შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შოკოლადისფერი “ნაწილი მეორე“ თავი 11


15-11-2015, 17:30
ავტორი მორი-ელი
ნანახია 3 505

როდესაც მოხუცს მოვემსახურე და გავისტუმრე კმაყოფილი,მეორე კლიენტისკენ გავეშურე,მან ზუსტად იცოდა რა უნდოდა და ბევრი დრო არ დამიკარგავს სწრაფად გავუშვი.პირველი დღე სამსახურში არცისე ურიგოდ მიდის იმედია მოვეწონები უფროსს და საღამოს ცვლაში ჩამსვამს,თორემ დილით ადგომა არ მიყვარს და ვატყობ გაცდენაც ხშირად მომიხდება,ამიტომ საყვედურები რომ არ მივიღო საღამოს მოვალ ხოლმე და გვიან წავალ,როგორც ანეტას ვუთხარი,დღეს უბრალოდ პირველი დღეა და სხვანაირად არ შემეძლო.აქ ყოფნა ძალიან მსიამოვნებს,სიმშვიდეა და სურნელი რაც მთავარია.
ყველა კლიენტს რომ მოვემსახურე,სავარძელში ჩავესვენე და იდაყვებით მაგიდას დავეყრდენი,მაღაზიაში მხოლოდ მე ვიყავი,მენეჯერიც წავიდა,ალბათ სხვა კონსულტანტებიც მოვლენ,მაღაზია არცისე პატარაა რომ მარტო მე შევძლო დახმარების გაწევა,ზოგი ადამიანი ხომ ლოდინს ვერ იტანს,ზოგი კიარა თითქმის ყველა ეგრე ვართ არ გვიყვარს ლოდინი და შესაბამის შედეგებსაც ვიღებთ.
-რამდენი სუნამოა მაღაზიაში,მაგრამ მე მაინც ერთის სურნელს ვგრძნობ,-მომესმა ჩემს უკან გაბრიელის ხმა და გაფითრებული წამოვხტი,-რატომ გეშინია?,-მკითხა და მომიახლოვდა,ერთიანად ვკანკალებდი.
-რა იცოდი რომ აქ ვმუშაობდი?-ვეკითხები დაბნეული ხმით მას კი გაეცინა
-რა ცოდნა უნდა გულმა ყოველთვის იცის შენი ადგილსამყოფელი,-ისევ იღიმის,-ნუ ნერვიულობ,ცოტახნით შემოვიარე სუნამოს არჩევა მინდა ერთი ქალბატონისთვის,-გულში რაღაცამ დამიწყო ღრღნა,რატომღაც მისი ნათქვამი არ მომეწონა.
-ფართო არჩევანია მიბრძანდი და აარჩიე,-ნაძალადევად გავუღიმე და მაგიდასთან დავბრუნდი
-არ დამეხმარე ისე როგორც წინა კლიენტებს დაეხმარე?
-მითვალთვალებ?-ვკითხე გაგულისებულმა
-არა უბრალოდ კმაყოფილი კლიენტები შევნიშნე შენი მაღაზიიდან რომ გამოდიოდნენ და მინდა ასეთივე კმაყოფილი გავიდე აქედან.
-რატომ ჰყოფ ცხვირს ჩემს ცხოვრებაში,არ დაიღალე?
-შენით არასოდეს დავიღლები,გთხოვ ძალიან მნიშვნელოვანია სუნამო იყოს კარგი,მომავალში შენთვისაც მომგებიანი იქნება,ჯობია აქედანვე იზრუნო მის კეთილგანწყობაზე.
-შენი არ მესმის,ასე რომ მორჩი და დაათვალიერე,ამდენი დრო არ მაქვს.
-ჩემს მეტი აქ არავინაა,-მითხრა და თაროებისკენ შებრუნდა,სადაც სუნამოები ეწყო,ხან რომელს დასუნა ხან რომელს,-რა საზიზღრობაა,-ხმამაღლა გაიფიქრა,-ამაში ფულს როგორ გავიმეტო.
-თუ არ მოგწონს არავინ გეხვეწება.
-შეიძლება რაღაც გთხოვო?
-გისმენ!
-ერთი სუნამო მომწონს ძალიან,მისი სუნი მაგიჟებს და შეგიძლია მომყიდო?
-არ ვიცი რომელს გულისხმობ იქნებ მიმითითო,-მივუგე მე და ინტერესით მივაცქერდი,როდის მიჩვენებდა მას.მან კი ხელი ჩემკენ გამოიშვირა-აი ეს სუნამო მინდა,-გამეცინა.
-ეს სუნამო არ იყიდება.
-როგორ არ იყიდება,რამდენი ხანია მე ვიყიდე,უფრო სწორად ჩემმა სხეულმა იყიდა.
-მოკეტე!
-მაპატიე,-მოისაწყლა თავი,-ვერაფერს ვარჩევ და იქნებ დამეხმარო,-მთხოვა.
-კარგი-ამოვიოხრე და მასთან მივედი,სწრაფად შევატენი რამეს და გავუშვებ,მისი აქ ყოფნა ძალიან აზიანებს ჩემს ნერვულ სისტემას,კიდევ როგორ შემიძლია ასე თუ ისე ნორმალური ურთიერთობა მქონდეს მასთან,ადამიანან რომელიც ყველა ცხოველზე საშიშია.
-მადლობ!-მომიგო მან,როდესაც სუნამო ავურჩიე,,-ვენდობი შენს გემოვნებას,-გამიღიმა,-რამდენი უნდა მოგცე?
-60 ლარი,-ჯიბიდან საფულე ამოიღო და ბარათი მომაწოდა.
-ნაღდი თან არ მაქვს,ხომ შეიძლება?
-კი,-გამოვართვი და ბარათი გავატარა,ფული რომ მოჭრა ისევ დავუბრუნე,სუნამოსთან ერთად და ამოვისუნთქე.-კარგად,-ვუთხარი,როდესაც კართან მივიდა.
-ნახვამდის,-მოტრიალდა და გაბადრული მზერით მომიგო,-ტკბილო,-თქვა და გავიდა.
მშვიდად დავესვენე სავარძელზე და თვალები დავხუჭე,მისი წასვლის მერე კაახანს არავინ შემოსულა და ცოტა მოვდუნდი კიდეც.
* * *
-დღევანდელმა დღემ როგორ ჩაიარა?-მკითხა დაჩიმ,როდესაც მისათავებული მივეგდე საწოლზე და თვალები დავხუჭე,-ბევრი კლიენტი გყავდა?
-ძალიან დავიღალე,ბევრი არა,მაგრამ ვინც იყო ნამდვილად დამღლელი იყ-დავიწუწუნე.
-აბა როგორ გინდა,-ჩამოჯდა საწოლის კიდეზე,-იცი ვინ მოდის ჩვენთან?,-მისმა კითხვამ დამაინტერესა და თვალები დავაჭყიტე,-არ გეტყვი,-დამეჭყანა და წამოდგა,მე კი გაბრაზებული სახით შევხედე და თვალები ვუთხარი,რომ მოვკლავდი თუ არ მეტყოდა,-არ გეტყვი,-იმეორებდა ისევ,-შენთვის მაინც არაა ის ადაიანი მნიშვნელოვანი,-ამაზე უფრო გავცოფდი,ვინაა ასეთი რომ ჩემთვის უმნიშვნელოა,დედა? ხო დედა მართლაც უმნიშვნელოა ჩემთვის,რადგან სულ პატარა მიმატოვა და ის ჩემგან არანაირ პატივისცემას არ იმსახურებს.
-ვინ მოდის?-ვკითხე დასერიოზულებულმა.
-გაბრაზდები?-მკითხა მან
-დედა?!-ვეცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა,როგორია ამდენი წელი უდედოდ იცხოვრო,მიეჩვიო დამოუკიდებელ ცხოვრებას და უცებ ქალი გამოჩნდეს შენს ცხოვრებაში,როელმაც შენს დამოუკიდებლად ცხოვრებასაც შეუწყო ხელი და შვილის დედისადმი სიძულვილიც დათესა,ასეთი დედის აღიარება ძალიან რთულია,მითუფრო ქალისთვის,რომელიც მომავალში დედა გახდება და მაგალითი რა ექნება?,დედა რომელმაც თვეების მიატოვა,ისე რომ წარბიც არ შეუხრია.
-არ იტირო-მომიგო,როდესაც ჩემს თვალებში სისველე შენიშნა,-უბრალოდ მოვა გვნახავს და წავა,ის ჩვენგან არაფერს ითხოვს,-არ მესმის,არ მესმის,როგორ შეუძლია ჩემს ძმას ასეთი სულგრძელობა და იმ ქალის სახლში შემოშვება,სულაც არაა მასზე გულაცრუებული,იმდენად დიდ პატივს სცემს,რომ მაოცებს.
-მის გამო არც ადრე მიტირია და არც ახლა ვიტირებ,ჩემთვის დედა მკვდარია და ის ქალი თუ მოვა ისე მოვიქცევი თითქოს არც არსებობს.
-გთხოვ!-შემევედრა,მაგრამ მან კარგად იცის ჩემი ხასიათი,რომ ქალს რომელსაც არ ვჭირდებოდი და სხვა ოჯახს მიაშვილა,არასოდეს ვაღიარებ,მე მყავდა მშობლები,რომლებმაც სიყვარულით გამზარდეს,რწმენა ჩამინერგეს,ის მასწავლეს რითაც ახლა ვცხოვრობ,ეს მე ვარ და სულაც არ უნდა გამოიწვიოს ამის გამო უკმაყოფილება იმ ქალში,რომელმაც გამაჩინა,დედაა ის ვინც ზრდის და არა ის ვინც აჩენს.თუ გააჩენ უნდა მიხედო კიდეც.
-დაჩი!-ხელები მოვკიდე-არაა ეგ ქალი შენი სიყვარულის ღირსი,სრულიად უცხო ხალხთან დაგვტოვა პატარები,ახლა რისთვის მოდის რომ მოგვიყვეს ტყუილი ისტორიები რომ არ შეეძლო ჩვენი რჩენა? ასეთ რამეს ვაპატიებდი,ოცდახუთი წლის მერე რომ არ გახსენებოდა შვილები რომ ჰყავს.
-ნუ განსჯი,შენ არ იცი რა გადაიტანა მან
-და შენ იცი?
-არა!
-მაშ რატომ იცავ?,არ მინდა მის გამო გეჩხუბო და არც არასოდეს დაგიშლი გიყვარდეს,მაგრამ მე ნურაფერს მთხოვ,როგორიც უნდოდა რომ ვყოფილიყავი სწორედ ისეთი ვარ.-დაჩიმ ხელები გაშალა და ჩამიხუტა,იგრძნო რომ ეს თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და ამაზე არც არასოდეს ვსაუბრობ არც ვფიქრობ,ისე ვიქცევი ვითომც არაფერი.ახლა კი ,როცა უკვე დიდი ვარ და საკუთარ ცხოვრებაზე უნდა ვიფიქრო,რომელშიც აუარება პრობლემაა,ემატება კიდევ ერთი პრობლემა,დედაჩემი.



№1  offline წევრი shany shany

ar meyoo cota didi tavebi dade raa

 


№2 სტუმარი nat19

ძაან მოწონს შენი ისტორიები ^_^ მალე დადე ახალი თავი :*

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძაან მაგარია მალე დადე რაა და ცოტა დიდებიი

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

მე გაბრიელის და მარიამის წყვილი მინდა და არა დემეტრეს და მარიამიისს (( რაღაც საყვარელია და არამგონია მარიამზე ძალა ეხმარა ^^ თან გეგმებს რო აწყობს უკვეე :დ მე მინდა გაბრიელი და მარიაამიიი ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent