შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასწორი გადაწყვეტილება თავი 1


16-11-2015, 23:45
ავტორი sopo_sopuna
ნანახია 1 390

2013 წლიდან ამ საიტის აქტიური მკითხველი ვარ. ბევრი დახვეწილი ისტორია წამიკითხავს, ბევრიც უბრალო თინეიჯერული გასართობი. მაგრამ თითქმის ყოველთვის წაკითხულით ნასიამოვნები ვიყავი ხოლმე. ახლა კი პირველი ჩანახატის შემდეგ გადავწყვიტე პირველი ისტორიის პირველი თავი დამედო. ეს ისტორია დამთავრებული არაა. დიდი ხნის წინ ვწერდი და მას შემდეგ ვერა და ვერ მოვაბი თავი რომ დავასრულო. მაგრამ დასასრულამდე ჯერ შორია.
იმედია მოგეწონებათ, თუ ასე მოხდება, მოტივაცია მექნება რომ გავაგრძელო.
თუ არადა ისევ მკითხველობას დავჯერდები.
ისტორია იწყება იქ სადაც წესით ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო.

ცხოვრებაში დგება მომენტი როცა გინდა, წამი მარადისობად აქციო, როცა გინდა დატკბე იმით რაც გაქვს და როცა გინდა გიყვარდეს ისეთი როგორიც არის.
-ელო, ჰოლში მომიცადე რაა!!! - არა,სოფო არა ამდენი არ უნდა დაგელია.მერე რა რომ დღეს მისი დაბადების დღეა.ეს შენ არ გაძლევდა მიზეზს იმისთვის რომ ცხოვრებაში პორველად ისე დამთვრალიყავი , ფეხზე ძლივს იდგე .ამას უკვე ჩემთვის ვბუტბუტებდი და ნელნელა ვცდილობდი გზა გამეკვლია სააბაზანოსკენ.
ცოტა ხანში კაკუნი გავიგე. ცრემლები შეუჩერებლივ მოიკვლევდნენ გზას ჩემს ლოყებზე.მე კი იმის თავიც არ მქონდა ,მეპასუხა. ბოლოს კაკუნი გაძლიერდა და მივხვდი რომ რამეს თუ არ მოვიმოქმედებდი ,კარებს შემოანგრევდა...
-ლუ.. ლუკა... ააა
-კარგად ხარ?
-მგონი,ჯობს კარი შემოამტვრიო, ფეხზე... ფეხზე ვერ ვდგები
წამის მეათედიც კი არ დამიცდია, კარი შემოამტვრია და ჩემს გვერდით ჩაიმუხლა...თავი დაბლა მქონდა დახრილი,თმები სახეს მიფარავდნენ,ისე რომ არ შეეძლო დაენახა როგორ ვტიროდი. მაგრამ ის ხომ ლუკა იყო,ნიკაპზე მომკიდა ხელი და თვალებში ჩამხედა.არვიცოდი რა უნდა მექნა. ვეღარაფერს ვგრძნობდი სინდისის ქენჯნის გარდა.მან კი ცრემლები მომწმინდა და მკითხა:
- კარგად ხარ? იმდენად ვიყავი გაოგნებული რომ სხვა ვეღარაფერი ვუპასუხე
- ადგომაში დამეხმარე რა. ელო და ლევანი მელოდებიან...
- მაგაზე ნუ ღელავ. - ეს მითხრა,ერთი ხელი წელზე მომხვია,მეორეთი კი ჩემი ხელი აიღო და მხარზე გადაიდო...
- რას მეუბნებოდი,რაზე არ უნდა ვიღელვო?
- ელენეს ვუთხარი რომ დღეს აქ რჩებოდი.
- რა? რატომ?
- ასეთი გაუგებარი რა ვთქვი ? დღეს ჩემთან რჩები,ასეთ მდგომარეობაში არსად გაგიშვებ!
- ლუკა არა.ხომ იცი ,რომ უნდა წავიდე .თან დედაჩემისთვის არ მითქვამს რომ დავრჩებოდი.ისე ვიქცეოდით თითქოს არაფერი მომხდარიყო.
- დავრეკე უკვე დედაშენთან და კარგიო მითხრა. ერთი კია ძალიან გაუკვირდა რომ დათვერი..
- მეორეჯერ აღარ გავაკეთებ. - პასუხად მხოლოდ ირონიული სიცილი მივიღე.ვერანდაზე მინდოდა გასვლა,ოთახში სული მეხუთებოდა.
- აივანზე გავიდეთ რა.
- მე მეგონა,დაწოლა გერჩივნა. კარგი,როგორც გინდა.
მინდოდა მეკითხა რას აპირებდა მაგრამ მანამდე გონზე უნდა მოვსულიყავი...
აივანზე გასვლისთანავე ვეცადე მისი მკლავებიდან თავი დამეღწია. გავაშვებინე თუ არა ხელი მაშინვე მოაჯირს დავეყრდენი თორემ დავვარდებოდი. - ო,ღმერთო.. ამდენი არ უნდა დამელიააა. - ეს ვთქვი თუ არა ლუკა მაშინვე ჩემთან გაჩნდა და დამეხმარა დავმჯდარიყავი. ცოტა ხნით თვალები დავხუჭე ,ასე მეგონა თავში ჩაქუჩს მირტყამდნენ მე კი ვცდილობდი როგორმე გამოვსულიყავი ამ მდგომარეობიდან. ცოტა ხნის წინ მომხდარს ვერ ვივიწყებდი და იმ საშინელი ტკივილის მეშინოდა რომელიც ლუკას მივაყენე.სიმთვრალის მიუხედავად,ვგრძნობდი როგორ მიყურებდა. არ მინდოდა ეკითხა რატომ დავთვერი , ხუთი თითივით მიცნობდა და ისიც იცოდა რომ სასმელს ვერ ვიტანდი ,ასე რომ მე უნდა დამეწყო პირველს ლაპარაკი.იმდენი ხანი ვიჯექი თვალდახუჭული, რომ იფიქრა ჩაეძინა ალბათო. ადგა და მეორე სავარძელზე დადებული პლედი აიღო. დაიხარა და როგორც კი დამაფარა მაშინვე გავახილე თვალები. მიკვირდა , ძალიან მიკვირდა მისი საქციელი მაგრამ ვეცადე ასე დამეტოვებინა ყველაფერი მანამ სანამ საღ გონებაზე არ ვიქნებოდი.
-ბოდიში,არ მინდოდა გამეღვიძებინე.
-არ გაგიღვიძებივარ.უბრალოდ თავი მტკივა და ვცდილობდი დამესვენა. -ის ბოდიშს მიხდიდა მე? რისთვის?
-ხო.იმდენი დალიე ,აბა, რა გეგონა?- ირონია იგრძნობოდა მის ხმაში და საშინლად არ მომწონდა, ასე რომ მელაპარაკებოდა .
- მქონდა მიზეზი.
-აჰ,გოგოს მიზეზი ჰქონია თურმე.
-ლუკაა! - ისეთი ხრიალი აღმომხდა, ჩემი ხმის მე თვითონ შემეშინდა . - ლუკა,ხო იცი ვერ ვიტან ირონიული ტონით რომ მელაპარაკები. - ეს ვუთხარი და თვალებში ჩავხედე.წამით ვიგრძენი, რომ ნანობდა, მაგრამ მაშინვე ამარიდა სახე. ადგა,1-2 სიმთვრალემორეული ნაბიჯი გადადგა და მოაჯირს დაეყრდნო. ჯიბეები მოისინჯა,სიგარეტს ეძებდა. მალევე მიაგნო და მოუკიდა. ხმას არცერთი არ ვიღებდით. ის კი ნელნელა კოლოფს ამთავრებდა. ისე კარგად ვიყავი სავარძელში მოკალათებული, განძრევა არ მინდოდა. მაგრამ რამე უნდა მომემოქმედებინა.გადავწიე პლედი და ავდექი.სიცივე ვიგრძენი მაგრამ ცოტა ხანი გავუძლებდი . მივუახლოვდი და ზურგიდან ხელები შემოვხვიე. თავი დავადე და ვიგრძენი , როგორ ხურდა მისი სხეული. ჩუმად ისე რომ მხოლოდ მას გაეგო: - ბოდიში - პასუხი არ გაუცია .სიგარეტი გავაგდებინე ხელიდან და ამით თითქოს მივახვედრე, რომ ისევ მის გვერდით ვიყავი.კოლოფის გადაგდებაც მინდოდა როცა შემოტრიალდა და იმ წამსვე დაეწაფა ჩემს ტუჩებს.მივხვდი რომ ამით პატიება გამოხატა. თავიდან კანკალმა ამიტანა,მერე კი ერთიანად გავთბი. ის კი არ ჩერდებოდა .ბოლოს მიხვდა რომ სიცივისგან უკვე გათოშილი ვიყავი და უკან გაიწია.მე არ მინდოდა გაჩერებულიყო, თვალები დავხუჭე და ისევ მივიწიე მისი ტუჩებისკენ .ახლა მხოლოდ მისი ალერსი თუ დამავიწყებდა ყველაფერს.მან კი პასუხად მხოლოდ შუბლი მომადო თავზე და ხელები მომხვია. მერე გადმოიწია და ჩამჩურჩულა : -შევიდეთ ,თორემ გაიყინები.- თავი დავუქნიე მაგრამ ის ჩემს პასუხს არც დალოდებია. ხელში ამიყვანა და გულზე მიმიხუტა. ისეთი სითბო ვიგრძენი რომ ცოტაც და ჩამეძინებოდა . იმ წამს იმდენად ბედნიერი ვიყავი რომ ასე მეგონა ყველაფერი უკვე უკან მოვიტოვე მეთქი. ნაზად დამსვა საწოლზე.საბანი გადამაფარა და შებრუნდა.ხელის აწევის თავი არ მქონდა მაგრამ დაძახება შემეძლო და ოდნავ გასაგონად წარმოვთქვი მისი სახელი. წამით გაშეშდა მერე კი შემობრუნდა, ელოდა რომ რამეს ვეტყოდი . - მარტო არ დამტოვო რა.- სიბნელეშიც კი ნათლად დავინახე რომ გაეღიმა. შუქის ანთება მოუწია, სავარძელი რომ ახლოს დაედგა საწოლთან და დაჯდომას აპირებდა როცა შემომხედა და დაინახა რომ გაბუტული ვიყავი და მან ეს შეამჩნია მაგრამ მიზეზს ვერ მიხვდა.
- ვგიჟდები როცა გაბრაზებული ხარ.ტუჩები ისე საყვარლად გაქვს გაბუსხული და წინ გამოწეული რომ არ შემიძლია არ გაკოცო ამ დროს. - დაიწია და ისევ მხურვალედ მაკოცა. კოცნის მიუხედავად მაინც გაბუტული ვიყავი. ისევ სავარძელში ჩაჯდა და მკითხა :
-არ მეტყვი,რაზე ხარ გაბრაზებული? –
არ მინდოდა იმ თემას შეხებოდა რაზეც პასუხი არ მქონდა. ჩემი ,,გენიალური’’ გეგმით მას უნდა შევძულებოდი იმ მომენტში, ის კი ისე თბილად მექცეოდა. ,,ოხ,ლუკაა! რატომ ართულებ ყოველთვის ყველაფერს?’’ გავიფიქრე და წამოვიწიე. გადავიხადე საბანი და ფეხშიშველამ გავიარე რამოდენიმე ნაბიჯი რომ ახლოს ვმდგარიყავი მასთან.ის დაბნეული მიყურებდა ,არ იცოდა რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. ცხოვრებაში პირველად,ჩემმა უახლოესმა ადამიანმა არ იცოდა , რას ვაკეთებდი.მეც აღარ დამიყოვნებია და მის კალთაში მოვთავსდი. გაეღიმა მაგრამ მაინც ელოდა პასუხს როდის გავცემდი.



№1  offline წევრი LoNdA DM

sainetersoa velodebi shemdeg tavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent