*** (1)
3..2..1.. -ექიმო ვერ ვუშველით ხომ ხედავთ აზრი არ აქვს -კიდევ უნდა ვცადოთ ასე ვერ გავიმეტებთ ჯერ ახალგაზრდაა. -კარგით ექიმო. დამუხტეთ... -კარგით საკმარისია ჩაიწერეთ თარიღი და დრო -ეს აქამდეც უნდა გაგვეკეთებინა მაგრამ როგორც ყოველთვის არ დამიჯერე ელენე -კარგი რა ირაკლი არ მაქვს შენი ნერვები.ახლახანს პაციენტი ჩამაკვდა ხელში.ჩემზე ორი წლით დიდი იყო საწყალი -ეტარებინა წესიერად მანქანა და არაფერი მოუვიდოდა -ნეტა შენ რა იცი? პოლიციელებს ჯერ არ გამოუძიებიათ საქმე ბოლომდე.გრძნეული ხომ არ ხარ? -უბრალოდ ჩემი აზრია -ხოდა შენი აზრები შენთვის შეინახე და მომწყდი თავიდან -ქალბატონო ელენე,ქალბატონო ელენე სასწრაფოდ წამომყევით საიპერაციოში -რა ხდება? -სუნთქავს ქალბატონო,პულსი ნორმაში დგება ნელ-ნელა,სასწაულია გადარჩა გავაგრძელოთ ოპერაცია -ძლიერი ყოფილა ირაკლი მომეხმარე და დავამთავროთ... ხო მართლა მე ელენე დადიანი ვარ ექიმი.24 წლის.ერთი წელია რაც ექიმად ვმუსაობ ყველას უკვირს ასეთმა პატარამ როგორ შეძელიო, მაგრამ უნივერსიტეტში კარგი და ბეჯითი მოსწავლე ვიყავი და ადვილად მივაღწიე მიზანს. პირადი ცხოვრება არ მაქვს რადგან ამისთვის დრო არ მრჩება.ყველაზე რთული ამ პროფესიაში ადამიანის ვერ გადარჩენაა,რადგან ნაწილობრივ შენ თავს უცრუებ იმედებს და ნაწილობრივ პაციენტის ახლობლებსაც.დღესაც მსგავსი შემთხვევა მქონდა თუმცა ეს ბიჭი რა სასწაულმა გადაარჩინა არ ვიცი.ღმერთმა ვერ გაიმეტა ალბათ თავისთა წასაყვანად.ირაკლი ჩემი კოლეგაა.სულ ცდილობს ნერვები მომიშალოს,თუმცა მაინც კარგი მეგობრები ვართ.გარეგნობით არ ვარ გამორჩეული.ჩვეულებრივი გოგო ვარ.მაღალი,გამხდარი და ე.წ. ქამელეონის თვალებით.მყავს დედა,მამა და ძმა.ვგიჟდები ჩემ პატარა ოჯახზე.დღეს მორიგე ვარ და ახალი პაციენტის მეთვალყურეობაც მე მომიწევს,მაგრამ ჯერ ოჯახს უნდა შევატყობინო მისი გადარჩენა. -ექიმო,ექიმო როგორ არის ჩემი შვილი -დამშვიდდით ქალბატონო.მინდა ყველას სასიხარულო ამბავი შეგატყობინოთ.ზლიერი შვილი გყოლიათ ქალბატონო გადარჩა.მდგომარეობა სტაბილურია,თუმცა ჯერ რეანიმაციაში იმყოფება -შეიძლება ვნახოთ? -სამწუხაროდ დღეს ვერ ნახავთ.ჯობია წახვიდეთ დაისვენეოთ და ხვალ უკვე აუცილებლად შეგიშვებ. -არ მინდა არსად წასვლა ჩემ შვილთან მინდა ვიყო -ქალბატონო აქ ყოფნით ვერაფერს ვერ იზავთ,ჯობია წახვიდეთ ყველაზე მეტად არ მიყვარს როცა ოჯახის წევრები ჯიუტდებიან.მათიც მესმის მაგრამ რომ ვეუბნები,რომ აზრი არ აქვს აქ ყოფნას უნდა წავიდნენ.როგორც იქნა დავითანხმე. *** -რა ხდება აბა ელენე გაუშვი ოჯახის წევრები სახლში? -კი ირაკლი მა რას ვიზავდი.თავიდან ცოტა გამიძალიანდნენ,მაგრამ ხო იცი მე მაინც ჩემი გამაქვს ყოველთვის -აბა რა ქალბატონო ელენე თქვენ წინააღმდეგობას ვინ გაგიწევთ? -ნუ მაიმუნობ.რჩები დღეს შენ თუ მარტო მტოვებ? -აუუ ელენე გთხოვ ამ ერთხელაც დაგტოვებ რა ხო იცი შეყვარებული უნდა ვნახო.სალომე გამიბრაზდება თან დიდი ხანია არ მინახია -კარგი წადი ხო რათ მინდა შენი ხვეწნა. -ჯიგარი ხარ რა.თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე და შენთან დავჯდები -გრძნეულო დაკარგე შენი ძალები? -არა.მაგრამ სალომესტან ყველაფერი მავიწყდება -ჰაჰ.. რომეო -კარგი ხო წავედი მეჩქარება.ის ბიჭი მაინც არ გაიღვიზებს ჯერ და არ იდარდო -კარგი წადი მაცდენ ეხლა შემოვლა მაქვს დასაწყები -კარგი გაკოცე კარგად *** -ქალბატონო ელენე აი ახალი პაციენტის ანკეტა შეგიძლიათ გაეცნოთ და კიდევ პოლიციელებისგან მოვიდა დასკვნა -მადლობა მარიამ აუცილებლად მაშ გადავხედოთ ანკეტას.ალექსანდრე ბერიძე.დასაოჯახებელი.ბიზმესმენის შვილი ყოფილა.აბა გადავხედოთ დასკვნას.სიჩქარის გადაჭარბება და მოცურება.ნეტა სად ეჩქარებოდა.ამასობაში შემოვლის დროც მომივიდა.ყველა პაციენტი მოვიარე და დავათვალიერე.ბოლოს კი ახალ პაციენტს მივადექი.ოთახის კარები შევაღე ჯერ-ჯერობით უნდა სძინებოდა წესით.შევედი და ჩემდა უნებურად თვალიერება დავიწყე.საკმაოდ სიმპათიური იყო.თუმცა ყველაზე მეტად როგორც ყოველთვის თვალები მაინტერესებდა.ვგიჟდები შავ თვალებზე.თვალიერებაში ვიყავი რომ უცებ თვალები გაახილა -მოვკვდი და სამოთხეში ვარ? -შენ წარმოიდგინე გადარჩი და საავადმყოფოში ხარ -რატო გადამარჩინეთ? დაგეცადათ ჩემთვის მშვიდად სიკვდილი -ჩემი მოვალეობა ხალხის გადარჩენაა. თუ გინდოდა უკეთესი და უმტკივნეულო მეთოდი უნდა გეცადა -ვაჰ ჩემნაირი მწარე ყოფილხარ -შემდეგში ს თუ გადაწყვეტ ოჯახის წევრები გააფრთხილე,რომ არარ გადაგარჩინონ -ჩვენი ექიმი გავაბრაზე -ჩემი გაბრაზება ასეთი ადვილი არ არის ტყვილად ნუ იგრძნობ თავს ბედნიერად. -არც ვგრძნობ შენ წარმოიდგინე -შენთვის ამდენი ლაპარაკი არ სეიძლება ჯობია დამამშვიდებელს გაგიკეტებ და დაიძინო -არ მინდა დაძინება.ვილაპარაკოთ რა ცოტა ხანი -ჯობია დღეს დაიძინო.ხვალ შენი ახლობლები მოვლენ ისედაც ძლივს გავუშვი სახლში და ბევრს ისინი გალაპარაკებენ -კარგი ხო ჯანდაბას გამიკეთე ეგ დამამშვიდებელი თუ რაღაცა ამასობაში თან დამამშვიდებელი შემყავდა. -ისე ქალბატონო ექიმო სანამ დამამშიდებელს გამიკეთებთ გეტყვით რომ მაგარი თვალები და ფეხები გაქვთ -უზრდელო -ავადმყოფს პასუხი არ მოიკითხება და მერე აქედან,რომ ავდგები თუ გინდა გადამიხადე სამაგიერო -დაიძინე ეხლა გეყოფა ამასობაში ცაეძინა.გულში კი ათასგვარი სალანძღავი სიტყვებით შევამკე აბა როგორია? საცდელი თავი თუ მოგეწონათ უფრო დიდ თავებს დავდებ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.