ჩემს ქორწილში შენ იქნები პატარძალი! -1- -2-
დაღლილმა გამოვკეტე სტუდუიის კარები და სასამოვნოდ გაოცებულმა მოვირგე ყურსასმენები.Gun 'N roses "november rain" საყვარელი მუსიკუს თანხლებით დავუყევი ტროტუარს და ნეტარიბის მორევში ღრმად შევცურე. უკვე ცამეტი წელია ვცეკვავ ქართულ ნაციონალურ ცეკვებს.თვრამეტი წლის ვარ აბიტურიენტი,დასაწყისშივე მოგახსენებთ ვერ ვიტან სწავლას ზარმაცი გოგო გახლავართ,თუმცაღა ჩემი არისტოკრატი ბებო თვალების ბრიალით მხვდება კარებთან როცა რეპეტიციიდან გასავათებული მოვდივარ და ძალით მამეცადინებს ამხელა გოგოს!მამა კი ის სხვა ფენომენი,სხვა გალაქტიკაა ჩემთვის,მეგობარი,მესაიდუმლე ყველაფრია ჩემთვის ამიტომაც მიყვარს მამიკო მთელი არსებით.დედას რაც შეეხება ის და მამა გაშორებულები არიან მამა კი სამი წლიდან ბებოსთან და ბაბუსთან ერთად მზრდიდა.სწორედ მან მომიყვანა აქამდე მე,ევა ქარსელაძე. საშინლი წვიმა წამოვიდა,ქურთუკი მჭიდროდ შოვიჭდე სხეულზე, კაპიშონი წამოვიფარე და სირბილით შევედი სადარბაზოში.ქლოშინით ავირბინე ოთხი სართული და სახლში გაწუწული შევედი. -მოვედი მე-დავიძახე სამზარეულოსში მოფუსფუსე ბებოს გასაგონად,ჩანთა და ქურთუკი გაურკვევეველი მიმართულებით მოვისროლე და ჩემს ოთახში შევფრატუნდი სპორტულები ჩავიცვი და სამზარეულოში შევედი ბებოსთან. -ევა ბები მოდი ჭამე რამე და მერე ვიმეცადინოთ-ღიმილით დამიდო ბებომ თეფშზე განლაგებული მადისამღძვრელი ხაჭაპურები. -როგორ არ გეზარება მზიკო-მივუგე პირგამოტენილმა. -ჯერერთი კულტურა ევა!არხარ პატარა ბავშვი ყურების აწევით და ტაკოზე მოცხებით რომ დაგსვა მაგიდასთან განათლების მისაღებად!-გამიწყრა ბებო. -რატომ არგესმის ბე რომ ვიღლები!-არცმე დავუთმე პოზიცია. -ცეკვის გარდა არაფერი უნდა იცოდე ბებო?განათლებაც ხომ უნდა გქონდეს?ვინ წაგიყვანს უტვინოს და გაუნათლებელს?- -მოვძებნი ვინმეს ჩემსავით ცალტვინას შენ არიდარდო ოღონდ-ლოყაზე ვაკოცე და სამზარეულო დავტოვე. ღიმილით შევაღე ჩემი საძინებლის კარები და საწოლზე გავიშოტე.ფანჯარას ისევ ხმაურით ეშხეფებოდა წვიმის წვეთები.მიყვარს წვიმა ახლაც ჩემი საყვარელი ტანგოს მელოდია ჩავრთე და ნებიერად მივლულე თვალები. ძილის სამეფოს ვტოცებდი,ყურში ისევ ჩამესმოდა ვიოლინოს საამური ჰანგები.ლასლასით წამოვდექი საწოკუდან და ფანჯარას მივუახლოვდი ისევ ისე წვიმდა.კარის ხმის გაგებისას თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი ჰოლში სადაც სამსახურიდან მოსულ მამას ჩავეხუტე . -ჩემი სიხარული-თავზე მაკოცა ლევანმა.- -დაიღალე მა? -ვკითხე დაზაფრულმა როცა მის სახეზე დაღლილობის კვალი აღმოვაჩინე. -სულ ცოტა.შენ იყავი ცეკვაზე?? - -კიი ზეგ მივფრინავთ!-გახარებულმა ადგილზე ცაქმუტვა დავიწყე როცა მოსალოდნელი მოგზაურობის კადრები დამიდგა თვალწინ. -ჩემი სულელი გოგო -ჩამეხუტა მამა. -მიყვარხარ მა -თვალცრემლიანმა მთელი გულით ჩავიკარი გულში. *** დილით ადრიანად გამაღვიძა მზიამ.დიდი წუწუნით და დავიდარაბით გამოვძვერი საწოლიდან.ნახევრად მძინარემ მივიღე შხაპი ჩაიცვი და სირბილით გავიქეცი რეპეტიციაზე.ათი საათის განმავლობაში ერთხელაც არდაგვასვენა ქორეოგრაფმა. უკვე საღამოს შვიდი საათი იყო როცა გამოვიშვეს და გაგვაფრთხილეს ხვალ დილის 5 საათზე სტუდიის წინ ვმდგარიყავით ჩვენ -ჩვენი ბარგი-ბარხანით . -ანა ჩამოდი-მივწერე ჩემს დაქალს რომელიც უნდა გამომყოლოდა მკერავთან კაბის გამოსატანად.სადარბაზოს წინ ვიდექი ყურებში ისევ ყურასამენები მქონდა გაჩრილი და საყვარელი მუსიკის ჰანგებით გაბრუებული ფილაქანზე ლამაზ მოძრაობებს ვხატავდი. -ჩემი ნიკიტა-სადარბაზოდან გამოსული ანა ასი წლისუნახავივივით გადამეხვია. -ნელა გიჟო გავიჭ,ყლიტე-ამოვუზმუვე სასომიხდილმა.სამკერვალოდან პირდაპირ ჩემთან ავედით,ისე როგორ გამიშვებდა მილანში ჩემი პატივცემული ბაბუ მთელი სანეთასავო რომ არ მოეპატიჟებინა შინ და მისი ერთადერთი შვილიშვილის გასტროლებში წასვლა არ აღენიშნა და გზა არ დაელოცა. -ევა ბებიკო შენ ამათ ნუ უყურებ შედი შენსოთახში და დაისვენე ცოტა-მანიშნა ბებომ რომელიც მაგიდაზე ახალ-ახალ კერძებს ამატებდა.დაღლილმა შევაღე ოთახის კარები და პირქვე დავემხე საწოლზე.ჩამძინებია... 3:55 წუთზე გამაღვუძა ანამ მოთქმით ტიროდა და ლაზღანდარობდა.ღიმილით გადავუსვი თავზე ხელი და ვანუგეშე რომ მალე დავბრუნდებოდი,რაღა მალე 15 დღეში და დაპირებულ საჩუქრებსაც ჩამოვუტანდი. საშინელი სიცივე შემომეგება როგორც კი მანქანიდან გადავედი.ნაღვლიანად მუვეხუტე აკრუსუნებულ ბებოს და დამჭკნარი ლოყები დავუკოცნე.. დიდად არმეხატება გულზე დამშვიდობება და სენტიმენტალური "ზამაშკები" ჩემებს გემრიელად ჩავეხუტე და მელევე გავუჩინარდი შავ კარში. *** თვითნფრინავით პირველად ვმგზავრობდი,აქამდე საქართველოდან ფეხიც კი არ გამიდგამს.ახლა კი,ჩემი ქორეოგრაფის და ნათლიას თხოვნით მომცა უფლება მამამ წავსულიყავი. ყველამ ღვედი შევიკარით სწუვარდესას თხოვნით.ბავშვები ყურისწამღებად, გაუჩერებლივ საუბრობდნენ რაც დისკომფორტს მიქმნიდა, გასავათებულს ერთისული მქონდა სასტუმროში დროზე მივსულიყავი და გამომეძინა. პირველი კონცერტი ჩასვლიდან მეორე დღეს გვქონა.დიდი ენთუსიაზმით და მონდომებით ვემზადებოდით ყველა.კონცერტი სამი საათი მიმდინარეობდა ხოლო ბოლოს მე და ვატო ვხურავდით ქართული ცეკვით.დიდად ვინერვიულე მეთქი ვერ გეტყვით სულაც არმეტყობოდა აღელვება რადგან ხალხისგან უდიდეს სითბოს ვგრძნობდი. ხმაურიანი აპოლოტისმენტების თანხლებით დავტოვეთ დარბაზი და ბედნიერმა შევაღე ჩემი გასახდელის კარები იქ კი უდიდესი სისხლისფერი ვარდების თაიგული დამხვდა.ხარბად ჩავისუნთქე სასურველი ყვავილების სურნელი,ჩემი ყურადღება პატარა ბარათმა მიიქცია "ჩემს ქორწილში შენ იქნები პატრძალი!" გაკვირვებისგან თვალები შუბლზე ამივიდა ამის დამწერი დალაგებული არ უნდა იყოსმეთქი გავიფიქრე მერე, ბარათი საიმედოდ შევინახე ჩანთაში თაიგულს ხელი დავავლე და კარები გავიხურე. -ევა!-გავიგონე ჩემი ქორეოგრაფის ხმა როცა სასტუმროს კიბეზე ავდიოდი. -დიახ მაკა მას-ღიმილით მივუახლოვდი ნათლიაჩემს. -დღეს შეუდარებელი იყავი-დიდი სითბოთი მომეხვია. -მადლობა,ვეცადე ყველაფერი უშეცდომოდ გამეკეთებინა.- -გამოგივიდა კიდეც ჩემო კუდრაჭა!ვამაყობ შენით!- -ახლაა თავში ამივარდება-გავეკრიჭე ნათლიას. -მმმ ვარდები?-ეშმაკურად შემომხედა მერე კი ვარდები დაყნოსა. -ხო გასახდელში დამხვდა-მეც გავუღიმე. -იკო გნიტო?-წარბები აწია მაკამ. -რაღაც მაგდაგვარი-უკმაყოფიკოდ ჩავუფრუტუნე როცა ბარათის შინაარსი გამახსენდა. -კარგი ჩემო ტკბილო ადი ნომერში ცოტა დაისვენე და საღამოსთვის გაემზადე მთელი შემადგენლობით ვართ დაპატიჟებული კორპორატიულზე.- -ვინ დაგვპატიჟა?-გამიკვირდა მე. -დღეს ცნობილი ბიზნესმენების დელეგაცია ესწრებოდა კონცერტს და მათ მიგვიწვიეს-აღფრთოვანებული მიყვებოდა მაკა თუ როგორ მოვეწონეთ და როგორ შევაყვარეთ ქართული ცეკვა და კულტურა მასპინძელ ხალხს. დაღლილმა შევაღე ნომრის კარები ვარდები ლარნაკში ჩავაწყვე და კმაყოფილმა კიდევ ერთხელ ხარბათ შევისუნთქე მათი გამაბრუებელი სურნელი.მთელი დაღლილობა ერთად მომაწვა და გონება გამეთიშა.ტანისამოსი ერთი ხელის მოსმით გავიხადე და წყლუს ჭავლს ქვეშ დავდექი. ასე მეგონა ასი ტონა ჭუჭყი ჩამოვირეცხე სხეულიდან როცა აბაზანიდან გამოვედი.ხალათით კომფორტულად მოვთავსდი საწოლზე და სახლში დავრეკე.ბებოს ტირილის მოსმენისას გული შემიღონდა,ხანგრძლივი საუბრის შემდეგ დავემშვიდობე და ანასთან გავაბი ბაასი.ყველაფერს დაწვრილებით მეკითხებოდა ბოლოს მასაც დავრმშვიდობე, დრო იყო მომზადება დამეწყო საღამოსთვის.პირველ რიგში თმა გავიშრე და გარდერობიდან ზურმმუხტის ფერი,ხავერდის მოკლე კაბა გამოვიღე და ჩავიცვი.ვიწრო იყო კაბა,ლამაზი დეკოლტით და საკმაოდ ამოღებული წელით.ფეხზე თეთრი მაღლები ამოვიცვი.გრძელი შავი თმა ჩამოვივარცხნე და გაშლილი დავიტოვე,მაკიაჟი არასდროს მხიბლავდა ამიტომ მხოლოდ მსუბუქად გადავისვი თვალზე ფანქარი და ტუჩები მუქი შინდისფერი ტუჩსაცხით გავიფერადე.საბოლოო ჯამში სარკიდან დანახულმა "მე"'-მ ძალიან მომხიბლა და არანაირი შესწორების შეტანა არ დამჭირვებია მხოლოდ, სუნამო ვიბკურე ხელჩანთა და ტელეფონი ავიღე და ოთახი დავტოვე. -ევაც ჩამობრძანებულა-თავისებური როგორც ყოველთვის "ჩააკვეხა" ვატომ როგორც სჩვევია.ვატო ჩემი მეწყვილეა და ამავდროულად ჩემი ნერვების მომშლელი არსება!უკვე სამი წელია სიყვარულს მეფიცება და ვერაფრით მომიშორებია თავიდან. -ვატო კი როგორც ყოველთვის "შეტევაზე" გადადის უმალ,როცა მას ნახავს!-არცმე ჩამოვრჩი და დაბდღვერილმა ავუარე გვერდი. -ევა შენ გელოდებოდით ძვურფასო-ხელკავი გამიყარა მანომ და სასტუმროდან გამიყვანა. სიტუაცია იყო საშინელი!ამას კიდევ ქართულ მამა-პაპურ სუფრაზე ჯდომა და უთავბოლო სადღერძელოების მოსმენა მერჩივნა.მოწყენილობისგან ლამის მაგიდასთან მდგომს ჩამეძინა.თითო მაგიდასთან სამი,ოთხი ადამიანი თუ იდგა და გრაციოზულად საუბრობდა.ნერვები მომეშალა და ოფიციანტს ერთი ბოკალი წითელი ღვინო გამოვართვი.ხალხის გართობით ვიყავი გართული როცა დარბაზში ზუზუნი ატყდა,ჟურნალისტების მთელი ამალა,რომელიც მხოლოდ ახლა შევამჩნიე კარებისკენ მიიწევდა ყიჟინით.ყველას კარებისაკენ ჰქონდა მიმართული ვიფიქრე ახლა აქ ვინმე " მდიდარი,ჩაპუტკუნებული დიკაბრიო შემოვა" დასწორედ მაშინ შემივიდა თუ შემოვიდა... მაღალი,შავგრიმანი,ათლეტური აღნაღობის.....ცხოვრებაში პირველად,გეფიცებით მართლა პირველად "დავდებილდი" მამაკაცის ნახვისას. რისი დიკაბრიო,რასი დეკაბრიო ნერწყვის დიდი გორგალი გაჭირვებით გადავაგორე სასულეში,ფიქრების მოსაშორებლად თავი გავაქნიე ღვინო მოვწრუპე და მზერა დაკვირვების ობიექტს მოვაშორე. ოთახში გამეფებული ყიჟინა წყნარმა,ჰარმონიულმა მელიდიამ ჩაახშო.ალბათ უკვე გითხარით რომ ნამდვილი " მელომანი" ვარ.ნეტარებისგან თვალები მივლულე და მუსიკას ტანი ავაყოლე. ამ ისტორიის პირველი თავი გუშინ დავდე სხვა სათაურით.რაღაც მიზეზების გამო კი სათაურის შეცვლა მომიწია ამიტომ ხელახლა დავდე პირველი ნაწილი და მეორეც მივაყოლე...იმედია მოგეწონებათ გამოხატეთ თქვენი აზრი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.