შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მექალთანე თავი 5


12-11-2015, 21:18
ავტორი MLM
ნანახია 5 362

- რა საშინელი ამინდია, რაღა დღეს გვიწევს მუშაობა რაა (გიო)
- არ თქვა, მძულს ეს ამინდი, (საბა)
რაციაზე შეტყობინება შემოვიდა, მძიმე ავარიაზე, ჩვენ ახლოს ვიყავით მისამართთან და წამებში იქ გავჩნდით, მანქანა რომ დავინახე გიჟივით მივვარდი, გიოსაც იგივე რეაქცია ქონდა, მანაც იცნო მანქანა, სანამ ადგილზე მივედი და გადაბრუნებულ მანქანაში შევიხედე მეგონა მოვკვდი, ვერ ვსუნთქავდი, იმის გააზრება არ მინდოდა რასაც ვხედავდი, დავიხედე რომ მანქანაში თათას ნაცვლად ქალი და კაცი იჯდნენ, ორივე უგონიდ იყო, სასწრაფო წამებში მოვიდა, ქალი ადგილზე დაიღუპა, მამაკაცი კი ძალიან მძიმედ იყო, მათი საბუთები ვნახე და თავში შემოვირტყი ხელები, გიო მომვარდა რა ხდებაო, ხმას ვერ ვიღებდი, ქალი საკაცეზე გადმოასვენეს და სასწრაფოს მანქანაში შეასვენეს სახეზე გადაფარებული, კაცი სასწრაფომ გააქანა საავადმყოფიში იქნებ მივუსწროთო. მე კიდევ ისე დავდიოდი ფერი არ მედო,
- ვინ არიან? (მკითხა გიომ)
- კაცი მამაა და ძალიან დიდი იმედი მაქ რომ ეს ქალი დედა არ იყო, საავადმყოფოში უნდა გავყვე, თათას დავჭირდები
- კაი მიდი, მე აქაურობას მივხედავ
- შენი იმედი მაქ, თუ ვინმეა დამნაშავე უეჭველი უნდა ვიცოდე.
საავადმყოფოში წავედი და ექიმს ვუთხარი რომ მას დაერეკა, მე ნინის დავურეკე მერე და ველაპარაკე
- გაიგე? (ვკითხე მე)
- შენც გაიგეე? წამოვიდა უკვე
- ჩემი თვალით ვნახე, შენც წამოდი მალე, ცუდი ამბავია, შეიძლება მე არ გამიკაროს და ვინმე უნდა ყავდეს გვერდით
- რა მოხდა?
- ქალი და კაცი იყვნენ თათას მანქანაში, კაცი მამაა და ქალი დგინდება
- მერე?
- ქალი დაიღუპა ადგილზე
- რააა? (ტირილი დაიწყო) ეხლავე წამოვალ,
- მალე.


*****************************************
საბას გავუთიშე და მის ჩანთას დავწვდი რომელიც აქ დარჩა თათას, მისი ნივთები ჩავაწყე ჩანთაში და ტესტებს მოვკარი თვალი, ამოვიღე და დავრწმუნდი, ორივე ტესტზე ორი ზოლი იყო, ანუ ორსულადაა, ანუ რა გამოდის? ჩემს ძმიშვილზეა ორსულად? ტირილს ვუმატე და დავეთხოვე მენეჯერს, გზაში იმდენი ვიტირე ყველაფრზე, თვალები დავისიე საავადმყოფოში რომ მივედი, თათა მუხლებზე იდგა ხმამაღლა ღრიალებდა და საბა აწყნარებდა.

**************************************
ნინის რომ გავუთიშე ექიმი მოვიდა, რომელმაც მითხრა რომ ნათესავი სჭირდებოდათ ქალბატონის ამოსაცნობად რადგან ქალს არანაირი საბუთი არ ქონდა თან, ვუთხარი რომ მალე მოვიდოდა მამაკაცის შვილი და ამოიცნობდა, ექიმი წავიდა და კალიდორში მარტო დავრჩი. ცოტა ხანში კარი გაიღო და გაგიჟებული თათა შემოვარდა, როგორც კი დამინახა მკითხა
- რა მოხდა?
- ავარიაა თათ, ძლიერი უნდა იყო გთხოვ (ყველანაირად ვეცადე მშვიდი ტონით მეთქვა)
- რა ხდება მითხარი მალე, როგორ არიან?
- მამაშენი საკმაოდ მძიმედაა, საოპერაციოშია, ხოლო ქალი არ ვიცით ვინაა (ხმამაღლა დაიწყო ტირილი)
- დედაჩემია. როგორაა?
- დედაშენი იყო მასთან ერთად? ზუსტად იციი? (საშინელი გრძნობაა როცა საყვარელ ქალს უნდა გააგებინო მშობლის სიკვდილი, თან დედის.)
- კიიი, დილით მთხოვა მამამ მანქანა, ერთად უნდა წასულიყვნენ, როგორაა?
- მისმინე,
- პირდაპირ მითხარი როგორაა? (ვცდილობდი ისეთი სიტყვების მოძებნას, რაც ძალიან არ ატკენდა მაგრამ ამის მეტი ვერაფერი მოვიფიქრე)
- შენი დახმარება უნდათ ექიმებს,
- რაზე? (გულმოსული ქვითინებდა და არ ვიცოდი როგორ უნდა მეთქვა)
- მასთან ერთად ვინც იყო, იმ ქალის ამოსაცნობად
- რაა? ეგ რას ნიშნავს? (ტირილი შეწყვიტა და გაშტერებით შემომხედა, თითქოს აღარცკი სუნთქავდა)
- თათ, გთხოვ თავი ხელში აიყვანე, ძლიერი უნდა იყო
- არა, ოღონდ არ მითხრა რომ, არ მითხრა რომ დედას რამე მოუვიდა, არ მითხრა (ჩაიკეცა და ხმამაღლა დაიწყო ტირილი, ჩავიხუტე, მაგრამ მუშტებს მირტყავდა და გაყვიროდა ტირილით)
- მანახეთ, სადაა ჩემი დედიკო, მანახეთ, მას არაფერი მოუვიდოდა, მანახეეეეთ.
- დაწყნარდი ჯერ გთხოვ, ასე ვერ შეგიშვებენ (ნინიც მოვიდა და ხელები მოხვია)
- მოდი ჩემო გოგო ჩემთან, დაწყნარდი გთხოვ, დამშვიდდი ჩემო ლამაზო, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება (ვუყურებდი როგორ ეხუტებოდნენ ერთმანეთს და გული საშინლად მეწვოდა, ნინიმ რომ უთხრა ბოლოს ვეცადე გონებას დაედგინა რას ნიშნავდა ეს სიტყვები, დავიძაბე მაგრამ მაინც ვერ მივხვდი, ნინის მივაშტერდი რომელიც ტიროდა, მერე მე ამომხედა და უარესად ატირდა, ვერაფერს ვხვდებოდი, მერე ექიმი გამოვიდა და ქალბატონის ამოსაცნობად ვინმე გამოგვყვესო, სამივე წავედით, თათას მარტო არ დავტოვებდით)
- ღმერთო არ გამწირო გთხოვ, ჩემი დედიკო არ იყოს ღმერთო (ნინიზე მიხუტებული ტიროდა თათა, მე უკან მივდევდი, არ მინდოდა ზედმეტად გამეღიზიანებინა,საშინელი სიცივე იგრძნობოდა სადაც შეგვიყვანეს, თეთრი გადასაფარებელი ქონდა გვამს გადაფარებული, თათას გვერდით ამოვუდექი და ქალს დაგახადეს, როგორც კი დაინახა ქალი, ზედ დაემხო და ტირილს უმატა)
- დედააააა, დედიკოოოო, არა დეეეე, გთხოვ არ დამტოვო, დედააააა (განწირული კიოდა, ჩავიხუტე და გამოვიყვანე, რომ აღარ ეყურებინა მისთვის, ის კი უაზროდ გაკიოდა) ჩემი დედიკო მინდააა, არ მომკვდარააა, მასთან მინდაააა.
ხმას ვერ ვიღებდით, ნინიც ტირილით კვდებოდა, შიგნიდან ტკივილი მწვავდა, ცრემლები მახრჩობდა თათას ტკივილს რომ ვხედავდი. თათა ისე ძლიერ მყავდა ჩახუტებული წამით არ ვუშვებდი, მინდოდა როგორმე ტკივილი დაეძლია, უცბად შეწყვიტა ყვირილი და მოეშვა. ხელში ავიტაცე და სანამ მე თათას ვასულერებდი, ნინიმ ექიმს დაუძახა, პალატაში შევიყვანე და დავაწვინე
- თათა, გაუძელი ჩემო გოგო გთხოვ, გაუძელი, გაახილე თვალები (ამას ვამბობდი მარტო და ცრემლი გადმომივარდა, ნინი იდგა გვიყურებდა და ტიროდა, ექიმმა სტრესის ბრალიაო, ნინიმ კი გაყინული ხმით თქვა)
- ორსულადაა ექიმო (ნინის შევხედე და მერე თათას დავხედე, კბილები ერთმანეთს დავაჭირე და ვეცადე თავი მაგრად მჭეროდა, წამებში იმხელა სიხარული ვიგრძენი მეგონა ცაში დავფრინავდი, მერე სიხარული ტკივილმა შეცვალა, და მათი მოსმენა გავაგრძელე)
- ზუსტად იცით? (ექიმი)
- დიახ, ალბათ დღეს გაიგო, ტესტები ვნახე მის ჩანთაში, ბავშვს რამე ხომ არ მოუვა?
- არვიცი, იმედია სტრესი ნაყოფს საფრთხეს არ შეუქმნის, დაელოდეთ რომ გამოფხიზლდება და თუ ისევ ისტერიკა ექნება დამიძახეთ, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. (ექიმი გავიდა და ნინის მივუბრუნდი)
- ზუსტად იციი?
- კი, მაგრამ არაფრი უთქვია, იმედია მოშორებას არ აპირებს
- მაგის უფლებას არ მივცემ. სადაა ტესტები?
- მის ჩანთაშია. მეცოდება საბა, რა უნდა ქნას? შეიძლება ორსულობა მისთვისაც მოულოდნელი იყო, ახლა დედა დაკარგა და შეიძლება მამაც დაკარგოს
- ჩვენ მის გვერდით ვართ და არ მივატოვებთ, უნდა გავიდე ცოტა ხნით
- არ დაიკარგო გთხოვ
- მალე მოვალ, სუფთა ჰაერი მინდა.
მისი ჩანთა ავიღე და გამოვედი, ჩანთა ამოვასუფთავე და ტესტები ვიპოვე, ვუყურებდი და თითქოს ჩემ შვილს ვხედავდი, თავზე მოვიკიდე ხელები, ღრმად ჩავისუნთქე და ვგრძენი ცრემლების გადმოვარდნა, სახე მოვიწმინდე და სიგარეტს მოვუკიდე, მამა უნდა გავმხდარიყავი, შვილს ის ქალი გამიჩენდა ვინც თავდავიწყებით შემიყვარდა, ის ქალი რომელიც ახლა მგლოვიარე იყო, ვცდილობდი მისი ტკივილი წარმომედგინა, მაგრამ ვერ ჩავწვდი, სიგარეტი გადავაგდე და პალატაში შევბრუნდი, გზაში ექიმი შემხვდა, ვიკითხე როგორი მდგომარეობაა საოპერაციოშითქო, რაზეც მიპასუხა მძიმეაო. თათა უნდა შემემზადებინა იმისთვის რომ შეიძლება მამაც დაეკარგა, მაგრამ როგორ არ ვიცოდი, პალატაში შევედი და ნინი ეჯდა თავთან, თმაზე ეფერებოდა და ზემოდან დაყურებდა, დამამშვიდებელმა იმოქმედა და ჯერ კიდევ გათიშული იყო თათა, ახლოს მივიწიე სკამი, დავჯექი და მისი ხელი დავიჭირე, ჯერ ვაკოცე და მერე შუბლი მივადე მის ხელებს, ასე ჩუმად ვიჯექით და მის გამოფხიზლებას ველოდებოდით, მერე მის მუცელს ვუყურებდი და ვიაზრებდი რომ ჩემი შვილი იჯდა იქ, ცალი ხელით თათას მუცელს შევეხე და თავი საწოლზე დავდე.
- ყველაფერი კარგად იქნება, შენით ვამაყობ.
- ბავშვს რამე რომ მოუვიდეს ნერვიულობაზე?
- არაფერი მოუვა საბა, ყველაფერი კარგად იქნება, მას ახლა უზომოდ სჭირდები
- ნეტა მართლა ვჭირდებოდე და წამითაც კი არ მივატოვებდი
- ხოდა არ მიატოვო, იმიტო რო უზომოდ უყვარხარ და სჭირდები.
ამას ვლაპარაკობდით უცბად რომ შეიშმუშნა, გონებაზე მოვიდა და როგორც კი გაიაზრა რა ხდებოდა ტირილი დაიწყო, დედასთან მინდაო.
- დამშვიდდი გთხოვ, ასე ბავშვს ავნებ თათ, (აშკარად არ ელოდებოდა ამას, სახეში შემომხედა და მუცელს ხელი მოკიდა)
- ეს ბავშვი მხოლოდ ჩემია
- იყოს, ოღონდ გაუფრთხილდი გთხოვ, მის გამო გაძლიერდი და თავი აიყვანე ხელში (არ მინდოდა ახლა კამათი, ამიტომ ასე გადავწყვიტე მეთქვა)
- მამა როგორაა?
- საოპერაციოში ყავთ ისევ, მძიმედაა
- რა მოხდა? (ისევ ტირილი დაიწყო და მკითხა)
- სავარაუდოდ მოუსრიალდა, დაწვრილებით მერე გავიგებთ
- სახლში გადაასვენებენ ხო დედას?
- კი
- რამდენ ხანში?
- ალბათ რამოდენიმე საათში,
- სახლში უნდა წავიდე, მოსამზადებელია სახლი,
- არავინ გყავს რომ მოამზადოს?
- კი, მაგრამ მარტო მე მაქვს გასაღები
- მომეცი და მე წავალ თუ გინდა
- არა მე უნდა გავალამაზო დედიკოსთვის ოთახი.
აღარ ტიროდა თითქოს გაძლიერდა, წამოდგომაში მივეხმარე და შემომბღვირა, მერე ნინი მიეხმარა და ადგა, გადავწყვიტეთ ყველა სახლში წავსულიყავით რომ მივხმარებოდით, დიტოსაც დავურეკე რომ მომხმარებოდა და მალე მოვალო, ექიმი გავაფრთხილეთ და წამოვედით. თათას რომ გავხედავდი გული მეწვოდა, ჩუმად იჯდა და ტიროდა ნინიზე მიხუტებული, ორივე ხელი მუცელზე ქონდა შემოხვეული და ასე იჯდა. სახლის კარი რომ შეაღო ისევ მოუმატა ტირილს, დედამისის ხალათი აიღო ჩაეხუტა და ტირილის უფრო უმატა, მასთან ნინი დავტოვე, მე იმ ოთახში შევედი რომელზეც თათამ მიმითითა, ოთახი სურათებით იყო აჭრელებული, ყველგან გახარებული თათა იყო, ზოგგან მშობლებთან ერთად, გული დამეწვა და პირველი სურათები ავალაგე, დიტომ დამირეკა რომელ სართულზე ამოვიდეო და წამებში მოვიდა კიდეც, ოთახის დაცლა დავიწყეთ, თათა შემოვიდა ოთახში და ყურადღება არც მიუქცევია დიტოსთვის, გაცნობის დრო ახლა არ იყო, უბრალოდ მიგვითითა რა სად წაგვეღო და ტელეფონი აიღო, სადღაც რეკავდა, მაგრამ არავისთან ულაპარაკია, მერე ისევ დაიწყო დარეკვა და ვიღაც იკას ელაპარაკა
- იკა სად ხარ?
- სამსახურში ვარ რა არის?
- ანის ვურეკავ და არ მპასუხობს, ჩემთან მოდით რა, ძალიან ცუდი ამბავია
- რა ხდება? რა ხმა გაქ? ხოა მშვიდობა?
- არა იკა არაა მშვიდობა, ჩემი დედიკო აღარ მყავს და შეიძლება მამაც დავკარგო, მოდით რა. (გაუთიშა და ისევ ტირილი დაიწყო, ნინი წამით არ შორდებოდა გვერდიდან, 10 წუთში კარი ვიღაც გოგომ შემოაღო, გიჟივით შემოვარდა და სიტუაცია რომ დაინახა თათას ჩაეხუტა, ორივემ ტირილი დაიწყო)
- აღარ მყავს ან დედიკო, დამტოვა, გესმის? დამტოვა როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა
- ჩუუ თათ, დამშვიდდი სიხარულო გთხოვ, ძალიან ვწუხვარ, ნეტა რამით შემეძლოს დახმარება
- აზრი აღარ აქ ან, ჩემი დედიკო გაქვავებული ვნახე, და რამოდენიმე წუთში მომიყვანენ
- დამშვიდდი ჩემო ლამაზო გთხოვ, ძლიერი უნდა იყო, არ გაქ უფლება დაეცე, ხოიცი შენთან ვართ ყველა
- ეგ მაძლებინებს, (თვალებ დასიებული და ჩაშავებული ტიროდა და მე გული მიკვდებოდა, ცოტა რომ დაწყნარდა ნინისკენ მიბრუნდა და იმ გოგოს გააცნო) გაიცანი ან ეს ჩემი ნინია, რომ გიყვები ხოლმე, თქვენ რომ არ მყავდეთ რა მეშველებოდა არ ვიცი (კიდევ დაიწყო ტირილი, წყალი მოვუტანე რომ დაემშვიდებინა, გამომართვა და დალია, თვალებში შემომხედა და კიდე ერთხელ მომიკლა გული, ისეთი სევდიანი და ტკივილიანი თვალები ქონდა. ნელ ნელა ოთახი დავცალეთ მე და დიტომ , მერე სახლი გაივსო ხალხით, ნინი გავიყვანე და ვუთხარი)
- დამირეკეს, მოყავთ, რამე დამამშვიდებელი ხო არ მიგვეცა კიდე?
- არ ვიცი, ბევრი არ მოუვიდეს ეგეც საშიშია,
- წამითაც არ მოშორდე
- არ მოვშორდები საბა, ნუ გეშინია, გაუძლებს
- იმედი მაქვს. ექიმს მამამისზე ვკითხე და ძალიან მძიმეაო, მაგრამ აპარატით აცოცხლებენ სანამ დედამისს არ დავასაფლავებთ
- ვერ გადაიტანს
- გავაძლებინებთ.
ახლა მე გავამხნევე ნინი და ისევ ოთახში დავბრუნდით, დავინახე ვიღაც ბიჭი ეხუტებოდა თათას მაგრამ, მესმოდა რომ მას ყავდა სამეგობრო წრე, მაგრამ მინდოდა ყველაზე ახლოს მე ვყოფილიყავი ახლა მასთან, მაგრამ მიახლოების მეშინოდა, არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდა, არ მინდოდა უარესად გამენერვიულებინა,დაბლიდან სასწრაფოს ხმა გავიგე, და არა მარტო მე არამედ ყველამ, მე დაბლა ჩავედი რომ ამოსვენებაში მივხმარებოდი. ოთახში რომ შემოვასვენეთ, უფრო უმატა ტირილს, შემეშინდა ისევ ისტერიკა არ დაწყებოდა, როგორც კი დავასვენთ, ჩაეხუტა, და ხმით ტიროდა, მერე მივედი და გამოყვანა ცვადე,
- არ გინდა გთხოვ, გაუფრთხილდი თავს (ვჩურჩულებდი და ხელებს ვხვევდი, მანაც მომხვია ხელები და ხმამაღლა დაიწყო ისევ ტირილი)
- მტკივა საბა, ყველაფერი მტკივააა, დედიკოს ვერ ვშველი და ვხედავ რომ დამტოვაა, მტკივა სული, ამას ვერ გავუძლებ, მეც მოვკვდები, არ ვარ ასეთი ძლიერი, დედიკო უკვე დავკარგე და ახლა მამიკოსაც ვკარგავ, მტკივა ყველაფერი მტკივაა (თავი ვეღარ შევიკავე და მეც გადმომცვიცდა ცრემლები, თავზე ვკოცნიდი და ვცდილობდი დამეწყნარებინა, გარშემო ყველა ტიროდა, ამიტომ თამამად ვუთხარი)
- ვიცი ჩემო გოგო, მჯერა რომ საშინლად გტკივა ყველაფერი და არაფერი გიშველის, მაგრამ პატარაზეც იფიქრე ცოტა, შენც ხო დედიკო უკდა გახდე?
ჯერ ტირილს უმატა ჩემი მოსმენისას, ხელები უფრო შემომხვია და ასე ქვითინებდა, მერე ცოტა გააკონტროლა თავი და შედარებით დაწყნარდა, გამომივიდა ცოტათი მაინც დავამშვიდე, სკამზე დაჯდა და მე გარეთ გავედი ბიჭებთან ერთად, მასთან ნინი დავტოვე, ყველაფერს მე და როგორც გავიცანი იკა ვაგვარებდით, არ მივეცი სხვას მოგვარების საშუალება, სახლი ხალხით იყო სავსე, ისმოდა ტირილი, გლოვა და მე წამითაც კი არ ვტოვებდი თათას სახლს, მხოლოდ ფორმის გამოსაცვლელად წავედი და თუ საჭირო იყო გასვლა მაშინ გავდიოდი, გამოძიებამ დაადგინა რომ მანქანა მოუსრიალდა, ბოძს შეასკდა და მერე ამობრუნდა, როგორც ჩანს დიდი სიჩქარით მიდიოდა, ეს თათასთვის არ მომიყოლია 2 დღე იყო გასული, საღამოს ყველა წავიდა, მხოლოდ ახლო ნათესავები და ჩვენ ვიყავით, თათას დავუძახე შეგიძლია გამოხვიდეთქო? და უთქნელად გამოვიდა
- აღარავინ მოვა ეხლა, წამოდი ჭამე რამე, არ შეიძლება მასე, ხო შევთანხმდით?
- არ მშია საბა (მითხრა მისალათებული სახით)
- სულ ცოტა, რომ ბავშვმა იკვებოს, გთხოვ თან საქმე მაქ. (ამოიოხრა და გამომყვა, საჭმელი ამოვუღე და წინ დავუდგი, პურზე მივბრუნდი სამზარეულოში ნინი რომ შემოვიდა, მაგრამ დამინახა თუ არა ეგრევე გაბრუნდა)
- გემრიელად მიირთვი, სუფრაზე რა მოიფიქრე?
- არ გავაკეთებ, დედას მაგით ვერ დავეხმარები და გარშემო ისეთი ხალხი მყავს ვიღაც მაინც ატეხავს ჩხუბს, და არ მაქ მაგათი თავი, თან ახლა მამას გვერდით უნდა ვიყო
- როგორც გადაწყვიტავ ისე იქნება, მაგრამ თუ გაკეთება გინდა მაგაზე არ იდარდო, ბევრს არ შევიტან სასმელს, და არავის მივცემ უფლებას შეუფერებლად მოიქცეს.
- მადლობა ასე რომ მიდგახარ გვერდში, მაგრამ არ მინდა ქელეხი, იქ ვიღაც მაინც გაიცინებს, და მე გავგიჟდები, ან ყელში როგორ გადამივა ლუკმა როცა დედიკო აღარ მყავს და მამიკო რეანიმაციაშია?
- კაი, მასე იყოს, ეხლა ჭამე.
ვუყურებდი რა უღონოდ ჭამდა, გამოიფიტა, თვალები ჩაუცვიცდა. უზომოდ მინდოდა ამეცილებინა ეს ყოველივე მაგრამ არ გამომდიოდა.
- მამაზე რა ისმის?
- ისევ ისეა, ახალი არაფერია, აპარატზეა შეერთებული
- ანუ მასაც დავკარგავ? (ხმაში ტირილი გაეპარა და ცრემლიანი თვალებით შემომხედა)
- არ ვიცი, მაგრამ ძლიერი უნდა იყო, საშინელი ავარია იყო, რომ მივედი გამოძახებაზე და შენი მანქანა დავინახე, ვერ აგიხწერ რა დამემართა
- შენ ნახე?
- კი, ვმორიგეობდი მაგ დღეს, მოდი ამაზე აღარ გვინდა ლაპარაკი, იცოდე რომ მუდამ შენს გვერდით ვიქნები, და რაც არ უნდა მოხდეს ერთად გადავიტანთ, (ამომხედა და ვინანე ნეტა არაფერი მეთქვათქო, მაგრამ საპირისპირო მითხრა)
- უზომოდ დიდ ძალებს მაძლევ, ჩემს გვერდით რომ ხარ, მთლიანად შენზე ვარ მონდობილი ეს დღეები და არ მიმტყუნო გთხოვ (ამ სიტყვებს არ ველოდებოდი და გული მომიკვდა, ახლოს მივედი, ჩავიმუხლე, მისი ხელები დავიჭირე და ვუთხარი)
- მთელი ცხოვრება შენს გვერდით ვიქნები და აღარასოდეს გაგიცრუებ იმედებს, იმიტომ რომ უაზროდ შემიყვარდი, განსაკუთრებით ახლა რომც გამაგდო მაინც არ წავალ, იმიტომ რომ ჩვენს შვილს ორივე ვჭირდებით (ხელებზე ვაკოცე, მერე თავზე ვაკოცე, უკნიდან ხელები მოვხვიე და მუცელს მოვეფერე, თან თავზე ვკოცნიდი, კარი იკამ შემოაღო, დაბნეულმა შემოგვხედა და თათას მოვშორდი რომ თავი თავისუფლად ეგრძნო)
- მოდი იკა, (უთხრა თათამ ) ცოტას შევჭამ და გავალ ისევ
- გაგიჟდი? რა ანგარიშს მაბარებ? კარგად ჭამე და მერე დაისვენე, აღარავინ მოვა 1 დაიწყო უკვე.
- ხო ცოტა უნდა დავისვენო თორე ძალები აღარ მაქვს.
იკა გავიდა და თათამ ჭამა გააგრძელა, მერე მე გამომხედა.
- შენ და ნინი წახვალთ? თუ დარჩებით?
- ნინის გავიყვან ცოდოა 2 დღეა აქაა, მე გამოვალ ისევ და დავრჩები
- შენც დარჩი სახლში დაისვენე
- მაგაზე არ ვიკამათოთ, სულ რო ასე ფეხზე დამდგარმა მომიწიოს გათენება მაინც მოვალ
- კაი მაშინ გაიყვანე ნინი, ნუღა აგვიანებთ, ცოდოა, დავღალე ეგეც
- მალე მოვალ (თავზე ვაკოცე და გამოვედი, იკა მკვლელი თვალებით მიყურებდა, რომ დაინახა მარტო გამოვედი მანიშნა გამოდი გარეთო).
- რა ხდება თქვენს შორის?
- თათა ჩემი საცოლეა
- რა არიი? გამორიცხულია, მეტყოდა მაშინ,
- ალბათ ვერ მოახერხა რომ ეთქვა, რამე გინდოდა?
- თათას არ აწყენინო, მარტო ამის თქმა მინდოდა, მარა თუ მართლა მასეა საქმე, თქმა აღარცაა საჭირო
- ხო უბრალოდ ახლა ამის დრო არაა
- ხო მესმის.
სახლში შევბრუნდი და ნინის ვუთხარი წავიდეთთქო. ნინიმ თავი მოიკლა ტაქსით წავალ შენ დარჩი თათასთანო და ტაქსით გავუშვი, როგორც კი ავბრუნდი და თათამ დამინახა გაუკვირდა
- არ წახვედი?
- ტაქსით წავიდა, არ გამოგყვები, დარჩიო (ახლოს მივედი თავზე ვაკოცე და ვუთხარი) ძმიშვილის დარდი აქ. (თათას გაეღიმა და სხვებიც გააცილა)
- დავრჩები თუ გინდა თათ,
- არა ანი, წადი სიხარულო ტასუნას ეხლა მაინც მიხედე მე სანდო ხელში ვარ (უთხრა კარში მდგომ ანის და მე მომეყუდა, ძალიან მესიამოვნა მისი ეს საქციელი, ხელი გადავხვიე და ასე დავემშვიდობეთ).
სახლში რომ შევბრუნდით იმ ოთახის კარი გამოვხურე, სადაც დედამისი ესვენა და საძინებელში წავიყვანე პირდაპირ.
- დაიძინე, ეცადე კარგად გამოიძინო, მე დივანზე მივწვები
- არა გთხოვ, გუშინ ნინი იყო ჩემს გვერდით, მარტო ვერ დავიძინებ
- ანუ?
- ანუ შენც აქ დაიძინე,
- კარგი.
გავუღიმე და აღარაფერი ვუთხარი, არ გადაიფიქროსთქო, როგორც კი მივუწექი, ზედ ამეკრო, ხელები მოვხვიე და თავზე ვაკოცე, მერე მუცელს მოვეფერე და ვუთხარი
- ჩემი ოჯახი თქვენ ხართ. მიყვარხართ ორივე უზომოდ. ძლილინებისა
- ჩვენც გვიყვარხარ, (ამას არ ველოდებოდი, თავი ავაწევინე ხელით და ტუჩებში ვაკოცე, მერე უფრო კარგად მივიკარი გულზე და დავიძინეთ)

*************************************************
აღარ ქონდა აზრი ჯიუტობას, ახლა უზომოდ მჭირდებოდა საბას გვერდში დრომა, ის სხვანაირ ძალებს მაძლევდა, უზომოდ მტკივნეულია მშობლის დაკარგვა, მითუმეტეს მამაზეც არ იყო იმედი, ამაზე არ ვფიქრობდი, მინდოდა გავფრთხილებოდი ჩემს პატარას, ამიტომ ვცდილობდი ზედმეტად არ მენერვიულა. ძალიან გამიჭირდა გასვენების დღე, ყველანაირად ვეცადე, მაგრამ ისტერიკა მაინც დამემართა, მეგონა სუნთქვას მიკრძალავდნენ და მგუდავდნენ, როცა დედიკო დავინახე როგორ მიაბარეს მიწას. საბაზე ვიყავი ჩახუტებული და ასე ვტიროდი. სასაფლაოდან პირდაპირ საავადმყოფოში წავედით, ექიმმა ცოტახნით შემიშვა რეანიმაციაში, მამას სახე სულ ჩალურჯებული ქონდა, აპარატზე იყო შეერთებული და ასე აცოცხლებდნენ, გული მიკვდებოდა, დედით დავობლდი, ახლა შეიძლებოდა მამითაც ობოლი გავმხდარიყავი, ვტიროდი ექიმმა რომ შემომაკითხა და გამიყვანა. არავის დანახვა არ მინდოდა, მარტო მინდოდა ყოფნა, მაგრამ რადგან მუცელი საშინლად მტკიოდა, შემეშინდა ბავშვს რამე არ მოსვლოდა სტრესზე, მანქანაში ჩავჯექით და საბას ვუთხარი
- ძალიან მტკივა მუცელი, ალბათ თავი ბოლომდე ვერ გავაკონტროლე
- წამო ექიმთან ავიდეთ აქვე ვართ
- ეხლა არ მაქ თავი
- გთხოვ უარი არ მითხრა რაა, გული დავიმშვიდოთ და მერე სახლში წაგიყვან, დაწვები და დაისვენებ
- კაი.
ექიმთან რომ მივედით, სიტუაცია ავუხსენით გასინჯა, რაღაცეები გადაუღო და გვითხრა:
- ცოტა რთული მგდომარეობაა
- ანუ?
- ტონუსია, საკმაოდ ძლიერი თან
- ეგ რას ნიშნავს?
- რთული მდგომარეობაა, საშვილოსნი ცდილობს ნაყოფის გამოდევნას, დაჭიმულია, წამლებს დაგინიშნავთ, აუცილებელია წოლითი რეჟიმი, სწორი კვება და გაფრთხილება, თორემ დიდი ალბათობაა მუცლის მოშლის
- გასაგებია, დანიშნულებას მოგვცემთ? (საბამ კითხა და ხელი ჩამკიდა)
- კი აუცილებლად.
საავადმყოფოდან გამოვედით და საბამ მითხრა:
- წინააღმდეგობის გაწევა არც ცადო, ჩემთან მიმყავხარ სახლში
- რაა? სად ბიჭო მეგი სადაცაა იქ?
- არა ჩემებთან, მოხედვა გინდა და მოგხედავენ
- არა საბა ვერ წამოვალ, შენებს ვერ დავენახვები
- ვერც წარმოიდგენ ჩემებს როგორ მოსწონხარ, სამძიმარზე რამდენჯელ მოვიდნენ იმდენჯელ მიქეს შენი თავი, თან იციან რომ ორსულად ხარ და სიცოცხლეს მირჩევნიხარ
- არა მაინც ვერ წამოვალ, სახლში წამიყვანე და გოგოები მომეხმარებიან
- თათა, ახლა მარტო შენ არ გეხება საქმე სიცოცხლე, ახლა ჩვენი შვილია საფრთხეში და ამაზე აღარ მედავო,
- სირცხვილია
- სირცხვილი ისაა, ეხლა რომ სახლში მარტო გაგიშვა, ამიტომ ნუ მეწინააღმდეგები...
- მარტო ბავშვის ხათრით, მაგრამ თუ რამე არ მომეწონება წამოვალ
- ყველაფერი მოგეწონება სიცოცხლე და იქნებ აღარასოდეს წამოხვიდე,
- მაგისთვის ჯერ განქორწინებაა გასაკეთებელი
- ეგეც მალე იქნება, ძაან კი იწეწავს მეგი მარა მალე მოგვარდება.
- მეცოდება ეგ გოგო
- ეგ იმიტომ რომ მასზე არაფერი არ იცი, მაგრამ მაგის დროც მოვა რომ გაიგებ ყველაფერს. იცოდე რომ უზომოდ მიყვარხარ ჯერ შენ და მერე ჩვენი მომავალი შვილი (მაკოცა და მანქანა დაძრა, მრცხვენოდა მასთან მისვლა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა)

__________________________________
როგორია?



№1  offline წევრი ლუნა

კარგიაა მალე განაგრძეე გთხოოვ

 


№2  offline წევრი kora

ძალაინ ემოციური თავი იყო. ვერც კი წარმოვიდგენდი ასე საოცრად თუ შემოაბრუნებდი თათას და საბას ამბავს, ძალიან გთხოვ ნუ მისცემ მეგის უფლებას რომ ამ ბავშვს რამე დაუშავდეს.
ძალიან მაგარი ავტორი ხარ შენ <3
--------------------
kira.G

 


№3  offline წევრი niakonia6

auuu dzaan magariaa <3 mteli dgea velodebodi da rovnaxe dzalian gamixarda :D <3 ai dzaan magari gogo xar <3 da is megi moashoret vinmem nervebs mishlis :ddd

 


№4 სტუმარი alisaa

es ra emociurii tavi iyoo,male dade raaa :( dges mteli dge amas velodeboiiii:* :*

 


№5 სტუმარი darina

Iseti emociuri tavi iyo erti ori cremli mec ki vagvargvare, dzalian shemecoda tata, gmertma yvelas gvashora mshoblebis simware, ai sabac dzalian momewona, ogond megi ar datovo orsulad da danarchens yvelafers avitan.

 


№6 სტუმარი Salome

Kargi iyoo dzaan !! Imedia mamamisi mainc gadarcheba :/ nu mokled, ar minda axla isev intuiciebi :D velodebit shemdeg tavs !! <3 <3

 


№7 სტუმარი nino k.b.

იმედია ბავშვს არაფერი მოუვა. კარგი იყო. მალე დადე

რა მძიმე თავი იყო რაა. მალე არ დაამთავრი ეს ისტორია გთხოვვვ. მეგის გამოჩენა საინტერესოს ხდის ისტორიას ამიტომ ჩემი აზრით არ უნდა გააქრო მეგი

 


№8 სტუმარი avadmyofi

შესანიშნავია ყოჩაღ!!!

 


№9 სტუმარი nino k.b.

ჩემს კომენტარს ვიღაცამ მიამატა რომ მეგი არ გააქროვო მე პირიქით ვფიქრობ. მალე დადე მეგი მაგრად მიშლის ნერვებს და იმედია აღარავინ მიამატებს ჩემს კომენტარს სისულელეებს.

 


№10  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Shwsanishnavia ai martla

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent