შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მელანქოლიკი 9


12-11-2015, 18:28
ავტორი sopiko
ნანახია 2 188

თორნიკე
ჩემ სახლთან ახლოს ქალები შექუჩულან. ინტერესი მიპყრობს და მათკენ მივემართები. თვალს მარიდებენ და ჩემგან თავის დაღწევას ცდილობენ. ღელვა მიპყრობს. აფორიაქებულს გული მიჩქარდება. პატარა გოგონა მხვდება ხელში. ანერვიულებული ფართხალებს. ეჭვის ჭია მღრღნის. ჯულიაც ხომ სულ ასე მიფრთხის.
-რა მოხდა პატარავ?
ის დაუფიქრებლად მპასუხობს. ოღონდ გავუშვა და რას არ იტყვის...
-ერთი გოგო ცუდად გახდა... ძალიან ლამაზი იყო... სასწრაფომ წაიყვანა პიუ-პაუთი...-ტირილს იწყებს ის და თავისი სადარბაზოსკენ გარბის ''დედიკოს'' ძახილით.
''ერთი გოგო ცუდად გახდა... ერთი ლამაზი გოგო ცუდად გახდა''-განუწყვეტლივ ჩამესმის გონებაში და ზუსტად ვიცი რომ ის გოგო ჯულიაა... მხოლოდ ახლა ვხვდები რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩემთვის, როგორი წმინდაა... როგორი უცოდველი...
ავტომობილს შორიდანვე ვაღებ და საავადმყოფოში მივდივარ. არ ვიცი რომელში გადაიყვანეს, მაგრამ მივდივარ... დრო არ იცდის! მე კი ჩემი სულის ნახევარი უნდა გადავარჩინო. მის გვერდით უნდა ვიყო, რომ ძალა მივცე.
-იცოცხლებს! ჯულია ძალიან ძლიერია!-ანაზდად ვყვირი და უკან გამოდევნებულ წითელ ოპელს ვხედავ სარკეში.
-ნაძირლები!-გამეტებით ვატრიალებ საჭეს და ვგრძნობ როგორ მიკანკალებს ფეხები. მანქანა უკან მიმყავს და დაბნეულ მოთვალთვალეს მსუბუქად ვასკდები. გარეთ გადავდივარ და ოპელის მძღოლიც იძულებით გადმომყავს.
-რა გინდა? ვინ ხარ? აბა, თუ კაცი ხარ, ხმა ამოიღე! მიდი აბა!-თავს ვარტყმევინებ კარებზე და ისიც სიმწრით ღრიალებს.
-ესეც შენ! მადლობა ჯულიას გადაუხადე, ახლა რომ სუნთქავ!-უხეშად ვაგდებ ასფალტზე და ავტომობილში ვბრუნდები.
სამ საავადმყოფოში ვიყავი და ვერსად ვერ ვიპოვნე... თითქოს უკვალოდ გაქრა. მეოთხეში ბედი არ მღალატობს. ექთანის გაფრთხილებას არ ვუსმენ, ისე შევდივარ პალატაში. ჯულიას დანახვისას საკუთარი მინდება. არა! ეს ჩემი ჯულია არ არის... ის მეწამულისფერი ტუჩები გასთეთრებია, ლოყები გაფერმკთალებია და ჩავარდნია. ექიმის შეხება მაფხიზლებს, ხელებს უშედეგოდ ვიქნევ და კედლებს ვეჭიდები. არ მინდა მარტო დავტოვო... მეშინია, რომ თვალს თუ მოვაცილებ წავა და აღარ დამიბრუნდება...
-დამშვიდდით! უბრალოდ გადაღლილია...-მებღაუჭება ვიღაც და ჯულიას მდგომარეობას მიხსნის.
ის ცდება! მე გავანადგურე ჯულია! მე გავთელე მისი თავმოყვარეობა. ბრძოლა ვარჩიე სიმართლეს! არ მინდოდა მისდამი სიყვარულში დავრწმუნებულიყავი. ეს დიდი შეცდომა იყო! მე კი მთავარი დამნაშავე ვიყავი! ვტიროდი... სინანული შიგნიდან მჭამდა, მაცარიელებდა, მფიტავდა...

ჯულია
თვალებს ვახელ და ლაზარეს ვხედავ. ანგელოზი ყოფილა...ჩემი გადამრჩენელი! გმირი, მაგრამ მაინც საშინლად უგულო! გაბრაზებას და ტკივილს ვერაფერს ვუხერხებ და მეორე მხარეს ვტრიალდები. ეს არ უნდა მექნა! მაშინვე ფეხზე დგება და შეშლილივით წინ და უკან დადის.
-გღვიძავს ხომ? არ მეჩვენება?-მეკითხება გადიდრონებული თვალებით და მეც უბრალოდ თავს ვუქნევ. ვხედავ, რა დღეშია და ცეცხლზე წყალს ვერ დავასხამ.
-შენ ჩემი ყველაფერი ხარ.. სიხარულიც, წყენაც, გაბრაზებაც, სიყვარულიც და საერთოდ ყველაფერი!-გულში გაუფრთხილებლად მიხუტებს, თან ისე მაგრად რომ ჩემი ძვლების ტკაცუნი მესმის.
-რას ამბობ... გამიშვი!-მიუხედავად მისი სიტყვებისა თავის დაღწევას ვცდილობ. ტემპერამენტი შემეცვალა... ჩემი წარსული გაქრა! ...მაგრამ მაინც დარჩა ''გამიღიმე'' ახალ ცხოვრებაში. სწორედ მის გამო ვუარყოფდი ამგვარ საქციელს და ამიტომ არ ვამბობდი იმ სამ სიტყვას. არ შემეძლო იმედი მიმეცა ლაზარესთვის, მიუხედავად იმისა რომ მეც ვხვდებოდი, ეს რაღაც სხვა იყო. ჩემი დამოკიდებულება ჩარკვიანის მიმართ სხვა ურთიერთობებს არ ჰგავდა.
ლაზარე უკან იხევს და მზერა ეცვლება.
-ვერ მაპატიებ? იმ სიტყვებს ვერასდროს მაპატიებ?-ისე მევედრებ,ა რომ უარის თქმას ვერ ვახერხებ.
-გთხოვ, წადი...-ვჩურჩულებ და ცრემლებს უხვად ვღვრი.
-არა! არ წავალ! მე შენთან მინდა!-ხელებს ასავსავებს და ისევ მიახლოვდება.
-არ გინდა! მე ხომ შენი შესაფერისი არ ვარ! შენ ჩემგან შორს დგახარ! ახლა რასაც ამბობ, ესეც სიცრუეა!-შეურაწმყოფას ურცხვად ვაყენებდი... ვიცოდი, რომ მართალი იყო! მე კი მისი ტყუილი მაწყობდა. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ამ მიზიდულობის კანონის დარღვევა. ნეტავ, მიზეზი მხოლოდ ''გამიღიმეა''? თუ კიდევ არსებობს ბარიერი ჩვენ შორის...
-ვნანობ! მაშინ იმიტომ გელაპარაკე ასე, რომ მეგონა თუ გავბრაზდებოდი შენზე, აღარც შემიყვარდებოდი...
როგორ არ უნდა ვაპატიო.. მეც ხომ ასე ვფიქრობ. ოღონდ დავივიწო ჩემი აწმყო და წარმოუდგენელ ფაქტსაც კი ვიჯერებ. საწოლიდან ერთი მოძრაობით ვხტები და ფიზიკურ ტკივილს ვაიგნორებ. ლაზარე ჩემ დაჭერას ცდილობს. უკან მომყვება და დასუსტებულს სულ მალე მეწევა.
-უნდა წავიდე... არ მინდა აქ ყოფნა! ცუდად ვარ...-უკვე დაჩოქილი მივხოხავ იატაკზე და გაჩერებას მაინც არ ვაპირებ.
-აქ სწორედ ცუდად ყოფნის გამო ხარ, ჯულია...-მეწინაამღდეგება ლაზარე.
-ცუდად შენ გამო ვარ! არ მინდა შენთან ყოფნა... თითქოს რაღაც მიზიდავს... ლტოლვა... მე... სიყვარულით ვარ ავად...-ხელებს საშველად ვიშვერ და ისევ და ისევ ლაზარეს ვაწყდები.
-ჯულია...-თავს აქნევს ლაზარე და ჩემ სახელს რაღაც სიტკბოებას ურევს ინგრედიენტად... კისერზე თითებს მაჭდობს და ტუჩებზე მეწაფება. წამში ვივსები ენერგიით. ცხელ ლავაში ვიძირები და ყველა ის ადგილი მეწვის, სადაც ლაზარე მეხება. აღზევებას ვგრძნობ! გრძნობების აღზევებას! სხეულზე მთელი ძალით ვეკვრი ჩარკვიანს და მის სითბოს ვიზიარებ.
-მორჩა! შენ უკვე ჩემი ხარ!-ბუტბუტებს ის და ბაგეებს ახლა ჩემ ყელზე დააცოცებს. სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის ტანში და მეღიმება. ჩემდაუნებურად რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ...
-რატომ არ შემიძლია საპირისპიროს დამტკიცება?
ლაზარეს ეცინება და გაყინულ თითებს მითბობს.
-ნამდვილი თოვლის ფიფქი ხარ რა... ჩემ შეხებაზე რომ დნება...
მის ხუმრობაზე ხმამაღლა ვკისკისებ! მგონი ბედნიერი ვარ...
...............................................................
ჩემი თითოეული მკითხველი ისე მიყვარს, რომ ხათრი ვერ გაგიტეხეთ და გადაწყვეტილებაც მივიღე. გავაგრძელებ, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ არ დაიზარებთ და თქვენ აზრს გამოთქვამთ პერსონაჟებზე, თითოეულ სცენაზე და მეტყვით რომელი ეპიზოდი მოგწონთ ყველაზე მეტად ამ ისტორიიდან. ყველაფრისთვის მადლობა ჩემო ძვირფასებო...
სიყვარულით სოფიკო <3
პ.ს. ხო, შემდეგი უკვე დასასრულია...



№1  offline წევრი teddy))

Dzalian magari iyo! Yochaag! Gamigime da melanqoliki! Ohoo arc gamigimes galatobt da arc melanqoliks! Dzlivs egirsa am julias bedniereba ra! Ai imas ki ver mivxdi mamida ra shuahsia da rato ityuebaa... Albat momdevno tavebshi gairkveva. Dzalian kargia rom chveni xatrit mainc dawere da gavchuke es sayvareli julia da lazare. Warmatebebi sopikoo!

 


№2  offline წევრი Firefly

და მე ისევ შენთან ვარ!♥

ყველა შენი პერსონაჟი განსაკუთრებით მიყვარს განურჩევლად!შენც ძალიან მიყვარხარ რომ ბოლომდე მიიყვან ამ ისტორიას♥♥♥
--------------------
M.T

 


№3  offline მოდერი sopiko

teddy))
Dzalian magari iyo! Yochaag! Gamigime da melanqoliki! Ohoo arc gamigimes galatobt da arc melanqoliks! Dzlivs egirsa am julias bedniereba ra! Ai imas ki ver mivxdi mamida ra shuahsia da rato ityuebaa... Albat momdevno tavebshi gairkveva. Dzalian kargia rom chveni xatrit mainc dawere da gavchuke es sayvareli julia da lazare. Warmatebebi sopikoo!

♥მარიამი♥
და მე ისევ შენთან ვარ!♥

ყველა შენი პერსონაჟი განსაკუთრებით მიყვარს განურჩევლად!შენც ძალიან მიყვარხარ რომ ბოლომდე მიიყვან ამ ისტორიას♥♥♥

დიდი მადლობა გოგოებო ♥ თქვენ ჩემი ერთგული მუზები ხართ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent