შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყანჩაველი... (1)


11-11-2015, 20:20
ავტორი pon_chiki
ნანახია 2 829

- ხო მოვდივარ ! მარჯანიშვილთან , კი კი მალე მოვალ , კაი ანჩო კაი !.. გამარჯობა მე თათია მქვია . თათია ჯავახიშვილი 17წლის ვარ და მეთორმეტე კლასში ვსწავლობ . მაქვს მუქი ყავისფერი თვალები , დიდი წითელი ტუჩები და პატარა კურნოსა ცხვირი . ამყავს საუკეთესო დაქალებიც: ანჩო, ელენე და სალომე. ადრე სულ ერთად ვიყავით სკოლაშიც და გარეთ , მაგრამ რაც მე საცხოვრებელი შევიცვალე ცოტა არ იყოს ყველაფერი შეიცვალა, საცხოვრებელის გამო კიდე სკოლას ვიცვლი და ამით ყველაფერი უფრო უარესობისკენ წავა... საკუთარ თავზე ლაპარაკში გართულს უცებ ვიღაცა დამეჯახა და წამაქცია.
- აუ ტო! ბოდიში რა, რამე ხო არ გეტკინა? - მკითხა და მეც მას ავხედე , დიდი ლამაზი წამწამები და დიდი წითელი ტუჩები, ეს იყო ის რისი დანახვაც მოვახერხე - კარგად ხარ? რამე ხო არ გეტკინთქო? - მკითხა ისევ და ადგილიდან არ დაძრულა სანამ ხმა არ ამოვიღე
-ამმ... ისა ... არა არა ... ყველაფერი კარგადაა - ეს ვუთხარი და ისე სწრაფად შევტრიალდი როგორც შემეძლო . გზა გავაგრძელე და ვფიქრობდი , ნუთუ შეიძლება ადამიანს მითუმეტეს ბიჭს ამხელა წამწამები და ტუჩები ქონოდა , - რაზე ფიქრობ თათია - ჩავიბურტყუნე ჩემთვის. მალე ანჩოს სახლთან მივედი სახში ვაპირებდი აკითხებას, როდესაც უკნიდან ყვირილი ავიგონე
- თათიიი აქეთ ...
- კიდე კაი დამიძახე თორე უკვე სახში ვაპირებდი ამოსვლას - ვუთხარი სიცილით, როცა მივუახლოვდი. ანჩოს მოკლე შორტი და ტოპი ეცვა, თმა კიდე გაშლილი ქონდა.
- მეც ახალი ჩამოსული ვარ , სახში ლოდინი მომბეზრდა და ... შენ რას შვები გადაიტანე საბუთები უკვე ახალ სკოლაში საბუთები? - მკითხა და თვალი ამარიდა, ანჩო ასე იქცეოდა ხოლმე როცა რაღაც არ უნდოდა ცუდად მომხდარიყო
- არ ვიცი დედაჩემს უნდა სადმე კერძოში გადამიყვანოს, არამგონია ეს გაუჭირდეს, ხო იცნობ ჩემებს არა? - მე შეძლებული ოჯახიდან ვარ ანჩო კი არა და ამის გამო სულ წუწუნებდა ‘მეც მინდა მასეთი ცხოვრება’ ამდაგვარი წინადადებების მოსმენა თითქმის ყოვე თვე მიწევდა
- როდის მიდიხარ დასასვენებლად?
- დღეს , მგონი 18:00 ზე სახლიდან გავდივართ - ვუთხარი და შევხედე.
- რადგან დღეს მიდიხარ, წამო სადმე გავერთოთ - მითხრა და ალმაცერად გადმომხედა
- არა , არა , ანჩო ხო იცი არაფრის თავი არ მაქვს დღეს - კიდე რაღაცის თქმას ვაპირებდი მაგრამ ტელეფონმა დამირეკა დედა იყო - გისმენ, ხო დედა , რატო? კარგი, კარგი, კი ახლავე წავალ - ვუთხარი ნერვებ მოშლილმა და ტელეფონი გავუთიშე - მოკლედ დღევანდელი დღე გადაიდო , ვაკეში მივდივარ მამას ძმაკაცს მივყვები თურმე სოფელში, ბაგიც კი მიუტანიათ და ყველაზე საშნელი რაც გავიგე ისაა , რომ ჩემები არ მოიდან. მართლა ძაან მომენატრები - ვუთხარი და ჩავეხუტე
- მეც თათიი ძალიან - მითხრა და ლოყაზე მაკოცა
ჩემი მარშუტკა მალევე მოვიდა და იქიდან წამოვედი სულ რაღაც 15 წუთში უკვე მამას ძმაკაცის სახლის წინ ვიდექი . უეცრად უკნიდან ვიღაცამ ხელი მომკიდა შევტრიალდი და აკაკი (მამას ძმაკაცი) დავინახე
- შენ გელოდებოდი , წამოდი მანქანაში ჩაჯექი, მივდივართ უკვე - მითხრა მან და გამიღიმა
- რამდენი ხანია სავალი გზა თქვენ სოფლამდე?
- სამი საათი არც კი - მითხრა ისე რომ, ზედაც არ შემოუხედავს
- და რამდენი ადამიანი ვიქნებით სულ?
- ოთხი მე, შენ, ანაბელი და ჩემი ცოლი
- იმედია - ჩემთვის ვთქვი... ვგრძნობ რომ ეს ყველაზე აუტანელი ზაფხული იქნება ჩემს ცხოვრებაში. გზაში ჩამეძინა და ზუსტად იმ წამს გავახილე თვალები, როდესაც მანქანა გაჩერდა. წინ სახლს გავხედე და გამიხარდა რადგან ორ სართულიანი იყო. დიდი შესაძლბლობა იყო მარტო შემხოვედროდა ოთახი. დავინახე აკაკი როგორ გადავიდა მანქანიდან და მეც უკან გავყევი , ცოტახანში სახლიდან ვიღაც ქალი გამოვიდა
- თათია გაიცანი ეს ჩემი ცოლია ნანა - ნანა დეიდა მოგვიახლოვდა და ორივეს ჩაგვეხუტა, ცოტა არ იყოს მეუხერხულა ჯერაც ჩემთვის უცნობ ქალთან ჩახუტება
- ნანა დამიძახე უბრალოდ
წამით ვიფიქრე მარტო მე ვიყავი აქ მოზარდებიდან მაგრამ კარებიდან ორი ბიჭი და ერთი გოგო გამოვიდა. ‘მარტო ოთხი ადამიანი არა აკაკი?’ გავიფიქრე ჩემთვის. სამივე ჩემკენ წამოვიდნენ , გოგო მომიახლოვდა და ჩამეხუტა
- თათია ხო? - მე თავი დავუქნიე - მე ანაბელი მქვია , ნუ თუ გინდა ანა ან ბელი დამიძახე - მერე მომშორდა და ბიჭებს გახედა რომლებიც აშკარად ჩემზე ერთი თავით მაღლები იყვნენ - ეს სანდროა 0 მიმითითა ბიჭზე რომელიც ანაბელის გვერდით იდგა - და ის კიდე რომ , დგას და ტელეფონზე ლაპარაკობს ხესთან გაბრიელია- მე მხოლოდ თავი დავუქნიე და უკან მდგომ აკაკის გავხედე , რომელიც ჩემს ბარგს იღებდა მანქანიდან , მოხმარებას ვაპირებდი მაგრამ ანანბელმა პირდაპირ სახში გამაქანა, კიბეებზე ავდიოდი , როდესაც გაბრიელი წამოგვეწია შევხედე და გავიყინე, ის ბიჭი იყო დღეს, რომ დამეჯახა მ ბედიც ამას ქვია. ჩემი მძერა იგრძნო აშემომხედა
- აქაც შენ ტო? - მკითხა ირონიით სავსე ხმით



№1 სტუმარი ლინდა

კარგია გააგრძელე, დიდი თავები დადე რააა ეს ძალიან პატარაა

 


№2  offline წევრი LoNdA DM

magaria momewonaaa. velodebi shemdeg tavs

 


№3  offline წევრი anuka^_^

მალე დადე ახალი ;დ
--------------------
დრო არ კურნავს. ის გვაიძულებს შევეგუოთ...)

 


კაია მარა აი ირონიით როა ბოლოში ნერვები მომეშალა

 


№5 სტუმარი მირო

კარგია მალე დადე.მიყვარს ბიჭებს გრძალი წამწამები რომ აქვთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent