შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ღამე (თავი 13)


15-11-2015, 20:50
ავტორი Dikunadiko
ნანახია 4 621

3 საათიანი ჯდომით დაღლილი საოპერაციოს კართან იდგა და უცდიდა რომელიმე ეიქმის გამოსვლას, დრო იწელებოდა, იმდენად რომ საუკუნედ ეჩვენებოდა მისი იქ ყოფნა, ათასში ერთხელ თუ გაივლიდნენ თეთრხალათიანები, ყველას თვალებში კითხვაზე პასუხს ეძებდა მაგრამ ყველა თითქოს მზერას არიდებდა.. ისიც იცოდა რა ძნელი იქნებოდა ოპერაცია , და იმასაც ხვდებოდა რომ დედის გადარჩენის შანსი 50-50ზე იყო. მაგრამ ვერ მიიღებდა მეორე შანს, ან უნდა გადარჩენილიყო, ან უნდა გადარჩენილიყო. ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რადგნა ინგას გარეშე თავს არარაობად თვლიდა, საყრდენი და მამოძრავებელი ინგა იყო მისთვის, დედა, შეუცვლელი ქალი და ადამიანი, რომელმაც ცხოვრების ძირითადი ნაწილი შვილს შესწირა..
ყველაფერს იაზრებდა, აღარ იყო პატარა გოგონა, მალე 23 წელს დაჰკრავდა, მაგრამ ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს რომ ოდესმე დედას დაკარგავდა, არ უნდოდა ამაზე ფიქრი და არც ფიქრობდა რადგან იცოდა რომ ყოველი მისი შეწინააღმდეგება ბედთან და ბუნებისგან დადგენილ კანონთან კრახით დასრულდებოდა, იცოდა მაგრამ მაინც არ ნებდებოდა.. და ახლაც იდგა საოპერაციოს კართან, თავი კედელზე მიედო და ღრმად და ტკივილიანად სუნთქავდა, ყოველწუთს გამოდევნიდა ფილტვებიდან ნახშიროჟანგს მაგრამ მკერდში საშინელი წვა არ იკლებდა, რადგან წვას ნახშიროჟანგი კი არა მფეთქავი ორგანო იწვევდა, ორგანო რომელსაც სტკიოდა და ეშინოდა..
თვალები ეხუჭებოდა. რამოდენიმე საათიანი ფრენის შემდეგ დასვენებაც ვერ მოეხერხებინა, იდგა და მარჯვენა ხელს მუცელზე იჭერდა , ტკივილი და შიში დედის დაკარგვისა ერთმანეთში ირეოდა, პლიუს დაღლილობა ყველაფერზე მოქმედებდა, რადროს ძილი იყო, მაგრამ ფეხზე იდგა და თავისთვის ძალა რომ არ დაეტანებინა ახლავე მიეხუჭებოდა თვალები და ასე ფეხზე მდგარს ჩაეძინებოდა, დაღლილიიყო, ფიზიკურად, სულიერდ, მორალურად...
-ყველაფერი კარგად იქნება დედიკო, მე აქ გელოდებით. შვილის სიტყვები გაჭედილი მაგნიტოფნივით ჩაესმოდა ყურში და ექოს გამოსცემდა.
5 საათიანი უსასრულო ლოდინის შემდეგ საოპერაციო ბლოკის კარი ფართედ გაიღო და რამოდენიმე ექთანის თანმხლებით საკაცეზე დაწვენილი ინგა გამოიყვანეს, სახეზე ფერი შესცვლოდა, აღარ ჰქონდა ძველებურად მოწითალო ღაწვები, ლოყები გასთეთრებოდა მაგრამ მაინც დასთამაშებდა სახეზე ღიმილი. თეთრი ზეწარი კოხტად მოფენილიყო მის სხეულზე.გახევებული იდგა და ექთნმების ბედნიერ სახეებს შესცქეროდა, მერე უცებ ცრემლებმა იწყეს დენა. ვიღაცის მკლავები იგრძნო და მაგრად მიეხუტა გულზე, მღელვარებაც ჩაცხრა და როდესაც მიხვდა რომ შიშიც დაძლია ღრმა ამოსუნთქვას მთელი ამ დროის ტკივილი ამოაყოლა და ჯერკიდევ ცრემლიანი თვალებით თეთრ ხალათში გამოწყობილ არც თუ ისე ახალგაზრდა ექიმს გაუსწორა მზერა, ასაკით არ იქნებოდა 50 წელზე მეტის მაგრამ მთლიანად გათეთრებულიყო მისი თმები, თეთრი ულვაშები კოხტად ჰქონდა ჩამოვარცხნილი, ლურჯი განსხვავებული ტიპის თვალები ჰქონდა, არც უძირო და უკიდეგანო, რაღაც კოსმოსივით მოლურჯო-შავი. ოდნავ კეხიანი ცხვირი გამობერილ ლოყებს შორის ჩამჯდარიყო , სახის ყველა მიმიკა ბედნიერებას გამოხატვადა, კმაყოფილი იყო შესრულებული სამუშაოთი. სესილიმ შეხედა თუ არა მის თბილ და დამყოლ მზერას მაშიმვე ჩაუდგა სითბო გულში, უხერხულად ჩამოსცილდა ექიმის მკლავებს და ხელის ზურგით სველი თვალები შეიშრო.
-დამშვიდდი შვილო, ხედავ? ყველაფერმა შეუდარებლად ჩაიარა. 1 თვე რეაბილიტაციისათვის და სრულიად ჯანმრთელი იქნება შენი დედიკო. ინგლისურ სიტყვებს იტალიური კილო ერიათ მაგრამ მაინც სასიამოვნოდ და დამამშვიდებლად ჩაარაკრაკა
-დიდი მადლობა, თქვენ რომ არა, არვიცი რა გვეშველებოდა, თქვენ..თქვენ გადაარჩინეთ დედაჩემის და ჩემი სიცოხლეც. უსაზღვროდ მადლიერი ვარ.
სიტყვებს ღრმა ამოსუნთქვას აყოლებდა და ისე ამბობდა .
-შენ გადაარჩინე დედაშენი დაიმახსოვრე. თავი დაუკრა და თეთრ კოლიდორში გაუჩინარდა. კიდევ რამოდენიმე წუთს იდგა ბედნიერებით აღსავსე, ხელები სახეზე აეფარებინა, არ სჯეროდა რომ ყველაფერმა ასე კარგად ჩაიარა. მერე ღიმილით გასცილდა საავადმყოფოს, ცოტა რომ დაესვენა რადგან საღამომდე არ შეუშვებდნენ მნახველებს ინგასთან.
გეზი დეიდის სახლისკენ აიღო

ლიუდა დეიდამ ცხოვრების ნახევარი იტალიაში გაატარა, 18 წლის გათხოვდა და ქმარს იტალიაში გამოჰყვა, 30ის იყო გოჩა გარდაიცვალა. ტკივილამდე უყვარდა ქმარი, ვერ შეეგუა მის სიკვდილს, ყოველ საღამოს 8 საატზე ვახშამს ორ კაცზე შლიდა და გვიანობამდე ელოდა რომ კარს საყვარელი ქმარი შემოაღებდა, მოვარდისფრო ვარდებს ლარნაკში ჩააწყობდა და საყვარელ ცოლს აფარკლულ ლოყებს ჩაუკოცნიდა. ყოველ საღამოს 12 საათამდე, მერე იძინებდა..
პატარა ორსართულიანი სახლი თეთრფერში შეეღება ლუდას, ფანჯრის რაფებზე სხვადასხვა სახის ქოთნის ყვავილები ჩამწკრივებულიყვნენ, ეზოში გაზონის მარცხენა მხარეს სადაც ნაცრისფერი ფილიქანი ეგო იასამნისფერი ლადა კალიდა იდგა . გაზონი ორივე მხრიდან მიუყვებოდა შესასვლელ კარს, აქეთ იქიდან თეთრად შეღებილი დაბალი ღობეები იდგა.
სახლი არცთუ ისე მდიდარ რაიონში იმყოფებოდა, საავადმყოფოსთან საკმაოდ ახლოს, 15წუთი ფეხის გზის სავალზე.
ერთ უბანში თითქმის ერთნაიარი სახლები ჩამწკრივებულიყვნენ ნაცრისფერი უსიცოცხლო გზის ორივე მხარეს..
ღრმად ჩაისუნთქა სესილიმ და არასდროს ნანახი დეიდის სანახავად გაემზადა.
კარი დაბალმა ოდნავ ჩაფსკვნილმა ქალმა გამოაღო, მოკლედ შეჭრილი წითელი თმებით რომელსაც ძირებშივე ეტყობოდა რომ შავი იყო ნატურალური ფერი, ფრჩხილები სესილიზე გრძელი ჰქონდა, მწვანე წენი შორიდანვე ჩანდა, ტუჩებზე ღია ფერის ვარდისფერი პომადა ესვა, ერთი შეხედვით უბრალ მაგრამ არამცთუ, ძალიანაც განსხვავებული ქალი დგა ხელებგამოშვერილი დისშვილის წინ და ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა
-როდის ჩამოხვედით შემოგევლე შვილო, როგორ გავხარ დედაშენს, ჩემო კანფეტო, სემოდი შემოფარფატდი ერთი დაგინახო ჩემო ოქრო..განსხვავებული აქცენტით მიმართა სესილის,გაეღიმა როდესაც ასე თბილად შეხვდა დეიდა რომელსაც არც კი იცნობდა.
აქამდე მხოლოდ სატელეფონო აუბრებით თუ შემოიფარგლებოდა მათი ურთიერთობა და უხაროდა რომ ტელეფონის ყურმილს ბევრად შორს გასცდა მათი ნაცნობობა. მაგრამ მიეხუტა და ვარდის სუნამოს სურნელი შეისრუტა.
-როგორა ინგა შვილო, ხომ წარმატებით ჩაიარა ყველაფერმა, აბა მომიყევი. მოდი დაჯექი ჩემო გოგო. ვინ იცის როგორ შეგეშინდებოდა.
პატარა ფერადი ბალიშებით გადატვირთულ დივანზე დასვა დისშვილი, გვერდით ჩამოუჯდა და თლილი თითები თავის ხელებში მოიქცია.
-კი დეიდა, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, 1 თვე რეაბილიტაციას დასჭირდება და მერე შევძლებთ დაბრუნებას. ამოიხვნეშა და კარგად მოათვალიერა მუქ მწვანე ფერში გაწყობილი ოთახი რომლებსაც ფერადი დეკორები შესანიშნავ იერს ანიჭებდა..
ბედნიერება წვრილმანებშიაო და ასეც.. პატარა პატარა დეკორებით ოთახი მყუდრო იერს და სასიამოვნო გარემოს იძენდა.
-შვილო შენი ოთახი მეორე სართულზე გავამზადე, ადი დაისვენე ,საღამოს ერთად წავალთ ინგასთან.მოდი მანამდე ჭამე რამე ,ეს რაა არი დედაშენი საერთოდ არ გაჭმევს? გადაიკისკისა და პუდრისგან აწითლებული ლოყა სახეზე მიადო მართლაც რომ დაღლილ გოგონას.
-არა დეიდა, წყალს გადავივლებ და დავწვები ცოტახანს , არმშია მადლობა ყველაფრისთვის.
იმდენად დაღლილი იყო ემოციების გამოხატვაც კი ეზარებოდა. ნელა წამოიზლაზნა და ლიუდას თანმხლებით მეორე სართულზე თავის ოთახს მიაშურა.
მყუდრო, სასიამოვნო და ნათელ ფერებში გაწყობილ ოთახში ჩაიკეტა, ჩემოდანი გახსნა და ტანსაცმელი ამოიღო. მერე სააბაზანოს მიაშურა. აბაზანა ცხელი წყლით აავსო, ტანი ზედმეტი ნაჭრებისგან გაინთავისუფლა და დაღლილი ჩაესვენა აბაზანში.
ახლა დრო ჰქონდა ისევ ეფიქრა დემეტრეზე, მის ალერსზე..
ქაფიანი თითები ყელზე ჩამოიტარა და ჟრუანტელმა დაუარა დემეტრეს წარმოდგენაზე..
ახლა დრო ჰქონდა ისევ დაეთმო ტვინი ფიქრებისათვის, რომელბიც ახლა იმდენად სასიამოვნო ეჩვენებოდა თავის დაღწევას აღარ ცდილობდა,აღარ ცდილობდა გაქცევას ფიქრებისგან ..რადგან ხვდებოდა რომ უკვე სიგიჟემდე ენატრებოდა მისი გიშერივით შავი და უკიდეგანო თვალები.
*
ყველაფერი უინტერესო ეგონა ახალგაზრდა მამაკცს, მეორე დღეს სესილის ოფისში ვეღარ მოჰკრა თვალი, არადა რამოდენიმე დღისწინ როგორ ცდილობდა თავი აერიდებინა ქალისათვის, რომელიც ვინ იცის როგორ ელოდა გამგზავრებამდე მის ნახვას..
-ელენე ახლაიას კაბინეტი რატომაა ცარიელი, რამოდენიმე დღეა არ მინახავს. მისაღებში გაჩერდა სუსტ გოგონასთან და მოჩვენებითი სიმკაცრით ჰკითხა
-ბატონო დემეტრე სესილი ახალაია ზაფხულის მეორე შუალედში იმუშავებს, ამდროისთვის თანამშრომლების ნახევარზე მეტი დათხოვილია.. და მიკვირს მხოლოდ სესილის არყოფნა რომ შენიშნეთ. ბოლო სიტყვები ხაზგასმით უთხრა და ღიმილნარევი სახით შეხედა მამაკაცს რომელსაც სიბრაზე დასთამაშებდა სახეზე და უკვირდა ელენეს ასეთი თავისუფალი და მსუბუქი ურთიერთობის სტილი
-გეყოფა ცუნდრუკი და მუაობას შეუდექი. მოჩვენებით დატუქსა გოგონა რომელიც სიცილისგან მუცელზე იჭერდა ხელს და მზერით გააცილა "განრისხებული" ბატონი.
საგრძნობლად შეცვლილიყო, სესილის წასვლის შემდეგ ისევ ის ჯმუხი და უსიცოცხლო დემეტრე გამხდარიყო, ისევ ქალებს მკერდის და უკანალის ზომით აფასებდა, ისევ ალკოჰოლს ეტანებოდა, ისევ ხელს იღებდა მუშაობაზე და ლევანის დაჟინებული თხოვნა რომ არა ალბათ ერთი საათითაც აღარ შეივლიდა ოფისში ხოლმე.
-ყველაფრისგან დასვენება გადავწყვიტე
-რას ამბობ კაცო, ისე ხო წელი გეტკინა ლოდის თრევით. შეუბღვირა ძმაკაცის საქციელისგან გაღიზიანებულმა ძმაკაცმა და საბუთებს ჩააშტერდა
-რამოდენიმე კვირით, ან თვით ამერიკაში წავალ და იქაურ საქმეებსაც მივხედავ
-ეჭვი მეპარება შენ საქმეებით დაინტერესდე საერთოდ. ისე უთხრა ლევანიმ თავი არც აუწევია
-ასეთი განადგურებული არასდროს ვყოფილვარ, მაშინაც კი მარიმ რო.. მოღელილი მუშტი მსუბუქად დაჰკრა სავარძლის თავს.
-რამ გაგანადგურა ნეტა ვიცოდე. შენთვითონ იხვევ უაზრო იდეებს და აზრებს და მერე ყველა ყველაფერში დამნაშავეა, შე*ემა ამხელა კაცი ხარ, ძნელი იყო წასულიყავი დალაპარაკებოდი საწყალ გოგოს? ისიც ასე გაუშვი, მთელი გზა ტელეფონს ჩასჩერებოდა, იმედი ჰქონდა დარეკავდი დაემშვიდობებოდი მაინც.
-რატომღაც მგონია ჩემი დამშვიდობება არფერში არ დასჭირდებოდა. იქ ბევრად კარგებს ნახავს და ალბათ ჩემსავით გააცურებს, ვატყობ ოსტატია მაგ საქმეში.
სიტყვების დასრულება და მუშტი სახეში ერთი იყო. ასე კარგა ხანია არ გაბრაზებულა ლევანი, შეჭმუხნული წარბებით უყურებდა ძმაკაცს და ვერ იჯერებდა რომ მის წინ დემეტრე იდგა.
დემეტრემ ხელის ზურგით შეიწმინდა ტუჩიდან წამოსული სისხლი , თავი არ აუწევია, მითუმეტეს არ აპირებდა ძმაკაცისთვის პასუხის გაცემაას.
-შენ შ** ხო არ ***? მომისმინე დემეტრე ქურციკიძე, ჩადექი მწყობრიში, დაესგავსე კაცს, თორემ ჩვენს ძმობას ვფიცავარ ხელს ავიღებ ჩვენს ძმკაცობაზე. შენ თავს ვფიცავარ იმდენი არ ჰქნა შენი პატივსცემა შევწყვიტო.
-ერთი არ მესმის ,რატომ იცავ თავგამოდებით სესილის.გასაგებია რომ შენი შეყვარებულის დაქალია, მაგრამ ეგ არაა საკმარისი მიზეზი იმისა თუ როგორ იცავ მას.
-შენ უბრალოდ არაფერი არ იცი. ძმა.. სესილის დადანაშაულებამდე უნდა მისულიყავი და გეკითხა, როგორ გრძნობდა თავს, რა აუწებდა. იქნებ არის ისეთი მიზეზი რისგამოც ღირს ასე თავგამოდებით მისი დაცვა. ეს ყველაფერი სესილის უნდა ეთქვა შენთვის. სალომეს თხოვნით არ ვიღებდი ხმას.მაგრამ დროა ყველაფერი იცოდე. დროა შეხედო ყველაფერს არა ისე როგორც გინდა არამედ ისე როგორც საჭიროა, როგორც არის რადგან შენ ყველაფერს ისე ხედავ როგორც შენ გაწყობს. დემე.. მის გვერდით თეთრ მეტლახზე ჩამოჯდა ხელი ბეჭებზე დაადო და ღრმად ამოიოხრა.
უსმენდა დემეტრე და რაღაც სწყდებოდა..
ვერ ხვდებოდა რა იყო, იქნებ ის რომ ლევანის სიტყვებში ეჭვი არასდროს შეეპარებოდა მაგრამ მის ფიქრებს მაინც ვერ სცდებოდა არეალი.
ლევანი ლაპარაკობდა, წყნარად და ჰარმონიულად ერწყმოდა მისი ბოხი ხრიწიანი ხმა სიტყვებს, რომლებიც ნამდვილზე ნამდვილი იყო.
-სესილის დედას გულზე პრობლემები სჭირდა, ბოლო დროს გაუმძაფფრდა ტკივილებიო, აუცილებელი იყო მისი იტალიაში გადაყვანა სამკურნალოდ მაგრამ ეს დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. სესილიმ ის თანხა რომელიც შენგან აიღო დედისჯანმრთელობას მოახმარა, ჯანმრთელობას რომელიც სეიძლებოდა ყოველწუთს შეწყვეტილიყო.
გესმის დემე? გესმის მეგობარო, რომ ტყუილად ფიქრობდი ათას საძაგლობას ქალზე რომელმაც მარტომ გაზარდა ბავშვი, რომელიც ყველთვის დედას და საუკეთესო მეგობარს გვერდით ედგა. ამერიკაში წასვლის ნაცვლად და ქალის გამოცვლის ნაცვლად ეხლა ბილეთებს უნდა ყიდულობდე იტალიისკენ.
ბეჭზე ხელი მიარტყა და კაბინეტიდან უხმოდ გავიდა.
იატაკზე იჯდა და ყველა ფიქრის ერთიანად შემოტევა ჰქონდა,ეხლა ვირას დაადანაშაულებდა თავის უბედურებაში? ეხლა უჭირდა, უმწეო იყო და თან ბედნიერი რადგან არ გამართლდა ის რასაც ფიქრობდა, რის სიმართლეშიც 100პროცენტით სჯეროდა. დიდხანს აღარ შეყოვნებულა, ფეხზე წამოიჭრა და გეზი აეროპორტისკენ აიღო.
ფერან 3 საათზე იქნებოდა. მანამდე სახლში დაბრუნდა ტანსაცმელები პატარა სპორტულ ჩანთაში ჩაალაგა და სანამ დრო ჰქონდა სალომესთან წავიდა, ბავშვის სანახავად,
-დემეტრე მოვიდა, სალოოო დემეეტრე ბიძია. კარი გააღო თუ არა კივილით ჩამოეკიდა კისერზე აჟიტირებული ბავშვი.
-როგორ ხარ დემე? სამზარეულოდან ხელების შრობით გამოვიდა სალომე და გადაკოცნა მამააცი, მერე სახლში შემოატარა.
-დღეს შენს დედიკოსთან მივდივარ. ლიზის მაქსიმალურად ხმადაბლა უჩურჩულა მაგრამ კედელს ატუზებულ სალომეს რას გამოაპარებდა
-ბოლოსდაბოლოს მოტვინე? მაინც დაგესლა სარძლომ და ბოლოს მაინც კმაყოფილს ჩაეღიმა
-დედიკოსთან რაგინდა, თვითონ დაგიძახა? ნამდვილი გამოკითხვა მოუწყო დოინჯშემორტყმულმა ბავშვმა
-არა, მივდივარ რომ სიურპრიზი გავუკეთო. შეეცადა ინტერესი ჩაეცხრო მაგრამ ვაიდა ეხლა იღვიზებდა ბავშვის ინტერესი
-შენ რა ჩემი დედიკო გიყვარს? კისკისით უთხრა და კალთაში ცაუხტა. დემეტრე პირღია უყურებდა ლიზის .- ჩემს ჯგუფელ ბიჭებს რომ ვუყვარდებით სიურპრიზებს გვიწყობენ ხოლმე. უთხრა და ლოყაზე აკოცა
-დედასაც უყვარხარ. კისერი გადასწია სიცილისგან და მერე ისევ სალომეს კალთას ამოეფარა. დემეტრეს გული ბედნიერებით ავსებოდა, მის წინ იმ ქალის შვილი იდგა ვინც მემგონი უკვე სიგიჟემდე უყვარდა და ალბათ ახლა თავისი თავი ყველაზე მეტად სძულდა რადგან ის ფიქრი დაიშვა გონებაში, ის საძაგელი ფიქრები სესილიზე.
-გინდა რაიმე გადავცე? ჰკითხა ლიზის, ბავშვი წამით ჩაფიქრდა.
-კი ერთი წუთით. თითით უჩვენა და თავისი ოთახისკენ გაიქცა.-აი ეს. ორწუთში გამოფარფატდა და თაბახის ფურცელი გაუწოდა დემეტრეს.
-ეს შენ ხარ,ეს დედაა,მერე მე ვარ აი პატარა როა, მერე ბებია, სალომე დეიდა და ლევანი ძია. თითით მიანიშნა ნახატზე, სადაც ჩამწკრივებულად იდგნენ ლამაზ ფერებში მოხატული სილუეტები.
სულ ღიმილ-ღიმილით გამოვიდა იქიდან, ლევანიმ დაიჩემა მე გაგიყვანო აეროპორტამდეო,ასეც მოხდა, ძმაკაცმა მიაცილა შესასვლელამდე
-აბა წარმატებები, იმედია იქიდან ერთად ჩამოხვალთ. ჭკუით იყავი
-მადლობა ძმა, ყველაფრისთვის. მაგრად მოეხვია დემეტრე გაღიმებულ ძმაკაცს, იმანაც შემოაწყო ხელები ბეჭებზე .
-ერთმანეთის გარეშე დავიკარგებოდით არა? თავისივე კითხვის პასუხში დარწმუნებულმა ჰკითხა და ძმაკაცის თავის დაქნევაზე ოდნავ ჩაეღიმა.
-წადი იყვარული გელოდება. კარს ოდნავ მოშორებულმა ხელი დაუქნია და გასასვლელში მიაძახა
ერთი სული ჰქონდა როდის ჩავიდოდა იატლიამდე, 3 საათი იმგზავრა და წამით არ მოუხუჭავს თვალი, წინ სესილის ფინთი და სიფრიფანა სილუეტი ედგა და წამებს ითვლიდა მის ნახვამდე.
*
რომ გაიღვიძა უკვე მოსაღამოვებულიყო, ტანზე ჩაიცვა და პირველ სართულზე დაეშვა, მისაღებში ლიუდა დეიდა დახვდა, უკვე ჩაცმულ მოკაზმული, იჯდა ფაფუკ სავარძელში და გადაცემას იტალიურ არხზე უყურებდა.
სესილის დანახვაზე უცებ წამოხტა ტელევიზორი გამორთო და მისკენ წავიდა
-მოდი დეიდამ გენაცვალოს, ერთი ლუკმა ჭამე თორე მშიერი იქნები. ხელი ჩაჰკიდა და სამზარეულოსკენ გააქანა.
ომლეტის სასიამოვნო სუნი მოსდებოდა იქაურობას, ძალიან არ უნდოდა შეეწუხებინა ახლადგაცნობილი დეიდა მაგრამ მართლაც ძალიან მოშიებოდა ამიტომ სწრაფად გაათავა საჭმელი, ჭურჭლები თვითონ დარეცხა, არაფრისდიდებით არ გაარეცხინა ლიუდას, საწდისზე დააწყო და მისკენ გაემართა.
-წავედით ხო უკვე დეი?
-ხო შვილო წავედით.
ზუსტად 6 საათზე საავადმყოფოში იყვნენ , მისაღებში თეთრი ხალათები დაურიგეს , ორივემ მოიცვა და ფრთხილად შეაღეს ინგას პალატის კარი
დედის დანახვაზე გული ისევ აუჩუყდა სესილის, მივარდა და გულზე მიეხუტა ფერდაკარგულ ქალს
-ძალიან განერვიულე ხო საყვარელო, მოგიკვდი შენ მე. ჩუმად ამოიკვნესა ქალმა
-არასდროს თქვა ეგეთი რამე ,გიკრძალავ. ცრემლები შეიწმინდა და დეიდა მიუშვა დედამისთან
-ჩემო დაიკო, ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგადაა, ეს რომ არა ალბათ სიკვდილამდე არც შევხვდებოდით. განცდიდა დის მდგომარეობას ლიუდა.
დიდხანს ილაპარაკეს მანამ სანამ ნახვის საათები არ დამთავრდა.
იმღამეს ინგასთან დარჩა, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც დარჩა.
მთელი ღამე დედის მშვიდ სუნთქვას ყურს უგდებდა და მადლობას სწირავდა ღმერთს რომ ისევ ჩაესმოდა ეს სუნთქვა.
დილით ექიმის თხოვნით სახლში დაბრუნდა.
კარები შეაღო და ნაცნობი ბარიტონი მოესმა მაგრამ ყურებს არ დაუჯერა, იფიქრა მეჩვენებაო, თავი გააქნია და სამზარეულოში შეაბიჯა..
არ ეგონა ინგას გამოჯანმრთელების მერე კიდევ რაიმე თუ გაახარებდა ასე ძალიან.



№1  offline წევრი Ce Ce

აუუ რა კაი გოგო ხარ რო დადე
არა ლევანი და სალომე რომ არ ყავდეთ ამათ რა ეშველებოდათ

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

გვეშველა მგონი love ველოდები მომდევნოს უკვე ამ წამიდან ძალიან მაგარი გოგო ხარ

 


№3  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ძლივს არ მიხვდაა:დ ყოჩააღ კაია ძაან♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№4  offline ადმინი ano23

მომწონს, მალე გააგრძელე ^_^

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძააააან მაგარიაა მალე დადე რააა

 


№6  offline წევრი NataShka()()()

dzalian magari da bednierebit savse tavi iyoo....dzaan magari xar ..moutmenlad veli shemdeg tavs ...rogorc yoveltvis shokoladivit tkbili avtorii tkbili da tbili istoriebit gvimaspindzldeba <3 madloba shen :-*
--------------------
ნ.ორბელაძე

 


№7  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Au dzalain dzalian magarii iyoo momeconaaa malee dadee axali tavi maintereseb# :(

 


№8  offline წევრი Dikunadiko

ძალიან მიყვარხართ ყველანი,ძალიან ვაფასებ თქვენს თითოეულ კომენტარს, უბრალოდ ზოგჯერ თუ გვიან ვდებ ხოლმე მეც გამიგეთ, "უმუზობის" შემოტევები მაქვს ხოლმე :( ამიტომ წინასწარ ბოდიშ ვიხდი, იმდენად მაბედნიერებთ თქვენი კომენატრებით ,რო რავი <3 დიდი მადლობა ყველას <3

 


№9  offline აქტიური მკითხველი lalita

სად გაწყვიტე რა

 


№10  offline წევრი nuki-nuka

ძალიან მომწონს ეს ისტორი, მომწონსკიარა მიყვარს უკვე.
მალე დადე.
არ მყოფნის.
ძაან საყვარლები არიან და მემგონი ეშველათ. love

 


№11 სტუმარი ტატუკა

დღეს ძალიან აგვიანებთ 14 თავის დადებას რა ხდება?მოუთმენლად ველი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent