ალექსანდრე.(1)
ნია გოგოხია და ანასტასია ყიფიანი ბავშვობის დაქალები არიან, ბაღამდე იცნობდნენ ერთმანეთს და რა თქმა უნდა, ერთი ბაღი და სკოლა დაამთავრეს.. 20წლისები არიან, არც თუ ისე გატაცებულები სტუდენტური ცხოვრებით.. ანასტასია ყიფიანს სერიოზულად ჯერ არავინ ჰყვარებია, ხოლო ნია გოგოხია ქორწილისთვის ემზადება, მისი საქმრო 22წლის ირაკლი კალანდაძეა, 1წელია შეყვარებულები არიან.. 5ნოემბერს, გოგოხიას დაბადების დღეზე ირაკლიმ მას ხელი სთხოვა, აღელვებული გოგოხია, რა თქმა უნდა, დათანხმდა, გადაწყვიტეს 1თვეში დაქორწინებულიყვნენ. მეორე დღეს, 6იანვარს, ნია და ანასტასია გარეთ სეირნობდნენ, დიდი ჟაკეტები ეცვათ და სიცივისგან იბუზებოდნენ. -რა საყვარელია ირაკლი! როგორ უყვარხარ.. -ხოო, ძაან. გაიღიმა გოგოხიამ და თავი მაღლა ასწია, ორ ბიჭს მოკრა თვალი, მათკენ მოდიოდნენ, გული აუჩქარდა და ხელი თავზე გადაისვა, რაც უფრო მეტად უახლოვდებოდნენ, მით უფრო კარგად ხედავდა გოგოხია მათ სახეებს. დაქალს ხელი მოუჭირა, ბიჭებმა ურეაქციოდ ჩაუარეს. გოგოხიამ ხელი სახეზე აიფარა კივილი რომ შეეკავებინა. -რა მოხდა ნიააა? გაბრაზდა ანასტასია რომელიც ვერ ხვდებოდა რა დაემართა დაქალს. -ვერ იცანი? -ვინ? -ის ბიჭები რომ ჩაგვიარეს ვერ იცანი? -არ დავკვირვებივარ. -გახსოვს 5წლის წინ, ზუსტად აქ ვსეირნობდით, ორი ბიჭი გავიცანით, ოცი წლისები იყვნენ, შენ ერთი მოგეწონა, მე მეორე, სულ ერთად რომ დავდიოდით, გახსოოვს? -ვაიმეე ნიააა! ბოლო ხმაზე იღრიალა ანასტასიამ და თვალებში ცრემლები ჩაუდგა. -გახსოვს რომ მიდიოდნენ, 5წელში დავბრუნდებითო რომ შეგვპირდნენ.. ზუსტად 5წელი გავიდა ტასო! რატომ ვერ გვიცნეს? -არ ვიცი ნია, არ ვიცი.. ახლა ამაზე ფიქრის დროც არ არის.. ერთ თვეში ირაკლის ცოლი გახდები და პრობლემები არ გჭირდება. -ირაკლის რომ ვხედავ ის არ მემართება რაც მაშინ როცა ამ ბიჭს ვხედავ.. 5წელი გავიდა, 5წელი და ისევ ისე შემშალა მისმა დანახვამ. -არ გინდა გთხოვ, შენ საქმრო გყავს, ძველი გრძნობების გაღვიძება არ ღირს. ანასტასიამ ნია ჩაიხუტა და სახლისკენ წავიდნენ. -ჩემთან ამოხვალ? გთხოვ. -კაიი ნია. სახლში ავიდნენ, გოგოხიამ უამრავი შოკოლადი გადმოიღო, სავარძელში ჩასხდნენ და ჭამა დაიწყეს. -გახსოვს პირველად რომ ვნახეთ? -კი, როგორ შეგვეშინდა.. სიბნელე იყო და მხოლოდ ისინი იდგნენ, თან ისეთი ხმები ჰქონდათ.. -ბოლოს ბეჭედი რომ გამიკეთა, დაგნიშნეო, რომ ჩამოვალ ცოლად უნდა მოგიყვანოო.. -შენ დაპირდი რომ დაელოდებოდი.. -მაშინ თავი ზღაპარში მეგონა, ვფიქრობდი რომ არც არასდროს დაბრუნდებოდა უკან. -ისე მაგათზე სიმპატიური ბიჭები გინახავს? -არასდროს! მოიცა, აქ დამელოდე. გოგოხია ფეხზე წამოხტა, მეორე სართულზე აირბინა, თავის ოთახში ერთ-ერთი პატარა კარადა გაქექა, დიდი კონვერტი ამოიღო და ისევ უკან ჩაირბინა. -ნახეე! ცრემლები წამოუვიდა გოგოხიას. -ეს რა არის? გოგოხიამ კონვერტი გახია და ყველაფერი გადმოყარა, თვალში პირველი თავისი ბეჭედი მოხვდა და ეგრევე ხელი დასტაცა, თითზე წამოიცვა და ხელი გაშალა. -შეხედე ტასოო! -ძალიან უხდება ირაკლის ნაჩუქარ ბეჭედს. გაიცინა ანასტასიამ. ეს ბეჭედი ყელზე არ გეკეთა? -ხო.. ირაკლი რომ გავიცანი, მაშინ მოვიხსენი. ტასომ ხელში ფურცლის ნაგლეჯი აიღო, რომელზეც ეწერა: "ტასიკო და ნიაკო, გვიყვარხართ." -ეს როდის? -სახლთან რომ შოკოლადები დაგვიტოვეს. ანასტასიამ კიდევ გადაათვალიერა ის ნივთები, რომლებიც ბავშვობის სიყვარულთან აკავშირებდათ და მკაცრად უთხრა ნიას. -ახლავე შეინახე ან გადაყარე ეს რაღაცები. -რატომ? -ცხოვრებას ვერ დაინგრევ იმის გამო, ვინც ხუთი წელი მიგატოვა. -ხომ არ დაუმალავთ, ვიცოდით რომ მიდიოდნენ.. -მაგრამ.. -ვიცი რისი თქმაც გინდა ტას, ხუთი წლის განმავლობაში არც ერთი მოკითხვა.. ასე ვერ მოექცევი იმას ვინც გიყვარს, იმას ვისაც აფასებ.. ან ახლა? ჩამოვიდნენ, გვერდზე ჩაგვიარეს და ვერ გვიცნეს, შენ მართალი ხარ, არ ღირს ძველი გრძნობების გაღვიძება. გოგოხიამ ყველაფერი აალაგა, ტანსაცმელი გამოიცვალა და გარეთ გავიდნენ. -ირაკლი სადაა მთელი დღე რომ არ გამოჩენილა? -სმენაშია. -კაი წამო მაღაზიაში, ჩიფსი მინდა. -ჩემი მუცლის მონა. გაიცინა გოგოხიამ და დაქალს ხელი გაუყარა. ჩიფსები იყიდეს და გამოვიდნენ, ბაღში დასხდნენ, გოგოხიამ სიგარეტს მოუკიდა. -ნატა რას შვება ნიი? -რავი, შენი ქორწილისთვის ჩამოვალო. -აუ რა კაია! მომენატრა. -მეც მომენატრა. 5წუთი ჩუმად ისხდნენ, მერე გოგოხია წელში გასწორდა და ტასოს ისევ ხელი მოუჭირა. -მოდიან დედა მომიკვდეს! აქეთ მოდიან ტასოო. -ამ სიბნელეში რას ხედავ? -სიარულზე ვცნობ! შენ მომიკვდე ეგაა, აი რომ ჩაგვივლიან დააკვირდი. ბიჭები სწრაფი ნაბიჯით მოდიოდნენ, ტასოს და ნიას ორ წამში ჩაუარეს, მერე ორივე გაჩერდა, რაღაც უთხრეს ერთმანეთს და მხოლოდ ერთი წამოვიდა უკან, გოგოებისკენ, ორ წამში მიუახლოვდა მათ და ნიას წინ დადგა. -გამარჯობა გოგოებო. გაიღიმა, ისე გაიღიმა, როგორც ხუთი წლის წინ იღიმოდა და გოგოხიას სხეულში სისხლი გაეყინა. -აქ სადმე მაღაზია ხომ არ არის? -გზაზე გადადით და მარჯვნივ შეუხვიეთ. გოგოხიას ეწყინა ისევ რომ ვერ იცნო და მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. -ნია? სახე შეეცვალა ალექსანდრეს. გოგოხია გაჩუმდა, ხმის ამოღება ვეღარ შეძლო. ალექსანდრე დაიხარა, სიბნელეში უფრო კარგად რომ დაენახა გოგოხიას სახე, ლოყაზე ხელი ჩამოუსვა და თვალებში ჩააშტერდა, მერე გაიმართა, დაბნეული უყურებდა გოგოებს, გოგოხიამ ვეღარ მოითმინა, ფეხზე ადგა, ალექსანდრეს მიუახლოვდა და კისერზე ხელები მთელი ძალით შემოხვია, ალექსანდრემ წელზე მოხვია თავისი შრამიანი ხელები და ისე ჩაეხუტა, თითქოს ნია სადღაც გაქცევას აპირებდა და მას მისი შენარჩუნება სურდა.. ეხუტებოდა და თან გაუჩერებლად, ჩახრეწილი ხმით და უზომო სიყვარულით იმეორებდა. "ნია." "ნია." "ნია." "ნია." ბოლოს ერთმანეთს სხეულები სიცილით მოაშორეს, ალექსანდრემ ხელი მოკიდა. -როგორ მომენატრეთ! -ჩვენც! თქვა ანასტასიამ და ახლა ის ჩაეხუტა. -რას შვებით? რას აპირებთ? -არაფერს არ ვაპირებთ. სიხარულით თქვა ანასტასიამ. -მაშინ ჩვენთან ამოდით, ძველი დრო გავიხსენოთ, მომენატრა თქვენთან ერთად ყოფნა. -სხვა დროს გნახავთ. სევდიანად თქვა გოგოხიამ და ალექსანდრეს ხელი გაუშვა. -მოიცა აქ იყავით, ლაშას მოვიყვან. ალექსანდრე ღიმილით მოშორდა გოგოებს და ძმაკაცისკენ წავიდა. -არ შემიძლია ანასტასია! არ შემიძლია, მოვკვდები! -დაწყნარდი ნია. ყველაფერი კარგად იქნება, მეგობრულად მიუდექი, ისიც უთხარი რომ საქმრო გყავს, იქნებ თვითონ უკვე ცოლი მოიყვანა. -დავპირდი რომ დაველოდებოდი.. -ვალდებული არ ყოფილხარ ნია! ანასტასია გაჩუმდა როცა ბიჭები მიუახლოვდნენ. ლაშამ გოგოები ჩაიხუტა და მოიკითხა. -მოდიხართ ხო? იკითხა ალექსანდრემ და მანქანისკენ წავიდა. ანასტასიამ ნიას ხელი მოუჭირა და გადაჭრით უპასუხა. -კი. მანქანაში ჩასხდნენ, საჭესთან ალექსანდრე, მის გვერდით ნია, ხოლო უკან ლაშა და ანასტასია. -მოგვიყევით აბა რას შვებით, როგორ იყავით ეს ხუთი წელი. -ჩვეულებრივად. ცივად უპასუხა გოგოხიამ ლაშას. მალევე მივიდნენ, ალექსანდრემ მანქანა გააჩერა და ოთხივე გადმოვიდნენ. -გასაღებს მოგცემთ, თქვენ ადით, ჩვენ მაღაზიაში გავივლით. -კაი ლაშ. ანასტასიამ ლაშას გასაღები გამოართვა. -მესამე სართული. -გვახსოვს. გაიცინეს, გოგოები სადარბაზოში შევიდნენ. -რატო წამოვედით ტასო? -არვიცი ნია. -ირაკლის რა ვუთხრა? გავგიჟდები! რომ ვუყურებ ვკვდები! სახლში ავიდნენ. -იგივე სუნი დგას, არა ტას? -იმ სუნამოს სუნია, სულ რომ ასხიათ. -ხო.. გოგოები სავარძელში ჩასხდნენ. -მგონია რომ ძაან დიდ სისულელეს ვაკეთებთ. -მეც ეგრე მგონია ნია, მაგრამ სხვანაირადაც არ შემიძლია. ჩუმად ისხდნენ, ბიჭებიც მალევე ამოვიდნენ, სასმელი და ტკბილეული ამოიტანეს. -არ გცივათ? გამათბობელი ჩართო ალექსანდრემ და სამზარეულოში გავიდა. -როდის ჩამოხვედით? -გუშინ, ვაპირებდით თქვენთან ამოსვლას ნიი, პროსტა ლაშამ ტეხავსო. გაიცინა ალექსანდრემ. -ისე როგორი გაზრდილები და გალამაზებულები ხართ. -მადლობა ლაშა. ანასტასიას ჰაერი აღარ ჰყოფნიდა და აივანზე გავიდა, 5წუთში ალექსანდრემ გააკითხა. -რა გინდა აქ ნია? გაცივდები. კურტკა გაიხადა და მოაფარა. -არ მინდა. -ნუ ხარ ჯიუტი, ჩაიცვი. გოგოხიამ წინ გაიხედა, ნუცუბიძე სახეზე მთელი მონდომებით აკვირდებოდა, თითქოს უნდოდა რამე ახალი ეპოვა, ამჩნევდა როგორი გაზრდილი იყო, როგორი დახვეწილი და ლამაზი, ახლა თამამად შეეძლო ტუჩებში ეკოცნა მისთვის, ახლა პატარა აღარ იყო და შეეძლო მოფერებოდა, სიყვარული ეგრძნობინებინა. -რა გჭირს ნია? -რა უნდა მჭირდეს? -ისე იქცევი თითქოს პირველად მხედავ. -5წელი ბევრს ცვლის სანდრო, ძალიან ბევრს. -დამელაპარაკე ნია. -რაზე სანდრო? -ამ ხუთ წელზე დამელაპარაკე. -რატომ? -შენ დამპირდი რომ დამელოდებოდი. -მე არ ვიცოდი რომ ასეთ პირობებში მომიწევდა ლოდინი, თორემ არ დაგპირდებოდი. გოგოხიას ტელეფონმა განწირული ხმით დაიწყო რეკვა, ნია მიხვდა ირაკლი რომ იქნებოდა და სახე შეეცვალა, არ იღებდა ტელეფონს.. -არ უპასუხებ? -კი, ახლავე. ხელის კანკალით ამოიღო გოგოხიამ ტელეფონი და შეშინებულმა მიიდო ყურზე. -გისმენ ირაკლი. ნუცუბიძეს ბრაზისგან თვალები ჩაუწითლდა და ხელი აივნის მოაჯირს მიარტყა. "-მე და ტასოს ძველი მეგობრები შეგვხვდნენ და იქ ვართ." "-არიცნობ ირაკლი." "-არა, არც მიხსენებია." "შენ რას შვები?" "-ვერა." "-ტასო რჩება ჩემთან და მე შენთან ხო არ წამოვალ?" "-კაი მიდი." "-კაი." "-მეც." "-მეც." ისევ ხელის კანკალით დააბრუნა ტელეფონი თავის ადგილას და თვალებზე მომდგარი ცრემლების შეჩერებას შეეცადა. -ვინ არის ირაკლი? თითქმის იყვირა ალექსანდრემ. -რა მნიშვნელობა აქვს? -ერთმანეთი მოგწონთ? -რა გინდა? -შეყვარებულია? -საქმროა სანდრო, საქმრო. ხმას აუწია გოგოხიამ. ნუცუბიძემ ხელებით დაიჭირა და მთელი ძალით შეანჯღრია. -ვიინ გოგოო? -უფლება არ გაქვს რამე მითხრა! 4წელი გელოდე, არც ერთხელ არ გამოგიჩენია ჩემთან დაკავშირების ინიციატივა, შენი აზრით დავიჯერებ რომ ჩემ მიმართ რამეს გრძნობ? ასე ფიქრობ? ალექანდრემ ხმა ვერ ამოიღო.. სიგარეტს მოუკიდა და გაჩუმდა. 10წუთი ელოდა ნია გოგოხია მის თავის მართლებას, ბოლოს გამწარებული მიუბრუნდა. -შენ სიჩუმეს ყოველთვის აქვს გამართლება! სახლში შევარდა, სანდროს კურტკა მიაგდო და თავისი აიღო. -რა ხდება ნია? შეშფოთებულმა იკითხა ანასტასიამ. -შემეშვი. გოგოხია გარეთ გავარდა, ნუცუბიძე იქამდე იდგა ჩუმად, გაშეშებული, სანამ სადარბაზოდან გამოვარდნილი ნია არ დაინახა. -მ ე შ ე ნ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ნ ი ა. ბოლო ხმაზე დაიყვირა ალექსანდრემ. ნია მოტრიალდა. -ყოველთვის მიყვარდი! ყოველთვის ჩემი იდეალი იყავი ნია! ყოველთვის შენ მიყვარდი! სადაც არ უნდა ვყოფილიყავი ნია! ყვირილს არ წყვეტდა ალექსანდრე და აღარც ნიას შეეძლო გაქცევა. -დამელოდე, 5წელი თუ ვერ დამელოდე, ახლა მაინც დამელოდე ორი წუთი და ჩამოვალ, არ წახვიდე, გთხოვ! ნუცუბიძე გაგიჟებული ჩავარდა ნიასთან, მისმა დარჩენამ ისე გაახარა, ეგრევე მივარდა, ხელში აიყვანა და ყელში აკოცა. -ჩემი ხარ. -დამსვი. _____________________ გავაგრძელო?❤ ძალიან მომენატრეთ და მიყვარხართ ყველა!❤ ბედნიერი საღამო თქვენ!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.