ჩემი პრინცესა დაგარქვი (თავი 3)
ძაალიაანნ დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რომ შუადღეს ვერ დავდე...:((( იმედია მაპატიებთ, ვეცადე დიდი თავი გამომსვლოდა, მაგრამ დრო არ მქონდა უფრო დიდი დამეწერაა..ამისთვისაც დიდ ბოდიშს გიხდით, იმედია მაპატიებთ... <3 -დავიღუპეთ -რა ხდება?-წარბი მაღლა აზიდა ეკატერინემ -დედა, იცი ჩვენ.. -გაჩუმდით!-გააჩერა მოლუღლუღე საბა-ამხელა ბიჭები ხართ, ეს თქვენი აზრით ნორმალურია? ახლა გინდათ დაგსაჯოთ?-მკაცრად განაგრძნობდა საუბარს, ბიჭებმა თავი დახარეს, გოგონებს გახედა ქალმა, თითი ტუჩებთან მიიტანა და თვალი ჩაუკრა ,,ჩუმად იყავითო" -არა რა დე-ლუკამ დაიწყო საუბარი -არაფრის მოსმენა არ მინდა, 1 კვირა ბავშვები თქვენთვის უნდა ჩამებარებინა, იქეთ ხართ ჩასაბარებლები, დამიჩაგრეთ გოგოები, ამიტომ უნდა დაისაჯოთ, არ გააკეთებთ და გოგოები მაშინვე ყველაფერს მაცნობებენ-მკაცრად თქვა -აუ, გთხოვ რა ეკატერინე, ბავშვები ვართ? -არა, კაცები ხართ და ბავშვურად რომ იქცევით მიტო გსჯით, გოგონებს ორივესთან თითო-თითო სურვილი ექნება, როცა ჩვენ წავალთ რასაც უნდათ იმას შეგასრულებიებენ -ოღონდ ეგ არა და რასაც მთხოვ ყველაფერს ვიზავ-ყელზე მიიდო ხელები და დედას საცოდავად გახედა -იეეეს-გაუხარდათ გოგოებს-ცეკვა დაიწყეს, ეკატერინეს გაეცინა და ოთახიდან გავიდა -თქვენ გიჩვენებთ სეირს-საბამ მკაცრად გამოგვხედა ორივეს -ჰო აბა რა ძამიკო-ენა გამოუყო ლილემ ბიჭს -დავრჩებით ჩვენ ხვალ მარტო სახლში-გამაფრთხილებლად დაუქნია ლუკამ ხელი ორივეს და ოთახიდან გავიდა -აუჰ, შემეშინდა-გაიცინა მარიამმა -ნახავ აგერ, სჯობს ახლა იცინო -სჯობს შენ იცინო, თორე ისეთ რაღაცას გეტყვი ამ შუა ზამთარში ნახავ-წარბები აათამაშა მარიამმა * * * -აუ რა მაგარია პროსტა, დედაჩემი ჯიგარია-კმაყოფილი გადაწვა ლილე საწოლზე -ჰო-გაეცინა მარიამს -ჩემთან დაწექი -ჰო აბა სად მიშვებ? -ჩემს ძმებთან, საბას უკვე უყვარს ერთი გოგო, ამიტო ლუკასთან გაგიშვებ -საბას ვინ უყვარს? -არ ვიცი, დღეს სკოლასთან დავინახე, უნდა გავარკვიო ხვალ ვინ უყვარს -დაგეხმარები-გაიცინა მარიამმა -მოკლედ, ხვალ გაკვეთილების გამოსვლისას ლუკა უნდა გააჩერო, რომ მე საბას ჩავუსაფრდე, სადმე გაიყვანე, უთხარი ლილე მოვა ცოტახანშითქო ან რამე და გააჩერე, გავარკვევ და მაშინვე მოგწერ -კაიც-ნაძალადევად გაუღიმა დაქალს, არ მოწონდა ლუკასთან გაჩერების აზრი, მაგრამ ჰო უნდა გაეგოთ? ამიტომ უნდა მოეთმინა ცოტახანს * * * 10 წუთი იყო დარჩენილი გაკვეთილის გამოსვლამდე, ლილემ ხელით მარიამს რაღაც ანიშნა, მანაც თვალი ჩაუკრა, დაირეკა თუ არა ზარი სწრაფად გავარდა ლილე კლასიდან, მარიამმა ჩანთა აიღო და ჰოლში დაიწყო ყურება, ლუკას ეძებდა, გამოჩნდა ფრონტზე ლუკა და მისი ძმაკაცები, მარიამს სმს მოუვიდა ლილესგან ,,sabas ukan unda gavyve, waiyvane luka saxlshi" ახლა რა ჯანდაბა ვქნა? ფიქრობდა გულში -მარიამ, ესენი ჩემი ძმაკაცები არიან, ბექა, ირაკლი და სანდრო -სასიამოვნოა-გაუღიმა ბიჭებს -ლილე სადა?-იკითხა ბექამ -ნინისთან ერთადაა-ნერვიულად მიუგო მარიამმა-სადღაც გაყვა და პირდაპირ სახლში მოვლენ, წავიდეთ ჰო ლუკა? -ჰო წავიდეთ, ბიჭებიც წამოვლენ -კარგი, წავიდნენ ჩვენები? -კი, დილით წავიდნენო საბამ მითხრა -გასაგებია სუყველა bmw-ში ჩაჯდა, ლუკამ ბიჭები უკანოო და ჩატენა ახმახები ერთად, მარიამი კი წინ დააჯინა.. სახლში მისულები არ იყვნენ ლუკამ რომ დაიწყო წუწუნი მშია, მშიაო -თუ მოკეტავ კარგს იზავ-თხლიშა ირაკლიმ ლუკას -მეც მომშივდა-ამოიკრუსუნა სანდრომ და ბექამ -მარიამ რამის გაკეთება არ იცი? გაგვიმზადე საჭმელი რა -კი ვიცი, გაგიკეთებთ ჰო, დაიცადე გამოვიცვალო-გაიცინა გოგომ და მეორე სართულზე ავიდა * * * ლუკას თვალით: -დედა ეს რა რძალუკა გვეყოლება-გაიცინა ბექამ -მოკეტე-ერთი გემრიელად უთავაზა ლუკამ -როგორ დაიჯინა წინ-გამოვიდა სიტყვით ასპარეზზე სანდრო -აბა, მარიამი როგორ გაწითლდა შეხედეთ?-ჩაება ირაკლი საუბარში -შე*ემა თქვენ უფრო ჭორიკნები ხართ, ვიდრე ქალები, დედა ვის გადავეყარე ამ *ირებს-ხელები აღაპყრო ცაში ლუკამ.. დავინახე კიბეებზე მომავალი მარიამი და ყველას მოვაკეტიე, მაგრამ რად გინდა, მგონი სიტყვა მოკეტე ბექასთვის არ არსებობს -რძალუკ რას გვიკეთებ? -რძალუკ?-გაეცინა მარიამს-რა პროდუქტებია გააჩნია-მაცივარში შეიხედა, სალათა გამოიღო, კარტოფილი დაჭრა და მისი მომზადება დაიწყო, ჩვენ მისაღებიდან ვაკვირდებოდით, ვხედავდი როგორ ფუსფუსობდა ,,ჩემი პრინცესა" და მიხაროდა, ასე იფუსფუსებს მუდამ ჩემს სამზარეულოში-გამეღიმა და ნელა წამოვდექი -ამას შეხედეთ-ფხუკუნი დაიწყო ირაკლიმ -მოკეტე-დავუბღვირე და სამზარეულოსკენ დავიძარი * * * -ჰმმ, კარგი სურნელი ტრიალებს-მომესმა ხმა ზურგს უკან, დავინახე როგორ იდგა კარებში ლუკა და მაკვორდებოდა, მაგიდას ვაწყობდი, როცა თეფშები გამომართვა და თავად დაიწყო სუფრის გაწყობა, გამეღიმა, ეჰჰ ნეტა ასე იყოს მუდამ, რა მაგარი ქმარი იქნები წარმომიდგენია, ვფიქრობდი და ჩემს სისულელე ფიქრებზე ხმამაღლა გამეცინა, ლუკას გაუკვირდა არაფერითქო ვუთხარი და ჩანგლების დალაგება გავაგრძელე -მზადაა-გავძახე ბიჭებს, ისინიც წამში გაჩნდნენ სამზარეულოში და სუფრას შემოუჯდნენ, ტელეფონზე სმს მომივიდა, დავხედე ლილე იყო, სამზარეულოდამ გასვლას ვაპირებდი, როცა ბექამ მითხრა -რძალუკ შენც შემოგვიერთდი -კი ახლავე მოვალ-გავუღიმე და მისაღებში გავედი, ტელეფონი ჩავრთე და სმს წავიკითხე ,,gaapren roca gaigeb" ,,ra xdebaa??" ,,shokshi var amas ar movelodi" ,,gamagebine gogo" ,,gavige vincaa" ,,vin? Vin uyvars!? Gamagebine lile" ,,gamige karebi da mogiyvebi" შემოსასვლელის კარები გავაღე დავინახე როგორ მოდიოდა, არა უფრო მორბოდა გზაზე ლილე -ჩქარა ოთახში-მტაცა ხელი და კიბეებზე მიმარბენიებდა როცა ლუკას ხმამ გაგვაჩერა -სად ბრძანდებოდი? -ჰო გითხარი ნინისთან იყოთქო-სპეციალურად ვთქვი ლილეს გასაგონად -ჰო, ნინის გავყევი შოპინგზე -მარიამი რატო არ წამოვიდა? -ჰო რატო არ წამოდი?-დამიქაჩა თვალები ლილემ -რომ მდომოდა წავიდოდი, წამოდი ახლა ზემოთ მომიყევი რა შეარჩია-მოვკიდე ხელი და ოთახში შევიყვანე, კარები გადავკეტე და სმენად ვიქეცი -ვაიჰ, გაგიჟდები, ესეიგი-ძლივს სუნთქავდა ლილე -თქვი გოგო და გადი მერე -ნინაკა -რა ნინაკა? -ნინაკა უყვარს -რა?-ყბა ჩამომივარდა-არ არსებობს!!! თქვი რომ მეღადავები -არ გეღადავები, რომ დავინახე შოკში ჩავვარდი, ეს რა დაინახა ჩემმა თვალებმა -გავაფრენ, ეგ სწერვა რამ მოაწონა?? -დღეს უნდა გამოვტეხოთ -უეჭველი -ლუკა ბიჭებთან რომ წავა დავიჯინოთ და ვათქმევინოთ -ლუკა რომ არ წავიდეს?-შევიშმუშნე -მაინც ვათქმევინებ რადაც არ უნდა დამიჯდეს-მუჭი შეკრა ლილემ და ოთახიდან გავიდა. -ოჰ, ჩემი გულდათუთქული ძმა მოვიდა-კარებში მიეგება ლილე, საბა გაშტერებული უყურებდა დას -რა ხდება ლილე?-იკითხა საბამ -არაფერი, მომენატრე, დღეს შენი მანქანა შევნიშნე სკოლასთან -რა..რა..სად?-დაიბნა საბა -ჰო, სკოლასთან იყო-დავემოწმე მეც -სკოლასთან თუ იყავი ვერ თქვი შე*ემა?-ლუკამ გამოყო თავი ოთახიდან -მე..ისა..ჰო..იქ მყავდა მანქანა, ძმაკაცს ვათხოვე და -მე შენ დაგინახე-ლილემ თვალები ააფახულა -რა..სად დამინახე? -ვიღაცას ელოდებოდი ყვავილებით, ლურჯი ვარდები ჩემთვის არ გიჩუქნია და ვის აჩუქე? მაინტერესებს ძალიან ვინაა ჩემი რძალი -შენი რძალი? აუ, შენი კლასელია -რა?-დაიღრიალა ლუკამ -რა გაღრიალებს შე*ემა-საბამ დაუბრიალა თვალები -ამათ კლასში ამათი სადაქალოა მარტო ლამაზი და ვინ ნახე ძმობას გაფიცებ -არის კიდევ ერთი -ვინ?-გაიკვირვა ლუკამ -ჰო ვინ?-წარბი ავწიე მაღლა -ნინაკა-გაებადრა სახე საბას -რა?-დაიღრიალა ლუკამ -რა გაღრიალებს შე*ემა? -ეგ რამ მოგაწონა ბიჭო, შ*გ გაქ? -მიყვარს -რა?-დაიღრიალა ლუკამ -ე ბიჭო გაჩერდი შევწუხდი-ამომივიდა ყელში და დავუყვირე -შეხედე რავარი გაგაჩუმა-არტისტულად თქვა საბამ -შენ ნუ არიდებ თავს-თითი დაუქნია ლილემ -აუჰ, კაით რა-თავზე გადაისვა ხელი საბამ -იცის ვისი ძმა ხარ და ვის წრეში ხარ? იმასაც მოწონხარ? -აუჰ, არა არ იცის, კი ერთად ვართ - მაგას ოჯახში არ შემოვუშვებ, იცი ვაბშე როგორი ურთიერთობა გვაქ? იცი მარიამს რეებს უკეთებდა?-დაუყვირა ლილემ საბას -რას უკეთებდა?-გაბრაზდა ლუკა -ამწარებდა, კლასში არცხვენდა, საშინელ სიტყვებს ეძახდა-ლილე არ ჩერდებოდა, მარიამს ცრემლები მოადგა, ატირდა -ლილე გაჩერდი!-დაუყვირა და ატირებული ოთახში გაიქცა, კარები გადაკეტა და ტირილი მორთო -ბრავო ლილე-ტაში დაუკრა ლუკამ დას და კიბეებზე სწრაფად ავიდა -ზედმეტი მომივიდა-თავი დახარა ლილემ-არ დავინახო იცოდე ეგ გოგო საბა! მეზიზღება! ვერ ავიტან ისეთს ოჯახში ვინც ჩემიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს!-მკაცრად მიუგო ძმას და აბაზანაში შევარდა. * * * -მარიამ-ფრთხილად მიუკაკუნა ლუკამ კარებზე -გადი!-დაუყვირა გოგონამ -უბრალოდ გამიღე, გთხოვ!-თბილი და მშვიდი ხმა ჰქონდა ლუკას, მარიამმა ცრემლები მოიწმინდა, კარები გააღო და საწოლზე ისევ გადაწვა -დამშვიდდი რა-საწოლს მიუახლოვდა ბიჭი, თავზე ხელი გადაუსვა გოგონას, მარიამს ტირილი აუბარდა, ლუკა გაგიჟდა, გადაირია, საწოლზე ჩამოჯდა და გოგონას კაფანდარა სხეული გულში ჩაიკრა -არავის მივცემ უფლებას აგატიროს და გული გატკინოს, ყველა მიიღებს თავისას, ჩუ პატარავ, ჩუ-ჩემო უნდა ეთქვა, მაგრამ თავი ძლივს შეიკავა-პრინცესა, ნუ ტირი-მონოტონუდად ეფერებოდა თავზე, გოგონა გაირინდა მის მკლავებში და დაწყნარდა.. როცა ლუკას სუნამოს სურნელი ვიგრძენი როგორ არ დავმშვიდდებოდი? მის მკლავებში ვიყავი, ის იყო ახლა ჩემთან და მეხუტებოდა, ამას ალბათ ვერც სიზმარში ვნახავდი, იმდენად მიუწვდომელი მეგონა ლუკა, მაგრამ აი! ვერც ვიჯერებ, რომ ახლა ის ჩემთანაა, ამ ფიქრებში ვიყავი, როცა ვიგრძენი როგორ მომეკიდა ძილი და მეც მორფეოსის სამყაროში გადავეშვი.. * * * ლუკას თვალით: განა ახლა მე მივატოვებდი მას? განა ახლა შევწყვეტდი მის ჩახუტებას? მაშინ როცა მეკვროდა და მოშორებას არ ლამობდა. გატრუნულს ეძინა ჩემს მკლავებში, თავი ჩემს გულზე ედო და ფრთხილად სუნთქავდა..ოჰჰ როგორ მიყვარს ეს პატარა არსება..მიყვარს? კი მიყვარს!! არა!! კი არ მიყვარს ვგიჟდები!! სიცოცხლეს მირჩევნია!! ჩემი პრინცესაა!!! ჩემი პატარა, ფრთხილი ანგელოზი, რომელსაც დაცვა ესაჭიროება..! ჩემო ტკბილებო იმედია ისიამოვნეთ ამ პატარა თავით, ყველანი უზომოდ მიყვარხართ <33 ველოდები თქვენს კომენტარებს, თქვენი აზრი ამ მოთხრობაზე ძალიან მნიშვნელოვანია <3 დიდი მადლობა, თქვენ ჩემო საყვარლებო, რომ აქტიურობთ და ცოტა დროს უთმობთ ჩემს მოთხრობას <33 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.