შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი არ გეშინოდეს!


12-11-2015, 18:51
ავტორი teddy))
ნანახია 3 535

განძრევას ვცდილობ, მაგრამ ამაოდ. თავი მისკდება, და თვალებსაც ნელ-ნელა ვახელ. ყველაფერს ვიხსენებ, რაც მოხდა. იმედია კარგად ვარ, თუ არადა გაიხარებს ალბათ ის ბანდიტი. თვალებს აშკარად ჩემი ოთახი არაა, ალბათ სავადმყოფოში მომიყვანეს, მაგრამ ასეთი საავადმყოფო?! ეს ოთახი სულ სხვანაირი იყო. შავ-თეთრში, სადა, მარცხენა კუთხეში შავი კარადა იდგა, მოშორებით კი მაგიდა, სადაც შავი ლეპტოპი იდო. ნეტა სად ვარ?! თვალებს ვხუჭავ, და ისევ შიში მიპყრობს. რამდენიმე წამის შემდეგ კარების გაღების ხმა მესმის. ნეტა ვინ არის? ვფიქრობ ჩემთვის, მაგრამ ალბათ ჩემი ფიქრი გაიგო იმ ვიღაცამ და პასუხიც არ დააყოვნა:
-ლამაზო, მოხვედი გონს?
რაა? ისევ ის, ის ბანდიტი? არა არსებოს! არ არსებობს! არ არსებობს! არსებობს! ერთი მე იძახდა არსებობსო, მეორე მე კი საწინააღმდეგოს აგრძელებდა. თვალების გახელა არ მინდოდა, მაგრამ ალაბთ მომიწევდა. ნეტა გავქრე აქედან, ისე, რომ ვეღარ მიპოვოს. ბავშობაში ამბობდნენ ჩემზე, ძაღლის ბედი გაქვსო, მაგარამ აქ არ გამართლდა ჩემი იღბლიანობა, ისევ აქ ვიყავი, საწოლში. ალბათ, იარაღი აქვს მომარჯვებული, ჩემი გაშვება გადაიფიქრა და მომკლავს. რაც არის, არის... თვალებში შევხედავ და იქნებ ასე მაინც გაჩნდეს მასში რამე ადამიანური... იქნებ მეც გავარჩიო რა ფერის თვალები აქვს?! თვალებს ვახელ, შემდეგ ისევ ვხუჭავ, რა თქმა უნდა შიშისგან. ვსიო, ვახელ! ჩემს წინ ისევ ის ბიჭი დგას. ახლა უკვე კარგად ვარჩევ მის გარეგნობას. მაღალია, შაგვრემანი, ოდნავ წვერი აქვს, თვალები კი... ვერ ვარჩევ რა ფერის აქვს. ნაცრისფერი თუ მწვანე? ისე რა კარგი იქნება იმასაც, რომ ნაცრისფერი თვალები ხატავდეს, ჩემსავით, თუმცა რათ მინდა?! სულაც არ მჭირდება ვიღაც უგულოს, ჩემნაირი თვალები ჰქონდეს.
-ისე დღეს დილით რა კივილიც ვერ მოასწარი, ახლა აინაზღაურე დაგორებისას. - ამბობს და მის ,,ქოლგეით" კბილებს მიჩენს.-არა, ისე რამ ჩაგაცვა ასეთი მაღლები? დებილები ხართ რა ეს ქალები! -ამბობს და თან ხარხარებს. ცოტა ვერ უნდა იყოს, დილით საშიში, ახლა იცინის. ნუთუ ასეთი არანორმალური ხალხიც არსებობს?! არა, დედაჩემი ყოველთვის იძახის, რომ არანორმალური ვარ, მაგრამ ეს სულ სხვა რამეა, ეს ნამდვილი გიჟია. ამიტომაც, მოვიკრიბე ჩემი მთელი გამბედაობა და თამამად განვაცხადე:
-სულაც არ არის თქვენი საქმე, მაღლებს ჩავიცვამ თუ არა! და მეორეც, აქ რას ვაკეთებ? რა უფლებით შემოგყავართ სახლში, რომლის პატრონიც უგულოა. ამიხსენით! თუ ისევ ჩემ მოკლლას აპირებთ? თუ არა! ჯერ წამებას ალბათ.-ბოლო სიტყვები შიშით წარმოვთქვი და გამიკვირდა. საიდან ამდენი გამბედაობა ნენე? მას ღიმილი ჰქონდა ირონიით სავსე, მრისხანე თვალებითაც მიყურებდა. ნუთუ ასეთი ახალგაზრდა უნდა მოვკვდე? ნეტავ, არა! მინდა ჩემი გეგმები განვახორციელო. რომ დავბერდები მთაში წავიდე და იქ ვიცხოვრო ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად.
-ხმას დაუწიე!-გაბრაზებული ხმით წარმოთქვა მან.-დილით სხვანაირად ჭიკჭიკებდი. თუ გგონია, რომ დღის მეორე ნახევარში შევიცვლებოდი?! მეორეც, შენ კიბეებზე დაგორდი და ჩემი ხელით კი არ მოკვდებოდი, არამედ თვითონვე აღმოგხდებოდა სული, რომ არავინ გამოსულიყო. ამიტომ, მადლობა თქვი, რომ არ მოკვდი და ენას ნუ აჭარტალებ!-იმხელა ხმაზე დაიყვირა, იქვე გავშეშდი. არა რა! ოხ, ეს ჩემი ენა! რატომ ვიცი ყოველთვის უადგილო ადგილას, ისეთი რამის თქმა, რაც არ არის საჭირო. ალბათ ახლა, რომელიმე უჯრიდან იარაღს ამოიღებს და მომკლავს. აი, კიდევ ვერ ვჩუმდები! აშკარად სიკვდილი მწყურია...
-რა იყო, ისევ პისტოლეტს აიღებ და მომკლავ?-ისეთი შიშით ვთქვი და ისე ჩუმად, მგონი ვერც კი გაიგო, მაგრამ პირს აღებს, რომ რაღაცა თქვას. უფრო ხმადაბლა ვერ ჩავილაპარაკე?
-ბევრს ლაპარაკობ! -ისეთი მკაცრი ხმით თქვა, არამარტო მე , ჩემი ენაც კი გაქვავდა. ჩემთან ახლოს დადებულ ბოთლს ხელი მოვკიდე, იმის შიშით, რომ რამეს დამიშავებდა და მეც თავზე გადავამტვრევდი.
-იცოდე გამატარე, თორემ ამ ბოთლს ჩაგარტყამ! გამატარე!-ბრძანებას ვიძლეოდი. აშკარად გადავიფიქრე უმოქმედოდ ყოფნა!
-გაგატარებ! ხომ ხედავ ხელში არაფერი მიჭირავს. ამიტომ ახლა მე კი არა, შენ ხარ შეიარაღებული. ისე გაშვება რომ არ მინდოდეს ლამაზო, მშვიდად არ ვიდგებოდი. ახლა კი ტლიკინს ჯობს წახვიდე.
-წავალ! -ხმამაღლა ვთქვი და თან გასასვლელი კარისკენ წავედი. ლუდის შუშის ბოთლს ხელს არ ვუშვებდი. სადარბაზოში გამოვედი და აჩქარებული ნაბიჯებით მივდიოდი წინ! ჩემი პატარა საბრძოლო იარაღიც თან მქონდა, უცბად რომ დამსხმოდა თავს. ის კარებში დადგა და მომაძახა:
-შოკოლადის კეკსი არ დაგავიწყდეს, ლამაზთვალება!
---------------------------------------------------------
იმედია, მოგწონთ! ძალიან გთხოვთ შემიფასეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ახლა ჩემ ტავს შენიშვნას ვაძლევ, ადრე რომ არ ვუკომენტარებდი ხოლმე. ახლა მივხვდი რამხელა სიამოვნება ყოფილა. ♥



№1 სტუმარი Dea

Kaia momwons magram dzan cotaa

 


№2  offline წევრი teddy))

Dea
Kaia momwons magram dzan cotaa

gmadlob! Shemdeg tavshi shevecdebi gavzardo :*

Mkitxvelebo damaviwyda dawera am tavze rom mesame tavia

 


№3  offline მოდერი sopiko

კარგი იყო ძალიან! აი, გულს რომ ესიამოვნა თავისი იუმორით :-D

 


№4  offline წევრი teddy))

sopiko
კარგი იყო ძალიან! აი, გულს რომ ესიამოვნა თავისი იუმორით :-D

madloba sopikoo! Adamiani xar romelic uyuradgebod ar dagtivebs... :* martlac rom iumoris xasiatze iyo chveni tlikina nene :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent