შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ღამე (თავი 14)


17-11-2015, 16:45
ავტორი Dikunadiko
ნანახია 4 466

*
სალომეს ნაკარნახევი მისამართი ტვინში ფირივით მოძრაობდა, ხან აქეთ, ხან იქით, დიდად არ ნერვიულობდა, ან რა ჰქონდა სანერვიულო, უფრო ებედნიერებოდა ეს დღე რადგან სესილის ნახავდა ჩაეხუტებოდა, აუხსნიდა ყველაფერს, გონებაში მათ შეხვედრას სახავდა და კმაყოფილი სახით ეღიმებოდა
-Così, siamo venuti (მოვედით). თქვა ტაქსის მძღოლმა და სარკიდან გამოხედა დემეტრეს რომელიც ფულს აწვდიდა.
-buona sorte (წარმატებებს გისურვებთ) მიაძახა მანქანიდან გადმოსულ მგზავრს.
უკვირდა დემეტრეს, იმ წუთიდან როდესაც ფეხი შემოდგა იტალიის საზღვარზე ყველა წარმატებას უსურვებდა, ყველა გაურკვეველ ღიმილს ჩუქნიდა და მასაც დადებითი ემოციებით ავსებდა, დღე რომ კარგად დაიწყო და ამდენი წარმატებაც უსურვეს, დარწმუნებული იყო დანარჩენი ყველაფერიც კარგად ჩაივლიდა. თეთრი სახლის წინ ღრმად ჩაისუნთქა და ნაცრისფერ ფილიქნებს კარამდე გაუყვა.
დააკაკუნა თუ არა კარები გაიღო, იქიდან დაბალი საყვარელი პუტკუნა ქალი უმზერდა, გაუკვირდა უკითხავად რომ შეიპატიჟა
-შემოდი შვილო, მოდი. თავის დაკვრით უთხრა და მამაკაცი მისაღებისკენ გაიწვია
-იცით მე.. სესილის სანახავად ჩამოვედი. უთხრა მორიდებით და ოთახის შუაგულში ბოძივით აიტუზა
-ვიცი, შენ გენაცვალე როგორ არ ვიცი. სანამ მოხვიდოდი სალომემ დამირეკა და ყველაფერი მიამბო. სიტყვებს გაწელით და სასიამოვნო ინტონაციით ამბობდა, დემეტრეს ღიმილმა გადაურბინა სახეზე," ნწ, არაფერი გვეშველებოდა ბეღურების გარეშე" .
-კარგია რომ ჩამოხვედი ყმაწვილო, ჩემს დის შვილს ეხლა სჭირდება ყველაზე მეტად შენი თანადგომა. ეხლა მშიერი იქნები მოდი რამე ჭამე გენაცვალე,, სადაცაა სესილიც მოვა. რააარი ვერ გავიგე ამ საქართველოში არაფერს გაჭმევენ კაცო? ეგ კუნთები რომ არ გქონდეს ალბათ შენც სესილისავით ერთი ჭინკა იქნებოდი. ჩანთა სავარძელზე დაადო და დემეტრეს სამზარეულოსკენ გაუძღვა.
საერთოდ ძნელია იტალიურ კერძებზე უარის თქმა, და მითუმეტეს ლიუდა დეიდას მომზადებულ კერძებზე, ლიუდამ ხომ მთელი 20 წელი პუგლიას ცნობილ რესტორანში " Grotta Palazzese" ში იმუშავა.
"ტორტელინი"-ს მადისაღმძვრელ სუნს სახლის ყველა კუთხე კუნჭული გაევსო.
ამაზე ნამდვილად ვერ იტყოდა უარს დემეტრე,მიუხედავად იმისა რომ ფულის ნაკლებობას 20 წლის შემდეგ არ განიცდიდა, ბიზნესიც კარგად მიდიოდა და ყველაფერი ჰქონდა რასაც მოისურვებდა, არასდროს უფიქრია მოგზაურობაზე და ამერიკის მერე იტალია პირველი ქვეყანა იყო სადაც იმყოფებოდა, ახ სხვანაირი ჰაერი, სხვანაირი მზე, ღრურბლებიც კი სხვანაირად ეჩვენებოდა, ალბათ იმიტომ რომ სამშობლოს სურნელი სულ სხვაა, მაგრამ საზღვრებს იქით არანაკლებ სასიამოვნო პეიზაჟი იშლება.წამიერად დაარტყა აზრმა, გადაწყვიტა, მთელი თვის განმავლობაში სანამ აქ იქნებოდა, შეეცდებოდა სესილისთან ერთად იტალიის ხედებით და პეიზაჟებით დამტკბარიყო, გადაწყვიტა მოევლო იტალიის ძირითადი ნაწილები სესილისთან ერთად, რადგან სესილისთან ერთად! ეს იყო ყველაფერზე პასუხი.უგემრიელესი კერძი დააგემოვნა და ლიუდა დეიდას ჰაეროვან ხმას უგდო ყური, ქალი თავის ცხოვრებაზე და ქმარზე-გოჩაზე მთელი ენთუზიაზმით უყვებოდა, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა დეემეტრეს თითქოს გოჩა ეს-ესაა კარს შემოაღებდა და ხელს ჩამოართმევდა..იმდენად ცოცხალი მოგონებები ჰქონდა ქალს ქმარზე ვერავინ მიხვდებოდა რომ გოჩა აღარ იყო.
ლიუდას ხმა კარის ხმაზე შეჩერდა, ღიმილი დაეფინა ქალის სახეს როდესაც სამზარეულოში შემოსული , გაოცებისგან აწურული სესილი დაინახა, თავი დაუკრა დემეტრეს და თავისი ოთახისკენ გაფრატუნდა.
*
ენერგიის მოზღვავება იგრძნო, რაღაცნაირად გული ამოევსო, სახეზე ბედნიერების მიმიკებმა დაიწყეს თამაში ღიმილის სახით,ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს დედამიწას მოსწყვეტილიყო, სადღაც უკიდეგანო ნაპირებზე მხოლოდ ის და..დემეტრე, ადამიანი რომელიც მის წინ პატარა სპორტული ჩანთით ხელში იდგა, და მის სახელურებს ისე ებღაუჭებოდა როგორც სესილი, მათი პირველი შეხვედრის დღეს.
ყველა წყენა და ტკივილი, გრძნობა ემოცია, ყყველაფერი კარგი იყო თუ ცუდი გვერდით მოისრულა და აწურულ მამაკაცს ხელები კისერზე შემოჰვია, ცხვირი მის ყელში ჩარგო და მონატრებული one million ის სურნელი ღრმად შეისრუტა, აეწვა მტელი ტანი როდესაც მისი ხელები იგრძნო წელზე, ქვეცნობიერად ისევ ჩაიძირა კიკეთის მოგონებებში, ისევ გაფრინდა იქით თუმცა დემეტრეს ხავერდოვანმა და ხრიწიანმა ხმამ ადგილზე დააბრუნა, ხმამ რომელსაც ასე ძალიან ელოდა, ქვეცნობიერად უყვარდა და არ აძლევდა სიყვარულს იმის საშუალებას გამოსულიყო ფარგლებს მიღმა ,იმ ფარგლებს რომლეებსაც ახლა ასე ერთიანად დაეკარგათ ძალა..
-სიურპრიზი. ყურთან დაუჩურჩულა და მოღიავებულ ყელზე მიაკრო ცხელი ტუჩები დემეტრემ, მთელს ტანში დაუარა ჟრუანტელმა და ეს არც გაღიმებულ მამაკაცს გამოჰპარვია, რომლის მკლავებშიც ეს-ესაა ჩადნებოდა სესილი.
-შენ, აქ.. როგორ? უფრო სწორად..რატომ? მმ დავიბენი დემეტრე სიხარულისგან
სიტყვებს ვერ აბავდა ერთმანეთს. დემეტრემ მისი სახე ხელებში მოიქცია ცხვირთან მისულმა დაუჩურჩულა -ჩშშ! და მთელი მონდომებით დააცხრა ქალის ათრთოლებულ ტუჩებს.
ეს არ იყო ვნება ან რაიმე მსგავსი, ეს მონატრების გამოძახილს უფრო გავდა, მთელი მონდომებით ჩაუკოცნა ტუჩები და როდესაც ჟანგბადის მარაგი ამოეწურა ხელით გულ-მკერდზე მიიკრო სიფრიფანა სხეული და ლავანდის სურნელი შეისრუტა.
-მე შენთან ვარ,და სულ ვიქნები. მარტო აღარასდროს გაგიშვებ არსად! იმდენად დამაჯერებლად ჟღერდნენ მისი სიტყვები სესილის რომ არ დაეჯერებინა არ შეეძლო
-მე მეგონა, რომ უკვე დაგავწიყდი. ..ისე ცივად მექცეოდი ბოლო პერიოდი.
-ყველაფერს ააქვს ახსნა და მიზეზი, მთავარია გამიგო, და თუ ვერ გამიგებ არც ეგაა პრობლემა, რადგან იმდენად ძლიერად მიყვარხარ სიცოცხლის ბოლომდე მზად ვარ ვიბრძოლო შენთვის ახალაია.
კარგა ხანს ისაუბრეს, სესილის თავი მის ყელში ჩაერგო და საქართველოს ამბებს ეკითხებოდა
-მოიცადე, ერთი წუთით, შენთან რაღაც გამომატანეს. უცებ ნახატი გაახსენდა დემეტრეს და ჩანთიდან თაბახის ფურცელი ამოაძვრინა.
-ლიზიმ ამის გარეშე არ გამომიშვა. ზუსტად ისე ჩამოუთვალა ვინაობები როგორც ლიზიმ მას. მერე კმაყოფილი იმით რომ კიდევ ერთხელ გააბედნიერა საყვარელი ქალი თვალი მიაშტერა სახეზე და მოწყვეტით აკოცა.
-მინდა დედაშენი გავიცნო, წინააღმდეგი თუ არხარ. საავადმყოფოში წასასვლელად გამზადებულ სესილის მიაჩერდა
-დარწმუნებული ვარ ძალიან მოეწონები. აღტაცებით ჩაილაპარაკა და ლიუდა დეიდას ლადათი საავადმყოფოს გზა დაადგნენ.
-დე ეს დემეტრეა.. ეს ჩემი..დაიბნა, მართალია დემეტრე გვერდით ჰყავდა მაგრამ არც იცოდა რა ეწოდებინა ამ სიყვარულის და ურთიერთობისთვის რასაც განიცდიდნენ ერთმანეთის მიმართ
-მე სესილის შეყვარებული და საქმრო ვარ. საწოლზე ჩამომჯდარ ქალთან მივიდა და მისი ხელი თავის ტორებში მოიქცია
-მართალია ამწამს გაგიცანით, და შეიძლება ჩემი მხრიდან ეს თავხედობაცაა თუმცა უბედნიერესი მამაკცი ვარ თქვენი შვილი რომ გავიცანი, მადლობა მისი ასე კარგად აღზრდისათვის. გპირდებით რომ სულ მოვუვლი სულ ვიზრუნებ, არმინდა მისგამო ინერვიულოთ.
-შენ რომ ახლა აქ, ჩემი შვილის გვერდით ხარ ეს უკვე მეტყველებს იმაზე თუ როგორ გიყვარს სესილი.მადლობა შენ შვილო,კარგა ხანია ასე გაბრწყინებული თვალებით არასდროს შეუხედავს არავისთვის..
ისე საუბრობდნენ ინგა და დემეტრე თითქოს კარგა ხნის ნაცნობები ყოფილიყვნენ, ნახვის საათები ისე გაილია საუარში ვერც შეამჩნიეს, ბოლოს მორიგე ექთანის ცამოვლაზე ყველას დაატოვებინეს პალატა გარდა ლიუდასი, რადგან მთავარ ექიმთან სეთანხმებით ინგასთან დარჩენა შეიძლებოდა, ამ დღეს ლიუდა დეიდამ ითავა ინგასთან დარჩენა , დაიჩემა კარგა ხნის უნახავი დაიკო კარგად უნდა მოვიკითხოვო, არადა ნამდვილი მიზეზი სესილის და დემეტრეს მარტო დატოვება იყო.
საავადმყოფოდან გამოვიდნენ თუ არა ზაფხულის თბილმა ჰაერმა დაუბერა, დემეტრემ სესილის ხელი თავის ხელის გულში მოიქცია და სახლამდე არ გაუშვა
-სასტუმროში მაქვს დაჯავშნილი ოთახი. სასხვათასორისოდ უთხრა და სახეზე ჩამოყრილი თმები ყურსუკან გადაუწია
-ჩემთან დარჩი.. ეს იყო და ეს. მეტი სიტყვა არცერთს დაუძრავს, ეს ორიოდე სიტყვა სრულიად საკმარისი იყო ყველაფრისთვის, სესილის სიფრიფანა სხეული ხელში აიტაცა და ნაკარნახევი მიმართულებით წავიდა, ოთახში შესულმა იატაკზე დასვა და ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა ისე დააცხრა მონატრებულ ბაგეებს, ფრთხილად მაგრამ მონდომებით უკოცნიდა საყვარელ ქალს ტუჩებს, პარალელურად ხელებს მის ტანსაცმელებზე დააცოცებდა რომელბმაც გზა იატაკისკენ გაიკვლიეს რამოდენიმე წამში, მოურიდებლად შეუხსნა პერანგის ღილები სესილიმ და თლილი თითები ჩამოატარა მის მოქნილ სხეულზე,ლოგინზე ფრთხილად გადააწვინა ,მერე წამის მეასედებში შეათვალიერა ქალის მადისაღმძვრელი სხეული და ფეხის წვერებამდე კოცნით გაავსო..
მთელი ღამე ერთმანეთზე აკრულები იწვნენ და მიუხედავად ზაფხულის მწველი სიცხისა მაინც არ ჩამოშორებიან ერთმანეთს..
-აქამდე ხაარ იტალიაში ნამყოფი? მოქნილი თითები სესილის მკლავზე ჩაასრაიალ და შუბლზე აკოცა
-არაა. დანანებით ჩაილაპარაკა სესილიმ და ინტერესიანი თვალებით ახედა დემეტრეს
- თანახმა ხარ ჩემთან ერთად დალაშქრო რომის დედაქალაქი ხვალ?
-შენთან ერთად ყველაფერზე ვარ თანახმა .. დაიჩურჩულა,დემეტრეს ზემოდან მოექცა და ახლა თვითონ აიღო კოცნის ინიციატივა..

*
-მამაშენმა დარეკა გაემზადოს მოვალ წავიყვანოოო. გამოსძახა სალომემ მულტფილმებში ჩაფლულ ბავშვს.
-აუ მეზარება დეიდაა რა. დიდად არ ეხალისებოდა "მამიკოს"თან ერთად სეირნობა ამიტომ მთელს დივანზე გადაწვადა ღრმად ამოიოხრა
-ადე საყვარელო, არ აწყენინო მამაშენია. თავთან ჩამოჯდა სალომე, თითები ახლართა მის თმებში და თბილად გაუღიმა
-შენს გამო თორე არ წავიდოდი მოიბუზა ლიზკო, მერე წამოხტა და ოთახისკენ წავიდა ტანზე გამოსაცვლელად.
ამასობაში ოთომაც დააზარუნა კარებზე
-შემოდი, იცვლის და გამოვა. შემოიპატიჟა სალომემ და მისაღებისაკენ გაუძღვა
-სესილი როგორაა? როდის ჩამოდის. იკითხა ჯმუხი სახით ოთომ და სახლი მოათვალიერა
-კარგადაა და ჯერ-ჯერობით ვერ ჩამოვა.ამ... რაღაცის თქმა მინდა არვიცი სწორედ გამიგებ თუ არა.
-არმიყვარს გრძელი გზით მოვლა, პირდაპირ მითხარი
-რამოდენიმე დღეში სოფელში მივდივარ და ლიზიც თან მიმყავს, რადგან სესილიმ მე ჩამაბარ.. სიტყვა შუაზე გააწყვეტინა გაბრაზებულმა მამააკაცმა
-არავითარ შემთხვევაში, ბავშვი ჩემთნ დარჩება , არ მაინტერესებს სესილიმ რა გადაწყვიტა და რა არა, არ დაივიწყო რომ მე ვარ მისი მამა. დაჟინებული მზერით მიაჩერდა სალომეს და მერე გზა კარისაკნე გაიკვლია სადაც ახლადშემოსული ბავშვი ელოდა
-წამოდი შვილო. ბავშვის თითები თავისაში მოიქცია და ჰოლისაკენ წავიდნენ
-ხო და ბავშვის ნივთები გაამზადე რაც საჭიროა, საღამოს რომ ამოვივლი ჩემთან წავიღებ. მიაძახა სალომეს და კარი გაიხურა.
დაბნეული და გაოცებული იდგა ოთახის შუაგულში , არ იცოდა რა ექნა, მშობლებს უნახავად ვერ დატოვებდა, მხოლოდ ზაფხულობით ნახულობდა ისედაც, თან არც უნდოდა სესილის სწყენოდა რაიმე, არ უნდოდა ლიზი მამამისთან დაეტოვებინა, იმასაც ვერ ხვდებოდა რატომ იყო სესილი წინააღმდეგი ამისა და თვიონაც ქვეცნობიერად თავს არიდებდა ამ ფიქრებს. ცოტახანში კარზე ზარის ხმა გაისმა
-ჩემო სიყვარულო. ხელებგაშლილი შემოვიდა სახლში ლევანი და ხელებსშორის მოიქქცია სალომეს მობუზული სახე, თან ცალი ფეხით კარი მიხურა
-ვინ აწყენინაა ჩემ გოგოს. ბავშვის ინტონაციით წარმოსთქვა და სახლს თვალი მოავლო.
-ოთომ წაიყვანა. ლევანის ტვინში დასმულ სეკითხვას ხმამაღლა უპასუხა და თავი გულზე მიადო
-რამოხდა სალომე? ახლა ხმა უფრო დაუსერიოზულდა მამაკცს.
-ოთო წინააღმდეგია რომ ლიზი ჩემთან ერთად წავიყვანო სოფელში, ასე თქვა ჩემთან დარჩებაო. დანანებით ჩაილაპარაკა
-ამისგამო ღელავ ასე? ვფიქრობ არაფერი დაშავდება თუ ბავშვი მამასთან დარჩება რამოდენიმე დღე, ხომ ხედავ ისედაც ძალით მიყავს ხოლმე სასეირნოდ და იქნებ ცოტა მიეჩვიოს. ეეცადა მის დაწყნარებას
-ხოო მაგრამ სესილიმ მე მთხოვა შენთან იყოსო და ..
-ანუ სახლში მარტოები ვართ? საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა თვალებში ჭინკებათამაშებულმა მამაკაცმა და სალომესდა დაუკითხავად საძინებლისკენ წაიყვანა გოგონა.
-ხომ იცი როგორ ვგიჟდები შენზე. ღრმა ამოსუნტქვას მის ყურთან ჩურჩული მოჰყვა , ცალი ხელით ვარდისფერი სარაფანა გახადა, მეორეთი კი მთელს სხეულზე აიკრა
-ვგიჟდები შენს სურნელზე, შენს ნაზ კანზე.. ვნების მოთოკვა არ ეხერხებოდა სალომესთან, გოგონამ ცალი ხელი თმებში შეუცურა მეორე მხარზე შემმოაწყო და ამობურცული ტუჩებით თითქოს მწყურვალე ისე დაეწაფა ლევანის ტუჩებს.

*
-მორჩა ჩემი საქმე წასულია. ამოიგმინა დემეტრემ ვითომ შეწუხებული სახით და ორივე ხელით დაეყრდნო სამზრეულოს დახლს.
-რატო, რამოხდა. გადაიკისკისა სესილიმ მისი სახის ნახვის შემდეგ
-იტალიელები მხოლოდ ტკბილ საუზმეს ჭამე.წარბები სასაცილოდ შეჭმუხნა მამაკაცმა
-ხოდა ამიტომ შოკოლადის პანა კოტა მოვიტანე ჩვენთვის. სამზარეულოში ლიუდა დეიდა შემოფარფატდა, ცელოფნებით ხელში.
-როდის მოხვედი დეიდა, დედა როგორ იყო? პარკები ხელიდან გამოართვა და მაცივარში შელაგებას შეუდგა
-ბედნიერია დედაშენი შენი ბედნიერი თვალების შემყურე. ფუმფულა ხელი ლოყაზე ჩამოსვა სესილის და გულთან მიიხუტა
-მეც ჩამეხუტეთ რაა. საყვარლად ამობურცა ტუჩები დემეტრემ და ორი დიდი ტორი მასზე ორი თავით დაბალ ქალებს შემოჰხვია.
პანა კოტა იმაზე გემრიელი აღმოჩნდა ვიდრე ელოდნენ. სახლი მიალაგეს და დემეტრეს ინიციატივით და ლიუდას ხელის შეწყობით რომის დასათვალიერებლად წავიდნენ. ლადა საკმაოდ კომფორტული და საყვარელი მანქანა აღმოჩნდა.
მანქანა ნაციონალეს ქუჩაზე ერთ-ერთ ჩიხში გააჩერეს და რომის ძველებური ჰაერით დატვირთულ ქუჩებს ფეხით დაუყვნენ, დემეტრეს სესილის ხელი თავისაში ჰქონდა მოქცეული და ორივე აღტაცებით ათვაიერებდა და გრძნობდა ატმოსფეროს რომელიც ამ სიძველის იერს და დიდებულ მოჰქონდა.
გზას მარჯვნივ, დასავლეთით დაუყვნენ , ვიქტორ ემანუილის ძეგლისაკენ რომელიც ვენეციის მოედანსა და კაპიტოლიუმის ბორცვს შორის მდებარეობდა. Altare della Patria-სთან 5 წუთს გაჩერდნენ, იდნენ და როგორც ყოველთვის მწველი მზის ქვეშ გიჟი ტურისტებივით აკვირდნებოდნენ ყველაფერს.
-სანტა ფრანჩესკა რომანოს ბაზილიკის თავს ვფიცავარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ ახალაია. მორიგი მონუმენტის წინ გოგოს სახე ხელებში მოიქცია და მთელი გრძნობით დააკვდა ტუჩებზე.
არასდროს უფიქრია მოგზაურობაზე მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის აღტაცებული რჩებოდა მსოფლიოს ბუნების საგანძურებით, მაგრამ სურვილი როგორც ასეთი არასდროს გამოუხატავს, ახლა საყავრელი მამაკცის გვერდით Collona Di Foca-ს პირდაპირ იდგა და ხალხის მზერას იჭერდა რომლებიც მთელი შემართებით ათვალიერებდნენ მოძველებულ კოლონებსა და ქვებს რომლებიც ერთ გროვაში მოყოლილიყვნენ და შთამბეჭდავ სანახაობას ქმნიდნენ.
ხალხი მოდიოდა, ხან ცალობით ხან დაწყვილებული ხანაც ჯგუფებით და ყველაფერს მთელი ინტერესით უყურებდნენ, არც სესილი და დემეტრე იყვნენ გამონაკლისი, , მაგრამ ბოლოს რომის მწველმა მზემ და 23 გრადუსამდე ასულმა ტემპერატურამ ყველა სურვილს და ინტერესს სძლია და გეზი პირველივე კაფისკენ აიღეს სადაც ცივი სითხის დალევას და მთელი დღის მშიერები დანაყრებას შეძლებდნენ, გზის განაპირა ქოლგებით გამოფენილ კაფეში დაჯდნენ,
-2 თვის წინ ვერც ვიფიქრებდი რომ ჩვენ აქ ვიჯდებოდით და იტალიურ "ჯელატოს" მივირთმევდით. გადაიხარხარა დემეტრემ და მის წინ მომღიმარ სესილის სეხედა.
სესილი უყურებდა და ვერ ხვდებოდა სად დაფრინავდა, იქნებ ეს იყო რომის მსუბუქი ჰაერის ბრალი სხვა სამყაროში რომ მოძრაობდა , ან იქნებ იმ სიყვარულის ბრალი იყო რომელიც ასე აგიჟებდა და ახელებდა ახალაიას.
-2 თვის წინ არც წარმომედგინა რომ, "ჩვენ" საერთოდ იქნებოდა.
მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე და კმაყოფილი თავის ადგილს დაუბრუნდა..



მაპატიეთ რომასე დავიგვიანე, არისმომენტები როდესაც მუზები მიფრინავენ, არმინდოდა უბრალოდ"მოვალეობის მოხდით" დამეწერა, ვფიქრობ ზუსტად ისეთი გამოვიდა როგორიც ინდოდა, იტალია ჩემი სისუსტეა, და ალბატ ეს თავიც იტალიას მივუძღვენი და საკმაოდ იტალიური თავიც გამოვიდა ..მიყვარხართ ყველანი



№1  offline მოდერი sameone crazy girl

სუპერ გოგო ხარ love

 


№2  offline ადმინი ano23

კარგია,მაგრამ ეს ოთო ნერვებს მიშლის wink

 


№3  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ყოჩააღ მაგარი იყო ძაან♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№4  offline წევრი mako-makuna23

ჩემი სიისუსტეც იტაალიაა დაა ოცნეებაა <3

 


№5  offline წევრი Dikunadiko

ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ <3 მადლობა :*

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

მართლა კარგად წერ ჩემო კარგო ყოჩაღ შენ
ეს ოთო მოისროლე ერთი რა უდროო დროს გამოჩნდა რა.

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძააან მაგარი იყოო მალე დადე და ეს ოთო დააქრეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent