შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მექალთანე თავი 6


13-11-2015, 23:22
ავტორი MLM
ნანახია 5 292

სახლში მივედით და კარი გასაღებით გააღო, ნანამ რომ დამინახა სიხარულით გადამეხვია,
- მოდი შვილო, როგორ გამახარეთ?
- ნანა თათა აქ იცხოვრებს, რაღაც დანიშნულება მოგვცა ექიმმა, რთული მდგომარეობაა და შეილება მოეშალოსო, შენი იმედი მაქ იცოდე
- უი რას ამბობ შვილო, მაგას თქმა უნდა? მივხედავ აბა რას ვიზავ, მოდი შვილო შემოდი
- მადლობა ნანა დეიდა, არ მინდოდა თქვენი შეწუხება, მაგრამ საბამ ასე უფრო მშვიდად ვიქნებითო
- რა საჭიროა ახსნა შვილო, ნეტა აღარასოდეს წახვიდოდე აქედან და რას ვჩივივართ, მოდი საჭმელს გავამზადებ, შენ მიდი საბა ნინის დაუძახე, გაუხარდება, გინდა დედა ჯერ ოთახში შედი და დაისვენე? რომ გავამზადებ დაგიძახებ
- არა მოგეხმარებით (ამასობაში ნინი შემოვიდა და სიხარულით უყურებდა თათას)
- აბა ეგ რა გამაგონე? ნინი შვილო მიდი საბას ოთახში თეთრეული გამოცვალე დაისვენოს ბავშვმა
- აქ იქნები?
- შენი ძმის ბრძანებაა (შეწუხებულმა ვუთხარი გახარებულ ნინის და სახეგაბადრულ საბას შევხედე,)
- წამო მერე ოთახში რას დაყუდებულხარ ? (ნინიმ ხელი მომკიდა და ოთახისკენ გამაქცუნა, რასაც საბას ხმა მოყვა)
- ნელა გოგო, იქნებ ბავშვი გააგდებინო. (მერე ტონი დაათბო და მითხრა) მომე გასაღები, საჭირო ნივთებს წამოგიღებ და მოვალ. გინდა მივალაგო ოთახი?
- ოთახი იყოს დაცლილი, ხელი არ ახლო, ჯერ ტანსაცმელი მომიტანე და დანარჩენი მერე ვნახოთ
- კაი ცხოვრება (ტუჩებზე დამეძგერა დაგაბრუნდა, მე კიდე შემრცხვა ნინისთან)
ოთახი მიაწკრიალა ნინიმ, მე ვიჯექი ადგომის უფლებას არ მაძლევდნენ, მერე ნანამ დამიძახა ვჭამოთო რაზეც ვუთხარი,
- საბას დაველოდები ბარემ ნანა დეიდა და ერთად შევჭამთ
- ოქრო გოგო ხარ შვილო, მაგრამ დეიდა არ დამიძახო მაგის გარდა რაც გინდა დამიძახე
- კარგით, ვეცდები (გავუღიმე და ნინის დაწკრიალებულ ოთახში შევედი და წამოვწექი, ჩამეძინა მაგრამ ვიგრძენი ვიღაცამ რაღაც რომ მომაფარა, ჩავიფუთნე და უფრო გადავეშვი ძილში)

***************************************************

ექიმისგან რომ წამოვედით, გადავწყვიტე თათა ჩემებთან მიმეყვანა, ნანა და ნინი კარგად მიხედავდნენ, მეც მშვიდად გავიდოდი სამსახურში, ნანა ისე თბილად დახვდა ვიამაყე რომ დედაჩემი იყო, არც კი დამჭირვებია ზედმეტი ახსნა, და ეგრევე ჩემს ოთახში გაამწესა ჩემი უკანონო მაგრამ საყვარელი ცოლი, მე წამოვედი მაგრამ ნახევარ საათში ტელეფონმა დამირეკა ნინი იყო.
- მალე მოხვალ?
- რა არი? რამე ხოარ ხდება?
- არაა, არ ჭამს საბას დაველოდებიო, თან მიწვა და ჩაეძინა და ცოდოა, მშიერია
- ჩემი მზრუნველი. წამოვალ მალე.
ტელეფონი გავთიშე და გავიღიმე, როგორ მესიამოვნა მისი ეს მზრუნველობა არავინ არ იცის. რაც კი ტანსაცმელი ვნახე ყველაფერი წავიღე, აღარ ვაპირებდი მის გამოშვებას. გზაში ხილი ტკბილეული და სასარგებლო ბოსტნეული ვიყიდე. სახლში მალე მივედი, ჯერ კიდევ ეძინა, ოთახში შევედი და გვერდით მივუწექი ცალი ხელი მისი თავის ზემოდ დავდე და ცალი გადავხვიე, მეც მივითიშე, უზომოდ ვიყავით დაღლილები ორივე. როგორცკი გამოძრავდა გამეღვიძა, შემომხედა და მკითხა,
- უი მოხვედი?
- წამო ვჭამოთ და მერე დაიძინე ისევ ცხოვრება
- მეგიმ რომ გაიგოს აქ ვარ ხო გაბრაზდება?
- პაწკი, ნუ ფიქრობ მეგიზე რაა, გაურკვეველი არაფერი არაა რაც მთავარია, არც არაფრის უფლება არ აქვს, ამიტომ, ეხლა ადე და ვჭამოთ
- კაი.
სამზარეულოში ფუსფუსებდნენ ნინი და დედა, ნამცხვარი გამოუცხვიათ და გემრიელი წვნიანიც გაუკეთებიათ, როგორცკი დაგვინახეს მაშინვე სუფრის გაშლა დაიწყეს, თათა აბაზანიდან გამოვიდა და მიხმარება სცადა, არცერთმა არ დავაცადეთ:
- აქ იცი რატო მოგიყვანე? იმიტო რო ვიცი დედაჩემი ხელს არ გაგანძრევინებს, დამიჯერე ჩვენზე მეტად ნანა ელოდება მაგ ბავშვის დაბადებას (გავუღიმე და ვეცადე მისთვის დაძაბულობა მომეხსნა)
- აბა რა შვილო, ჩემი ამდენი წლის ნატვრა ამისრულე, საბა ისე შეცვალე მეც კი ვერ ვცნობ, თან გაცნობის დღიდან მომეწონე, სულ ვიძახდი სასურველი რძალიათქო, თან ეხლა შვილიშვილსაც მაჩუქებთ
- კაი დე რაა ნუ გააწითლეთ ეს გოგო, საბა ხელები დაიბანე წადი შენც და ვჭამოთ.
ამდენი წლის მანძილზე პირველად ვიგრძენი რომ ოჯახში სითბო ტრიალებს, სასურველი ქალი რომელიც სიცოცხლეზე მეტად სმიყვარდა და რომელმაც შვილი უნდა მაშუქოს ჩემს სახლში ცხოვრობს, სახლიდან წასვლაცკი არ მინდა, მინდა რომ სულ თათას გვერდით ვიყო და ასეც ვიზავ,ჭამას რომ მოვრჩით ხელი მოვკიდე თათას და ოთახში სევიყვანე.
- იცი დღეს რა ბედნიერი ვარ?
- ეჰ...
- ხო ვიცი სიცოცხლე, ვიცი რომ ეხლა ძალიან რთული პერიოდია, მაგრამ გადავლახავთ, იქნებ გამოძვრეს მამაშენი, მოდი ეხლა დავწვეთ და ამდენი დღის უძილობა ავინაზღაუროთ.
- საბა, დღეს აქ რომ ვარ ეს იმას არ ნიშნავს რომ მუდამ დავრჩები, უბრალოდ უნდა ვაღიარო რომ პატრონი აღარ მყავს არადა ეხლა ყველაზე მეტად მჭირდება
- მასე ნუ ამბობ გთხოვ, გულს მიკლავ
- სიმართლეა და ვერაფერს შევცვლით
- შევცვლით, შენ უკვე შემცვალე, და სადაც ჩემი შეცვლა შეძელი ყველაფერს შევცვლით იქ, იცოდე რომ მიყვარხარ თავდავიწყებით და მუდამ ასე იქნება, ძლიერი გრძნობა ყოფილა სიყვარული
- საბა იცოდე რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომ გაიფიქრო ჩემი ღალატი არ გაპატიებ, თან არასოდეს
- ეგ გამორიცხულია, ცხოვრებაში იმდენი ქალი მყავდა, დროა შევჩერდე და ერთი მყავდეს, რომელიც მიყვარს და მინდა ყველგან ვიყვირო ეს, უბრალოდ ამის დრო ეხლა არაა თორე მოვა მაგის დროც
- გენდო?
- მენდე, მენდე და გპირდები რომ ნდობას არასოდეს გაგიმტყუნებ.
ჩამეხუტა და ძილისთვის მოემზადა, თითქოს გული დაიმშვიდა როცა მისმენდა.
- მიყვარხარ ჩემო ანგელოზო
- მეც მიყვარხარ, თან ძალიან.
ამის მოსმენა და კოცნა ერთი იყო, უზომოდ ბედიერი ვიყავი, ღმერთმა შანსი მომცა და აუცილებლად უნდა გამომეყენებინა, ყველაფერს ვიზავდი რომ თათა გამებედნიერებინა, ახლა მხოლოდ მათთვის მინდოდა ცხოვრება, თათა და ჩვენი შვილი იყვნენ ახლა ჩემი ყოველი წამის საფიქრალი. ხვალ სამუშაოზე უნდა გავსულიყავი, თათა გულში ჩავიხუტე მისით ვტკბებოდი და ასე ჩამეძინა. დილით 7 ზე გამეღვიძა, თათას ვაკოცე და ჩუმად ავდექი, ნანას ოთახში შევიხედე და ზაზას უკვე ეღვიძა.
- გუშინ გვიან დავბრუნდი, თათა ვერ ვნახე, იცოდე რომ შენით ვამაყობ, და იმ გოგოს მადლიერი ვარ ასე რომ შეგცვალა
- მადლობა მამა. თათა ღვთაებაა, ნეტა აქამდე შევხვედროდი მას რომ გამეგო ცხოვრებაში რა არის მთავარი
- რომელი საათია? (დედას გაეღვიძა ჩვენს საუბარზე და ასადგომად მოემზადა)
- 7 ია. ნანა მისმინე, დღეს სამსახურში მივდივარ და თათას გაბარებ იცოდე, თუ შეატყობ რომ ოდნავ მაინც მოიწყინა და უცხოთ იგრძნო თავი ეგრევე დამირეკე
- კაი შვილო მაგას თქმა რათ უნდა? თვალის ჩინივით გავუფრთხილდები დედიკო
- მე ჯერ საავადმყოფოში გავალ, ვნახავ რა მდგომარეობაა და მერე წავალ სამსახურში
- კარგი შვილო დარდი არ გქონდეს, წამოდი ეხლა საუზმეს გაგიმზადებთ
- ჯერ ადრეა მე წამოვწვები ცოტახნით კიდე. 8 ზე ავდგები
- აბა რა გეჩქარებოდა ეხლა ადგომა?
- არ მინდოდა თათას გაეგო რო გთხოვეთ ყურადღების მიქცევა,
- კაი შვილო წადი, წადი, მერე ისაუზმე შენ, ზაზა შენ შეჭამ ხო რამეს?
- კი, კი.
ოთახში რომ შევედი, ისევ გაუნძრევლად ეძინა, შარვალი სკამზე გადავკიდე და ისევ შევწექი, თათას მოვხვიე ხელი და თავი მის თმაში ჩავრგე. თავს უბედნიერეს კაცად ვგრძნობდი, მომწონდა მასზე ზრუნვა და თავად თათა მაბედნიერებდა.
- საბა გაიღვიძე შვილო (ჩუმად მაღვიძებდა ნანა, მეც თვალი როგორცკი გავახილე, ჯერ თათას დავხედე რომელიც მეხუტებოდა და ტკბილად ეძინა, მერე მეც ჩურჩულით ვუპასუხე)
- რა ხდება?
- 9 ის ნახევარია დედა, დაგაგვიანდება. (ამის თქმა იყო და თათამ თვალები გაახილა, ნანამ მშვიდობიანი დილა უსურვა და გავიდა)
- გათენდა?
- როგორ გეძინა ლამაზო?
- გათიშულს, ასე მგონია 1 თვის უძინარი ვიყავი და გამოვიძინე. (თავზე ვაკოცე)
- ჩემი ტკბილი გოგო ხარ, თათ, დღეს სამსახურში მიწევს გასვლა, მარა თუ გინდა დავრჩები
- არა, რატო უნდა დარჩე? ღამითაც მორიგე ხარ?
- არა, ამის მერე გადაბმულად მორიგე აღარ ვიქნები ხოლმე, აქამდე ჩემი სურვილით ვიყავი, რომ სახლიდან გასული ვყოფილიყავი, ეხლა კიდე რაც შეიძლება დიდი დრო მინდა გავატარო სახლში
- ხოდა ძალიან კარგი, საბ დღეს საავადმყოფოში მინდა გასვლა
- ნინა წაიყოლე მარტო არ წახვალ.
- კაი რა მუშაობს, მე რომ გამანთავისუფლეს ამდენ ხანს ეგ კმარა
- შენ ამის მერე აღარ იმუშავებ და მაგაზე აღარ გავიგო ზედმეტი ლაპარაკი, წოლითი რეჟიმი გწირდებაო ექიმმა
- კაი რაა, მთელი 9 თვე ხოარ ვიწვები?
- თუ საჭირო გახდება იწვები და თუ ჩემი დაწოლაც გახდება საჭირო მეც ვიწვები მთელი 9 თვე სიცოცხლე. ეხლა უნდა ავდგე დამაგვიანდება, შენ იწექი და თუ გინდა გამოიძინე კიდე
- არაა, მეც ავდგები, გაგაცილებ
- რო გითხრა იყავი არ მინდა გაცილებათქო, მოგატყუებ, მარა ცოდო ხარ
- ნუ ხარ გიჟი, ადე ეხლა
- მაშინ გამაცილე და მერე ისევ დაწვები იცოდე
- ეჭვი მაქ სხვას მაინც არაფერს გამაკეთებინებს დედაშენი.
სიცილით მითხრა, მაკოცა და ავდექი, ჩავიცვი და ეგრევე გასასვლელად მოვემზადე, ჭამას ვერ ვასწრებდი, კართან მივედი და უკან ხალათში გახვეული თათა დამიდგა, ტუჩებში მაკოცა და მშვიდობიანი დღე მისურვა.
- მიყვარხარ ჩემო ანგელოზო
- მეც მიყვარხარ ცხოვრება, ჭკვიანად იყავი იცოდე.
კიდეც ვაკოცე და ბედნიერი წავედი საავადმყოფოსკენ...

*****************************************
საბა რომ გავაცილე, აბაზანაში შევედი, მერე საავადმყოფოში დავრეკე და ექიმს ვთხოვე შევეშვი ცოტა ხნით მამასთან, რაზეც უარი მითხრა, ამიტომ სახლში დარჩენა და დასვენება გადავწყვიტე, დედა ძალიან მენატრებოდა მაგრამ თავს უფლებას არ ვაძლევდი მასზე მეფიქრა, ფიქრს დეპრესიამდე მივყავდი, ეს კი ბავშვს ავნებდა, მერე სამზარეულოში შევედი სადაც ნანას სუფრა გაეშალა:
- მოდი შვილო, მარტო ჩვენ ვართ სახლში და ჩვენ ვჭამოთ
- დილამშვიდობისა, ასე ადრე ვერ შევჭამ (მომერიდა უარის თქმა მაგრამ არ მშიოდა)
- ცოტა მაინც უნდა ჭამო შვილო, თუ გინდა სხვა რამეს გაგიმზადებ
- არა, რას ამბობთ, აქ იმდენი რამეა გაკეთებული რაღა უნდა გაამზადოთ? კარგით ცოტას შევჭამ. (ვეღარ ვუთხარი ქალს უარი, ამდენი უწვალია, თან ვჭამდით და თან ვსაუბრობდით)
- ძალიან მიხარია ბოლოს შენნაირი გოგო რომ შერჩა ჩემ გადარეულ ბიჭს
- მაგის თქმა ცოტა ადრეა, (გავუღიმე და ვეცადე ზრდილობიანი ვყოფილიყავი, თავბრუ დამეხვა და ღებინების შეგრძნება დამეუფლა ისევ, ზუსტად ამ დროს კარზე ზარი იყო, ვიღაცამ კარი რამის ჩამოიღო, მე კი ბოდიში მოვიხადე და აბაზანაში გავვარდი, თუმცა კარგად მესმოდა ყველაფერი რაც გარეთ ხდებოდა)
- მეგიი? აქ რა გინდა?
- გამარჯობა ნანა, სადაა ჩემი ქმარი? ვურეკავ და გათიშული აქვს ტელეფონი
- რატო ვერ ისვენებ მეგი? მოაწერე ხელი განქორწინებაზე და დაისვენებთ ორივე
- პირიქით ნანა, განქორწინება უნდა გააუქმოს საბამ
- რაა? რა სისულელეს ამბობ? ეგ ხომ იცი აფსურდია?
- არა ჩემო დედამთილო არაა აფსურდი, ბებო გახდები მალე და ბავშვს მამა სჭირდება.
რომ გავიგე მეგი იყო მოსული, გარეთ აღარ გავედი, ვიფიქრე მალე წავათქო, მაგრამ მისმა ნათქვამმა გული გამიჩერა, სუნთქვა შემიკრა და თვალთ დამიბნელა, საშინელი შეგრძნებები დამეუფლა, კედელს მივეყუდე და ვიგრძენი როგორ დამისველდა სხეული სიმწრით, სახეზე ხელი მოვისვი და ვეცადე გონება მომეკრიბა.
- რას ნიშნავს შენი ნათქვამი მეგი?
- ორსულად ვარ და ბავშვს გავაჩენ, საბა კიდე ვეღარ გამეყრება, ბავშვს ვერ მიატოვებს
- ...
- არ გაგიხარდა? რა ჩუმად ხარ?
- წადი, ეხლავე თან, არ მჯერა შენი, ნახვამდის
- რას აკეთებ ნანა, რა არ გჯერა...
გავიგე კარის დაკეტვის ხმაც, ვერ ვინძრეოდი, უბრალოდ მხოლოდ იმას ვიაზრებდი რომ ტყუილად მეგონა ყველაფერი მოგვარდებოდა, ჩემი ადგილი ამ სახლში არ იყო, არ მქონდა უფლება აქ გაჩერების, მე საბას საყვარელი გამოვდიოდი, რომელიც მას ოჯახს უნგრევდა და ბავშვს უმამოდ ტოვებდა, ძალები მოვიკრიბე და გარეთ გამოვედი, ნანას სახე დალაგებული ქონდა, ტონიც დამშვიდებული და აშკარად იფიქრა რომ მე ვერაფერი გავიგე.
- როგორ ხარ შვილო? ეტყობა ტოქსიკოზი გაქვს
- კი, თან საშინელი
- საბაზე მეც ზუსტად მასე ვიყავი, არ ინერვიულო შვილო, საშიში არაფერია, წადი დაისვენე შენ,
- მადლობა.
ლაპარაკი აღარ მინდოდა, გადავწყვიტე ამ წამსვე წავსულიყავი ჩემს სახლში და საბასკენ აღარასოდეს გამეხედა, ჩემოდანი რომელიც ჯერ კიდევ არ მქონდა ამოლაგებული, ავიღე და გარეთ გამოვედი, ნანას არცკი დავემშვიდობე, მგონი ვერც გაიგო სახლიდან რომ გამოვედი. მინდოდა ძლიერი ვყოფილიყავი და არ მეტირა. მე ხომ ბავშვის გაჩენა ისედაც მარტოს მინდოდა? ტაქსით წავედი სახლში და რა წუთასაც სახლის კარი მივკეტე, იმ წამს დავიწყე ტირილი, ჩემოდანი დავაგდე და ჩავიკეცე, ვტიროდი ჩემს უბედურებაზე, ეხლა ყველაზე მეტად მინდოდა ჩემი დედიკოს ჩახუტება, მან ხომ ვერცკი გაიგო ბებია რომ გახდებოდა, ვიცოდი მამა მასავით გვერდში არ ამომიდგებოდა და მისი რეაქცია მაშინებდა, ვტიროდი იმ დამცირებაზე რაც გამოვიარე, მე თათა მჭედლიძე, რომელიც არცერთ ბიჭს არ უხრიდა თავს, ახლა უზომოდ დამცირებული და მიწასთან გასწორებული ვარ. როგორღაც საწოლამდე მივაღწიე და ტელეფონი გავთიშე, ახლა არავისთან არ მქონდა ლაპარაკის თავი, დავწექი, მოვიკეცე და ისე ვტიროდი, მერე ჩემი ჭკუით ჩემ შვილს დავუწყე ლაპარაკი:
- დედიკო შენთანაა ჩემო პატარა, ძლიერია და ყველაფერს გაუმკლავდება, მხოლოდ შენს გამო, მხოლოდ იმ ტირილის მოსმენისთვის პირველად რომ მოვკრავ ყურს, ოღონდ შენც არ მიმატოვო დე, ჩემი ერთადერთი იმედი შენ ხარ დე, გპირდები, სამაგალითო დედა ვიქნები, ოღონდ მაპატიე ამდენი ტირილი და ემოცია დე, იცოდე რომ შენთვის სიცოცხლესაც გავწირავ, მარტოები არ ვართ დე, მამიკო არაა სჭირო რომ ბედნიერები ვიყოთ, ოღონდ ჩემთან დარჩი დე და შენი ტირილი გამაგებინე...
ვერც ვიგრძენი როდის ჩამეძინა.


**********************************************
დილით უბედნიერესი დღის დასაწყისი მქონდა, ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულებოდა სამყაროში, საყვარელი ქალი მაცილებდა სახლიდან და მოსიყვარულე თვალებით მიყურებდა, ერთი სული მქონდა სახლში დავბრუნებულიყავი. საავადმყოფოში ექიმმა მითხრა რომ მდგომარეობა უცვლელი იყო, მერე სამსახურის საქმეს შევუდექი, მინდოდა დამერეკა და თათას ხმა გამეგო, მაგრამ ტელეფონი დამჯდარი ყოფილა, დღის ბოლოს ასმეთაურთან შევედი და განცხადება შევიტანე, რომ 24 საათიანზე აღარ ვიქნებოდი აღარასოდეს, თანხმობა მივიღე და სახლისკენ წამოვედი, ბევრი ხილი ვიყიდე, ტკბილეული და პატარა ფაჩუჩები, რომელიც დღისით ვიყიდე მაღაზიაში, ერთი სული მქონდა, თათას სახე დამენახა ამ საყვარელ ფაჩუჩებს რომ დაინახავდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო, თათას მუცელში, ის უკვე უზომოდ მიყვარდა, ის ხომ ჩემთვის ძვირფას და საყვარლ ქალს უნდა ეჩუქებინა ჩემთვის. სახლში რომ შევედი ჩემების ხმა მესმოდა, აშკარად რაღაცაზე კამათობდნენ, მე ჯერ პარკები დავაწყე სამზარეულოში, ფაჩუჩები ავიღე და თათას ძებნა დავიწყე, ოთახში შევედი, რომ არ დამხვდა, სასტუმრო ოთახში გავედი, საიდანაც ხმა მესმოდა, კარი შევაღე თუ არა თათა ვიკითხე.
- თათა სადაა?
- არვიცით (თქვა ნანამ, ისეთი მკაცრი ტონი ქონდა შემეშინდა)
- რას ქვია არ იცით?
- მეგი იყო მოსული თურმე (ნინიმ მითხრა, წამით წარმოვიდგინე როგორ შეეძლო მეგის თათას დამცირება და შეურაცყოფის მიყენება, ტვინში სისხლი ჩამექცა აღარაფრის მოსმენა არ მინდოდა, მეგისთან უნდა წავსულიყავი და ერთხელ და სამუდამოდ დამესვა წერტილი ყველაფრისთვის)
- მეტს აღარ მოვუთმენ მაგ ნაბო...ს, აქ მოსვლა როგორ გაბედა (ფაჩუჩები ისევ ხელში მეჭირა და ოთახიდან უნდა გამოვსულიყავი როცა ზაზას ხმა დამეწია კარში)
- ორსულად ყოფილა. (გავქვავდი, შევტრიალდი და ვცდილობდი გადამეხარშა ის სიტყვები რაც მითხრეს)
- რააა?
- თათამ თავისი ყურით გაიგო ალბათ, აბაზანაში იყო, მეგი რომ მოვიდა, გული აერია, ეტყობა ცუდი ორსულობა აქვს ბავშვს, და მაგ დროს თქვა მეგიმ რომ ორსულადაა და გაყრას არ აპირებს, თათა არც გამოსულა, მეგონა ვერ გაიგო და არ შევიმჩნიე მაგრამ გაუგია და სახლიდან გაიპარა (გაქვავებული ვუსმენდი ნანას, ხელიდან ფაჩუჩები გამივარდა და ვერ ვსუნთქავდი, წარმოვიდგინე ახლა რა ცუდად გრძნობდა თავს თათა)
- ეგრევე რატო არ დამირეკე? (გაყინული ხმით ვიკითხე)
- ერთხელ დაგირეკე და გამორთული გქონდა შვილო, მერე ნინის დავურეკე და მირჩია შენც არ ამენერვიულებინე ტყუილად
- თქვენ სუ გამოშტერდით? (ბოლო ხმაზე ვიღრიალე) ხვდებით მაინც ეხლა თათა როგორააა? რას ქვია არ აგენერვიულებინეთ?
- საბა ნუ ყვირი ყველა დაძაბული ვართ ისედაც (ნინიმ მითხრა, ვეცადე ცოტა დავწყნარებულიყავი)
- მოძებნეთ მაინც?
- ტელეფონი გათიშული აქვს, სახლში არაა, საავადმყოფოშიც არ მისულა, არ ვიცი მეტგან სად მოვძებნო
- მე კიდე თქვენს იმედზე ვიყავი და არავისგან დაგირეკეთ, ამის დედას შ... საფლავზე იყავით?
- კი მე და მამა წავედით მაგრამ არ იყო არც იქ
- და ამის მიუხედავად ამას ეხლა უნდა ვიგებდე??? (ისევ ყვირილზე გადავედი და ოთახში დავიწყე სიარული, დავინახე ნინიმ ფაჩუჩები რომ აიღო და გულში ჩაიხუტა მერე მკითხა)
- სად ვიპოვოთ?
- არვიცი ნინი აზრზე არ ვარ მეტი სად შეიძლება წასულიყო, სახლში მივაკითხავ იქნებ მისული იყოს,
- მეც წამოვალ (ნინი)
- არ მინდა,
სახლიდან რასაც ქვია გამოვვარდი, მერე გამახსენდა ფაჩუჩები და ისევ გიჟივით შევვარდი სახლში, ნანას ქონდა ჩახუტებული და რაღაცას ლაპარაკობდა გულდაწყვეტილი, არც კი დავინტერესებულვარ, ფაჩუჩები გამოვართვი და ისევ გამოვვარდი სახლიდან. მანქანას გიჟივით ვატარებდი, ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი, ვნატრულობდი რომ სახლში დამხვედროდა და როგორმე ამეხსნა სიტუაცია, ჩემს თავზე ვმწარდებოდი, არაფრის ღირსი არ ვიყავი, მეგისთან თითქმის ერთ წლიან ცხოვრების მანძილზე რაც გავიგე რომ ორსულად არც ყოფილა მას მერე აღარ ვყოფილვარ, მაინცდამაინც ახლა როცა შემიყვარდა ყველაფერი აირია, კიბეები გიჟივით ავიარე და კარზე ბრახუნი დავიწყე, რატომღაც მჯეროდა რომ სახლში იყო და ბრახუნს არ ვწყვეტდი, თან ხმამაღლა ვეძახდი რომ კარი გაეღო, ცოტახანში კარიც გაიღო მაგრამ ფერწასულ თათას რომ შევხედე თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი რომ გონება დაკარგა.


**********************************************
მთელი დღე გათიშულს მეძინა, საღამოს გავიღვიძე და ტელეფონი ჩავრთე, უამრავი გამოტოვებული ზარი იყო, ერთმა ნომერმა მიიქცია ჩემი ყურადღება რომელიც დღის 4 საათზე იყო პირველად შემოსული, ნომერი გადავამოწმე და ექიმის იყო, იმ წუთას გადავურეკე.
- გამარჯობათ, მე თათია მჭედლიძე ვარ, ნარეკები ვნახე ეხლა
- გამარჯობათ თათია, როგორც იქნა დაგიკავშირდით
- რა ხდება? მამა როგორაა?
- უნდა მოხვიდეთ, ძალიან ვწუხვარ მაგრამ მამათქვენს ვერაფრით დავეხმარეთ,
არ მინდოდა იმის დაჯერება რომ მამაც აღარ მყავდა, გაქვავებული ვიდექი კარზე ბრახუნი რომ ატყდა, ტელეფონი ხელში მეჭირა, ვგრძნობდი რომ გონებას ვკარგავდი, მესმოდა საბას ხმა და სანამ გონებას დავკარგავდი კარი გავაღე, შემეშინდა უგონოდ დიდხანს არ ვყოფილიყავი.


_________________________________
იმედი მაქვს მოგეწონათ :*



№1 სტუმარი მკითხველი

ვაიმეეე ძააან მაგარი თავი იყო სასწრაფოდ ველოდები ახალ თავს... უნიჭიერესი ხარ და გაღიარებ რასაც ქვია :d :*

 


№2 სტუმარი kusa

მაგარია ძაან <3

 


№3  offline წევრი Eka Eka

Nu tanjav am gogo raa :(( ise dzaan mahrad momwons chamitriaa <3

 


№4 სტუმარი P.T

Kai Ravi iyo.mara dzaan patara Da AR meyo tan ise dasrulda ro vegar vitmen axali tavi gvinda saswrafood✔✔✔

Dade Ra dgesac shemdegi tavi ^^*♡**♡*

 


№5 სტუმარი nino k.b.

კარგი იყო. იმედია მეგი ან იტყუება ან სხვისი ბავშვია. სად გაწყვიტე. მალე დადე

 


№6  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ვაიმეე ცოდოა ეს გოგო რა რამდენი რამე დაემართაა არადა საბაც მეცოდება და რა ვქნა მალე დადე შემდეგი თავი ველოდები მოუთმენლაად♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№7  offline წევრი kora

ბოლო ორი თავი ისეთი მძიმე იყო, რომ ახლა ერთი თბილი და ტკბილი თავი თუ გამოგვისწორებს განწყობას :(
ძალიან მაგრა წერ, ვგიჟდები შენს ისტორიებზე <3
მეცოდე თათაც და საბაც. იმედია მეგი საბასგან არ ელოდება ბავშვს, ძალიან არ მინდა მაგ ქალთან რამე აკავშირებდეს :(
--------------------
kira.G

 


№8 სტუმარი alisaa

gasagijebelii gogo xar shen!umagresi tavi iyooo:* es megii moacile aqedan tore arvici ras vuzam:D ar daacilo ra eseni ertmanets:(velodebi axal tavs:*

 


№9 სტუმარი P.T

Is tavebi dade romlebic dawerili gaqvs,gagvaxare dges axali tavit ki ara tavebit

 


№10 სტუმარი An

Ar daashoro ra es wyvilii ....im qalbatonma kide vitom moityuaa specialurad tqva orsulobis shesaxeb rom dabrunebuliyoo sabaa :D :/// ...male dade raa <3

 


№11 სტუმარი nat-ka

მაგარიაააა,მომცონს

 


№12  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Vaime rogor mecodebs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent