რა ავირჩიო სიკვდილი თუ სიცოცხლე?(თავი 20)
ლადო სკოლის დერეფანში წინ და უკან მოუსვენრად დადიოდა და უკვე დაგეგმილ დღეზე ფიქრობდა. იცოდა ლანას გარეთ დაცვა რომ ელოდებოდა, ამიტომ დიდი სიფრთხილით უნდა გაეკეთებინა თავისი საქმე. ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა და ლანას კლასის კარი დაუკაკუნებლად შეაღო. -რა გნებავთ?-გაკვირვება ვერ დამალა მასწავლებელმა. -ლანა დოლიძის წასაყვანად მოვედი.-გაუღიმა ლადომ მასწავლებელს და ლანა მოძებნა ბავშვებს შორის. -ლადოო... -წამოიკივლა ლანამ სიხარულით და მასწავლებლის მზერა რომ იგრძნო, მაშინვე ტუჩებზე აიფარა ხელი.-ბოდიში დალი მას... -კი, მაგრამ ჯერ გაკვეთილი არ დამთავრებულა. დაელოდეთ და ზარის შემდეგ წაიყვანთ.-მკაცრად გახედა დალიმ ლადოს. -იცით, სამწუხაროდ სასწრაფოდ უნდა წავიყვანო ლანა. მე მისი დის მეუღლე ვარ.- კიდევ ერთხელ სცადა ქალის დარწმუნება ლადომ.-დამრიგებლისგან უკვე ავიღე ლანას წაყვანის ნებართვა. -ასეა?-წარბშეკრულმა გახედა მასწავლებელმა ლანას. -დიახ. ლადო ჩემი დის ქმარია.-გამოაცხადა გახარებულმა გოგონამ. -კარგი მაშინ აიღე ჩანთა და წადო. ხვალ ტესტები გვაქვს და იმეცადინე.-უკმაყოფილოდ დაპრუწა ტუჩები ქალმა. -დიახ, მას...-ლანამ ერთი მოძრაობით ჩაუძახა თავისი ნივთები ჩანთაში და სწრაფად მივიდა ლადოსთან რომელმაც მხრებზე დააწყო ხელები და ისევ დალის მიმართა. -გმადლობთ და კარგად ბრძანდებოდეთ. ტესტებზეც არ დააგვიანებს და მოემზადება.-ირონიულად გადაულაპარაკა ცხვირაბზუებულ მასწავლებელს ლადომ და ლანა კლასიდან გაიყვანა. კარი მოხურეს თუ არა ლანა მას მიეკრო. -ლადო, როგორ მომენატრე. -მეც მომენატრე კუდრაჭა. წამოდი, მაგარ დროს გავატარებთ ახლა მე და შენ. აბა გამახსენე, რამდენი ხანია არ მიწვალებიხარ?- წამოიძახა ლადომ და ლანას ხელი დასტაცა და ზურგზე მოიგდო. -ლადოო... დამსვი, დამსვი რა... მასწავლებელს დავუძახებ ახლა... დამსვიიი...- ქოშინებდა ლანა. ლადომ ლანა ისევ ფეხზე დააყენა და დერეფანს გაუყვნენ. ლადომ სკოლის უკანა შესასვლელისკენ რომ გაუხვია გოგონა დერეფანში გაჩერდა. -ლადო აქეთაა გასასვლელი.-ხელი მთავარი გასასვლელისკენ გაიშვირა ლანამ. -ვიცი, კუდრაჭა, მაგრამ მანქანა აქეთ მიყენია. წამოდი. -ხელი ჩასჭიდა გოგოს და უკან გაიყოლა. -ლადო, სად იყავი ამდენ ხანს?-უკვე მანქანაში იკითხა ლანამ. -მივლინებაში პატარავ.-წინასწარ მომზადებული პასუხი უთხრა ლადომ, რადგან ამ კითხვას ელოდა გოგონასგან. ის ხომ ყოველთვის სვამდა ამ კითხვას, თუ ერთი დღე მაინც ვერ ნახავდა ლადოს. -როგორ გაუხარდება განგას რომ დაგინახავს. აუ მე ვეტყვი რა...- ყელი გამოიძაძღა გოგონამ. -განგა თქვენთანაა სახლსში?-გაკვირვება ვერ დამალა ლადომ. -ნწ, ცოტნეს სახლშია. ჩვენც იქ ვართ. იცი, რა კარგი კაცია ცოტნე? დავმეგობრდით. შენც იცნობ?-ლადოს მიაშტერდა კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით ლანა. -არა, ვინაა ცოტნე? იქ რატომ ხართ?-მანქანა გზიდან გადაიყვანა. -არ ვიცი. დედამ უნდა გადავიდეთო და რომ მივედით განგაც იქ დაგვხვდა. ხომ იცი ცუდად რომ იყო. დედამ მითხრა გაცივდაო, მაგრამ ეკამ მითხრა, პატარას დაკარგვას ვერ ეგუებაო.- სწრაფად ლაპარაკობდა ლანა, თითქოს ვინმე ასწრებდა ამბის მოყოლას. „პატარას დაკარგვას“? ეს რას ნიშნავს? -ლადო შოკში ჩააგდო ლანას მონაყოლმა. –„ნუთუ განგა ორსულად იყო? ნუთუ ბავშვი დაკარგა? ეს როგორ მოხდა?“ -ფიქრებმა მოსვენება დააკარგვინა ლადოს. -ცოტნე ვინაა ლანა? რა გვარია?-პირქუშად გადახედა გოგონას. -აუ, არ ვიცი, რა გვარია არ უთქვამს. -კარგი. ღვედი შეიკარი.-ნერვები ისედაც ბეწვზე ეკიდა ლადოს და ახლა ლანას თავი აღარ ჰქონდა. -ცოტნე- ბაჩანას „სარდაფის“ კარი გაიღო, ჯონი შემოვიდა და მას უკან თავჩახრილი ბიჭი შემოჰყვა. ნერვები ვერ მოვთოკე და კიბიდან ჩამოვიდნენ თუ არა, დაცვის ბიჭისკენ გადავდგი ნაბიჯი და სანამ რომელიმე რამეს მოიასწრებდა, ბიჭს ყბაში მუშტი დავარტყი. ის შებარბაცდა, მაგრამ დაცემისგან თავი შეიკავა. -გეყოფა ცოტნე.-ჯონიმ ხელი მომკიდა და ბიჭისგან მოშორებით გამიყვანა.-დააცადე, აგიხსნას. -რა უნდა ამისხნას? მაგის წინდაუხედავი საქციელის გამო, ლანა ახლა ლადოს ჰყავს და ვინ იცის იქნებ რამეც კი დაუშავა იმ ნაბი*ვარმა...-ვყვიროდი და ხელებს დაცვის ბიჭისკებ ვიშვერდი.- 12 წლის გოგონას დაცვას რა უნდა, მითხარი რა... -ლადო კლასში იყო შესული. იქიდან წაიყვანა ლანა. დაცვა კლასში ხომ არ შეჰყვებოდა? გარეთ ელოდებოდა და როგორც ჩანს ლადომ უკანა გასასვლელით გაიყვანა ბავშვი. მასწავლებელმა და კლასელებდა თქვეს, რომ კლასიდან დის ქმარმა გაიყვანა. სურათიც ვანახე და ლადოა რა.-ბიჭის მაგივრად ჯონი ლაპარაკობდა. -ეგ ნაბი*ვარი... ეგ ნა*ირალა... ბავშვისგან რა უნდა? ნუთუ გაიგო რომ ჩემთანაა და მე ვურეკავ?-ვეღარ ვიგებდი ვერაფერს. აქამდე დაწყობილი გეგმები ამერია. თავს ვეღარაფერს ვაბავდი.-ეს გაუშვი და დავფიქრდეთ. სანამ დარეკავს რამე უნდა მოვიფიქროთ. ახალი გეგმა გვჭირდება. ჯონიმ დაცვის წევრი სახლში გაუშვა, შემდეგ გადაამოწმა ქეთი თუ მიიყვანეს სახლში და მერე ერთად დავიწყეთ გეგმების დაწყობა. 6 საათზე ლადოს ნომრიდან ზარი შემოვიდა. -ლადო.-კბილებში გამომცრა მისი სახელი. -და მე ისევ ვერ მოგმართავ სახელით. არ ფიქრობ, რომ არაა თანაბარი ბრძოლა?-მისი ცინიკური ხმა მომესმა. -ცოტნე. -ვუთხარი ჩემი სახელი. -ცოტნე?-თითქოს ენა დაება ლადოს. -შენი დედაც... გეცნო ჩემი სახელი ნაბი*ვარო?-თავის კონტროლი ძალიან მიჭირდა. მინდოდა დამევიწყებინა ჩემი გეგმები და ადგილზე ჩამეძაღლებინა ამ ხმის პატრონი. -გაგიკვირდება და მეცნო. დღეს ბევრჯერ მოვისმინე ეს სახელი და უკვე ძალიან მაღიზიანებს. -ორმხრივი გრძნობაა. ლანა სადაა?- პირდაპირ ვკითხე. -ოჰოო...-გაიკვირვა ლადომ.- ასეც ვიფიქრე. ესე იგი შენ ის ცოტნე ხარ, ვინც ლანა, ქეთი და რაც მთავარია ჩემი ცოლი, განგა შეიფარა? -ყოფილი ცოლი, ნაბი*ვარო, ყოფილი ცოლი.-გამომცრა ისევ. ტვინში სისხლი მექცეოდა მისი ბინძური პირიდან განგას სახელი რომ მესმოდა. თითქოს მისი ხსენებით, შეურაწყოფას აყენებდა. -აბა ცოტნე. მითხარი ვინ ხარ და რა გინდა ბოლოს და ბოლოს.-ამ კითხვით მიმანიშნა, რომ ახლა კოზირი მის ხელშია. ეს კოზირი კი ლანა იყო. -ცოტნე კორინთელი ვარ. გეცნობა ეს სახელი და გვარი?-ჩავძახე ყურმილში. -......-პასუხი არავინ დამიბრუნა. -როგორც ჩანს არა. აბა თიკო კორინთელი გაიხსენე... შენ თუ ვერ იხსენებ, ვახტანგს ჰკითხე. თუ რა თქმა უნდა ადვილად არ ივიწყებს თავის შებმულ გოგონებს... -შენ ხომ გაიტანე საჩივარი? ახლა რა გინდა? ცდილობ შური იძიო შენი დის გამო?-სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა ლადო. -არა ლადო, კი არ ვცდილობ, შურს ვიძიებ ჩემი დის გამო. მიწასთან გაგასწორებ.დღის ბოლომდე მოგცემ დროს, რომ ლანა სახლთან მოიყვანო, გესმის? გოგონა მოიყვანე და იცოცხლებ.თუ არა და არც ესაა პრობლემა. გოგოს გატაცებით მე ვერაფერს დამაკლებ. თუმცა, იმას გააკეთებ რაც გითხარი, საღამოს 9 საათზე და ისევ დამირეკავ და კითხვას დამისვამ, რა მინდა კიდევ, რომ შენ გააკეთო. გასაგებია?- პირობა წავუყენე. ყურმილი დავკიდე და მაგიდაზე გამწარებულმა დავახეთქე ტელეფონი, რომელიც მაგიდამ აისხლიტა და იატაკზე ნაწილებად დაიშალა. ფეხი სავარძელს დავარტყი და ხელები თავზე მოვიკიდე. სხვანაირად როგორ მომეგვარებინა ეს ამბავი? ჩემი სუსტი მხარე რომ მეჩვენებინა,რომ მიმხვდარიყო ლადო რომ ლანაზე ძალიან ვღელავდი, მისით მანიპულირებას დაიწყებდა. ამას ვერ დავუშვებდი. იმედია ჩემი გეგმა იმუშავებდა. თუ არა და არ ვიცოდი რა უნდა მექნა. რა უნდა მექნა? ლადოს პირობებს უნდა დავთანხმებოდი. ვერ დავუშვებდი ლანას რამე დამართნოდა. პატარას ვერ გავწირავდი ჩემი შურისძიების გამო. განგას მეტად ვეღარ დავტანჯავდი. სავარძელთან მივედი და ჩავჯექი. ახლა ცივი გონებით უნდა მეფიქრა. -ჯონი, ლადოს და ვატოს ადგილსამყოფერი უნდა გავიგოთ. დაურეკე ბიჭებს და ნებისმიერი მისამართი გადაამოწმონ, სადაც შეიძლება იყვნენ. ბაჩო, კამერებში შევიხედოთ, იქნებ ვნახოთ სად არის ლადოს ან ვატოს მანქანა. ქუჩებს თვალყური ვადევნოთ. სხვა გზა არ გვაქვს ჯერ ჯერობით.დრო თითქმის 3 საათი გვაქვს მათ მოსაძებნად. -განგა- თვალები „ჩემს“ საძინებელში გავახილე. სხეული მოდუნებული მქონდა, თითქმის ვერც კი ვგრძნობდი, მაგრამ შინაგან სიმძიმეს ვგრძნიბდი, სული დამმძიმებოდა. სუნთქვაც კი მიჭირდა. ოთახს თვალი მოვავლე. ჩემს გარდა არავინ იყო. საწოლის კიდეებს ჩავეჭიდე და დამძიმებული თავი და სხეული ძლივს წამოვწიე. პირი გავაღე და ჰაერი ღრმაც ჩავისუნთქე, მაგრამ ფილტვები ისევ გრძნიბდა ჯანგბადის უკმარისობას. თითქოს ოთახი ჰაერისგან დაეცალათ და მისი მინიმალური რაოდენობა დაეტოვებინათ. ფილტვები ამეცვა, გულმა ბაგა ბუგი ატეხა. ვიცოდი, რომ ოთახში საკმარისი ჰაერი იყო, მაგრამ მაინც მიჭირდა სუნთქვა. რაღაც მაკლდა, რაღაც ჰაერივით მნიშვნელოვანი... „ლანა...“ „ჩემი და, ჩემი ლანა... „ თითქოს თავში ურო ჩამკრეს, გულში დანა ჩამარტყეს... ლანას გახსენებამ, მთელი სხეული დამისერა. სიმწრით სახე დამემანჭა... საწოლიდან წამოვდექი. სარკესთან მივედი. ფუმფულა პუფზე ჩამოვჯექი და ჩემს თავს შევხედე სარკეში. ვიღაც არაამქვეყნიური მიყურებდა თვალებში. ვინ ვარ? რად ვიქეცი? ვინ მომცა უფლება, რომ სხვა ადამიანების ცხოვრება მე ვმართო, თუნდაც ჩემდაუნებურად? რატომაა ახლა ლანა ლადოს ხელში? რატომ მოხდა თიკო ავარიაში? რატომ გაატარა 3 თვე კომაში? რატომ შეიცვალა ცოტნე ასე? რატომ იქცა შურისმაძიებლად? ჩემს გამო. სწორედ ჩემს გამო დატრიალდა ყველა ეს უბედურება. მქონდა კი სხვის ცხოვრებაზე ზემოქმედების უფლება? ჩემი ცხოვრების ბოლო წელიწად ნახევარი შეცდომების კრებული იყო და მეტი არაფერი, არ უნდა გამეცნო ლადო, არ უნდა შემყვარებოდა, არ გავყოლოდი ცოლად, არ გავსულიყავი მისი ნებართვის გარეშე სახლიდან და არ მოხდებოდა ავარია... არ გამოვქცეულიყავი წყნეთის სახლიდან და არ შევხვდებოდი ცოტნეს, ასევე არ დასჭირდებოდა ლადოს ლანას წაყვანა... რომ დავრჩენილიყავი წყნეთში, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, მაგრამ მე აქ ვარ და ცოტნეს დანახვისას გამოწვეულ აღელვებას და გულის აჩქარებას ვებრძვი. და სადაა ჩემი ლანა ამ დროს? ჩემი ლანა... ქეთი? დედაჩემი? მან რა უნდა ქნას? ლანა გვერდით აღარ ჰყავს და ვყავარ მე, მოსიარულე გვამი... როგორ ვუთხრა დედას, რომ ლანა ჩემს გამოა ახლა მის კალთას მოწყვეტილი? ვინ ვარ, რომ ასე დავაშორო ისინი ერთმანეთს? ვინ ვარ ახლა მე? რატომ დავიბადე? იმისთვის, რომ ვაწამო ჩემი საყვარელი ადამიანები? დავტანჯო და ვუყურო? ვუყურებდი ჩემს სახეს. ვხედავდი, ყბა მომქცეოდა, სახე დამმანჭვოდა... ვტიროდი... ვტიროდი, მაგრამ ცრემლი არ ჩამომდიოდა. დამშრობოდა... სარკეში ჩემს ანარეკლს თვალი მოვაშორე და სახე ხელებში ჩავრგე. საძინებლის კარის ხმა მომესმა. თავი ზანტად წამოვწიე და ოთახში შემოსულ ეკას შევხედე, რომელიც უხერხულად ცქმუტავდა ერთ ადგილზე. -დაუკაკუნებლად იმიტომ შემოვედი, რომ გადავამოწმე გეღვიძა თუ არა. იცი, მთელი საღამოა, სახლის ტელეფონზე ვიღაც რეკავს და შენთან ლაპარაკს ითხოვს. დაელაპარაკები? ხაზზეა.-მითხრა ეკამ და უკაბელო სახლის ტელეფონი დამანახა, რომელიც ოთახში ამოუტანია. -კარგი, მომეცი.-ხელი გავუწოდე. ალბათ ნანკაა.-გისმენთ.- ჩახლეჩილი ხმით ვუპასუხე. ეკამ კარი გაიხურა. -რამეზე ნერვიულობ? შენი ხმა არ მომწონს...- მომესმა ლადოს ხმა და ტელეფონი ხელიდან გამივარდა შიშისგან. მისი ხმის მოსმენა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ სხეული ამიკანკალა. ისევ ამომიტივტივდა საშინელი, ამაზრზენი 2 თვე ლადოსთან ერთად. მაგრამ ახლა თავი ხელში უნდა ამეყნავა. მას ლანა ჰყავდა და უნდა მეცადა ყველანაირი გზით, რომ ამ ტირანისგან დამეცვა ჩემი და. დავიხარე და ტელეფონი ავიღე. ხელები მიცახცახებდა. ყურმილი ყურზე მივიბჟინე. -ლადო.- ამოვიჩურჩულე.- ლანა...- წინადადება ვერ დავასრულე. სადღაც კიდევ შემონახული ცრემლები წამომცვივდა. -ლანა გელოდება საყვარელო. როდის მოხვალ? -უდარდელად მელაპარაკებოდა. -სადაა?-ჩახრინწული ხმით ვიკითხე და პასუხს გულისფანცქალით დაველოდე. -განგა! -ლანამ მხიარულად ჩამძახა ყურში. -ლანა... წამოვიყვირე და ფეხზე წამოვიჭერი. -კარგად ხარ? სად ხარ? -კარგად ვარ, განგა, რა გაყვირებს?- გაუკვირდა ლანას. და სანამ მე რაიმეს ვეტყოდი, ისევ ლადოს ხმა ჩამესმა ყურში. -გახსოვს ის სახლი, დაბადების დღე რომ გადაიხადა ვატომ და რომ მიგიყნახე? ვატოს დეიდის სახლი. -კი. ლადო, გთხოვ ლანა... -ხოდა, ახლა ადექი, ჩაიცვი და წამოდი იმ სახლში. სახლში არავინ უნდა გაიგოს რომ წამოხვედი გაიგე?-გამაწყვეტინა მუდარა. -ლადო, არაფერი ავნო გთხოვ...-ვქვითინებდი. -დრო გადის საყვარელო, მალე მოდი, სანამ დაპირებების ასრულება დამიწყია.-მომესმა ლადოს სიტყვები და შემდეგ გაბმული ზუზუნი... გამითიშა... გამითიშა, მაგრამ მე მაინც ყურზე მქონდა ტელეფონი მიბჯენილი და ვერ ვინძრეოდი... არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი გაუნძრევლად და რას ვფიქრობდი ამდენი ხნის განმავლობაში, მაგრამ როცა გონს მოვედი, ტელეფონი ყურიდან მოვიშორე, საწოლზე მოვისროლე და კარისკენ წავედი მტკიცე ნაბიჯით. *** ვიცი, საშინლად დავაგვიანე. აი, ისე რომ უკვე ბოდიშის მოხდაც კი მერიდება. უბრალოდ ჩემი გრაფიკი... მოკლედ, თუ ისევ დააგრძელებთ და წაიკითხავთ ამ თავს, გთხოვთ შეაფასოთ. მალე დასასრულისკენ წავალ და მინდა ვიცოდე თქვენი აზრი. სიყვარულით, მარიამი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.