შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

1 - [1]


15-11-2015, 19:07
ავტორი twenty-one
ნანახია 1 844

ზოგჯერ საჭიროა გააკეთო ის რაც გსურს, გადააბიჯო ყველას და ყველაფერს და თუ საქმე ისე კარგად ვერ წავიდა, როგორც შენ გსურდა სათქმელი მაინც გექნება რომ სცადე... გამოცადე ის რასაც გეგონა, რომ ვერასდროს შეიგრძნობდი. ხშირად დამღუპველი, მაგრამ მთელი ცხოვრების ტოლფასი.

6თვით ადრე:
“მის ლოგინზე წამოწოლილი ცალი ყურით მუსიკას ვუსმენ ცალით კი მის წუწუნს მატრიცებზე.
-ელენე გთხოვ მოდი რა დამეხმარე ! -ის ბატარა ბავშვივით ტუჩებს წინ წევს და იბუზება.
-კაი რა ! მე უკვე ბევრ რამეში დაგეხმარე, მაცადე ეხლა დავისვენო.
-ელენე, კარგი რა ! იცი რომ შენ უნიში ყველაზე ლამაზი გოგო ხარ?-ოდნავ დაბოხებული ხმით და დაჟინებული მზერით ჩემსკენ მოიწევს “ღმეთო ეხლა მოვკვდები” ვფირობ და მკაცრი გამომეტყველება არ მეცვლება.
-ოხ, ნადირაძე ! მეგრელი მაინც არ იყო ბიჭო.
-ეგ რა შუაშია?-უფრო და უფრო მიახლოვდება.
-მარგალი ბატონი, აფერისტი ბატონი.-მეგრული აქცენტთ ვამბობ და სიცილს ვიწყებ. ის მიახლოვდება სერიოზული სახით, მე ისევ ლოგინზე ვწევარ.
-მეტყობა ამ წუთას რაიმე აფერისტობის?- სერიოზული სახით დამყურებს და ლოგინზე ჩემს ზემოთ ექცევა, მე სიცილს ვწყვეტ და ვსერიოზულდები.
-სანდრო?-ჩემს ხმაში შიში და ნერვიულობა იგრძნობა.
-მმმ-მისი ტუჩები ნელნელა მიახლოვდება.
-სანდრო, რას აკეთებ?-ჩემი ხმა ძვლივს გასაგონად ისმის.
-იმას რაც აქამდეც უნდა გამეკეთებინა.-ის უფრო მიახლოვევს მის მწველ ტუჩებს, ერთმანეთს უკვე მილიმეტრები გვაშორებს. “ვაიმე ! სადაცაა ის მაკოცებს !!! “ “
-ელენე ! ელენე ! -მომესმა ჩემი მეგობრის წიკვინი და აი ბწკენაც ვიგრძენი რაზეც მომენტალურად ვიღრიალე .
-შენ გოგო ნორმალური ხარ?- გამწარებული ხელს მუცელზე ვისვამდი.
-დამთავრდა ლექცია და კიდევ აპირებ აქ ძილს თუ სამსახურში დააგვიანებ? -მობილურზე საათი მანახა.
-ჯანდაბას სამსახური, ჯანდაბას უნივერსიტეტი, ჯანდაბაში წასულა ყველა და ყველაფერი ! - ბუზღუნით ავდექი ადგილიდან და ნინოზე ჩამოკიდებული გზა მეტროსკენ განვაგრძელე.
-რა იყო, ასეთი აგრესია რით დავიმსახურეთ ქალატონო ელენე?-ნინომ ეშმაკურად გამიღიმა.- შემთხვევით ჩვენი პრინცი ხომ არ დაგესიზმრა?
-პრინცი და ჭირი მაგას ! -თვალები გადავატრიალე.
-კაი რა , დაიკიდე ! ხო იცი რა დებილიცაა.-გამამხნევებლად გამიღიმა და ზურგზე ხელი მომისვა.
-არ მინდა მაგაზე ლაპარაკი, გთხოვ შევეშვად კარგი?-ბრაზმორეული ცრემლებს ძვლივს ვიკავებდი.
-ჯობია მომიყვე, დაიცლები !
-სხვა დროს იყოს - ვუთხარი და ლოყაზე მწარედ ვუჩქმიტე.- ეს დღევანდელისთვის- ვუთხარი თუ არა თვისუფლების გაჩერებაზე ჩამოვედი.
-ესეც ასე, ელენე გამაგრდი- სასოწარკვეთილი ხმით ჩემი თავი გავამხნევე და წინსაფარი გავიკეთე.
როგორ ვერ ვიტან შარდენს ! უცხოელის მომსახურება უფრო იოლია ვიდრე ამ თავში ავარდნილი, ორი დღის წინ გამდიდრებული ხიხოების , თითქოს მომსახურებაში რა ფულსაც იხდიან ძალით ვართმევდეთ და დამატებით მოგდებული 5 ლარის ნაცვლად ვალდებულს გვხდიან ლამის ფეხსაცმელიც კი ენით გავუპრიალოთ.
ესეც შენი ბიზნეს მენეჯმენტის სტუდენტი პრაქტიკის ნაცვლად ვიღაც ფეთხუმს მაგიდას ვუპრიალებ. ვშრომობ ! მაგრამ რისთვის? ისევ ასეთ არარაობებთან რომ დავიჭირო საქმე?
აი ბედის ირონია !
-ელენე ! შენს მაგიდასთან არიან ! -გავიგე ჩვენი ბარისტას შეძახილი რაზეც მომენტალურად გამოვფხიზლდი და სახეზე ყალბი ღიმილი ავიკარი. მაგიდას მივუახლოვდი რომელთანაც სავარაუდოდ შეყვრებული წყვილი იჯდა.
-მოგესალმებით , რას ინებებთ? -გაღიმებული სახით მივაჩერდი.
-აუ ზუუუკ ! რა ავიღოთ? -გოგონა ზედმეტად გამაღიზიანებლად წელავდა სიტყვებს.
-შენა მისმინე ! - ბიჭიმა აგდებულად მომმართა. - ორი აჭარული ხაჭაპური, ერთი ლუდი და ერთი რამე წვენი. - აი, ხომ ვთქვი ორი დღის ნაშოვნი ფულით მოძრავი ხიხოები.
-სამწუხაროდ ჩვენთან აჭარულ ხაჭაპურს არ ამზადებენ, მაგრამ შემიძლია შემოგთავაზოთ “კორდონ ბლუ”- უგემრიელესი ფრანგული კერძი.
-შემომხედე ერთი-დაგეშილი ფარშევანგივით მომაჩერდა.-შენი აზრით ეგ ოხრობა მე უნდა შემომთავაზო გოგო?- ტონს საგრძნობლად აუწია.-დროზე შეკვეთა მიეცი ხაჭაპურის.
-დიდი ბოდიშის მოხდით, ბატონო, ჩვენთან ქართულ კერძებს არ ამზადებენ.
-რას ქვია არ ამზადებენ? ესაა თქვენი ქართველობა? ეს რა ადგილია ვაფშე ? თავი მართლა საფრანგეში ხო არ გგონიათ?
-ბატონო, თუ რაიმე პრეტენზია გაქვთ შემიძლია ხელმძღვანელობასთან დაგაკავშიროთ.
-მენეჯერს დაუძახეთ ! -იყვირა აქოშინებულმა “ჯელტმენმა”.
-როგორც ინებებთ.- თავი დავუკარი და კაფის მენეჯერ, გიორგის დავუძახე, რომელმაც მობეზრების გამოსახატავად თვალები გადაატრიალა და ერთი ამოიოხრა.
-გისმენთ ბატონო, რაიმე პრობლემა გაქვთ?
-მაქვს რომელია ! -არ ცხრებოდა სტუმარი. -თქვენი თანამშრომელი მეუბნება რომ აჭარულ ხაჭაფურს არ მომიტანს.
-და რატომ არ დაუკონკრეტებია? - თავაზიანად გაუღიმა გიორგიმ.
-მე რავი , რაღაც საკენკს მთავაზობდა.- გაშმაგებული, მრისხანე მზერა მე მომაპყრო.
-ბატონო? თქვენი სახელი შემახსენეთ თუ შეიძლება.-ისევ ისეთ სიმშვიდეს ინარჩუნებდა მენეჯერი.
-ზუკა ! მერე?
-ბატონო ზუკა, ყურადღებით მომისმინეთ თუ შეიძლება.-ისეც ისე ცივად გაიღიმა გიორგი.- ეს არის ფრანგული კაფე სადაც შეგვიძლია ცივილურ საზოგადობას, რომელიც კარგად არის განსწავლული ზრდილობაში, მივცეთ საშუალება დააგემოვნოს ფრანგული სამზარეულოს შედევრები და თუ თქვენ მიანც და მაინც ქართულ სამზარეუოს დაგემოვნება გსურთ შეგიძლიათ, რომელიმე დუქანს მიაკითხოთ და ახლა კი თუ რაიმე არ გნებავთ, შეგიძლიათ მიბრძანდეთ! -ისევ ისეთი მშვიდი ტონით ჩაამთავრა მისი სიტყვა გიორგიმ.
-როგორ ბედავთ? -აღშფოთებას ვერ მალავდა მომჩივანის თანმხლები გოგონა.- აუ პროსტა, თქვენ ნახეთ რა ! ამ კაფეს თუ რაცაა, რაღაც სანაგვე... დავახურინებ.
-როგორც ინებებთ ქალბატონო.-მენეჯერი თავაზიან ტონს არ ცვლიდა.
-კიდევ რაიმეს ხომ არ ინებებთ?- ამჯერად მეც ჩავერთე დიალოგში. რაზეც ერთი ალმაცერად შემომხედა წყვილმა და ცხვირაბზუებულებმა კაფე დატოვა.
-შვებულებას ვითხოვ სასწრაფოდ ! - დაღლილი სახით შემომხედა.
-ბატონო გიორგი, გარწმუნებთ მე არაფერ შუაში არ ვარ, უაზროდ აშარდა ის ბიჭი.- დარცხვენილმა შევხედე მენეჯერს.
-გოგო ! რომელი ბატონი მე მნახე?- გამიცინა და ცხვირზე თითი ჩამომკრა.- არ ვიცოდი 25 წლის ასაკში თუ უკვე ბერდებოდნენ.
-ეს არ მიგულისმია.-ანერვიულება დამეტყო.
-ვიცი , ვიცი, , ნუ ნერვიულობ.-ისევ გამიცინა.
ესეც ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე, როგორი შესანიშნავია არა?
უკვე გვიანი იყო და ჩემი სამუშაო დღეც სრულდებოდა, მე ჩვენი მუდმივი კლიენტის მაგიდას ვემსახურებოდი.
-ელენიკო, ელენიკო, ლამაზო ელენიკო- ნერვების მომშლელად იქცეოდა უკვე ეს ბიჭი.- ელენიკო, ელენიკო !
-ბატოო ინებებთ რამეს?- კიდევ ერთხელ გავუმეორე.
- შენსავით ტკბილი ატმის წვენი მომიტანე.-მითხრა და თვალი ჩამიკრა.
-ახლავე.- მე ბარისტასთან მივედი და შეკვეთაც ვუცდიდი.
-ელე! -გაფართოებული თვალებით შემომხედა ბარისტამ.-უკან არ მიიხედო, ის მოვიდა.
-რ...რ ..რააა?- ხმა ამიკანკალდა.
-ჩუ გოგო! არ გაგიგოს! - თვალები დამიბრიალა თინამ.-აჰა გამომართვი და მიუთრიე იმ ვაჟბატონს მისი წვენი.-ატმის წვენით სავსე ჭიქა ხელში შემომაჩეჩა და მაგიდისკენ მიმატრიალა.
-ინებეთ თქვენი წვენი.-თავაზიანად გავუღიმე.
-ელენიკო, ელენიკო, ნეტა ეგ ღიმილი გულწრფელი იყოს და მე მეკუთვნოდეს.-სუსლელივით გამიღიმა. მე არაფერი მითხვამს და იმ მაგიდისკენ გავემართე სადაც ის იჯდა ვიღაც გოგოსთან ერთად.



№1  offline წევრი Ce Ce

საინტერესო ცანს იმედია მეორე თვაიც ასეთი კარგი იქნება და ხო მალე დადე რა ფლიზზ :D:D:D

 


№2 სტუმარი mariami

მომეწონა ძალიან ^^

 


№3  offline წევრი ♡EPICLOVE♡

საინტერესოა და სასაცილო ის ბიჭი რა ტიპია შენა მისმინე ოხრობა და ა.შ აუუ ძაანნ მაგარია და თან საააცილო♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№4  offline მოდერი Marry Amm

Kargia <3 male dade )

 


№5  offline წევრი LoNdA DM

au dzalian sainteresoa momwons, is sasacilo tipia da is ucnobi netav vin aris

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent