210 (სრულად)
*** -ნუც რამე მოთხრობა გააძრე რა. *** დავულინკე მოთხრობა,მოეწონა. მერე ხშირად მწერდა,სულ ერთი და იგივე მიზეზით. რამე დამილინკე,რამე გამიძრე. უყვარდა კითხვა. ის უყვარდა, რაც მე მიყვარდა. მერე მეც ხშირად ვწერდი,მეც შევეჩვიე. მერე დავწერე "სანდრიკა", წავაკითხე და გაგიჟდა, ერთადერთი გოგო ხარ რომლის მოთხრობებზეც მაჟრიალებსო,მითხრა. გამიხარდა,გულწრფელად გამიხარდა. მაშინ სხვა მიზანი არ მამოძრავებდა. მართლა არაფერზე ვფიქრობდი,უბრალოდ ისე ვუყურებდი, როგორც ახლო მეგობარს და ისე, როგორც მის ნებისმიერ ძმაკაცს. "სანდრიკა" რომ წავაკითხე, მაშინ მითხრა, ჩემი ოცნებაა, ჩემი გოგო წერდესო. მაშინ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია ამისთვის. მერე, თბილისი კლავს დავწერე და ამ მოთხრობით საერთოდ გადამიყვანია ბიჭი ჭკუიდან. სანამ ბოლომდე არ დავამთავრე, ცოცხალი თავით არ წაიკითხა. ბოლო სიტყვა დავწერე თუ არა, მაშინვე თორნიკეს დავუკოპირე. გაგიჟდა,გიჟი ხარო მითხრა,არანორმალური ხარო. მერე ტეტე შემარქვა. რაღაცაზე ვიყავი განერვიულებული და უაზროდ ვილანძღებოდი,მაშინ მითხრა ჩემი დატენილი მაუზერი ხარო. იმის მერე შემრჩა ტეტე. მერე დავვახლოვდით,ზედმეტადაც კი,უკვე ვგრძნობდი, რომ მის გარეშე სუნთქვაც კი მიჭირდა. მანამდე, სკოლაში კვირაში ერთი დღე თუ მოდიოდა,ტეტეს ხათრით უკვე ყოველდღე დადიოდა. ტეტეს ხათრით კი არა ტეტე ენატრებოდა და იმიტომ. ვეღარ ძლებდა უჩემოდ და მეც მიჭირდა უიმისოდ. ნარკოტიკივით მექცა ორ კვირაში. სასწაული დამმართა.ის შეძლო, რაც ვერავინ ვერ შეძლო. არც მე მიქნია ნაკლები,გავაგიჟე. მალე უკვე ყველამ იცოდა, რომ თორნიკე გეგეშიძე ტეტეზე გიჟდებოდა! ოღონდ, მარტო თორნიკესთვის ვარ ტეტე. მითხრა, სამუდამოდ მინდა ჩემი გოგო იყოო და მითხრა დღითიდღე უფრო მიმძაფრდება ყველაფერიო. მერე მითხრა, ერთადერთი ხარ ვისთანაც ასე კარგად ვგრძნობ თავსო,ყველა შენი საქციელი მაბედნიერებსო. მანამდე ბევრი იმედგაცრუება იყო,მანამდე ბევრი ტკივილი იყო. ყველაფერი დავივიწყეთ. *** დილით გავიღვიძე და შეტყობინება დამხვდა მობილურზე: -შენ იქნები ან ჩემი ცოლი, ან ჩემი შვილების დედა და ან დედაჩემის რძალი. იმ საღამოს სახლთან მომაკითხა,მთელი დღე მითანხმდებოდა ხო მნახავო,დავპირდი გნახავთქო. მერე ისე მოხდა, რომ გასვლას ვერ ვახერხებდი და გიჟს ვგავდი,უაზროდ მენატრებოდა. მერე ისევ რუსას ინტუიციამ გაჭრა: -დე, რა გჭირს? -თავი მტკივა -გადი გარეთ,არ გინდა? -გვიანი როა? -მერე რა,გადი. -მიყვარხარ დე! თორნიკეს დავურეკე,დაგირეკავ რო მოვალო მითხრა. ზუსტად შვიდ წუთში დამირეკა,მალე ჩამოდი გთხოვო. ჩავედი კი არა, ჩავფრინდი და ჩავეხუტე კი არა,კინაღამ გავგუდე. პარკში ვისხედით და ვლაპარაკობდით. ვგრძნობდი, რომ მავსებდა და ის ნაწილი იყო, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მაკლდა. *** -გახსოვს როგორ გაგიცანი? -კი,მოთხრობა გამიძრეო მომწერე და თბილისელები დაგილინკე. -ჰო და მერე სულ რო მწერდი ხოლმე ნერვები მეშლებოდა,ამას რა მოიშორებსო ვფიქრობდი. -ა,ანუ არ გინდოდა, რო მომეწერა ხო?! -ხო არ მინდოდა. -ხო და ახლა რო მოგინდა, ვნახოთ ვინ მოგწერს. ორივეს გაგვეცინა. -მერე გახსოვს, "სანდრიკა" რომ წამაკითხე? -კი მახსოვს.. -რა გითხარი გახსოვს? -ჩემი ოცნებაა ჩემი გოგო წერდესო. -აი,მაშინ მივხვდი, რო მაგარი დარხეული მქონდა. *** თავი ჩემ მუხლებზე ედო,სახეზე ვეფერებოდი,თვალებში მიყურებდა და იღიმოდა. ვგრძნობდი, რომ ბედნიერი იყო,მეც ვბედნიერდებოდი. -ნუც.. -ჰო. -სამი შვილი მინდა. არაფერი მიპასუხია,გავუღიმე. -ჰო, მართლა. პირველს ნიკუშა უნდა დავარქვა. მეორეს კაკი, არ მოგწონს კაკი?! ხო კარგი სახელია? -კი,მომწონს. ისევ ღიმილი. -აუ, მესამე?! გოგო მინდა, პროსტა სახელი არ ვიცი. -მაგას ტეტე მოიფიქრებს. ბედნიერმა ამომხედა. -რა თქვი?! -ხო, რა იყო?! მაგას მე მოვიფიქრებ. -ანუ დილით მოწერილზე თანახმა ხარ. თავი დავუქნიე და გავუღიმე. ჩამეხუტა და ვირძენი, რომ ორივე ბედნიერებისგან ძალიან მალე გავსკდებოდით. სახლამდე მიმაცილა,ჩამეხუტა და მითხრა, იცოდე ორი დღისთვის არ მჭირდებიო.მერე მითხრა, რომ ახვალ მომწერეო,მე კიბეს ავუყევი,გეგეშიძე წავიდა. სახლში შევედი თუ არა, მივწერე ავედითქო, შენნაირად ჯერ არავინ ჩამხუტებიაო მომწერა.მერე მითხრა იცოდე, რომ თორნიკეს გულში ყველაზე დიდი ადგილი დაიკავეო, და მერე მითხრა, დარწმუნებული ვარ მამაჩემს ფანატიკურად ეყვარებიო. შენზე კარგად თავს ვერავისთან ვგრძნობო და ჩემი სიამაყე ხარო. მერე ვიღაც გოგომ დაუპოსტა ფეისბუქზე რაღაც,ცოტა ვიეჭვიანე, ვკითხე ვინ არისთქო.გაეცინა და მშვიდად დაიწყო: -არ იცი, რომ შენს გარდა არავინ აღარ მინდა? არ იცი, რომ შენ მჭირდები მარტო? არ იცი, რომ შენ გაღმერთებ და მარტო შენ შეძელი ჩემ გულში შემოსვლა? იცი, ყველაფერი იცი,მარა გულის სიღრმეში მაინც გაქ ის, რო თორნიკე ბაბნიკია. არადა რა ბაბნიკი,რომელი ბრედ პიტი მე ვარ, ხო არ ღადაობთ?! იცოდე, რო შენ ხარ ის, ვინც მჭირდება. აი,მაშინ მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება ვინანებდი, თორნიკე გეგეშიძესთან თუ არ ვიქნებოდი. მერე, იცით რა მკითხა? როგორ გგონია, ჩვენი ამბავი ზეცაშია დაწერილიო? კი მეთქი ვუპასუხე, დარწმუნებული ვართქო. *** -ტეტე, შენი აზრით, ოცნებები ხდება? -არ ვიცი,ალბათ კი. -ხდება,ოცნებები ხდება და შენ ხარ ჩემი ოცნება. ზუსტად ვიცი, რო ამიხდები. *** მერე ისევ ვიღაცაზე ვიეჭვიანე, ვითომ არ შევიმჩნიე, მაგრამ მაგრად გამიტყდა თორნიკეს ვოლზე ამომხტარი: "ჩემო სიცოცხლე". შემატყო, ხასიათი რომ შემეცვალა და მიზეზიც მალევე იპოვა. -პროსტა, შენ არ იეჭვიანო არავიზე. შენ მყავხარ და ყველანარი ჰორიზონტი მთავრდება მანდ. შენთან ერთად ზენიტშიც გავიდოდი და ასტრალსაც გავცდებოდი. აი,იმ მომენტში კიდევ ერთხელ ვიგრძენი, რომ ეს ბიჭი მართლა გამაფრენინებდა. *** დილით, რომ იღვიძებ და იმ ერთაადერთის მესიჯი,რომ გხვდება ყველაზე მაგარი გრძნობაა დამიჯერეთ. "ტეტე არ ვიცი ეხლა როგორ აგიხსნა,მართლა არ ვიცი როგორ გადმოგცე რასვგრძნობ. ყველაფერს მივცემდი ოღონდ ახლა ჩემთან იყოს ჩემი ცოლი და ვეხუტებოდე! 17 წელია ჩემ გულს გასაღები ვერავინ უპოვა გადამეწურა იმედები მეთქი სამუდამოდ დაიკეტათქო მარა შენ გამოჩნდი და ყველაფრის ხალისი დამიბრუნე. სიცოცხლე მიხარია შენ რო იღიმი მაგითიც კმაყოფილი ვარ, შენ რო არსებობ ეგეც კი მაბედნიერებს. ჩემი სიცოცლე ხარ შენ!” ხვდები, რომ ბედნიერებამ საზღვრები არ იცის... *** -აღარავინ აღარ არსებობს. ოჯახი,საძმაკაცო და ტ ე ტ ე! ბედნიერი ვარ რაც მაქვს და ვინც ვარ. *** -უშენოდ არაფერი აღარ მინდა! *** -უშენოდ ცხოვრების დედასშევეცი! *** 1საათი და 15წუთი ვლაპარაკობდით. ყველა თემას შევეხეთ რაც კი შეიძლებოდა,გლობალურ დათბობაზეც ვილაპარაკეთ მგონი. არ მომბეზრებია იცით? ბოლოს იმ ერთადერთი მიზეზით დავკიდეთ მობილურები, რომ ჩემი "ნანუკასთან"ლაპარაკი უკვე საეჭვო ხდებოდა. *** -ნუცი.. -ჰოუ. -კაკი და ნიკუშა მინდა. -მე ნია. -სახელების არჩევა გცოდნია. -მოგწონს? -კი ძაან. -ესე იგი, ნიკუშა,კაკი და ნია ჰო? -ხო, ზუსტად ეგ სამი. *** -მამაჩემთან ეხლავე უნდა დავაყენო საკითხი, რო შეიძლება ნებისმიერ დროს მოვიყვანო ცოლი. -რა სულელი მყავხარ. -არა,სერიოზულად ვამბობ. -მერე, შენი გოგო რო პატარაა? -აუ ჰო,მართალი ხარ. უნდა ისწავლო შენ ჯერ,დაამთავრო და მერე ვიფიქროთ მაგაზე. -უნივერსიტეტიც უნდა დავამთავრო. -აუ, ხო არ ღადაობ? მაგდენი ხანი ვერ გავძლებ. სადღაც მეორე კურსზე რო იქნები,დავიკიდოთ ყველა და ყველაფერი და წავიდეთ სადმე. რო ჩამოვალთ, ისეთი ქორწილი გავჩითოთ, შენ რო გაგისწორდება. -მეორე კურსზე რო ვიქნები, ნიკუშა ხელს შემიშლის ხოლმე და ვეღარ ვიმეცადინებ. -ძიძას ავიყვანთ, თან მამიკოსაც დამთავრებული ექნება და მიხედავს ხოლმე. -გაასეირნებ ხოლმე? -აბა რას ვიზამ. -უჩემოდ?! -შენ უნივერსიტეტში რომ იქნები უშენოდ,როცა გეცლება შენთან ერთად. მერე ბავშვებს ძიძას დავუტოვებთ და მარტო მე და შენ გავისეირნებთ,ჩვენ პონტში. -ჩემი სიცოცხლე ბიჭი ხარ! -ყველას ჯობიხარ ნუც! *** მერე ვეხვეწებოდი, ბავშვები შენ დარტყმულ ძმაკაცებს არ მოანათლინოთქო,დაგვიღუპავენ ბავშვებს და ჩვენც დაგვღუპავენთქო. იმ დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი და მივხვდი, რომ ყველას მერჩივნა! *** დამირეკა,დემე ქართულს აცდენდა და სახურავზე იყვნენ. სად ხართთქო, შიშნარევი ხმით ვკითხე, როცა მივხვდი, რო სრულ ჭკუაზე არ იყვნენ. სახურავზეო, რომ მითხრა, კინაღამ ჭკუიდან გადავედი. ვეხვეწებოდი, ჩამოდით, რაღაცას მიქარავთთქო,მაგრამ მისმენდა ვინმე? სიცილით იგუდებოდა ორივე. როგორ ზრუნავს ჩემი პრინცესა ჩემზეო,დემე ხედავ რა გოგო მყავსო? დემე ქეთასთან იყო ნაჩხუბარი, ცუდ ხასიათზე იყო, მიუხედავად იმისა, რომიცინოდა. მესმოდა თორნიკეს რო ეუბნებოდა სიცილით, უნდა გაჩხუბოთო,რა წესია თქვენ რო ესეთი საყვარლები ხართ და მე რო დაგრუზული ვარო. დამალაპარაკეო სთხოვა,ამანაც მიაწოდა ტელეფონი: -ნუცი რას შვები? -რავი დემე შენ? -რავი,ასწორებს სახურავზე მაგრად. -გთხოვ ჩამოდით რაა,ძაან მეშინია. -აუ,თორნიკეს იცი რა გოგო უნდა გავაცნო? ვიგრძენი როგორ დამეჭიმა ძარღვები,ვიგრძენი როგორ მოიმატა გულის დიაფრაგმამ და ვიგრძენი როგორ ახტა გული თავში. არაფერი შემიმჩნევია. -მართლა? -აუ ჰო, რო იცოდე პროსტა რა გოგოა. -ძაან კარგი,გააცანი. მობილური გავუთიშე და მაშინვე მივეცი ცრემლებს გზა და მაშინ მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ტეტეს ცხოვრებაში თორნიკე გეგეშიძე. ეგრევე გადმომირეკა,მიხვდა რაც დამემართებოდა. თან დემეს აგინებდა,ამან თუ ეს დაიჯერა სიცოცხლეს დაემშვიდობეო. დემე სიცილით იგუდებოდა. -აუ, ტეტე, ტოო.. -ხო,რა იყო?! -დაიჯერე?! აუ, ვიყო მაიმუნობს. ხო იცნობ, რა ცანცარაცაა,ღმერთს ვფიცავარ ხუმრობს. ხმას არ ვიღებდი,ვიცოდი ეგრევე შემატყობდა რო ვტიროდი. -ნუცი შენთავს ვფიცავარ,ტეტე მომიკვდეს თუ არ ღადაობდეს. -უყვარხარ ტეტეს. -ვაფრენ ტეტეზე. 24 დეკემბერს ახალი წლის ივენთი იყო სკოლაში. მე სახლში მქონდა პრობლემები. დიდი შანსი იყო ვერ წავსულიყავი. 23 დეკემბერს ვიჩხუბეთ. -გავაფრენ შენ რო იქ არ იყო იცოდე. -მეც გავაფრენ, იქ რო არ ვიყო. -ხო და წამოდი. -ხო იცი, რო ჩემზე არ არის დამოკიდებული. -მოდიხარ თუ არა?! -ნუ მიყვირი. -გეკითხები. -არ ვიცითქო. - ვიყო, შენ თუ ჩემთან არ იქნები ხვალ გავიყნოსავ. -პონტი არაა. - ვიყოთქო. -გაიყნოსავ და ხმას აღარ გაგცემ არასდროს. -ხმას აღარ გამცემ? -ხო,აღარასდროს აღარ გაგცემ ხმას. ვიცოდი ჯიბრით ლაპარაკი ყველაზე მაგრად რომ ეზიზღებოდა,უკან მაინც არ ვიხევდი. -ესე იგი ხმას აღარ გამცემ. -ხო.. -დაიფიცე. -აუ, თორნიკე... -დაიფიცეთქო. გავუთიშე,აღარ დაურეკავს. 10 წუთში მივწერე: -Damireke. *** -რა იყო? -მიყვარხარ. სიჩუმე იყო, მერე ვიგრძენი როგორ ჩაეცინა ჩუმად. -ყველას ჯობიხარ იოსელიანო! *** უკვე გითხარით ბედნიერებამ საზღვრები არ იცისთქო, ხო? მართლა უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი,როცა მე და თორნიკემ წინა საღამოს ვიკამათეთ და დილის 7საათზე მისი მონატრებით გაღვიძებულს, სასწაული დამხვდა ფეისბუქზე: "-ხო იცი რა ჯიუტიც ვარ, რა ვქნა ესეთი ვარ. ჩემი ყველაფერი ხარ, შენზე ძაან არავინ არ მენატრება. სიცოცხლეს მირჩევნიხარ ჩემო პრინცესა. ჩემი სიყვარული გოგო ხარ რომელსაც იმდენს ვაკოცებდი ეხლა აქ რო იყოს და ისე ჩავეხუტებოდი შეიძლება გამეგუდა მარა მერე რა მეშველებოდა უშენოდ. ყველას მირჩევნიხარ! მაბედნიერებდა ჩემი ბიჭი და ვხვდებოდი, რომ ყველას ჯობდა! მე ვიყავი ყველაზე,ყველაზე ბედნიერი ტეტე გოგო. *** 24 დეკემბერი იყო. სკოლაში ნორმალურად ვერ ვნახე,გიორგის სასამართლო იყო და ადრე მომიწია წასვლა. მერე ვიკამათეთ,მაგრად გენატრებიო მითხრა. მერე ისევ შევრიგდით. ვერ ვძლებდით ერთმანეთის გარეშე და ამას ძაან მარტივად ვხვდებოდით. ივენთზე რო შევედით, გვერდიდან არ მომშორდეო მითხრა,ცოტა ხანში უნდა გაგიყვანო საქმე მაქვსო. მარტივად მივხვდი რა საქმეც ქონდა და რაც ხდებოდა . მეორე სართულზე ამიყვანა, ყელსაბამი მაჩუქა სასწორის ლოგოთი,მეც მექნება ესეთი და ჩვენ ორს გვექნება მარტოო. მერე კედელთან დადგა, ხელები კისერზე შემომხვია და მითხრა, ხო იცი, დიდიხანია უკვე რაც შენზე ვაფრენო,დიდი ხანია უკვე გამაგიჟეო და ვიცი, რო შენც ასე ხარო,მინდა ოფიციალური გავხადოთ ყველაფერიო,ხო თანახმა ხარო. თავი დავუქნიე,მეტის ძალა მართლა არ მქონდა. იმდენად გაბრუებული ვიყავი ბედნიერებისგან, რომ ლაპარაკის თავი უბრალოდ არ მქონდა. მერე ჩამეხუტა,ძალიან მაგრად. მერე მაკოცა,დიაფრაგმამ პიკს მიაღწია და მივხვდი, რომ ტეტესთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თორნიკე გეგეშიძე. *** სახლში მალევე წავედი,ტაქსში ჩამსვა და 2 წუთიც არ იყო გასული, ესემესი რომ მომივიდა: -ჩემი ოცნების გოგო ხარ რომელიც ახდა! საოცრად მიყვარხარ ტეტე. *** მერე მითხრა 24 დეკემბერს გავბედნიერდიო და ყველაზე მაგრად მაშინ გავბედნიერდები , შენ რო ცოლად მოგიყვანო. *** -ტეტე.. -ჰოუ. -ხო მარტო ჩემი გოგო ხარ? -მარტო შენი. -მიყვარხარ და მაოცებ. მაგიჟებ და მაფრენინებ. პროსტა იცოდე, რომ გაღმერთებ. -ყველას ჯობიხარ. -კიდე იცი რა უნდა იცოდე? -რა? -დღეს უფრო მაგრად მიყვარხარ ვიდრე გუშინ. -არასდროს მოგბეზრდე რა,კაი? -არასდროს!! *** -არავის არ უნდა, რო შენ გიყვარდე და ჩემთან იყო. ხედავ?!)))))) -არავინ არ მაინტერესებს ვაფშე. ჩემი გადაწყვეტილებაა და აღარ შეიცვლება არასდროს. *** -არავის არ ჯერა, რო მე მართლა მიყვარს ვიღაც,ვაფშე არცერთ ადამიანს, ღმერთს ვფიცავარ. -მე მჯერა თორნიკე. -უფრო ძლიერს მხდის ეს უნდობლობა. ყველას დავუმტკიცებთ, რო ძაან მიყვარხარ,ხო?! -ხო, ჩემო სიცოცხლე, ერთად ყველაფერს შევძლებთ. *** -სანამ შენ მეყოლები ყოველთვის ძლიერი ვიქნები, იმიტო, რომ ვიცი ზურგს უკან დატენილი ტეტე მიდგას, რომელიც მზადაა ნებისმიერ წამს გაისროლოს. *** -სიყვარული მასწავლე ტეტე. -ყველას მირჩევნიხარ. -მართლა არ მეგონა ეს გრძნობა ესეთი მაგარი თუ იყო. პროსტა,მინუსი მაინც ვუპოვე. -საშინლად გენატრები, ჰო? -ჩემი მიხვედრილი ტეტე. *** -ეხლა მობილურს მომიტანდეს ვინმე და მაგაზე მაგრად არაფერი არ გამისწორდება ვაფშე. -აჰაჰაჰჰააჰ ჯინი გვინდა. -ჯინი, რო მყავდეს, ეგრევე შენ გაგაჩენდა ჩემთან. -ტეტე მაგიჟებ! *** -იცი, როგორ მეშინია, რომ მოგბეზრდები? -მე კიდე,ზუსტად ვიცი, რომ არ მომბეზრდები. *** *** -ვერ ვკმყოფილდები შენი ნახვით. შენი ჩახუტება ყველაფერს მავიწყებს. არც ნერვოზი აღარ მახსოვს და არც ის პრობლემები. შენთან რო ვარ,ცხოვრება სხვანაირი ხდება, ჩემო ტეტე. *** დილით, რომ გავიღვიძე, ისეთი ესემესი დამახვედრა ჩემმა ბიჭმა, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ საბოლოოდ გავაფრენინე. -ყველას ძინავს და მაგრად მისწორდება ჩემთვის რო ვფიქრობ შენზე ჩემო ცხოვრება . მელანდები შენთავს ვფიცავარ, პროსტა იცოდე რო სულ ჩემთან იქნები. წეღან უცებ მეგონა რო აქ იყავი და ისე გამისწორდა სანამ გაქრებოდი რავი, მარა რო მივხვდი რო ვერ ჩაგეხუტებოდი გამიტყდა ჩემო ანგელოზო! *** მითხრა შენთავს არავის დავუთმობო და ზუსტად ვიცი, რომ სიტყვას არასდროს არღვევს. ვიცი, რომ რასაც დამპირდა, აუცილებლად აასრულებს. *** -ხვალ მნახე. -ვეცდები. -ვეცდები არა. -ნუ მეუბნები მაგას, რა. -აუ კაი,აღარაფერს აღარ გეტყვი. -არც იმას, რომ გიყვარვარ? -მაგას სულ გეტყვი. -თორნიკე გააფრინე, ხო? -შენი ბრალია. -მე გაგაფრენინე? -ხო, ჭკუიდან შემშალე. *** Coffee.inში ვისხედით,გვერდით მეჯდა,თავი მის მხარზე მედო და ვგრძნობდი, რომ მის გვერდით საშინლად ამაყი ვიყავი. გეგეშიძის გარეშე ერთი წამის გატარებაც კი აღარ მინდოდა. დავრწმუნდი, რომ გეგეშიძეა ის, ვისთანაც მთელი ცხოვრება მინდა ვიყო. ყველაზე თბილი,ყველაზე განსაკუთრებული,ყველაზე მოსიყვარულე და ყველაფერი ყველაზე,ყველაზე. *** ზუსტად ისეთი გიპოვე, როგორზეც ვოცნებობდიო, მითხრა, სულ მინდოდა ჩემი გოგო ისეთი ყოფილიყოო, ჭორებს რომ არ აყვებოდაო,ჩემი რომ ჯეროდესო, რომ მენდობოდესო და რომ ვუყვარდეო,კაროჩე გიპოვე, რაო.:)))))))))))) *** 31 დეკემბერს, მთელი დღე მეწუწუნებოდა შენი ნახვა მინდა ღამეო, არადა ვინ გამიშვებდა. მეც მინდოდა ჩავხუტებოდი ახალი წლის ღამეს იმას,ვინც მსოფლიოს მერჩივნა. ვერაფერი მოვიფიქრეთ. ათი ხდებოდა, რომ მომწერა მგონი შენთან ამოვდივართო,ყველა გრძნობამ გადამიარა ერთდროულად, შიშმა,სიამაყემ,ბედნიერებამ და რაც მთავარია,სიყვარულმა. მეღადავებითქო? არა,მართლაო. საბას პონტში ამოვალთო, არადა, ხო იცი, ვის პონტშიც ხდება ყველაფერიო და რა პონტიც იმაზებაო. მერე, მართლა ვიამაყე. ვხვდებოდი, რამდენს ვნიშნავდი გეგეშიძესთვის და ეს მაძლევდა უფლებას, მეამაყა ამით. რომ დამირეკეს მოვედითო ბებიაჩემთან ვიყავით, სადღაც 2ის ნახევარი იყო,კორპუსთან მელოდებოდნენ. მე,რუსა და ნიკუშა ვიყავით, დემე,საბა და თორნიკე. სამივეს ჩავეხუტე, მერე რუსას მიესალმნენ. სადარბაზოში შევედით,ლიფტი გაფუჭებული იყო, წინ რუსა ადიოდა,უკან ჩვენ. გეგეშიძეს ხელი ქონდა მოკიდებული,ვგრძნობდი გულის დიაფრაგმის სასტიკ მატებას.დედას არაფერი შეუმჩნევია,წინასწარვიყავით შეთანხმებული, რომ არავის არაფერი არ უნდა გაეგო. მალე მამაჩემიც მოვიდა და შევატყვე თორნიკეს სახეზე დაძაბულობა. დაძაბული ვიჯექი, თითები დავიტეხე ნერვიულობით, მეშინოდა გულწრფელად, ვერ ვხვდებოდი, რა იქნებოდა ამ დღის შემდეგ. მერე დედამ გამათრია: -ესაა ყელსაბამი, რო გაჩუქა? -ხო დე. -აუ, კაი ტიპია, ეე. -მართლა? -ხო, შენთავს ვფიცავარ. მამაჩემმა ისე გაუგო ბიჭებს, მე ვისთან ვარ ვაფშეთქო რამდენჯერმე ვიკითხე. ძაან ბევრი ვიცინეთ და მე ძაან ბევრი ვინერვიულე. გეგეშიძეესემესებს მწერდა: -ვეღარ ვძლებ -აღარ მაინტერესებს არაფერი ავდგები ეხლა და ჩაგეხუტები. -ტეტე გავაფრრნ, მენატრები. 4 ხდებოდა რო წავიდნენ,მამაჩემი ისეთი ბედნიერი იყო, მთელი ორი დღე იმას იძახდა, ძალიან კმაყოფილი ვარო))))))). გეგეშიძე იყო ჩემი მეკვლე, გეგეშიძე იყო ჩემი სუნთქვა, გეგეშიძე იყო ჩემი ჟანგბადი, გეგეშიძე იყო ჩემი სიცოცხლე, გეგეშიძე იყო ჩემი სიყვარული, გეგეშიძე იყო ჩემი ბედნიერება, გეგეშიძე იყო ჩემი მომავალი ქმარი და გეგეშიძე იყო ჩემი ყველაფერი. *** -აუ ნუც, შენთავს ვფიცავარ, ყველაზე მეტად მიყვარხარ. სახლში დავდივარ და სულ შენზე ვფიქრობ. აი, პროსტა წეღან ვფიქრობდი დ ჩვენი დაშორება გამორიცხულოა,ვაფშე არანაირი წინა პირობა არაა. *** 2 იანვარი თენდებოდა, მთელი ღამე მწერდა,უნდა დაგიბედოო. ბიჭები იყვნენ ერთად დემესთან დამირეკა,სიცილით იგუდებოდნენ. -აუ, ტეტე. –ჰოუ -მახათას მაგივრად შენ რო მეწვე გვერდზე არა? ისე გამეღიმა კინაღამ პირი გამეხა:). *** 3 იანვარი იყო, სოფელში იყო ბიჭებთან ერთად. რამდენჯერ დამირეკა ნასვამმა ვერც დავთვალე. 10 ხდებოდა დამირეკა, ყველას მირჩევნიხარო და ყველაზე კარგი ხარო. შიგნიდან სიმღერის ხმა ისმოდა, შედითქო, ვთხოვე, მომასმენინეთქო, კაი პროსტა ხმა არ ამოიღოო. ცოტა ხანში მე თურმე ანგელოზი შემიყვარდა ს სიმღერა დაიწყეს,მეღიმებოდა საშინლად. მამუ იყო გიტარით,გიტარით რა, პრინციპში ვოკალითაც მარტო მამუ იყო. სიმღერას რო მორჩნენ, გეგეშიძემ სიყვარულის სადღეგრძელო უნდა დავლიოო,ბიჭებო თქვენ მეორე ნახევრებს და ჩემ ნუცას გაუმარჯოსო. გამეღიმა,უაზროდ მეღიმებოდა და ვხვდებოდი, რომ გეგეშიძეზე ვაფრენდი. -ხო გესმოდა? -კი. -ყველაფერი გაიგე? -კი,ყველაფერი მესმოდა. -სადღეგრძელოც ხო გაიგე? -კი,სადღეგრძელოც გავიგე. -ყველაზე მეტად რო მიყვარხარ ეგეც ხო გაიგე? -ეგ დიდი ხანია ვიცი. -ჩემი ტეტე! *** 4 იანვარს ანუკა რჩებოდა ჩემთან. ცოტა ვიკამათეთ და ზუსტად 2საათში ვიგრძენი როგორ მაკანკალებდა,ვიგრძენი როგორ მაკლდა გეგეშიძე. უნდა დამერეკა და ბოდიში მომეხადა. მობილური ამოვიღე და დარეკვა დამასწრო. -ტეტე მენძრევა უშენოდ. -მაკანკალებდა უკვე. -ნუ მიშლი ნერვებს. -ბოდიში, რაა. -მიყვარხარ. -მე შენ ყველაზე მეტად! 12 ხდებოდა, რომ დამირეკა და 79 წუთი ვილაპარაკეთ,ანა უკვე გიჟს დაემსგავსა, მობილური გამომართვა და თორნიკეს მიახალა: -აუ გეგეშიძე, გვერდზე მიწევს ჩემი დაქალი და მენატრება. ნამუსი არ გაქვს?! -შენ რო გვერდზე გიწევს და მე მენატრება, შენ არ გაქვს ნამუსი?! ორივემ გულიანად გაიცინა, ბოლოს თორნიკეს დავპირდი, ანუკა რო დაიძინებს დაგირეკავთქო. ჩამეძინებაო, გაგაღვიძებთქო ხუმრობით ვუთხარი, გამაღვიძეო დამეთანხმა. მართლათქო? კი,მართლა,გელოდები იცოდეო. 3ზე დაიძინა ანამ,გავაღვიძე და დამირეკა. დილის 6მდე ვლაპარაკობდით,მთლიანად 247 წუთი გამოგვივიდა:) 4საათი და 7 წუთი. სასწაულს მმართებდა გეგეშიძე,მაფრენინებდა. მეც ვაფრენინებდი. ერთმანეთზე ვაფრენდით. ყველაფერზე ვილაპარაკეთ,წარსულზეც და მომავალზეც. მივხვდი, რომ ყველაფერში ყველანაირად გამიგებდა და გავუგებდი. მობილური გამითიშა და გვერდის შეცვლა ვერ მოვასწარი, ესემესი რომ მომივიდა: -247 წუთი. 4საათი და 7 წუთი მქონდა ბედნიერება ყველაზე მაგარ გოგოსთან მელაპარაკა. ტკბილი ძილი ჩემო ანგელოზო. ყველაზე მეტად მიყვარხარ. ყურებამდე გამეღიმა:). ჩვენი სიმღერა ჩავრთე და უაზროდ ბედნიერმა დავიძინე. *** -მეასეჯერ გეუბნები, მე ასე ჯერ არავინ მყვარებია. ჩემთვის სულერთიც არასდროს ყოფილხარ, სულ ერთი ხარ! *** მარტივად შემიძლია გითხრათ, გეგეშიძეზე ვაფრენ! *** ბევრი წინააღმდეგობა იყო,ბევრი არა იყო,ბევრი ნუცა არ გადაგვახტე იყო. ჩემ დაქალებს არ ევასებოდათ,აი ასე მარტივად, რაღაც გაიგეს და არ ევასებოდათ. მე ურთიერთობა უნდა გამეწყვიტა, არ დავშორდი. თავზე გადაგვახტიო და ხშირად ვჩხუბობდი გოგოებთან ერთი და იგივე მიზეზით. 5 იანვარს ვასოსთან ვიყავით,ნინუცამ ბოდიში მომიხადა, მერე გეგეშიძესაც დაურეკა თურმე. არ ვიცოდი რა უთხრა,თუმცა ფაქტი ერთი იყო,გეგეშიძეს გაუხარდა. ნინუცა გიორგის ვიდეოს უყურებდა და ტირილი დაიწყო,ჩავეხუტე. ყველაზე მეტად მიყვარხარ ტეტეო მითხრა, მივხვდი რო გეგეშიძე მიიღო. ყველაზე მაგარი გრძნობა იყო. მართლა! 12იანვარი თენდებოდა,დემესთან რჩებოდა ისევ. აუ,ტეტე როგორ ცივაო მომწერა, არ მითხრა რო ეხლა მიდიხარ სახლშითქო, 3ხდებოდა, სერიოზულად შემეშინდა. არა, მე და დემე ერთი გოგო გავაცილეთო და ეს იყო რაღაც პიკი, ოღონდ მართლა. კინაღამ გავგიჟდი და კინაღამ ფეხით გავაკითხე დემეს უბანში. არ შევიმჩნიე, ძაან ჩვეულებრივად გავუტარე, მერე მეც მოვინდომე ვაეჭვიანებთქო და მერე ისე ვიჩხუბეთ,ისე ვიჩხუბეთ, კინაღამ გავაფრინე. -თორნიკე შემეშვი რა. -შეგეშვა? -ხო, შემეშვი. -ვსო წადი,ეხლა მართლა წადი. დაიძინე. უაზროდ მომდიოდა ცრემლები,ფეისბუქიდან გამოვედი და მობილური გამოვრთე. ხვალ საღამომდე არ ჩავრთავ და მოკვდეს ნერვიულობითთქო, ზუსტად 10 წუთში მივხვდი, რომ ხვალ საღამომდე კი არა, უახლოეს ნახევარ საათში რომ არ დაერეკა ან არ მოეწერა, მოვკვდებოდი. უაზროდ ვტიროდი,ვხვდებოდი რო გეგეშიძის გარეშე ვეღარ ვსუნთქავდი. თუ გეგეშიძე არ იქნებოდა,არც ნუცა აღარ იქნებოდა. ისევ შევედი ფეისბუქზე და ბაბის პოსტი რო ამომიხტა გეგეშიძის ვოლზე, კინაღამ საბოლოო გულის შეტევა მივიღე. -მიყვარხარ და მენატრები გეგეეშ -მე შენ ბაბს! *** ეს იყო სასწაული, რასაც მე ვგრძნობდი. ეჭვიანობაც არ ერქვა, ეჭვიანობაზე ბევრად მეტი იყო. ეჭვიანობაზე ბევრად მეტი კი არა, მართლა სასწაული იყო. ვერ ვგრძნობდი ვერაფერს,ყველანაირი უნარი დაკარგული მქონდა. ერთადერთი, ახურებულ ცრემლებს ვგრძნობდი ლოყებზე და ვხვდებოდი, გეგეშიძეს თუ გავუშვებდი ბევრი ღამის გადატანა მომიწევდა ცრემლებში. ვიბრაცია რომ ვიგრძენი ,ისტერიკა დამემართა. მარუსამ მომწერა. -ნუც ველაპარაკე და მოგწერს რა. გიჟდება პროსტა შენზე. -მიყვარხარ მარუს. *** რაღაც წამები იყო გასული, თორნიკემაც მომწერა და წამის მეასედში ვიგრძენი, როგორ ამოვისუნთქე პირველად ამ ოცი წუთის განმავლობაში. ვიგრძენი,როგორ გაუხარდა გულს და კიდევ ერთხელ, ვიგრძენი, როგორ მიყვარდა გეგეშიძე. -ხვალ არ მნახულობ ჰო? -არ გნახულობ კი არა ვგიჟდები შენზე, ვეღარ ვსუნთქავ უშენოდ თორნიკე ბოდიში რაა. ვიეჭვიანო კი არა ვინც გინდა ის გააცილე და როგორც გინდა ისე მოიქეცი, ოღონდ არ დამტოვო რა. ყველას მირჩევნიხარ გეგეშ. *** შევრიგდით,ტკბილი ძილი მისურვა და უზომოდ ბედნიერმა დავიძინე. *** -აუ,ერთ რაღაცას გთხოვ,კაი? -ხო, ჩემო სიცოცხლე. -ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ჩვენ ურთიერთობაში რამე თუ შეიცვლება, ან სხვა გამოჩნდება ან უბრლოდ გრძნობა გაგიქრება,პირველი მე გავიგო რა. -არ მაწყობს. -ვერ მივხვდი. -ჯერ ეს ერთი,ამ ურთიერთობითვერ ვართ მოხოდილები იმიტო, რო გეშინია. ამ შიშებში კიდე, იმ სიამოვნებას ვერ მიიღებ, რასაც ჩვენი ერთად ყოფნით უნდა გრძნობდე. მერე მეორე, იმიტო არ მაწყობს, რო არასდროს არაფერი არ შეიცვლება და ვერც შენ და ვერც ვერავინ ვერასდროს გაიგებს მაგას. *** -ერთი არ მინდა პროსტა,ყველაზე მეტად. -რა არ გინდა, ჩემო სიცოცხლე. -ერთფეროვანი რო იყოს ჩვენი ურთიერთობა, ადვილად მბეზრდება ერთფეროვნება. -ერთფეროვნება გბეზრდება,მე არ მოგბეზრდები. -შენ არ ხარ ერთფეროვანი. *** -ნეტა მოვკვდე. -ტეტეს ესე ტოვებ? -ვეღარ ვუძლებ. -რას? -ცხოვრებას, პრობლემებს,ტვინის ტყვნას. -კაი. ეხლა მომისმინე,ვაფშე არავის და არაფრის გამო არ მინდა, რო ვჩხუბობდეთ, შენი ცხოვრება ვარ მე და მე ვეღარ მიძლებ?! გპირდები რო არავიზე არ ვიეჭვიანებ,გპირდრბი რო არავის გამო არ გეიაზვები. ყველაფერს ისე მიხედე,შენ როგორც გაგისწორდება პროსტა,არ დაგავიწყდეს, რო ტეტე გყავს და ისიც ზუსტად ვიცი, რო არ დაგავიწყდება. ყველაზე მეტად რო მიყვარხარ ეგ იცოდე და იმ შენ ყვირილებსაც, გინებებსაც და უხეშ ლაპარაკებსაც ავიტან, ოღონდ შენ იყავი ჩემთან! ჩემი პისტოლერო ხარ! -ვაიმე ყველაზე მაგარი გოგო მყავს და ყველაზე მეტად მიყვარს!! ჩემი ცხოვრება ხარ. ღამე თვალი არ მომიხუჭავს,გამთენიისას ჩამეძინა და ოთხამდე მეძინა. გაღვიძებულს სრული შოკი დამემართა 23 გამოტოვებული ზარი რომდამხვდა. *** - შენ ცრემლებს ვერ ვიტან ყველაზე მეტად. *** -10 ოქტომბერს 22წლის გავხდები მე, შენ 21ში 20ის და 24 ივლისს ჩემი ოფიციალური გახდები. თან პახოდუ, ოქროს დაბადების დღეს,გრანდიოზულ დაბადების დღეს გადაგიხდი ჩემო პრინცესა. *** ისე ვიჩხუბეთ,სამი საათი მობილური ქონდა გამორთული. ისტერიკა მჭირდა,სრული კანკალი. მობილურზე მელაპარაკებოდა, როგორც ყოველთვის მხიარულად. -გეგეშ მიყვარხარ. -მეც ნუც, მარა აღიარე, გიორგიც ხო გიყვარს?! -აი ეხლა, პროსტა ღირსი ხო ხარ გაგითიშო. -ვერ გამითიშავ. -რატომ? -ვერ გაბედავ. -ვერ გავბედავ? -ხო,ვერ გაბედავ. -ვცადოთ? -აბა მიდი. გავთიშე და გეგეშიძეს ნერვებმა უმტყუნა. 43 ზარი გავიდა ჩემი ნომრიდან გეგეშიძის ნომერზე 3საათის განმავლობაში. ვგრძნობდი როგორ მაკანკალებდა. უამრავი ხელის კანკალითდაწერილი ესემესი მობილურზე თუ ფეისბუქზე, არცერთზე პასუხი. მხოლოდ სამი საათის შემდეგ, გეგეშა ფეისბუქზე შემოვიდა. ბევრი ყველაზე მეტად მიყვარხარ და ბევრი მაპატიე გეგეშ დახვდა. ყველაზე მეტად მიყვარდა და ვხვდებოდი, რომ მის დაკარგვას ვერ გადავიტანდი. ვილაპარაკეთ უხეშად,ვილაპარაკეთ ცივად, არცერთს არ გვსიამოვნებდა,მაგრამ ვერცერთი ვახტებოდით პრინციპებს. -ნუცა დაშორება ხო არ გინდა? -შენ? -კითხვაზე მიპასუხე. -არა,მე არ მინდა,მაგრამ შენ თუ გინდა, დავშორდეთ. -მაგას ეუბნები ბიჭს, რომელსაც ყველაზე ძაან უყვარხარ? -და შენ მაგას ეკითხები გოგოს, რომელსაც ყველაზე ძაან უყვარხარ? -მგონი შევრიგდით,ჰო? -ყველაზე მეტად მიყვარხარ. -რაღაც გადავიფიქრე. -რა? -ლუკა. -კაკის ვარქმევთ ლუკას? -სხვა შენ ადგილას მკითხავდა "რა ლუკა?". შენ ყველაზე კარგი ხარ, ყველაზე კარგად მიცნობ და ზუსტად ამიტომ აგირჩიე შენ. 14 იანვარი, 22:37. დავურეკე,ოჯახთან და სანათესაოსთან ერთად იყო, დედამისმა კითხა ვინ არისო:) ჩემი მომავალი ცოლი და შენი მომავალი რძალიო:) ეს იყო პიკი! რაღაც სასწაული დამემართა, მაღაზიაში სალაროს რიგში ვიდექი და უაზროდ ვიღიმოდი. ჩემი გეგეშიძე ყველაზე კარგია. *** 15 იანვარს დიდუბეში ვიყავი გასული, გოგოებთან ერთად coffeein-ში,მერე გეგეშიძე უნდა მენახა და მერე გაგა, ჩემი ყოფილი კლასელი. თორნიკემ მობილური ამიფეთქა,მალე გამოდიო, რას აკეთებ ამდენი ხანიო, ბოლო ზარი უკვე ყვირილ-ღრიალი იყო. მოვწევ და გამოვალთქო ვუთხარი, გავუთიშე. პარკში რომ გადავედი, გიორგისთან და დემესთან ერთად დამხვდა. ბიჭები ვნახე და რავი ,თუ გინდა ჩამეხუტეთქო, გამოდი აბა ერთი წამიო და მანდ მივხვდი, რომ ესეთი ცივი გეგეშიძე პირველად ვნახე. -ვისთან ერთად იყავი? -გოგოებთანთქო, ხო გითხარი უკვე. -ვისთან ერთადთქო -სალისთან და ნუკასთან. -ზუსტად იცი? -კი, ზუსტად ვიცი. -მე რო რაღაც სხვანაირად გავიგე? -თორნიკე, რა გინდა? -რა რა მინდა გოგო, რა რა მინდა. კამათი და ბოლოს ჩემი აცრემლებული თვალები,გეგეშიძის ვითომ არ შემჩნეული ცვლილება. იმ დღეს საღამოს, გეგეშიძემ გამაბედნიერა, ეს ესემესი არასდროს არ დამავიწყდება:) -დღეს უკვე 23 დღეა, რაც ჩემი გოგო ჩემთანაა. იცი რას ვფიქრობ? მე და შენ სიცოცხლის ბოლომდე ერთად უნდა ვიყოთ. წეღან ვფიქრობდი ნეტა ეხლა ჩემი სახლი მქონდეს, 2020 წელი იყოს, ჩაბარებული გვქონდეს და სამსახური გვქონდესთქო. ყველაფერზე ვფიქრობ, ისე მენატრები, ისე მაკლიხარ და ისე მჭირდები. შენი ცრემლიანი თვალები რო დავინახე დღეს იცი რა დამემართა? გული გამისკდა, პროსტა მაგ მომენტში ჩემ პრინციპებს ვერ გადავახტებოდი, ძაან გავბრაზდი, არადა ისე მინდოდა ჩაგხუტებოდი და მეთქვა რო ყველაზე მეტად მიყვარხარ. მაგრამ, ვერ გეტყოდი არ შემეძლო, რა ვქნა, ესეთი ვარ გული რასაც მეუბნება სულ იმას არ ვაკეთებ. ყველაზე მაგარი გოგო მყავს, ყველაზე მაგარი საცოლე მყავს, ყველაზე მაგარი ოჯახი ყავს ჩემ გოგოს და ყველაზე მეტად ზრუნავს ჩემზე, სულ უნდა რო ვიღიმოდე. დღეს შენი ბედნიერი სახე რო დავინახე, კალთაში რო თავი მედო და რო მითხარი ნუ ხარ ესეო, რო გაგიღიმე ნეტა გენახა როგორი სახით იყავი. ყველაფერს შენ გამო ვაკეთებ ჩემო პრინცესა, მინდა რომ შენ ბედნიერი იყო ჩემით. არ მინდა რო ერთი წამით მაინც ინანო რო ჩემი გოგო გქვია. ყველას ჯობიხარ ტეტე! შენ ხარ ჩემი ყველაფერი, შენ გარეშე არაფერი აღარ მინდა. ყველაზე მეტად შენთან ერთად ყოფნა მისწორდება. ჩემი საოცარი გოგო ხარ! შენხარ ის გოგო ვინც მინდოდა რომ ჩემთან ყოფილიყო. ჩემი ცხოვრება ხარ, ჩემი მეორენახევარი ხარ, გულში ხარ იოსელიანო *** შუა დღის სამის ნახევარზე რომ იღვიძებ და 22 გამოტოვებული ზარი, 17 ესემესი და სამი მაგდენი შეტყობინება ფეისბუქზე რომ გხვდება, ხვდები რომ სიყვარულმა საზღვრები მართლა არ იცის. დემეს მობილურში გეგეშას ესემესებს ვკითხულობდი, ისეთი რაღაც ვნახე, დავსქრინე და გავიგზავნე. მაფრენინებდა გეგეშა. -დემე ღმერთს ვფიცავარ რაც ნუცისთან კონტაქტში შევედი, ვეღარ ვძლებ უიმისოდ. ჩემი სიცოცხლეა და მართლა არ მინდა ეგ გოგო 1-2 თვისთვის. დღითიდღე უფრო მიჭირს ტეტეს გარეშე. პროსტა ზუსტად ვიცი არ აყვება უაზრო ჭორებს. ყველაფერს დამიჯერებს. გამარეკინა მაგ გოგომ ღმერთს ვფიცავარ. სულ მენატრება ცვეტში. შენ ხო მაინც იცი რამდენი გოგოც მეფლირტავება, პროსტა ნუცაა და მანდ მთავრდება უკვე ყველაფერი. ესეთი გეგეშა გახსოვს შენ?შენ კი არა, მე არ მახსოვს. შენც ხო იცი როგორი ვიყავი ყველა გოგოსთან მარა ტეტე ყველა არაა და არც არავისი არაა, ტეტე მარტო ჩემია. ჭორები?! კი, იყო. თან ძალიან ბევრი,მაგრამ არცერთს არ შეუშლია მათთვის ხელი. სიცილ-ხარხარით ხვდებოდნენ ყველანაირ ჭორს და ყველანაირ პრობლემას. ზუსტად იცოდნენ, რომ ერთად ყველაფერს შეძლებდნენ! იოსელიანმა ზუსტად იცოდა, რომ გეგეშიძის იქით ვერავისთან ვეღარ იქნებოდა და გეგეშიძემაც იცოდა, რომ იმ თვალებით, რომლითაც იოსელიანს უყურებდა, ვეღარასდროს ვერავის შეხედავდა. *** ერთ თვეზე მეტი გავიდა. ისე გავიდა ერთი თვე, რომ ბედნიერებისგან ღრუბლებში ჩაფლულებს, არც არაფერი უგრძვნიათ. გეგეშა გიჟს გავდა უკვე. ნელ-ნელა მართლა ვრწმუნდები, რომ ერთადერთი ხარო მითხრა, ერთ კვირაში ყველა გოგო მბეზრდებოდა, შენ კიდე ერთ თვეზე მეტია ჩემი გქვია და დრო არც მიგრძვნიაო. ვბედნიერდებოდი და ვხვდებოდი რო გეგეშიძის იქით მეც ვერაფერს ვამჩნევდი. იცით რამდენი პრობლემა იყო მერე?! არა,არ იცით. ძალიან ბევრი, 10 თებერვალს მითრა ტაიმაუტი მინდაო, დაბნეული და არეული ვარო, ეს სიტყვები გეგეშასგან ყველაზე მტკივნეული იყო. მართლა არ მეგონა თუ გავუძლებდი,მაგრამ გავუძელი. 13ში ანუკას დაბადების დღე იყო,ლაუნჯში ვიყავით,იქიდან ანუკასთან ვრჩებოდი. მარიამმა მომწერა ზუსტი მისამართი მინდა 12ს მერე სადაც იქნებიო.. რათ გინდათქო რო ვკითხე არ მიპასუხა,მჭირდებაო. ვუთხარი და 2ის წუთებზე გეგეშიძემ დამირეკა. -ჩამოდი რა. -ჩამოვიდე?! -ხო ჩამოდი. -სად ხარ? -ანუკას კორპუსთან. -მატყუებ. -ჩამოდიხარ თუ წავიდე? -ჩამოვდივარ. შუა თებერვალში კაბით,გიჟივით გავვარდი სახლიდან და სადარბაზოდან გამოსულმა ეკე და გეგეშიძე რომ დავინახე ჩემს ბედნიერებას კვლავ არ ქონდა საზღვრები! ვეხუტებოდი და ვგრძნობდი ამ სამი დღის განმავლობაშიც რომ სასწაულად მომენატრა.. უაზროდ ვეხუტებოდი და ვერც ვიაზრებდი რა ხდებოდა.. ხო და ასე შემომირიგა ჩემმა სასწაულმა 14 თებერვალს რაფაელოებით და 7დეისებით:) ყველაზე ბედნიერი გოგო ვიყავი იმ მომენტში მართლა! *** -ტეტს -ჰოუ -პაროლი მინდა -რა პაროლი? -ჩვენი პაროლი. -ვერ მივხვდი. -შენი მობილურიდან ვინმე რამეს რო მწერდეს, მე რო ეჭვი შემეპაროს ხო უნდა გავარკვიო შენ ხარ თუ არა, ჰოდა ჩვენი პაროლი მინდა. -ა ჰო რავი, მოიფიქრე. -მოვიფიქრო? -ჰო. -210? -კაი, მარა რატომ 210? -21 ოქტომბერი და 10 ოქტომბერი. -ჩემი გეგეშა. თითქმის 4 თვე იყო გასული,თითქმის 4 თვე. უკვე ყველამ დაიჯერა, უკვე ყველას შევუყვარდით ერთად, უკვე ყველა შეეჩვია, უკვე მეც სამუდამო მეგონა ყველაფერი.. მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული არა?! ჰო, თურმე იმასაც ქონია დასასრული რაც უსასრულო გგვგონია. დავშორდით, დავამთავრეთ ყველაფერი,რატომო რომ მკითხოთ,ვერც გიპასუხებთ, ალბათ გეგეშას გადავაბრალებ ყველაფერს და გეტყვით აღარ ვუყვარდითქო.. უბრალოდ მართლა არ ვიცი, ერთ დღეს ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ,რომ ერთად ვეღარ ვიქნებოდით.. მონატრება იყო თუ არა?! იყო.. თან ძალიან დიდი. გეგეშას ჩახუტება,გეგეშას კოცნა,გეგეშას სითბო, გეგეშას დაძახებული ტეტე მენატრებოდა ყველაზე მეტად. მაგრამ არაფერი მიქნია,დავთმე და გავუშვი.. მანაც დამთმო და მანაც გამიშვა.. გეგეშიძის მერე არავინ აღარ მყოლია,განა იმიტომ რომ არავინ არ მომწონებია,უბრალოდ იმიტომ რომ გეგეშიძესნაირი არავინაა. წლების შემდეგაც გეგეშიძე მენატრებოდა. უიმისობასაც შევეჩვიე და ალბათ უკვე დავიწყებულიც მეყოლება,პროცესსში ვიყავი 5 წლის შემდეგ. არანაირი კონტაქტი ამდენი ხნის განმავლობაში, მივხვდი რომ ვალდებული ვიყავი დამევიწყებინა თორნიკე გეგეშიძე. თუმცა,ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ვგეგმავთ,მაგრამ ხშირად ისე ხდება როგორც გვინდა.. *** 2020 წლის,24 ივლისი, 00:00. უცხო ნომრიდან შემოვიდა ზარი. -გისმენთ. -ისევ ისეთი ხმა გაქვს. -რომელი ხარ? -დღეს რა რიცხვია? -რომელი ხარ? -მიპასუხე. -24. -რომელი თვეა? -აუ,რომელი ხარ? -რომელი თვეა? -ივლისი. -წელი? -ვთიშავ. -არ გათიშავ. -რატომ? -იმიტომ რომ დღეს 2020 წლის 24 ივლისია. ჩვეულებრივი გულის შეტევა ვიგრძენი,ყველაფერი გამიშეშდა. ჩუმად ჩაიცინა,ისეთი სიცილით მე რომ მიყვარდა.. -კარგად ხარ? -ალბათ. -ტეტე -მენატრებოდი გეგეშ. -ვიცი რო აი ამ წამს კარს გამიღებ,სახლში შემომიშვებ,შენ ბარგს ჩავალაგებთ და ზუსტად 4 საათში შარმ ელ შეიხის თვითმფრინავში ვიჯდებით. -ღიაა,შემოდი. -ცოლად გამომყვები ხო? *** ზუსტად 4 საათის შემდეგ,მართლა ვიჯექით თვითმფრინავში და მართლა მივფრინავდით, 2 კვირის მერე ჩამოვედით და აი,ზუსტად ისეთი ქორწილი გავჩითეთ მე რო გამისწორდა:) *** ზუსტად 2 წლის მერე ნიკუშას ვეთამაშებოდით. ზუსტად 4წლის მერე ნიკუშას და ლუკას. ზუსტად 7 წლის მერე მამას ნიკუშა სკოლაში მიყავდა, ლუკა ბაღში და დედიკო ნიას ეთამაშებოდა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.