შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალები (14 თავი) დასასრული


10-11-2015, 00:26
ავტორი murachashvili
ნანახია 4 338

მეთოთხმეტე თავი
გიორგი ყურადღებით კითხულობდა ანგარიშს. ვხვდებოდი, ცდილობდა სიბრაზე დაემალა, მაგრამ ემოციის კონტროლი უჭირდა.
- ლევანმა ეს ანგარიში ნახა? - მოგუდული ხმით მკითხა მან.
- კი.
- ის შეხვედრაზე იქნება, შენთან სათხოვარი მექნება, არაფერი შეიმჩნიო. - მეუბნება გიორგი.
- თუ ჩემი იქ ყოფნაც გინდა, მგონია ვერ მიხვდება სიმართლე რომ იცი?!
არაფერი მიპასუხა თითქოს ჩემი კითხვა ვერ გაიგო.
- მისგან არ ველოდი. მართლა ვენდობოდი. არა უშავს. ის არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება. გამიმართლა შენ რომ მყევხარ. - გულში მიკრავს ის.
- თუ არ გინდა მიხვდეს სიმართლე რომ იცი, უკეთესი არ იქნება, მე მაგ შეხვედრაზე თუ არ ვიქნები?
- წლებია ველოდებოდი, როდის შევძლებდი შენს დაბრუნებას. ერთი სული მქონდა ოჯახის სახე მიგვეღო, ჩემთან იცხოვრებ?
- შენთან? - დავიბენი მე - სად, აქ?
- რა ვიცი, სადაც გინდა, ხან აქ, ხან სხვაგან. მთავარია ერთად ვიყოთ. ჩვენ და ბავშვები.. - თვალები ეშმაკურად ქონდა მოწკუტული და ჩამს რეაქციას აკვირდებოდა.
- როგორ არ მინდა! - გამიხარდა მე.
- მაშინ ამ შეხვედრაზე ყოფნა მოგიწევს! დროა გაიცნონ ჯორჯო აბადონატოს მეუღლე. თამარა აბანდონატო. კარგად ჟღერს ხომ?
- რა თქმა უნდა ! - სიცილით ვეხუტები მე.
- დროა ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს, მთავარია ვიცოდე, რომ ჩემთან ხარ და ჩემი ხარ!
ჩვენ ბევრს ვსეირნობდით ფეხით, სად არ ვიყავით, ხან კინოში, ხან ქუჩის კაფეებში, ხან მაღაზიებში. თავისუფლები ვიყავით. არ გვაწუხებდა არავინ და არაფერი, ბავშვებს დროის სხვაობის გამო ნაკლებად ვესაუბრებოდი. ძირითადად მესიჯებს ვწერდით ერთმანეთს. ახალი საფიქრალი მხოლოდ ის მქონდა, რომ “გიორგის დაგეგმილ წვეულებაზე დედოფალივით ვყოფილიყავი“, მეცინებოდა ამას რომ მეუბნებოდა.
- ანუ ასე სპორტულად ჩაცმული დედოფალს არ ვგევარ?
- კი, მაგრამ მინდა ყველამ გნახოს როგორი ლამაზიც ხარ, შენით აღფრთოვანებულები უნდა იყვნენ. მინდა მიხვდნენ რამდენად განსხვავებული და გამორჩეული ხარ...
- ეს შენ ფიქრობ ასე! - ვეუბნები და ვწითლდები. მისი სიტყვები მსიამოვნებს. ყოველთვის მიკვირდა რატომ ხდებოდა ასე, ის ჩემში განსაკურებულ თვისებებს ხედავდა - როგორ ახერხებ ამას?- ვეკითხები მე.
თვალებზე ჩამოყრილი თმები გადამიწია და თვალებში ჩამხედა: - ძალიან როცა მომენატრებოდი, თვალებს ვხუჭავდი და შენს თვალებს ვიხსენებდი. ეგ უკვე საკმარისი იყო. თავს უფრო მსუბუქად ვგრძნობდი. წარმოვიდგენდი, თითქოს ჩემთან იყავი, ერთად, შენი თვალები მეხმარებოდნენ. არ ვაჭარბებ. ეს წლები ჩემთან იყავი. გვერდში მედექი, ვშიშობდი და ჩემს სიხარულს გიზიარებდი. შენგან შორს ყოფნის მონატრებას მიქარვებდა. ტკივილს აყუჩებდა. ასე რომ ჩემთვის თილიმასავით ხარ. თითქოს ერთად ვიყავით, ყოველთვის...
გული სიხარულით მითრთის, მიხარია იმის გააზრება, რომ წლების შემდეგაც კი ისევ ისეთივე ძვირფასი ვარ მისთვის. თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ ეხლა უფრო აძლევდა თავს უფლებას საკუთარი გრძნობები გამოეხატა. ადრე თითქოს ერთმანეთს რაღაცას ვუმტკიცებდით, საკუთარი გრძნობების გამოხატვის გვეშინოდა. უაზრო თავმოყვარეობას ამოფარებული კი ერთმანეთს უფრო მეც ტკივილს ვაყენებდით.
პერიოდულად სოფი თუ შემოირბენდა ხოლმე სასტუმროში. ეს იყო და ეს, მიიღებდა ინსტრუქტაჟს გიორგისთან და სწრაფადვე გვტოვებდა. წვეულების დღეც მოვიდა. ცნობისმოყვარეობით ვკვდებოდი. მაინტერესებდა გიორგის შექმნილი იმპერიის ხილვა. ლევანთან შეხვედრაც გარდაუვალი იყო. მისი სიტყვები ისევ ყურში მედგა: - სხვისი ფულის ხარჯვა ჯობია... შენს ადგილზე ჭკვიანურად მოვიქცეოდი და იქნებ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრიც გავმხდარიყავი. ბანკეტი საღამოს ცხრა საათისთვის იყო დაგეგმილი. სტუმრებმა ჩამოსვლა წინა დღით დაიწყეს. გიორგის ტელეფონი დილიდანვე არ ჩერდებოდა.
- ბოდიში, დღეს უნდა დაგტოვო, დილიდან შეხვედრები მაქვს დანიშნული... - მაკოცა მან - საღამოს პირდაპირ ბანკეტზე შევხვდეთ.
- კარგი! - ვეთანხმები მეც - სოფისთან ერთად მოვალ.
გოგონა დილიდანვე უნდა მოსულიყო. ქალის ასეთი დღისთვის მომზადება ერთი დიდი რიტუალია. პედიკური, მანიკური, სახე, თმები... სოფი ძალიან თბილი და მხიარული გოგონა იყო, მასთან ერთად დროც უფრო სწრაფად გადიოდა. მინი სალონი ჩვენს ნომერშივე მოვაწყვეთ. არმანის შავი გრძელი საღამოს კაბა, უკან ღრმა დეკოლტით პატრონს მელოდებოდა.
- ქალბატონო თამარ, სიტყვები არ მყოფნის! - თვალებგაფართოებული მეუბნება, თავადაც ძვირფას, ზურმუხტისფერ კაბაში გამოწყობილი სოფო. მეცინება, ქალისგან გულწრფელი კომპლიმენტი ნამდვილად სასიამოვნო მოსასმენია.
- აბა, სოფი.. - ვათვალიერებ მის მოკაზმულობას. უდავოდ ლამაზი გოგონაა, მისი თვალების ფერი და კაბა ერთმანეთს საოცრად ერწყმის. თმები გვერდზე აქვს ჩამოყრილი ლოკნებად. ყელი ბროლივით თეთრი. ჩემი ნიაკო წარმოვიდგინე მის ასაკში. გული ამიჩუყდა. შვილის გახსენებაზე. იუველირის მიერ დღევანდელი დღისთვის მოტანილ სამკაულებში ცირკონების, ზურმუხტებით გაწყობილი კოლიე შევარჩიე და ყელზე გავუკეთე.
- ეხლა იდეალურია.
სოფის ცრემლები აწვება: - ქალბატონო თამარ, მე ვერ ... ვერ გავიკეთებ.
- არ ატირდე! - მკაცრად ღიმილით ვეუბნები- ეს ის მცირედია, რაც გიორგის შეუძლია გაგიკეთოს. მით უმეტეს რომ ეს ჩემი საჩუქარია.
- გთხოვთ, მე... - გოგონა აშკარად დააბნია ჩემმა ჟესტმა - ამ სიკეთეს ვერასოდეს გადავიხდი.
- ამის გამო ნუ მაწყენინებ, გთხოვ... შენი ერთგულებით უკვე გადახდილი გაქვს. - მხიარულად ვეუბნები, ჩემთვისაც სადა ყელსაბამს ვირჩევ და ბანკეტისთვის მზად ვართ.

სასტუმროს ვეებერთელა ჰოლი ხალხითაა სავსე. დრესკოდი მკაცრად დაცულია. მამაკაცები სმოკინგებში, ქალბატონები საღამოს კაბებში.
გიორგის შორიდანვე ვამჩნევ. რამოდენიმე ალბათ, გერმანული წარმოშობის მამაკაცს დაძაბული სახით უსმენს. ჩვენი მისვლა არც მას გამოპარვია. ოდნავ თავის დახრით მოგვესალმა. ახლოს არ მივედით: - როცა საჭიროდ ჩათვლის, თვითონვე მოვა! - გავიფიქრე მე.
მიმტანს შამპანური გამოვართვით და ნელ-ნელა ვწრუპავდით.
- ეს საფრანგეთში ჩვენი ფილიალის ხელმძღვანელია... - მანიშნებს სოფი - ეს ბატონები -გერმანიის. - გიორგისთან მოსაუბრეებზე ამბობს ის. - აი, ფინელებიც ჩამოსულან. რაღაც საქართველო არ ჩანს!
დარბაზს ყურადღებით ვათვალიერებთ. ლევანს რამდენიმე ჩვენი ბანკის ხელმძღვანელი პირის თანხლებით გიორგისთან ახლოს ვამჩნევ.
- რა თქმა უნდა! ჩრდილში ხომ არ გაჩერდება? სადაც უფროსია იქვე ახლოს უნდა იყოს! - გამეცინა მე. გიორგიმ საუბარი დაასრულა და ჩვენი მიმართულებით წამოვიდა.
- ხომ არ მოიწყინეთ? - ღიმილით გვეკითხება ის - ისეთი ლამაზები ხართ! სოფი მეშინია ვინმემ არ მომტაცოს შენი თავი. - მისი სამკაული მხედველობიდან არ გამორჩენია. თუმცა არაფერი უკითხავს.
- ულამაზესი ხარ! - ჩუმად მიჩურჩულა მან. ჩვენ აქეთ-იქიდან ამოვუდექით.
- როგორ იქცევით ჯორჯ, არ გრცხვენიათ? - სიცილით ეკითხება ასე სამოც წლამდე ასაკის მამაკაცი ჭაღარა შერეული წვერითა და საოცრად მკვირცხლი თვალებით - მთელი საღამოა გიმზერთ, ორი ყველაზე ლამაზი ქალბატონის თანმხლებად? - ეშმაკურად იცინის ის.
- დევიდ, მეგობარო! - თბილად ეხვევა გიორგი - მოხარული ვარ, რომ დამაფასეთ თქვენი სტუმრობით. ნება მომეცით წარგიდგინოთ ჩემი დამხმარე სოფი! ეს კი ჩემი სიამაყეა, ჩემი მეუღლე თამარი!
- მეუღლე?! - გაოცებას ვერ მალავს სტუმარი - მოხარული ვარ! - თბილად მიღიმის ის - საზიზღარი კაცი ხარ. ყველაზე ლამაზი ქალი - მეუღლე! - ისევ ოხუნჯობს ის - თქვენზე ბევრი მსმენია, მიხარია აქ რომ ბრძანდებით! - სერიოზულად მეუბნება ის.
- სასიამოვნოა თქვენი მოსმენა! - ღიმილით ვეუბნები მეც. ვგრძნობ სტუმრების ცნობისმოყვარე მზერას. ზოგადად მორცხვი არ ვარ, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ამდენი ყურადღება მაინც არ მსიამოვნებს. უცებ თითქოს სტატუსი მომემატა. მათ მზერაში პირფერობა გაჩნდა. რაც საკმაოდ მაღიზიანებს. ერთად - ერთი ვისთანაც დღევანდელი ჩემი მდგომარეობა უპირატესობის შეგძნებას მმატებს ლევანია. უნდა ვაღიარო ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ, როცა ვხედავ როგორ ცდილობს თვალი ამარიდოს. თუმცა ამის საშუალებას მე არ ვაძლევ. ვუახლოვდებით მე და გიორგი. ცინიკური ღიმილით ვუმზერ.
- ლევან. ალბათ იცნობთ ჩემს მეუღლეს?! - ჩემი მორიდებულობა ერთბაშად გაქრა. ამჯერად მისი დამცირება ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ისე იქცევა თითქოს ეს-ესაა დამინახა. მისი უხეშობა და თავში აწეული მანერები უცებ შეიცვალა. მეღიმება.
- რა თქმა უნდა ვიცნობთ. - მისმაგივრად რაც შეიძლება თბილად ვამბობ მე - ლევანს ყოველთვის სასიამოვნო და სასარგებლო რჩევები ქონდა ჩემს კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით. - ცინიკური ტონი მაქვს. არ ვიცი, მეჩვენება თუ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ გააჟრჟოლა.
- მაინც რას ურჩევდი? - ლევანს ეკითხება გიორგი. აირია. თითქოს ვერ გადაწყვიტა რა ეთქვა. შემეცოდა, როგორ ცოტა ყოფნიდა სახის დასაკარგად. თითქოს დაპატარავდა, მხრებში მოიხარა.
- მთავაზობდა დირექტორთა საბჭოს წევრი გავმხდარიყავი. - ღიმილით შეძლებისდაგვარად თბილად ისევ მე ვპასუხობ. სახე აუჭარხლდა.
- უარი რატომ თქვი?
- მოსაფიქრებლად დრო მჭირდებოდა! - სიცილი ვერ შევიკავე მისი აჭარხლებული სახის შემხედვარემ, შემეცოდა ისე ნერვიულობდა, უფრო მეტი შხამის ამოფრქვევისგან თავი შევიკავე.
- ალბათ მიხვდი, ბანკის გასხვისება გადავიფიქრე!. - მკაცრად უთხრა გიორგიმ - თამართან საუბარი საინტერესო გამოდგა. ზოგიერთი საკითხები სხვა თვალით დავინახე. - გიორგი ლევანს თვალებში უმზერდა - იმედია მომავალში კარგად ითანამშრომლებთ!. - ოდნავ სარკასტულად ეუბნება ის- ქალი ბოსის კომპლექსი ხომ არ გაქვს?!
- ლევანს დიდი პოტენციალი აქვს. დარწმუნებული ვარ მოვახერხებთ ერთად მუშაობას, თუმცა უნდა ვაღიარო, მისი ბანკში მუშაობა საცოდაობაა. მას მეტი პოტენციალი აქვს...
ლევანი ხვდება, რომ გამოსავალი არ რჩება და ჩემს წამოწყებულ წინადადებას თვითონვე ასრულებს: - მეც ასე მგონია, მე თანამდებობიდან გადადგომა მსურდა და განცხადება უკვე დაწერილიც მაქვს.
- რას ამბობთ? - ვითომ გაოცდა გიორგი - არ მეგონა ამ გადაწყვეტილებას ჩემთან შეთანხმების გარეშე თუ მიიღებდი. თუმცა თქვენ უკეთესად იცით! - თითქოს დანანებით ეთანხმება ის.
მე გულში ვზეიმობდი. რა უნდა მდომოდა მეტი? გვერდით საყვარელი მამაკაცი მედგა და ამ ულამაზესი საღამოს დედოფალი ვიყავი. ჩვენ ვცეკვავდით, წრეზე ვმოზღაობდით, და ვეღარ ვხვდებოდი, ცეკვისგან მესხმოდა თავბრუ, თუ გიორგის სიახლოვისგან. ფრთები მქონდა შესხმული, და ზუსტად ვიცოდი, რომ იმ საღამოს ჩემზე ბედნიერი არავინ იყო.
- და რა იყო, შემდგომ? - მოლოდინით ვეკითხები მოგონებებით გაბრწყინებულ ქალბატონ თამარს.
- ჩვენი ურთიერთობა ამდენი წლის შემდეგ როგორც იქნა ქორწინებით დასრულდა. ბევრს ვმოგზაურობდით. როგორც იქნა ბავშვებმა საკუთარი მამა გაიცნეს. სამწუხაროდ ჩვენი თანაცხოვრება დიდხანს არ გაგრძელდა. წარსულში მისმა არაჯანსაღმა ცხოვრების წესმა, თავი წლების შემდეგ იჩინა, არ ავამდმყოფობდა. როცა მისი სნეულების შესახებ შევიტყვეთ, დაავადება უკვე გამწვავებული იყო და დახმარება ვეღარ შევძელით.. ბოლო წუთამდე მასთან ვიყავი. არ მოვშორებივარ. აგონიაში მყოფი, მეძახდა, იქვე ვიყავი თუმცა ვხვდებოდი, რომ ვერ მამჩნევდა. - მოვდივარ. შენთან მოვდივარ. თვალები, შენი თვალები მეძახიან. ზედმეტად ლამაზი თვალები გაქვს. - ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები. ის ცეროზით გარდაიცვალა- თამარმა ცრემლები მოიწმინდა. - მამის ბიზნესს ბავშვები ხელმძღვანელობენ, მყავს შვილის-შვილები, და ერთი პატარა შვილთაშვილიც, სახელად გიორგი. ალბათ, უფრო რომანტიულ დასასრულს ელოდით?. - ნაღვლიანი ღიმილით მკითხა მან.
არაფერი მითქვამს. ვოცნებობდი რომ წლების შემდეგ მეც ასე ვყვარებოდი ვინმეს.

დასასრული

2015 წლის 01 მაისი



№1  offline მოდერი ლილიანა

ასე მალე არ ველოდი დასასრულს ნამდვილად,თუმცა ასეც კარგი იყო love
გიორგის და თამარის პიროვნებაზე იმდენი ისაუბრეს წინა თავის კომენტარებში,რომ დაამატებელი აღარც დარჩა რამე lol მომწონხარ,მსუბუქად იკითხება შენი ოსტორია,არ ვარ დაძაბული,არც გადატვირთულია არც მოსაწყენი,არც ზედმეტად მსუბუქი,ანუ ოქროს შუალედი გაქვს და ეს საუკეთესოა
გელი ახალი ისტორიით love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ლილიანა
ასე მალე არ ველოდი დასასრულს ნამდვილად,თუმცა ასეც კარგი იყო love
გიორგის და თამარის პიროვნებაზე იმდენი ისაუბრეს წინა თავის კომენტარებში,რომ დაამატებელი აღარც დარჩა რამე lol მომწონხარ,მსუბუქად იკითხება შენი ოსტორია,არ ვარ დაძაბული,არც გადატვირთულია არც მოსაწყენი,არც ზედმეტად მსუბუქი,ანუ ოქროს შუალედი გაქვს და ეს საუკეთესოა
გელი ახალი ისტორიით love


დიდი მადლობა თბილისი სიტყვებისთვის. ცოტა არ იყოს დიდხანს მომივიდა ამ ისტორიის წერა. ძალიან მიყვარდა ცხოვრებაში ორივე პერსონაჟი და მინდოდა თქვენთვისაც გამეცნო. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ყველას, ვინც წაიკითხეთ და თქვენი საინტერესო კომენტარები არ დაიშურეთ

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვიტირე, გულით ვიტირე ეს თავი რომ წავიკითხე... გიორგის იმდენად ამაღლებულად უყვარდა თამარი იმედს ვიქონიებ რომ მეც ვინმე შემიყვარებს ასე... ამ საიტზე ბევრი ისტორია წავიკითხე მაგრამ სიყვარულის უნარით მხოლოდ ორი მამაკაცის პერსონაჟი დამამახსოვრდა და ორივე ჩემი ფავორიტია... ერთი "მხსნელი"-ს პერსონაჟი ანდრეა და ანასტასია რომელთაც მართლაც საოცრად უყვარდათ ერთმანეთი და მეორე ამ ისტორიის პერსონაჟი გიორგი რომელსაც ვფიქრობ რაღაც აღმატებულად და არაამქვეყნიურად უყვარდა თამარი... გიორგი შემიყვარდა მისი გულის გამო... ისე სიამოვნებით წავიკითხავდი გიორგის შვილების ისტორიას თუ როგორ გაიცნეს მამამისი და როგორ მიიღეს ასევე როგორ გააგრძელეს ცხოვრება ამ ყველაფრის შემდეგ... ყველაზე მეტად გიორგის და მისი ვაჟის ურთიერთობა მაინტერესებდა... წარმატებებს გისურვებ და იმედია ამის გაგრძელებას დაწერ ან ახალი ისტორიით გაგვანებივრებ...

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
ვიტირე, გულით ვიტირე ეს თავი რომ წავიკითხე... გიორგის იმდენად ამაღლებულად უყვარდა თამარი იმედს ვიქონიებ რომ მეც ვინმე შემიყვარებს ასე... ამ საიტზე ბევრი ისტორია წავიკითხე მაგრამ სიყვარულის უნარით მხოლოდ ორი მამაკაცის პერსონაჟი დამამახსოვრდა და ორივე ჩემი ფავორიტია... ერთი "მხსნელი"-ს პერსონაჟი ანდრეა და ანასტასია რომელთაც მართლაც საოცრად უყვარდათ ერთმანეთი და მეორე ამ ისტორიის პერსონაჟი გიორგი რომელსაც ვფიქრობ რაღაც აღმატებულად და არაამქვეყნიურად უყვარდა თამარი... გიორგი შემიყვარდა მისი გულის გამო... ისე სიამოვნებით წავიკითხავდი გიორგის შვილების ისტორიას თუ როგორ გაიცნეს მამამისი და როგორ მიიღეს ასევე როგორ გააგრძელეს ცხოვრება ამ ყველაფრის შემდეგ... ყველაზე მეტად გიორგის და მისი ვაჟის ურთიერთობა მაინტერესებდა... წარმატებებს გისურვებ და იმედია ამის გაგრძელებას დაწერ ან ახალი ისტორიით გაგვანებივრებ...

დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის. ახალ იქტორიას ვეცდები მალე შემოგთავაზოთ. იმედი მაქვს მოგეწონებათ.

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

რა ვთქვა აბა?! წინა თავში მგონი საკმარისად "გადავღეჭე-თ"ეს ისტორია. ნორმალური ან ჩვეულებრივი დასასრული იყო,ლოგიკური. გელი ახალი ისტორიით და ძლიერი გმირებით, სუსტი და მოქვითინე კაცები არ გვინდა:)). ვაღიაებ, რომ პირველი ისტორიის მერე ამ ისტორიის წაკითხვა გამიჭირდა, მიუხედავად იმისა რომ კარგად წერ.

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

grafo
რა ვთქვა აბა?! წინა თავში მგონი საკმარისად "გადავღეჭე-თ"ეს ისტორია. ნორმალური ან ჩვეულებრივი დასასრული იყო,ლოგიკური. გელი ახალი ისტორიით და ძლიერი გმირებით, სუსტი და მოქვითინე კაცები არ გვინდა:)). ვაღიაებ, რომ პირველი ისტორიის მერე ამ ისტორიის წაკითხვა გამიჭირდა, მიუხედავად იმისა რომ კარგად წერ.


მადლობ შეფასებისთვის. საინტერესოა შენი შეფასებების კითხვა. იმედია მოგეწონება შემდეგი ისტორიის გმირებიც.

 


№7 სტუმარი ემი

ეხლა წავიკითხე თავიდან ბოლომდე....

რა გითხრა....ძალიან მომეწონა

ყველა შენი ისტორია რაღაც სხვანაირია.. აი რომ ვერ ვახსნი, ისეთი...

 


№8  offline წევრი Gone With Dreams

შოკში ვარ,უმაგრესი იყო :)
--------------------
...

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Gone With Dreams
შოკში ვარ,უმაგრესი იყო :)


დიდი მადლობა, იმედია დარაჩენ ისტორიებთან დაკავშირებითაც მომწერთ თქვენს აზრს love

 


№10 სტუმარი nia

Ramodenime tvea am saits vstumrob bevri kargiistoria wamikitxavs magram sheni istoria pirdapir gultan movida, pirveli rac momewona gamartulad wer ar iyeneb kilokavs, aseti emociebit arcerti istoria ar wamikitxavs ubralod madlobas gixdiimis gamo rom am patara da lamazi istoriit guli gamitbe da tundac droebit chems monatrebul samshobloshi da vhems monatrebul kutxeshi damabrune :) ar vici meti ra gitxra madlobeli var sheni :)

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nia
Ramodenime tvea am saits vstumrob bevri kargiistoria wamikitxavs magram sheni istoria pirdapir gultan movida, pirveli rac momewona gamartulad wer ar iyeneb kilokavs, aseti emociebit arcerti istoria ar wamikitxavs ubralod madlobas gixdiimis gamo rom am patara da lamazi istoriit guli gamitbe da tundac droebit chems monatrebul samshobloshi da vhems monatrebul kutxeshi damabrune :) ar vici meti ra gitxra madlobeli var sheni :)

უღრმესი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის, იმედი მაქვს სხვა ისტორიებსაც წაიკითხავთ და თქვენს მოსაზრებებს გამიზიარებთ love

 


№12  offline აქტიური მკითხველი terooo

აი არ ვიი რა უნდა გითხრა...
უბრალოდ ბრავო...
მოხიბლული ვარ შენით...
03:53

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

terooo
აი არ ვიი რა უნდა გითხრა...
უბრალოდ ბრავო...
მოხიბლული ვარ შენით...
03:53


მადლობა kissing_heart

 


№14 სტუმარი სტუმარი მარინა

თქვენი ისტორიები რაც წავიკითხე,ყველა საუკეთესოა,შესანიშნავია,დიდებულია .
მადლობა.ძალიან კარგად წერ.❤❤

 


№15 სტუმარი ნესტან

ძალიან მაგარი ნაწარმოებია სევდიანი სიყვარულით და უამრავი ემოციებით სავსე საუკეთესო წყვილი ყველა საუკეთესო ნაწარმოებია ბევრი ტკივილის მიუხედავათ ესეთი სიყვარული უმაგრესია დასასრული ცოტა მტკივნეული იყო მაგრამ მაინც ე4თად იყვნენ თამარი და გიორგი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent