InkeD #14
არასდროს არ ვყოფილვარ ასე... თვალებს ვახელ და თეთრ უსასრულობაში ვიკარგები- მარტო. მტკივა! მაგრამ არ ვიცი რა. სული მტკივა!...გული მტკივა!...სიცოცხლე მტკივა!... ყოველი ამოსუნთქვა მტკივა და არსებობა მტკივა!... ერთი კვირაა...წყეული ერთი კვირა რაც არ მიყურებს,არ მეფერება,არ მკოცნის,არ მეძახის შავტუხას, ერთი კვირაა ძალით სუნთქავს... მისი ხმის ნაცვლად საშინელი აპარატების წრიპინი მესმის და გულს მკაწრავს. ყოველ წამს ველოდები რომ თვალს გაახელს,რომ მაგრად ჩამჭიდებს ხელს და ვიგრძნობ მის სითბოს. ის კი არ იღვიძებს. ჯიუტად წევს და არ დგება. გარშემო უკვე ვეღარაფერს აღვიქვამ. უკვე ყველაფერი მაღიზიანებს. გარშემო მყოფთ აგრესიულად ვეპყრობი და მათ ყურადღებას და მზრუნველობას არაკეთილ სურვილებად ვთვლი. მე უბრალოდ ვზივარ მის საწოლთან. მიჭირავს მისი უჩვეულოდ ცივი ხელი ჩემს სუსტ ხელებში და ჩუმად ვბუტბუტებ მხოლოდ ერთ ფრაზას: „დაბრუნდი“ ვიმეორებ,მაგრამ არ მისმენს.არაფრად მაგდებს. არა და როგორ მაჯერებდა რომ მისთვის ყველაფერი ვიყავი. თუმცა... თუმცა მეც სულელი ვარ. მზერა დიდი ფანჯრისაკენ გადამაქვს სადაც ვხედავ უკვე მთლად გაშიშვლებულ მუზარმაზარ წიფელს. მიილია შემოდგომა. ჩვენი პირველი შემოდგომა. გთხოვ არ წახვიდე შენც. არ დამტოვო. და თუ მაინც გადაწყვეტ წასვლას კვლავ ჩამჭიდე ხელი და ერთად წავიდეთ მოუსვლელში. ოღონდ ერთად გთხოვ. კვლავ ჩუმად ვიწმენდ ცრემლებს და ახლა უკვე მის ხელს თავს ვადებ. თვალებს ვხუჭავს და ვუყურებ ფილმს,ჩვენს ფილმს,სადაც ყოველი წამია-ჩვენი!... კადრები სწრაფად მირბიან. მესმის ყოველი სიტყვა ყოველ ღიმილს ვხედავ. ჩემს წინ ჩვენი ერთ-ერთი ჩახუტების სცენაა. მესმის როგორ მიცურჩულებს: „მუდამ ჩემი ხარ,არასოდეს დაგტოვებ“ უცებ ზურგზე ხელების შეხებას ვგრძნობ და მაშინვე ვახელ თვალებს. თავს ვწევ და ჩემ უკან მდგარ გეგის ვხედავ. ისევ მიცრუვდება იმედები და გეგის ცივ მზერას ვავლებ. ვხვდები როგორ ძლიერ ვტკენ და ამ წამებში ვაანალიზებ თუ რა უნამუსოდ ეგოისტი ვარ. -ადექი-ჩახლეჩილი ხმით მეუბნება გეგი. მე ერთი გავხედე და კვლავ კარგად მოვკალათდი სკამზე. -ივლიტა ადექი-თქო-ხმას უმატებს გეგი და მხარზე მეხება. მე ახლა უკვე სახეზე ვუყურებ და წარბშეკრული კვლავ თემოს ხელს ვებღაუჭები. -ივლიტა აეთრი ახლავე მაგ დედა ნ******ი სკამიდან!- ყვირის ის და ხელს მაგრად მიჭერს,სკამიდან მაგდებს და ძლიერად მანჯღრევს. ვერ ვხვდები რა ხდება ჩემს გარშემო. ვერ წარმომიდგენია ასეთი გეგი. ერთხანს ჩასისხლიანებულ თვალებში ვუყურებ. ვხედავ როგორ დაებერა კისერზე ძარღვები და როგორ მძიმედ სუნთქავს. -გეგი ხელი გამიშვი-კბილებში ვცრი მე. -მორჩა! ნუ ქმნი ტრაგედიას და ცოცხლად ნუ დასტირი! ცოცხალია გესმის?! შეიგნე!... შენ რა გგონია მარტო შენ გტკივა მისი ასე ყოფნა? შენ გგონია მარტო შენ გიყვარს? შენ მხოლოდ 2 წელია იცნობ. მე? მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. მე და თემო ერთი ვართ. მე და თემო არ ნაყოლი ძმები ვართ ერთმანეთისთვის. რა არ გადაგვიტანია.შენ რა ციი ჩვენი გრძნობის შესახებ? შენ იცი როგორ მოვედით დღემდე? არა!...შენ არაფერი არ იცის იმის გარდა რომ ის შენი ქმარია და ერთმანეთი სიცოცხლეზე მეტად გიყვართ.მაგრამ ივლიტა,სამყარო თქვენს გარშემო არ ტრიალებს! შეიგნე! ოჯახი შექმენი ესე იგი აღარ ხარ პატარა. მაშინ,თუ პატარა არ ხარ ისიც შეიგნე ამ თავში რომ მხოლოდ შენ არ ხარ გესმის?! ჩემი და ხარ და იმიტომ ვბედავ ამდენს. თუ არ გამოფხიზლდები ცემაც რომ მომიწიოს გცემ.გონს მოდი გესმის?! მოეგე გონს. გიფიქრია როგორაა დედაშენი? არა. იცი რატომ? იმიტომ რომ ეგოისტი ხარ. მხოლოდ შენ ტკივილზე ფიქრობ.გადი გარეთ და დაენახე. დაენახე და უთხარი რომ ცოცხლაი ხარ. სულ არ გეცოდება? ჯერ თემოზე ნერვიულობა კლავს ახლა შენც ემატები. ანო? მასზე ხომ საუბარი ზედემეტია.ზედაც არ უყურებ. პატარაა. მე და დედაშენი კიდევ ჰო,დიდები ვართ და ვხვდებით და ის? იცი რომ სულ ტირის და მოთქვამს? იცი ყოველ ღამით ტირილით რომ იღვიძებს? არა არ იცი. შენ ზედ არავის გვიყურებ და ნერვიულობას ნერვიულობაზე გვიმატებ.არაფერი გადარდებს. საოცრად მიყვარხარ,მაგრამ იცოდე რომ რაც არ უნდა საწყენი იყოს ასეთ საქციელებს არ გაპატიებ.გონს მოეგე,გამოფხიზლდი. ვიცნობ მე თემოს და ვიცი რომ არაფრის ფასად არ წავა. დედას უ*****ს სიკვდილს და მაინც გაახელს თვალებს. შენ გგონაი შნი ეს საქციელები მოსწონს? ახლა რომ შეეძლოს საკუთარი ხელით მოგიყვანდა ჭკუაზე. თუ არ იცი გეტყვი რომ ის ყველაზე მეტად სწორედ ამას ვერ იტანს.არ მოკვდება. არ დაგტოვებს.ის ყოველთვის ასრულებს მიცემულ პირობას.ახლა კი ადექი და გადი გარეთ-ხელი შემიშვა გეგიმ უბრალოდ ვუყურებდი და ვიგრძენი ტკივილი,ალბათ მართლა მოვეგე გონს.ცრემლები მოვიწმინდე და პალატა დავტოვე, დავინახე სკამზე მსხდომი დედა და ანო. საოცრად ნაღვლიანები იყვნენ. მათთან მივედი და ჩავუკუზე. ურივეს ხელი ჩემს ხელებშ მოვიქციე და სათითაოდ ვაკოცე. მხოლოდ ახლაღას მოეგნენ გონს და საოცრად ჩამქრალი თვალებით შემომხედეს. რა ვიგრძენი?! ზიზღი!-საკუთარი თავის მიმართ. -გთხოვთ არაფერი მითხრათ,უბრალოდ მაპატიეთ.-უნებლიედ ჩამომიგორდა ცრემლები სახეზე. ისევ მიილია დღეები... ისევ ტკივილი,მაგრამ ახლა უკვე არა ეგოისტური. კვლავ ველოდები... ვცდილობ იმედები არ დავკარგო,იმიტომ რომ მე მჯერა მისი. უკვე ორი კვირა გავიდა. როგორც იქნა გამოკვლევების პასუხები მივიღეთ და გეტყვით რომ სიცოცხლე ვიგრძენი,როდესაც ექიმმა გვითხრა რომ მისი მდგომარეობა უმჯობესდებოდა და ახლა უკვე მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. მერე ისევ ვიჯექი მის პალატაში. ახლა უკვე მომღიმარი და ველოდებოდი როდის გაახელდა თვალს. ნაადრევად ჩამოთოვა თბილისში. თემოს პალატაში ვიყავი,როდესაც ბარდნა დაიწყო. სკამიდან წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი. რა ლამაზი იყო ღამეში ბარდნა... არე-მარე თეთრად იმოსებოდა. მერე რა რომ ნაადრევად? ვუყურებდი და უნებურად მეღიმებოდა.როგორ მიყვარს ეს ანცი ფანტელები... -ლამაზია-მომესმა ჩახლეჩილი ხმა. ადგილზე გავქვავდი. შემეშინდა შებრუნების... არ მინდოდა რომ ეს ხმა უბრალოდ ჩემი მოგონებებიდან ყოფილიყო. -შემობრუნდი კვლავ გაისმა ხმა და მეც სახეზე ცრემლები ჩამომიგორდა. ნელა შევბრუნდი უკან და თემოს მომღიმარი სახე რომ დავინახე... რომ დავინახე არ ვიცი რა ვიგრძენი. ერთი ნაბიჯი გადავდგი და მივხვდი რომ სხეულის ყოველი წერტილი მიკანკალბედა. ჩვენამდე სულ 4-5 ნაბიჯი თუ იქნებოდა,მაგრამ ისე გაიწელა ეს მანძილი ლამის იყო გული წამსვლოდა. როგორც იქნა მასთან ახლოს მივდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ეს რეალობა იყო. -მართლაც ლამაზია-ჩავილაპარაკე მე. -მომენატრე-ამოიჩურჩულა მან და სუნთქვა შემეკვრა. -მეც...-საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი და მომღიმარმა დავუწყე მის ყოველ ნაკვთს თვალიერება. -განერვიულეთ ხომ?-სახე მოჭმუხნა მან. -ჰო... ამისთვის საკადრის გაზღვევინებთ-წარბები შევკარი მე. -კარგი თანახმა ვარ ოღონდ ახლა მოდი ჩემთან-მითხრა მან და გამიღიმა. მეც მაშინვე გვერდით მივუწექი და მონატრებული სითბო ვიგრძენი. მისი თბილი ტუჩების შეხებისას მთელ ტანში გამაკანკალა. მას ისევ ჩაეღიმა. არცერთს ხმა აღარ ამოგვიღია. არა და როგორ ველოდი ამ წუთებს,მაგრამ ახლა დავმუნჯდი. ბედნიერებამ დამამუნჯა... გარევ ისევ ბარდნიდა. მე ახლა საყვარელი მამაკაცის მკლავებში ვიყავი მოქცეული და მის გულის ცემას ვდარაჯობდი. დილით ადრიანად გამეღვიძა. მაშინვე დავხედე თემოს და გამეღიმა. მაინც არ გატეხა სიტყვა. ფანჯარასთან მივედი და უკვე მთლად გადათეთრებულ ქუჩებს გადავხედე. ჯერ ისევ გაუკვალავი იყო თოვლი. ტელეფონი ავიღე და გეგის დავურეკე. -ივლიტა...-გაისმა მისი შეშინებული ხმა. -გეგი...-ამოვიტირე მე. -ახლავე მოვდივარ-ამოიჩურჩულა მან. -გეგი,არ გვიღალატა-ვუთხარი მე. ცოტა ხანს მხოლოდ მისი აჩქარებული სუნთქვა მესმოდა. -მოვდივარ-უფრო წართმეოდა ხმა. შემდეგ კი ტელეფონი გათიშა. 10 წუთში პალატის კარი გეგიმ შემოგლიჯა. თემოს კვლავ ეძინა. კარში დედა და ანოც რომ დაქვინახე სახე გამებადრა. -სძინავს-დავიჩურჩულე ღიმილით. გასუსულები უყურებდნენ თემოს...არავინ იღებდა ხმას. -კარგი რა გეგი ხომ იცი მაგ მზერას ვერასდროს ვუძებდი-უცებ გაისმე თემოს ხმა. გეგიმ ჯერ მე შემომხედა შემდეგ კი თემოს სახეზე ღიმილი რომ შენიშNა მისი საწოლისაკენ წავიდა და უკვე თვალებ გახელილი თემო რომ დახვდა მის საწოლს გადაეფარა და მაგრად ჩაიკრა გულში თემო., -შე გარეწარო ასე უნდა მოგვექცე?-ვითომ გაბრაზდა გეგი. -მეხალისებოდა ასე რომ იყავით-დაიჯღანა თემო. -თემუს... -ლოყაზე აკოცა ანომ-როგორ გაგვახარე... -ჩემი კუდრაჭა გოგო...-თეთები დაუკოცნა თემომ,. დავინახე კუთხეშიმდგარი დედა. მივხვდი რასაც განიცდიდა. მასთან მივედი და მოვეხვიე. -დე ასე ნუ ხარ...-ჩავჩურცულე მე. მას ხმა არ ამოუღია. -დე კარგადაა. იმ არაკაცს კი საკადრისი მიეზღვება-ვუთხარი მე და თავზე ვაკოცე. მომღიმარი სახით გვიყურებდაქ თემო და ტუჩების მოძრაობიტ მეუბნებოდა“ მიყვარხარ“ მეც თქო ვანიშNე და გამიღიმა ჩემებურად. 3 დღეში საავადმყოფოდან გამოგვწერეს დაჩვენს სახლს დავუბრინდით. ყველა თავს ვეხვეოდით ვაჟბატონს და ისიც სულ იფერებდა. ყოველ წამს მეფერებოდა და მკოცნიდა.მომენატრეო სულ იმეორებდა. ის არაკაცი? ლპება ციხეში. თემოს კატეგორიულად მოვთხოვე რომ ბოლომდე მიყოლოდა მის სამართლიანად დასჯის მოთხოვნას,ძალიან მინდა რომ მთელი ცხოვრებ ციხეში გაატაროს და იქ ამოლპეს.ახლა მისი ჯერია აგოს პასუხი ჩვენი ტანჯვისთვის. მალე მოვიდა საახალწლო არდადეგებიც. ესეც ჩვენი პირველი ახალი წელი იქნებოდა... თემო უკვე სრულად გამოჯანმრთელდა და ჩვენი ცხოვრებაც კვლავ ბედნიერებისაკენ მიმავალი იყო. ახალ წელს გადავწყვიტეთ ყველა ჩვენთან შევხვედროდით. 30-ში თემომ უზარმაზარი ნაძვისხე მომიტანა და სულ ნაირ-ნაირი სათამაშოები. ეც სიხარულისაგან ადგილზე ვხტუნავდი და თემოს ხელებს მაგრად ვხვევდი. ერთად მოვრთეთ ჩვენი ლამაზი ნაძვისხე და ბოლო შტრიხიც უკვე კარგად ჩამობნელებულზე შევიტანეთ.ნათურები ავანთეთ და ჩვენი ნაძვისხეც განათდა. ისეთი ლამაზი იყო... წელზე თემოს ხელები ვიგრძენი და მისი სველი კოცნა კისერზე. კვლავ დამეხორკლა მთელი სხეული... -თემო საცრად იყვარხარ-ამოვიჩურჩულე მე. ხელები შემიშვა და ისკენ მიმაბრუნა. -მეც ჩემო პატარავ,შენ მთელი ჩემი ცხოვრება ხარ. -ამოიჩურჩულა ჩემს ტუჩებზე და ვნებიანად მაკოცა. 31-ში დილიდან ფუსფუსი იყო ჩვენს სახლში.მე,ანო და დედა ხალისით ვაკეთებდით უამრავ გემრიელობას.თითქმის ყველაფრის გამზადება უკვე დასრულებული გვქონდა ასე 6 საათისთვის.თემო და გეგი მაშხალების საყიდვლად იყვნენ წასულები უკვე რამოდენიმე საათია. უკვე გაბუტვას ვაპირებდი სად დაიკარგნენ თქო,როდესაც კარი გაიღო და თემოს ძახილი გავიგე. -ივლიტა!...-მეძახდა ის და მეც დაფეთებული წამოვხტი დივნიდან და შემოსასვლელისაკენ გავიქეცი. ადგილზე გავშეშდი,როდესაც კარში მდგომი გაკრეჭილი გიო დავინახე. -ვაიმე... -წამოვიკივლე ერთი და უცებ შევახტი ზედ. -ჩემი გადარეული გოგო-მეფერებოდა გიო და თან კისკისებდა. -ჩემი ცხოვრება როგორ გამახარეთ-მისი სახე ხელებში მოვიქციე და სულ დავუკოცნე. -დედა!-დავიძახე უცებ და დავინახე როგორი სიხარული და გაკვირვება გამოესახა გიოს სახეზე. უცებ ჩავკიდე ხელი და ისაღები ოთახისაკენ სირბილით წავიყვანე. -დე...-ამოვიჩურჩულე მე და გიო მის წინ დავაყენე. დიდი ხანია ასეთი ბედნიერი არ ყოფილა დედა. მისი თვალები ანათებდნენ. მაგრად ეხვეოდნენ ერთმანეთს და ორივე ტიროდა. ოღონდ ბედნიერებისაგან. უკან მივბრუნდი და კარს მიყრდნობილი თემო დავინახე. მისკენ წავედი და კისერზე შემოვხვიე ხელები -ჩემი სანტა ხარ!... მადლობა სანტა-ვუცურჩულე მე და ვაკოცე. -სანტას ცოლო!-გადაიკისკისა თემომ. -3!...2!...1!... გილოცავთ!...-წამოვიყვირეთ ერთად და ჭიქები ავაჭახუნეთ. ვუყურებდიი გარშემო მყოფთ და ვგრძნობდი ბედნიერებას. მათ თვალებში მხოლოდ სიხარული ჩანდა და ეს მახარებდა. აივანზე ვიდექი და ვუყურებდი ღამის თბილისს. უთოვლოდ იყო ახალი წელი და გული მწყდებოდა. ადგილ-ადგილ კვლავ ისროდნენ მასხალებს... უცებ ვიგრძენი ცხელი ხელები ჩემს მუცელზე და სუნთქვა ჩემს კისერში. -რა გინდა რომ მოგიტანოს სანტამ?-მიჩურჩულა თემომ. -თოვლი-დავიჩურჩულე მე და ტუჩები გავბუსხე.ისკენ მივბრუნდი და გულზე ავეკარი.-ჩვენი პირველი ახალი წელია ერთად,თოვლი კი არ არის.ეს რანაირი ახალი წელია?-უკვე ვსლუკუნებდი მე. -მიბრუნდი-მითხრა მან. მე ჯერ გაკვირვებულმა მას ავხედე შმდეგ კი თავი უკან გავაბრუნე. ბარდნიდა ! ისე მსხვილად ბარდნიდა რომ მეტი არ შეიძლება. მაშინვე გადავიხარე აივნიდან და ხელები ფანტელებს შევუშვირე. დათოვლილ ხელებს გულში ვიკრავდი და ფანტელებს ვეფერებოდი. ვკისკისებდი და ფანტელებს ვეთამაშებოდია. მერე თემოსკენ მივბრუნდი ,რომელიც მომღიმარი მიყურებდა. -მიყვარხართ შენ და თოვლი-გადავიკისკისე მე და საყვარელ ტუჩებს ვაკოცე. -გაცივდები ქალბატონო-უცებ დამავლო ხელი და ოთახში შემიყვანა. საღამურებში გამოვეწყვეთ და ცივ საწოლში შევწეცით. მაშინვე თემოს ავეკარი კანკალით. ცოტა რომ ჩავთბით უფრო კარგად მოვკალათდი მის მკერდზე. -მინდა ყოველი ახალი წელი ასეთი ბედნიერი წუთებიტ დაიწყოს. -ყოველი ახალი წელი უფრო და უფრო ბედნიერი იქნეება ჩვენთვის-შუბლზე მაკოცა და მერე ორივე გადავშვით ძილის სამყაროში. გიო აღარ წასულა სამხედრო სასწავლებელში ის კვლავ სახლში დაბრუნდა და დედასთან და სკოლაში გააგრძელა სწავლა. უკვე გაზაფხულს ვზეიმობდით. მანქანა სკოლის წინ გააჩერა ქამრუკამ და ღიმილით გადმომხედა. -წარმატებულ დღეს გისურვებ ლამაზო.სკოლის შემდეგ აქ დაგელოდები.-მითხრა ღიმილით და მოწყვეტით მაკოცა. -შენც წარმატებულ დღეს გისურვებ-გავუღიმე მეც და მანქანიდან გადავედი. სანამ შევიდოდი ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და შემდეგ სკოლაში შევედი. სკოლას მალევე მოვრციტ და მე და ანო ერთად გამოვედით. სკოლის შესასვლელთან გეგის მანქანა რომ დავინახე გამიკვირდა,რადგან იქ თემოს ველოდებოდი. როგორც კი დაგვინახა მანქანიდან გადმოვიდა. მისი თვალები საოცრად ნაღვლიანი იყო. -გეგი რა ხდება?-ვკითხე მაშინვე. -ჩასხედით.-გვითხრა ჩახრეწილი ხმით. -გეგი...-უკვე ვგრძნობდი სახეზე სისველეს. -თემოს სჭირდები-მხოლოდ ესთქვა და მანქანაში ჩავსხედით. ჩვენც მაშინვე ჩავსხედით. საოცარ შიშს ვგრძნობდი ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი თემოს და დავრწმუნდებოდი რომ უვნებელი იყო. როგორც კი მანქანა გაჩერდა გადავხტი. კიბეებზე ავირბინე და სახლის კარი შევაღე. მისაღებში დივანზე იჯდა თემო და თავი ხელებში ქონდა ჩარგული. მაშინვე მასთან მივედი და მის ფეხებთან ჩავიმუხლდ. მის ხელებს შევეხე და ამანაც ამოწია თავი და მისი ჩაწითლებული თვალების დანახვისას მთელ ტანში გამცრა. ფეზე წამოდგა მეც წამომაყენა და საძინებლისაკენ წავიდა და მეც წამიყვანა.ოთახში შესულმა კარი დახრა და კვალვ ხელჩაკიდებული წამიყვანა ახლა უკვე საწოლისაკენ. დაწვა და მეც გვერდით მიმიწვინა.თავი მკერდზე დამადო და ხელები წელზე შემომხვია. მძიმედ სუნთქავდა. ვგრძნოდბი რომ ნელ-ნელა მკერდი მისველდებოდა. ერთი ღრმად ამოისუნთქა. -სამი წლის წინ დედა გარდაიცვალა.სიმსივნე ქონდა ბოლო სტადიის.ზაზამ კი ორ თვეში ვიღაც ქალი მოიყვანა სახლში და გამომიცხადა კაცი ვარ და ქალი მჭირდებაო. იმის მერე არა მარტო დედით არამდე მამითაც დავობლდი. ქუჩაში რომ შემმხვედროდა ზედაც არ ვუყურედბი. ყოველთვის ვთვლიდი რომ ამ ცხოვრებაში მხოლოდ გეგიღა მყავდა. რაოდენიმე თვე მეჩიჩინა დავბრუნებულიყავი მასთან სახლში მერე კი შემეშვა.არ შემეძლო სხვა ქალი მენახა იმ სახლში დედაჩემის გარდა. სამი წლის მანძილზე მასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. მისი დანახვაც არ მინდოდა.დღეს სამსახურში დამირეკეს...-ცოტა ხანს გაჩუმდა. ვხვდებოდი რომ საუბარი უჭირდა-გულის შეტევა დაემართა და ადგილზევე გარდაიცვალა-თქვა წართმეული ხმით. გავშრი.არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა.რიტ უნდა მენუგეშებინა. უბრალოდ თითები მის თაში შევყავი და ნაზად მოვეფერე.ფრთხილად ვაკოცე თავზე და მასთან ერთად ავტირდი. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავით ასე... შემდეგ მას ჩაეძინა. მე ისევ ნაზად ვეფერებოდი თმაზე და გული მტკიოდა რომ საყვარელ მამაკაცს ასეთ დღეში ვხედავდი. უცებ შეირხა დათვალები გაახილა. ჩემ დანახვაზე თითქოს დამშვიდდა.ღრმად ამოისუნთქა. -უნდა წავიდე-მითხრა მან. -უნდა წავიდეთ-ვუთხარი მე და მას შევხედე. არაფერი უთქვამს უბრალოდ წამოდგა და ფეხზე ჩაიცვა მეც ავდექი. თას შევისწორე და მასთან ერთად გავედი საძინებლიდან. მისაღებშ დივანზე მსხდომი ანო და გეგი დაგვხვდა. ანო ფეხზე წამოდგა და თემოს მოეხვია. -ვწუხვარ-ამოიჩურჩულა ტირილით მან.თემომ თავზე აკოცა და ჩემკენ წამოვიდა. ხელი ჩამჭიდა და გეგის გახედა-უნდა წავიდეთ მერე კარისკენ დაიძრა და კიბეებზე უსიტყვოდ დაეშვა ჩემთან ერთად. ადგილზე მისულებს უამრავი ხალხი დაგვხვდა.თემოს დანახვა აშკარად ყველას გაუკვირდა. ის უბრალოდ მიიწევდა წინ... სახლში ერთად შევედით. თემო ადგილზე შედგა,როდესაც მისაღებ ოთახში დასვენებულ მამაკაცს მოკრა თვალი. თემომ ხელი შემიშვა და ჩასასვენებელს მიუახლოვდა. მხოლოდ ახლარა ოვკარი თვალი მიცვალებულს და... თემო და ის საოცრად გავდნენ ერთმანეს. თემომ ნელა წაიღო ხელი მისი სახისაკენ და ლოყაზე მოეფერა. რამდენჯერმე გადაუსვა სახეზე. მერე უცებ დაიხარა და ზედ გადაეფარა. ასეთი არასდროს მინახავს თემო. უხმოდ ტიროდა და მამას ეფერებოდა. ვხვდებოდი როგორ ტკიოდა. მინდოდა რამით დავხმარებოდი,ამგრამ არ შემეძლო. ეფერებოდა თემო და ჩუმად ეცურჩულებოდა მამას. სულ სათითაოდ დაუკოცნა თითები და მისი ხელი თავის ხელში მოაქცია. მინდოდა მასთან მისვლა ,მაგრამ არ შემეძლო. მას გეგი მიუახლოვდა და წაოაყენა.ჩეკენ მომავალს ვხედავდი როგორ უჭირდა თითოეული ნაბიჯის გადმოდგმა.ჩემ წინ გაჩერდა,ცრემლიანი თვალებით შემომხედა და ზედ მიმიხუტა. -თემო გთხოვ შენ და ივვლიტა საძინებელში შედით და ცოტა ხნით იქ იყავი და დაწყნარდი კარგი?-მხარზე მოხვია ხელი გეგიმ. ტემომ ჯერ მე შემომხედა.თვალებით შევთხოვე რომ დაეჯერებინა გეგისთვის და მანაც ხელი ჩამჭიდა და სადღაც წამიყვანა. თემომ ერთ-ერთი ოთახის კარი შეაღო და შიგნიტ შემიყვანა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა. ირგვლივ ყველგან თემოს ფოტები ფა მისი მედლები იყო. ყველგან თემოს ნივთები იყო. დავინახე როგორ სევდიანად გაეღიმა მას.მზერა ერთ ფოტოზე მიმეყინა სადაც თემო და მამამისი არიან ძალიან ლამაზ ქალთან ერთად. თემო მომიახლოვდა. -ეს დედაჩემია. ამ ფოტოს გადაღებიდან 2 კვირაში გარდაიცვალა. ენა ჩამივარდა ვერაფერი ვუთხარი. თემო ფანჯარასთან მივიდა და სადღაც უსასრულობაში დაიწყო ყურება. მასთან ივედი და მის ხელს ჩავებღაუჭე. -თემო გთხოვ ცოტა ხნით დაისვენე რა.-შევთხოვე მას. ერთი შემომხედა შემდეგ შუბლზე მაკოცა და საწოლისაკენ წავიდა. ჩემთან ერტად წამოწვა და კვლავ მკერდზე დამადო თავი. -აღარაა,მაგრამ მაინც ვერ ვპატიობ რომ დედას ასე მოექცა.დედას სიცოცხლეზე ეტად უყვარდა და არ იყო ამის ღირსი. ვერასდროს ვაპატიებ ამას-ამოილაპარაკა მან. დიდხნა სვგრძნობდი მის ფერებას ჩემს ხელზე,შემდეგ კი გაჩერდა. ჩაეძინა. მალევე ჩამეძინა ეც. როდესაც გავიღვიძე თემო ოთახში არ დამხვდა. მაშინვე ამოვდექი შესინებული და საძინებლიდან გავედი. მისაღები ოთახიდან სიინათლე გამოდიოდი.შევიხედე და გული დამეწვა. თემოს ჩასასვენებელთან მიედგა სკამი და ზედ იჯდა. კვლავ მამის ხელი მოექცია საკუთარ ხლეებში და ჩუმად ტიროდა. მოულოდნელად ამოიხედა და მე რომ დამინახა ცრემლები მოიწმინდა. მანიშნა ჩემთან მოდიოდა და მეც წავედი. მის წინ დავდექი და წელზე მომხვია ხელები. -იმდენი ხანი ოცნებობდა ამ წამზე. ახლა რომ შეეძლოს გულში ჩაგიკრავდა და იტყოდა რომ სანატრელი ქალიშვილი ეყოლებოდა შენი სახით.-ოდნავ გაეღიმა მას-სულ უნდოდა გოგო ყოლოდა. -ეხლა მართლა დავობლდი ივლიტა. მართლა მოკვდა-ამომხედა მან.-ნეტავ ისევ ცოცხლაი იყოს და იყოს იმ ქალთან. ნეტავ ცოცხალი იყოს. ნეტავ აქ არ იწვეს ასე ცივი. თითები მის თმაში შევაცურე და მასთან ერთად ავტირდი მეც. საშინელება იყო მომდევნო ორი დღე. თემო არც ჩამჭდა და არაფერი. ლაპარაკით მხოლოდ მე მელაპარაკებოდა ისიც ზალიან ცოტას. როგორ არ ვტოვდი სულ ცოტა მაინც ეჭამა,მაგრამ მხოლოდ იმას მეუბნებოდა რომ არ შეეძლო. საოცრად მძიმე იყო დაკრძალვის დღე. თემოს ვერ ვაშორებდით ჩასაცვენებელს. დაკრძალვის შემდეგ საშინლად იყო თემო. ოთახში შეიკეტა და კარს არ აღებდა. საშინლად ეშინოდა და მტკიოდა ასე რომ იყო. ყველა სახლში გავუშვი და ვუთხარი რომ არ ენერვიულათ. საძინებლის კართან ვიჯექი ღამის 11 საათი იყო. კარი გაიღო და თემო გამოვდა. კართან მჯდომი რომ დამინახა დახარა,ხელში ამიყვანა და საზინებელში შემიყვანა. თავად ჩამაწვინა საწოლში და გვერდით მომიწვა. -ვერასდროს ვიფიქრებდი თუ მისი კუბოს ტარება მომიწევდა. ვერასდროს ვიფიქრებდითუ ჩემი ხელით მივაყრიდი მიწას. მერჩივნს ისევ იმ ბოზთან ყოფილიყო ვიდრე სულ აღარ ყოფილიყო.მაპაგტიე ასე რომ მოგექეცი-ამოიჩურჩულა მან. -ჩუ ჩემო სუნთქვავ არაფერია...-თავზე მოვეფერე მე. დილით თემოს ხმამ გამომაღვიძა რომელიც ვიღაცას უყვიროდა. მაშინვე წამმოვდექი და კარისაკენ გავიქეცი. თემო კარში იდგა მის წინ კი ვიღაც ქალი,რომელსაც ხელში თოთო ბავშვი ეკავა. -აქ რას აკეთებ მეთქი!-იღრიალა კვლავ თემომ. -თემო მე...-სათმქელს ვერ ამბობდა ქალი. -მტელი სამი წელი მის კმაყოფაზე იყავი,ყვლაფერს გისრულებდა!.შენ გამო დავკარგე მამა და შენ მის დაკრძალვაზეც კი არ მოეთრიე!-უღრიალა თემომ. -დაავადმყოფოში ვიყავი-ტირილით დაიყვირა ქალმაც. -არ მაინტერესებს სად ჯანდაბაში ეგდე!-ისევ ყვიროდა თემო. უცებ გაისმა პატარას ტირილი და თემომაც მზერა მასზე გადაიტანა. ქალმა ამოისუნთქა და ბავშვი შეარხია. -სწორედ 4 დღის წინ ვიმშობიარე. ეს მამაშენის შვილია-თქვა ქალმა. დავინახე როგორი გაკვირვება იყო თემოს სახეზე.ვერაფერს ამბობდა. -მე მისი გაზრდა და მოვლა არ შემიძლია.მამაშენმაც იცოდა ეს. მან მითხრა რომ გამეჩინა ბავშვი და ის თავად იხედავდა მას,მაგრამ ახლა...-ერთხანს გაჩუმდა ქალი.-მე აქედან მივდივარ. მინდა მაინც იცოდე რომ ახლა მის ბავშვთა სახლში ჩაბარებას ვაპირებ.-თქვა ქალმა. ვხვდებოდი რომ თემო ვერაფერს ვერ ამბობდა. მე მას ჩავჭიდე ხელი და მაგრად მოვუჭირე. მე გამომხედა და მზერა ისევ ბავშვზე გადაიტანა. -ფულს გადაგიხდი,ყველაფრით მე დაგეხმარები ბავშვი არ გააშვილო-უთხრა თემომ. -არ მინდა ეს ბავშვი. არ მჭირდება-თქვა ქამლმა. მინდოდა ახლა ჩემი ხელით მომეკლა ეს საზიზღარი არსება. თემოს ზიზღით ჩაეცინა. -მაშინ...-აღარ დავამთავრებინე თემოს. ქალისაკენ მივიწე და ბავშვი ხელიდან გამოვართვი. თემომ გაკვირვებულმა შემომხედა. -შენ რა არსება ხარ? მმასზე ასე უბრალოდ უარს როგორ ამბობ? პატარა ჩვენთან იქნება და ჩვენ მოვუვლით მას. იმეია ასეთ ცოდვას უფალი ოდესმე გაპატიებს.-ვუთხარი მე და კარი მთელი ძალით მივაჯახუნე. გაკვირვებული მიყურებდა თემო. ვხვდე ბოდი რომ ზედმეტი მომივიდა,მაგრამ მაინც არ ვნებდებოდი. ბავშვით ხელში დივანზე ჩამოვჯექი და პატარას სახიდან ქუდი გადავუწიე. ისეტი საყვარელი იყო. ბუთქუნა ლოყები,,თემოსავით შავი თმა ქონდა. პატარა ცხვირი და გაცრეცილი ტუჩები,რომლებსაც საყვარლად აცმაცუნებდა. პატარა ხელებს სასაცილოდ იქნევდა. თემოჩვენს წინ იდგა. მე ტავი დავხარე-ვიცი რომ შენ გარეშე ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არფ უნდა მიმეღო,მაგრამ თემო შეხედა ამ პატარა არსებას. მას ხომ არაფერი დაუშავებია. ის ხომ შენი ძმაა. მას ახლა ჩვენს მეტი არავინ ყავს. არ გაუმართა პატარას და დაბადებისასვე დაობლდა დედას კი ხედავ რაც გამოდგა. არ მოგცემ ნებას რომ ის სადმე სხვის ოჯახში გასაზრდელად გაიმეტო. ვიცი რომ ამას შემდეგ მთელი ცხოვრება ინანებ. მას მე გავზრდი. არ მოვალკლებ სითბოს და სიყვარულს. ყველაფერ გავაკეთებ მითვის უბრალოდ გთხოვ მომეცი ამის ნება. თემო გვრდით მომიჯდა და გვერდულად გამომხედა. -მეამაყება რომ ჩემი ხარ-მითხრა მან და თავი მისკენ მიმაწევინა და შუბლზე მაკოცა. საღამოს როდესაც ეს ამბავი ჩვენ სახლში შეკრებილ ოჯახსის წევრებს გავაგებინეთ ყველა დაიბნა და შეეშინდათ,რომ მე ასეთ პატარა ასაკში ვერ მოვახერხებდი ბავშვის გაზდას,მაგრამ მე ვთქვი რომ ამას შევძლებდი და აქ ყველაფერი მორჩა. იმ ღამით პატარა ჩემთან დავაწვინე. ჩემსა და თემოს შორის. უყურებდა თემო მას და ვერ ბედავდა შეხებას. ბგრძნობიდ,რომ მაინც უჭირდა მისი მიღება. 4საათისთვის პატარას ტირილმა გამომაღვიძა. თემო შეწუხებული სახით დასცქრეოდა მას. -ნუ იბღვირები-გავუბრაზდი მე.მან კი გაოცებულმა შემმომხედა. სამზარეულოში გავედი და დედას გაზადებული პატარას საჭმელი შევათბე და კვლავ საძინებელში შევედი.პატარა ხელებზე გადავიწვინე და საწოვარა მივეცი. ვგრზნობდი თემოს მზერას. ის გვაკვირდებოდა და თვალს არ გვაშორებდა. პატარა ყოჩაღად ჭამდა. საჭმელი მალევე გაათავა.ხელში დავიკავე და ოთახში აქეთ-იქეთ სიარული დავიწყე მისი რწევით. თემო კვლავ გვიყუჯრებდა. პატარამ მალევე მიიძინა. კვლავ საწოლზე დავაწვინე და გვერდით მივუწექი. მძინარეს მოავლო თემომ მზერა და როდესაც დამინახა ვუყურებდი მზერა მოაშორა. -თემო ასე ნუ ხარ. ისე შენი სისხლი და ხორცია გესმის? სულ ერთი დღეა რაც ჩვენთანაა და შენ სიცოცხლეს გეფიცები საოცრად შემიყვარდა. ჩემი შვილივით მყავს გესმის?-სახეზე ხელი ჩამოვუსვი მე. ჩემი ხელი დაიჭირა და ნაზად მაკოცა. -მივეჩვევი-მითხრა მან,გაიღიმა და თვალები დახუჭა. ეს ღამეც გამორჩეული იყო. ჩვენ უკვე სამნი გავხდით. ახლა უკვე სხვა ცხოვრება იწყებოდა. ---------------------------- ვიცი რომ ძალიან ძალიან დავაგვიანე,მაგრამ ჩემი ბრალიც არაა. უკვე დიდი გოგო ვარ ^_^ და ახლა არ მაქვს ზარმაცობის დრო ბევრი უნდა ვიმეცადინო. გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ვახერხებ ხოლმე. ვიცი რომ თქვენც გტანჯავვთ და თავსაც ვიტანჯავ,მაგრამ მეტი არაფერი შემიძლია,როცა დრო მაქვს ყოველთვის ვდებ. თქვენგან სტიმული მჭირდება ჩემო საყვარლებო. მიყვარხართ, მუდამ თქვენი ელი. 3059 სიტყვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.