებოდა ბმვ-ს მძღოლს რომელმაც რამის თათა ამოატრიალა, ის კიდე ებლატავებოდა, შენ შემომივარდიო, მე და გიო მივედით, სიტუაცია განვიხილეთ და 500 ლარიანი ჯარიმა ავკიდე ბმვ-ს მძღოლს, მერე გავუშვით თათაც აპირებდა წასვლას მაგრამ გავაჩერე.
- იცი რო მაგრა ხარ გადარჩენილი?
- რაზე?
- დიდი სიჩქარით მოდიოდი, რომ შეემჩნია და ეთქვა იმ ბიჭს შენც დაგაჯარიმებდი, იმიტო რო სხვა გზა არ მექნებოდა
- ხოდა დამაჯარიმე მაშინ
- რატო ხარ ეგეთი ჯიუტი? მე შენს მხარეს ვარ
- არავისთან არ მინდა ვალში ყოფნა
- ვალი რა შუაშია?
- დაამთავრეთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება ბატონო საბა?
- ჯერ არა, 9 საათზე ვამთავრებ და ვახშამზე გეპატიჟები
- ეგ უკვე მეტისმეტია, რატო გადამეკიდეთ ყველა ერთდროულად? რომელიმე მაინც ვარგოდეთ რამეში
- ეგ რას ნიშნავს? ვინმე გაწუხებს?
- შეიძლება წავიდე? (მივუბრუნდი მეორე ახალგაზრდა კაცს, რომელმაც გამიღიმა და თავი დამიკრა წადიო, მეც აღარ გავჩერდი და წავედი)
- შეეშვი საბა ამ გოგოს, კარგი გოგო ჩანს
- შანსი არაა, რამდენ უარსაც მეუბნევა, იმდენად მეტად მიჩნდება სურვილი დავიმორჩილო
- უკვე ატ...ებ ძმურად გეუბნევი რაა. ან 500 ლარიანი ჯარიმა რატო დაუწერე იმ ბიჭს?
- ღირსი იყო, წამო ეხლა.
ისევ გავაგრძელეთ მუშაობა, სამსახურს რომ მოვრჩი დავურეკე, მან კი გამითიშა, მერე მესიჯი მივწერე.
,,შენც დაისვენებ და მეც დამასვენებ, ერთადერთ შეხვედრაზე დამთანხმდი“
,,შემეშვი“
,,რამდენადაც გამექცევი იმდენად მიზიდავ იცოდე და კარგად დაფიქრდი“
,, შე მე შვიიიი“
,, შენი გადასაწყვეტი ეგ არაა, ცუდი თვალით შემომხედე და მაგიტო ვერ მიტან მარა არ ინანებ ჩემს გაცნობას გპირდები“
აღარაფერი მოუწერია, ჩემს ნერვებზე თამაშობდა ეს გოგო, სახლში მივედი და ტელევიზორი იყო ჩართული, მეგი ისევ დაბრუნებულა, ამოვიოხრე და შევედი.
- მოხვედი?
- მე კიარა შენ მოხვედი? აღარ მოგბეზრდა მეგი ასე ცხოვრება?
- შენ ჩემი ქმარი ხარ და არასოდეს მომბეზრდება, გშია?
- მოდი ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ რაა, არ მიყვარხარ მეგი, ეს კარგად იცი, რა პირობითაც მოგიყვანე ცოლად ეგეც გახსოვს, მაგრამ ისე მოიქეცი უარესად შემაზიზღე თავი, ეხლა აღარაფერი აღარ გამოვა, ან გამშორდები, ან ასე იცხოვრებ
- საბ, მე მიყვარხარ, ამიტომ ხელს არ ჩავიქნევ შენზე, რაც არ უნდა მოხდეს მე შენი ცოლი ვარ, შენთან მინდა, მენატრები, უკვე რამდენი ხანია ერთად აღარ ვყოფილვართ?
- მეგი საკმარისია, დაღლილი ვარ და შენი თავი არ მაქვს. (მისი ხელები მოვიხსენი კისრიდან და ოთახში წავედი, სისხლი ტვინში მასხავს როცა მახსენდება რომ მასზე ვიყავი დაქორწინებული, დავწექი მინდოდა დამეძინა, ცოტახანში კარი გაიღო და გვერდით მომიწვა, მერე ფერება დამიწყო,)
- მეგი გეყოფა, გადი ოთახიდან
- არა, ჩემი ქმარი ხარ, და შენთან მინდა (ხელების ფერებას უმატა და კოცნა დამიწყო, აქ უძლური ვიყავი კაცი ვარ და ვნებები ამეშალა, რომ გავიაზრე რაც გავაკეთე უთქმელად ჩავიცვი და სახლიდან გამოვედი, მასთან მას მერე აღარ ვყოფილვარ რაც გავიგე რომ ორსულად არ იყო. დიტოსთან ავედი და მასთან დავრჩი. კვირაზე მეტ ხანს ვთხოვდი თათას შემხვედროდა, უკვე აკვიატებად მექცა ეს გოგო, თბილ და სასიყვარულო მესიჯებს ვიგზავნიდი, მაგრამ ან არ მპასუხობდ ან, მწარეს მომწერდა ხოლმე, ასე ჯერ გოგო არ გამჯიუტებია, მერე შოკოლადები და რაფაელოს დიდი შეკვრა გავიგზავნე სახლში, დამირეკა და მადლობა გადამიხადა, აი აქ მივხვდი რომ ჩიტი გალიაში ებმეოდა, კიდევ 1 კვირა ვეხვეწე რომ შემხვედროდა, ვერ ვცნობდი ჩემ თავს, ამ ხნის მანძილზე არცერთ გოგოსთან არ ვყოფილვარ, დილა როგორც კი თენდებოდა, მას ვწერდი მესიჯს, ისიც აშკარად მომილბა, დღეს ისევ შემთხვევით შევხვდი, ისევ კოჯორში მიდიოდა, სახლში რომ მივედი უზომოდ ვიყავი ნერვებ მოშლილი, მეგიმ უარესი დამიმატა და სახლიდან გავვარდი, კლუბში წავედი და დავლიე, მერე ერთი გოგო მომიჯდა მაგიდასთან და აქეთ შემაბა თავისი ჭკუით, გარეთ გამოვედით ვითომ სალაპარაკოთ და კოცნა დავუწყე,)
- აქვე ვცხოვრობ წამოხვალ? (მკითხა)
- აბა რას ვიზავ?
გავყევი, მარტო იმას ვფიქრობდი რომ ვნებები დამეკმაყოფილებინა, სახლში შევედით თუ არა კოცნა დავუწყე, როგორც ყოველთვის, მასაც უხეშად ვექცეოდი, არ ვიცი რა დამემართა მაგრამ მასთან ვერ შევძელი დაწოლა, ცოტა რომ დავიწყნარე თავი ვუთხარი
- უნდა წავიდე
- ასე მალე? ჯერ არც მოსულხარ თან...
- ხო საქმე მაქვს,
- ამ შუაღამისას არაა? და ნომერს არ წაიღებ?
- მომეცი (გამოვართვი მარა არც დამიხედია, ფეზებზე ... მისი ნომერიც და თავად ეგ გოგოც, წამოვედი და ისევ თათაზე დავიწყე ფიქრი, ძალიან გვიანი არ იყო ამიტომ დავურეკე)
- შენი ნახვა მინდა
- კიდე დაიწყე თავიდან?
- მართლა მომწონხარ და იმიტო, მნახე ეხლავე გთხოვ რაა
- არ შემიძლია
- სახლთან მოგაკითხავ
- კოჯორში ვარ ისევ,
- კაი ამოვალ მაშინ
- არა ეხლა შანსი არაა ვერ გამოვალ,
- უზომოდ მჭირდები, იცოდე რომ ამას არასოდეს ვეუბნევი არავის, უბრალოდ მნახე გთხოვ
- ...
- მისმენ?
- ვეცდები გამოვიდე,
- 15 წუთში კოჯორში ვარ.
გავუთიშე და გახარებული გავვარდი მისკენ, როგორ მინდოდა ახლა მასთან ყოფნა არავინ იცით, არ ვიცი ეს რა იყო, იმის ჟილკა, უარს რომ მეუბნეოდა მაინც ჩემი გამეხადა, თუ ის რომ უბრალოდ მასთან სე..ი მინდოდა, 20 წუთში კოჯორში ვიყავი და ვნახე.
- მადლობა რომ გამიგე
- ნასვამი ხარ?
- ცოტა, რაღაც პრობლემები მაქვს და დავლიე
- და მე რა შუაში ვარ? ფსიქოლოგის მოვალეობები უნდა შევითავსო?
- მანქანით ხარ?
- კი
- კაი ტაქსს გავუშვებ და შენი მანქანით ჩავიდეთ თბილისში
- რაა? აქ ვრჩები დღეს
- კაი რა თათა? დღეს გამიგე გთხოვ რაა?
- არ ვიცი რატო გთანხმდები მარა კაი,
- მადლობა...
გონებაში უკვე მის ფერებაში ვიყავი, ისე ძლიერ მინდოდა მასთან დაწოლა წამითაც ვეღარ ვიცდიდი, მაგრამ არ მინდოდა დამეფრთხო. ძლივს დავითანხმე ნახვაზე. თბილისში ჩამოვედით და ერთ ერთ სასტუმროსკენ წავიყვანე, როგორც კი დაინახა რა იყო გაჭედა
- შენ ხოარ უბერავ? აქ რა მინდა?
- არაფერს დაგიშავებ გპირდები, უბრალოდ შენს გვერდზე მინდა ყოფნა, მართლა ძაან ცუდად ვარ
- მერე მე დედა ტერეზა მნახე?
- არ ვიცი ვინ გნახე, მაგრამ ფაქტია რომ ჩემზე გავლენა გაქ, თან ძალიან დიდი, გთხოვ, უბრალოდ შენს გვერდით მინდა ვიყო, პირობას ვდებ არაფერს დაგაძალებ, უბრალოდ ჩაგეხუტები ამით ხომ არაფერს კარგავ?
- გამორიცხულია, არასოდეს არ გავაკეთებ მაგას
- რატო მეწინააღმდეგები? უბრალოდ ჩაგეხუტები და წყნარად დავიძინებ, ამდენს რატო მახვეწნინებ?
ხმა აღარ ამოიღო, ერთი გამაფრთხილა ზედმეტს თუ გაბედავ მოგკლავო და წამომყვა... ოთახში ავედით აშკარად დაძაბული იყო, ამიტომ ვეცადე ცოტა მოშვებულიყო, წამოვწექი და გვერდით ვთხოვე დაწოლილიყო, არ ვიცი რატო მაგრამ გულის გადაშლა მომინდა, ისიც იწვა ისე რომ ხელები მუცელზე ედო, მეც მას მივბძე და დავიწყე ლაპარაკი.
- ცხოვრებაში ყველაფერი მაქვს, მაგრამ არაფერს წარმოვადგენ, (ამის თქმა იყო და თათამ გადმომხედა, მეც მისკენ მივატრიალე თავი და ისე გავაგრძელე ლაპარაკი) არ მინდა ასეთი ცხოვრებით ვცხოვრობდე, მეც მინდა ოჯახი, სადაც უბრალოდ ქალი კი არა საყვარელი ქალი დამხვდება, რომ შევალ თვალებში სითბო ჩაუდგება და სიყვარულით გამიმზადებს ვახშამს, ასეთი ქალი ვერსად ვერ ვიპოვე, სწორედ ამიტომ ვარ ასეთ დღეში.

*****************************************
საბამ იმდენი ქნა, რომ მის მიმართ გრძნობები გამიჩნდა, მივეჩვიე რომ ყოველ წუთას უნდა მოეწერა, მისგან ყურადღებას ვგრძნობდი, რაც ძალიან მომწონდა, ნინის ველაპარაკე ამ ყველაფრზე და მითხრა, მგონი მალე შეგიყვარდებაო, ამაზე დავფიქრდი და მგონი მართალი მითხრა ნინიმ, სულ ცოტა მეკლდა შეყვარებამდე, როცა დამირეკა და მითხრა მჭირდებიო, მივხვდი რომ მისთვის სულერთი არ ვიყავი, ამიტომ ვნახე, მერე სასტუმროს დანახვამ შემაშინა, თუმცა რატომღაც მასთან ყოფნა მომინდა, ამიტომ გავყევი, როცა მელაპარაკებოდა, ისეთი გულრწფელი ჩანდა, თვალს ვერ ვაშორებდი, ვუსმენდი და ვგრძნობდი რომ მის მიმართ გრძნობა გამაჩნდა.

__________________________
ცოტა პატარაა მაგრამ საინტერესო შემდეგი თავისთვის მოვიტოვე, :)



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

გემრიელი თავი იყო.

 


№2 სტუმარი ანუშკები

მალე დადე , ძაან მაგარიხარ :დ გაღიარებ !

 


№3 სტუმარი darina

Ise momwons es wyvili vgijdebi, sheni wina istoria xom iseti kargi iyo, magari gogo xar.

 


№4  offline წევრი dadeshqeliani

ჩემო კარგოოო <3 ჯერ არ ვკითხულობ დავაგროვებ რამდენიმე თავს და მერე ჩავტკბებიიი <3 მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ და დარწმუნებული ვარ ეს ისტორიაც შეუდარებელია დარწმუნებული ვარ <3 აუცილებლად გააგრძელე და მალ-მალე დადე რააა გთხოოვ <3 love

 


№5  offline წევრი MLM

dadeshqeliani
ჩემო კარგოოო <3 ჯერ არ ვკითხულობ დავაგროვებ რამდენიმე თავს და მერე ჩავტკბებიიი <3 მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ და დარწმუნებული ვარ ეს ისტორიაც შეუდარებელია დარწმუნებული ვარ <3 აუცილებლად გააგრძელე და მალ-მალე დადე რააა გთხოოვ <3 love

მაშინ მესამე თავიდან კითხვა უნდა დაიწტო ისე ვიტარდება მოვლენები :* უზომოდ დიდი მადლობა ჩემო კარგო და მეც მიყვარხარ

 


№6  offline წევრი dadeshqeliani

MLM
dadeshqeliani
ჩემო კარგოოო <3 ჯერ არ ვკითხულობ დავაგროვებ რამდენიმე თავს და მერე ჩავტკბებიიი <3 მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ და დარწმუნებული ვარ ეს ისტორიაც შეუდარებელია დარწმუნებული ვარ <3 აუცილებლად გააგრძელე და მალ-მალე დადე რააა გთხოოვ <3 love

მაშინ მესამე თავიდან კითხვა უნდა დაიწტო ისე ვიტარდება მოვლენები :* უზომოდ დიდი მადლობა ჩემო კარგო და მეც მიყვარხარ

აუცილებლაად ისედაც ძლივს ვითმენ რო სულმა არ წამძლიოს <3 ჩემი უუუკარგესო <3 მიყვარხარ საშინლად და მიყვარს შენი ისტორიები

 


№7  offline წევრი ლუნა

მალე განაგრძეე რაა გთხოოოვ ძაან დამაინტერესაა

 


№8  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra kargi iyoo momewona

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent