შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკვალევი (2 თავი)


12-11-2015, 13:10
ავტორი murachashvili
ნანახია 3 472

მეორე თავი
ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ეს ორი არსება ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილი გამოდგა. გოგონა ჩვენს სკოლაში VI კლასში სწავლობდა. ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებულ მოსწავლედ ითვლებოდა. სახელად სალომე. მასწავლებლების რჩეული მისი ტოლებისგან არაფრით გამოირჩეოდა. ყოველთვის მოწესრიგებულად გამოიყურებოდა და ცდილობდა თვალში ზედმეტად არავის გასჩხეროდა. ალბათ, ამიტომაც არ მყავდა ამ დღემდე შემჩნეული.
მასთან დაახლოვება მომინდა. რაც იმაზე ძნელი აღმოჩნდა ვიდრე ველოდო. ვახო გულით ბოღმა ადამიანი არ იყო. ჩემი მტრული დამოკიდებულება იოლად მაპატია, დავმეგორდით, თითქმის სულ ერთად ვიყავით. სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყოდი სალომეზე. თავისი ვიწრო სამეგობრო წრე ქონდა, ორი-სამი დაქალი, ისინიც მისივე კლასელები. სასაცილო გოგოები იყვნენ. სალომესგან განსხვავებით სულ იპრანჭებოდნენ და ცდილობდნენ უფროსი კლასელების ყურადღება მიეპყროთ.
ვახო და სალომე ერთად ცხოვრობდნენ, გვერდი-გვერდ სახლებში, რომლებსაც საერთო ეზო ყოფდა. შესაბამისად ვახოსთან მისულს შანსი მეძლეოდა სალომეც მენახა. მაგრამ თითქოს ჯიბრით, გოგონა გაიგებდა თუ არა ჩვენი იქ ყოფნის შესახებ, სახლში შეიკეტებოდა გოგოებთან ერთად და გარეთ არ გამოდიოდა. მათ არსებობას მხოლოდ სახლიდან პერიოდულად გამოსული სიცილის ან ფორტეპიანოს ხმა გვახსენებდა. ერთი სული მქონდა დამენახა რას აკეთებდნენ მთელი დღე სახლში, მაგრამ თითქოს ჯიბრით ფანჯრებზეც კი ფარდებს აფარებდნენ და ვერაფერს ვხედავდით.
ერთად-ერთი ვისაც ჩვენს სამეგობროში წყალობდა პატარა მამუკა იყო. მამუკა ჩვენში ტანით ყველაზე პატარა იყო. ქერა და დიდი ცისფერი თვალები ქონდა, როცა იცინოდა ლოყები ეჩვრიტებოდა. ბიჭებმა ზედმეტ სახელად „პატარა“ დავარქვით. მისი ჩაჩვრეტილი ლოყების გამო სულ დავცინოდით. თუმცა უცებ აღმოჩნდა, რომ მისი ამ თვისების გამო გოგონებს ძალიან უყვარდათ. სადაც არ უნდა დაენახათ შორიდანვე ხელს უქნევდნენ. განსაკუთრებით თბილად სალომე ხვდებოდა. მისი მშურდა. მე თითქოს ვერც კი მამჩნევდა, თითქის არც ვარსებობდი.
- მამუ, გაიცინე რა გეხვეწები! - შორიდან ანიშნებდა ხოლმე სალომე. პატარაც ღიმილს როგორ დაამადლიდა, სალომეს დანახვაზე ყურებამდე იკრიჭებოდა ხოლმე.
თავიდან ვეჭვიანობდი, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ მამუკას სალომეს ერთ-ერთი დაქალი მოწონდა. გოგონა მასზე ერთი თავით მაღალი იყო, თუმცა ეს ბიჭს დიდად არც აწუხებდა. მის დანახვაზე სიწითლე ყურებიდან ეწყებოდა. ფერი ეკარგებოდა. მუდამ მხიარული უცებ სერიოზულდებოდა. იმ იმედით, რომ ისიც მის გულის ვარდს დაინახავდა, ორივენი ვახოსთან ვათენებდით და ვაღამებდით. მამუკა სალომეს წყალობით ნელ-ნელა მიიწევდა წინ. როგორც კი გოგოებს დაინახავდა მაშინვე მათთან ჩნდებოდა, ერთ-ორ წინადადებას იტყოდა და გოგოებიც გულიანად იცინოდნენ. ჩემი საშველი კი არა და არ იყო. ყინული ვერაფრით გავალღვე. ჩემი ხვედრი მხოლოდ შორით კვდომა იყო.
- ეეე, თემო! - უცებ შეიცხადა ერთხელ მამუკამ, როცა შემთხვევით სალომემ გვერდზე გამიარა და ზედაც არ შემომხედა. - შენც ის გჭირს, რაც მე?! - გაოცებული მეკითხებოდა ის.
- შენ რა გჭირს?!- დავიბენი მე.
- შეყვარებული ხარ?!- ისეთი სახით მეუბნებოდა, თითქოს ახალი აღმოჩენა გააკეთა. არაფერი მითქვამს - სალომეზე?! - უფრო გაოცდა ის - ეეე... სალომე დაა შე- ჩემა!
გამეღიმა: - ხომ არაფერს ვეუბნები! - თითქოს მოვიბოდიშე მე- როგორ მიხვდი?
მამუკას გაეცინა: - რომ გაგიარა ისეთი საცოდავი თვალებით გახედე! ... ვერც კი ვიფიქრებდი, სალომემ იცის?- დაინტერესდა ის.
- არა, რა იცის. ზედაც არ მიყურებს, არც კი მიმჩნევს, თითქოს ცარიელი ადგილი ვარ. - გულდაწყვეტილმა ვუპასუხე მე.
- ვახომ?
- მე არაფერი მითქვამს, არც თვითონ მეკითხება, მაგრამ მემგონი ხვდება.

ამ დღიდან მოყოლებული მამუკას სახით დიდი მოკავშირე გავიჩინე. ყველანაირად ცდილობდა როგორმე სალომესთან დაახლოვებაში დამხმარებოდა. ხან რას იგონებდა და ხან რას, მაგრამ მისმა კრეატიულობამაც დიდად ვერ მიშველა. სალომე რომელიც ყველას უღიმოდა, ემეგობრებოდა. ყველა მისი კლასელი ბიჭისთვის „და“ იყო. ჩემთან რადიკალურად იცვლებოდა. შეყვარება კი არა, გამარჯობის ღირსადაც არ მთვლიდა. თავს მარიდებდა, თითქოს ჩემი ეშინოდა, ვერაფრით ვხვდებოდი რა ჭირდა, ასე რატომ ვერ მიტანდა.
მისი კლასი ჩემი საკლასო ოთახის წინ იყო. იმ იმედით რომ სადმე წავაწყდებოდი, გაკვეთილებზეც კი დავიწყე სიარული.
- ეეეე. - შემოვარდა ერთხელ კლასში შეშფოთებული მამუკა, - დროზე ადექი, შე-ჩემა!- მეუბნება მე.
- რატომ, რა მოხდა?! - გამიკვირდა მე.
- სალომე ტირის!
- ტირის?- ვერც კი გავიაზრე როგორ აღმოვჩნდი მის კლასში, გოგონა მშვიდად იჯდა კლასელებთან და რაღაცაზე იცინოდა. - რატომ ტიროდი? - ვეღარ მოვიფიქრე დაბნეულმა და ეს ვკითხე.
- არ ვტიროდი! - მშვიდად მიპასუხა და კითხვის თვალით შემომხედა, რა მოხდაო.
- არა?! - ავირიე მე- აბა, მამუკამ... - კარებისკენ გავიხედე და ყურებამდე გაკრეჭილი მამუკაც დავინახე.
- გეუბნები, არ ვტიროდი მეთქი! - სალომეს ხმაში გაღიზიანება შეეტყო.
- ბოდიში. - უხერხულად შევიშმუშნე და ოთახიდან არეული გამოვედი. მესმოდა როგორ იცინოდნენ გოგოები. მხოლოდ სალომეს ხმა არ ისმოდა.
მამუკას ვეძებდი კარგად რომ მეცემა, ალბათ მიხვდა რაც ელოდა და უკვე ძალიან შორს იყო საიმისოდ რომ დავწეოდი. რამოდენიმე დღე არც გამოჩენილა. როცა დარწმუნდა, რომ სიბრაზემ საბოლოს გადამიარა მხოლოდ მაშინ მოვიდა. თუმცა, ეს სემთხვევა მთლად უშედეგოდ არ დასრულდა. სალომეს ჩემს დანახვაზე ოდნავ ეღიმებოდა. მე კი ესეც მიხაროდა.
- რა გინდა შე-ჩემა? ძლივს გოგოს გადაბმულად ორი სიტყვა მაინც უთხარი და კიდევ უკმაყოფილო ხარ?
- ნუ მიჩხიკინებ, შეირგე ცემას რომ გადარჩი! - მეცინებოდა მე. თუმცა გულის სიღრმეში იძულებული ვიყავი დავთანხმებოდი, სულ არაფერს ასე მაინც ჯობდა.

- მაგარი აზრი მომივიდა! -მოვიდა ერთხელ მამუკა - მოდი გოგოებს ვარდები ვუყიდოთ! მე გვანცას მივართმევ, შენ - სალომეს.

- გაგიჟდი? ყვავილები როგორ მივუტანო, ტეხავს...

- რა მოხდა, ქალებს ასეთი სენტიმენტები მაგრად „ევასებათ“.

- შენ რა იცი?

- ვახომ მითხრა.

- ვახომ? - ეჭვით ვეკითხები რადგან დარწმუნებული არ ვარ, რომ ისევ არ მაიმუნობს.

- დედას გეფიცები, ვახომ მითხრა: სალომეს ყვავილებზე აბოდებსო, განსაკუთრებით შავ ვარდებზეო!

- მართლა ასე გითხრა?! - თან არ მჯეროდა, თან გონებაში უკვე იმ ადგილს ვარჩევდი ყველაზე მაგარი შავი ვარდები სად მეშოვა.

ასე იყო თუ ისე, კოლმეურნეობის მოედანზე ბევრი ხვეწნის შემდეგ საუკეთესო შავი ვარდების თაიგლი გამოვართვი და სკოლაში წამოვედი. სალომეს ერთ-ერთი კლასელი ბიჭი გამოვიჭირე და ვთხოვე მისთვის გადაეცა. ისტორიის გაკვეთილი ქონდათ, როცა თაიგულით ხელში ბიჭი კლასში შევიდა.
- ეს რა ყვავილებია? - გავიგონე პედაგოგის ხმა.
- მასწ, სალომესთან გამომატანეს. - არეულად პასუხობს ბიჭი.
ბავშვების სიცილის ხმა მესმის და ვხედავ სალომეს აწითლებულ სახეს, უხერხულად რომ იშმუშნება.
- სალომე არ გამოართმევ?- ღიმილით ეკითხება პედაგოგი. ისტორიის მასწავლებელი ასე ოცდახუთ წლამდე ასაკის, გასათხოვარი გოგოა. ეს სიტუაცია აშკარად ართობს და არ ბრაზდება. სალომე დუმს. - უხერხულია, ასე ხომ არ იქნება შუა ოთახში?.
- თქვენი იყოს მასწ. მე ამას მაინც არ წავიღებ. - მესმის სალომეს გაბზარული ხმა.
- როგორც გინდა, მაშინ აქვე დავდგათ კლასში, ცოტას გაახალისებს ოთახს. -ისევ იღიმება მასწავლებელი.
- რა ქენი შე-ჩემა? - სიცილით მეკითხება მამუკა- მთელი სკოლა ლაპარაკობს, „წიკომ“ სალოს ყვავილები გაუგზავნაო!
- რა ვიცი, გამოჩნდება... - ვბლუყუნებ მე.
გამოჩნდა ის, რომ სალომე სადაც დამინახავდა კილომეტრში მივლიდა გვერდს, ისევ თავს მარიდებდა. სამაგიეროდ ვისაც კი არ ეზარებოდა, ყველა მეკითხებოდა: - შენსა და სალომეს შორის რა ხდებაო. უკვე თავ-ბედს ვიწყევლიდი მამუკას დაჯერების გამო. ეს როგორ მომივიდა, ასე როგორ შემეშალა მეთქი.
ალბათ, კვირაზე მეტი გავიდა. მომწყინდა ასე კუკუ-მალობანას თამაში. ვერც სალომეს ასეთ დამოკიდებულების მიზეზს ვიგებდი. დავინახე სკოლიდან როგორ გავიდა. შორიდანვე შემამჩნია და ფარეხებზე, მოკლე გზით სცადა მოვლა, მე რომ არ შემჩეხოდა. მეც მოკლე გზებით გადავუჭერი გზა და ჩიხთან დავხვდი. ჩემს დანახვას ნამდვილად არ ელოდა. შეშინებული შეხტა, აშკარად დავინახე, რომ ჩემი ეშინოდა.
- გამარჯობა! - მივესალმე მე.
- გაგიმარჯოს! - ცივად მიპასუხა.
- ჩემი გეშინია? - გაოცებული ვეკითხები მე.
- არა, რატომ? - გაბზარული ხმით მპასუხობს და აქეთ-იქით იყურება, ალბათ გამვლელებს ეძებდა.
- ნუ, გეშინია, არაფერს დაგიშავებ! - პასუხი არ გამცა, თვალებით მიწას ჩასჩრებოდა - არაფერს მეტყვი?
- რის თაობაზე? - გაოცებული მეკითხება ის.
- თუნდაც ყვავილებზე.
არ ვიცი იქნებ მომეჩვენა, მაგრამ ოდნავ გაწითლდა. უხერხულად შეიშმუშნა. პირდაპირ შემომხედა. თითქოს ყოყმანობდა. შემდეგ კი მხოლოდ ეს მითხრა:
- მესმის, რომ ცდილობ ყურადღება გამოიჩინო, მაგრამ გთხოვ ასე აღარ იხუმრო, ვიცი, რომ..
- ვიხუმრო? მე არ ვხუმრობ, უბრალოდ...
- ცუდად ნუ გამიგებთ! - უცებ თქვენობითზე გადავიდა ის - თქვენ და თქვენი მეგობრები, ხან „მაკარონას“ მეზახით, ხან „ვეშოლკას“, ხან „ჟირაფს“.- ეს ყველა ის სახელი იყო რასაც ზურგს უკან გაბერილი მამალაძე უწოდებდა ხოლმე. თუმცა მაშინ სალომეს არც კი ვიცნობდი, და დიდად არც მაღელვებდა ვის მოიხსენიებდა ასე საყვარლად მამალაძე. - თქვენი დამოიკიდებულება აღარ მწყინს. თუმცა არც დამვიწყებია. არ მინდა თქვენთვისაც დავინვის ობიექტად ვიქცე. ამის უფლებას არ მოგცემთ!
- ეგ არც კი მიფიქრია! - ვიუარე მე. უნდობლად შემომხედა. იმის გააზრებამ, რომ ჩემი სიმპატია დაცინვად არიქვა შოკში ჩამაგდო და დამამუნჯა.
- მამალაძის თავხედობა კიდევ ასატანია. ვოცი რომ დეგენერატია. მაგრამ არ მინდა ეს ჩემი მამიდაშვილის მეგობრებმაც გააკეთონ! - ცივად მითხრა მან_ ტუ რათქმა უნდა თავს ვახოს მეგობრად თვლით.
გული დამწყდა: - „მე მხოლოდ მამიდაშვილის მეგობარი ვარ?“
აღარაფერი მითქვამს, მივხვდი აზრი არ ქონდა: - ბოდიში, ეტყობა ზედმეტი მომივიდა!
- ადამინაბის დამცირება გიყვართ! ამას მეც არაერთხელ შევსწრებივარ. უსამართლოდ მეც ბევრჯერ შემეხეთ.
- მე არასოდეს.. - თავის მართლება ვცადე, თუმცა შემაწყვეტინა.
- მამალაძეც თქვენი მეგობარია, კარგი იქნება გასართობად სხვა ობიექტს თუ შეარჩევთ! იმედი მაქვს ადრე თუ გვიან ვახოც მიხვდება, რომ თქვენგან თავი შორს დაიჭიროს. - ცივად მითხრა მან.
მისმა სიტყვებმა გული იმაზე მეტად მატკინა ვიდრე მოველოდი. უსიტყვოდ წამოვედი. ან რა აზრი ქონდა რამის ახსნას? მივხვდი, რომ სალომეს თავისი შეხედულება ქონდა და ძნელად თუ შეიცვლიდა. ტყუოდა? არა. არ ტყუოდა. თითოეულ მის სიტყვაში სიმართლე ჟღერდა. მე სწორედ ასეთი ვიყავი. მოძალადე, თავხედი. თუმცა ვფიქრობდი, რომ შეეძლო დაენახა როგორ განსაკუთრებულად ვექცეოდი მას. ეს დამოიკიდებულებაც კი სხვანაირად გაიგო. ჩემ ახალ გასართობად ჩათვალა. საკუთარი გრძნობები იმდენად წრფელად და სუფთად მიმაჩნდა, რომ ჩემი ქმედებების ასეთ ჭრილში დანახვამ გამაღიზიანა, გავბრაზდი:
- თვითონ არის ცივი და უგულო! როგორ შეიძლება ვერ მიმხვდარიყო, ვერ ეგრძნო? - აღშფოთებული ვეუბნებოდი მამუკას.
- ჰო, ტო! მაგარი „სტრანნი“ გოგოა! ვერაფერს გაუგებ! - გაოცებული მეუბნებოდა ის - ან იქნებ გეთამაშება?
- რას ქვია მეთამაშება?
- რავი აბა, ქალებს ევასებათ თავის დაფასება. და ეგეც ქალია, რა....
ის ისე დარწმუნებით ლაპარაკობს, თითქოს მისი სიტყვები აქციომაა. სიცილს ვერ ვიკავებ. ყოველთვის მაოცებდა მისი ნიჭი, როგორ შეეძლო ნებისმიერ მოვლენაში დადებითის დანახვა? აღარაფერი მითქვამს.
- დრო გვიჩვენებს, რაც იქნება, იქნება! - გავიფიქრე ჩემთვის.



№1  offline წევრი გვირილა ♡

პირველ თავზეც მინდოდა კომენტარის დატოვება, მაგრამ ვერ მოვახერხე.. ეხლა გეტყვი, მომწონს უკვე ძალიან.. განსხვავებულია და სასიამოვნო წასაკითხი.. ♡
ველი გაგრძელებას :*

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

გვირილა ♡
პირველ თავზეც მინდოდა კომენტარის დატოვება, მაგრამ ვერ მოვახერხე.. ეხლა გეტყვი, მომწონს უკვე ძალიან.. განსხვავებულია და სასიამოვნო წასაკითხი.. ♡
ველი გაგრძელებას :*

მადლობთ, რომ კითხოლობთ. იმედია შემდეგი თავებუ უფრო საინტერესო იქნება

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან დამაინტერწსა ამ ისტორიამ ველოდები შემდეგს

 


№4  offline წევრი teddy))

Dzalian kargia tan momwons bavshobitan rom iwyeba 90 wlebi :* kargad wer!

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

მაინც შეაყვარებს თავს

 


№6 სტუმარი სტუმარი მარინა

დასაწყისი კარგია.ძალიან საინტერესოა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent