შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი არ გეშინოდეს! (თავი 2)


11-11-2015, 18:45
ავტორი teddy))
ნანახია 4 211

სამსახურში უამრავი შენიშვნა მომცეს. მეც როგორც ყოველთვის, თავს ვიმართლებდი. სამუშაო საათები დასრულდა თუ არა, შენობიდან გამოვედი. ადამიანებს სახეზე მიეხატათ ბედნიერი ღიმილი, მე კი ვერც ფუნჯი მშველოდა და ვერც კალამი. პაბლო პიკასოს ნახატებს დავემსგავსე, რომლის თვალები სევდისგან ბრწყინავს, მოწყენილი ღიმილი კი სულ სხვა რამეზე მიგვანიშნებს.
მოულოდნელად ერთი აყლაყუდა ბიჭი შემეჯახა. მეც რა მინდოდა! როგორც შარის მომძებნელი ჰოროსკოპი ვერძი, შეტევაზე გადავედი.
–ცოტა ფრთხილად იარეთ! ყველაფერი მეტკინა!–ამ იდიოტს თავი ვინ ეგონა, ჩემ წინ რომ იდგა და სულელივით იკრიჭებოდა.
-მშვიდად მშვენიერო!
-აი, მე კი სულაც არ შემიძლია იმის თქმა, რომ ლამაზი ბრძანდებით! ... და რომ იცოდეთ ახალგაცნობილებთან კულტურა გმართებთ!-საზიზღარი! ჰმ... კომპლიმენტი ცოტა წესიერად მაინც ეთქვა.
-ნუთუ არ მოგეწონეთ?–ირონიულად მომიგო მან.
–მე სულაც...-წინადადების დამთავრება მინდოდა, როდესაც ტელეფონმა დაურეკა იმ გაუთლელს.
-ორი წუთი მშვენიერო!–კიდევ მშვენიერო! არა! ღირსი ხომ არის, ერთი კარგად ვცემო?! რა თქმა უნდა არის! მაჯის საათს დავხედე, არ დამიბნელდეს_მეთქი. გაგიკვირდათ არა? დიახ, იმ უგულომ დღეს დილით ისე შემაშინა, ეხლაც კი ვერ გამოვდივარ იმ მდგომარეობიდან. თავი მაღლა ავწიე, მაგრამ სადღა არის შენი აყლაყუდა?!
–მე სიტყვა არ დამიმთავრებია...–მივაძახე უცნობს.
–ჩაო, მშვენიერო!–შორიდან მომაძახა.
დღეს მგონი მარცხენა ფეხზე ავდექი, მგონი კი არა, ნამდვილად ასეა! ტრანსპორტში ავედი და გადაჭედილი დამხვდა. ნუთუ აქაც ვერ შევძლებ კომფორტულად სკამზე მოწყობას? ტერფები ისე მტკივა, ეს მამაკაცები კი ერთს არ დაგითმობენ ადგილს! გაუზრდელები! დღეს ხომ შემამიწროვეს სადარბაზოში! კიდევ ერთხელ ამის გახსენებამ ადგილზე მომკლა. თანაც მეზობელიო...
კორპუსში შევდივარ და ლიფტის ღილაკს თითს ვაჭერ. ჯანდაბა! არ მუშაობს! ფეხით მომიწევს ასვლა მეათე სართულზე. მეშვიდე სართულის გავლაც ხომ მომიწევს, სადაც იარაღით დამატერორეს, ჩემ ცხოვრებაში პირველად!.
ამ ფიქრებში ვიყავი, ფეხი რომ გადამიბრუნდა და კიბეზე დავგორდი. ერთი დაკივლება მოვასწარი და გავითიშე.
--------------------------------------------------------
ესეც მეორე თავი! ბავშვებო ველი თქვენს შეფასებას! თქვენი თითოეულის კოემნტარი ჩემთვის მნიშვნელოვანია და მით უფრო მეტ სტიმულს მომცემს! უღრმესი მადლობა!



№1  offline მოდერი ლილიანა

ცოტაა ძალიან :(
რათაცნაირი გოგოა მოსუვენარი,ხიფათა და ცანცარა ;):):)
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline მოდერი sopiko

ამას შეხედე! რა გაბედული და საინტერესო პერსონაჟია :-D
ჩემი აზრი უკვე იცი ამ ისტოროაზე! მომწონს! მომწონს და მომწონს! ♥ ველოდები შემდეგს...

 


№3  offline წევრი teddy))

ლილიანა
ცოტაა ძალიან :(
რათაცნაირი გოგოა მოსუვენარი,ხიფათა და ცანცარა ;):):)

pirvel rigshi bodishs gixdit qartuli shriftit rom vwer! :* didi madloba liliana! Getanxmebi, mousvenaria da sharshic gaexveva da ukve gaexva kidec! :D <3

sopiko
ამას შეხედე! რა გაბედული და საინტერესო პერსონაჟია :-D
ჩემი აზრი უკვე იცი ამ ისტოროაზე! მომწონს! მომწონს და მომწონს! ♥ ველოდები შემდეგს...

pirvel rigshi shenc bodis gixdi qartuli sriftit rom ver vwer! :* didi madloba sopiko, da dzalian mixaria rom mogwons! Ai, me kide ase mgonia kargi araa, magram mgoni damwyebistvis mtlad cudic araa... <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent