შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ბედნიერებასა და შენს საფლავს ვეძებ დე..."


10-11-2015, 18:01
ავტორი ელი
ნანახია 3 921

უკვე ათი წელი გავიდა...
ვფიქრობ არაა ეს მცირე დრო. ათი წელი გავიდა რაც მე ბავშვთა სახლში ვცხოვრობ...
ძმელია,მართლა ძალიან ძნელია იცხოვრო სრულიად უცხო გარემოში...
აქ ყველას ერთი ტკივილი აქვს: -ის მშობლებს არ უნდოდათ და აქ დატოვეს.
ყველას ერთი ფიქრი აქვს :- რატომ?
ერთი ოცნება :-თბილი ოჯახი.
6წლის ვიყავი აქ რომ ავღმოჩნდი, დამერწმუნებით ძალიან რთულია 6წლის ბავშვისთვის სრულიად უცხო გრემოში მოხვედრა. მახსოვს ყოველ ღამე როგორ მივტიროდი დედას...
როგორ მენატრებოდა მისი თითების სითბო . მისი სურნელი მენატრებოდა...
დაახლოებით ათ წლამდე მაინც ვერ ვააანალიზებდი რა მოხდა,რატომ არ ჩანდა დედა და საერთოდ რა მინდოდა აქ... ათი წლის ვიყავი,როდესაც კვლავ ვიჯექი და ვხატავდი დედას ჩემთან ერთად, ვხატავდი ჩვენს სახლს.ერთხელაც ერთ-ერთმა ბავშვმა წამართვა ჩემი მორიგი ოჯახური ნახატი და ჩემ თვალწინ ნაფლეთებად აქცია
-რით ვერ გაიგე რომ დედა შენს არ უყვარხარ და გადაგაგდო?! სხვა შვილები ეყოლება და იმათ ყიდულებოს სათამაშოებს და კამფეტებს. შენთან არ მოვა და არ წაგიყვანს ! დედაშენს ეზიზღები! უპატრონო ხარ!-მიღრიალა მთელი ხმით და სიცილი დაიწყო...
თითქოს მისმა სოტყვებმა ყველაფერს ფარდა ახადეს...დამთავრდა ჩემი ოცნებები თბილ სახლსა და ოჯახზე.
ვიჯექი ჩემს ოთახში და ვტიროდი ჩემ უდედობას.თავში მხოლოდ ანის სიტყვები მიტრიალებდა და გულს საშინლად მტკენდა.
რამოდენიმე დღე ჩემს ოთახში, ტირილში გავატარე...
ერთ დღეს ჩემთან ნანა დეიდა მოვიდა. მასზე მხოლოდ ის ვიცოდი რომ ძალიან კარგი ქალი იყო. მახსოვდს რამოდენიმეჯერ როგორ გაუბრაზდა ბავშვებს რომ დამცინოდნენ...
თბილად მომეფერა ქალი და გულზე მიმიხუტა.
პირველას ვიგრძენი აქ ყოფნის მანძილზე როგორია,როდესაც ვინმე გეფერება. ვიგრძენი მისგან წამოსულო სითბო. როგორ მინდოდა რო ის დედაჩემი ყოფილიყო,რომ სულ ასე ვყოლოდო ჩახუტებული. მაგრად მოვხვიე ხელები და ავქვითინდი... მშურდა,ძალიან მშურდა მისი შვილების, რადგან მათ ქონდათ ბედნიერბა რომ შეეგრძნოთ დედის ალერსი და სითბო. მადლობელი ვიყავი მათი რომ სწორედ მათმა დედამ მაგრძნობინა დავიწყებული დედის ალერსი.
მაშინ ნანა დეიდამ მითხრა სიტყვები რომლებიც არასდროს დამვიწყებია
- ჩემო პატარა გოგოვ...აღარ იტირო.
ნუ იფიქრებ რომ დედაშენს არ უყვარხარ,პირიქით, მას ძალიან უყვრხარ და სულ ეყვარები. ეს არასოდეს დაივიწყო, მოვა დრო და მე შენ ყველაფერს მოგიყვები, მანამდე კი იცოდე რომ შენ დედაშენს არ მიუტოვებიხარ და რომ ის მუდამ შენს გვერდითაა-ნანა
პატარა ვიყავი და კარგად ვერ ვხვდებოდი მისი სიტყვების მნიშვნელობას,მაგრამ მთავარი ის იყო,რომ ახლა ვიცოდი დედას არ ვეზიზღებოდი და რომ მას არ მივუტოვებივარ.
ნანა დეიდა ძალიან შემიყვარდა. მას შემდეგ,რამოდენიმეჯერ კიდევ იყო ჩემთან მოსული, საჩუქრებიც მოჰქონდა ხოლმე. მისგან ვგრძნობდი თუ რა იყო საყვარელი ადამიანის სითბო. ხშირად მეააუბრენოდა მის ქალიშვილ ნუცაზე,რომმელიცჩემი ასაკის იყო. მითხრა რომ ნუცა ახლა ავად იყო და,როდესც გამოკეთდებოდა აუცილებლად მოიყვანდა ჩემთან. მეც ველოდებოდი მის გამოჯანმრთელებას. ნანა დეიდა მიყვებოდა ნუცაზე და ვხედავდი მის თვალებში ამოუცნობ ტკივილს.მე მხოლოდ ის მყავდა, მეტი არავინ. მაგრამ გავიდა დრო და ის აღარ გამოჩნდა. უბრალოდ გაქრა. მეტკინა, ძალიან მეტკინა მისი დაკარგვა. ჩემს თავში ვეძებდი ამის მიზეზს, ვგიქრობდი რომ რაღაც არასწორად გავაკეთე, რაღაც ვაწყენინე და ამიტომ დამტოვა. მაინც ყოველდღე ველოდებოდი რომ ის დაბრუნდებოდა...
არ მინდოდა მისი ლამაზი თვალების დავიწყება და ჩემი ფიქრებიდან ფურცელზე გადავიტანე მისი სახე...
წლები გავიდა ის კი არ დაბრუნდა. მისგან მხოლოდ მოგონებები დამრჩა. გული საშინლად მტკიოდა ,რადგან ჩემმა ორმა საყვარელმა ადამიანმა ასე უბრალიდ მიმატოვა.
15 წლის,როდესაც გავხდი წერილი მომივიდა:
-გამარჯობა ჩემო პატარა გოგონავ, ვიცი გაიზარდე და კიდევ უფროო გალამაზდი, ვიცი გული გატკინე და მიგატოვე, მაგრამ არა...მე შენ არ მიმიტოვები ხარ, მაპატიე რომ ადენ ხანს არ მოვედი შენს სანახავად. ძალიან მიჭირს ელენე. ნუცა კვლავ ავადაა და ჩემი დანაპირები, რომ მას გაგაცნობდი ვერ შევასრულე. ძალიან მენატრები და ვიცი გამიგებ. ალბათ გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა,მაშინ გითხარი რომ,როდესაც გაიზრდებოდი ყველაფერს მოგიყვბოდი დედაშენის შესახებ. მინდოდა ამ დროს შენ გვერდით ვყოფილიყავი და მენუგეშებინე,მაგრამ მე ახლა უცხო ქვეყანაში ვარ და ნუცას სიცოცხლისათვის ვიბრძვი. მინდა გითხრა რომ მე შემთხვევით არ შეგხვედრილვარ, მე დედაშენის , ნინოს, ბავშვობის მეგობარი ვიყავი, სულ ერთად ვიყავით სანამ იგი 17წლის ასაკში სახლიდან არ გაიპარა და მამაშენს არ გაყვა. ვთხოვდი რომ ეს არ გაეკეთებინა, ვეუბნებოდი რომ ის კაცი არ იყო კარგი, რომ ის ჯერ პატარა იყო, მაგრამ ყური არ მათხოვა , პირიქით გათხოვების შემდეგ სრულიად დამივიწყა. მშობლებმა მას ეს არ აპატიეს. დრო გადიოდა, ნინო აღარ მინახავს, არაფერი ვიცოდი მასზე. მანამ სანამ ერთ დღეს მისგან წერილი არ მივიღე სადაც იგი მწერდა რომ მართალი ვიყავი, რომ მამაშენი მართლაც არ აღმოჩნდა ისეთი როგორიც მას ეგონა, მეტიც ხშირად სცემდა კიდეც. პატიებას მთხოვდა. სწორედ იმ წერილით გამიმხილა შენი არსებობის შესახენ. მითხრა რომ ექვს წლამდე სიმწრით გზარდა,შენზე ფეხმძიმედ იყო ,როდესაც მამაშენმა მიატოა და ასე გზრდიდა მარტო. მწრრდა თუ როგორ უყვარდი, მაგრამ მან შემდეგ მითხრა ყველაზე მტკივნეული,მითხრა რომ ძალიან ავადმყოფობდადა შემთხვევით გაიგო რომ სიმსივნე ჰქონდა და რომ უკვე აღარაფერი უშველიდა. რომ ერთი კვირით ადეე ბავშვთა სახლში მოუწია შენი დატოვება,ამ დროს მეც უკვე გათხოვილი ვიყავი და არც მე გამიმართლა და ჩემი ქმარიც საკმაოდ ცუდი აღმოჩნდა. დედაშენს ვთხოვდი ჩემსავით შეცდომა არ დაეშვა და ისიც ადრე არ გათხოვილიყო მაგრამ.... მე უკვე მყყავდა 9წლის ბიჭი და შენი ტოლი 6წლის ნუცა... როდესაც დედაშენისაგან ეს წერილი მივიღე მაშინვე დავიწყე მისი ძებნა, მაგრამ...ვერ მივუსწარი,მაპატიე ელენე მე მას ვერ მივუსწარი. მისი საფლავიც კი ვერ ვიპოვე.ამის შემდეგ უკვე შენი ძებნა დავიწყე, მაგრამ ვერ გპოულობდი. ნახევარი წელი გეძებე და როდესაც გიპოვე გავოგნდი ისე გავდი დედაშენს. ჩემ ქმარს ვუთხარი რომ შენი ჩემთან წამოყვანა მინდოდა , რომ ჩემთან გაზრდილიყავი, მაგრამ ამის უფლება არ მომცა. ყოველთვის მოვდიოდიდა შორიდან გიყურებდი... გული მტკიოდა რომ საყვარრელ მეგობარს ბოლონატვრას ვერ ვუსრულებდი.როცა პირველად შეგხვდი მაშინ ჩემი ქმარი ახალი გარდაცვლილი იყო... მაშინ უკვე გადაწყვეტილი მქონდა რომ ჩემთან წამეყვანე, მაგრამ ამას ნუცას ავადმყოფობა დაერთო და... ელენე ნუცა ძალიან ცუდადაა მას ლეიკემია სჭირს. არ ვიცი რა იქნება, ძალიან მიჭირს. სად აღარ ვმკურნალობთ...სწორედ ამის გამო ვერ მოვდიოდი შენთან. გთხოვ მაპატიე. გპირდები როგორც კი ჩამოვალ მაშინვე მოვალ შენთან . გახსოვდეს დედას ძალიან უყვარხარ და ახლა ციდან გათვალიერებს- შენი ნანა დეიდა--
წერილის კითხვა დავასრულე და მწარედ ავტირდი. დავტიროდი გარდაცვლილ დედას,რომლის გამოჩენასაც ბოლო წუთამდე ველოდებოდი. მტკიოდა რომ მისი ნახვა აღარ შემეძლო. რომ ერთადერთი მოგონება,რომელიც მასთან მაკავშირებდა ის იყო თუ როგორ ჩამაცვა დილით ლამაზი კაბა, როგორ მიწნავდა ნაწნავებსდა როგორ ტიროდა ჩუმად, მე კი ამის დანახვაზე როგორ ვწმენდდი მისი ლამაზი სახიდან ცრემლებს. დიდი შენობის წინ მდგომი როგორ მაგრად მხვევდა ხელებს და როგორ მიმეორებდა რომ ძალიან ვუყვარდი. მახსოვს უცხო ქალმა როგორ ჩამჭიდა ხწლი და მომაშორა დედას. ტირილით ვეძახდი მას და უკან ვშლიდი ხელს. ვუყურებდი როგორ იდგა მუხლებზე და როგორ ტიროდა...
ეს იყო ჩემი მოგონება. და ახლა... ახლა გავიგე რომ ის აღარ დაბრუნდება, რომ ვეღარასოდეს გავიგებ მის ხმას, ვეღარასოდეს მოვეხვევი, ვაკოცებ.
გული მტკიოდა ნანა დეიდაზე. მის ტკივილზე...
უფალს ვევედრებოდი ნუცა კარგად ყოფილიყო...
საშინელება იყო ეს დრო, ნამადე სულ სხვანაირ მარტოობას განვიციდი, ეს მარტოობა კი სულ სხვაა , ეს უსაშველო მარტოობაა.
ერთი წელი გავიდა წერილის მიღების შემდეგ, ნანა დეიდა კვლავ არ ჩანდა, ახლა მხოლოს ის მქონდა ფიქრად რომ ნუცა კარგად ყოფილიყო და რომ დედას საფლავი მაინც მენახა.
უკვე 16 წლის ვარ, 16 წლის ობოლი ელენე, რომელსაც როგორც ნანა დეიდასაგან ვიგებდი ნამდვილი გვარი არ მქონდა.
დღეს გაზაფხულის პირველი დღეა... ძალიან მიყვარს გაზაფხული.
თავშესაფრის ბაღში ვიჯექი ხის სკამზე და ვუყურებდი შესანიშნავ პეიზაჟს. არაფერია იმაზე მშვენიერი ვიდრე იმის ყურება თუ ნელ-ნელა როგორ იღვიძებს ბუნება, როგორ იკოკრებიან ყვავილები. ჩიტების საამური ჭიკჭიკი რომელიც ჩემს ყურთასმენას საამურად ჩაესმის.
როგორ მინდიდა ახლა დედა ყოფილიყო ჩემს გვერდით...
ვერც კი გავიგე როგორ მომიჯდა ვიღაც გვერდით...უეცრად გვერდით გავიხედე და დავინახე შავებში მოსილი ქალი... თავი დაბლა ჰქონდა დახრილი... ვუყურებდი მის ნატანჯ სახეს,თითქოს მეცნობოდა,მაგრამ ეს სახე უფრო ტკივილიანი იყო, გაშეშებული შევყურებდი მას. უეცრად ამომხედა და მეც დავინახე მისი თვალები. მხოლოდ თვალეებოღა შერჩენია უწინდელი, მაგარამ კიდევ უფრო სევდიანი,
ვუყურებიდი მის ცრემლით აღსავსე თვალებს და არ მინდოა რომ დამეკერებინა ამ ტკივილის მიზეზი.
თავი ვეღარ შევუკავე და ტირილი ამიტყდა, სწრაფად მოვხვიე ხელებიბდა მაგრად ჩავეჭიდე, მინდოდა კარგად შემეგრძნო მისი სითბო, მეშინოდა რრომ კიდევ არ დამეკარგა. თითქოს ამ ჩახუტებით მისი ტკივილის შემსუბუქება მინდოდა. არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექით ასე ჩახუტებულები და მომტირალეები.
ხელები შემიშვა და ჩემი სახე მის ხლებში მოიქცია და თვალებში ჩამაჩერდა...
-დამტოვა, ნუცამ დამტოვა ელენე-მითხრა საშინლად ტკივილიანი ხმით.
მეტკინა, ძლიერ მეტკინა. მე დედა არ მყავდა და ასე განვიცდი დედის სიკვდილს,მაგრამ მისი ტკივილი, დედის შვილის გარდაცვალებისაგან გამოწვეული ტკიბილი ასმაგია. ახლა ყველაზე მეტად მე მესმოდა მისი, ორივემ დავკარგეთ საყვარელი ადამიანები და ორივეს გვკლავდა ეს ტკივილი.
არ ვიციდი რა უნდა მეთქვა მისთვის... უბრალოდ მაგრად ვხვებდი ხელებს რომ ეგროძნო რომ მე მასთან ვიყავი.
-ძალიან მიჭირს ელენე, მას რომ ვეღარ ვხედავ, მის სიცილი რომ აღარ მესმის. მე უნდა ვიწრე მიწაში ისე კი არა...-ტიროდა ნანა დეიდა და მისი თითოეული სიტყვა გულში ლახვაროვით მესობოდა.
-ის ცაშია ნანა დეიდა და იქიდან გიყურებს-ვუთხარი ტირილით
-ვიცი შვილო,მაგრამ არ მემეტება ცისთვის,მე აქ მინდა, აქ ჩემთან რომ მყავდეს-სულ კანკალებდა ნანა დეიდა
-სულ შენთანა ნანა დეიდა სულ...-გამახსენდა მისი სიტყები "დედას ძალიან უყვარხარ და სულ შეენთანაა და ციდან გათვალიერებს"
-მისი სითბო მინდა რომ ვიგრძნო-ნანა დეიდა
რა მეთქვა?!
რა უნდა მეთქვა არ ვიცოდი.
-ისე უნდოდა შენი გაცნობა-ნანა დეიდა
-მეც ძალიან მინდოდა-მე
-არ დამცალდა,არ დამცალდა შვილო-
ჩემ წინ სულ სხვა ქალი იდგა, სულ მთლად განადგურებული.
-ხომ წამიხვალ ელენე ჩემთან?! ხომ გამომყვები?- შემომხედა ცრემლიანი თვალებით.
-წამოვალ ნანა დეიდა და არადროს დაგტოვებთ-მე
-არ დამტოვო ელენე, არასოდეს დამტოვო.-უფო ძლიერად მიჭერდა ხელებს.
ახლა უკვე ტაქსში ვზივართ, ნანა დეიდას ჩემი ხელი უჭირავს, მისი მზერა სადღაც შორსაა მიმართული.
გული მტკივა ასეთს რომ შებყურებ.
არ ვიცი რა იქნება ამ დღისშემდეგ,მაგრამ ერთი ვიცი, ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცბლება. ამ დღიდან მე სულ ნანა დეიდასთან ვიქნები,
ყველანაირად ვეცდები მის დახმარებას, თუმცა ვიცი არსოდეს გაუნელდება ეს ტკივილი. ვიცი ,იმიტომ,რომ მეც ასე ვარ.
მანქანა მაღალ კორპუსთან შეჩერდა. მანსქანიდან გადავედით, კვლავ ჩემი ხელი უჭირავს ნანა დეიდას, მეორე ხელში კი ჩემი პატარა ჩანთა მიკავია, რომელშიც მთელი ჩემი "სიმდიდრე"აწყვია,
პირველად შევედი კიფტში, ასეთი თავშესაფარში არ გვქონია ამიტომ სხვაგან ვერსად ვნახავდი,
ცოტა შემეშინდა,როდესაც იგი დაიძრა და ნანა დეიდას უფრო მაგრად მოვუჭირე ხელი.
როგორც იქნა გაიღო ლიფტის კარი 6 სართულზე. მუქ ყავისფერ კართან გავჩერდით, ნანა დეიდამ გასაღები გადაატრიალა
ვიცოდი რონ ამ კარის გაღების შემდეგ შეიცვლება ყველაფერი.
სახელური დასწია და კარი შეაღო.
სახლი საკმაოდ დიდი და კეთილმოწყობილი იყო. მაგრამ საოცრად სევდიანი იყო ყველაფერი...
ოთახში ბნელი ფარდენი იყო ჩამოფარებული... ტკივილითა და სევდით აღსავსე სახლს კუთხეში სანთლების შუქი ანათებდა,რომლოს თავზეც ულამაზესი გოგონას ფოტო ეკიდა. ფოტოდან სიცოცხლით აღსავსე გოგონა მიმზერდა,რომელიც უთუოდ ნუცა უნდა ყოფილიყო. გული მომიკვდა რომ ასეთი ლამაზი გოგო დღეს ცივ მიწაში ეულად წევს.
მეზიზღება სიკვდილი!..,
ჰო,მთელი გულით მძულს,მე ხომ მან წამართვა დედა, ნუცაც წაიყვანა...
ნანა დეიდა ნუცას ფოტოსთან მივიდა და ფრთხილად შეეხო ხელით
-მოვედი დე... ნახე ელენეც მოგიყვანე-ულევი ტკივილი იფრძნობოდა მის ათრთოლებულ ხმაში.
სახლი დამათვალიერებინა და ნუცას ოთახშიც შემიყვანა.
აქ ყველადერი ისე იყო რომ კვლავ იგრძნობოდა ნუცას აქ ყოფნა...
თვალი მოვავლე იქაურობას, მის სათამაშიებს,ფოტოებს, ტანსაცმელს...
არ ვიცნობდი,მაგრამ ტკივილამდე განვიცდიდი უმისობას.
-ყველაფერი ისეა როგორც მან დატოვა-ხელების კანკალით აიღო საწოლზე დადებული დათუნია და გულში ძლიერად ჩაიკრა, თითქოს ამ სათამაშოში ეძებდა შვილის სითბოსა და ალერს...
ვიგრძენი როგორ ჩამოგოესა ჩემს სახეზე ცრემლი.
ნუცას ოთახის გვერდით კიდევ იყოერთი ოთახი,რომლის კარიც დაკეტილი იყო...
როდესაც სახელური ჩამოწია ნანა დეიდამ და კარი არ გაიღო მწარედ ამოიგმინა...
-ეს... ეს ბექას ოთახია-
მაშინღა გამახსენდა რომ ნანა დეისას უფროსი ვაჟიც ყავდა...
მაგრამ,როგორც ჩანს ის აქ არაა...
ნანა დეიდამ ჩემი საძინებელიც მაჩვენა...
ძალიან მომეწინა.ყველფერი იყო მასში რაც კი შეიძლება მენატრა. მე ხო არასდროს მქონია ჩემი ოთახი.
უკვე ერთი თვე გავიდა რაც ნანა დეიდასთან ვცხოვრობ. ყოველ ღამე მესმის როგორ ტირის ის...მაგრამ ვეე ვბედავ მასთან გასვლა...
ბექა არ გამოჩენილა, როგორც ნანა დეიდამ მითხრა ვერ გაუძლო დის სიკვდის და უცხო ქვეყანაში წავიდა.
მე და ნანა დეიდა ყოველ კვირას ეკლესიაში დავდივართ...მას ჩემი მოძღვარი გავაცანი,ვფიქრობ ცოტათი მაინც დაეხმარება მამა საბა მას...
არ ვიცი მომავალში რა იქნება,მაგრამ ერთი ვიცი მე სულ ნანა დეიდასთან ვიქნები. არასოდეს მივატოვებ მას...
დღეს ნანა დეიდა შეუძლოდ გრძნობდა თავს ამიტომ მთხოვა მარტო წავსულიყავი ეკლესიაში და სანთლები და სარკმეველი მომეტანა.
მეც ნანა დწისას ნაყიდი გრძელი მუქი მწვანე კაბა და შავი ზედა ჩავიცვი, ამავე ფერის მანდილი ავიღე. ჩანთა გადავიკიდე, ნანა დეიდას დავემშვიდობე და წავედი.
ტაძარში მისული ცოტახნით მამა საბას ვესაუბრე... დრო ისე გავიდა ვერც კი შევნიშნე. უკვე საღამი ხანი იყო რომ წამივედი... სამარშუტო ტაქსს ცოტა შეაგვიანდა და ნანა დეისას ზარმაც არ დააყოვნა
-ელენე შვილო სად ხარ?-აშკარად განერვიულებული ხმა ჰქონდა.
-ნანა დეისა ტაძარში ვიყავი.ეხლა გაჩერებაზე ვარ და ავტობუსს ველოდები-მე
-კარგი შვილო, გელოდები-ნანა დეიდა
ტელეფონი გავთიშე და ავტობუსიც მალევე მოვიდა...
ადგილი დავიკავე... თავი საქარე მინას მივადე და კვლავ ფიქრებშიჩავიკარგე.
ვფიქრობდი ნუცაზე...
ვფიქრობდი დედაზე...
მისი საფლავის ნახვა მაინც შემეძლოს.
ნეტავ ვიცოდე სადაა მისი საფლავი.
ბოლო გაჩერებაზე ჩავედი. ლიფტით ავედი სახლში და კარზე ზარი დავრეკე...
ცოტახანში კარი გაიღო და მე სახტად დავრჩი. კარში მაღალი წითური ბიჭი იდგა. მისი თვალები... საოცრად ტკივილიანი იყო. სახტად ვიდექით ორივე კარში.
-ელენე მოდი შვილო-კარში ნანა დეიდა გამივიდა . ბიჭი ხელით გაწია და შიგნით შემიყვანა.
-ელენე ნახე ბექა დაბრუნდა-სიხარულით მიმითითა უცნობ ბიჭზე
-ბექა ეს ელენეა მე რომ გეუბენებოდი-ნანა დეიდა
-მაინც მოიყვანე?!ხომ გითხარი არ მოიყვანო თქო?!-დაუყვირა ბექამ.
ძალიან შემეშინდა და გული მატკინა მისმა სიტყვებმა.
-ბექა! შეწყვიტე!-ნანა დეიდა
-შენ რს გგონია რომ ეს ლაწირაკი ნუცსს შეგიცვლის?!გგინია მის თავს დაგავიწყებს?! -მისი თვალები ზიზღით იყი სავსე...
ეს ზიზღი კი ჩემკენ იყო მომართული.
-ასე ნუ ლაპარაკობ გესმის?! ასე ნუ ლაპარაკობ?-ცრემლებს ვერ იკავებდა ნანა დეიდა.
-სიმართლეს ვამბობ! სიმართლეს! მობეზრდება შენთან ყოფნა და წავა. მერე ისევ გეტკინება გული გესმის?! მიგატოვებსდა წავა! წავაა!-მთელი ხმით ღრიალებდა ბექა და ხელებს ჩემი მიმართულებით იშვერდა.
-არ წავალ! არასოდეს არ წავალ! არ მივატოვებ გესმის?! არაა! -თავი ვეღარ შევიკავე და ტირილი ამიტყდა.
წარბიც კი არ შეტოკებია იდგა უდრეკად, მაგრამ მე ხომ ვიცოდი! მე ხომ ვიცი ტომ ნანა დეისას არასოდეს მივატოვებ!
-კი როგორ არა...-ბექა
-მე შენსავით არ მივატოვებ...-მე
ჩემს სიტყვებზე გაშრა...
საოცრად ზიზღით აღსავსე თვალებით შემომხედა
მაშინვე მის ოთახში შებარდა და კარი მაგრად მიიჯახუნა...
ნანა დეიდა იქვე დივანზე ჩამოჯდა ტირილით. მასთან მივედი,ჩავიმუხლე და მაგრად მოვხვიე ხელები.
-დედის სულ გეფიცები არასოდეს მიგატობებ დეიდა ...-
-ვიცი ჩემი პატარავ, ვიცი ...-ნანა დეიდა
ჩემს ოთახში შევედი და მაშინვე საწოლზე დავწექი. ბალიშს ჩავენღაუჭე და ტირილს ვუმატე.
მტკიოდა, ძალიან მტკიოდა გული. მე ვფიქრობდი რომ ბექა უფროსი ძმასავით მეყოლებოდა და ვეყვარებოდი, მაგრამ არა...
მე მას ვეზიზღები...
მთელი ღამე ტირილში გაავატარე...
გვიან ღამით ისევ გავიგე ნანა დეიდას ტირილის ხმა. ფეხზე წამოვდექი და მისიი საძინებლისაკენ წავედი. კარი ფრთხილად შევაღე.
დეიდა საწოლზე იჯდა, ხელში ნუცას ფოტო ეკავა და მწარედ ტიროდა.
უფრო მონიკვდა გული.
კარს ხელი გავუშვი და მისკენ წავედი.
გვერდით მივუჯექი და მაგრად მოვხვიწ ხელები.
-ჩემი გოგო მომენატრა...ძალიან მომენატრა-ტირილით მითხრა დეიდამ
-ვიცი დეიდა... გახსოვდეს ის სულ შენ თანაა გესმის? შენს გულში ცოცხლობს-ვუთხარი ტირილით
ცოტა ხანს ჩუმად ვტიროდით,შემდეგ ფრთხილად შევუშვი ხელები და გეხზე წამივდექი
-წყალს მოგიტან დეიდა-ვუთხარი და უკან მობბრუნდი
სიბნელი მიუხედავად მაინც დავინახე კარში მდგომი ბექას ტკივილიანი თვალები. არაფერი მითქვამს მისთვის,უბრალოდ გამოვედი.
როდესაც წყლით ხელში დავბრუნდი დავინახე როგორ იყო ბექა დეოდას წინ ჩამუხლული და როგორ ეფერებოდა თმებზდ, როცა შემნიშნა ფრთხილად აკოცა შუბზე დეიდას. ფეხზე წამიდგა, პირდაპირ თვალებშიბ შემომხედა და გავიდა.
მე დეიდას წყალი დავალევინე. უკვე გასვლას ვაპირებდი
-ელენე აქ დაიძინე ჩემთანგთხოვ-დეიდა
-კარგი დეიდა-მე
მის გვეედით მივკალათდი. ხელით გავუსწორე საბანი, დეიდამ თავი მკერდზე დამადო და მომეხვია.
გვიანობამდე ვგრძნობდი როგორ მისველება მისი ცრემლები გულისპირს...
ფრთხილად ვუსვამდი ხელებს თმაზე და ჩუმად ვტიროდი მეც...
არ ვიცი რა იქნება ხვალ...
ბექას ვეზიზღები ვიცი...
სწორედ ეს მტკენს გულს...
კიდევ ერთი თვე მიილია... ერთი თვეც და მიილევა გაზაფხული...
სახლში ყველაფერი ვერ გეტყვით რომ კარგადაა. ნანა დეიდასთან ძალიან კარგად ვარ,მაგრამ ბექა...
საერთოდ არ მცემს ხმას.ზედაც არ მიყურებს, თუ შემომხედავს კიდე ზიზღით...ულევი და გაიუნელებელი.
დილით ადრე გამეღვიძა და ჩემი ოთახიდან აივანზე გავედი,რომელიც ჩემს საძინებელსა და მისაღებ ოთახს აკავშირებდა.
ფილტვებში ხარბად ჩავუშვი ჯერ კიდევ სუფთა ჰაერი. დილის 6საათზე ჯერ ვერ მიესწროთ ავტომობილებს ჰაერის დაბინძურება. შევხედე ჯერ ბოლომდე ამოუსვლელ მზეს...
თვალები დავხუჭე და უბრალოდ ვუსმენდი ქალაქის ხმებს...
ვიგრძენი რომ ჩემს გარდა აქ კიდევ ვიღაც იყო... თვალები გავახილე და უკან მივიხედე სადაც თმააბურძგნული ბექა იდგა სიგარეტით ხელში. მისი ძალიან მეშინია,ამიტომ დაფეთებულმა ჩავიბურტყუნე -ბოდიში-და ჩემს ოთახში შემოვვრდი.
ტანსაცმელი ჩაბიცვი და სამზარეულოში გავედი. ქურაზე ჩაიდანი შემივდგი და ფინჯნები გავამზადე. სამზარეულოში ბექა შემოვიდა,როჰორც წესი ზიზღით შემომხესა და ონკანს მიაშურა,გინჯანი ერთი მოყუდებით გამოცალა და სამზსრეულო დაყოვა.
---რატომ?! რატომ მაინც და მაინც ეს ზიზღიანი მზერა?!
ფიქრებიდან ჩაიდანის ზუზუნის ხმამ გამომიყვანა, მეც მაშინვე დავავლე ხელი და ფინჯნეში დავასხი.
კრუასანებიც გამივიღე და მაგიდასთან ჩამოვჯექი დეიდას ლოდინში. მანაც არ დააყოვნა და მალე გამოვიდა საძინებლიდან.
-რა ადრიანაად ამდგარხარ დეიდა-თბილად მაკოცა შუნლზე.
მე მხოლოდ გავუღიმე,რადგან გიქრებით მაინც ბექას ზიზღიან თვალებთან ვიყავი.
სავინახე თუ როგორ შევიდა ბექა სააბაზანოში, სწრაფად წამოვხტი სკამიდან თეფშზე დავდე ორი კურასანი,ფინჯანს ხელი დავავლე და მისი საძინებლისაკენ წავედი.
ის ჩემ გამი არ მოდიოდა მაგიდასთან საჭმელად ამიტომ გადავწყვიტე რომ მისთვის საძინებელში მიმეტანა.
ასეც მოვიქეცი, საძინებელში შევედი და საწოლის გვერდით დავუწყე კრუასანები და ყავის ფინჯანი.
პირველად ვიყავი მის ოთახში, ამიტომ კარგად მივავლე ყველაფერს თვალი და შევნიშნე კედელზე ჩამოკიდებილი მისი და ნუცას რამოდენიმე ფოტო. ყველა ფოტოში ისეთი საყვარლები არიან...მისი თვალები ისეთი სუფთაა და კეთილი,მაგრამ ახლა...ახლა არა.
სწრაფად გამივედი ოთახიდან და სამზარეულოში დავბრუნდი. წავაწყდი დეიდას გახარებულ თვალებს და ძალიან გამეხარდა.
ბექაც გამოვიდა სააბაზანოდან და საძინებელში შევიდა.
ჭურჭელს ვრეცხდი,როდესაც ბექამ ნიჟარაში ფინჯანი და თეფში ჩამიდგა და კვლავ გავიდა. ისე გამიხარდა რომ შეჭამა და ისე არ გამოიტანა...ვფიქრობ ეს ჩვენ ურთიერთობაში პირველი ნაბიჯია.
ჩემს ოთახში ვიყავი და წიგნს ვკითხულობდი ,როდესაც ოთახში ნანა დეიდა შემოვიდა.
-გცალია ელენე?-
-კი კი რა თქმაუნდა...-მე
-შვილო ეხლა დამირეკა ჩემმა დამ ცუდადაა და რამოდენიმე დღით მასთან უნდა წავიდე...
ო ღმერთო ოღონდ ეს არა...
-და მე ?-მძლივს ამოვილუღლუღე
-შენ სა ბექა სახლში დარჩებით-დეიდა
-კაი დეიდა-მე
დეიდა მივიდა და მომეხვია
-ნუ ნერვიულობ ბექას ველაპარაკე და ჭკვიანად იქნება-დეიდა
მე მხოლოდ ვაოცე და ოთახიდან გავედით.
კარში ბექა დაგვხვდა ჩანთით ხელში.
-ელენე ბექა გამაცილებს მე და დაბრუნდება-
-კაი დეიდა -მე და კიდევ ერთხელ მოვეხვიე
ისევ ის მზერა სა ისევ გაჯახუნებული კარი. ისევ ტკივილი და აცრემლიანებული თვალები.
საქმე არ მქონდა და გადავწყვიტე სანამ ბექა დაბრუნდებოდა მისი ოთახი მიმელაგებინა.
საწოლი ავალაგე და მტვერი გადავწმინდე.
ფანჯარა გამივაღე და ციტა გავანიავე.
ოთახის კუთხეში გიტარა ვიპოვე.
ყოველთვის ოცნებად მქონდა რომ გიტარაზე დაკვრა მცოდნოდა.
საქმეებს მოვრჩი და ოთახიდან გამოვედი არ მინდოდა რომ ბექას მაშინ მოესწრო ჩემთვის როდესაც მის ოთახში ვიყავი.
ჩემს ოთახში ვიყავი როდეააც კარის ხმა გავიგე. უთუოდ ბექა უნდა ყოფილიყო.
წიგნს ვკითხულობდი...
-შენ იყავი ჩემს ოთახში?-აშკარად გაბრაზებული ხმა ჰქონდა.
მთელ ტანში გამცრა.
-კ....ი...-მძლივს ამოვილუღლუღე
-ნებართვა მიგეცი?! რაღაც არ მახსოვს-ბექა
-ა...რ...ა....-მე
უკვე ვგრძნობდი რომ თვალები ცრემლებს ვეღარ იტევდნენ.
-მეორედ აღარ დაგინახო უნებართო იქ შესული-ბექა
ხმა ვეღარ ამოვიღე
-გასაგებია?!-ბექა
-კი-მე
ოთახიდან გავიდა და კარი გაიჯახუნა,მაშინვე იხეთქწს ცრემლებმა.
საღამომდე ოთახიდან არ გავსულვარ... საღამო ხანს გავედი ოთახიდან,რადგან ვიცოდი რომ დეისას არაფერი დაუტოვებია, ბექას კი მოშივდებოდა.
ვიცი რომ ვეზიზღები,მაგრამ მე მაინც არ შემიძლია მისი შეძულება.
სამზარეულოში გავედი და საჭმლის მომზადება დავიწყე. ბექა მისაღებში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა.
საჭმლის გაკეთებას ,როდესაც მოვრჩი მაგიდაა გავშალე და მისაღებში გავედი,რათა მისთვის დამეძახა.
-საჭმელი მზადა და....-მე
-არ მინდა გარეთ შევჭამ-არც კი შემოუხესავს ჩემთვის.
-უკვე გავამზ...-არ დამამთავრებინა
-არ მინდა თქო ვერ გაიგე?!-ბექა
ტირილით შევვარდი ჩემს ოთახში.
რატომ?! რატომ შემიძულა ასე?!
მთელი ღამე ტირილში გავატარე...
უბრალოდ მტკივა,მისი თითოეული სიტყვა მტკივა და მკლავს....მე ხომ მისგან სულ სულ მცირე ოდენ სიყვარულს ვითხოვ, არა... თუნდაც არ შემიყვაროს უბრალოდ, უბრალოდ ეს ზიზღიანი თვალები აღარ მიყურებდნენ...
გული მტკივა რომ ის ბექა აღარაა,რომელიც ფოტოში ვნახე.
მტკივა იმიტომ რომ ვიცი,ვხვდები და ვგრძნობ თუ როგორ იტანჯება... ვგრძნობ როგორ უჭირს ნუცას არ ყოფნა. მინდა დავხმარო, მაგრამ არ მაძლევს ამის საშუალებას...
მინდა რომ მისთვის ვიბრძოლო... ასეც ვიზავ. ვიბრძოლლებ მისი თვალებიდან ზიზღის გასაქრობად...
შემდეგი ორი დღე უბრალოდ არ გამოჩენილა... არ ვიცოდი სად იყო საერთოდ არაფერი ვიცოდი. ნანა დეიდასთვის არ მითქვამს რომ სახლში არ მოსულა, მაგრამ მე ძალიან ვნერვიულობდი.
ისევ დაღამდა...
აივანზე პატარა მოწნულ სკამში ვიჯექი.ვკითხულობდი ბექას ოთახში აღმოჩენილ წიგნს "ტრიუმფალურ თაღს". კითხვაში როგორ ჩამეძინა ვერ ვერ გავიგე.დილით რომ გავიღვიძე საწოლზე ვიწექი და პლედი მეხურა. გავოგნდი, არ მოველოდი. სწრაფად წამოვდექი და ოთახიდან გამოვედი. ოთახები დავიარე,მაგრამ ვერსად ვნახე და ვიგრძენი როგორ ჩამწყდა რაღაც...უკვე ვიგრძენი როგორ ამევსო თვალები ცრემლით, უცებ კარის ხმა გავიგე და დავინახე როგორ გამოვიდა სააბაზანოდან ბექა. იმ წამს იმაზეც მადლობელი ვიყავი რომ ვეზიზღებოდი მაინც. ისე მინდოდა ახლა მთელი ძალით მოვხვეოდი.
-გამარჯობა-მე
-გამარჯობა-ბექა
-შეჭამ რამეს?-მე
-არა...-ზიზღი, ისევ და ისევ ზიზღი
-ბექა ასე რატომ გეზიზღები?!-
ჩემ სიტყვებზე ერთ ადგილას გაშეშდა და ისევ იმავე მზერით გამომხედა.
-რატომ?-მკითხა ირონიულად-
-რაატომ? რატომ?-უკვე წამომცვივდა ცრემლები.
-უბრალოდ მეზიზღები-ბექა
-უბრალოდ?-სიმწრით გამეცინა.
-ხო აი ასე, უბრალოდ=ბექა
-მესმის. შენი მართლა მესმის, მესმის რომ ნუცას გარდაცვალებას ვერ ეგუები, მაგრამ მე რა დაგიშავე?-მე
-შენ მისი ადგილის დაკავება გინდა გესმის?!-მიღრიალა ბექამ
-არ მინდა გესმის?! არა... მე უბრალოდ მინდა რომ მეც გიყვარდე. მინდა პირველად მყავდეს ოჯახი... მინდა რომ შემეძლოს მაგრად მოგხვიო ხელებბი. მინდა ვიცოდე რომ დამიცავ, მენდობი და სულ ჩემთან იქნები-ვტიროდი მე.
არაფერს ამბობდა უბრალოდ ერთ ადგილას იდგაა.
-არ შეიძლება რომ ის ბექა დაბრუნდეს, რომელიც იმ ფოტოებში ვნახე, რომლებიც ოთახში გაქვს?! არ შეიძლება რომ ჩემი ძმაც იყო?!-
ნელი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემკენ. ცოტა შემეშინდა.
მეც უკან გადავდგი რამოდენიმე ნაბიჯი და ვიგრძენი როგორ ავეკარი ზურგიით კედელს. ის მანიც არ გაჩერდა. ძალიან ახლოს იყო ჩემთან.თვალებში ჩამაჩერდა და უცებ მთელი ძალით წამიჭირა ხელი ყელში. უკვე მიძირდა სუნთქვა, ისე ძლიერად მიჭერდა ხელებს. მისი თვალები ზიზღს აფრქვევდა.
უკვე ვგრძნობდი როგორ მელულებოდა თვალები. უცებ გამიშვა ხელი და მეც მოწყვეტით დავეცი იატაკზე. ის კი მაშინვე გარეთ გავარდა.
ისევ ტირილი, ისევ ტკივილი...
სახლში არ დაბრუნებულა.ჩემს ოთახში შევედი და საწოლში შევწექი. არ მახსოვს ტირილში როგორ ჩამეძინა, მაგრამ შეხებამ რომ გამომაღვიძა კარგად მახსოვს... ღიად დარჩენილი კარიდან შემოსული სინათლე სახეს უნათებდა...
შეშინებული წამოვჯექი საწოლზე. შემეშინდა რომ დღეს დაწყებულ საქმეს ახლა ბოლომდე მიიყვანდა და სამუდამოდ გამისტუმრებდა დედასთან და ნუცასთან.
ფრთხილად ჩამომისვა თავზე ხელი და უცებ მომეხვია. გავშეშდი. გავშრი.
არ ვიცოდი რა უნდა მექნა, მერე მომშორდა და კვლავ თვალებში ჩამაჩერდა.
პირველი ბედნიერება- მის თვალებში ზიზღი აღარაა-
-მაპატიე... მე უბრალოდ ძაიან მიჭირს.ნუცას გარეშე ჩემი ცხოვრება არაფერია გესმის?! ძალიან მტკივა. ნანასაც ვერ ვუყურებ ასე განადგურებულს. შენ რომ გამოჩნდი, მეგონა რომ უბრალოდ აფერისტობდი, მაგრამ შემდეგ რომ დაგაკვირდი, მივხვდი, რომ ნამდვილი ხარ.მინდა რომ ნუცაც ცოცხალი იყოს. მშურდა, შენი სიცოცხლე მშურდა. ვერ ვეგუები რომ ჩემი პატარა გოგო ახლა ცივ მიწაში წევს, რომ მას ვეღარასოდეს ვნახავ. მეშინოდა და მეშინია რომ ძალიან შემიყვარდე, მაგრამ შენც მასავით მიმატოვებ. ამას კი ვეღარ გადავიტან-სულ მაკანკალებდა.
უბრალოდ ვეღარ გავძელი და ძლიერად მოვხვიე ხელები. შევიგრძენი მისი სითბო და მეც გავთბი.
მიყვარს მთელი სულით და გულით.
მთელი არსებით...
ისეე ჩემი პირველი მეგობარი და ძმა.
ჩემი სუნთქვა და ჩემი არსება...
უბრალოდ აი ასე მთელი არსებით მიყვარს და ვარ უბედნიერესი.
მთელი ღამე მასზე ჩახუტებულმა გავატარე. ვუსმენდი მის გულის ცემას და იცით რა მიხაროდა?! ის რომ კვლავ დაბრუნდა ძველი ბექა.
რომ ახლა მასაც ვუყვარვარ...
რა ფერისაა ჩემი პირველი ბედნიერება?! წითელი. ისეთი განუმეორებელი და არაბუნებრივი წითელი როგორიც ბექას თვალებია, რომლებიც მაშინვე შევნიშე როგორც კი თვალები გავახილე. პირველად მეძინა ასე ბედნიერს და პირველი რაც ასეთმა ბედნერიერმა ვნახე ბექა იყო. ბექა არის ადამიანი,რომელიც ვგრძნობ ისე მიყვარს,რომ მისთვლის მართლაც დაუფიქრებლად დავთმობ სიცოცხლეს. ის?! ის უბრალოდ არის ადამიანი ვინც გაგიჟებით მიყვარს და ვინც ერთადერთი და გაუმეორებელი არის და იქნება ჩემთვის.
ისევ მის მკერდზე მედო თავი და ვუსმენიდი როგორ ცემდა ჩემი ძამიკოს გული. ხომ, მე ახლა მყავს.
- ჩემი პატარა გოგო აბა როგორ გეძინა?-და ჩუბლზე მაკოცა.
ვიგრძენი როგორ ამეწვა მისი ნაკოცნი ადგილი.
-შესანიშნავად ბექუშ შენ?-მე
უცებ სახე შეეცვალ და ვერ მივხვდი რატომ, მისი თვალები ცრემლით აივსო და ჩემმა გულმაც შეწყვიტა ფეთქვა.
-რა მოხდა? რამე გაწყენინე?-ჩემითვალებიც უმალ აივსო ცრემლებით.
-უბრალოდ...-მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და ეცადა აკანკალებული ხმა დაეწყნარებინა.-ასე ნუცა მომმართავდა და...-მისი ცრემლი ვეღარ დაეტია ბექას უზარმაზარ თვალებში და ეულად გადმობარდა მის სახეზე...შეცდი პატარა ცრემლო... მის უძირო თვალებში ყოფნა
არაჩვეულებრივია და იმავეს ვერსად იპოვი დამერწმუნე.
-მაპატიე-მე და მეც ჩამომაგორდა სახეზე ცრემლი.
ალბათ ბექას ცრემლთაან შეხვედრას ლამობდა ჩემი ანცი ცრელი...
-არაფერია საპატიებელი ჩემო პატარა გოგო... -ძლიერად მომხვია ხელები.
მის მკლავებში მონავარდე გავიტრუნე და ვტკბებოდი იმით რომ ახლა მეც შემეძლო და-ძმური სითბოს შეგრძნება.
-ელუ...-ბექა
ისეთი თბილი ხმა ჰქონდა
"ელუ" ის იყო პირველი ვინც ასე მომმართა და არც არავის მივცემ საშუალებას სხვას,რომ ასე მომმართოს
("ელუ"-თი მომმართ ჩემმა ერთ-ერთმა მკითხველმა და ძალიან გულში ჩამწვდა მისი სიტყვა ამიტომ მომინდა რომ აქ გამომეყენებინა მისი ჩემდამი წოდებული სახელი. )
პასუხად მხოლოდ ზემოთ ავხედე
-იმ დღეს რომ საჭმელი გაამზადე ძაან მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა და სიმართლე გითხრა მაშინაც და ახლაც დიდი სიამოვნებით გავსინჯავდი-ბექა
მის ნათქვამზე გამეცინა-კარგი წავალ და მოგიმზადებ.-ფეხზე წამოვდექი და ჩემი დათუნიებიანი პიჟამათ გავედი სამზარეულოში.
სწრაფად მოვუმზადე ჩემი მოგონილი კერძი, რომელიც იმ დღეს მომაფიქრდა და ძამიკოს გავძახე რომ მოსულიყო.
ანაც არ დააყოვნა და მალე მოვიდა.
მაგიდას მიუზდა და ხარბად შეისუნთქა ჯერძის სურნელი
-არა რა... რაღაც მაგარი ჩანს. რა კერძია?-მზერა ახლა ჩემზე გადმოიტანა
ო... არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა ამიტომ პირველივე რაც მომაფიქრდა-გუბლიონი_
ეს საიდან მოვიგონე არ ვიცი...
აშკარა გაკვირვება გამოესახა ბექას სახეზე-არა ბულიონი გამიგია მარა "გუბლიონი" რა ჯანდაბაა?-ბექა
მის სახეზე სიცილი ვეღარ შევიკავე და გულიანად გამეცინა- ჩემი მოგონილია_მე
-აჰა... იმედი მაქვს არ მოვიწამლები-ბექა
-იმედი ბოლოს კვდება-ავიჩეჩე მხრები და მეც მის წინ მოვკლათდი.
"გუბლიონი"ორივეს ძალიან მოგვეწონა... მერე ყავაც გავამზადეთ და მისაღებშ დივანზე მოვკალათდით.
-ისეთი ბედნიერი ვარ...-მე
-რით?-ბექა
-იმით რომ შენ თვალებში ის ზიზღი აღარაა... და იმით რომ აღარ მეჩხუბები, აღარც მიყვირი, პირიქით, ახლა სულ მეფერები და ძალიან თბილად მექცევი.-მე
დავინახე როგორ ჩაეღიმა
-მეც ძაიან ბედნიერი ვარ რომ კიდევ ერთი დაიკო მყავს...-ბექა და კვლავ შუბლზე მაკოცა თბილად.
-ბექა ისე ხომ აღარასოდეს მომექცევი?!-შეშინებული ხმით ვკითხე
-არასოდეს, ახლა ვიცი ვინც ხარ და რაც ხარ...-ბექა
-ნანა დეიდასაც ხომ აღარ მოექცევი ისე ცივად?-მე
-დედა მიყვარს ელუ...ძალიან მიყვარს, მაგრამ ასეთ განადგურებულს ვერ ვუყურებ,თითოს სულ სხვა ქალია, არა... ის ქალიც აღარაა... უბრალოდ სასტიკად ნატანჯი არსებაა... გული მიკვდება მას რომ ვხედავ. ვერ ვიტან რომ ასე იტანჯება, რომ ასე იტანჯება მე კი ვერაფრით ვეხმარები...-ბექა
-მას ის უფრო ტკენს ბექა რომ ასე ცივად ექცევი. ბევრჯელ გვისაუბრია მე და დეიდას ამასთან დაკავშირებით.-მე
-ვიცი, მაგრამ არ შემიძლია, უბრალოდ არ შემძლია ელუ... მგონი რომ მის ტკივილში მე ვარ დამნაშავე-ბექა
-არა ბექა...გთხოვ ასე ნუფიქრობ. ასე არა... - მე და მაგრად მოვხვიე ხელები.
-ნეტავ იცოდე რა კარგია რომ ახლა აქ ხარ, ჩემთან-ბექა და მანაც მთელი ძალით მომხვია ხელები.
ისეთი თბილი იყო... მთელი გული და სული გამითბო.
ვერ ვხვდები ამდენი ხანი მის გარეშე როგორ ვცოცხლობდი...
მთელი დღე ვსაუბრობდით... ყველაგერი მოვუყევით ერთმანეთს...
ბევრივ ვიტირეთ და ბევრიც ვიცინეთ...
ვიპოვე ჩემი მონათესავე სული და მე არასდროს არსად აღარ გავუშვებ.
დასაძინებლად გვიან წავედით. კარში შესვლამდე კიდევ ერთხელ მაკოცა შუბლზე და ოთახში შევედით ერთდროულად.საღამურები ჩავიცვი და საწოლში შევწექი.ის-ის იყო ღამის სანათი ჩავაქრე რომ კარზე ფხაკუნის მაგვარი ხმა გაისმა. ცოტა შემეშინდა,მაგრამ შიშმა მაშინვე გადამიარა,როგორც კი კარში ბექას გაბურძგნული თავი დავინახე.
-რაღაცას გკითხავ ოღონდ არ დამცინო გაიგე?!-ბექა
-კაი...-მე
-გუშინ შენთან რომ მეძინა, ასე კარგად პირველად მეძინა ნუცას სიკვდილის შემდეგ,კარგად კი არა,პირველად მეძინა.ასე რომ...შეიძლება დღეს შენთან ერთად დავიძინო?!-ბექა
მის სიტყვებზე ერთდროულად გულიც მეტკინა და გამეხარდა კიდეც...
-კი...-მე
ისიც მაშინვე წამოვიდა საწოლისაკრნ და ჩემს გვერდით დაწვა... ხელი თავქვეშ ამომიდო და მისკენ მიმაჩოჩა.
-ნუცაც სულ ასე მყავდა ხოლმე-ბექა.
ვიცი ბექა ახლაუფრო ბედნიერია და ხალისიანი,მაგრამ მაშინ მაინც არ განელებული ის ტკივილი.
-მომიყევი რა ნუცაზე...-მე
-კარგი...
ნუცა...ჰო...ნუცა იყო ჩემი ცხოვრების აზრი. ძალიან ლამაზი იყო,მართლაც ძალიან ლამაზი...არა იმოტომ რომ ჩემი და იყო...მისი თვალები ისეთი ლამაზი მწვანე ფერისა იყო...სულ ჭინკები დაუხტოდნენ და სულ უცინოდნენ.
მისი კურნოსა ცხვირიც ისე მიყვარდა.
სულ ზედ ვკოცნიდი და ვკბენდი...
წელამდე ოქროსფერი,აი შენ რომ გაქვს ზუსტად მაგ ფერის თმა ქონდა.
ისეთი სხვანაირი სურნელი ქონდა...სულ ყველგან თან დამყავდა...ჩემ ძმაკაცებსაც მაგრად უყვარდათ.მერე როდესაც მისი ავადმყოფობა გავიგეთ...ეს საშინელება იყო...ყველა სასოწარკვეთილები ვიყავით, ის კი ისე იჭერდა თავს თითქოს არაფერი...
მაინც სულ იღიმოდაა და სულ იცინოდა. პირველად მაშინ იტირახ როცა ქიმიოთერაპიების შედეგად თმა გასცვივდა. მთელი დღე ტიროდა.მაგრამ მაინც სჯეროდა რომ გამიკეთდებოდა. ახლა რომ ვფიქრობ ამას ჩვენ დასამშვიდებლად ამბობდა.მერე ჩვენც ბიჭებმა გადავიპარსეთ თავები.ბოლო ღამეს,როგორც ყოვრლთვის მის გვერდით
მოვკალათდი საავადმყოფოს საწოლში. ძალიან სუსტად იყო...მთხოვა რომ მისთვის მისი საყვარელი სიმღერა "დედამიწის ფერია"მემღერა...მისი თხოვნით მეც დავიწყე სიმღერა...თავი ჩემ მკერდზე ედო და ვგრძნობდი მის სუსტ სუნთქვას.სიმღერის ბოლოს ჩუმი ხმით გავიმეორე -დედამიწის ფერია შენი თვალის ფერია-და მერე...ხმა უფრო აუკანკალდა ბექას...მე იკვე ცრემლები ნიაღვრად მომდიოდა-მერე მან სუნთქვა შეწყვიტა და მასთან ერთად მეც... მისი დაკრძალვა საშინელება იყო...მაშინ გავიგე რომ თომას,ჩემს ძმაკაცს ის უყვარდა...ის ახლა საფრანგეთშია ნუცას დაკრძალვის დღიდან გაემგზავრა,არავის გვეხმიანება. ვიცი მასაც ძალიან უჭირს.მერე მეც ვიყავი ლონდინში წასული.ვიფიქრე თუ შორს ვიქნებოდი უფრო გამიადვილდებოდა,მაგრამ არა...მერე მის საფლავსაც კი ვნატრობდი,ამიტომ უკან დავბრუნდი.ყოველ საღამის მის საფლავზე ავდივარ და მას რომ უყვარდა ის შავი ვარდები ამაქვს...სულ ვეჩხუბებოდი რას გადაეკიდე ამ შავს თქო ვარდებიც კი შავები რომ გიყვარსთქო ის კი მეუბნებოდა-შავი ვარდები ტკივილს,სიყვარულს და მონატრებას ერთად გამისახავენო.მამას საფლავზეც სულ შავი ვარდები მიჰქონდა ხოლლმე...ხშირად ვნახულობ სიზმარში... ორი დღის წინ შენზე მითხრა დაგეხმარებააო და აი ხომ ხედავ ახლა აქ მყავხარ...ჩემი ნუცა არასოდეს ცდებოდა...-
მერე უბრალოდ ორივე ვტიროდით და ასე ტირილში ჩაგვეძინა გამთენიისას.
დილით თვალები რომ გავახილე კარში მდგომი მტირალი დეიდა დავინახე...
სწრაფად წამოვიწიე. ჩემ მოქმედწბაზე ბექასაც გაეღვიძა...
-თქვენ...თქვენ რა ...-დეიდა
-ნანა უბრალიდ მე და ელუ ვილაპარაკეთ და ახლა ის ჩემი პატარა დაიკოა,მართალი იყავი მასზე რომ მეუბნებოდი დაგეხმარებაო-ბექა
დეიდა მაშინვე ჩვენკენ წამივიდა და ორივეს ხელები მოგვხვია.
სამივე ერთმანეთს ვეხვეოდით...
ვგრძნობდი ოჯახურ სითბოსა და სიყვარულს...
-ნეტავ იცოდეთ რა ბედნიერი ვარ...ნეტავ ჩემი ნუცაც აქ იყოს-დეიდა
დღემ ძალიან თბილად ჩაიარა...მე და დეიდამ ნამცხვრის გამოცხობა გადავწყბიტეთ...ბექას მარწყვის ნამცხვარი ყვარებია ამიტომ მისი გამოცხობა გადავწყვიტეთ...
დეიდა მასწავკიდა მე კი ვაკეთებდი. ბექაც ტელევიზორს უყურებდა,თან მოიოარებოდა ხოლმე და ნარწყვს გვიჭამდა.
და აი,როდესაც ნამცხვარი ქურაში შევდგით ბექას ტელეფონი აწკრიალდ და ისიც აივანზე გავიდა.
მალევე უკან დაბრუნდა...
-რა ხდება ბექა?-დეიდა
-ნიკა იყო... თბილისში დაბრუნებულა-ბექა
ალბათ ნიკა ბექას ძმაკაცი იყო.
-მერე დაურეკე ამოვიდეს. ისე მომენატრა. ელენესაც გავაცნობთ და მის გამომცხვარ ნამცხვარსაც გავასინჯებთ...-დეიდა
ბექამ გაღიმებულმა შემომხედა,ჩემთან მოვიდა და შუბლზე მაკოცა.
-კარგი დავურეკავ...-ბექა
ისე მახარებდა ბექას თითოეული თბილი საქციელი...
ნამცხვრის გამოცხობას მოვრჩით და ნიკას ლოდინში დივანზე მოვკალათდი ბექას გვერდით,რომელიც ტელევიზორს უყურებდა, ნანა დეიდა კი ლოცვებს კითხულობდა.
-აუ ბექა...-მე
-რა მიხდა?-ბექა
-ვნერვიულობ-მე
ბექას გაეცინა-რაზე?
-ნიკასაც რომ ცუდი წარმოდგენა შეექმნას ჩემზე და რომ შემიზიზღოს?-მე
-არა ელუ...ნიკა მასე არ იფიქრებს,თან ნიკა ძაან თბილია და მხიარული. აი ნახავ რომ სანერვიულო არაფერია-ჩემზე გადახვეული ხელი კიდევ უფრო მომიჭირა...
ცოტახანში კარზე ზარის ხმა გაისმა...
ბექა წამოდგა და კარის გასაღებად წავიდა.დეიდაც გამოვიდა....
მესმოდა მათი სიხარულით წამოძახილები და უნებურად მეღიმებოდა.ცოტა ხანში კი მისაღებში ბექა და ნიკა შემოვიდნენ. ნიკა მაშინვე ნანა დეიდას გადაეხვია...
და თბილად მოიკითხა,შემდეგ კი მე მომიბრუნდა. ბექა ჩემთან მოვიდა და ხელი მომხვია
-ნიკუშ ეს ელენეა ჩემი მეორე და დაიკო...-ბექა დათავზე მაკოცა
-ესე იგი ჩემი დაიკოც ყოფილა. მოდი აბა ერთი მოგეხვიო-ნიკა და მაშინვე მაგრად ჩამიკარა გულში.
მართალი უთქვამს ბექას მაღტლაც ძალიან თბილია ნიკა.
მერე ჩემი ნამცხვარიც გავსინჰეთ და ბიჭებმა ძალიან მომიწინეს...
ძალან ბედნიერი ვიყავი. ნიკა ისე იყო თითქოს წლებია ერთმანეთს ვიცნობთ... ეს ძალიან მომწონდა...
წასვლისას ნიკა შეგვითანხმდა რომ ხვალ სადმე წავიდოდით ერთად. ბექამაც თანხმობა განაცხადა.
ნიკამ კიდევ ერთხელ ჩამიკრა გულში და წავიდა. მე სამზარეულოში შევედი დეიდას მისახმარებლად.ჭურჭელს ვრეცხდი,როოდესაც კისერში კოცნა ვიგრძენი .ბექა იყო...
-ეს რა ყოჩაღი დაიკო მყოლია-ბექა
-აბა...შენ ეგ თქვი-მე
-აუ იცი რა მინდა?-ბექა
-მაგარი ყავა.-მე
-კიი...და იცი როგორი?-ბექა
-ორი კოვზი შაკარი და კოვზის წვერით ბოლოს კიდევ ცოტა ყავა-მე
-მალადეც ჩემი გოგო-ბექა
ყავა გავამზადე და აივანზე გავედით... სკამებში მოვკალათდით. ბექა სიგარეტს ეწეოდა...
აივანზე ნანა დეიდა გამოვიდა
-აბა რას შვრებით ჩემი სიხარულებო?-გვერდით მომიჯდა დეიდა.
-ყავს ვსვავთ და დალევ შენც დეიდა?-მე
-ელუ...ნუ დააბერე ნანა..ჯერ სულ 31წლისაა. დეიდა არა ის კიდე ნანა ან ნანი დაუძახე რა დეიდა აგიტყდა. მეც მაგიტო ვეძახი ნანას თორე კი არ მეზარება დედას დაძახება-ბექა
-მართალს ამბობს ელენე ბექა-გამიცინა ნანა დეიდ... ნანამაც.
-კარგი ასე იყოს-მე
-კარგი მე წავედი ხვალ ეკლესიაში უნდა წავიდე და დავიძინებ.-ნანა
-კაი.-მე
ბექასთვის გვერდით უნდა ჩაევლო,როდესაც ბექამ მკლავში ხელიჩაავლო და გააჩერა.ნანამ გაკვირვებულმა დახედა შვილს.ბექა ფეხზე წამოდგა და ნანას მაგრად მოხვია ხელები მერე კი ლოყაზე გემრიელად აკოცა-ძილინებისა დედა-ბექა
-დედას სუნთქვა ხარ შენ -მთელი სახე დაუკოცნა ბექას შემდეგ კი გახარებული შევიფა სახლში.
-ძალიან გაახარე-მე
-ვიცი-ბექა
მალევე წავედით ოთახებიდაკენ და ბექას ფეხები უკან რჩებოდა ამაზე ავფხუკუნდი
-რაზე იცინი?-ბექა
-დაიძინებ ჩემთან?-მე
ვიცოდი რომ ამაზე ფიქრობდა
-5წუთში გამოვალ-ბექა
-გელიდები-მე
არ მეგონა თუ ყველაფერი ასე შეიძლებოდა შეცვლილიყო... არავინ მყავდა და ესე უცებ დეიდაც შევიძინე, ძმაც და...დედის დაკარგვის ტკივილთან დის დაკარგვის ტკივილიც შევიგრძენი. მაგრამ მე ახლა მაინც ბედნიერი ვარ... რაღა თქმა უნდა არასდროს დავივიწყებ ნუცას და დედას, მაგრამ მე მაინც ძალიან ბედნიერი ვარ.შესანიშნავია, როდესაც დილით თვალს ახელ და ხედავ ადამიანს რომელიც სიგიჟემდე გიყვარს...ხედავ მის განუმეორებელ თვალებს... დილას სიცილით გაწყებიებს და ბოლოს ჩაგჩურჩულებს ყურში რომ ბედნიერია იმით,რომ მის ცხოვრებაში გამოჩნდი. სიხარულისაგან მაგრად ვხვევ ხელებს და ყელში ძლიერად ვკოცნი. მერე ხელში მიყვანს და ოთახიდან დავყავარ. სამზარეულოში ნანა ფუსფუსებს და აშკარად ეტყობა რომ გუშინდელის შემდეგ ძალიან ბედნიერია.
-აბა როგორ გეძინათ?-ნანა
-შესანიშნავად, შენ?-ბექა სამზარეულოში სკამზე მსვამს და ახლა ნანასაკენ მიდის,რომელიც ონკანთან დგას, ბექა უკნიდან ხვევს ხელებს და კისერში გემრიელად კოცნის.
-კარგად ვარ დე...ახლა კარგად ვარ-უკან ბრუნდება ცრემლიანი თვალებით ნანა და მის შემყურეს მეც ცრემლით მევსება თვალები
-კაი რა ნანა არ იტირო ჩემ თავს გაფიცებ...აღარ უნდა იტირო გესმის?!-ხელებში მოიქცია მისი სახე ბექამ და შუბლზე მხურვალედ აკოცა... მერე მე გამომხედა და მეც რომ თვალცრემლიანი დამინახა გაეღიმა და ხელით მანიშნა მოდიო. მეც მაშინვე მათკენ წავედი და ბექამ მეც გულში ჩამიკრა.
-ეს ორი გოგო მყავხართ...და იცოდეთ ერთხელ კიდე დავინახავ რო რომელიმე ტირით და არ ვიცი რას ვიზავ. არ უნდა იტიროთ რა...-ბექა
საპასუხოდ მხოლოდ მაგრად ვუჭერ ხელებს...
-აბა კაით ეხლა ამხელა კაცი ასე ბავშვივით დამაყუდეთ....ანუ ნანა რა მოამზადე?-ბექა
ნანა კვლავ გარინდული იდგა და შვილს შეყურებდა. ვიცი ბექა დიდი ხანია ხალისიანი არ ყოფილა...ნუცას გარდაცვალების შედეგ.მაგრამ ახლა ყველაფერი უნდა შეიცვალოს...ნუცასაც ვიცი არ მოეწონებოდა ასეთი დედისთვის და ძმისთვის ყურება. არასდროს არ დავივიწყებთ მას, მაგრამ ცხოვრება გრძელდება... ნანა ჯერ მხოლოდ 30 წლისაა, მაგრამ რომ შეხედოთ 50 წლის გეგონებათ... ისე არ უხდება ეს სამგლოვიარო შავი ტანსაცმელი...ჩაცვენილი და ჩამქრალი თვალები...შეუღებავი თმა... ისეთი გამხდარია და ჩამომჭკნარი.მისი ფოტოები რომ ვნახე... საერთოდ სხვა ადამიანია... ყველგან უბრწყინავს ის ლამაზი ლურჯი თვალები... ნუცას სწორედ მისი თვალები ქონდა როგორც ბექამ მითხრა...
სამივე მაგიდას მივუსხედით და გემრიელად მივირთვით კრუასანები და ჩაი... მერე შხაპი მივღე და მოვწესრიგდი. ოთახში რომ დავბრუნდი იქ ბექა დამხვდა საწოლზე წამოწოლილი.
-უი... ელუ ბოდიში გავდივარ-ხელი აიფარა თვალებზე და ოთახიდან სიცილლით გავარდა.
ზედ დავიხედე და ჩემი ფუმფულა ხალიათი მეცვა. ჩემ სულელ ბექაზე გამეცია. და მე ისევ არ მჯერა რომ ახლა ასე კარგად ვარ ბექასთან. სწრაფად გადავიცვი ნანას ნაყიდი თხელი სარაფანი.თმა დავივარცხნე და გავიშალე. ოთახიდან გავედი და მისაღებში ბექა და ნიკა დამხვდნენ.
-გამარჯობაა-მე
-ვა ეს ვინ მოსულა-კვლავინდებურად თბილად მომეხვია ნიკა.
ბექას მზერა შევნიშნე. რაღაც სევდიანი მეჩვენა მისი თვალები.ცოტა არ იყოს მეწყინა ეს.
ოთახში ნანა შემოვიდა-როგორ გიხდება ელენე ეს კაბა...-
-მადლობა, მეც ძალიან მომწონს-კიდევ ერთხელ და ვიხედე ზედ. ასეთი ლამაზი კაბა აქამდე არ მქონია.
-ბავშვებო მე ეკლესიაში მივდივარ და თქვენ რას აპირებთ?-ნანა
-გარეთ გავისეირნებთ ნანა დეიდა... კინოში ან სადმე წავალთ და ელეს გავასეირნებთ-ნიკა
-კარგი აზრია, მე ვერსად მოვახერხე მისი გაყვანა და... კარგი მე წაქვალ და თქვენ იცით აბა...-ნანა
იქვე დივანზე ჩამოვჯექი... ბექა სადღაც სხვაგან იყო ფიქრებით...
-რატო მოიწყინე ელე?-ნიკა
-მე... მე უბრალოდ, არა, არ მომიწყენია-ძალით გავიღიმე მე.
-ე... ჩვენთან ტყუილები არ შეიძლება პატარა ქალბატონო-ნიკა
მე ისევ ბექას ვუყურებდი...ნიკამ ხელი მომკიდა და ახლა მისკენ გავიხედე.თვალებით მანიშნა გამომყევიო და ფეხზე ადგა
-წამო რა ელე წყალი ან რამე დამალევინე-ნიკა
მეც ფეხზე წამოვდექი და მასთან ერთად სამზარეულოში გავედი.
-ელე ნუ მოიწყინე რა...-ნიკა
-რამე ვაწყენინე? ნახე როგორ მოიწყინა ჩემ დანახვაზე?-ლამის იქვე ავტირდი მე.
-არა არაფერი გიწყენინებია, უბრალოდ.... -ცოტა ხანს შეჩერდა ნიკა და მერე ისევ გააგრძელა-მე, ბექა და თომა ბარსელონაში ვიყავით თამაშზე და იქედან ჩამოუტანა ნუცას ეგ კაბა-ნიკა
ძალიან მეტკინა გული...
-მე... მე არ ვიცოდი ნანამ მაჩუქა.რომ მცოდნოდა არ ჩავიცვამდი.-მე
-კაი ნუ ნერვიუობ...არაფერია ელე-გულზე მიმიხუტა ნიკამ და თავზე მაკოცა=-კაი წამო ეხლა გავიდეთ-ხელი მომკიდა და მისაღებისაკენ წამიყვანა.
ბექა ისევ იქ იჯდა...-აბა არ წავიდეთ?-ნიკა
-კი წავიდეთ-ბექა
-მე ოთახში შევალ და მალე მოვალ-მე. მაშინნვე ჩემი ოთახისაკენ წავედი,რათა კაბა გამომეცვალა. მართლა არ მინდოდა ბექას წყენინება... მე ხომ არც კი ვიცოდიი რომ ეს კაბა ნუცასი იყო. უჯრიდან ჩემი თავშესაფრიდან წამოღებული ჯინსის უბრალო შორტი და ასევე უბრალო ვარდისფერი მაისური ამოვიღე. უკან რომ მივბრუნდი ბექა დამხვდა. ცოტა შემეშინდა...
-ელუ მაპატიე რა... არ მინდოდა, უბრალოდ გამახსენდა ნუცა ამ კაბაშიი და ხომ ხვდები... ბოდიში რა და გთხოვ არ გამოიცვალო კარგი-შემი ხელები თავის ხელებში მოიქცია და ორივეზე მაკოცა.
-ბექა მე მართლა არ ვიცოდი...-მე
-ვიცი ჩემო გოგოვ... კაი ეხლა არ იტირო...-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ცხვირზე მაკოცა-წავიდეთ?-ბეექა
მე თავი დავუქნიე და ოთახიდან ხელი-ხელ ჩაკიდებულები გავედით.
კარგად შევნიშნე ნიკას გაღიმებული სახე და მეც გამეღიმა. ნიკას მანქანაში ჩავსხედით. ბიჭები წინ დასხდნენ მე კი მათ უკან ზუსტად შუაში მოვკალათდი და იდაყვებით მათ სავარძლებს დავეყრდენი... ხან ერთს ვუყურებდი ხან მეორეს...
ჯერ მთაწმინდაზე ავედით... ისეთი ლამაზი იყო იქაურობა... ნნიკამ ყველა ატრაქციონი მომატარა... პატარა ბავშვივით იყო და მე და ბექა ვკვდებოდით სიცილით... უამრავი ფოტო გადავიღეთ...ტირში ბექამ ყველაზე დიდი დათუნია მოიგო და მე მაჩუქა...ესეც ჩემი პირველი სათამაშო. მერე მაგდონალდში წავედით და იქაც ბევრი ვიხალისეთ... არ მშიოდა, მაგრამ წინ რომ მესხდენ ორი მამის მკვლელი თვალების მქონე ახმახი... სულ შევჭამე ყველაფერი.... უკვე ბნელოდა,როდესაც სახლში წავედით...ნიკას დავემშვიდობეთ და ლიფტით ავედით სახლში. კარზე ზარი დავრეკეთ და ნანას ლოდინში ჩემ დათუნიას დავუწყე თამაში. ბექა კი მე მიყურებდა და იცინოდა. ნანამ კარი გაგვიღო და ჩემი დათუნიის დანახვისას თვალები გაუფართოვდა.
-ბექამ მოიგო ნანა და მაჩუქა-სიხარულით ჩავურაკრაკე.
მერე გამოვიცვალეთ... ყავა დავლიეთ და ნანას ყველაფერი მოვუყევით და ფოტიები ვაჩვენეთ. ასეთი კარგი დრო არასოდეს გამიტარებია. ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან !
საღამურები ჩავიცვი და საწოლში შევწექი... ბექას ლოდინში გავინაბე. ისე მივეჩიე მასთან ერთად ძილს. მაგრამ გავიდა ნახევარი საათ და ის არ მოსულა. ფრთხილად წამოვდექი და ჩუმად მისი ოთახის კარი შევაღე. ბექა ფანჯარასთან იდგა.
-ბექა...-ვუჩურჩულე მე...
მანაც მაშინვე ჩემკენ გამოიხედადა ჩაეღიმა.
-შეიძლება?-მე
ღიმილით დამიქნია თავი და მეც შვედი კარი მივხურე და წინ ავესვეტე
-გელოდებოდი, მეგონა ისევ ჩემთან დაიძინებდი და...-მე
-ოხ შენ ვინ მყავხარრ-ბექა და გულზე მმიმიკრა-ჩემი პატარა დაიკო ხარ-
მეც გამეცინა და ისევ სითბო ჩამეღვარა გულში.
-არ მეძინება ჯერ-ბექა
-არც მე...-მე
-ჰოდა მოდი ვილაპარაკოთ და მერე შენ დაიძინე ჩემთან კაი?-ბექა
-კაი...-მე
საწოლზე ჩამოვსხედით...
-აბა რაზე ვისაუბროთ?-ბექა
-რაღაცას გკითხავ რა...-მე
-აბა გისმენთ-ბექა
კუთხეში დადებულ გიტარას გავხედე-უკრავ?-მე
-ვუკრავდი...ნუცას სიკვდილის მერე არ დამიკრავს-ბექა
-ოდესმე დაუკრავ ჩემთვის?-მე
-როგრც კი მზად ვიქნები ამისათვის-ბექა
-ჩემი ოცნებაა რომ გიტარაზე ვიცოდე დაკვრა...-მე
-მე გგასწავლი....-ბექა
-პირობას მაძლევ?-მე
ბექამ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და თავზე მაკოცა.
გვიანობამდე ვილაპარაკეთ და მე ისევ მის მკერდზე ჩამომეძინა.
უკვე ერთი თვე გავიდა.როგორც იტყვიან ხოლმე "გაგანია"ზაფხულია. მე ბექა და ნიკა სულ ერთად ვართ. სად აღარ დამატარებენ ბიჭები. არ მეგობა თუ ოდესმე შევძლებდი,რომ ასეთი ბედნიერი ვყოფილიყავი.
ბიჭებმა თანამედროვე ცხოვრებაში ჩამრთეს. ნიკამ ფბ გამიკეთა...ბექას კი თითქმის ყოველ შაბათ კვირა საყიდვლებზე დავყავარ. არაფერს მაკლებს საერთოდ არც ის,არც ნიკა და არც ნანა. ნიკას ინიციატივით გადავწყვიტეთ რომ მასთან ანანურში წავსულიყავით ცოტა ხნით. არასოდეს ვყოფილვარ დასასვენებლად,ახლა მივდივარ და თანაც საყვარელ ადამიანებთან ერთად.
ხვალ მივდივართ ანანურში...ძალიან ბედნიერი ვარ... მე და ბექამ ყველაფერი ჩავალაგეთ. როგორც ყოველთვის კვლავ ერთად დავიძინეთ.
ღამით ტელეფინის ზარმა გამიმაღვიძა...ბექას ტელეფონი იყო.ბექა შევაღვიძე და ტელეფონი
მივაწოდე"საათს რომ გავხედე 04:00.
-ალო-ბექა
-ხო,რა ხდება ნიკუშ?-ბექა
-რა? მართლა? მოიცა ტო ეხლა?ვახ ჩემი რა მაგარია! კი აბარას ვუზავ გამიიარე....-ტელეფონი გათიშა და თვალებგაბრწყინებულმა გამომხედა.
-ჩამოდის...-ბექა
-ვინ?-მე
-თომა-დგება და მაშინვე ტანსაცმლის ძებნას იწყებს-ნიკა გამომივლის და აეროპირტში დავცვდებით....-ბექა
მეც მიხაროდა მისი სიხარული.
-წამოხვალ?-ბექა
-შეიძლება?-მე
-მიდი მოიცვი უცებ და მოვა ნიკა.-ბექა
მაშინვე წამოვხტი უნდა გავსულიტავი ბექამ რო მომაძახა-ელუ თბილად ჩაიცვი იცოდეე-
მის მზრუნველობაზე გამეცინა...
ოთახში შევედი, ჩვენ ხმაურზე ნანასაც გაეღვიძადა ჩემთან შემოვიდა.
-რა ხდება ელენე?-ნანა
-თომა ჩამოდის და აეროპორტში ვხვდებით-თან მას ველაპარაკები და თან ბექას ნაყიდ ნაცრისფერ სპორტულებს ვიცვამ,კერებს და მერე დუტს ვიცვამ.უფროსისგან სასტიკად გაფრთხილებული ვარ რომ თბილად ჩავიცვა.
-რა კარგია...გამაგებინეთ რომ ჩამოვა-ნანა
-კაიიი-მე და შუბლზე ვკოცნი
კარს ვაღებ და პირდაპირ ბექას ვასკდები. ისე მეტკინს შუბლი მას კი როგორც ჩანს ნიკაპი. ორივე ნატკენ ადგილებს ვისრესთ და თან ვიცინით. კვლავ რეკავს ბექას ტელეფონი -ჩამოვდივართ-და თიშავს.სადარბაზოდან გასული მართლაც ვგრძნობ სიგრილეს.ბექამ ხელი ჩამჭიდა და მაგრად მომიჭირა
-კაი გოგო ხარ რომ დამიჯერე და თბილად ჩაიცვი-ბექა.
მანქანაში ვსხდებით და მივდივართ. ბიჭები ისეთ ემიციებში იყვნენ...
ჩემს ცხოვრებაში პირველად ვარ გარეთ ამ დროს...
თბილისის აეროპირტში შევდივართ და ველოდებით როდის გამიაცხადებენ თომას რეისს...მეც ძალიან ვნერვიულობ. მასთან უფრო დიდი საშიშროებაა რომ სრ მიმიღოს,მას ხომ ნუცა უყვარდა, და სნ იქნებ კვლავ უყვარს და ჩემაში ბექასავით ის ადამიანი დაინახოს ვინც ნუცას ადგილის დაკავებას ცდილობს. ღმერთს ვთხოვ რომ ასე არ იყოს....
და აი ცხადდება თომას რეისი და ჩვენც დაძაბულები ვდგავართ....თანდათან მგზავრები გამოდიან... ვხედავ როგორ გამოდის მაღალი,გამხდარი, შავგვრემანი ბიჭი, მუქ ფერებში ჩაცმული... თანდათან გბიახლოვდება და კარგად ვხედავ მის მკაცრ და სევდიან თვალებს...ის თომაა, ზუსტად ვიცი ისააა.
არც ვცდები, ჩემ წინ მდგომ ნიკასთან და ბექასთან ჩერდება.უსიტყვოდ უყურებენ ერთმანეთს შემდეგ კი სამივერ ერთმანეთს ეხვევიან მთელი ძალით. ბიჭები ჩემგან ზურგით დგანან, თომას კი პირდაპიდ ჩემკენ აქვს სახე. ისევ ერთმანეთს ეხვევიან, მე მათ შევცქერი და უცებ თომა ახელს თვალებს და პირდაპირ ხვდებია ჩვენი თვალები ერთმანეთს...
ბიჭები ერთმანეთს შორდებიან. თომამაც მომაცილა მზერა. ახლა ბექა შემობრუნდა ჩემკენ და ხელი ჩამავლო.წინ წამწია და გვერდით დამიყენა.
-ეს ელენეა ჩვენი პატარა დაიკო,ეს კი თომაა ჩვენი ძმა -ბექა
-სასიამოვნოა-მძლივს ამოვილუღლუღე.
ის მხოლოდ მიმზერდა არაფრისმთქმელი თვალებით.
-წავიდეთ და სახლში ვილაპარაკოთ რა-ნიკა და ჩვენც გავდივართ აეროპორტიდან .
მანქანაში ვჯდები.ბექა კვლავ წინ ჯდებბა ესე იგი...
იღება ჩემს გვერდით კარი და თომა ჯდება.მერე ნიკა იკავენს ადგილს და მივდიართ.
ნიკა და ბექა იხსენებენ ძველ ამბებს და პირს არ აჩერებენ.თომა კი ცოტას ლაპარაკიბს,როგორც ჩანს არ უყვრს ლაპარაკი.სულ სერიოზული სახით ზის.ისე რომ განძრევისაც მეშინია. აი თითქოს ჩემს ფიქრებშია ნიკა
-ბიჭო რა გჭირს რა სახე გაქვს, შეაშინებ ელეს-იცინის ნიკა
ახლაღა გამომხედა თომამ...
-შეცვლილა ელუ თორე ესეც ნიკასნაირი იყო -უკან იწევა ბექა და ხელს მიჭერს.
-ჰა ეხკა სად მივდივართ?-ნიკა
-სახლში ვეე წავალ..-თომა
ისეთი სხვანაირი ხმა აქვს... სულ ეკალმა დამაყარა...
-აუ ჩემთან წაგიყვანდი მაგრამ თამარა მყავს სახლშივდა თუ წამოხვალ შენი ნებაა ისე კაი ბორში არ აგცდება...-ნიკა და იცინის...
-იყოს ჩვენთან წამოვა-ბექა
კორპუსთან მივედით...
-ხვალ ხო მივდივართ?-ნიკა
-კი ოღონდ საღამოს წავიდეთ რა-ბექა
-სად მიდიხართ?-თომა
-მიდიხართ არა,მივდივართ ნიკასთან ანანურში-ბექა
თომა აღარაფერს ამბობს. ჩვენც გადავდივართ მანქანიდან.
-წავიდეთ-ბექა
-მოდი გოგო დაგემშვიდობო-ნიკა და ხელბს შლის...მეც მისკენ მივდივარ და მაგრად ვეხვევი...მერე ვუშვებ ხეკებს და ბექასთან და თომასთან ერთად მივდივარ.კარი ნანამ გაგვიღო...მაგრად მოეხვია თონა ნანას...სახლში შესულს მაშინვე მიეყინა მზერა კედელზე ჩამოკიდულ ნუცას დიდ ფოტიზე...კარგად დავინახე როგორ მიმუნჭა ხელები...
ისევ უყვარს...
მალევე დავწექით. მე და ბექამ ჩემ ოთახში დავიძინეთ,თომამ კი ბექას საძინებელში... უკვე თენდებოდა საათი 7ის ნახევარს უჩვენებდა...მომწყურდა და ჩუმად ისე რომ ბექა არ გამეღვიძებინა ოთახიდან გავედი და იქვე გავშეშდი...ნუცას ფოტოსთან კედლის ძირში თავჩაქინდრული თომა იჯდა... გული მომიკვდა...
მოულოდნელად თავი აწია და მე შემომხედა... მერე ფრთხილად წამოდგა ფეხზე და ჩემკენ წამოვიდა. ვერ ვინძრეოდი. ჩემ წინ იდგა.
-ბიჭებს არ უთხრა კაი? ინერვიულებენ-თომა
-კარგი...-მე
ცოტა ხანს თვალებში მიყურებს მერე კი ოთახში ბრუნდება. მე სამზარეულოში შევედი წყალი დავკიე და კვლავ საძინებელში დავბრუნდი.
ბექას მაგრად მოვხვიე ხელები და თვალები დავხუჭე.
თავში მხოლოდ წეღანდელი სურათი მიტრიალებს და მისი სიტყვებო...
მჯეარად უკვე ბექას ღუტუნმა გამომაღვიძა... ისე მიღუტუნებდა მთელი ნეკნები მტკიოდა,უკვე ვეღარ ვსუნთქავდი...
-აუ ბექუნ გაჩერდი რა...-მძლივს ამოვიკნავლე.
-აბა ადექი მალეეე-მაინც არ ჩერდებოდა და მიღუტუნებდა.მერე უცებ ფეხზე წამოხტა, მე მძლივს ამოვისუნთქე ვიფიქრე შემეშვა,მაგრამ როგორც კი მისი ირონიული ღიმილი დავინახე მაშინვე მივხვდი რომ "დამერხა"
უცებ დამავლო ხელი და ტომარასავით გადამიკიდა... ოთახში მატრიალებდა შედეგ კი ოთახიდან გავიდა. მე ვეხვეწებოდი დავესვი მაგრამ არც კი მისმენდა...აქეთ-იქეთ დამატარებდა...ნანა სამზარეულოში იდგა და ჩვენი შემხედვარე იცინოდა. ბექა ცოტა ხანს შეჩერდა,ვერ მივხვდი რა ხდებოდა.
-ბექა დამსვი რა...-კიდევ ერთხელ ამოვიკნავლე...
-შემენაცვლები?-ბექა
-რა? ვერ გავიგე..-მე
უცებ სხვა ვიღაცის ხელში რომ გადავედი ლამის გულმა დამარტყა...ახლა ბექას ვხედავდი, რომელიც ჩემზე იცინოდა... იცინებდა აბა რა საღამურებით ვიყავი და თმა აწეწილი... მაგრამ ვერ ვხედავდი ახლა ვის ვყავდი მხარზე გადაკიდებული.
-აუ დამსვით რა...-მე
-ვა... მართლა?-უკვე ვიცანი მისი ხმა... ნიკა იყო
ეს როდისღა მოვიდა?
-აუ ნიკა დამსვი თორე ხმას აღარ გაგცემ შენ თავს ვფიცავარ-მე. კარის ხმა გავიგე... მაგრამ ამ მდგომარეობაში რა კარის ხმისათვის მეცალა
-კაი აი მე გსვავ ხომ ხედავ...-ნიკა უცებ მხრიდან ჩამომიხსნა და გულზე მიმიკრა შუბლზე მაკოცა და მერე გადამაფრინა... წამიერად ჰაერში აღმოვჩნდი მერე კი ვიგრძენი როგორ აღმოვჩნდი ისევ ვიღაცის მკერდზე აკრული...მისი გულის ცემაც კი გავიგე... ოხ ბექა შენ რას გიზავ... თავი ავწიე მაგრად რომ მეკბინა მისთვის, მაგრამ ადგილზევე გავშეშდი,როდესაც თომას სახე დავინახე.ისეთი ცივი თვალებით დამხედა რომ ამ გაგანნია ზაფხულში საოცარმა სიცივემ დამიარა მთელ ტანში.
უვებ ჩამომსვა და მეც სად დავმალულიყავი არ ვიცოდი, ისე შემრცხვა მისი...ბექა და ნიკა კი იგუდებოდნენ სიცილით...ერთი გავხედე და ორივე გაჩერდა...მე დარცხვენილი ჩემი ოთახისაკენ წავედი,თან გულში ვლანძღავდი ბექას და ნიკას.
საძინებელში შევედი და სარაფანნი გადავიცვი,თმა არც კი დამივარცხნია ისე ავიწიე მაღლა და "კოსად"გავიკეთე.მერე კი ოთახიდან გავედი... ყველა მისაღებში იჯდა.მე კი სამზარეულოში გავედი ისე რომ მათთვის არც კიშემიხედავს...აბა ჩემი ბუტიაობა დაოკდებოდა?!
-ნანა რაში მოგეხმარო?-მე
-აი ესენი დააწყე სიხარულო და მაგიდაზე დააწყვე-ნანა
მეც ბიჭებზე ბუზ/რუნით გავშალე სუფრა და ბოლოს გავედი მისაღებში
-საჭმელი მზადაა და წამოდით-ისე ვუთხარი არცერთისთვის არ შემიხედავს.
კარგად გავიგე როგორ აფხუკუნდნენ ბიჭები...
მაგიდას მოუსხდნენ... მე ბექა მომიჯდა გვერდით.თავიდან რ ვიმჩნევდი...
-გაიბუტა...-ჩუმად თქვა ნიკამ
აბა ამას რა ეგონა...
-ელუ გამებუტე ჩემი გოგო-ჩემი ხელი თავის ხელში მოიქცია ბექამ და ზედ მაკოცა.
-ნანა უთხარი ამას რო გაბუტული ვარ და გამანებოს თავი-თან მეცინებოდა.
-ნანა ამას უთხარი ეხლა თუ გინდა მე-5 ფრენას გასწავლიო-ნიკა
-ნანა ამას უთხარი ეხლა გადაგასხავ თავზე წყალსოოო-მე
-ნანა ამას უთხარი რო ან ამოიღოს ხმა ან ღერა-ღერა დაგაცლი თმასო-ნიკა
-ნანა ამას უთხარი რომ ვერაფერსაც ვერ დამაცლიო-მე
-ნანა უთხარიადგეს ფეხზე-ნიკა
-ნანა უთხარი რო აქეთ გამოვიდეს -ავდექი ფეხზე და ისიც ჩემ წინ დადგა. პირდაპირ თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს
-ნანა უთხარი ესე ნუ მიყურებს-მე
-ნანა უთხარი დაგახრჩობსო-ნიკა
-ნანა უთხარი სულელი ხარო-მე
-ნანა უთხარი ბატი ხარო-ნიკა
-ნანა უთხარი დებილი ხარო-მე
-ნანა უთხარი ჩემი ბუტია ხარო-ნიკა
-ნანა უთხარი ვერ მომთაფლავო, მაგრამ მეც ძაან მიყვარხაროო-მე
-ნანა უთხარიი დამელაპარაკოს თორე არ ვიცი რას ვუზავ-ნიკა
-ნანა უთხარი არაო-მე
-აუ დედას გეფიცები თუ არ წავიდე-ნიკა
-ნანა უთხარი არ მაინტერესებსო-მე
-წავალ და აღარ მოვალ-ნიკა
-ნანა უთხარი კაი იყო რო გეხვეწებოდით და არ დამსვითო?!-მე
-კაი-ნიკა და მაშინვე ოთახიდან გავიდა. მე დაფეთებულმა გადავხედე მაგიდასთან მსხდომებს.
-წავიდა?-მე
-აბა რა გეგონა ელუ... იცი რა ჯიუტია..-აკისკისდა ბექა
-მართლა წავიდა?-მე, თვალები ამემღვრა... მერე თომას მზერას წავაწყდი და უფრო მომინდა ტირილი.
-ჰო ელუ...-ბექა
-ვაიმე რა დებილი ვარ...-უცებ უკან გავვარდი...ლიფტი დაკავებული იყო, ესე იგი ლიფტით ჩადის. მაშნვე კიბეებით ჩავირბინე... რამოდენიმეჯერ ლამის დავგორდი, მაგრამ ეგ არ მაინტერესებდა...
პირველ სართულე რო ჩავედი ლიფტში აღარ დამხვდა. მაშინვე გარეთ გავვარდი და დავინახე მანქანისაკენ მიმავალი ნიკა,რომელსაც "პახოდკაზევე"ეტყობოდა როგორი გაბრაზებული იყო. სუნთქვა შემეკრა... ჯერ გავჩერდი მერე კი მთელი ხმით დავიყვირე;
-ნიკა!...-მე
მაშინვე მობრუნდა.მეც გავექანე და მთელი ძალი ჩავეხუტე
-მაპატიე რა ხომ იცი რა სულეი ვარ-მე. ხელები შევუშვი და მის წინ დავდექი. არაფერს ამბობდა მხოლოდ მიყურებდა.
-ამ ერთხელ მაპატიე რა...-უკვე ვტიროდი მე...
-ჰეი ელე... ელე რაგატირებს გოგო-ცრემლები მომწმინდა ნიკამ და ახლა თვითონ ჩამიკრა გულში.
-მაპატიებ?-ბოლოჯერ ამოვიკრუსუნე.
-აბა რას ვიზავ ჩემი გოგო-თავზე მაკოცა-კაი ნახე როგორ გვიყურებენ ისენი-სიცილი დაიწყო ნიკამ. ავიხედე და ჩვენნს აივანზე მგარი ბექა ნანა და თომა დავინახე. თომა, რომლის მზერასაც მაშინვე გადავეყარე...
მერე ნიკამ ზურგზე მომიკუჩა და ასე ამიყვანა სახლში. ჰო... მის ბედად ლიფტი დაკავებული იყო. კიბეებზე ბევრი ვიცინეთ... სახლში შესულებს ბექა შემოგვეგება
-აბა ისევ ხარ ჩემზე გაბუტული? წავიდე სახლიდან?-ცდილობდა სიცილი შეეკავებინა.
-ო... ჩემ ბედად ისევ დაკავებული იქნება ლიფტი და კიდე მე-5 დან რომ ჩავიდე მოვკვდები... მოდი ჩემთან-მე და ახლა ბექას გავუშვირე ხელები... მაგრად ჩავეხუტე და ბევრი ვაკოცე
-ესეც შენი პირველი ბუტიაობაა-ნიკა
-ღმერთმა ქნას მეტი აღარ იყოს-ბექა
მერე ყველა მივუსხედით სუფრას და მხიარულად მივირთვით...თომა?! ისევ ჩუმად ზის... ხშირად ვგრძნობ მის არაფრის მთქმელ მზერას...
ჭურჭელი დავრეცხე და ბიჭებთან გავედი მისაღებში
-ელუ მიდი მაღაზიებში გავიდეთ რაღაცეები ვიყიდოთ და საღამოს წავიდეთ-ბექა
-აუ... რა მაგარიააა-მე
-აბა მიდი გაემზადე და წავედით, თომა ხო წამოხვალ?-ნიკა~
-ჰო წამოვალ-თომა და ფეხზე წამოდგა.
მე საძინებელშ შევირბინე შრტი და მაისური გადავიცხვი და გავედი...
-წავედით-მე
კიდევ კარგი ლიფტი დაგვხვდა... ოთხივე შევედით... ისეთი სივიწროვე იყო.
-ვახ, ელე რა მსუქანი ხარ რა...-ნიკა
-გაჩუმდი ბიჭო ისედაც არაფერს ჭამს-უჯიკა ბექამ
ისევ მზერა...ისევ თომას მზერა...
რა უნდა?! არც კი მელაპარაკება ხმას არ მცემს და რაღას მიყურებს?!
ნეტავ...ნეტავ ჩემი შიში გამართლდა?!
არა რა... არ მინდა...გთხოვ რა უფალო არა...
მანქანაში ჩავსხედით. ისევ თმა მოკალათდა ჩემს გვერდით.
სავაჭრო ცენტრში მივედით... კალათები ავიღეს ბიჭებმა და გავუყევით გზას...
-ელუ...-უკან მივიხედე ბექას ძახილზე.
-მოდი...-ეშმაკურად მანიშნა ბექამ და მეც მაშინვე გავქანდი მისკენ. ბექამ ხელშ ამიყვანა და კალათშ ჩამსვა. ნიკა გაწვა სიცილით.,, და აბა თუ წარმოიდგენთ რა მოხდა?! თმას სახეზეც შევნიშNე სულ...სულ...სულ... მცირე ღიმილი. იმედია არ მომეჩვენა.
ყველაფერი ჩაყარეს... ნიკამ რომ გაავსო კალათი ახლა სამივემ მე დამიწყეს ფროდუქტების დაყრა...თან ვიგუდებოდით სიცილით, ნუ ეხლა თომა მხოლოდ იღიმოდა... მაგრამ ხომ იღიმოდა მმაინც...
დიდი პრობლემა!
მანქანაში არ უნდა ეხლა ამეეებს ჩაწყობა?
საბარგულში არ ჩაეტია ყველაფერი ამიტომ ჩემთან და თომასთანაც უწევდათ დაწყობა თან ძაან დიდი რაოდენობით. ნნიკამ კარი გამოაღო ჩემი მხრიდან
-აბა პატარა ქალბატონო მიიიწიე-ნიკა
მეც ცოტა მივიწიე.
-კიდე გოგო-ნიკა
მეც კიდევ მივიწიე
-ელე კიდე-კიდე მივიწიე
-კიდეე-ნიკა
მივიწიე და მივეკარი კიდეც თომას...
აი სულ ოდნავაც... -პარკებს ჭედავს ნიკა
მე რასაც ქვია ავეკარი თმას. და უცებ მოხურა ნიკამ კარი.
-"კამფეტ"-ნიკა~
კამფეტ კი არა ნიკა ჩემი ხელით დაგახრჩობ.
დასკუპტდნენ ბიჭები თავისუფლად ორივემ გამოგვხედა
-ვაიმე რა კარგად ხართ ტო-ნიკა
-ელე კარგად ზიხარ?-ბექა
-მე კი, მაგრამ თომა არ ვიცი-მე და მძლივს მძლიობით მისკენ ნახევრად მივაბრუნე თავი.
-აუ ძმობას გაფიცებ მალე წადი რა...-თომა
მის სიტყვებზე ცრემლით ამევსო თვალები. ღმერთო რა სულელი ვარ რა...
გზაში ჩუმად ვიჯექი, თავი დაბლა მქონდა დახრილი რომ ჩემი ცრემლები არავის დაენახა...
როგორც იქნა მივედით სახლში... ზევით ავედით და ეხლა ბარგი ჩამოიტანეს ბიჭებმა... მე მობუზული ვიდექი...
მართა ძალიან მეტკინა მისი სიტყვები....
ბექამ გადაწყვიტა რომ პროდუქტები ტაქსისთ წაგვეღო... რომელსაც თავად გაყვებოდა...
ნანა სახლშ არ იყო ამიტომ კარის დასაკეტად ბოლოს მე ავედი... ჩემი საძინებლიდან რომ გამოვედი თმა შემეჩეხა...
მე არაფერი მითქვამს გამოსვლას ვაპირებდი, როდესაც ხელი ჩამავლო და მმისკენ მიმაბრუნა...
ისე ამიფართხალდა გული...
-წეღან მანქანაში უხეშად გამომივიდა-პირდაპირ თვალებშ მიყურებდა
-არაუშავრს-მე
-მაპატიე და მეორედ ჩემი სიტყვების გამო აღარ იტირო-თომა
გავოგნდი... ესე იგი მან დამინახა...
მერე ხელი გამიშვა და დაბლა ჩავიდა... მეც გახევეული ვიდექი კარში და აზრზე რომმ მოვედი გადავკეტე კარი და დაბლა ჩავედი.
მანქანაშ ჩავჯექი და გავისუსე...
გზაში ნიკა ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა... მეც ყველაფერზე თავს ვუქნევდი...უცებ მანქანა გააჩერა და მომიბრუნდა:;
-აი რა ჰო?-ნიკა
-ა... მე...-აი რა უნდა გეთქვა ერთი ელენე>?? დებილი რო ხარ დ ე ბ ი ლ ი!!!!
-ბიჭო შენ კიდე რა დაგემართა... მთელი ერთი საათი გაუჩერებლად ლაპარაკობ აცადე ბავშვს ფიქრრი-ოჰო ჩაერია თომა..,. მე პირღიამ გავხედე მას..
-კაი...-მიბრუნდა ნიკა...
სანამ მანქანა დაქოქა დრო ვიხელთე და მისი სავარძელისაკენ მივცოცდი და უკნიდან მაგრად შემოვხვიე ხელები.., მერე გადავიწიე და ყელშ ვაკოცე
-აი ჩემზე ბუტია ვინააო?>-მე
ერთი ცერად გამომხედა დასტოინი სახით და მერე გადაიხარხარა...
მერე მთელი გზა ყურადღებით ვუსმენდი მეთქი არაფერი გამომრჩეს თქო...
და აი გამოჩნდა გზის მარჯვენა მხარეს ჟინვალის წყალსაცავი... ღმერთო რა ლამაზი და უზარმაზარი იყო...
-აუ ნიკა რა ლამაზიააა-ვუთხარი ისე რომ მისთვის თვალიც კი არ მომიშორებბია
-ჰო ძაან ლამაზია...-თომა
მმერე გამოჩნდა ანანურის ეკლესია... ისეც არანაკლებ მშვენიერი იყო აი ძალიან ლამაზი იყო...
-თომა მერე გამოიყვანე შენ და თან მოუყევი ყველაფერი რა...-ნიკა
-კაი-თომა
-ხომ მპირდები რომ მანახებ ახლოდან?-მე
თომას გაეცინა-კაი გპირდები-
უკვე ბინდდებოდა,მერე დაბლა ჩავუხვიეთ და ნიკას სახლსაც მივადექით... პატარა ერთ სართულიანი სახლი იყო, ძალიან უბრალო, მაგრამ ამავდროულად ძალიან ძვირფასი...
დავინახეთ ბირჯაზე გამოფენილი ბავშვები... ისეთი საყვარლები იყვნენ...
მე... მე ხომ არასდროს გამიტარებია ზაფხული სხვაგან... სხვაგან კი არა ბავშვთა სახლის გარდა არასად ვყოფილვარ...
მანქანიდან გადავედით...
ნიკამ ეზოს ჭიშკარი შეაღო და შეგიპატიჟა...
იმ ბალახზე სიარულიც კი უზღვევ ბედნიერებასა და სიამოვნებას მგვრიდა....
აი... ხო მიყვარს მთა...
სახლში შევიტანეთ ყველაფერი... ბექაც უკვე მოსული იყო... სახლი შიგნიდანაც ისეთი მყუდრო იყო... ორი საძინებელი, ერთი მისაღები, სამზარეულო და სააბაზანო.... ძალიან მყუდრო იყო....
სახლი არ იყო დასალაგებელი... თურმე ნიკას დედა ჩამოსულა და დაულაგებია. ამაზე კი გავბრაზდი რას აწუხებდი თქო იმ ქალს მე აქ არ ვარ თქო? მაგრამ ამას აღარაფერი ეშველებოდა...
სამზარეულოშ შევიტანეთ პროდუქტი და ყველაფერი დავახარისხეთ...
-ელუუუ-კრუსუნებს ბექა

არა ხო ვიცი რაც უნდა არააა
-ე ბიჭო ჩვენ ამოწურული გვაქვს ლიმიტი თომა მიუშვი-ნიკა~
-მიდი თმა თრე გამძვრა სული...
-რა მიდი თომა?-თომა
-არ გშია?-ნიკა~
-აუ კი მაგრად-თომა
-ჰოდა უთხარი ვაა-ბექა
-და რატო მე?-თომა
-იმიტო რომ ყოველ დღე ცვენ ვეუბნებით., შენ კი ჯერ არ გითქვამს-ნიკა
-გაიგე?-ბექა
კაი...-სამზარეულოშ შემოდის თმა. მეც ისე ვარ თითქოს არაფერი გამიგია.
-ელენე...-თომა
-გისმენ-მე
-შეგიძლია რამე მოამზადო?მაგრად გვშია და...-თომა
-კაი კაი-მე
მეც მაშინვე დავავლე ჩემ უკვე გამზადებულ საჭმელებს ხელი და მაგიდაზე დავაწყვე...
-ბიჭებო მოდით-გავძახე სიცილით
ისენიც აი სახე გაფითრებულები შემოლაგდნენ მწკრივად.
-ე....-ნიკა
-შენ რა "super woman”ი ხარ?-ბექა
-უიმეე რეებს დაახეთქებთ ხოლმე რა... მოდით თრე მეც მაგრად მშია-მე
ყველა მაგიდას შემოვუსხედით და გემრიელად დავიწყეთ ჭამა.შემდეგ დაღლილები ოთახებში შევედით სადაც თეთრეული დამრჩა გადასაკრავიი და უცებ შევეჭერი ბიჭებს ოთახში...
-აუ ბოდიშით რა თეთღეულის გადაკვრა დამავიწყდა-მე
მაშინვე ხელი დავავლე და უცებ დავიწყე გადაკვრა... ნიკა სიცილით კვდებოდა ჩემ ნათქვამზე, არა კი რა იყო სასაცილო მაგრამ ამას ხომ უქრის და... მალე გადავაკარი და
-კაი აბა ტკბილი ძილი-მე
მერე ჩემ საძინებელში შევედი და იქაც გადავაკარი...
მე მარტო ვიძინებდი.. ბექას ვუთხარი დაიძინე თქო ბიჭებთაან...
ღამის 3 საათი იყო... მე ისევ ვერ ვიძინებდი... უცხო სახლი რომაა ალბათ ამის ბრალია...
მერე ჩუმად ავდექი და ბიჭებბის საძინებლის კარი გავაღე.
-ბექაა-ჩუმად დავუძახე..
-რა ხდება ელენე?-გავიგე თოომას ხმა
-აუ ვერ ვიძინებ და ბექას სძინავს?-ლამის ტირილით ვუთხარი მე.
-ხო სძინავს-თომა
-აუ... კაი-მე და უკან გამოვედი...
საწოლზე დავჯექი და აქეთ-იქეთ დავიწყე თვალების ცეცება. უცებ კარი გაიღო და ოთახში თმა შემოვიდა...
-თომა?-მე
-მიდი მიიწიე-თომა
ღმერთო მომესმა?!
ფრთხილად მივიწიე... ტომა საწოლშ შემოწვა .
-აქ ვარ და დაწექი ეხლა დაიძინე მიდი-თომა
-კაი... მე
ჩუმად ჩავჩოჩდი და თვალებამდე გადავიფარე საბანი...
15წუთი ვერ ვაანალიზებდი მომხდარს...
-თომაა-მე
-ჰო...-მომესმა მის ნამძინარევი ხმა...-
-გძინავს?-მე
რა ვქნა მაინც ვერ ვიძინებდი...
-კიდე გეშნნია?-თომმა
-ჰო...-მე
უცებ შეხება ვიგრძენი... ისე შემეშნდა
თომამ ხელი ჩამჭდა
-მიდი ეხლა დაიძნე მე არ ვიძინებ სანამ არ დაგეძინება-თომა
-კაი-მე და ხელი მაგრად მოვუჭრე...
-თომა...
-ჰო...-თომა
-მადლობა-მე~
-დაიძინე...-თომა
მეც ა გავიღიმე და ტკბილად დავიძინე...
ყველაზე ტკბილად ....
ვიგრძენი როგორ ათამაშდნენ ჩემს სახეზე მზის სხივები...ისე ცელქობდნენ და მითმობდნენ სახეს...მეც ვეღარ მოვითმინდე და ფრთხილად გავახილე თვალები... მაშინვე თომას მძინარე სახეს გადავეყარე... ისე მშვიდად ეძინა...პატარა ბავშვივით ბერავდა გაცრეცილ ტუჩებს...მისი მოკლედ გადაპარსული თმა ისევ ყალყზე იდგა... ისეთი საყვარელი იყო...მერე გამახსენდა წუხანდელი ამბები და ჩამეღიმა... გამეხარდა მისი საქციელი,რადგან ეს იმას მიანიშნებდა რომ მთლად არ ვეზიზღებოდი...
ცოტა ხანს ვუყურე გასუსულმა მის სახეს,შემდეგ კი ფრთხილად ავდექი და თითისწვერებზე სიარულით წავედი ფანჯრისაკენ,რომელსაც ღია ვარდისფერი,თხელი ფარდა ამშვენებდა...ფრთხილად გადავწიე ფარდა და გავშეშდი...ფანჯრიდან პირდაპირ მოჩანდა ეკლესია და ზღვა...ულამაზესი ხედი იშლებოდა ჩემს წინ და მეც ასე გაშეშბული ვდგავარ და ვუყურებ მას...


-ულამაზესია არა-ზურგს უკან მომესმა ჩახლჩილი ხმა...
მეც უკან მივბრუნდიდა საწოლზე წამომჯდარი თომა დავინახე,რომელიც თვალებს იფშვნეტდა...
-მართლაც რომ ულამაზესია...-კვლავ გავხედე ამ სილამაზეს და მთელ ტანში ჯრუანტელმა დამიარა...
-იმათ სიზინავთ ისევ?-საწოლიდან წამოდგა თომა
-მგონი...არ ვიცი ზუსტად,მაგრამ რომ ეღვიძოთ არ მგონია ესე ჩუმად ყოფილიყვნენ-მე
ჩემ ნათქვამზე გაეღიმა...
ე ბბიჭო მასე იღიმე ხოლმე რა..."გარეწარი ფიქრები "
-რამდენი წლის ხარ?-თომა
არ მოველოდი ამ კითხვას...
-16...-მე-ნუცას ტოლი ვარ-
დავინახე როგორ შეეცვალა სახე, მაგრამ რა მხრივ ვერ ვხვდები.
რაღაცის თქმას აპირებდა,როდესაც კარი გაიღო და ოთახში ნიკა და ბექა შემოცვივდნენ.
-უყურე ერთი ამათ... შენ აქ რას აკეთებ თომა?-ნიკა
-ჰო ისე,თითქოს ჩვენთან დაიძინე-ბექა
-ელეს კითხეთ-თომა
ოჰო...უცებ გადმომაბრალა ყველაფერი მე,თუმცა მართალიცააა აბა ვის ბრალია თუ არა ჩემი...
-აუ ხო მიცნობ არა... ვერ დავიძინე და ღამე შენ დასაძახებლად გამოვედი, მაგრამ რომ დაგიძახე თომამ გამაგონა და მითხრა რომ გეძინა და შემეცოდე გასაღვიძებლად,შემდეგ კი თომა გამოვიდა და აქ დაიძინა...-მე
-კაი თუ გაუგეთ ერთმანეთს-ბექა-მაგრად ვიგრუზებოდი ერთმანეთს,თითქმის რომ არც კი ელაპარაკებოსით...
ბექა ჩემკენ წამოვიდა და მაგრად ჩამიკრა გულში, მე ისევ ფანჯარასთან ვიდექი.ისეთი ძალით მომხვია ხელები ვიფიქრე აქვე გავიგუდები თქო, მაგრამ ნიკამ მიშველა და ვაი იმ შველას ახლა თავად ჩამიხუტა...
-კაით გავიგუდე ხალხოოო-ამოვიფრუტუნე მე...
მერე ჩემი ოთახიდან გავყარე ბიჭები და ჩემოდანს მივადექი... ჯინსის შორტი დსა თეთრი მაისური გადავიცვი, ფეხზე კეტები და თმა ზემოთ ავიწიე. კარი გამოვაღე და ბიჭებთან გავედი...
-წავედი მე რამეს გავაკეთებ-სამზარეულოსაკენ ავიღე გეზი...მერე რამოდენიმე მარტივი კერძი გავაკეთე და სუფრაც გავაწყვე...
რაღა თქმა უნდა გერიელად მიირთვეს... მეც ვუყურებდი მათ და მიხაროდა რომ ახლა,ამ წამს მათთან ერთად ვიყავი და თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობდი.
როდესაც მოვრჩით ბექა მაგიდის ალაგებაში მომეხმარა, ნიკა კი ჭურჭლის დამშრალებაში... თომას კი ვერ ვხედავდი სამზარეულოში...
ისევ მარტოა და ისევ ისეთი უჟმური სახე...
ისე ეს ვამპირის მაგვარი რამ ხომ არაა?! ღამით ჩვეულებრივი ბიჭივითაა ხოლო მზის სინათლეზე ყოვლად უჟმური და მდუმარე...
საქმეებს რომ მოვრჩი მისაღებში გავედი...
-ბიჭებო მე გარეთ გავალ და ხომ არ წამოხვალთ?-მე
-აუ მაგრად ცხელა,საღამოს გავიდეთ რა...-ნიკა
-აუ კაი რა ნიკა...-მე
-ელე...საღამოს წავიდეთ რა...-ნიკა
-ეზოში მაინც გავალ-ამოვიკრუსუნე და გარეთ გავეედი...
საქანელაზე ჩამოვჯექი და პატარა ბავშვივით დავიწყე მთელი შესაძლებლობით უფრო მაღლა და მაღლა ქანაობა...
ბოლოს აქ რომ მოვიწყინე თითქმის გაჩერებული საქანელიდან გადმოვხტი...ეზოს დათვალიერება გადავწყვიტე. სახლის უკან კედელზე "პულმიზატორით' წარწერა იყო;
"ნიკა ბექა ნუცა თომა 2012"
გული მომიკვდა... ისე მომინდა რომ ნუცაც აქ ყოფილიყო ახლა...თვალები ცრემლით ამევსო...უბრალოდ მტკივა, ძალიან მტკივა რომ აქ არაა და რომ მე ისე გამოდის რომ ყველგან მის ადგილას ვარ... ეს კი არ მინდა, მართლა არ მინნდა.
კედელის ბოლოში ჩაამოვჯექი, თავი კედელს მივადე და უბრალოდ დავიწყე იმაზე ფიქრი თუ როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება...ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა... მე უფრო თავისუფალი გავხდი, უფრო ლაღი...ხშირად აღარ ვტირი, მარტო აღარ ვარ...სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ... ვიცი რომ მარტო აღარ ვიქნები და ვიცი რომ ვიღაცას ვჭირდები...
-ელუ რა გჭირს-მხარზე ბექას ხელი ვიგრძენი...სწრაფად ავხედე მას.
ვერაფერი ვუთხარი, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა მისთვის.
-მოდი ჩემთან-მისკენ მიმიზიდა და მაგრად ჩამიკრა გულში.-ძაან მიყვარხარ ხომ იცი, მეც და ბიჭებსაც ძაან გვიყვარხარ და ეს სულ ასე იქნება.
-თომას არ ვუყვარვარ...მგონი მას გონია რომ ნუცას ადგილის დაკავება მინდა,შენ ხომ მაინც იცი რომ ეს ასე არაა...-მე
-ვიცი ჩემო გოგო და თომაც მიხვდება ამას...უბრალოდ მას ჯერ ისევ ნუცა უყვარს და ხომ გესმის...-ბექა
-ჰო...-ჩავიჩურჩულე მე...
-წამოდი გავისეირნოთ გინდა?-ბექა
-არ გეზარება?-ქვემოდან ავხედე მე
-ნწ...-იმ ღიმილით გამიღიმა მე რომ მიყვარს...
-მაშინ წავიდეთ-მე
ფეხზე წამოვხტიმერე ბექას გავუწოდე ხელი და მის წამოყენებას ვეცადე, მაგრრამ ვერ დავძარი.-აუ ბექა რამ სიმძიმე ხარ რა...-მე
ბექა ითრიკებოდა მე კი მის ხელს მთელი ძალით ვექაჩებოდი,მანამ სანამ მინდორზე არ მოვჯექი. მერე ბექამ წამომაყენა და სახლში სულ სიცილ-კისკისით შემომყვა.
მერე თომას და ნიკასაც მოუყვა და მათაც დამცინეს...
"არ გაიბუტო ელე, არ გაიბუტოოოოო"
ბექას ხელი დავავლე და გერეთ გავედით, უკვე 4 საათი იყო... სოფლის "ბირჟაზე გავიარეთ, ბევრი ნაცნობი ყოლია ამ ოხერს...
ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოკითხვები,გადაკოცნები და ა.შ.
ჩენ ჯერ მხოლოდ სოფელში დავიარეთ
ნიკამ ჩემ გარეშე სხვა რამეების ნახვის უფლებას არ მოქცემთო. 6 ნახევარზე სახლში დავბრუნდით... საღაამოს ბავშვები შევიკრიბებოდით...
სახლში მისულმა ბიჭებს ვაჭამე და საღამოსთვის გამოვეწყვე... მერე კი ყვე;ა ერთად გავედით გარეთ.
20მდე ბავშვი ვიყავით... ყველა გავიცანი და საკმაოდ კარგად მიმიღეს... ბევრჯელ ახსენეს ნუცაც... გაიხსენეს წინა ზაფხულიც... ბევრი ვილაპარაკეთ, ვიცინეთ...
სახლში 12ზე მივედით... ძალიან ნასიამოვნები ვიყავი დღევანდელი დღით.
ენერგია გამოცლილები დივანზე დავებერტყეთ... ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით...
-ელე...-ხელი დამკკრა ნიკამ.
-ჰო...-მძლივს გადავხედე
-მშია...-სახე დაბრიცა ნიკამ
-მაგრად?-მე
-ჰო...-ნიკა და კნუტის თვალებით შემომხედა...
-აბა კიდე ვის შია?-გადავხედე თომას და ბექას... ისეთი თვალები ქონდათ ძაან დაღილი რომ არ ვყოფილიყავი ბევრს ვიცინებდი.
მერე ავდექი და სამზარეულოში გავედი... ყველაფერი გავამზადე და ბიჭებს დავუძახე. ისეთი სახე გაბრწყინებულები შემოვიდნენ სულ გადამავიწყდა ჩემი დაღლილობა.მე არ მშიოდა ამიტომ გადავწყვიტე ყავა დამელია.
-ყავას დალევთ?-მე
-მე მინდა...-თომა
-კაი...-მე
ყავა გავამზადე. ბიჭებიც მორჩნენ და დასაძინებლად წავიდნენ. მხოლოდ მე და თომა დავრჩით.
ფინჯნები მისაღებში გავიტანე.
-არ გინდა გარეთ გავიდეთ?-თომა
-კი...თუ შენც გინდა-მე
ისე გამიხარდა მისი ნათქვამი...
-წამოდი...-თომა.
გარეთ გავედით და ჰამაკში ჩავსხედით... ყავის ფინჯნები მოვიმარჯვეთ და გასუსულები ვუყურებდით ღამის ზღვას.
-გცივა?-ნახევარ საათიანი დუმილი დაარღვია თომამ.
-ცოტა...-არა და ვცახცახებდი...
-მოიცა მოვალ-თომა
სახლში შევიდა და ცოტახანში პლედით ხელში დაბრუნდა, პლედი დავიხურეთ და ყავის სმა გავაგრძელეთ.
-თომა...-მე
-ჰო...-შემომხედა თომამ. მისმა თვალებმა სულ დამაბნიეს.
-გეზიზღები?-შიშით ვკითხე... ვიცოდი მისი პასუხი რამდენს ნიშნავდა და რამდენს შეცვლიდა...
ჯერ გაჩუმდა...რაღაც ნაირი მზერით შემომხედა...
-რატომ ფიქრობ მასე?-თომა
-უბრალოდ... თავიდან ბექასაც ვეზიზღებოდი. ფიქრობდა რომ ნუცას ადგიილის დაკავება მინდოდა, მაგრამ მერე მიხვდა რომ ეს ასე არა... ნიკამ ყოველგვარი ზიზღის გარეშე მიმიღო, მაგრამ შენ არ ვიცი როგორ მიმიღე... შენზე ყველაზე ძაან მეშინია. არ მინდა რომ გეზიზღებოდე. მე მართლა არ მინდა ნუცას ადგილის დაკავება.უბრალოდ მე მინდა ჩემი ადგილი მქონდეს თქვენს გულებში. სულ არ შემიყვარო, მაგრამ გთხოვ,არ შემიზიზღო-ვიგრძენი როგორ ჩამოგორდა ჩემს ლოყაზე ჩხელი ცრემლი.
თომა ჩემკენ გადმოიხარა და ცრემლი მომწმინდა...
-არ მეზიზღები... უბრალოდ მიჭირს შენი მიღება...-თომა.
-მესმის...-მე
-ცოტა დრო მჭირდება და მეც მიგიღებ...-თომა
-ისევ გიყვარს?-მე
როგორც კი მისი შეცვლილი სახე დავინახე მაშნვე ვინანე რომ ეს ვკითხე.
-მაგაზე არ გვინდა საუბარი-თომა
-კარგი... ბოდიში-თავი დავხარე რომ ჩემი ცრემლები დამემალა.
-ხომ გითხარი ჩემ გამო აღარ იტირო თქო?-თომა
-მტირალა ვარ-დარცხვენილმა ვთქვი
თომამ გაიცინა...
-წამოდი შვიდეთ თორემ ძაან აცივდა-მეც უსიტყვოდ დავყევი მის ნებას და წამოვდექი,მეე თომაც მომყვა,პლედი მხრებზე მომახვია და რომ შემომხედა კიდევ ერთხელ გაეცინა,,, სახლში შესულმა ჩემ თავს რომ მოვკარი სარკეში თვალი მივხვდი რა აცინებდა ამ ვაჟბატონს.
საძინებელშ შევედი და ბექა იქ არ დამხვდა... ლამის ტირილი დავიწყე...
საღამურები ჩავიცვი და ფანჯარასთან მდგარ სკამზე მოვკალათდი...მაინც ვერ დავიძინებდი და...
ფიქრებში წასული კარზე კაკუნის ხმამ შემაკრთო, ოთახში თომა შემოვიდა.
-აბა არ გეძინება?-თომა
-ბექა არ შემოვიდა და...-მე
-მოდი აქ დავიძინებ მეც...-თომა
მეც მაშნვე საწოლისკენ წავედი და თმასთან ერთად შევწექი...
-მადლობა თომა-მე
-ჩუ...დაიძინე ხვალ ეკლესიაში უნდა წაგიყვანო-თომა
-მართლა?-მე
-ხო, მაგრამთუ ჩუმად არ იქნები და არ დაიძინებ გადავიფიქრებ-თომა
-მე უკვე მძინავს-მე
თომას ფხუკუნი გავიგე და მეც ჩამეღიმა.
მერე მისკენ ხელი გავაცურე, მაგრად ჩავჭიდე და დავიძინე....
დილით ძახილმა გამომაფხიზლა, თვალები ფრთხილად გავახილე და ჩემს წინ მწოლი თომა დავინახე.ისეთი საყვარელი სახე ჰქონდა...არ ვიცი,შეიძლება ვცდები,მაგრამ თითქოს მისი თვალები შეიცვალა. არა... ისინი ისევ ისეთი უძირონი და ამოუცნობნი არიან, მაგრამ ახლა,თითქოს ოდნავ გამქრალა მათში ის სევდა,რომელიც პირველად დავინახე მათში...განაბული ვუყურებდი მის თვალებს და მერე ისევ მიმელულა თვალები...
-ელე აღარ დაიძინო რა...-ლოყაზე მიჩქმიტა თომამ. მეც ახლა ოფრო ფართოდ გავახილე თვალები.
-რა ხდება?-ვკითხე თვალების ფშვნეტით.
-გაემზადე და წავიდეთ...-თომა, მე მაშინვე მეორე მხარეს გადავაბრუნე თავი და ფანჯარა/სი სიბნელე დავინახე.
-თომა ჯერ ხომ ისევ ღამეა-ვკითხე გაკვირვებულმა.
-მოდი შენ გამომყევი და დამიჯერე არ ინანებ-თომა და ახლა ცხვირზე მიჩქმიტა.მე ცვირზე მოვისვი ხელი და გაბრაზებულმა შევხედე,მაგრამ ეხლა რომ მისთვის რამე მეთქვა აღარც წამიყვანდა.
ჩემ საქციელზე გაეცინა... ხელი გამიშვა,რომელსაც წუხანდელის მერე შემდეგ ჩემი ხელი ეკავა და საწოლიდან წამოდგა.
-მიდი ადექი იცოდე... არ უნდა დავაგვიანოთ-თომა
-კაი-ვუთხარი და მეც წამოვდექი. თომა კართან შედგა და მე მომიბრუნდა.
-ელე თბილად ჩაიცვი ეციება იცოდე-თომა
ვაიმე ისე გამიხარდა მისი თბილი ხმის ტემბრი და მისი მზრუნველი სიტყვები...
-კაი თომა-ვუთხარი და გავუღიმე.
10 წუთში მოვწესრიგდი და ფრთხილი ნაბიჯებით მისაღებში გავედი, მაგრამ თომა იქ არ დამხვდა, ბიჭების საჭინებელშიც შევიჭყიტე და მაშინვე მძინარე ნიკას და ბექას გადავაწყდი.გულმა ვეღარ მომითმინა და ჩუმად მივეპარე ჯერ ნიკას ვაკოცე ლოყაზე ფრთხილად შემდეგ კი ბექასაკენ წავედი... უნდა დავხრილიყავი საკოცნელად უკნიდან ხმა რომ მომესმა
-რას აკეთებ?-მივიხედე და მოცინარი თომა დავინახე კარში.
ფრთხილად დავიხარე ბექასაც ვაკოცე და თომასაკენ წავედი...ჩუმად გავედით გარეთ და გავუყევითგზას...ჩუმად...
-სად იყავი? შენ გეძებდო-შევხედე მას
-ტერასაზე გელოდებოდი...-ჩამომხედა თომამ. ჩსამომხედავდა აბა რას იზავდა ერთი თავით მაღალია ჩემზე...
მერე ისევ სიჩუმე...ოხ თომა რა იქნებოდა ცოტა მეტი ლაპარაკი რომ შეგეძლოს...
ამის საშველი არ იქნებოდა... ამიტომ გარემოს დათვალიერება დავიწყე. მაინც ლამაზი იყო ეს სოფელი...სიბნელეს მხოლოდ სახლების კართან ანთებული თითო ნათურა ფანტავდა..ეზოში უკვე შეამ/ცნევდით მოფუსფუსე მოხუცებს, მათ ხომ დღე საკმაოდ ადრე ეწყებოდათ... ზოგს საქონელი ყავდა დასაბინავებელი, ზოგს პურისათვის ცომი მ,ოსაზელი, თონე გასახურებელი, ფიჩხი მოსატანი. რა დაულევდა მოხუცს სოფელში საქმეს...ყველგან,ყოველ კუთხე-კუნჭულში გამონახავენ საქემეს...თავს არ ზოგავენ და რისთვის?! ისევ ჩვენთვის. ისევ იმისთვის რომ შვილებსა და შვილისშვილებს არაფერი მოაკლონ... მაგრამ ყველაზე მტკივნეული ისაა რომ ბევრ შვილსა და შვილიშვილს არ უნდათ ის ბებია პაპები... ივიწყებენ მათ. რასარ აკეთებენ რომ მათთან ჩამოსვლას თავი აარიდონ...მე კი, მე რას არ მივცემდი რომ მყოლოდნენ ისინი.
ვერც შევმნიშნე როგორ მოაწყდა გზის პირა ღობეს უზარმაზარი ძაღლი. მისმა შემზარავმა ყეფამ ფიქრებიდან გამომიყვანა და შემაკრთო, მაშინვე თომას ხელს ჩავებღაუჭე და კანკალი ამივარდა. თომამაც ხელი მაგრად ჩამჭიდა.
ისევ დუმილი...
მალე მივუახლოვდით ეკლესიას...თომას კვლავ ჩემი ხელი უჭირავს...ეკლესიის ეზოში სამი კოშკია, თომამ ყველაზე მაღალი კოშკისაკენ წამიყვანადა შიგნით შევედით ძალიან პატარა საფეხურები იყო რომლებიც წრიულად მიუყვებოდნენ ზევით.ყოველ სართულზე გვხვდენბოდა ძველი სათოფურები.მეშინოდა რომ არ დავგორებულიყავი. თომა კვლავ არ მიშვებდა ხელს... არ მახსოვს რამდენი ხანი დაგვჭირდა ასვალში, ბოლოს თომამ ამიყვანა და ერთად ავეით კოშკის თავზე.თომამ ხელი ჩამჭიდა და კოშკის კიდესთან მიმიყვანა. უკვე გაფანტულა სულ ოდნავ სიბნელე, მაგრამ მზე ჯერ ისევ არ ჩანდა. კოშკი პირდაპირ გადაყურებს ზღვას... ღამე, მაგრამ მაინც ჩანს ზღვის მუქი ლურჯი ფერი...
გასუსულები ვიდექით გვერდი გვერდ და ვუყურებდით ზღვას, ჩვენი თითები ისევ ერთმანეთში იყო ახლართული.
მწერე დავინახე როგორ დაიწყო მზემ ამოსვლა... სუნთქვა შემეკვრა....ულამაზესი სანახაობვა გადაიშალა ჩემ წინ... მე უბრალოდ არ მძალუძს ამის აღწერა, მაგრამ გეტყვით ეს ღვთიური სილამაზე იყო...
ჩვენ თვალწინ მოეფინა ყველაფერს სინათლე...ცოტა ხანს კიდევ ვიყტავით აქ შემდეგ კი ქვევით ჩავედით... ახლა ტაძარში შევედით...სადაც არავინ იყო...უფლის მეტი... სანთლები ანათებდენ წმინდა ხატებს და საკმეველის სურნელი ტრიალებს გარშემო. ,მე და თომამ შან/ტლები დავანთეთ და გარეთ გამოვედით...
-წამოდე ეხლა ზღვაზე ჩავიდეთ-თომა-მეც მას თან გავყევი და ეკლესიიდან ქვემოთ ჩავედით. ვნახეთ ანანურის ?ძველი ხიდი რომელიც სეზონურად წყლითიფარება... მაგრამ ყოველოი წყლის კების შემდეგ კვლავ მყარად დგას...
თომა ყველაფერს დეტალურად მიყვებოდა მეც გულდასმით ვუსმენდი მას...უამრავი რამ გავიგე მისგან ამ ეკლესიის და წყალსაცავის შესახებ. თურმე სანამ წყალასაცვს დააგუბებდნენ ანუ 1985 წლამდე აქ მდებარეობდა ქალაქი ჟინვალი... ეს ქალაქი ძალიან სახელგანთქმული ყოფილა, რასაც ხელს უწყობდა მისი გეოგრაფიული მდებარეობა და ეკოლოგიური პირობების, მას თამარ მეფის ქალაქსაც უწოდებდენ...თურმე თამარმეფეს ძალიან უყვარდა ეს ქალაქი...ქალაქის ცენტრში ოდითგანვე მხოლოდ დიდბატონები ცხოვრობდნენ ხოლო უბრალო ხალხი კი მის განაპირად... როდესაც წყალსაცავის მშენებლობა დაიწყო ხალხი გადაასახლეს.... მათ ყველაფერი დატოვეს და წამოვიდნენ... მართალია საკმაოდ მძიმე იყო ეს მაგარმ მათ სხვა გზა არ ქონდათ. მშენებლობამდე მცირე არქეოლოგიური გათხრები ჩატარებინათ რომლის მეშვეობითაც დიდძალი ოქრო და საქართველოსათვის ფასდაუდებელი საგანძურები აღმოუჩენიათ, რომლებიც ეროვნულ მუზეუმში ინახება.სამწუხაროდ არქეოლოგებს არ მიეცათ სამუშაოებიის გაგრძელების საშუალება და დღეს ეს ყველაფერი 520 მლნ მ კუბი წყლის მოცულობის ქვეშაა მოქცეული... დღეს გვაქვს დაბა ჟინვალი სადაც იმ ჟინვალიდან ფგადმოსახლებული ხალხის შთამომავლობა ცხოვრობს....
შუადღე იყო როდესაც სახლში დავბრუნდით. მე ემოციებით ვიყავი არსავეე... თოომას ყოველ წუთს მადლობებს ვუხდიდი.
მერე ყველაფერი შვეულებრივ იყო საღამოს გარეთ გავედით...გვიან დაბრუნებულს ისევ თომა შემომიწვა საწოლში და ისევ ხელ ჩაკიდებულებს გვეძინა....
ისევ მზის სხივებმა გამაღვიძეს და ისევ თომას დავუწყე ყურება... 12 საათი იყო რომ ავდექი. ბიჭებს საჭმელი გავუმზადე.სახლი მივალაგე. სარეცხი დავრეცხე, მერე ნანასაც დავურეკე და მოვიკითხე. ყველაფერი მოვუყევი...
მალე ბიჭებიც გამოლაგდნენ,ვჭამეთ .
-მორჩა და გადაწყდა-აიქნია ნიკამ ხელი-გაემზადეთ ზღვაზე გავიდეთ თან ბავშვებსაც ვუთხრათ და ეგაა რაა-გაკრიჭა ჰოლივუდის ღიმილით
მერე იყო მზადება და აი ეხლა უკვე ზღვის ნაპირას ვდგავართ...უამრავი ხალხია აქ... ნიკა და ბექა მაშინვცე წყავში შევარდნენ...თომა ჩემთან დარჩა/
ცურვა არ ვიცი მაგრამ,რომც ვიცოდე აქ არ არ შევალ... ეს წყალსაცავი თითქმის უნაპიროა. ზოგ ადგილას საერთოდ არ აქვს ნაპირი ზოგგან კი მხოლოდ ერთი მეტრი შედეგ კი უკვე ფეხს ვეგჰარ აწვდენ... ძალიან ღრმაა და ძალიან მეშინია. 2 წუთია რაც ბიჭები შევიდნენ და მხოლოდ მათ თავებსღა ვხედავ…
-კაი ნუ ნერვიულობ კარგად ცურავენ-თომა
-აუ ხო მაგრამ ძალიან მეშინია-გავხედე თომას
თომა ჩემკენ მოიწია და ხელი მხარზე მომხვია.-არ ინერვიულო ჩვენ სულ აქ ვცურავ და არაფერია საშიში.
მერე ისევ სუჩუმე და უკნიდან ისმის ვიღაცის წრიპინა ხმა
-თოომმმ-მე და თომამ ჯერ ერთმანეთს შევხედეთ მერე კი ორივემ უკან მივააბრუნეთ თავები . ვიღაც ბიკინში გამოწყობილი თმა გაშლილი წითელ ტუჩსაცხ გათხაპნილი გოგო იდგა. თომა ფეხზე წამოდგა და მეც ხელი ჩამჭიდა და წამომაყენა.
ის გოგო გამოქანდა და თომას მოხვია ხელები.
-როგორ მომენატრე სად დამეკარგე?-როგორც იქნა ინება და მოშორდა თომას
-აქ არ ვიყყავი რამოდენიმე დღეა ჩამოვედი-თომა
-ა...-ახლა მე გამომხედა-ეს ვინაა?-სწერვა თვალებით გამომხედა.
(გავასწერვებ მე ამას...)
-ეს ელენეა- ხელი გადსამხვია თომამ
ამას რაღამ მოუარა?!
-მე თიკა ვარ თომას მეგობარიიი-ეშმაკურად გაიღიმა თიკამ
- ეს კი ჩემი შეყვარებული-თავზე მაკოცა თომამ
ეხლა მოიცა.... მე , თომას, შეყვარებული?! ამან თავი ხომ არაფერს მიარტყა?!
თიკას ისეთი ფერი დაედო სახეზე მაშინვემივხვდი რაც ხდებოდა და მეც ავყევი თამაშში.
თავი მის კისერში ჩავრგე და ნაზად ვაკოცე...
თიკას რო გავხედე ამაზე სუ მოსასულიერებელი გახდა...
-შენ რას შვრები თიკუშ ისევ მარტო დადიხარ?-უფრო ძლიერად მიმიხუტა თომამ
-ხო... რავიცი -თიკა-თქვენ დიდი ხანია ერთად ხართ>?
-2 თვეა-თომა
-სად გაიცანით ერთმანეთი?-თიკა
-ბექასთან-თომა
თიკამ მე დამიწყო ყურება, რატომღაც ჩემს სარაფანზე გააჩერა მზერა და გაეცინა... ო... უკვი ნერვებზე ვარ
-თოამ რა იყო უშლი ბიკინით ყოფნას?!-თიკა
ვაი თუ მოგიგდე სადმე ბიკინს დაგახატებ სახეზე ლამაზად
-კაი რა თიკუშ მეგონა ძველი ნაცნობები იყავით და თურმე ასე იცნობ თომას... ახლახანს მოვედით და არ დამაცადა გახდა... არა თომა ლავიწზე ვაკოცე თომას.
ვახ ელე საიდან ამდენი სითამამე?
ახლა უკვე თომას გაკვირვებულ თვალებსაც ვხედავ...
მე თომას ხელი გავუშვი კაბა გადავიძრე და ისევ თომას ამოვუდექი გვერდით.
თომამაც შემომხვია წელზე ხელი. მთელ ტანში გამაჟრიალა...
თიკა?!
ნუ იკითხავთ....
-წამოდი დაჯექი ჩვენთან-თომა
-კარგი ცოტა ხნით დავჯდები თან უკეთ გავიცნობ შენ გოგოს-თიკა
ამას გადავიმტვრევ მუხლებზე...
მე და თომა გვერდი გვერდ ჩამოვსხედით თიკა კი წინ ჩამოგვისკუპდა
-ელენიკო რამდენი წლის ხარ?-თიკა
-ელენიკო არა რა... ელენე-ვუთხარი უხეშად
-ჰაჰ... კარგი ელენე-თიკა
-16-მე
-უი რა პატარა ხარ...-თიკაა
-ჩემთან გაიზრდება-თომა
გაუშრა გოგოს პირი
-აქ მარტოებიი ხართ?-თიკა
- ბიჭებთან ერთად ვართ-მე
-ნუცაც აქაა?-თიკა
დავინახე როგორ დაეჭიმა თომას ძარღვები და როგორი სიმწარით თქვა-ნუცა გარდაიცვალა-
-ვაიმე როგორ შემეცოდა-თიკა
ვგრძნობდი როგორ მძიმედ სუნთქავდა თომა, ახლა რამე უნდა მექნაა
-თიკა აღარ გვინდა მაგაზე საუბარი,-მე
-კარგი...-თიკა
-წამოდი თომა გავიაროთ რა...-მე
თომამ გამომხედა და ფეხზე წამოდგა, მე ბექას პერანგს დავავლე ხელი და თომას ჩავჭიდე ხელი.
-სასიამოვნო იყო შენი გაქცნობა თიკა, კარგად-მე
-კარგად-გაიღიმა ძალით...
როგორც კი მოვშორდით მას თომას უფრო მოვუჭირე ხელი და ქვემოთ დავქაჩე
-კარგად ხარ თომა?-მე
-შენ არ ინერვიულო... იმ ტყუილისთვის ბოდიში, უბრალოდ სხვაგვარად ვვერ მოვიშორებდი-თომა
-ეგ არაფერი... ვიხალისე კიდეც მის სახეზე-მე
თომასაც გაეცინა...
მე ბექას პერანგი შემოვიცვი... უჰ... ისეთი დიდი მქონდა ორი ელენე ჩაეტეოდა.
თომამ ასე რომ დამინახა გაეცინა. მკლავენბი საკმაოდ გრძელი მქონდა, თომამ გამაჩერა და გადამიკეცა მკლავები...
ცოტა ხანს ვისეირნეთშემდეგ კი უკან დავბრუნდით. ნიკა და თომა ნაპირზე დაგვხვდნენ.
-როგორ გიხება ელუ ეგ პერანგი?!-ბექა
-აბა...-გავეკრიჭე მეც
-აუ ელე წამო ნბავით შევიდეთ ცოტაზე-ნიკა
-აუ რო მეშინია-მე
-კაი გოგო ჩემთან რისი გეშინია-ნიკა
-აუ კაი ხო ჯანდაბას ოღონდ ღრმად არა რა...-მე
-კაი ჩემი გოგო-ნიკა
ნიკამ ხელი ჩამავლო და ნავისაკენ წავედით...სულ ვკანკალებდი... ძალიან მეშინოდა.
ნავში ჩავსხედით და ნიკამ ნელა დაიწყო ნიჩბების მოსმა. თან მიღიმოდა... ნელ-ნელა შევედით წყალში
-ელე კაი ნუ ხარ მასეთი დაძაბული რა...-ნიკა
-აუუუ ნიკა -ვუთხარი სიცილით...
უკვე საკმაოდ ღრმად ვიყავვით... ამ სიღრმეზე მარტო ჩვენ ვიყავით შესულები .... ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი... ულამაზესი... მერე ნელ-ნელა ნაპირისაკენ დავიძარით... უკვე ახლოს ვიყავით მცურავ ხალხთან მაგრამ უცებ... ვიგრჩენი სისველე... მერე სუნთქვის შეკვრა და მერე გონების დაკარგვა...

ნაპირზე ვისხედით მე და ბექა და ნავით მომავალ ელენეს და ნიკას ვუყურებდით.უცებ რა მოხდა ვერ მივხვდი, ნავი გადატრიალდა და ორივე წყალში გადაცვივდნენ. მე და ბექა გიჟებივით წამოვფრინდით და მაშინვე წყალში შევცვივდით....
ღმერთო ოჩონდ ეს არა .... ელენემ ხომ ცურვაც კი არ იცის...
მალევე მივცურეთ მათთან...
ნიკა დავინახეთ რომელიც გამეტებული ყვიროდა ელენეს სახელს
ვერ პოულობვს ღმერთო ვერ პოულოობს....
-არა,.... ღმერთო არაა-=იღრიალა ბექამ
აქეთ-იქეთ დავიყე ყურება მერე ჩავყვინთე...
კარგად ვერ ვხედავდი....
არაფერი იყო....
მერე ამოვყბინთე და მალე ბიჩებმაც ამოყვინთეს....
ესე არ შეიძლებვა....
კიდევ ერთხელ ჩავყვინთე და დაბლა გავცურე... თეთრი რაღაც დავინახე... მაშინვე იქ მივცურე.... ელეს თეთრი სარფანი უნდა ყოფილიყო...
უგონოდ მყოფ ელენეს წავაწყდი... მაშინვე ჩავებღაუჭე მის ხელს და ზემოთ გამოვცურე....
ამოვყვინთე ელენეშან ერთად... ბიჭები მაშინვე მომცვივდნენ...
-გაუძელი პატარავ გთხოვ გაუძელი-ბექა
მერე ნავი გამოატრიალეს და შიგნით ჩავაწვინეთ... ისევ უგონოდ იყო...ბიჭებმა ნავი ნაპირისაკენ გავიყვანეთ.. საჩქაროდ დავტაცე ელენეს ხელი და პირსახოცზე დავაწვინე მისი ფგაყინული სხეული.. სულ გალურჯებული ქონდა ტუჩები...]
უამრავი ხალხი გვეხვეოდა... ბექა ტიროდა და ხმამაღლ იგინებოდა...
ნიკა ჩაკეცილი იდგა ქვიშზე დამწარედ ტიროდა..
ხალხიდან ვიღაც გოგო გამოვიდა. ექიმი აღმოჩნდა...
ცოტახანში ამოხველების ხმა გავიგე და ელენეს ლამაზი თვალები დავინახე... მაშინმვე სამივე მივცვივდით დაგულში ჩავიკარით...
თვალი რომ გავახილე თავზე ვიღაც გოგო მედგა მერე კი უცებ ნიკა ბექა და თომა მომცვივდენ და ძლიერად მეხვეოდნენ...
ახლაღა გავაანალიზე რა მოხდა და ტირილი ამივარდა...
ბექამ პირსახოცი შემომახვია და გულზე მიმიხუტა...
-შენ რომ რამე დაგმართნოდა. ღმერთო შენ რომ რამე მოგსვლოდა-ტიროდა ბექა
-ბექა გთხოვ კარგად ვარ-მაგრად მოვხვიე ხელები....
ვგრძნობდი როგორ ცუდად იყო ბექა და იმ დროს ჩემი თავი შემეზიზღა....
-რა მოხდა ნავზე?-თომა
-ნავს რაღაც შეეჯახა თუ რაღაც არ ვიცი-მე
-ალბათ თევზი იყო... საკმაოდ დიდი ძალით შეეჯახა ძირს-ნნიკა
იმ ღამეს ოთხივეს ერთად გვეძინა...
ერთ მხარეს ბექა მეწვა მეორე მხარეს ნიკა, მის გვერდით კი თომა. ბექას ჩემი ხელი ეჭირა, ნიკა მთელი ძალით მეცუტებოდა...
უკვე გვიანი იყ, ყველას ეძინა და მე ვერ ვიძინებდი...
-თომა...-ჩავიჩურჩულე მე
-ჰო...-თომა
-მადლობა-მე
მერე ისევ გამოყო საბანში ხელი, ჩემნი ხელი იპოვე და მაგრად ჩამჭიდა...აღარც გაუშვია ისე ჩაგვეძინა....
ახლა ვსხედვართ მანქანაში...ჩემს მუხლებზე უდევს თომას თავი და მშვიდად სძინავს...
ეს არის გზა თბილისისაკენ არაჩვეულებრივი არდადეგების შემდეგ.
ფრთხილად შევუცურე თმაში ხელი და ნაზად დავუწყე ფერება.
გამახსენთდა სოფელში გატარებული ყოველი დღე...როგორ გადავასხი მძინარე თომას სათლით წყალი,მერე როგორ ვირბინეთ მთელ ეზოსა და სახლში.როგორ დამიჭირა და როგორ ჩამსვა ყინულებიან ვანაში.
გამახსენდა დილით ლაინერით როგორ მოვუხატე ბიჭებს სხეები და გადავუღე ფოტოები.
გამახსენდა ჩვენი ლაშქრობა... ღია ცის ქვეშ.კოცონთან გატარრბული გრძელი ღამე... ჩვენი მოპარული სიმინდები.
როგორ გამოეკიდა ბექას მეზობლის ძაღლი და ისიც როგორ წიოკობდა.
მახსოვს ნიკას გაკეთებული ომლეტი, რომელსაც სასწაული გემო ჰქონდა...
ყველა მოგონება ფოტოებით შემოვინახეთ...
მეეე ჯიბიდან ჩუმად ამოვაძვრინე ტელეფონი და ფოტოებს გადავყევი...
პირველი ნიკას ფოტო შემომხვდა რომელშიც ჩემი კაბა აცვია. მერე ჩვენი საერთო ფოტო, ბექას და თომას ფოტო,როგორ მახსოვს ეს საღამო. ამ ორკვირაში 582 ფოტო გვქონდა გადაღებული...
ტელეფონიდან ამოვწიე თავი და დავინახე წინ ბექასაც ჩასძინებია, მხოლოდ მე და ნიკა ვართ ფხიზლად...
თომას ისეთი საყვარელი სახე აქვს თვალს ვერ ვწყვეტ...
იცით რა მიხარია?!
მივხვდი რომ თომას არ ვეზიზღები,ისიც ნიკასა და ბექასავით მზრუნველად მეპყრობა. ძალიან ბედნიერი ვარ ძალიან...
-შენ არ გეძინება ჩემი გოგო?- სარკეში გამომხედა ნიკამ.
-არა ნიკუშ...-მე
-იცი...შეიცვალა...-ნიკა
-ვინ?-ვერ მივხვდი ვიზე მეუბნებოდა.
-თომა...ისეთი აღარა... უფრო გამხიარულდა...-ნიკა
მე თომას დავხედე და გამეღიმა...
-ნეტავ ისევ უყვარს?-ვუთხარი ისე რომ მისი სახისთვის თვალი არ მომიშორებია.
-არ ვივი, მაგრამ ის ახლა უდრო კარგადაა...-ნიკა
არ ვიცი რა მეთქვა...უბრალოდ გაჩუმება ვამჯობინე...
თომას სახე ხელებში მოვიქციე და თვალები დავხუჭე...
უბრალოდ ვფიქრობდი კვლავ ჩემს ცხოვრებაზე...
ლოყზე კოცნა ვიგრძენი და მაშინვე გავახილე თვალები.თომა იყო...
-ჩამოვედით მძინარა....-თომამართლაც გავიხედე და უკვე დაბინდებულა კიდეც...
-ბიჭები სად არიან?-დავინახე რომ წინა სავარჭლები ცარიელი იყო.
-ბარგი ავიტანეთ და ეხლა შენ ასაყვანად მოვედი-თომა
-რა ყოჩაღები მყავხართ...-მე
-ოჰ...ნუ იტყვი-სასაცილო სახე მიიღო თომამ.
მანქანიდან გადმივედით. მე თხელი მაისური და შორტი მეცვა...მაშინვე შემაცია. თომამაც არ დააყოვნა და მისი ჟაკეტი შემომახვია მხრებზე...ხელი გადამხვია,მანქანა ჩაკეტა და სადარბაზოსაკენ წავედით.
სახლის კარი შევაღეთ და მაშინვე მისაღებში ბიჭებთან მჯდომი ნანა დავინახე,რომელიც ხან ნიკას ეფერებოდა ,ხან ბექას...
კატის ხმაზე უკან გამოიხედა და მაშინვე ფეხზე წამოხტა... მეც მისკენ გაბიქეცი და მაგრად მოვხვიე ხელები... ღმერთო როგორ მომნატრებია,ხარბად შევისრუტე მისი სურნელი და დავუკოცნე ლოყები...
-როგორ მომენატრე ჩემო გოგო-ჩემი სახე ხელებში მოიქცია ნანამ
-მეც ისე ძალიან მომენატრე...-კიდევ ერთხელ ვაკოცე ლოყაზე...
მერე ნანამ თავისი გრმრიელობები გვაჭამა და ჩვენც ყველაფერი მოვუყევით ჩემი ლამის დახრჩობის გარდა...ეს რომ გაეგო გულიც გაუსკდებოდა ამიტომ შევთანხმდით რომ ამ თემას არ ვახსენებდით...
გვინი იყო... ნიკამ აიკვიატა სახლში უნდა წავიდე დედა მეც მომენატრაო და წავიდა... თომამ თქვა რომ ხვალ თავისებთან მიდის სოფელში არიან და იქ ჩავალო... მე მობიწყინე არ მინდოდა მისი წასვლა,მაგრამ, მას ხომ ჯერ კიდევ არ ენახა მშობლები...მე მათზე ადრე წავედი დასაწოლად...
ჩემს ოთახში შევედი და საღამურები ჩავიცვი.... ისევ მარტო მიწევდა ძილი... და ისევ არ მეძინებოდა. გავიგე ბიჭები როგორ შევიდნენ საძინებელში. ჩუმად წამოვდექი და კარი გვაღე მათი ოთახისაკენ წავედი და კარი ფრთხილად შევაღე. ორივე საწოლში იწვა...თამამად შევაღე კარი და ოთახში შევედი...
-აქ რას აკეთებ გოგონი?-გადმომხედა ბექამ
-აუ რავივი აბა...-ხელები ერთმანეთში გადავხლართე ნერვიულად...
-მოდი მალე-დამიძახა თომამ...
მეც გიჟივით გავქანდი და მათ შუაში ჩავხტი. სწრაფად ჩავაძვრინე ფეხები დ საბანი კარვად გადავიფარე...
ორივე ფხუკუნით გადმობრუნდა ჩემკენ. მე ორივეს ჩავჭიდე ხელი და ორივეს დავუკოცნე ხელი.
-გეძინებათ?-ეშმაკურად გადავხედე ოროვეს.
-ეხლა რაღა გინდა?-ლოყაზე მაკოცა ბექამ"
-მოდით ზეპირი ქალაქობანა ვითმაშოთ რა...-დავაწყვიტე ზე იდეა
-კაი მოიცა ეგ წლებია არ მითამაშია...-თომა
-ხოდა ეხლა ვითამაშოთ,ბექა შენ იტყვი პირველი ქალაქს მერე ბოლოდან მეორე ასოზე მე მერე კი თომა შენ. წესები მარტივია მიდი მალე ბექა-მე
-თბილისი-ბექა
-სან-მარინო-ვთქვი და თომას გფავხედე
-აუ ვეე ვიხსენებ-სახე დამანჭა თომამ.
-აუბმიდი თომა ადვილიააა-ვუბწკინე მხარზე.
- ნიუ იორკი-თომა
-კიდევ კაი თორე გცემდი...-მე
-რას იზავდი?--თავი წამოყო თომამ"."
-რას ვიზავდი და გცმდი თქო-აი სულელი რო იქნები ადამიანი რა...
-აი უყურე კიდე გაიმეორე ბექა-გადახედა ბექას.
-ხო გეთანხმები...-სასწაული სახე მიიღო ბექამაც.
-იმმსახურებს ხო?!-თომა
გაკვირვებული ხან ერთს ვუყურებდი ხან მეორეს... ვერაფერი გამეგო რა ხდებოდა.
-ვფიქრობ კი...-ბექა
-რას ფიქრობ ნუ გადამრიე ბიჭო მიდი გააგრძელე კ-ზე უნდა თქვა...-მე
-ჯერ დასჯაა სჭირო-თქვა თომამ და მაშინვე წამოხტა და ხელები გამიკავა. მე შეშინებული თვალებით შევხედე.
-ბექუნ მომეხმარე ძმა...-ბექამაც არ დააყოვნა და ახლა მან დამიკავა ხელები.
-აბა გადავიდეთ მთავარ საქმეზწ-ტაში შემოკრა თომამ.
-ვაიმე ბექუ ამან გარეკა?-გადავხედე ბექას.
-აი კიდე ტიკტიკებს-თავი გაიქნია თომამ.
კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი თომამ ღუტუნი რომ დამიწყო...
-ვაიმე თომა გაჩერდიიი-ვწიკვინებდი მე
ორივე ხითხითებდა და ჩემ ხვეწნას ყურადღებას არ აქცევდნენ...
უკვე ვეღარ ვსუნთქავდი... ცრემლები ც კი მომდიოდა...
ბოლოს ალბათ ისინიც დაიღალნენ და გამანებეს თავი...
-აუ რა საზიზღრები ხართ რა...-სმენის დარეგულირებას ვცდილობდი მე.
-ჩვენც მაგრად გვიყვარხარ ხომ იცი-მაკოცა ბექამ.
-წადი ეხლა აქედან მოღალატევ-დავეჭყანე ბექას.
მერე ჩემი შემორიგების მიზნით გაცხარებული ქალაქობანა დავცხეთ. მხოლოდ გამთენიისას ჩაგვეძინა.ისევ მათზე მქონდა ხელები ჩაჭიდული.
დილით რომ გავიღვიძე ოთახში მატყო ვიყავი, მაშინვე გარეთ გავედი. სამზარეულოში ნანა და ბექა დამხვდნენ.
-დილამშვიდობისა-მე
-დილამშვიდობისა ჩემი გოგო-მუხლებზე ჩამომისვა ბექამ.
-ის სადაა? ეხლა მართლა უნდა ვცემო-ვიმუქრებოდი მე და თან მეცინებოდა.
-დილით ადრე წავიდა მერე აღარ იყო ავტობუსი და...-ბექა
ისე მეწყინა მისი სიტყვები
-არ დამემშბიდობა და ისე წავიდა არა?!-მე
-არ გაგაღვიძა ცოდოაო-ბექა
-გავეღვიძებინე კი არ შევჭამდი-გავიბუსხე მე.
-კი რა გჭირს გოგო-მაკოცა ბექამ.
მთელი დღე სახლში ვიყავით... ნიკამ დარეკა საღამო ხანს.გახარებული ვეცი ტელეფონს ვიფიქრე ამას უეჭველი კარგი იდეა ექნებოდა.
მეტი არაა ჩემი მტერი. მითხრა ნუგზარიმ აიკვიატა სამეგრელოში მივდივართ ერთი კვირითო.
ხოდა ასე და ამგვარად დავრჩით მე და ბექა...
მთელი დღე სახლში ვიყავით და ფილმებს ვუუურებდით...ღამით კვლავ ერთად გვეძინა...
მოკლედ რომ ვთქვა ერთმა კვირამ უაზროდ ჩაიარა... მე ა ბექა დავდიოდით გარეთ,მაგრამ ის ორი ძალიან გვაკლდა...
პარასკევი იყო,სახლში ვისხედით,როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა... მე წავედი გასაღებად, ურდული გავწიე,სახელური დავწიე,კარი გამოვაღე და კარში მდგომი ნიკა დავინახე
-ვაიმე-შევკივლე უცებ და მაშინვე კისერზე ჩამოვეკიდე
-ვახ როგორ მომენატრე გოგო-მაგრად მაკოცა ნიკამ. სწრაფად შევათრიე სახლში და მისაღებში გავაქანე
-ბექუ ნაზე ვინ მოვიდააა-შევძახე მე.
მეერე იყო ხვევნა კოცნა... ერთი კვირის მანძილზე მომხდარი ამბების მოყოლა...
დალევა...სიგიჟე და ბოლოს ჩემ საწოლში ერთად ძილი...
ჰო...მიყვარს ჩემი ცხოვრების ეს სტილი...
დილით ვგრძნობდი როგორ მკოცნიდა ვიღაც და მერე როგორ დაიჩურჩულა
-როგორ მომნატრებიხარ გოგო-
ნიკა იყო ჩემი ნიკა...
მისკენ გადავბრუნდი და მაგრად მოვხვიე წელზე ხელები,თავი მკერდზე მივადე და გავიტრუნე.
-აუ პროსტა ესე როგორ შემაყვარე გოგო თვავი ჰა? ჩემი ღვიძლი დაც კი არ მეყვარებოდა შენსავით...-ნიკა
-ჩემი სუნთქვები ხართ თქვენ, თქვენს მეტი რავინ მყავს და არც არავინ მინდა-ვუთხარი და ყელში ვაკოცე.
მერე ბექასაკენ გადავბრუნდი და ლოყები დავუკოცნე... მანაც ჩამავლო ხელი და მთელი სახე დამიკოცნა.
აი ეს მომენტი მიყვარს ყველაზე მეტად... ყველაზე მეტად ეს სამი ბიჭი და ერთი ქალი მიყვრს...
ოთახიდან ერთად გავედით... ბიჭები ნაბახუსევზე იყვნენ, მეც მეტი რა მინდოდა სამზარეულოში გავედი და ნანა ჩავკოცნე მერე ყიყლიყოები შევწით კიდევ უამრავი რამ გავამზასეთ და ბოლოს სუფრას მივუსხედით.., ჭამას რომ მოვრჩით ბიჭები ტელევიზორთან დასხდნენ მე ჭურჭელი დავრეცხე შემდეგ კი ჩემ ტუზს ხელი დავავლე და მისაღებში გავედი.ბიჭებს შუაში შავუჯექი უკან დამალული ხელები წინ გამოვწიე ერთი კიტრის მწნილის ქილა ბექას გავუწოდე მეორე კი ნიკას.
მათი გაბრწყინებული თვალები უნდა გენახათ... მერე იყო წამოძახილები:
-ოხ რა კარგია
-რა კაი მჟავეა
-რა მწნილია რა მწნილი
-ამის მომტანს ოქროს ხელბი აქვს რა...
-შენ გენაცვალე მაგ ხელებში
-მისწრებაა მისწრება...
მე კი ვუყურებდი როგორ მადიანად მიირთმევდნენ და თან მეცინებოდა მათზე.
2საათი იყო მართლაც რომ იტყვიან ჭერში ბუზებს დავითვლიდით უსაქმურობისაგან.
-ნეტა ისე ვაჟბატინი რას შვრება-მე
-მოგენატრა?-ბექა
-კი...ძალიან-მე
-ხო და მიდი ჩაბარგდი და დვგაზოთ რაჭაში...-ნიკა
-მართლა?-გაოცებულმა შევხედდ მე
-ხო რა დავადგეთ თავზე და ხომ არ გამოგვყრის-ნიკა
-რამიდენიმე დღე გვჩეედეთ იქაც და ეგაა რა,მიდი ჩაიცვი ეხლა და გაამზადე ტანსაცმელი-ბექა
მეც მაშინვე გავიქეცი,მოვწესრიგდი,რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩავაწყვე და მისაღებში გავედი ნანას უკვე ჩაელაგებინა ბექასთვის, ნიკამ ისევ მანქანაში მიწყვია ტანსაცმელიო.
ნანასაც ვეხვეწეთ წამოსვლაზე მაგრამ
ვერ დავიყოლიეთ...ჩვენც ჩავსხედით მანქანაში და წავედით რაჭისაკენ...
საღამოს 6საათზე უკვე რაჭაში ვიყავით.ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო. მალე მივადექით თომას სახლის კარს, მივუსიგნალეთ და მაშინვე გარეთ გამოვიდა მოხუცი ქალი
-ნინო ბებო როგორ ხარ-?მოიკითხა ბექამ.
-რომელი ხარ შვილო-ამოხედა ნინო ბებომ.
-ბექა ვარ თომა მეგობარი-გაეკრიჭა ბექა
-უი მომიკვდა თავი, რამხელა გაზრდილხარ ბებო-მოეხვია ბექას მერე ნიკა იცნო და ბოლოს მე მომიბრუნდა
-ნინო ბებო ეს ელენეა ჩვენი პატარა დაიკო-ხელი გადამხვია ბექამ
-მოდი მოგეფერო ბებო-ნინო ბებო მოვიდა და ძალიან მაგრად მომეხვია..,
ისეთი სითბო ჩამეღვარა გულში...
-წამოდით შვილო შევიდეთ სახლში-წინ შეგვიძღვა ნინო ბებო
-თომაააა-გასძახა ბებომ
სახლიდან თომა გამოვიდა და რო დაგვინახა მაშინვე ჩვენკენ გამოიქცა. მეც მაშინვე მისკენ გაბიქეცი და მაგრად მოვხვიე ხელები, თომამ ხელში ამიტაცა და მაბზრიალა...
-ჩემი პატარა გოგო-ბუტბიტებდა თომა და თან სახეს მიკოცნიდა.
უბედნიერესი ვიყავი. ასე თბილი თომა ჯერ არ მინახავს ...
მერე ბიჭებსაც მოეხვია..,
გავიცანი თომას მშობლები.ძალიან თბილად მიმიღეს...
მეერე გაცხარდა ქეიფი...
გვიან ღამით ბებომ ოთახებში დგვანაწილა. ბიჭები ერთად იძიმებდნენ მე კი ცალკე. ახლა ნინო ბებოს ვერ გავუბედავდი ჩემი ახირებების გაცნობას...
შევწექი საცოდავად ცივ ლოგინში და მოვიკუნტე ...
დაახლოებით ერთ საათში კარი ფრთხილად გაიღო. ბნელოდა და ვეე დავინახე ვინ იყო.
საწოლთან მოახლოვდა სილუეტი
-გძინავს ელე?-მომესმა თომას სანატრელი ხმა.
ვინ თუ რა ის?!
-არა, ვერ ვიძინებ-ამოვიკრუსუნე მე
თომამ ერთი ჩაიცინა და საწოლში შემოწვა.
მისკენ მიმა ოჩა და მეც ზედ ავეკარი. თავი მკერდზე დავადე და მის გულის ფეთქვას დავუწყე სმენა.
-აუ იცით როგორ მომენატრეთ-თომა
-მეც ძააან მომენატრე და ბიჭებსაც ამიტომაც დაგადექით თავზე
-კაი ქენით ჩემი გოგო-თავზე მაკოცა თომამ
-შეიცვალე-ჩავიჩურჩულე მე
-ერთმა მეტიჩარა გოგომ შემცვალა-თომა
რა უნდა მეთქვა არ ვიცოდი...
უბრალოდ ბედნიერი ვარ...
-თომა ისევ გიყვარს ნუცა?-მე
-კი...-მითხრა და გაჩუმდა.ვიგრძენი როგორ მომაწვა ცრემლები.
-დავიძინოთ თომა-მძლივს ვუთხარი მე .
-კარგი ჩემი პატარავ-ისევ მაკოცა თომამ.
თვალები მაგრად დავხუჭე....არ მინდოდა რომ ცრემლებს გზა ეპოვათ და გადმოსულიყვნენ...
არ მინდოდა არა...
მაგრად მოვხვიე ხელები თომას...
არ მინდა იმ გრძნობის გამხელა რაც მის მიმართ მაქვს...
მას ხომ ისევ ნუცა უყვარს და,ალბათ სამუდამოდაც ეყვარება..,


მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს...ვუყურებდი თუ როგორ ედო ჩემს მკერდზე თავი და როგორ მშვიდად სუნთქავდა,როგორ ძლიერად მხვევდა ხელებს...ის სასწაულია ჩემს ცხოვრებაში, ის იმედია რომელიც არასდორს არ უნდა ჩაქვრეს,არასოდეს... ისეთი პატარაა, ისეთი სუსტი, მაგრამ ამავდროულად ყველლაზე ძლიერია,ხო...ყველაზე ძლიერი,მან ხომ შეძლო და ჩემი თავი დამიბრუნა... რამდენი ხანია არ მიცინია, არ მდომებია სიცოცხლე... ახლა კი ახლა ვხვდები რომ ღირს სიცოცხლე... მის გამო ღირს.
ვერ ვხდები მის მიმართ რას ვგრძობ, მაგრამ ვიცი ეს რაღაც ძალიან დიდი გრძნობაა, მაგრამ მე ნუცას ვერასოდეს დავივიწყებ.
გავს, ძალიან გავს ნუცას, მაგრამ ამავდროულად სულ სხვაა... მისი სურნელი მიყვარს, ისეთი ტკბილი და უცხოა...
მისი თხელი თითები მიყვარს...მახსოვს მანქანაში როდესაც მმის მუხლებზე მედო თავი როგორ ნაზად დათამაშებდნენ ჩემს თმაში...
მისი ლამაზი თვალები მიყვარს ბედნიერებით რომ ბრწყინავენ... მაგრამ მაინც ტკივილიანი რომ არიან....
მისი ოქროს ფერი თმა მიყვარს, ჩემთვის მზის სხივნი რომ არიან...
მისი ჩახუტება მიყვარს...
დღეს ეზოში რომ ჩამეხუტა იმხელა სითბო და სიყვარული ვიგრძენი... ისე მომნატრებია...
მისი თითოეული სიტყვა მიყვარს... სულ ალალ-მართლად რომ ლაპარაკობს...
ის ჰაერიც კი მიყვარს რომლითაც ის სუნთქავს...
და მაინც რას ვგრძნობ მის მიმართ?!
არ ვიცი ვერ ვხცდები...
ლამაზად მოეფინა მის თეთრ სახეს მზის სხივები... მთლიანად ბრწყინავს... ფრთხილად მივიტანე ხელი მის სახესთან და ნაზად შევეხე მის ნატიფ კანს... ვიგრძენი როგორ გამაცახცახა მეც და მასაც... ფრთხილად წამოვწიე თავი და ფრთხილად ვაკოცე ლოყაზე... ისეთი რბილი კანი აქვს...
ის გამოჩნდა და შეცვალა ჩემი და არა მარტო ჩემი ცხოვრება... ბექაც შეცვალა, ნიკაც და ნანაც... ახალა მათ თვალებში იმედს ვხედავ-ელენეს ვხედავ...
და მაინც რამდენი შეძლო ამ პატარამ...
რომ ვუყურებ მინდა სულ ჩემთან მყავდეს.არასოდეს გავუშვა და არცც გავუშვებ არც სხვას გავუყოფ... არ დავთმობ...
ჩემს ხელს დავხედე რომელსაც მაგრად ჩაბღაუჭებოდა მისი თხელი თითები... ტუჩებთან მივიტანე და ნაზად ვაკოცე...
-ჩემი ანგელოზი ხარ ელი...-ჩავჩურჩულე ყურთან
დიდხანს ვუყურებდი ჩემს მძინარე ანგელოზს, შემდეგ ფრთხილად ავდექი საბანი გავუსწორე, კიდევ ერთხელ ვაკოცე შუბლზე და ოთახიდან გამოვედი.
ნინამ მის ოთახში რომ მნახოს გაგიჯდება...
ჩვენს ოთახში შევიპარე, ნიკას და ბექას გაგუდულებს ეძინათ ჩემს საწოლთან მივედი ჩუმად შევწექი, ბალიშს ჩავებღაუჭე და ისევ ჩემ ანგელოზზე დავიწყე ფიქრი...
*****************************************************************************************************************
დავინახე როგორ გავიდა ოთახიდან თომა. მისი თბილი ტუჩებიც ვიგრძენი შუბლზე და გამეღიმა... ის სულ სხვანაირად ხო... სულ სხვანაირად მიყვრას, მაგრამ მას... მას ხომ ნუცა უყვარს და ეყვარება სულ, მე მხოლოდ მისი პატარა დაიკო ვარ... დაიკო რომელიც სულ მისი პატარა იქნება და სულ ყოველთვის მის გვერდით იქნება,თუმცა ეს მაინც კარგია, შორიდან მაინც არ მომიწევს მისი ყურება.
როცა მომინდება მოვეხვევი და ამისათვის თავის მართლება არ მომიწევს, ის ხომ ჩემი უფროსი ძამიკოა... როცა მინდა ვაკოცებ და როცა მინდა მიისი გულის ცემის მელოდიაზე დავიძინებ...
არა... ამ გრძნობას ვერ გავახმაურებ.. ამ ყველაფერს ვერ დავკარგავ... ვერ დავთმობ მისი შეხების ბედნიერებას...
ფრთხილად ავდექი ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი. ნინო ბებო სამზარეულოში ფუსფუსებდაა
-დილამშვიდობისა ნინო ბებო-მივესალმე თბილად
-დილამშვიდობბიასა ბებო, რა ადრიანად ამდგარხარ-ნინო ბებო
-ვეღარ დავიძინე და... მოგეხმარებით რა...-მუდარის თვალებით შევხედე
-კარგი ბებო აგერ წინსაფრი და თავშალია მოიკარი და მოდი-ნინო ბებო
მეც მაშინვე ავიკარი წინსაფარი კოსაზე თავშალი წავიკარი და ნინო ბებოსთან მივედი... ხაჭაპურებს აცხობდა...მასთან ბევრი ვისაუბრე.. როგორც ჩანს თომას მშობლებს ქალაქში საქმე გამოუჩნდათ და საღამოს დაბრუნდებოდნენ. მეც დავიწყე მისი საქმეების კეთება...
კარგი ხაჭაპური გამომივიდა... ნინო ბებომაც ძალიან მომიწონა.
-შვილო წავალ მე ბებო ძროხების მოვწველი და მოვალ-ნინო ბებო
-კარგი ბებო-ისიც წავიდა. მე კი განვაგრძე ხაჭაპურების ცხობა.
7 minutes ago
ცოტა ხანში კიბეების ბრახა-ბრუხის ხმაზე მივხვდი რომ ბიჭებმაც გაიღვიძეს.მათაც პირდაპირ სამზარეულოს მოაშურეს...
-ელე?-თვალებ დაჭყეტილმა შემომხედა. ალბათ ჩემი თავშალი და წინსაფარი ეუცნაურა.
-მიხდება?-გავეკრიჭე მე
-კი,ძალიან-მაგრად მაკოცა ბექამ,მეც დრო ვიხელთე და ფქვილიანი ხელი დავუსვი ცხვირზე.
-ო ეს ისეთი ხაჭაპურები ჩანს...-ტუჩები გაილოკა ნიკამ.
-აბა ხელ-პირი დაიბანეთ მალე და მერე გაჭმევთ-ხმა გავიმკაცრე მე
ნიკა და ბექაც მაშინვე გაიქცნენ. თომამ გაიცინა და ჩემკენ წამოვიდა.
-როგორ ხარ?-მითხრა და ლოყაზე მაკოცა.ისეთი სითბო ვიგრძენი....
-კარგად შენ?-ვუთხარი მე
-მეც კარგად. დილას ადრე გავიპარე ნინოს რომ არ დავენახე...--გაიცინა მან.
მეც გამეცინა.
-აუ მინდა-საცოდავი თვალებით დახედა ახლად გამომცხვარ ხაჭაპურს.
-ოხ შენ რა მყავხარ...-ხელით პატარა ნაჭერი მივუტანე პირთან.-შეჭამეეე
მანაც ისე რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია გემრიელად გადასანსლა.
-მმმ....ძალიან გემრიელია...-თომა
-მიდი ეხლა მალე დაიბანე და მოდი-ვუთხარი მე.
-ერთიც შემაჭამე და წავალ-მაკოცა ლოყაზე.
მეც გამეცინა და კიდევ ერთი ნაჭერი შევაჭამე.
მანაც მაშინვე მოუსვა....
გამეცინა და სითბო ჩამეღვრა გულში...
ღმერთო როგორ შეიცვალა...
***********************************
სამზარეულოში შევედი და დავნახე თავშლითა და წინსაფრით მოფუსფუსე ელენე.
ისეთი ლამაზი იყო თვალს ვერ ვწყვეტდი...
უკვე ვეღარ მოვითმენ...მასთან მივედი და ლოყაზე ვაკოცე...
მერე ხაჭაპური შემაჭამა დაისეთი გემრიელი იყო...
ისეთი ლაღი და ლამაზია...
ღმერთო ასეთი არასოდეს ვყოფილვარ...
მაგიდას მივუსხედით,ბებოც მოვიდა...
თვალს ვერ ვაშორებ ისეთი სხვანაირია...
საღამი ხანს გარეთ გასვლა გადავწყვიტეთ...
ელენე მაისურით აპირებდა წამოსვლაას...
-ელენე შეგცივდება იცოდე-ვუთხარი მე
-ცხელა თომა არ შემცივდევა-ელენე
-გოგო შენ მართლა შეგცივდება-დამეთანხმა ბექაც...
-თქვენ თუ არ შეგცივდებათ არც მე არ შემცივდება-ელენე.
ოხ როგორი ჯიუტია ხანდახან.
მთელი საღამო ჩუმად ვუყურებდი...
შევამჩნიე მისი გალურჯებული ტუჩები და ჩამეცინა.მერე მე გავიხადე ჟაკეტი და მას მოვახურე.
ამის მერე რომ გეტყვი დამიჯერე ხოლმე-ვუთხარი მას, ხელი გადავხვიე და შუბლზე ვაკოცე.
ვფიქრობ ჩემი საქციელი საყუტადღებო არ იქნება მას ხომ ჩემი პატარა და ჰქვია.
მანაც მაგრად მომხვია ხელები და გულზე ამეკრო...
ღამით ისევ მასთან შევიპარე და ისევ ჩემს გილზე ეძინა...
****************************
მაგრად მოვხვიე ხელები და ისევ იმავე მელოდიაზე ჩამეძინა...

დილით მასზე ადრე გამეღვიძა...
ისე ტკბილად ეძინა.შემთხვევით ტელეფონს დავხედრ და ლამოს გავგიჟდი...
-თომააა თომაა გაიღვიძე რააა-ნაზად ვუსვამდი ხელებს სახეზე...მერე ნეკნებისაკენ წავიღე ხელი და ერთი ორი ვუჩქმიტე...ისიც მსწრაფლ აფართხალდა...
მალე დამიჭირა და ახლა მან დამიწყო ღუტუნი.
-აუ თომა გაჩერდი რა... ათის წუთებია ნინო ბებო არ შემოვიდეს-მძლივს მოვახრრხე თქმა, ისიც მაშინვე გაჩერდა და ფეხზე წამოხტა. მერე დაიხარა ერთი მაკოცა და ოთახიდან გაიპარა...
სამ დღეში ავიბარგეთ და ეხლა უკვე თომასთანერთად წამოვედით თბილისში...
************
გზაში ბევრი ვილაპარაკეთ,ვიცინეთ...
გვეედით გავიხედე და დავინახე როგორ ჩასძინებოდა ელენეს...
ჩემკენ გადმოვაწვინე და მისი თავი მუხლებზე დავიდე...
-რა ლამახია არა?!-უკან მობრუნდა ბექა.
-ძალიან...-ვუთხარი ისე რომ ელენესათვის თვალიც არ მომიშორებია.
-ის ისეთი უმანკოა...მეშინია არაფერი დაემართოს-ბექა
-ჩვენ მასთან ვართ დც არაფერი დაემართება ძმაო-ნიკა
-ნუცასთანაც ვიყავით,მაგრამ...-ბექა
-მას არაფერი მოუვა გესმის?!-ნიკა
არა...მას არაფერი არ უნდა დაემართოს...
-ვერ ხვდებით ამ ციცქნა გოგომ რამდენი გვიქნა?!მე...სულ ზე რომ ვფიქრობდი..ახლა სიცოცხლე მინდა. იცი როგორ საშინლად ვექცეოდი?მან კი...მან უბრალოდ დაივიწყა და მთელი გულით შემიყვარა....ის ჩემი იმედია...ნანა? ნანა როგორ გამხიარულდა...იმდენს აღარ ტირის...-ბექა
-მეც შემცვალა...მასთან სულ მხიარულად ვარ...ისე შემაყვარა თავი...-ნიკა
-მეც შემცვალა...ბევრი დამავიწყა...სულ მასთან მინდა ყოფნა...სულ სხვანაირია... უბრალოდ ვგრძნობ რომ ძალიან მიყვარს...მის გარეშე ერთ წამსაც ვერ გავძლებ...-ნაზად დავუსვი თავზე ხელები....
-შეგვცვალა... ხო სამივე შეგვცვალა...ჩვენი ცხოვრების მიზანი გახდა...-ბექა
ახლა ვუყურებ და ისე ძლიერად მინდა მოვეხვიო... ისე რომ კიდევ კაი არ შემიძლია თორემ ალბათ გავგუდავდი...
სოფლიდან გვიან წამოვედით...ჯერ თბილიში არ შევსულვართ უკვე ღამეა... სიჩუმეს მისი მშვიდი სუნთქვის ხმა ფანტავს...
სახლში მძინარე დავტოვე და ახლა ჩემს სახკში წამოვდი.., მაშინვე ჩემს ოთახში შევედი... რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვრა... ყველაფერი ისევ ისეა როგორც დავტოვე... კედელზე ჩვენი ნუცასი, ჩემი, ნიკასი და ბექას ფოტოები დავინახე... რამდენი ბედნიერი წუთი იყო იმ ფოტოებზე აღწერილი.მაგიდაზე ჩემი ფოტოაპარატი დავინახე... როგორ მახსოვს ფოტოგრაფობა რომ მმინდოდა, ნუცას რომ დავაყენებდი და ვაპოზიორებდი ხოლმე.. სადაც წავიდოდით ყველაფერს ფოტოებს რომ ვუღებდი ხოლმე...
საწოლთან ნუცას ნაჩუქარი სამაჯური დავინახე... საწოლზე ჩამოვჯექი და სამაჯურს დავუწყე წურება... ის საღამო გამახსენდა ეს სამაჯური რომ მაჩუქა...როგორ მაფრთხილებდა რომ არასოდეს მომეხსნა, არც ვიხსნიდი, მაგრამ მანაც რომ დაარღვია სიტყვა, რომ არასოდეს მიმატოვებდა,მეც გავტეხე სიტყვა და მისი დაკრძალვის ღამეს მოვხსენი ეს სამაჯური...
ვიგრძენი თუ როგორ მომენატრა ნუცა... მისი სიცილი... მისი ლამაზი თვალები...
საწოლზე წამოვწექი და ნუცაზე ფიქრშ თვალები დავხუჭე, მისი თვალები დავინახე, მაგრამ უცებ თვალწინ ელენეს თვალები დამიდგა...
შემაყვარა...ხო შემაყვარა თავი...
ახლაც...ისე მინდა აქ, ჩემს გვერდით იყოს და მის სუნთქვას ვუსმენდე...ისე მჭირდება....
***********************************
ღამით ჩემს ოთახში გამეღვიძა... მარტო ვიყავი, ისე მინოდა ახლა ჩემს გვერდით ყოფილიყო... უმისობა გამიჭრდა.
ჩუმად ავდექი და ბექას ოთახში გავედი, გაგუდულს ეძინა. გვერდით მივუწექი და ხელები მაგრად მოვხვიე, მანაც წამსვე მომიქცცია მის მკლავებში... არ ვიცი რა დამემართა და ტირილი ამიტყდა... სწრაფად მოვიწმინდე ცრემლები და დავიძინე....

ყოველ დღე,ყოველ წუთს და ყოველ წამს უფრო და უფრო მიყვარდებოდა...
შემოდგომაც მასთან ერთად დაიწყო...სკოლის პირველი დღე.... ნერვიულობა და შიში იმისა რომ თბილისელი ბავშვები არ მიმიღებენ თავშესაფრიდან მოსულს...ბიჭები ჩემთან არიან...ნანაც მამხნევებს...
შავი წინსის შარვალი,შავი უბრალო მაისური და მუქი შინდისფერი-შავში პერანგი მოვივი, დაბლა კეტებო და ჩემი ჩანთა. თმა ავიწიე. სკოლაში სამივეს ერთად მივყავდი... დარწმუნებული ვარ აქამდე ესე არავი მისულა პირველად სკოლაში,
უკანა სავარძელზე კვლავ მე და თომა ვისხედით, კვლავ ჩემი ხელი ეკავა და ნაზად მეფერებოდა...
მანქანა სკოლის წი გაჩერდა... ყველა გარეთ იყო. მანქანიდან გადასულს ბიჭებბი გვერდით ამომიდგნენ, თომას კვლავ ცემი ხელი ეკავა...
არ მეგონა ესე მეც თუ მომივიდოდა, მაგრამ ხო... დავინახე ძალიან ბევრი თვალი ჩვენკენ და უკვე ვიცოდი ეს ამ სამი ბიჭის ბრალი იყო...
ბიჭები კლასში ამომყვნენ, სიტუაცია დაზვერეს...
მე მერხზე ჩამოვჯექი...ვგრძნობდი ბავშვების მწველ მზერას...
-თომა ჩვენ ჩავალთ და ჩამოდი მერე-ნიკა
-კაი-თომა
-ელუ თუ რამე დამირეკე გესმის?! ეხლა უნდა გავიდე სამსახურზე ვჩალიჩბ ხო იცი რა და...-მაკოცა ბექამ
-ვიცი, წარმატებებიიი-მე
თომა ჩემკენ მოიწია და ხელით თმა გადამიწია...
-ნუ ნერვიულობ რაა-თომა
-ო....-მე
გაეცინა და ლოყაზე მიჩქმიტა.
-ხომ იცი აქ ვინმემ ზედმეტი რომ გაგიბედოს გადავბუგავთ-თომა
-ვიცი...-თავი დავხარე დაბლა...
-ჩემი ანგელოზი ხარ...-თავი მაღლა ამაწეინა თომამ.
-შენ ხო იცი ჩემი თომა ხარ...-მე
-კაი წავედი ეხლა... ჭკვიანად და გამოგივლი-შუბლზე მაკოცა დაკარისაკენ წავიდა, მერე მობრუნდა კიდევ ერთხელ შემომხედა და მომაძახა
-თუ რამეა დამირეკე-თომა
-კაი-მე
მერხზე უხერხულად დავჯექი... მაინც მრცხვენოდა...მალევე მასწავლებელი შემოვიდა და დანარჩენი ბავშვებიც მოყვნენ...
-გამარჯობა შენ ალბათ ელენე ხო?-სასიამოვნო ქალი ჩანდა.
-დიახ...-მე
-მე ლანა ვარ თქვენი დამრგებელი...აბა ბავშვებო დაწყნარდით... გაიცანით ეს თქვენი ახალი კლასელია ელენე-ლანა მასწი.
ბავშვებს თვალი მოვავლე...
-კარგი ელენე მოდი ტასოსთან დაჯექი-ლანა მასწი
მეც მითითებულ ადგილად დავჯექი...და გვერდით მჯდომ ლამაზ გოგოს გავხედე.
-გამარჯობა-ტასო
-გამარჯობა-მორიდებულად ვუთხარი
-სახელები უკვე ვიცით, ასე რომ სასიამოვნოა შენი გაცნობა-ხელი გამომიწოდა ტასომ. მეც ჩამოვართვი ხელი-ჩემთვისაც...
ძალიან ბევღი ბავშვი გავიცანი... ყველასთან დავმეგობრდი, მაგრამ ტასოს ყველაზე კარგად შევეწყვე....
სკოლიდანაც ერთად გავედით...
სკოლის წინ კი ნიკას მანქქანა დავინახე და მასზე მიყუდებული ნიკა და თომა
მეც სწრაფად გავიქეცი მათკენ და მაგრად მოვეხვიე ჯერ ნიკას და მერე თმას.
-ბიჭებო გაიცანით ეს ჩემი კლასელი და მეგობარი ტასოა, ტასო ესენი კი თომა და ნიკა არინ ჩემი ძმებიც, ოჯახიც და ყველაფერი...
-სასიამოვნოა-სამივემ ერთად თქვა.
თომამ ხელი გადამხვია და თავზე მაკოცა-აბა როგორ ჩაიარა დღემ?-თომა
-ძალიან კარგად-მე
-ძალინ კარგი-თომა
-წავიდეთ სადმე?>-ნიკა
-აუ კი ნაყინები ვჭამოთ რა...-მე
-კაი მაშინ წავიდეთ-ნიკა
-აუ ტასო ხომ წამოხვალ?-მე
-რავი კაი წამოვალ-ტასო.
მოკლეს ისიც ჩვენთან ერთად წამოვიდა...გზაში ბევრი ვიცინეთ.... ნაყინებიც ვჭამეთ, მერე კი ტასო მივიყვანეთ სახლში, ნომრები გავცვალეთ და შევთანხმდით რომ ხვალ ერთად წავიდოდით კიდევ სადმე....
ბიჭები წინ ისხდნენ,.,,,
მე უკან...
-ისე რა ქნა ბექამ ეხლა კარგად მითხარით-მე
-დაიწყო რა მუშაობა... მერე მეც დავიწყებ და ესე რა...-ნიკა
-რას მოვესწარი დედა...-ავკისკისდი მე
-აბა გოგო შენ ეგ თქვი და ისე რა კარგი კლასელი გყავს?>-ნიკა
მე ცერად გავხედე-ხო არა?!-
-ხო...-ნიკა
-ნიკუშ ლოყები აგიწითლდა ძმა-თომა
-აბა არ გვინდა ეხლა მასეთები-ნიკა
სახლთან მიმიყვანეს-არ აქმოხვალთ?-მე
-არა დღეს არ მცალია ჩემი გოგო და ხვალ ამოვალ-თომა
-შენ ნიკა"?-მე
-აუ არც მე ელეეე-ნიკა
-კაი ჰო...-ორივე ჩავკოცნე და მანქანიდან გადავედი...
სწრაფად ავირბინე სახლში ნანას ყველაფერი მოვუყევი, ძალიან გახარებული ვიყავი. ცოტა ხანში ბექაც მოვიდა და მერე ერთად დავიძინეთ....
*****************
დღეს ისეთი ლამაზი იყო ჩემი ელი....
უკვე ვეღარ ვძლებ... ამ გრძნობას ვეღარ ვმალავ..... უბრალოდ აღარ შემიძლია, ერთხელაც მივალ და ყვე;აფერს ვეტყვი , მაგრამ არა... არ შეიძლება.....მაგრად დავხუჭე თვალები და დავძნე....
--11--
ძალიან სწრაფად გადის დრო...ის მიქრის და არავის და არაფერს არ უცდის...უბრალოდ უნდა მოასწრო და არ ჩამორჩე დროს...
ებიც ასე სწრაფად მიქროდა...
პირველიუ სემესტრი მიილია,მეც ძალიან კმაყოფილი ვიყავი სკოლის შედეგებით, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს აი ტასო კი ჩემი დაქალია. იცით როგორი?! აი როგორც ბიჭები მყვანან, ხო სხვას ვერავის და ვერაფერს შევადარები,რადგან ყველაზე ძვირფასები ნიკა ბექა და თომა მყვანან. მეც მივცეჩვიე თბილისს...ნუ მართალია რამოდენიმეჯერ დავიკარგე მაგრამ ერთი სატელეფონო ზარი და ჩემი მაშველები ადგილზე არიან... ყოველი დღე ღიმილით იწყება და ღიმილით სრულდება. უბრალოდ არ მინდა რომ ვიტირო... არ მაქვს მიზეზი და იმიტომ. კი, მენატრება დედა, მას ვერავინ და ვერაფერი შემიცვლის როგორც ნუცას თავს ვერ შეუცვლიან ვერც ბექას და ვერც ნანას ვერავინ,მაგრამ ვიცი რომ ცხოვრებაგრძელდება... მეც ვაგრძელებ ცხოვრებას. ყოველ ღამით დაძინებამდე მაგრად ვხუჭავ თვალებს და დედას ველაპარაკები. ვიცი რომ მისმენს... უბრალოდ ვიცი...სიზმარშიც მინახავს როგორ მიწნავდა თმას... მენატრება, უსაშვერლოდ მენატრება,მაგრამ ამას არაფერი ეშველბა. ვიცი რომ დადგება დღე როცა მეც მივალ მასთან და მერე სულ მასთან ვიქნები...მაგრამ ჯერ ადრეა...სად აღარ დავიარეთ მე და ნანა დეიდამ ძველ ნაცნობებთან,მაგრამ მაინც ვერ ვპოულობ მის საფლავს...როგორ მინდა შემეძლოს მის საფლავზე ლამაზი ყვავილების მიტანა... იმ მიწქას მაინც მინდა ცავეხუტო სადაც ის წევს... გულზე მინდა დავაყარო ცრემლები რომ იგრძნოს იქ ვარ... ყვავილები მინდა დავრგო მის საფლავზე...მერე რომ გაიხარონ. ალბათ ყოველ აღდგომას მისი საფლავია ცარიელი... ალბათ არც არავინ უგორებს თითო წითელ კვერცხს მაინც, არც არავინ ეტყვის შენდობას...არც არავინ გაიხსენებს... ალბათ ბალახია მის საფლავზე და არავინ უვლის... ნეტავ შემეძლოს მის საფლავზე თავის დადება და მასთან ერთად დაძინება...
მენატრები დე...უსაშველოდ მენატრები... შენს საფლავს ვეძებ ჩემო დედიკო....
*********ბექა*********
ელუ? ელუ ჩემი ანგელოზია... ჩემი კეთილი ფერია... ის რომ არა არ ვიცი ახლა საერთოდ ცოცხალი თუ ვიქნებოდი.განა გამიარა ნუცას ტკივილმა... განა შევეჩვიე მისობას... არა!...უბრალოდ ელუ ისეთი სუფთა და კეთილია, იმხელა სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ მისგან რომ ვერ გავიმეტებ ტკივილისათვის.
ყოველ ღამით მეღვიძება და ჩემზე ჩახუტებულ ელუ რომ ვხედავ გული სულ სხვანაირად იწყებს ფეთქვას...საათობით ვუყურებ მძინარეს და მაინც ვერ ვძღები მისი ყურებით... მადლობა უფალო... მადლობა რომ ის ჩემ გვერდითა... უბრალოდ სიგიჟემდე მმიყვარს...ახლა ჩემი ნუცაც რომ ჩვენთან იყოს... წარმომიდგენია ჩემი ორი ანგელოზი ერთად რომ იცინებდა,ერთად რომ ივლიდა... მე? მე ალბათ ბედნიერებისაგან გავსკდებოდი... ხანდახან ისე ვამსგავსებ ელეს ნუცას...მხოლოდ იმას ვიტყვი რომ ძალიან მიყვარს... არ ვიცი რა იქნებოდა მის გარეშე...ვიცი რომ ნუცასაც არ წყინს ელე ასე ძალიან რომ მიყვარს...ხშირად ვხედავ მას სიზმარში და ვხედავ როგორ ბედნიერია...
მუშაობა დავიწყე...ეს არა იმიტომ რომ ფული გვაკლია, უბრალოდ მინდა რომ რაღაც გავაკეთო, მინდა ჩემი მქონდეს...ეს ელესთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე...
სამსახურის შედეგ ყოველ დღე შავი ვარდებით, იმ შავი ვარდებით ჩემ ლამაზ გოგოს რომ უყვარდა, მივუყვები სასაფლაოს გზას. ვგავარ საფლავთან და ამინც ვერ ვიჯერებ, 2 წელი გავიდა, მაგრამ ვერ შევაგუე რომ ჩემი პატარა გოგო, ერთ ადგილას რომ ვერ ისვენებდა ახლა ამ ცივ მიწაში წევს... იმ პატარა გულზე ზედ აწვიმს და ზედ ათოვს...
ხშირად წვიმაში ავსულვარ მის საფლავზე და გადავფარებულვარ გულზე ჩემ გოგოს რომ არ გამიცივდეს... ხო ...მაგიჟებს მისი მონატრება მაგიჟებს...ისევ ისეთი თვალებით მიმზერს საფლავის ქვიდან... ისევ იმ ღიმილით მიღიმის, მეც ისევ ისე ძლიერად ვიკრავ გულში,მაგრამ ისე გაციებულა ჩემი გოგო...ისეთი ცივია მისი საფლავის ქვა...
მასთან ისე სწრაფად გადის დრო...სახლში მისულს ჩემი დაგვიანებისაგან ანერვიულებული ელე მხვდება და მერე მეც მას ვიკრავ გულში... მე ვარ ყველაზე უბედური ადამიანი იმიტომ რომ ჩემი დის... ჩემი პატარა ანგელოზის დამარხვა მომიწია, მაგრამ უბედნიერესი ვარ რადგან კიდევ ერთი ანგელოზი ვიპოვე... ამქვეყნადაც და იმ ქვეყნადაც ვიცი რომ ჩემი ანგელოზები მყვანან...
********ნიკა*******
მახსოვს როგორ ვცემდი პატარაობაში ბავშვებს თუ ვინმე იტყოდა ჩემზე რომ დედის ერთა ვიყავი... არა, მე არასდროს ვყოფილვარ დედის ერთა...არც თომა არ ყოფილა დედისერთა... მე ორი ძა და ერთი პატარა და მყავს...ჩემი სულის და გულის ნაწილები. მართლაც რომ იტყვიან ტკივილი არ მქონდა განცდილი,ჩემს გარშემო მხოლოდ ბედნიერება იყო, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა და ისეთ ტკივილი განვიცადე მტერსაც რომ არ ვუსურვებ. ადამიანი დავკარგე რომლის მოვლა პატრონობაც მთელი ცხოვრებ ჩემი ვალი უნდა ყოფილიყო. ის ერთადერთი და დავკარგგე... მისმა არ ყოფნამ ყველაფერი გაანადგურა. ნუცას სამი მუშკეტერი დავიშალეთ... განა არ გვტკიოდა და ერთად არ გვინდოდა ამ მძიმე წუთებშ ყოფნა, მაგრამ ერთმანეთსრ რომ ვხედავდი ერთანეთიც კი ნუცას თავს გვაგონებდა. ჩვენთან არ არსებობდა მოგონება ნუცას გარეშე... უამრავი მოგონება გვაქვს და თითოეულის მარგალიტი ნუცაა... პატარა იყო მაგრამ ჩვენსავით დიდი ვირი...ვსვავდით?! სვავდა... ვიგინებოდით იგინებოდა... ქაჯი იყო, მაგრამ ამავდროულად უნაზესიც... არ მეგონა მისნაირად ვინმეს თუ კიდევ შვიყვარებდი,მაგრამ მერე ბექასთან ასულს ელენე რომ დამხვდა და როგორც კი მის თვალებს შევხედე მივხვდი,რომ ისე უბრფალო გოგო არ იყო... მართალიც აღმოვჩნდი. მან გამოგვიყვანა ამ მძმე წუთებიდან...ის რომ არა არ ვიცი რა იქნებოდა.... როგორ ცუდადაც არ უნდა იყოს შენ არ დაგანახებს...თავის ტკივილს დამალავს და შენსას აღმოფხვრის. ტკივილს ბედნიერებად გარდაგიქმნის, მწარეს ტკნილად, ცუდს კარგად...
არ შმიძლია მის უნახავად დაძინება. რამდენჯერ უძილობის ჟამს დამირეკია მისთვის და უბრალოდ მისი ხმის გაგონება მკმარებია იმისათვის რომ ტკბილად დამეძნა.
არ არსებობდა ჩემთვის მის გარდა სხვა გოგო,უბრალოდ ვფიქრობდი რომ მხოლოდ ნუცა და ელე იყვნენ ასეთები და მეტი არავინ, მაგრამ მერე ისევ ჩემი ანგელოზისაგან გავიცანი ტასო... ის ჩემი სხვანაირი ანგელოზია.... პირველად შემიყვარდა გოგო... უბრალოდ ის ისეთ კარგია, ჯერ არ ვეუბნები, პატარააა.
რათქმაუნდა ელემ იცის ჩემი გრძნობების შესახებ, ჰო... მისი ხტუნვა და წივილ-კივილი უნდა გენახათ რომ ვუთხარი მიყვარს თქო... ტასო ჩემი გოგოა, მართალია ჯერ არ იცის, მაგრამ რაც მთავარია მე ვიცი ეს....
*********თომა********
დიდი ხანია დაიმსხვრა ჩემი ვარდისფერი სათვალე და დავინახე შავ-თეთრი სამყარო... აღარც ამიღია ახალი სათვალე,ელესთან ეს არ მჭრდება,რადგან თვითონ ის აფერადებს სამყაროს და არა მარტო ვარდისფრად არამედ ყველა არსებულ და არ არსებულ ფერებად...მის გვერდით არც ჟანგვადი გჭირდება... მთავარია ის იგრძნო და წყლის ქვეშ შნთქვასაც შეძებ,ღრუბლებს ზემოთ ფრენასაც, მასთან ყოფნისას შენ მზის სისტემის მე-10 პლანეტა ხარ, მას რომ ჩაჭიდებ ხელს მზესთან 1მმ-ში ყოფნასაც შეძლებ... მასთან უკვდავი ხარ... ბრმაც კი შეძლებს მის დანახვას,ყრუც გაიგონებს მისი გულის ცემის ხმას...
სულ რომ მოვკვდე მე მას ვერ დავტოვებ...
ვიცი ნუცას არ ეწყინება რომ მე ის შემიყვარდა,ვიცი გაუხარდებ კიდეც. მე ელე მთელი გულით, სულით, არსებით მიყვარს. მისი სიყვარულითაა გაჟღენთილი ჩემი თითოეული ძვალი, თითოეული ძარღვი და ნერვი... მის შეხებაზე დაყრილი თითოეული ეკალი მისი სიყვარულითააა სავსე...
ის ჩემია და ამით დამთავრებულია ეს თემა. მე ის მიყვარს....
****************
მე დატასო ერთად მივუყვებოდით გზას ჩემი სახლისაკენ...დღეს სკოლის ბოლო დღე იყო, დაგვეწყო საახალწლო არდადეგებო...
-აუ ელე რაღაც უნდა გითხრა...-თითებს ერთმანეთში ნერვიულად ხლართავს ტასო
-მიდი აბა მალეე-მე
-აუ ნიკა მიყვარს,მგონი-ტასო
-მგონი კი არა გიყვარს თან თმის ღერამდე...-მე
-აუ შენ რა ტიპი ხარ, სანამ მე მივხვდი რომ მიყვარდა შენ უკვე მიხვდი...-ტუჩები გამობუსხა ტასომ. მე უცებ ჩავავლე ხელი და ადგილზე გავაჩერე.
-შენ თვალებს ხშირად თუ დააკვირდები შენც მიხვდები, იმ დღიდან რაც ნიკა გაიცანი სულ სხვანაირი ფერი მიეცათ მაგ შენ ლურჯ თვალებს ჩემო გოგოვ..-მე
-აუ ელე იცი როგორ მიყვარხარ-მომეხვია ტასო.
-ხომ იცი მეც მაგრად მიყვარხარ....-ყელში ვაკოცე ჩემ ტასუნას.
თითები ერთმანეთის თითებში გადავხლართეთ და გავუყევით გზას...
სახლის კარი შევაღე და ნანას დავუძახე
-ნან მოვედით....-მე
სამზარეულოდან ნანა გამოვიდა და მაგრად ჩაგვკრა ორივე გულში...
მერე მოვუყევით სკოლის ამბები თან მისი გამომცხვარი ეგემრიელესი ორცხობილებიც დავაგემოვნეთ.
იდეალური ოჯახი?! ხო ეს ჩვენი ოჯახია....
ჩემს ოთახში ვიყავით,როდესაც ბექამ დამირეკა
-ხო ბექუშ...-მე
-რას შვრები ელუ?-ბექა
-რავი სახლში ვართ მე და ტასო-მე
-კაი მე გმოვედი სამსახურიდან და მალე მოვალ-ბექა
-კაი ჩემი სუნთქვა-მე
****************
-აბა ნიკუშ ტასუნა ჩვენთანაა და წავედით ეხლა ჩემთან-მხარზე ჩააზილა ბექამ
ნიკას ისეთი გაბადრული სახე ქონდა მისთვის არაფრის თქმას აღარ ჰქონდა აზრი...უცებ გააჩერა მანქანა და მეც გაოგნებულმა შვხედე, არც არაფერი უთქვას ისე გადავიდა მანქანიდან უკან კი შოკოლადებით სავსე პარკით დაბრუნდა.
-მომკლავდნენ შოკოლადების გარეშე რომ მივსულიყავი-თავი იმართლა ნიკამ.
არა რა სიყვარული თურმე მართლა აფრთიანებს....
თმასაც დავურეკე და ამოვალო დაგვიბარა...
ელეს ოთახის კარი შევაღეთ და დავინახეთ საწოლზე წამოწოლილი ელე და ტასო.
-ვააა!...დავიყვირე უცებ და მერე მოყვა მაგას ბახ... ბუხი!....
საწოლს გავხედე და აღარცერთი ა|ღარ იწვა ცოტა ხანშ საწოლის ერთი გვერდიდან ელემ ამოყო თავი და მეორედან ტასომ...
იქ სიცილი ატყდა....
მალე თომაც ამოვიდა და ცოტა დავლიეთ...
*****ნიკა*****
თვალს ვერ ვაშორებ... ხშირად ვგრძნობ როგორ მჩქმეტს ელე მხარზე რომ მზერა მოვწყვიტო, მეც წამიერად ვაშრებ თვალს...
ასე თუ გაგრძელდა ელამი გავხდები მე... თველბს ვეღარ ვიჭერ...
-აბა არსად წავიდეთ?-ვკითხე ბავსებს, ჰო ეგებ ამით მაინც მომეშორებინა მზერა მისთვის...
-სად?-ელე
-რა ვიცი გუდაურში წავიდეთ-ავიჩეჩე მხრები და აი მაინც ტასოს გავხედე.
ფუი...ნიკა რა შავ დღეში ხარ....
-კაი აზრია ძმა...-ბექა.
-ტასო ხომ წამოხვალ?-მივუბრუნდი ტასოს
-არ ვიცი, თუ გამომიშვებენ ჩემები...-ტასო
-მაკა დეიდას ნანა დაელაპარაკება და გამოგიშვებს-ხელი აიქნია ელემ. გითხარით ეს რომ ჩემი მფარველი ანგელოზია?!
**************************
-ჰა აბა წავედით გუდაურში?-გამოგვხედა ნიკამ უკან და მზერა ტასოზე შეაჩერა...
-აბა რა....-ვუჩქმიტე ლოყაზე.
ნიკამ ხელი დამიჭრია და მაკოცა.
მთელი გზა ვიმხიარულეთ., ერთ მხარეს ტასო მეჯდა მეორე მხარეს თომა...
ახლა ამ მანქანაში სხედან ჩემთვის ყველაზე ძვიირფასი ადამიანები.,,,
უამრავი ფოტო და სიცცილი გუდაურის დიდი თოვლში , ჩვენი უზარმაზარი თოვლის პაპა...
ჩემი გათოშლი ხელების თომას ხელებში მოქცევა და მისი სუნთქვით გამთბარი ჩემი ხელები...
31-ში ღამის თორმეტზე ერთხმად დაყვირებული გილოცავთ!.... ჩახუტება და კოცნა...
ბედბა დღეს ერთად ყოფნის, ბევრი სიცილის და სიხარულის დაბედება.....
ძველით ახალი წელი... 12 საათზე ჯერ კიდევ გქაუკვალავ თოვლში წრიულად გაწოლილები ვხატავთ ანგელოზებს და ვყვირით -გილოცავთ!...
ბედობა დღეს ვსხედვართ ბუხართამ და უბრალოდ ყველა ერთმანეთს ვეხვევით...
16 იანვარს ჩაბაქრგება.... ისევ გვერდით თმა და ტასო.. ისევ ბევრი სიცილი ისევ თვლიანი მთები, მაგრამ ახლა ზურგს უკან... ისევ სიცივე...
მერე ყვირილი და სიბნელე.....
******************თომა
სისველემ და სიცივემ მომიყვანა გონზე... თვალები გავახილე და თეთრ თვლზე მიმოფანტული ნიკა ბექა და ტასო დავინახე....სწრაფად მივვარდი მათ... ბიჭები კარგად იყვნენ ტასოც გონზე მოდიოდა... მანქაანა გზიდან იყო გადავარდნილი და სულ მთლად დაჯეჭყილი....
სწრაფად წავიშინე ხელები დავში...
არა... ღმერთ ოღონდ ეს არა...
ვიგრძენი როგორ შემაცია...როდესაც თეთრ თვლზე მწოლიარე ელენე დავინახე...მისი ზედა რომელიც რატომღაც თეთღიად მახსოვდა ახლა სულ წითელი გამხდარიყო.... სწრაფად გავიქეცი მისკენ, ხელებში მოვიქციე... ჩემ ხელს დავხედე რომელიც სულ მთლად სისხლიანი მქონდა...
ღმერთო ოღონდ ეს არა...
მისი ტუჩები სულ გალურჯებულიყო.... მის სახეს თოვლის ფანტელები დაფენოდა....
********ბექა
დავინახე როგორ გაიქცა თომა და მერე როგორ დაემხო მუხლებზე...
მისკენ წავედი და დავინახე როგორ ესვენა მის მუხლებზე სისხლიანი ელე.... ჩემი ელუ....
-არა!!!!!!!!!! ოღონდ შენ არა ელუ ოღნდ შენ არა...
კარგად გავიგე როგორ იღრიალა ნიკამ და როგორ წაიშნა თავში ხელები,,, ტასო მაშნვე ელეს მივარდა... მთელი ხმით ტიროდა.
*********
ტიროდა ტასო, თომა, ნიკა , ბექა...ჩუმად მხოლოდ ელე იყო... მხოლოდ მისი თვალებიდანა რ გადმოდიოდა მდუღარე ცრემლები...
სირენების ხმა გაისმა... სასწრაფოს მანწანებმა სასწრაფოდ გადაიყავენეს ელენე საავადმყოფოში....
მდგომარეობა კრიტიკული...
ოპერაციას ოპერაცია მოსდევდა...
მხოლოდ გმინვა ისმოდა საავადმყოფოს ფოიეში...
იქ დაინახავდით იატაკზე მჯდომ ფერ დაკარულ თომას...მხოლოდ ცრემლები მოძრაობდა მის სახეზე...
დაინახავდით სკამზე მჯდომ ნანასა და ბექას....რომლებიც ერთმანეთს ეხუტებოდნე... მწარედ ტიროდა ნანა, მეორე შვილი უკვდებოდა....
ბექა უბრალოდ აქ არ იყო...
დაინახავდით ნიკას გვერდით მჯდომ ტასოს,რომელიც მთელი ძალით ეხვეოდა ნიკას და მის მხარზე ტიროდა....
1 კვირა.ა.....
2კვირა.....
3კვირა....
1თვე, 2თვე, 3თვე...4თვე.
მგომარეობა კომა....
იმედი?! იმედი მხოლოდ 5 ადამიანს ჰქონდა და მეტს არავის...
****ბექა******
-რატომ? რატომ ღმერთო?!... რისთვის....
ელენეს საწოლ|თან მივიდა ბექა და მისი ხელი თავის ხელშ მოიქცია...
-არ დამტოვო რა ელუ... გეხვეწები რა... ამის დედა...ხომ შპირდი არა?! ხომ მითხარი არ დაგტოვებო?! ხომ შემპირდი არ გი|ღალატებო.... მომატყუე შენც მომატყუე...არც შენ გყვარებივარ...არც შენ გადარდებს რა მომივა უშენოდ...ელუ გაახილე რა თვალი...მოვკვდები გეფიცები უშენოდ მართლა მოვკვდები...შენ დაკარგვას ვეღარ გავუძლებ...მოვკვდები გესმის?! ელუ შენი თვალები რომ ვეღარ დავინახო თავს მოვიკლავ...-ელეს ხელი უკვე ბექას ცრემლებით იყო დანამული. ბექა ფრთხილად კოცნიდა ხელზე-გახსოვს რომ შეგპირდი გიტარაზე გასწავლი დაკვრას თქო? ეხლა გასწავლი გაახილე რა თვალები... ერთად დავუკრათ და ვიმღეროთ რა... ოღონდ გაიღვიძე რა.. ნეტავ მე ვიწვე ახლა მანდ და არა შენ... ნანაზე რატო არ ფიქრობ?! სულ ტირის.მასაც ხომ შეპირდი არასოდეს დაგტოვებო?! ალაბთ ნუცასთან და დედაშენთან გინდა,მაგრამ არა რა...ნახე აქ მე გელოდები...ნიკა გელოდება...ტასო...ნანა...თომა... იცი როგორ გვიჭირს?!-
უყურებდა გუნძრევლად მწოლიარე ელენეს და მაინც ვერ იჯერებდა...
მერე მგრად აკოცა ხელზე და ოთახიდამ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა...
*****ტასო****
ნაზად შეუსწორა ელენეს თმები და მის გვერდით ჩამოჯდა. ცდილობდა არ ეტირა...მაგრამ მერე თავი ვეღარ შეიკავა და ტუჩები დაბრიცა...ლამაზი თვალებიდან ისევ ცრემლები წამოსცვივდა,ისევე როგორც ბოლო 5თვის მანძილზე.
-ვიცი დიდი ხანნი არაა რაც გიცნობ,მაგრამ ისე მიყვრხარ ვერ აღვწერ... გთხოც არ დაგვტოვო რა...უბრალო არ ვიცი შენ გარეშე როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება. ვის უნდა მოვუყვე ჩემი ამბები? ვის უნდა შევაფარო თავი როცა რამე მეტკინება...არ გაგვიმეტო რა ამისათვის...შენ არ იცი ყველა როგორ ცუდად ვართ, გთხოვ ჩვენზეც იფიქრე...არ დაგვტოვო რა...-მწარედ ტიროდა ტასო...
*******ნიკა
-როგორ ხარ ჩემო პატარა გოგო? მომენატრე იცი?! შენი კისკისი მომენატრა...შენი ჩახუტება და შენი სურნელი... მახსოვს როცა ნუცა ცუდად იყო მაშინაც ასე იყო...მხოლოდ ტკივილი და საავადმყოფოს ფოიეში გატარებული ღამეები... იმედი გვვქონდა რომ მალე ნუცასთან ერთად ამ საავადმყოფოს კედლებს გავცდებოდით,მაგრამ მერე ნუცამ დაგვტოვა... შენ არ უნდა დაგვტოვო გესმის?! იმდენი სიგიჟე დაგვრჩა ჩემი პატარავ გასაკეთებელი...-იცინოდა ნიკა და თან ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები-კარგი რა ბოლოს და ბოლოს ტასო ხო უნდა მომატაცებინო ტო...მერე მეჯვარეც ხო შენ უნდა იყო ჰა?! კაი რა ...-ნიკაპი აუკანკალდა ნიკად და ხელი პირისაკენ წაიღო-მანქანის ტარებას გასწავლი რო შეგპირდი...ხო მითხარი მასწავლე და მერე რო დალევთ და გაილეშებით მე მიგიყვანთ ხოლმე სახლშიო...-ტირილისაგან ვეღარ ლაპარაკობდა...-შენ ...შენ დასწაული ხარ ჩვენს
ცხოვრებაში...ასე ვერ გაქრები გესმის?!ამის უფლება არ გაქვს....
********თომა
პალატის კარი შეაღო და ნანატრი სახე დაინახა...ფრთხილად ...ფეხების კანკალით მივიდა საწოლთან...მის სახესთან დაიხარა...ნაზად დაუკოცნა მთელი სახე.მერე ძალა გამოეცალა და იქვე ჩაიკეცა...ზურგით საწოლს მიეყრდნო და თვალები მაგრად დაცუჭა...
-გხსოვს რომ მკითხე ნუცა კიდევ გიყვარსო?და მეც რომ გიპასუხე კიო...მაშინ იმის თქმა აღარ დამაცალე რომ მეთქვა,რომ ნუცა შენი გაცნობის მერე ისე შევიყვარე როგორც უნდა მყვარებოდა.მე ნუცა ახლაც სიგიჟემდე მიყვარს და მეყვარება,მაგრამ როგორც ჩემი პატარა დაიკო...
შენი თვალები როგორც კი დავინახე მაშინვე ვიგრძენი რაღაც სხვა...
გაიხსენე ის ჩემი ყოველი ჩახუტება,ყოველი კოცნა,ყოველი ნათქვამი მიყვარხარ...ეს ყველაფერი ჩემი სიყვარულის გამოსახულება იყო,მაგრამ არა იმ სიყვარულის რომელი სოყვარულითაც ნიკას და ბექას უყვარხარ...მე სულ სხვანაირად მიყვარხარ...სულ სხვანაირად ფეთქავს შენს დანახვაზე ჩემი გული...ნუცასთვის მაშინ თქმმა დავაგვიანე და გთხოვ ახლა შენ მაინც არ დამტოვო... მე ხომ შენთვის სათქმელი დამრჩა უამროვი მიყვარხარ.,,უამრავჯელ დამრჩა ეგ თვალები დასაკოცნი...უამრავჯელ უნდა ჩაგიკრა გულში.,,დაგიკოცნო ეგ ლამაზი ტუჩები...
ელი ნინო ბებოსთან უნდა წაგიყვანო... მერე აღარ შემოვიპარები ხოლმე შენ ოთახში...მერე სულ შენთან ვიქნები.., ყოველ ღამით შენს გვერდით უნდა დავიძინო... იცი როგორ მიჭირდა შენ გარეშე დაძინება როცა ჩემთან არ იყავი..,
მაშინ რაჭაში რომ ჩამომაკითხეთ ისე ძალიან გამეხარდა...მაშინ რომ არ ჩამოსულიყავით მე მერე დღეს მოვდიოდი...ჰო ის ჰაერი ჩემთვის ჰაერი არ იყო...უშენობა მახრჩობდა... გთხოვ პატარა არ გამიმეტო უშენობისათვის...გთხოვ...მე შენ მოყვარხარ ჩემო პატარა ქალბატონო...და თუ მაინც გადაწყვეტ წასვლას მეც დამელოდე,რადგან ამ მიწაზე ერთი წამითაც არ ვაპირებ შენს გარეშე გაჩერებას...-ხელზე ნაზად აკოცა თომამ და პალატიდან გავიდა.
***********
მაინც რომ არ მოდიოდა ელე გონს?!
მაინც რომ არ ახელდა თვალს?!
სახლად რომ გადაუქცია იმ ხუთ ადამიანს საავადმყოფოს ფოიე?!
ჯოჯოხეთად რომ უქცია ცხოვრება?!
6თვის თავზე ექიმებმა უთხრეს რომ ჯობდა აპარატიდან გამოერთოთ...
ლამის რომ გაგიჟდნენ ბიჭები და ლამის რომ მიახრჩეს ექიმი იქვე...
16 ივნისია...12ს 5 წუთი უკლია...პალატაში თომა შევიდა...
-გამარჯობა ჩემი პატარავ...შუბლზე აკოცა ელენეს...მერე საათს დახედა და უკვე 12ს აჩვენებდა...
-გილოცავ დაბადების დღეს...
ჯიბიდან ოქროს კულონი ამოიღო.-შენ ჩემი ანგელოზი ხარ ეს კი შენი ანგელოზი იქნება-თომა
17ივნისი...ელეს ოქროს დაბედების დღე... და ის?!ის ისევ აპარატზეა მიერთებული...
**************
-უკვე დიდი ხანია ჩემთან ხარ ელენე...ახლა წასვლის დროა...მე მეყო გეფერე და გედიყვსრულე-ტიროდა ლამაზი შავგვრემანი ქალი რომელსც თეთრი გრძელი კაბა ეცვა,შავი კულულები ლამაზად დაეფინა ზურგზე... ელენეს სახე ხელებში მოექცია და ლოყებს უკოცნიდა...
-დე მე რომ კიდევ მინდა შენთან?-შესტირა ელენემ.
-არა დე ჯერ ადრეა ჩემო პატარავ-შუბლზე აკოცა ქალმა.
ელენეს ხელი ჩასჭიდა და უზარმაზარი კარიბჭისაკენ წაიყვანა..,
-ელე....ელე...-მოესმა გოგონას უკნიდან ძახილი და ისიც მაშინვე მიბრუნდა.
გოგონა მაგრად მოეხვია ელენეს...
-ყველას უთხარი რომ ძალიან მიყვრან და რომ კარგად ვარ...უთხარი რომ შენი თავი მე გავუგზავნე...ბექას უთხარი გიტარაზე დაუკარი და იმღერეო,თომას უთხარი რომ კვლავ გადაიღოს ფოტოები,ნიკას უთხრი ჩვენი საიდუმლო კვლავ მახსოვს და ასრულე იცოდეო. დედას უთხარი რო სულ მასთან ვარ და უთხარი რომ გაიხადოს შავები...-ეხვეოხა გოგონა ელენეს და თან ტიროდა...
-ვეტყვი-ჩაიჩურჩულა ელენემ
კარიბჭე გაიღო და სინათლემ თვალი მოსჭრა მას....
დანადგამები წრიპინს ელენეს ღრმა ამოსუნთქვა დაერთო...
უცებ ამოსუნთქა და თვალები გაახილა...
""""""""""""""""
ო...არ ვიცი რა გამოვიდა...ემოციებით ვარ სავსე...ნუც როგორც შენ აღნიშნე სკუპეში აჟიტირებული ვარ დღეს.მოკლედ როგორც ყოველთვის მაინტერესებს თქვენი აზრი.
ტეროო მგონი შენი თხოვნა შევასრულე...
მე-12 თავი
17 ივნისს რესპუბლიკურის ერთ-ერთ პალატაში სასწაული მოხდა, ხო ნამდვილი სასწაული და ამ სასწაულის მომსწრე პალატაში მყოფი ის 5 ადამიანი იყო...ცხოვრება?! ერთი დიდი ხათაბალა... ხო მეტი არაფერი...
********ელენე********
თვალებს ვახელ და ოდნავ წამოწეული თავი მძიმედ მივარდება უძლურებისაგან კვლავ ბალიშზე... თვალები მეხუჭება,მაგრამ მაინც ვგრძნობ და მესმის მათი ხმები.მესმის ბექქას ხმა და ვგრძნობ როგორ მიკოცნის მარჟვენა ხელს... ნიკას ყვირილი მესმის რომელიც განწირული ეძახის ექიმს... ტასოს თითებს ვგრძნობ სახეზე... ნანას ტირილს ვცნობ...თომა?...თომას ვერ ვგრძნობ...ვცდილობ თვალები გავახილო და დავინახო იქქ თუ არა თმა, მაგრამ არ გამომდის... მეტიც სმენა მიქვეითდება და ისევ მეძნება...
*********
-ექიმო ხედავთ ის გონს მოვიდა ხედავთ?!-გაჰკიოდა ნიკა თან ხელებს აქეთ-იქეთ იქნევდა.
-ეს პირდაპირ სასწაულია... ამ პატარა გოგომ შეძლო და დაამარცხა სიკვდილი-გაოცებული იყო ექიმიც.
-თქვენ გეგონათ ვხუმრობდი როცა მას ანგელოზს ვუწოდებდი?!-დამცინავად მიუგო ბექამ
-მე დაგტოვებთ... მალე გაიღვიძებს...კარგი იქნება თუ არ გადაღლით-ექიმი
-თქვენ ნუ ღელავთ-ცივად მიმართა თომამ, ალბათ ეს იმის ბრალი იყო,რადგან სწორედ ეს ექიმი ურჩევდა მათ ელეს აპარატიდან გამორთვას...
ორი საათი ისე გავიდა არცერთს თვალი არ მოუშორებია მძინარე ელენესათვის.იმხელა სიხარული იკითხებოდა მათ თვალებში...ბედნიერები იყვნენ რომ ელენემ მათ არ უღალატა, მან ბოლომდე იბრძოლა და მაინც დაუბრუნდა მათ...არ დატოვა...არ დატოვა როგორც ნუცამ... ბევრი ალოდინა,მაგრამ მაინც ხომ დაბრუნდა,ახლა ხომ მხოლოდ სძინავს...არავინ არაფერს ამბობდა მხოლოდ უყურებდნენ ელენეს....
ორი საათი ისე გაიწელა რომ უკვე ვეღარ ითმენდნენ...სასაცილოა არა?! 6 თვე იცადეს და ახლა 2 საათი ვეღარ იცდიან, მაგრამ მათ ხომ ასე მოენატრათ მისი ხმა, მათ ხომ ასე მოენატრათ ელენე.
გავიდა ტანჯული ორი საათი და კვლავ გაახილა თვალები ელენემ,მნაგრამ ახლა უფრო გაბედულად...მისი საწოლის გარშემო იყო ყველა და გაბრწყინებული თვალებით უყურებდნენ მას....
********ელენე******
თვალები გავახილე და ჩემი საწოლის გარშემო მდგომთ თვალი მოვავლე...არ მახსოვდა რა მოხდა.. მაშინვე დავაპირე მათთვის ამ კითხვის დასმა, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. ცოტა გამიკვირდა და შემეშინდა
-არ შეგეშინდეს... კომის ბრალია-ხელი მაგრად ჩამჭიდა ბექამ.
ღმერთო ჩემო რა კომა... არაფერი მესმის.
-ელე...გუდაურიდან რომ მოვდიოდით ავარიაში მოვყევით და შენ 6 თვე კომაში იყავი....-კვლავ ბექამ გამცა თვალებით დასმულ კითხვაზე პასუხი...
აი თურმე რა წოფილა... ალბათ... ალბათ ის ხმები მე რომ ჩამესმოდა სიზმარი არ იყო, ეს მათი ნასაუბრები იყო,როდესაც მე კომაში ვიყავი... ღმერთო ჩემო როგორ ტკივილიანი სახეები აქვთ, როგორ დამიტანჯავს ისინი.
ვერც კი მივხვდი ისე ამეტირა... მათი დანახვა მიხაროდა და ალბათ ამიტომ ვტიროდი...
მთელი დღე არ მომშორებიან გვერდიდან...ღამით ჩემი თოვნით სახლებში გავუშვი ბავშევებბი. ღმერთო მათ ხომ 6 თვე გაატარეს აქ... ჩემ გამო....
*******ბექა*****
მადლობა ღემრთო,მადლობა ამ სასწაულისათვის, მადლობა რომ არ წამართვი ჩემს ცხოვრებაში არსებული ერთადერთ მზის სხივის...მაშინ ვიგრძენი ცოცხალი რომ ვიყავი მისი თვალი რომ დავინახე... არასდროს არაფრის დანახვა ასე არ გამხარებია...
არ მიმატოვა, ჩემმმა ელუმ არ მიმატოვა...უმისობისთვის არ გამიმეტა...არ დამტოვა...ვყვარებივარ ჩემს პატარა გოგოს...ახლა ყველაფერს მისთვის გავაკეთებ.ყველა ნატვრას ავუსრულებ, უფრო მეყვარება და უფრო მოვუვლი...ჩემი მიზანიც ელუ იქნება, იმედიც,ოცნებაც,ღმერთიც,სიყვარულიც და ყოველივე კარგი რაც არსებობს...უბრალოდ მისმა სიცოცხლემ მეც სიცოცხლე მაჩუქა...და ეს გული მხოლოდ მისთვის ფეთქავს. მან არც ნანას უღალატა, არ გაიმეტა იმავე ტკივილისათვის...
და ახლა რას ვაკეთებ მე?! სახლში ვზივარ და ფიქრებს მივეცი თავი. რას აკეთებ ბექა აქ რას... დავავლე ტელეფონს ხელი ნანას შუბლზე ვაკოცე და მაშინვე გამოვვარდი სახლიდან...
*******ნიკა******
მაინც |ჩვენთან დაბრუნდა ჩვენი ანგელოზი, მაინც ვერ დაგვთმო. ჩემმა პატარა დაიკომ არ დაგვტოვა, ღმერთო ის ხომ ჩვენი სასწაულია...
გამოკეთდი |ჩემო პატარავ გამოკეთდი და მანქანის ტარება უნდა გასწავლოს შენმა ჩერჩეტმა ძმამ...
ნეტა სძინავს? ნეტა ხომ არ შია ან წყურია?...რას დაიჟინა წადითო რა... თან რომ დაგვაფიცა?! თუმცა მე ხომ მისი ფიცი შევასრულე სახლში წამოვედი და ახლაც სახლში ვარ... საათს დავხედე 11ს უჩვენებდა...
-ახლა ჩემი ჯერია-მაშინვე გადავიცვი მაისური და სახლის კარი გამოვიხურე...
*******თომა******
ნეტავ გაიგო ჩემი სიტყვები?! ნეტავ იგრძნო ჩემი მოფერება?!....
ელე შენ მე დამანახე რომ არ დამტოვე. ათასჯერ რომ მომიწიოს შენთვის სიყვარულის ახსნა ათასჯერ აგიხსნი... აღარ დაგთმობ...იგივე შეცდომას აღარ დავუშვებ...
ისეთი ბედნიერი ვიყავი მისი თვალები რომ დავინახე... მისი ლურჯი თვალები... ის თვალები მე რომ სულს მინათებს....მის თვალებშ ვიკარგები და მის სიღრმეს ვერ ვწვდები... იმ ტუჩებსაც ფერი დაუბრუნდა მე რომ მეკუთვნის... ჯერ ხელუხლებელი რომ არიან... სულ გვირები უნდა ჩაგაწნა მაგ ლამაზ თმაში ჩემო პატარავ... ჩემი მზეც შნ ხარ და ჩემი მთვარეც... ჩემთვის შენ გარშემო ბრუნავს ყველაფერი...მზეც შენ გარშემო ბრუნასვს, მთვარეც, ის 9 პლანეტაც...ჩიტები რომ ჭკჭიკებენ შენთვის ჭიკჭიკებენ... მზე რომ ანათებს ესეც შენს გარშემო.... შენ ხარ ჰაერზე მეტი...
შენ მე შემცვალე... სიყვარული მასწავლე... დღეიდან არ იქნება დღე,როდესაც მე შენს სითბოს არ ვიგრძნობ... მე მხოლოდ მაშინ მოვკვდები როცა შენ ვერ შეგიგრძნობ...
როგორ მინდა ახლა შენს გვერდით ვიყო...მძინარეს მაინც რომ გიყურო...თუნდაც 1 წუთით...
არ სძნავს, ღმერთო არს სძინავს ის ხომ მარტო ვერ იძინებს... გამეღიმა და მაშინვე სახლიდან გამოვვარდი.
მინდა და გნაცხაც კიდეც პატარავ....
**************
მართლაც ვერ იძინებდა ელე... პალატაში აქეთ-იქეთ აცეცებდა თვალებს თან დეტალებში იხსენებდა მათ სიტყვებს, მათ თითოეულ სიტყვაზე ეღიმებოდა თან ტიროდა რომ ასე აწვალა ისინი,მაგრამ რაც მთავარია ახლა აქ არის...ისე ელის მზის ამოსვლას რომ კვლავ მოვიდნენ მის სანახავად...
უცებ კარებზე ფხაკუნმა შეაკრთო ელენე... კარისაკენ გაიხედა,მაგრამ სიბნელეში ვერაფერი გაარჩა.ცოტა შეეშინდა,მაგრამ ხმა ვერ ამოიღო... საწოლთან მიახლოვებული ნაცნობი თვალები რომ დაინახა გამალებით დაიწყო გულმა ფეთქვა... თომა იყო... მისი თომა
-ვიცოდი რომ ვერ დაიძინებდი....-ჩაილაპარაკა თომამ და ნაზად დაუსვა თმაზე ხელი.
-ვიცოდი რომ გაგახსენდებოდა-მძლივს ამოიჩურჩულა ელემ.
თომას მისი ხმის გაგონებაზე გააკანკალა...
ელემ ფრთხილად ჩაიწია გვერდით და თომას ახედა, ისიც მაშინვე მიუხვდა და მის გვერდით მოკალათდა. გულზე მაგრად მიიხუტა და ფრთხილად აკოცა თავზე. რა ექნა ეშინოდა არაფერი ეტკენინებინა მისთვის...
-თომა...-დაიჩურჩულა ელემ
-ჰო...-დაიჩურჩულა თომამ.
-მე გავიგე შენი ნათქვამი-ელე
ისე გაუთბა თომას მთელი სხეული...-სიცოცხლეს მირჩევნიხარ-თომა
-მე არა..-დაიჩურჩულა ელემ.იგრძნო როგორ ჩაწყდა თომას რაღაც...მთელ სხეულში სიცივემ დაურა... სათვალე კი არა თვალები დაემსხვრა...დაბრმავდადა გული ეტკინა...
მაშინვე იგრძნო ელემ თომას ცვლილება...ცრემლები წასკდა...
-ჩემი სიცოცხლე შენ ხარ...-დაიჩურჩულა ტირილით ელემ.-ჩემ სიცოცხლეს კი არავინ და არაფერი მირჩევნია.
უფრო...უფრო ძლიერად მოხვია თომამ ხელები... უფრო ძლიერად ჩაიკრა გულში...
პალატაში ნიკა და ბექა შემოვიდნენ...
ოთხივეს გაკვირვებული სახეები ჰქონდათ, მაგრამ მარტო მათ გულებში მყოფ სიყვარულს არ უკირდა...ხოლოდ მან იცოდა ამ ოთხის გულები ერთნაირად რომ ფეთქავდნენ.
-შენც აქ ხარ?-ნიკა
-მაშ როგორ...-გაეკრიჭა თომა
-ხდება რამე?-უცნაურად შეხედა ბექამ
ბექაც ხვდებო და და ნიკაც რომ თომას ელე სხვანაირად უყვარდა. ხვდებოდნენ და ძალიან უხაროდათ ეს...
არცერთს არაფერი უთქვამს, თომაც და ელეც მათმა თვალებმა გაყიდეს...
ხო მათმა ბედნიერებისაგან მოკაშკაშე თვალებმა...
ბიჭები მაშინვე მათკენ გამოქანდნენ და ორივეს მაგრად მოეხვივნენ.
*********ბექა******
თავიდანვე მივხვდი თომას ცვლილებას და მის მიზეზსაც... ვხედავდი როგორ უბრწყინდებოდა ელეს დანახვისას თვალები, ელეს გაპარებულ მზერასაც ვხედავდი... ღამით ჩემთან რომ ეძინა რამდენჯერ დაუწყია მისთვის ძახილი...რამდენჯერ ავსებია თვალები ცრემლით თომას ნათქვამ "დაიკოზე". მათი ბედი იქ, მაღლა ზეცაში ადაწერილი...
ბენიერი ვარ რომ ჩემთვის უძვირფასეს ადამიანებს ერთმანეთი უყვართ.
ვხედავდი როგორ ჩუმად ტიროდა თომა როცა ელე კომაში იყო... ვხედავდი როგორ ეკავა ხელში ელეს ნაჩუქარი ჯვარი...
ახლა მათ გაბრწყინებულ თვალებს რომ ვუყურებ...
**********
გაჭირვებით მარაგ მაინც მოთავსდნენ საწოლზე... ჩუმად იყვნენ და მხოლოდ ტკბებოდნენ ერთად ყოფნით...
სიცუმე ელემ დაარღვია...
-იქ დედა ვნახე...-მაშნვე წამოუვიდა ცრემლები.
-დედა და ნუცა...-ცრემლები მოიწმინდა...-მე მათთან ვიყავი,წამოსვლა არ მინოდა ,მაგრამ მათ გამომიშვეს... დაგიბარათ კარგად ვარო და მიყვარხართო...-უკვე ვეღარ ლაპარაკობდა ელე.
ბექამ სახეზე ხელები აიფარა...ეტკინა, რაღაც ეტკინა...თან უხაროდა....
ელემ ბექას გადმოხედა. ხელები ჩამოაღებია მისი სახიდან და მის ცრემლიან თვალებში ჩახედა, ხელი ნაზად დაუსვა სახეზე-ბექა...ნუცამ მითხრა უთხარი დაუკარსო გესმის?! გიტარაზე დაუკრას და იმღეროსო...-ტირილით ეუბნებოდა ელე.
მერე ნიკას მიუბრუნდა-შენზე მითხრა უთხარი რომ ჩვენი საიდუმლო მახსოვსო და რომ აასრულოს პირობავო..-ნიკამ მაშინვე მოხვია ხელები ელეს...-ავუსრულ პირობას ავუსრულებ-ჩურჩულებდა ნიკა.
მერე თავის ადგილას დაბრუნდა ელე და თომას გულზე მიადო თავი, მაგრად მოუჭირა თავი-ისევ გადაიღე ყოვლი მომენტიო....-დაიჩურჩულა ელემ.
ყველა ჩუმად ტიროდა...
ალბათ იქ, ზემოთ ნუცაც ტიროდა... ალაბთ მასაც კლავდა მონატრება...ალაბთ ისიც ბედნიერი იყო...
მეორე დღეს ელემ ნანასაც გადასცა დანაბარები... ეს იყო მომენტი როდესაც მათ კვლავ შეიგრძნეს ნუცას მათთან ყოფნა...
ერთ კვირაში ელე გამოწერეს...თომამ სულ ხელში აყვანილი მიიყვანა სახლში...მთელი დღე ელეს ოთახში ისხდნენ ელე ნიკა თომა ბექა და ტასო...
ვერ ხედავდნენ,მაგრამ ნუცასაც გრძნობდნენ...
არ ლაპარაკობდნენ,უბრალოდ ტკბებოდნენ იმით რომ შეეძლოთ ერთმანეთის გულის ცემის ხმა მოემინათ...
დღეები გადიოდა... ყველაფერი ჩეულ რითმს დაუბრუნდა. მხოლოდ თომას და ელეს სიყვარულის სახეობა შეიცვალა, არა... უბრალოდ სახალხოდ გახდა ცნობილ რომ მათ სხვა სიყვარული აკავშირებდათ...
*****თომა
ყველაზე ბედნიერი ვარ... ხო ბანალური და ცავეთილი თემა,მაგრამ ასეა... ყოველ წუთს თამამდ ვეუბნები რომ მიყვარს აი იმ სიყვარულით... უბრალოდ უფალს დიდი მადლობა, რომ მომცა ამის საშუალება...
მისი თვალები სულ იცინის... ჩემი გული კი სულ სიყვარულით ფეთქავს... დღე არ გადის მის ჩაუხუტებლად და უნახავად...
უბრალოდ სიტყვებით ვერ გადმოვცემ ჩემს ბედნიერებას...~
********ელენე
მინდა იმ თითოეული მწარე და მტკივნეული დღისათვის ბოდიში მოვუხადო მათ და ის დღეები ავუნაზღაურო... მე 17 ივნისს ხელახლა დავიბადე... ისევ ობოლი და ისევ 2 ძმისა და 1 დის პატრონი ვარ,ისევ დედობილი ნანამ მყავს, მაგრამ ახლა... ის სიყვარულიც ვიპოვე...თომა. ჩემი თომა....
ღამით ტელეფონი ზარმა გამომაღვიძა დავხედე და ნიკა იყო... ცოტა შემეშინდა ღამის 3 საათზე რომ მირეკავდა.
-ხო ნიკა-შიშით ვუპასუხე.
-აუ ელე სადარბაზოსთან ვარ და ჩამო რა ძაან გთხოვ-ხმაზე მივხვდი რომ კარგად არ იყო.
-კაი ნიკა ეხლავე ჩამოვალ-ვუთხარი მე
-თბილად ჩაიცვი იცოდე-ნიკა და გამითიშა.
საღამურებზე თბილი ჟაკეტი ჩავიცვი და კეტები ამოვიცვი, ცუმად გავიპარე სახლიდან.ლიფტში შევედი და სწრაფად მივუთითე სასურველი სართული.
სანამ ჩავედი ათასმა ფიქრმა გამიარა აზრად...სულ დავიჭამე თითები. საუკუნედ მომეჩვენა რამოდენიმე წუთი... კარი ნახევრად იყო გაღებული გარეთ რომ გავვარდი. ნიკა სადარბაზოს წინ იდგა თავჩაქინდრული.
მაშინვე გავვარდი და მაგრად მოვხვიე ხელები.-რა ხდებ ნიკა?-მე
-ცუდად ვარ ელე-მითხრა საუცრად სევდიანი ხმით.
-რატომ რა ხდება?-უკვე ტირილს ვიწყებდი მე
-ვეღარ ვძლებ ელე.... ამას ვეღარ დავმალავ გესმის?! უბრალოდ გულში ვეღარ ვიტევ...-ნიკა
-ნიკა მაშინებ-ვუთხარი ტირილით.
-შეგცივდება წამოდი მანქანაში ჩავსხდეთ-ნიკა და მეც მას გავყევი.
ორივე უკანა სავარძელზე მოვთავსდით.
-ელე... ძაან მტკივა გესმის.... -ნიკა
-რა გტკივა ნიკა მითხარი რა...-ისევ ვტიროდი მე
-მიყვარს...-ჩაიჩურცულა ნიკამ
გავშრი... უბრალოდ მე რაღა არ ვიფიქრე, მაშინვე გადავიხარე მისკენ და მაგრად მოვხვი კისერზე ხელები...თავზე მაგრად ვაკოცე და გამეღიმა
-აი მთელი არსებით მიყვარს... მართლა მიყვარს...-ჩურჩულებდა ნიკა
-ვიცი ნიკა.ვიცი რომ გიყვარს-ნელა ვუსვამდი თავზე ხელს.
-აი შენთან რომ არ მოვსულიიყავი და არ მეთქვა მოვკვდებოდი-ნიკა
-გაცუმდი სულელო-ისევ მაგრად ვაკოცე მე...
-ელე ვეღარ გავძლებ...-ნიკა
-რომ უთხრა?-მე
-რომ არ ვუყვარდე?-ნიკა-თუმცა მაგას მნიშვნელობა არ აქვს მაინც ჩემი იქნება-
მის ნათქვამზე გამეცინა.
-მაგრამ ელე... მეშინია გესმის?! მეშინია რომ მერე გულს ვატკენ და დავტანჯავ... ამამს ჩემ თავს ვერასოდეს ვაპატიებ-ნიკა
-ნიკა შენ ას არასდროს ატკენ გესმის?!-მისი სახე ხელებში მოვიქციე-შენ ამის გაკეთება არ შეგიძლია, შენ ისეთი კარგი ხარ ნიკა ვერავის ატკენ გესმის?!
-შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა-მაგრად ჩამიკრა ნიკამ გულში და მაგრად მაკოცა.
მერე დილამდე ვლაპარაკობდით...ბევრ თემაზე ვილაპარაკეთ...
ეს იყო ღამე რომელიც არასოდეს დამავიწყდება...
ერთმანეთზე ვიყავით ჩახუტებულები,როდესაც მინაზე კაკუნმა გამომაფხიზლა. მანქანასთან თომა იდგა და მიღიმოდა.
ტელეფონზე რაღაც ჩაილაპარაკა და გათიშა. წამში გაჩნდა იქვე ბექა და ჩვენს დანახვაზე დავინახე როგორ მძიმედ ამოისუნთქა.
მე ნიკას ლოყაზე ვაკოცე და შევაღვიძე. ბიჭები რომ დაიანხა ფანჯარასთან გაიკრჭა და ჰოლივუდის ღიმილით დაგვასაჩუქრა. მერე კარი გააღო და მათაც მაშინვე გამოგვიღეს ორივე მხრიდან კარი. მე თომა მომიჯდა გვერდით მას კი ბექა.
-თქვენ რა ჩენს გარეშე ათავთ ღამეებს?-დაიწუწუნა ბექამ
-საქმე გვქონდა-გადავარჩინე ნიკა
-და როდის აქეთ გვიმალავთ თქვენს საქმეებს?-თქვა თომამ და ყელში მაკოცა, მე მომეღუტუნა და თავ ნაკოცნ მხარეს გადავხარე. ამამზე ყველასა გაეცინა.
-იტოკში დღეს ტასოს ვეუბნები რომ მიყვარს რა...-ნიკა
********ნიკა
მანქანით გავუარე მასწავლებლისგან რომ გამოდიოდა. რომ დამინახა გაეღიმა ა ჩემკენ წამოვიდა. მანქანაში ჩაჯდა და ლოყაზე თბილად მაკოცა... ვახ ჩემი.... ისევ გამაჟრიალა.
-როგორ ხარ ტასუნ?-მე
-კარგად ნიკა შენ?-ტასო
მას რომ ვუყურებ ვდებილდები ელეს თავს გეფიცები|თ.
-მეც კარგად. მოკლედ.... რაღაც უნდა გითხრა რაა...-დავიმტვრიე თითები
-ხო მშვიდობაა-შემომხედა შეშინებული თვალებით
-ამას თუ მშვიდობა ჰქვია კი...-მე
-აუ ნიკა ნუ მაშინებ-ტასო...
-კაი... მოკლეს სულ სხვანაირად ვგეგმავდი ამის თქმას მაგრამ ყველაფერი დამავიწყდა...-დავიჭყანე მე-მოკლედ ამის დამალვა აღარ შემიძლია რა... შნ იმ დღიდან რომ დაგინახე ჩემი გქვია გესმის?! შენ არ იცოდი აქამდე მაგრამ ჩემი ხარ... და მინდა იცოდე...მიყვარხარ... არ ვიცი შენ რას გრძნობ, მაგრამ გაფრთხილებ თუ არ გიყვარვარ არ მაინტერესებს, მაინც ჩემი ხხარ. მარტო ნიკასი ხარ რა... სიგიჯემდე მიყვარხარ... პატარა ხარ და არ მინდოდა ჯერ ამის თქმა მაგრამვეღარ მოვითმინე...-მძიმდ გადავყლაპე ნერწყვი. მაშინვეწ ვიგრძენი კისერზე ხელები და ყურთან ჩურჩული-მეც ძალიან მიყვარხარ....
***********
მერე იყო ზურგზე მოკუჩებული ტასოთი მე-7ზე ასვლა... კარზეზარი და ზარზე უფრო ხმამაღალი ელეს წიკვინი.... ბექას შეძახილები თომას ვევნა,,,, ნანას ლოცვა...
მერე იყო გათენებული ღამე... ორი ბედნიერი წყვილი და მათ შემყურე ბედნიერი ბექა... ცრემლიანი თვლაებით ნანა, უბრალოდ ეს ცრემლები ბენიერების იყო...
მომდევნო საღამოს ისევ ერთად იყვნენ საძინებლიდან ნანა რომ გამოვიდა... ჯინსის შარვალი და ლურჯი ზედა ეცვა. თმაც უფრო მოეწესრიგებინა...მაშინვე გაიქცა ელე და მაგრად მოხვია ხელები... მერ ებექაც მივიდა და ასე სათითაოდ.
-ეს ნუცას გამო-ჩაილაპარაკა ნანამ...
იმ საღამოს აჯღერდა ბექას გიტარაც...
იმ საღამოს კარში მგომი ნუცაც დაინახა ელემ. მართლა დაინახა. იღიმოდა ნუცა იღიმოდა და ბედნიერი იყო...
ამ სახლიდან ამ წამს და კიდევ მრავალ წამს,წუთს, დღეს,კვირას,თვეს, წელს, საუკუნეს მხოლოდ ბედნიერი ხმები გავა... ესე ნუცას უნდოდა და ასეც იქნება...

ივლისის ბოლო რიცხვები იყო... ღამით ტირილის ხმამ გამოაღვიძა ბექა...შეშინებული მაშინვე ელეს ოთახისაკენ გაიქცა კარი შეაღო და დაინახა თუ როგორ ტიროდა მძინარე ელუ... სწრაფად მივარდა მასთან და მკლავებში მოიქცია.
-ელე გამოფხიზლდი, აქ ვარ პატარავ... თვალი გაახილე შენთან ვარ...-ჩურჩულებდა მის ყურთან თან მტირალ ელეს გულში მაგრად იკრავდა...
ელე კი ტირილს განაგრძობდა და მხოლოდ "გთხოვ"-ს ბუტბუტებდა
მერე როგორც იქნა გამოფხიზლდა და ბექა რომ დაინახა მაგრად მოხვია ხელები და ისევ აქვითინდა.
-დაწყნარდი ელე გთხოვ...-უკვე ტირილის პირას იყო ბექაც...რა ქნას ვერ იტანსროდესაც მისი ანგელოზი ტირის ისიც იგივეს განიცდის რასაც ელე...
-ბექა წამიყვანე რა...-ლუღლუღებდა ელე
-სად წაგიწყავნო პატარავ მითხარი სად...-ბექა
-დედასთან წამიყვანე...გთხოვ წამიყვანე-მუდარით სავსე თვალებით შეხედა ელემ.
-წაგიყვან, შენ თავს ვფიცავარ წაგიყვან ელე-ისევ მაგრად მოხვია ხელები და შუბლზე თბილად აკოცა...-მოდი დავწვეთ პატარავ და ხვალ წაგიყვან, ხომ გჯერა ჩემი
ელემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ბექას გვერდით დაწვა. მაგრად მოხვია ხელები და თვალები გახუჭა, განა ეძინებოდა...უბრალოდ,ცრემლების შეკავება უნდოდა...
ვეღარ გაუძლო ბექას გულმა,უნდოდა მისი ანგელოზის ცრემლების მიზეზი გაეგო და ჰკითხა-რა ნახე პატარავ სიზმარში?
-დედა ვნახე ბექა...ის ადგილი ვნახე სადაც დაკრძალულია, მისი საფლავი ვნახე-ცრემლები ვეღარ შეიკავა ელემ
-კარგი დაწყნარდი, ხვალ იქ მე თტვითონ მიგიყვან, ოღონდ აღარ იტირო რა...-შეევედრა ბექა.
არცერთს არ სძინებია იმ ღამით... არც არაფერს ამბობდნენ, უბრალოდ უსმენდნენ ღამის სიჩუმეს და ფიქრობნენ თუ რა იქნებოდაროდესაც მზე ამოვიდოდა. როგორც კი გათენდა მაშინვე ნანას ოთახში შევიდა ელენე და ყველაფერი დეტალებში მოუყვა...
**********ბექა
როგორც კი გათენდა მაშინვე წამოვდექი, მოვწესრიგდი და ოთახიდან გავედი. მისაღებსი ელე დავინახე მაშინვე ჩემკენ წამოვიდა. მისი თვალები ასეთი სევდიანი პირველად ვნახე. მისი სახე ხელებში მოვიქციე
-ვიპოვით ელე... უბრალოდ ცოტა დრო მინდა, შენ თავს გეფიცები ვიპოვით...-შუბლზე ვაკოცე და მაშინვე კარისაკენ წავედი. ელე? ელე ხომ ჩემი ყველაფერია ამიტომ ვაფშე ყველაფერს გავაკეთებ რომ მის თვალებში ის სევდა გავაქრო... დეტექტივი დავიქირავე,რომელივ ყველაფერს გააკეთებს რათა ელუს დედის საფლავი იპოვოს...
ორი კვირა გავიდა... ბავშვები ბათუმში წავიდნენ დასასვენებლად... შემადგენლობას ალაბთ მიხვდებით,მაგრამ მაინც გეტყვით თომა,ელე,ბექა,ნიკა და ტასო...სამი დღის ჩასულები იყვნენ... ძალიან კარგადაც ატარებდნენ დროს... ხო აბა... ერთად იყვნენ და მაშ როგორ... აი ეს სასტავი, ომშც კი კარგად იქნება და რატომ?! იმიტომ რომ იქაც ერთად იქნებიან. ელეც ცოტა გამოკეთდა,მაგრამ მაინც იყო სევდა მის თვალებში.ამ თვალების გამო კი დანარჩენების თვალებშიც. ვერ ადგები და ვერ ერტყვი ელეს -ნუ ხარ ასე იმიტომ რომ მერე შენი საყვარელი ადამიანებიც სევდიანდებიანო.... ვერ ერტყვი, იმიტომ რომ აი ეს 5 ადამიანი ერთმანეთზე უხილავი ძაფებით კი არა ტროსებით არიან გადაბმულები... პლიაჯზე იყვნენ გასულები,როდესაც ბექას ტელეფონი აწკრიალდა
-გისმენთ-ბექა
-რა? მართლა? ეხლავე მოვდივარ 2 საათში მანდ ვარ... კარგი.-მთლად გაუბრწყინდა თვალები ბექას. მაშინვე ელუს გახედა-ჩაალაგეთ ბარგი მივდივართ-ისე თქვა ელუსთვის თვალი არ მოუშორებია.
-ბექაუნ რა ხდება?-ელე
ბექა მასთან მივიდა და მისი სახე ხელებში მოიქცია, მის თვალებს ჩააჩერდა და მერე დაბალი ხმით უთხრა-ხომ შეგპირდი ვიპოვი თქო
ელე სიტყვებს ვერ პოულობდა,უბრალოდ გრძნობდა როგორ აკანკალებდა-ბექა.... შენ, შენ იპოვე?-კითხა ელემ და ცრემლიანი თვალები მიაპყრო. ბექას არაფერი უთქვამს,სათქმელიო მისმა თვალებმა თქვეს....ელემ მაშინვე მოხვია ხელები და ათასი მადლობა გადაუხადა ტირილით. მალევე ჩაალაგეს ბარგი და თბილისში ჩამოვიდნენ, თომამ დაიყოლია ელე რომ რახან გვიანი იყოხვალ წასულიყნენ. ელეც დათანხმდა, იმ ღამეს თომა ელესთან დარჩა. მის მკერდზე ედო ელეს თავი და უყვებოდა იმ ერთადერთ მოგონებაზე რომელიც დედასთან აკავშირებდა.მეორე დღეს დილით ნიკა და ტასო მივიდნენ და ყველა ერთად დეტექტივის მიერ მითითებულ მისამართზე წავიდნენ, გზად ელემ დედას თეთრი ვარდები უყიდა. მთელი გზა გულის უცნაურ ფანცქას გრძნობდა, აბა რა იქნებოდა პირველად ნახავდა დედას ამ სამყაროში, თუმცა კი საფლავში მწოლიარეს,მაგრამ ხომ მაინც ნახავდა იმ მიწას სადაც ის იწვა, ის ადგილი ხომ მაინც ეცოდინებოდა სადაც დედამისია დაკრძალული?! მთელი გზა მისი აკანკალებული ხელი თომას ეკავა და შიგადაშიგ ნაზად კოცნიდა ხელზე. არავის ხმა არ ამოუღია მთელი გზა... მხოლოდ დუმილი...
სასაფლაოს ჭიშკართან შეაჩერეს მანქანა. ეს ელეს დედის ნინოს მშობლიური სოფელი იყო.. უცხოდ აბიბინებულა სასაფლაოზე ბალახი... ხშირად შეხვდებოდით ასკილის ხეებს... დუმდნენ მიცვალებულთა საფლავებიც. ამ გაგანია ზაფხულში მაინც უჩვეულო ქარი ქროდა სასაფლაოცე. თითქოს ეს მიცვალებულთა ჩურჩულს წააგავდა.
ელე თომას ეკვროდა და თან გულში თეთრ ვარდებს იკრავდა. ტანში ცრიდა... აქეთ-იქით აცეცებდა დამფრთხალ ლურჯ თვალებს. ბოლოს პატარა საფლავთან შეჩერდნენ...
უბრალო სეტკის ღობე სიძველისა და მოუვლელობისაგან გადაქცეულა... ძველი ბეტონის დაბალი კედლები დანგრეულა... პატარა თიხის ეკლესიის ფორმის სასანთლე დამტვრეულა და მისი ნატეხები ახლო მახლო ეყარა... მრავლად ამოსულა მაღალი ბალახი საფლავზე... თავთან მხოლოდ ერთი უბრალო ბრტყელი ქვა იდო სადაც გაჭირვებით წაუწერებიათ ნინო ბურდული და მისი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი... იქვე დებული პატარა ლარნაკი ჯერ კიდევ ინახავდა წლების წინათ ვიღაცის სამოწყალოდ მოტანილი ყვავილების გამხმარ ღეროებს...
ხომ მოელოა ასეთს,მაგრამ მაინც გული მოუკლა ნანახმა... მოშორდა ტომას და პატარა რკინის კარი საშინელი ჭრიალით გამოაღო...უკვე გრძნობდა ცხელ ცრემლებს...საფლავის ქვასთან დაიხარა, ლარნაკიდან გამხმარი ღეროები ამოიღო,რომლებიც უმალ ხელში ჩაეფშხვნა
-გამრჯობა დე... -ხელი გადაუსვა წარწერას ქვაზე- მაინც გიპოვე და აი აქ ვარ. ბექამ გიპოვა ჩემო დედიკო ჩემმა ძმამ.-ცრემლები მოიწმინდა-ისე მომენატრე... ამის მერე სულ მოვალ ხოლმე შენ სულს ვფიცავარ დე... რა იქნებოდა ეხლა ჩემთნ რომ ყოფილიყავი ჰა? ნახე... ნახე დე ის ბექა, ბექა ხომ იცი ნანას შვილი, შენთან რომ ნუცა მისი ძმა დე... მოგიყვებოდა ნუცა-ხელით თომაა-ახლა თომაზე გაიშვრა ხელი-ეს ისაა მე რომ მოგიყევი გახსოვოს დე?!. -ცრემლები მოიწმინდა და საფლავთან ჩაიმუხლა-რა იქნებოდა ახლა აქ, ჩემთან რომ იყო დე... ჩემო დედა... ჩემო ლამაზო... ისე მტკივა უშენობა. მე სულ გელოდებოდი დე თავშესაფარში, დამცინოდნენ და მეუბნებოდნენ რომ შენ არ გიყვარდი და არ მოხვიდოდი,მაგრამ მე სულ გელოდებოდი დე...სულ...სულ.... მერე ნანამ მითხრა შენზე... ყველაფერი მითხრა დე. მე შენ ისე ძალიან მიყვარხარ ვერ წარმოიდგენ. ის დღე მახსოვს დე თავშესაფარში რომ მიგყავდი, მახსოვს თითოეული შენი კოცნა და შენი მოფერება, ის ვარდისფერ კაბაც მახსოვს დე... ის ნათქვამი დედას უყვარხარიც მახსოვს, ისიც მახსოვს ჩუმად მომტირალს ცრემლებს რომ გწმენდდი. მახსოვს თავშესაფრის კართან როგორ იდექი მუხლებზე და როგორ ტიროდი,როდესაც მე ძიძას თავშესაფარში მივყავდი. ის ღამეებიც მახსოვს დედას რომ ვტიროდი...ისე მიყვარხარ და ისე მაკლიხარ ჩემო დედიკო... ნახე დე რა ლამაზი ყვავილები მოგიტანე ჩემო ერთადერთო-დაბლა დადებული ვარდების თაიგული აიღო და ლარნაკში ჩააწყო. -სულ მოგიტან ხოლმე დე... სულ იქნება შენ საფლავზე ყვავილები ჩემო დედიკო. ამ ბალახსაც სულ გავაქრობ დე... გულზე ლამაზი ყვავი;ლები რომ ამოგივიდეს დე... სულ მოვალ ხოლმე შენ სულს ვფიცავარ დე... ეხლა ხომ ვიცი სად ხარ დე... ეხლა ხომ შემეძლება იმ მიწას ჩავეხუტო სადაც შენ წეხარ დე...-ტიროდა,მაწარედ ტიროდა ელე და იმმ მიწას ასველებდა ცრემლით,რომელშიც დედამისი ესვენა, რომელი მიწაც ცედამის ესყარა გულზე.
ყველას უკვდებოდა გული ასეთ ელეს რომუყურებდნენ,მაგრამ იცოდნენ რომ ეს ელესთვის უფრო კაი იყო... უკვე ბინდდებოდა... თომა ელესთან მივიდა და ფრთხილად მოეხვია მას...
-წავიდეთ ელე-ნაზად აკოცა თავზე
ელეც წამოდგა და მას მაგრად მოეხვია მერე კი საფლავიდან გამოვიდა, კიდევ ერთხელ გახედა დედის საფლავ შემდეგ კი ბავშვებთან ერთად დატოვა სასაფლაო....
გრძნობდა რომ უფრო კარგად იყო... გრძნობდა რომ დედამისი ბედნიერი იყო, ძალიან ბედნიერი...
იმ დღის შემდეგ ყოველ შაბათ-კვირას ბიჭებს ელე დედის საფლავზე მიყავდა ვარდებით ხელში. ელეც ელაპარაკებოდა დედას,ყოველთვის ყველაფერს უყვებოდა მას.
ერთი წელი ისე შემოეცალათ რომ ვერც კი მიხვდნენ....ბექამ მოახერხა და ელეს თვლებიდან ის სევდა გააქრო...
ყველაფერი უფრო კარგად შეიცვალა.
ელე უკვე 18ის იყო...გამოსაშვები საღამო ჰქონდა და ნანამ და ბექამ ისეთი ლამაზი კაბა აჩუქეს რომ ელემ ცრემლები ვერ შეიკავა... მართლაც ძალიან ლამაზი იყო ელე. არ დავიწყებ ზუსტად მისთვის იყო შეკერილი, ჩამოსხმული ტანი ჰქონდა, შვლის ნუკრივით იყო, ბრწყინავდა, ბრდღვიალებდა, სილამაზის დედოფალი იყო... უბრალოდ როცა ამას წაიკითხავთ და როცა გადაავლებთ თვალს მოგონებებს ელეზე მიხვდებით თუ როგორ იქნებოდა ელე....პირველად ჰქონდა მაკიაჟი, პირველად გაიკეთა ლამაზი, ძალიან ნაზი საყურეები,რომლებიც ნიკამ და ტასომ აჩუქეს და გულზე აი ის კულონი ეკეთა კომაში მყოფს თომამ რომ აჩუქა... ტასოც ძალიან კარგად იყო... მათი კავალერები კი ტომა და ნიკა იყვნენ. ბექა?! სადმე ეს 4 ყოფილიყო და მე-5 არა?! ბექაც იქ იყო, აბა ვინმეს უარი ეთქვა და ბექასთვის მისვლის ნება არ დაერთოთ ხომ ჩაშლიდა მთელ ბანკეტს ელე... მერე იყო ძალიან ლამაზი საღამო, ბევრი ცეკვა, სიმღერა, ჰო... ელეს და ბექას სიმღერა... მერე იყო ბექას მოჟუჟუნე თვალები ელეს კლასელის დის მიმართ... ელემ აქ უკვე იცოდა რომ ის.... ის იყო...
მერე იყო ღამის სამ საათზე ჯვარზე ასვლა და ტასოს და ნიკას ჯვრისწერა, აი ასე უცებ... ყველასათვის მოულოდნელად,მაგრამ ვინც საჭირო იყო იმათ ძალიან კარგადაც იცოდნენ, მეჯვარეები ელე და ბექა იყვნენ...
მერე წიოკი ტასოს და ნიკას ოჯახებში... ლხინი და ტაშფანდურა... ერთადერთი ქალიშვილი გაუთხოვდათ მაჩაბელებს და მაშ როგორ?! ერთადერთი ბიჭი დაუოჯახდათ დვალვალებს და მაშ როგორ?! საძმოს ყველაზე გადარეულმა ცოლი მოიყვანა და მაშ როგორ?!
ვალსს ცეკვავდნენ თომა და ელე... ნაზად ჰქონდა მის წელზე თომას ხელი მოხვეული... ნაზად მიიტანა ტუჩები მის ყურთან და ჩასჩურჩულა
-შენ როდის გახდები ჩემი ცოლი?-თომა
ელეს გაეღიმა. გულში სითბო ჩაეღვარა და თომას ლოყაზე აკოცა...
-სად გეჩქარება? ისედაც ჩემი სული და გული შენ გეკუთვნის...-ელე
ამ სიტყვებმა ისე გააბედნიერა თომა, განა არ იცოდა რომ ასე იყო,მაგრამ მაინც საოცრება იყო ელესაგან ამ სიტყვების მოსმენა.
-მე ჯვარი მინდა დავიწერო შენზე-თომა
-მათ ხედავ?-თვალით მიანიშნა ბექაზე და ანაზე-თომამაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.-აი ჩემი ძმა რომ ანას ცოლად მოიყავანს მეც მაშინ გამოგყვები ცოლად.-ეშმაკურად ჩაუღიმა ელემ
-ხვალვე მოვაყვანინებ ცოლად-გამოსავალი იპოვა თომამ
-ასე არ გამოვა ბრატ...-წარბი აწია ელემ და სწრაფად შეეხო მის ტუჩებს...
მართლაც ძალიან კარგი წყვილია ბექა და ანა... ძალიან ლამაზი და კარგი გოგოა ანა... აქც როგორც ყოველთვის იმ ანგელოზის ხელი ერია, ბექას ანგელოზის.
მერე გადიოდა დრო.... ელე სწავლობდა,თომა მუშაობდა, ნკაც, ბექაც, ანას უყვარდა.... ბექას აბოდებდა,ტასო? ტასო იბერებოდა...
სამშობიაროში მოსაცდელში ნერვიულად ცქმუტავდა ნიკა... არც სხვები იყვნენ კარგ დღეში...
მოსაცდელში რომ ექთანიკ გამოვიდა და გოგოაო გვახარა... აი იქ გადაუვიდა ნიკას ფერები.... იქ აწიოკდა რესპუბლიკური... იქ,იმ ღამეს დაიბადა პატარა ნუცა... ხელახლა დაიბადა... დაიჯერებთ? მასსავით ოცროს დალალები ჰქონდა იმ დიდი ნუცასავით
19 წლის გახდა ელე და ისევ არაფერი... თომა უფრო და უფრო გიჟდებოდა სიყვარულით...
არც ბექა იყო ნაკლებ დღეში. ელე მაინც არ გადადიოდა პირობას. ერთად იყვნენ ის 5 და კიდევ ანა და ნუცა....
უბრალოდ ისხდნენ და ძველ ამბებს იხსენებდნენ... სამივე ბიჭი საყვარელ ქალთან ერთად იყვნენ და გულში იკრავდნენ მათ, პატარა ნუცას კი ტკბილად ეძინა მშობლების საწოლზე.
-ბექა როდის უნდა დაქორწინდეთ შენ და ანა?-უცებ დასვა საერთოდ სხვა თემასთან დაკავშირებული კითხვა ტომამ. მხოლოდ ელეს გაეცინა. მის გარდა ხომ არავინ იცოდა მისი პირობის შესახებ.
-ჯერ არა...-გაკვირვებულმა შეხედა ბექამ
-კაი რა ბექუშ აგერ შენმა დამ მანამ არ გამოგყვები ცოლად სანამ ჩემი ზმა არ მოიყვანს ანას ცოლადო-ჩაიბურტყუნა თომამ.
-საღოლ ელე....-ხელი დაკრა დას ნიკამ.
********ბექა
მაშინვე გიჟური იდეა მომივიდა თავში...და ამას განვახორციელბ კიდეც...უბრალოდ თომას სიტყვებმა თითქოს ხელი მკრა რომ წინ წავსულიყავი და შემდეგი ნაბიჯი გადამედგა. მეც დავმორჩილდი მას, ღრმად ამოვისუნთქე და ანას გადავხვიე ხელი
-ანუტა-ყურის ძირში ვაკოცე,მანაც სიყვარულით სავსე თვალებით გამომხედა
-გამომყვები ცოლად?-მე
მერე შევნიშნე ანას გაოგნებული და ბედნიერი თვალები, მაშინვე მობრუნდა და მაგრად მომხვია ხელები კიდერზე-კი...-ჩამჩურჩულა მან...
ყველაზე ბედნიერი ვიყავი ახლა ამ წამს ჩემმი საყვარელი ქალი ცოლობაზე დამთანხმდა.
და არ დაგავიწყდეთ რომ აქაც, ჩემსა და ანას გაცნობაში და მთელ ამბებში ისევ ჩემი ანგელოზის ელუს ხელი ურევია...
სადღაც ჩემი დაჩქარება ალბათ იმის ბრალი იყო რომ მინდა მალე დაქორწინდეს ჩემი გოგო, მართალია მომენატრება მასთან ერთად ძილი,მაგრამ მაინც არ დავიძინებ მარტო...ხანდახან კი როცა ჩემი ელუ მომენატრება გამოვაგდებ თომას მისი ოთახიდან და მშვენივრად მოვკალათდები...
წიოკობდნენ ბავშვები...
ხო უხაროდათ ბექას და ანას ამბავი.... ყველა მათ ეხვეოდა და ულოცავდა და უცებ გაისმა თომას ხმა...
-ცოლი მომყავს!....-თომა
მერე იყო ელეს აციმციმებული თვალები, თომა მივიდა და წელზე მოხვია ხელები-პირობა პირობაა ლამაზო-ცხვირზე აკოცა და გულზე მიიხუტა.
იცით რა არის ყველაზე კარგი?! როცა ყველა ბედნიერია...
იმ ღამეს არ სძინებია არავის... პატარა ნუცაც არ ისვენებდა,აბათ გრძნობდა ოჯახის ბედნიერებას და არ უნდოდა რომ დაკლებოდა...
ალბათ იფიქრებთ რომ ასე არ ხდება,რომ ყველა ბედნიერი არაა... მაგრამ როგორც კი ეს ფიქრი გაგიელვებთ გონებაში მაშინვე გაიხსენეთ რომ ამ ოჯახს, ხო ეს ყველა ერთი ოჯახი იყო, ერთი დიდი და ბედნიერი ოჯახი ჰყავდათ ორი მფარველი ანგელოზი ნუცა და ნინო... მათთან ბედნიერება გარდაუვალია... ასე რომ, შორს არასწორი ფიქრები, აქ მხოლოდ ბედნიერებაა!!!!!!
ადამიანმა ცხოვრების ყოველი წამი უნდა დააფასო...უნდა იცოდე რომ ყველაფერს აქვს მიზეზი,რომ ამ სამყაროში უმიზეზოდ ერთი წვისმის წვეთიც არ ვარდება ციდან...უნდა გახსოვდეს რომ ყოველთვის ამოვა მზე!... ყოველთვის ბნელს ნათელი შეცვლის... ყოველთვის გამოიდარებს!...გამოზაფხულდება და ყოველთვის ცუდს კარგი შეცვლის... სიბოროტეს სიკეთე...შენ ადამიანო უბრალოდ უნდა გწამდეს ამის!... რწმენა ყველაფრის გასაღებია... ირწმუნე და აუცილებლად ახდება...
ყველა ვკარგავთ საყვარელ ადამიანებს ადრე თუ გვიან და ჩვენც მხოლოდ მათი დაკარგვის შემდეგ ვიგებთ მათ ფასს... არა!... ასე არ შიძლება. მანამდე უნდა დააფასო და შეიგრძნო მისი სითბო და სიყვარული სანამ ცოცხალია... განე ასე არა?! ასე არ იყო ფიროსმანი?! ასე არ იყო თეონა ქუმსიაშვილი?! ალედა?! ჰო მისი გარდაცვალება წამში გავრცელდა და მერე იყო სტატუსები,წარწერიანი მაისურები... და ყველაზე სასაცილო იცით რა არის?! ამ გლოვით გადარეული ადამიანების ნახევრის ნახევარსაც არ ქონდა წარმოდგენა ვინ იყო ალუდა ქეთელაური... და უფრო უარესიც... დასმული კითხვა რომელიც თავად მოვისმინე "ალუდა ქეთელაური რომელი პოემაში რომაა? ეგ ეხლა მოკვდა?". ვიცი სულ სხვაგან გადავედი, მაგრამ ადამიანო!...ბოლოს და ბოლოს უნდა შეიგნი რომ სიცოცხლეში უნდა დააფასო ის და არა სიკვდილის შემდეგ. უნდა დავტკბეთ სიცოცხლის ყოველი წამით...უნდა ვიცხოვროთ ისე რომ თითქოს ყოველი დღე უკანასკნელია...
*******************************************************************************************************************
ნანას გაბრწყინებული თვალები უნდა გენახათ ბექას და ელეს ამბავი რომ გაიგო...აი იმ ამბების შედეგ პირველად იტირა...მაგრამ ეს სიხარულით ჩემო ძვირფასებო...
ბექამ და ანამ დაქორწინება 10 მარტს გადაწყვიტეს...
არ ვიტყვი რომ გაგანია საქმიანობაში იყვენენ თქო...არა... ბექას და ანას პატარა მყუდრო ქორწილი უნდოდათ,მათ აზრს კი ყველამ პატივი სცა...
*******ელე
უბედნიერესი იყო ელე... მისი ძმა ქორწინდებოდა...მისი ბექუ ოჯახს ქმნიდა.უნდოდა ყველაფერი ძალიან კარგად ყოფილიყო და ასეც იქნებოდა აბა რა...
- მის თვალებვს რომ ვუყურებ ბედნიერებისაგან კაშკაშებდნენ... ის შავი თვალები...ის უძირო თვალები თითქოს შეიცვალასავით... იქ იმ უძიროობაში პატარა კაშკაშა წერტილი გაცნდა და მის შავ თვალებს სინატლე მოჰინა...ისეთი ბენიერია...სიტყვები არ მყოფნის...ის ხომ ყველაფერზე მეტად მიყვარს,ის ხომ ჩემი ჰაერია...სულ ჩემს ბედნიერებაზე ფიქრობდა ახლა კი მისი ბედნიერების დროა. ჩემი დიდი ბიჭი. არ მჯერა... ისეთი სასაცილოა ხოლმე ყოველ დილით მასზე ჩახუტებული რომ ვიღვიძებ და თვალებდაჭყეტილი რომ მხვდება... მერე მაგრად მეხვევა და მაგრად მკოცნის. ყურთან მეჩურჩულება კიდე ერთი დღე მოაკლდაო და მერე სასაცილოდ იქნევს ხელებს... თავიდან პირველად რომ გავიცანი რას ვიფიქრებდი რომ შეიძლებოდა ასეთი ყოფილიყო ჩემი ბექუნა... ხო ამ სახელზევ როგორ ბუზღუნმებს ხოლმე, მაგრამმ რომ გამოვუხადე მეთუ შენი ელუ ვარ შენ ჩემი ბექუნა ხარ თქო გაჩუმდა, მაგრამ მარტო მე მაქვს ასე მიმართვის უფლებაა...
********თომა
ბექას რომ ვუყურებ ერთი სული მაქვს მეც როდის ვიქნები მაგ დღეში...ერთი სულიმაქვს ელე როდის გახდება ჩემი ცოლი... ალაბთ იკმ დროს ყველაზე ბედნიერი ვიქნები...
ბექა მართლა გადარეულივითაა. ტიპი დღეებს და საათებს ითვლის... ანას რომ ვუყურებ ის არ ნერვიულობს ასე... მაგრამ მეც ვამბობ რა... ბექა ხომ სულ სხვაა!...
ელეც სულ ფუსფუსებს, ისეთი საყვარელია ჩემი "საცოლე" სულ მინდა რომ მივიდე და მ,აგრად ჩავკოცნო. ასეც ვიქცევი ხოლმე,მაგრამ მაინც არ მყოფნის ხოლმე. ჩემია , მარტო ჩემი გოგოა...
არ ვიცი რამდენი მადლობაღა გადავუხადო უფალს იმისთვის რომ მისი თავი მაჩუქა... მე უბრალოდ უსაშველოდ მიყვარს...
მის გარეშე წამიც ვერ გავძლებ ვიცი... და ახლა ღმერთო ერთი ნატვრაღა მაქვს... გთხოვ რომ მის დაკარგვას არ მომასწრო...უბრალოდ ამას გთხოვ...
***********
ყველა ბედნიერი იყო... პატარა ნუცას განსაკუთრებით ელენე ნათლია მოსწონდა...როგორც კი მის მკლავებში დაიგულებდა თავს მაშინვე აკისკისდებოდა და დაიწყებდა ხელ-ფეხის ქნევას... ეს პატარა ქალბატონი მთელ სასტავს ამხიარულებდა... ისეთი საყვარელი იყო...პატარა კიკინებით თავზე...მის ვარცხნილობებზე მუდამ ელე ზრუნავდა... ნანა კი ლამაზი ფაჩუჩებითა და ქუდებით ანებივრებდა ნუციტოს... ის ხომ ნანას პირველი შვილისშვილი არის... საძმოს პირველი ბაციბუცა... აი იმ დიდი ნუხასავით განებივრებული იზრდება, ყვალა მას დასტრიალებს, სულ ხელიდან ხელში გადადის...
**********
-ეს ვინ მოსულაოოოო-წამოიკივლა ელემ და კარში მდგომი ტასოსაკენ წავიდა რომლის ხელშიც უკვე ცქმუტავდა ნუციტო და ხელ-ფეხს აქეთ-იქეთ იქნევდა, რაღა დააწყნარებდა თავის ნაირი გადარეული დაინახა.ელემ მაშინვე დას ტაცა ხელი და გულზე მიიხუტა.
-ვინაა ნათლიას სიცოცხლეო?!ვინაა მამიდას კუდრაჭა...ვაიმე როგორ ამოსვლია პირველი კიჭია...მაგ კიჭიაში გენაცვალე მე შე-ბავშურად ჩლიფინებდა ელე და თან სასაცილოდ უჭყეტდა ნუციკოს თვალებ. პატარაც კისკისებდა...
-რაო მა გადაგრია ნათლიამ?-ოთახში შემოვიდა ნიკა და ისეტითქოს ახლა სახლიდან არ მოიყვანა ნუცა კარგა მონატრებულად დაეწაფა პატარას ლოყებს..
-ნათლიას რას ერჩით მამა ყავს საგიჟეთიდან და...-მიაყარა ელემ და მაშინვე ნუცას ბუთქუნა "ღაბაბში" ჩარგო თავი...
ნიამ დოინჟი შემოირტყა და დივანზე მჯდარ ტასოს გახედა და თავი მძიმედ გაიქნია.
-საცააათხოვდება და ისევ არ აქვს ჭკუა... დამიღუპავს ეს მე ძმას...-შეწუხებული სახით გახედა გატვრენილ ელეს.
-შენ ჩემ ცოლს ნუ ეხები რა ძმაო...-ოთახში მოვიდა პარკებით ხელდამშვენებული თემო და უკან ანა და ბექა მოყვნენ...
-ცოლი არა კვახი კიდე...-უთხრა ნიკამ და ცოლის გვერდით მოკალათდა...
-დიახაც ჩემი ცოლია ძაო-წარბები შეკრა თომამ
ელე ამყველაფერ თვალს ადევნებდა დათან ჩუმად კისკისებდა ნუციკოსთან ერთად...
-აბა ბეჭედი?-წარბები ააათამაშა ნიკამ
თომა გაშრა და ვეღარაფერი თქვა...
ელემ ისეშმაკა და თომას მხარდასაჭერად მისი არწივის თვალები გამოიყენა.
-შენ რომ თომას ეუბნები აბა შენი ბეჭედი?!თავმომწონედ შხედა ელემ
ნიკამ ხელი ასწია დასანახელად და -ვაიმეო იღრიალა-ხელს კიდევ ერთხელ დახედა და მძიმედ ჩაიდუდღუნა-სახლში ხელსაბანთან დამრჩა-
-ხოდა შენ კიდე ჩემ თომაზე ამბობ რა...-გამარჯვებულმა მიუგო
-ჰაჰ... ესაოდა ჩემი ბიჭიო? ამოიღე ტასო წორწინების მოწმობა აბა ააფერე თვალებზეეე-გადახედა ცოლს. ტასომაც კუნტრუშით ამოაძვრინა ქორცინების მოწმობა და მართლაც ააფარე ელეს თვალებზე
-აბა თქვენი მაჩვენე ხომ ამბონ ჩემი ცოლიაო-ახლა ნიკა საუბრობდა გამარჯვებულის სტატუსით...
დაინახა ელემ როგორ დაუნაღვლიანდა თომას სახე და მაშინვე გონებაში მიიღო გადაწყვეტილება.
-მაგით ბლატაობ?-გახედა ნიკას
-დიახ... -მივიდა და ლოყაზე აკოცა ელეს.
-კაი...-მხრები აიჩეჩა ელემ-ნიკუშ აბაბ რომელი საათია?-
-7ია -გაკვირვებულმა გახედა ნიკამ, არ იყო ელესგან ესე მარტივად დანებებას მიჩვეული და რა ექნა...
ელემ ერთ ჩაახველა-აბა ეხლა ავდგეთ და სწრაფად წავედით ანანურში...-დასჭექა ელემ
ვერავინ მიხვდა რას გულისხმობდა ელე.
-კაი გოგო რა ანანური 2 კვირაში ქორწილი მაქვსს-აკრუსუნდა ბექა.
ელემ ერთი ახედა მის გვერდით მდგომ ბექას-ისე ელუ ხო იცი მაგრად გიხდება ბავშვი შნ თავს ვფიცავარ-უთხრა ღიმილიანი სახით...
-წავედით თქო ვააა-არ ნებდებოდა ელე
-კაი ელუშ რა...ბექას არ გაუტეხო ხო იცი რა დღეშია-აწრუკუნდა ნიკაც.
-ბექას ორ კვირაშ აქვს ქორწილი, თქვენი და კი დღეს იწერს ჯვარს...-უდარდელად ჩაილაპარაკა ელემ
-რა??-წამოიყვირა ყველამ ერთად.
-რა გაკივლებთ შემიშინებთ ბავშვს...-სერიოზული სახე მიიიღო ელემ
-ელე მართლა ამბობ მაგას?-წელზე თომას ხელები იგრძნო და კვლავ სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა
-ხო.... აბა რა გგონია ამ გადარეულს დავაჩაგვრინებ შენ თავს?-ყელში აკოცა თომას და მერე ოთახს მოავლო თვალი და გაცუმებულ თომას სხედა.
-არა ეხლა თუ არ გინდა კია, რა გაეწყობა-ელე...
-რა არ მინდა გადაირიე გოგო?!-ნუციკოსთან ერთად მაგრად ჩაიკრა გულში და მთელი სახე დაუკოცნა.
მერე უცებ შეცვივდნენ გოგოები საინებელში და ნუცას ნათლობისთვის ნაყიდი ლამაზი ზურმუხტისფერი მუხლამდე კაბა გადაიცვა, მანდილი და ჩანთან აიღო და ოთახიდან გავიდა.
მაშინვე მივარდა თომა და ისე მაგრად ჩაიკრა გულში მგონი ყველა ძვალი დაუმტვრია... სწრაფად ჩალაგდნენ მანქანებში და გეზი ანანურისაკენ აიღეს...
***********
5 წუთი ელეს სიტყვები ჩამესმოდა ყურში... ვერ ვიჯერებდი რომ ახლა თვითონ უნდოდა ასე მალე დაქორწინება...
ლამის გავგჟდი...
მერე გოგოები მოსამზადებლ;ად საძინებელში შევიდნე მე კი დავრჩი ასესახტად. ფიქრებიდან ბექას ზურგზე შემორტყმულმა ხელმა გამომიყვანა.
-სულ ცოტაც და შენი ცოლი იქბნება თომა....-მაგრად მომხივა ბექამ ხელები.
-ისე ველოდი ამ წუთებს... ძმაო არც კი მჯერა...-მე
-დაიჯერე...ეს რეალობაა-ახლა ნიკამ მოხვია ხელები ძმას
-არ ველოდი ასე მოულოდნელად-გულახდილად ვთქვი მე
-ხომ იცი ელესგან არაფერია გასაკვირი-ნიკა
-ჩემი პატარა გოგოა... ჩემი სუნთქვაა-
მერე საძინელიოდან გამოსული ელე რომ დავინახე არ მეგონა იქ თუ არ მოვკვდებოდი.... ვეღარ მოვითმინე და მაგრად მოვხვიე ხელები...მისი სურნელი სვიგრძე....ყელში ვაკოცე... რამოდენიმე საათი და ის ჩემი ცოლი იქნება... ჩემი ცოლი.
***********
ტაძარში ნაცნობი მამაო დახვდათ და მათ ხელი-ხელ ჩაკიდებულ დანახვაზე დიდი ბედნიერება განიცადა.
-ვიცოდი რომ ასე იქნებოდა ჩემო შვილებო...-უტხრა მათ მამაომ...
საოცარი სითბო ჩაეღვარა გულში ელეს....
პატარა ნუცა უნდა გენახათ... საყვარლად წაეკღათ მანდილი მისთვის თავზე.... ისე უხდბოდა პატარას.... სანთლების შუქზე გაოგნებული ავლებდა ეკლესიას თვალს... ეცნო მამა დავითს მისი გაქრისტიანებული ანგელოზი და თბილად მიიიხუტა პატარა გულზე... ნუცაც მაშინვე გაიტრუნა.
ისევ სანთლის შუქი... სიჩუმე.... სიმშვიდე და მხოლოდ მამა დავითის მიერ წარმოთქმული წმინდა სიტყვები...
არაფერია იმაზე წმინდა ვიდრე უფლის წინაშე სამუდამოდ შეფიცული ერთგულება...
მატ ორივემ დადეს ეს ფიცი და იცოდნენ რომ საფლავშიც ამ ფიცით ჩაწვებოდნენ...
ისევ დაინახა იქ... ეკლესიის კუთხეში მდგომი ნუცა და დედა... ისევ გაეღიმა და ისევ ჩამოგორდა მის თვალზე ცრემლი...
ისინიც იქ იყვნენ მის გვერდით... ისევე როგორც ყოველთვის...
ვერ ხედავენ მატ, მაგრამ გრძნობენ...
თბილისში აღარ დაბრუებულან... ნიკას საახლში ავიდნენ და იქ გადაწყვიტეს დარჩენა. არანაიური შემწვარ-მოხრაკულები... ვასო პაპას მაგარი არაყი. პელო ბებოდ თონის პური და მისი ყველი...
ხო... არ დამავიწყდეს ბედნიერი გულები..... დამერწმუნეთ ეს ყველაზე გემრიელობებია და მარეწმუნეთ რამდენბიც არ უნდა მიიირთვათ არ აგსუყავთ...
მთელი ღამე გაათიეს და ახალ ჯვარდაწერილ წყვილს ლოცავდნენ...
თომა და ელე რომ დაგენახათ... ისეტი საყვარლები იყვნენ...ძალიან უბედურიც რომ ყოფილიყავით დამიჯერეთ, ზუსტად ერთი წამით მათთვის შეხედვაც კი საკმარისი იქნებოდა რომ ძალიან გაბედნიერებულიყავით.
ახლა უკვე ქმრის მხარზე ედო თავი ელეს და მის საყვარელ ადამიანებს უყურებდა... ნანაც აქ იყო და იცოდა რომ დედაც აქ იყო და ნუცაც...
თომა კი ახლა უფრო სათუთად ეპყრობოდა ცოლს... თითქოს ეშინოდა მის საყვარელ ქალს არაფერი სტკენოდა... ბუხარი გიზგიზებდა და მოგონებებმა კვამლივით მოიცვეს მთელი სახლი....
პატარა ნუცამ ვერ გაუძლო ამდენს და აბუზღუნდა...მაშინვე ხელი დასტაცა ელემ და საძინებელში გააქანა. გულზე მიიხუტა და იავნანა უმღერა... სამური მოსასმენი იყო მისი ხმა... ისეთ ლამაზი იყო ბავშვით ხელში...მართლაც რომ ანგელოზი იყო... და სწორედ ამ ანგელოზის ხელშ მშვიდად ჩაეძინა პატარა ანგელოზს...
ერთხანს უყურა მშვიდად მძინარე ნუცას შემდეგ კი საწოლზე ფრთხილად დააწვინა და საბანი მიაფარა... წელში გასწორდა და უმალ იგრზნო წელზე მოხვეული მხურვალე ხელები.
-ისეთი ლამაზი ხარ და ისე მიყვარხარ...-დაჩურჩულა თომამ.
-ჩემი ცხოვრები აზრი ხარ- დაიჩურჩულა ელემ და ზურგით აეკრა თამას.
-რა ლამაზია არა-თვალს ვერ სწყვეტდა პატარა ნუსაც თომა
-ძალიან-ელე
-ჩვენც გვეყოლება მასეთი პატარა ანგელოზები...დედიკოსავით ლამაზები უნდა იყვნენ-ყელშ აკოცა თომამ
ელეს უბრალოდ გაეღიმა და მაშინვე თვალწინ დაუდგა მისი გაბერილი მუცელი... მისი დათომას პატარა ანგელოზი...
გამთენიისას სახლის სახურავზე მჯდარ პლედ შემოხვეულ თომას და ელეს შენიშნავდით... გასუსულები ისხდნენ და აკვირდებოდნენ მზის ამოსვლას ღვის ხედით...
ათი მარტიც ისე მოვიდა როგორ სწრაფადაც გაირბინეს წინა წლებმა... ისევ სადა ქორწილი,მაგრამ ახლა უკვე ორი პატარძალი და ორი სიძე...
ორი ულამაზესი წყვილი.... ხო,მართლა ძალიან ლამაზები იყვნენ....
არც ახლა დავიწყებ იმას რომ ასეთი ქორწილი თბილისს არ ახსოვს, ესენი იყვენენ ზე წყვილები... უნიკალური საქორწინო კაბები... ბრილიანტებით მოკაზმული პატარძლები, ეს წორწილი ერთი თვე კი ნარა ვერთი წელი არ დაავიწყდება არავის, დარბაზში ტევა არ იყო და ასე შემდეგ. უბრალოდ მე გეტყვით სულ ორი სიტტყვით და მერე როგორც უწინ თქვენ გადაწყიტეთ რა როგორ იქნებოდა...
ქორწილი 400 კაცზე იყო და იმის შესახსენებლად რომ აბა სადა ქორწილი იყოვო და 400კაცი ესე სისადავეაო?! შეგახსენებთ რო ორი ქორწილი იყო ერთად...
აქ არ იყო ცეცხლოვანი ტანგოები, იმიტომ რომ არცერთმა წყვილმა არ იცოდა ასეთი ცეკვები... სმააგიეროდ კარგი ქაღთული, მთიულური და რაც მთავარია თომას მხარე არ დაგვავიწყდეს-რაჭული იცეკვეს...
იმღერეს და ბევრი იმხიარულეს...
ისევ არ დაშლილან... დაარღვიაეს წესები... მათთან ხომ არც არასდროს არსებობდა წესები...
არ დამსხდარან ცალკე მეფე პატარძლები.... ერთი დიდი მაგიდა იყო და მათთან ერთად ისხდნენ აი ის განუყრელები... ხომ ხვდებით არა... ვიცი, ზუსტად ვიცი. იქაც წლების შემდეგ ერთად იქნებიანნ!....
თაფლობის თვეშც ერთად წავიდნენ: თომა,ელე,ბექა,ანა,ნიკა ,ტასო და ნუცა.
(შეიძება იცინოთ ბევრმა ეს რაღა ქორწილიამო,მაგრამ იცოდეთ მე მყავს 4 დაქალი და აი ამდაგვარ რამეს ვგეგმავ... არ იფიქროთ რომ სულელობა გამოვა და სიტუტუცე... ეს უბრალო დამღააა სამუდამოდ ერთად ყოფნის!)
იცით რა ბედნიერები იყვნენ? მშურს... ხო ოღონდ თეთრი შურით...
საძმო დაუჯახდა... ისეთი საყვარლები იყვნენ... არ ვიცი კი თუ არიან ესეთები... თუ არიან კიდე ღერთმა ამრავლოს!...
**********
შესანიშNავია ყოველ დილით მის გვერდით გაღვიძება... მერე მისთვის საუზმის მომზადება და მისი ყურებით ტკბობა... არ მეგონა თუ მე, თავშსაფრის ერთი უბრალო გოგო ასეთ ბედნიერებას გამოვცდიდი, მაგრამ ბედნიერება ჯერ კიდევ წინაა!....
ჩვენი ცხოვრება არ |შეცვლილა....ისევ ყოველ დღე ერთსად ყოფნა... ისევ გიჟობა და ისევ ყოველი წამით ტკბობა...
**********
9 სექტემბვერს.... ბექას დაბადების დღე მათთან სახლში ავღნიNეთ... ჩემი ბიჭი 24ის გახდა... გამეზარდა ძმა.
ანა რაღაც მთელი დღე ცქმუტავდა და მიზეზს არ ამბობდა...
სუფრასთა ვისხედით როდესაც ანა ადგა და მთელი დღის განმავლობაში შეციების მიზეზით მოცმული ჟაკეტის ელვა გაიხსნა და მის მუცელზე მაისურზე მუცლად მყოფი ბავშვის ფოტო ამოვიცანით... ქვემოთ კი წარწერა...
"მა... სულ მალე გამოვიჩეკები"
ბექა უნდა გენახათ... ღმერთ ტიროდა... ანას წინჩაიმუხლა და ტიროდა, მუცელზე ედო თავი და ნაზად კოცნიდა მას.... ანა ფრთხილად ხვევდა საყვარელ მამაკაცს თავზე ხელბს და ისევე როგორც ყველა ბედნიერებისაგან ტიროდა...
მერ ეგაიბერა ჩემი რძალი... ყველა თავს ვევლებოდით.... ისე განვიცდიდით მე და ტასო თითქოს ჩენ ვყოფილიყავით ფეხმძიმედ... ნიკა და თომაც ასეთ დღეში იყვნენ.
მერე იყო ღამის 5 საათზე ბექას განწირული კივილი ტელეფონში... დაფეთებული წამოხტომა და თმააბურდული და პირველხეშიმოხვედრილი ტანსაცმლით საავადმყოფოში მისვლა...
ზუსტად 7 საათზე ექტანის ბიჭია და მერე ჩვენი წიოკი...
პატარა დემეტრე რომ გაჩნდა.....
*******************************
ღერთო ჩემო ისევ როგორ სწრაფად გადის დრო.....
დემე უკვე ერთი წლის იყო... ნუცა კი სამის ხდებოდა...
მე და თომას კი... საკმაოდ მძიმე თემაა ეს ჩენთვის... ისე მინდა შილი გვყავდეს... ყოველღამით თვალცრემლიანი ვიძინებ და უფალს ვთხოვ რომ შვილი გვეყოლოს... ამაზე არ ვლაპარაკობთ ხოლმე... არც თომა ამბობს რამეს, მაგრამ მე ხომ ვგრძნობ რომ უნდა მამა გახდეს... ნეტავ განახათ როგორ ეთამაშება დემეს და ნუცას... მათი შემყურე სულ ვტირი...
*********თომა
ძალიან მინდა რომ შვილი გვყავდეს,მაგრამ როგორც ჩანს უფალს არ უნდა ჯერ ეს... მაგრამ ვიცი რომ მალე ჩვენც გვეყოლე შვილი... მე ამის მჯერა...
ელეს სევდიანი თვალების ხედვა აღარ შემიძლია... მმგონია რომ ამაშ დამნაშაავე მე ვარ...
ყოველ ღამით მესმის როგორ ბუტბუტებს ელე და უფალს სთხოვს რომ პატარა ანგელოზი აჩუქოს...
********
საძინელეში შევიდა თომა და ცოლს გვერდით მიუწვა... ელემაც სწრაფად მოხვია ხელი და მის მკერდზე დადო თავი...
-თომა....-სიჩუმე დაარღვია ელემ
-ხო ჩემო პატარავ...-თომა
-რაღაც უუნდა გითხრა დათუ არ მოგეწონება მითხარი კარგი?-ელე
-მეც მინდა შენთვის რაღაცის თქმა...-თომა
-მართლა?რა უნდა მითხრა?-ახედა ელემ
-ჯერ შნ მითხარი და მეც გეტყვი-თომა და თავზე აკოცა...
-თომა... ვიცი როგორ გინდა შვილი დამეც ძალიან მინდა, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ეს არ ხდება, ამიტომ ვიფიქრე თუ წინააღმდეგი არ იქნები ეგებ ბავშვი აგვეყვანა?იცი რამდენი ბავშვია,რომლებსაც მშობლები არ ყავს? ჩვენ კი შვილი გვინდა და ეგ აგვეყვანა და მერე ჩვენი შვილებიც გვეყოლება...-ახედა ცრემლიანი თვალებით...
-პატარა ერთ თვის ბიწუნა ელოდება შენს დედობას-უჩურჩულა თომამ
-რა?-მაშინვე წამოხტა ელე
-იმედია არ გაბრაზდები. მეც მაგაზე ვფიქრობდი მერე კი გავიკითხხე და იქ სადა ცშენ იყავი,იმ თავშესაფარში პატარა ერთი თის ბიჭუნაა და როცა მოგინდებ შგვიძლია წამოვიყვანოთ...-თომა
-ვაიმე თომა მიყვარხარ... ყველაზე კარგი ხარ-მაშინვ აკოცა ელემ და მაგრად მოხვია ხელები...
ორ დღეში ბავშვებთან ერთად ყველაფერი მოაწყეს.. სულ საკუარი ხელებით შეღებეს კედლები... თომამ მოუხატა თავის პატარა ბიჭუნას კედლებიი....მერე ეელე და თომა წავიდნენ და პატარასათვის საწოლი,კარადა და აი საერთოდ ყველა აქსესური იყიდეს, მერე ტანსაცმელიც შეურჩიეს პატარას....
საღამოს ელემ ყველაფერი საგულდაგულოდ დაკეცა და კარადაში სულაგა თავის პატარას...
-ხვალ ჩვენი შვილი უკვე აქ იქნება-მოეხვია თომა
-ისეთი ბედნიერი ვარ-აკოცა ელემ
-მეც ჩემო პატარავ-თომა
მეორე დღეს დილით წავიდნენ თავშსაფარში.... ელემ პატარა როგორც კი დაინახა მაშინვე შეუყვარდა...
შავი მუქი თმა გქონდა თოამსავით და ძალიან მწვანე დიდი თალები... ისეთ საყვარელი იყო... როგორც კი გულში ჩაიკრა ელემ მაშნვე მიხვდა რომ ეს პატარა მისი,მისი დათომას შვილი იყო...
პაარას ჯერ სახელიც არ ჰქონდა ამიტომ მას იოანე დაარქვეს...
ყველა სახლშ ელოდებოდა წყვილს და აი გაიღო კარი და სახლში იოანეთი ხელდამშვენებული წყვილი შემოვიდა... იმ წამიდანვე შეუყვარდა ყველას...
არავის არ ახსოვდა რომ იოანე აყვანილი იყო.არა! ეს ასე არ იყო.... იოანე თომას და ელეს შვილი იყო...
მერე გადიოდა დღეები. იო სწრაფად იზრდებოდა... ძალიან ლამაზი ბავშვი იყო...
თომა ისეთი ბედნიერი იყო.. მაღტლა ღვიძლი შვილივით უყვარდა იო გეფიცებით...
იოსთან ერთად განიცადეს წყვილმა მისი ტკივილები პირველი კბილის ამოსვლისას...
იოს თუ არ ეძინა არც თმას ეძინა... ისე უყვარდა საფენებსსაც კი უცვლიდა..
ყუველ დილით ელესა და თომას შუა მწოლიარე იო. მის მუცელზე ელეს და თმას ახლანჯული ხლები და მათზე მოთამაშ იო...
მერე პირველი ფეხის ადგმა...
პირველი დედა... მამა...
სამსახურიდან მოსული მამის ფეხებზე შემოხვეული იო და სამზარეულოს კარში მგარი მოცინარი ელე...
სამეგობრე უბედნიერესი იყო... სამი ანგელოზიყავდატ მათ... დემე და ნუცა იოზე დიდებივით ზრუნავდნენ,,,,
იცით რა მედნიერება იყო ამ წრეში?!...
უბრალო სიტყვებიც კი არ მწოფნის და მაპატიეთ ამისათვის.
ნანაც ისეთი ბედნიერი იყო.... სამიშილისშვილის პატრონი იყო უკვე...
ხშირად ადიოდა ელე დედის საფლავზე... იომაც იცოდა რომ იქ ბებო იყო...
ორი წლის იყო იო,... მამამ ჩასაჯდომი მანქანა რომ აჩუქა... მთელი დღე მამა მაამას გაიძახოდა...
იო დააძნა და საძნებელში დაბრუნდა ელე... ქმარს გვერდით მიუწვა და მოეხვია
-თომა?-ელე
-ჰო...-თომა
-ბედნიერი ხარ?-ელე
-მე მყავს საუკეთესო მეგობრები... არაჩვეულებრივი ცოლი და შვილი....ყოველი დილა მათთან ერთად იწყება და მთავრდება.... ყოველთვის მათზე ფიქრში ვარ და სულ მათთან ყოფნა მინდა... სამსახურში ყოფნნისას მასხენდება იოს წინა დღეს მომხდარი თაგადასავალი და გიჟივით ვიცინი და ახლა რას ფიქრობ არ ვარ ბედნიერი?-თომა
-როგორ ფიქრობ კარგი იქნებოდა პატარა გოგონაც რომ გვყოლოდა?! წარმოიდგნიე პატარა კიკინებიანი... ნაზი და ლამაზი,,, ვარდიფერ კაბებ|ში...მამიკოს გოგო რო იქნებოდა...-ელე
-კი...ძალიან კარგი იქნებოდა,მაგრამ... მმოიცა რა ხდება?-თავვი წამოყო თომამ
-ფეხმძიმედ ვარ...-ელე
მთელი ღამე მუცელს უკოცნიდა თომა. დილით პატარა იო რომ სემოიყავან ოთახში და მძინარე დედიკოს მიუწვინა გვერდით, შვილს მიმართა-მა.... მისმინე აი აქ დედიკოს მუცელში შენი პატარა დაიკოა... ეხლა დედიკოს გაებერება მუცელი და შიგნით შენი დაიკო იჯდება მერე გასკდება დედიკოს მუცელი და გამოიჩეკება შენი დაიკო...-ჩუმად უჩურჩულა შვილს თომამ.
-მა.., ნუცას ნაირი პანწიკელა დაიკო მეკოლება?-გაიკრიჭა იო
-ჰო მა... ხო გინდა?-შეხედა თომამ იოს
-ჰო... მა...-ყელზე შემოეხვია მამას იო
************
ბავშვები გადაირივნენ ელეს ფეხმშიმობის ამბები რომ გაიგეს...
ზამთარში მოჰქონდათ ნიკას და ბექა მისვის მარწყვი, ალუჩა, ყურძენი, შინდი...
იმო და თომა უფრო სახლის საქმეებში იყვნენ... გაბერილ ელეს არაფერს აკეთებინებდნენ,,,,
ისეთი საყვარლებბი იყვნენ,,,
ელეს ბიჭბმა მერე მეორე ოთახი გაარემონტეს ვარდისფერ ფერებში... ელე ისეთი გაბერილი იყო თვითონ ვერ შეძლო საყიდვლებზე წასვლა და ანა და ტასო გაუშვა.. მთლელი ოთახი მოაწყესდა ახლა მხოლოდ ამ ანცი ქალბატონის გაჩენას ელოდნენ...
ელე უკვე მეხრე თვეშ იყო... და აი თომამ ბოლო ფოტოც გადაუღო ფეხმძიმე ცოლს... მეორე დღეს თველბახვეული შეიყვანა იომ დედიკო საძინებელში... თომამ სახვევი მოხსნა და ელე გაქვავდა...
პატარას ოთახში ერთ მთლიან კედელზე ელეს ფოტოები იყო...
პირველი თვიდან მეორე თვემდე... ისეთი ლამაზი სანახაობა იყო.... ელეს მაშინვე ცრემლები წამოსცვივდა... კედლის მოლოშ კიდევ იყო ადგილი დარჩენილი სადაც უკვე დედის მკლავებში მყოფი პატარას ფოტო უნდა განთავსებულიყო.
-დე დედიკო-ხელზე დაქაჩა იომ დედა,
-ხო დედიკო-მაშინვე მოფერა თავზე სვილს...
-მამამ მითხრა რომ ამ კედელზე-თითით მიანიშNა მეროე კედელზე-შენი და შენი დაიკოს ფოტო უნდა გავაკეთოოო-გაიკრიჭა იო
-ვაუ დე რა მაგარიააა-მოეხვია პატარას ელე
იმ ღამით თითქოს იგრძნო პატარამ რომ ძალიან ელოდებოდნენ მისი მშობლები და გამოსვლა გადაწყვიტა...
14 თებერვალს, სიყვარულის დღეს გაჩნდა პატარა ტაისია....
იცით რა საყვარლები იყვნენ... თვალ ცრემლიანი უყურებდა თემო თუ როგორ წოვდა პატარა ტიაისია ძუძუს...
ისეთი საყვარელი იყო....
დედიკოს თვალები და თა ქონდა, მამს ცხვირი... ხასიეთებიც კი მაის ქონდა...
იო გაგიჟებული იყო... ისე უხაროდა პატარა დაიკო...
მთელი დღე მას ეთამაშებოდა და უვლიდა...
თემო და ელე უბედნიერესები იყვნენ ახლა უკვე ორი ანგელოზი ჰყავდათ იო და ტაი....
ისეთი საყვარლები იყვნენ....~
ღმეთო მე უბრალო არ შემიძლია ამის აღწერა... მართლა არ შემიძია...
იცით?! წლები გავიდა და თანაც ძალიან ბევრი...
ნანაც წავიდა ნუცასთან... მაგრამ ბედნიერი, მაღტლა ძალიან ბედნიერი...
მათი დიდი ოჯახი კი კვლავ ერთად იყო....
ნუცა,დემე,იო და ტაისია ახალი სამეგობრო გახდა და თანაც როგორი...
მათი ამბავიც აი იქ...მაღლა ზეცაშია დაწერილი...
იცთ როგორ უფრთხილდებიან ერთმანეთს?! ძალიან საყვარლები აირნა, მათ ბედნიერებასა და მეგობრობასაც ვერ დაანგრევს ვერც წლები და საერთოდ ვერც ვერაფერი...
მერე კიდე მრავალი წელი.. სიყვარული ქორწინება...შვლები და მერე ისევ ერთად ასვლა სასაფფლაოზე....
გახსოვთ რომ გითხარით ერთად იქნებიან იქაც თქო? იმ ცივ მიწაში... მათი სულები რომ ათბობს... იქაც ერთად არიან... მიწაშიც ერთად ჩაწვნენ ღრმა სიბერეში...
ახლა?! ახლა მათი შვილები და შვილიშვლები ცოცხლობენ.... ისინიც სამუდამოც ცოცხლები არიან მათ გულებსა და სულებში...
ისინი თვიანთ შვილებს უყვებიანთუ რა ძიერი მეობრობა და საყვიარული ახავშირებდატ მათ ბებიებსა და ბაბუებს...
ახლა ციდან მათ უფრო მეტი ანგელოზი პატრონობს და მათთვის მხოლოდ ბენდირერებაა განკუთვნილი...
***************************888
ჩემო ძვირფასებო ვიცი რომ “inked”-ის მომდევნო თავს ელოდებით,მაგრამ სამწუხაროდ საშინლად გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ვახერხებ. როგორც კი შევძლებ დავწერ და დავდებ თანაც ვეცდები ასე თუ ისე დიდი ზომის გამომივიდეს. ეს კი ჩემი ერთ-ერთი ისტორიაა რომელიც ადრე თავებად მედო და გადავწყვიტე ახლა სრულად დავდო. იმედია მათ ვისაც წაკითხული გაქვთ კარგად გაგახსენდებათ,ხოლო ვისაც არ გაქვთ წაკითხული მოგეწონებათ.მადლობა და მიყვარხართ, მუდამ თქვენი ელი.



№1  offline წევრი nukiiiiii

როგორ მიყვარს ელეეეე:* აუ შენი ყველა ისტორია მიყვარსს მარაა აი ეს რო მიყვარს და ვარდისფერ პერანგიანიი ტყუილიაა:დდდ აიი მეკეტებაა აუუ ელლ "ჩემი ვარდისფერ პერანგიანიც"ახლიდან დადეე რაა :D კიდე უნდა ჩავიკითხო ჩემიი სიხარული გოგოოოო აიი მაგრად მიყვარხარ და გაფასებბბ პირველ რიგში როგორც უდიდეს მწერალს და მეოერე უმაგრეს ადამიანსს....გელიი ელლუ :*

 


№2  offline წევრი eni

ვაიმეე ჩემი ტკბილიი ისტორიაა როგორ გამახარეე ეს რომ დადევი ეგრევე ყველაფერი გამახსენდა რაც მოხდა არვიცი რაა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და თბილი ისტორიაა როგორ მახსოვს. თავებად რომ დებდი ისე ვიყავი შეყვარებული ამ ისტორიაზე რომ ვერ ვშორდებოდი მაგარი გოგო ხარ ელეე შენ იმისთვის რომ ძველი დრო გამახსენე აუცილებლად გადავიკითხავ თავიდან <3 <3 <3

 


№3 სტუმარი nino k.b.

ძალიაბ ძალიან მაგარი იყო აი მე რომ მიყვარს ზუსტად ისეთი.

 


№4  offline წევრი Likako

ძალიან მომეწონა ელი და ველოდები (inked)ს გთხოვ მალე დადე

 


№5 სტუმარი ana macharashvili

wow <3 dzaann magari iyo <3 kide dade esetebi :*

 


№6 სტუმარი nini

კაი იყო.:)) blush relaxed

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent