შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერადი დღიურები (II თავი)


11-11-2015, 17:06
ავტორი tanana
ნანახია 1 483

და აი ისევ გათენდა ბიჭისთვის არაფრის მომტანი დღე, თუმცა გული სხვანაირად „უფანცქალებს“ თითქოს უფრო ლამაზი დღე გათენდა, ჩიტების ჭიკჭიკის ხმაც ესმის, თავს შთაგონებულად გრძნობს... ადგა ისაუზმა და ისევ თავის ადგილას წავიდ, როგორ უყვარს ეს ადგილი ადრე მამასთან ერთად მოდიოდა აქ ვარსკვლავების დასათვალიერებლად, გიორგი კი ბიჭს მათ შესახებ უყვებოდა, აცნობდა გალაქტიკას, როდესღაც გიორგის მამაც იგივეს აკეთებდა, ეს მათი წესჩვეულებასავით იყო. მოდით ცოტას ბიჭის შესახებაც მოგიყვებით. დემეტრე გადრანი, ერთი ჩვეულებრივი არავისგან გამორჩეული ბიჭი იყო, ძალიან უყვარდა კითხვა და საიდუმლოების ამოხსნა, ხშირად ოცნებობდა დეტექტივი გამოსულიყო, ეს მისი მისწრაფება იყო, თუმცა ყველაფერი აირია ერთ ღრუბლიან დღეს, ბიჭი სკოლიდან მოდიოდა, დედას გახარება უნდოდა, რადგან კარგი ნიშნები მიიღო, ეს მისთვის უჩვეული არც ყოფილა, კლასში საუკეთესო მოსაწავლე იყო და მასწავლებლებსაც ძალიან უყვარდათ ბიჭი და მისი შესანიშნავი ოჯახი... ამ დღეს მან ორი ადამიანი დაკარგა, დედა-ელიზა და მამა-გიორგი, მათ გარდა არავინ ჰყავდა და ასე ადრეულ ასაკში დარჩა ობოლი.. რამდენიმე წლის განმავლობაში ბავშტა თავშესაფარში ცხოვრობდა, თუმცა 16 წლისამ გადაწყვიტა წამოსულიყო და თავისი ტავი თვითონ ერჩინა, მამაც ყოველთვის ამას ასწავლიდა, რომ საკუთარი თავის კედელი უნდა ყოფილიყო. და აი უკვე თითქმის ერთი წელი ხდება რაც მარტო ცხოვრობს, ბინა იქირავა, მუშაობს და ცალკე სწავლობს კიდეც, ისევ ისეთი ყოჩაღი და ჭკვიანი ბიჭია, მხოლოდ ერთი განსხვავებით, ისეთივე სიცოცხლით სავსე არ არის, როგორც ბავშვობაშიმშობლებთან ერთად. არ უყვარს მათ საფლავზე სიარული, მაშნ მარტოსულად გრძნობს თავს, ისე კი იცის რომ მისი მშობლები სულ მასთან იქნებიან და მათ არასოდეს დაივიწყებს!
ფიქრებიდან ფეხის ხმამ გამოიყვანა, ისევ სიმშვიდეს ურღვევენეს საშინლად არ მოსწონს, უკან გაიხედა გაბრაზებულმა, თუმცა გული უცებ მოულბა, როდესაც გოგონა ამოიცნო, მისი ცისფერი თვალები შიშს ასხივებდნენ, მაგრამ უცებ ღიმილმა და სიმშვიდემ შეცვალა შიში:
-აქ რას აკეთებ?-ჰკითხა ბიჭმა
-შენს მოსანახულებლად მოვედი..
-ესე იგი იცოდი, რომ აქ ვიყავი და მაინც მოხვედი-წარბის აწევით უპასუხა ბიჭმა
-ხო, უბრალოდ მაინტერესებდა იმ ადამიანის ვინაობა, ვინც რაც აქ გადმოვედი საცხოვრებლად მის შემდეგ ყოველთვის აქ ზის და ფიქრებშია გართული
-საიდან იცი რომ სულ აქ ვზივარ?-ეჭვის თვალით შეხედა ბიჭმა
-ჩემი სახლის აივნიდან ჩანს ეს ადგილი-და ხელი მოპირდაპირე კორპუსის მერვე სართულისკენ გაიშვირა
-და იქნებ მანიაკი ვარ, ან ქურდი
-არცერთს არ გავხარ
-ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები პატარა ქალბატონო
სიჩუმე ჩამოვარდა, გოგონა ხედით ტკბებოდა, ბიჭი კი გოგოს ყურებით, ისეთი ნაზი და ლამაზი ჩანდა ამ წამს, ანგელოზსაც კი შეადარა, ცხოვრებაში პირველად ადამიანი ანგელოზს შეადარა... და იგრძნო რაღაც მარცხნივ, თითქოს ვიღაცამ მის გულს ძლიერ ჩასჭიდა ხელი, ეს კი ბიჭში იწვევდა ენერგიას, ადრენალინს და რაღაც დოზით შიშსაც კი... გოგონა შემოტრიალდა და პირდაპირ ბიჭს ჩახედა თვალებში, მისი თვალები სიკეთეს, სიმშვიდეს ასხივებდნენ და ბიჭს ეს კომფორტს უქმნიდა, მზად იყო წლები მჯდარიყოაქ ამ ადგილას და ამ ზღვისფერი თვალებისთვის ეცქირა, რადგან ასე კარგად თავი, მშობლების სიკვდილის შემდეგ არ უგვრძნია...



ველოდები შეფასებას, იმედია მოგწონთ ისტორია love




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent