შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ომგამოვლილები (დასასრული)


18-11-2015, 00:48
ნანახია 4 051

ექიმის მწუხარე სახემ ყველაფერი უთხრა, მუშტი შეკრა და იქვე კედელს აეკრო. თვალები ცრემლებით აევსო, თუმცა პალატისკენ აიღო გეზი ეხლა კატოს უფრო სჭირდებოდა.არ იცოდა რა უნდა ეთქვა ვერც აზრებს ვერ უყრიდა თავს. მხოლოდ ტკივილს გრძნობდა, ეგონა სულს უფხაჭნიდა, უმოწყალოდ უჯიჯგნიდა. საკუთარ თავში სიმშვიდეს ეძებდა, თუ კი შერჩონოდა რაღათქმაუნდა. წამდაუწუმ იმეორებდა ერთი და იმავეს "ვერ იზრუნე მასზე სათანადოდ, ვერ გადაარჩინე!" თვითგვემას და დეპრესიას მიეცა, იმედიც კი აღარ ჰქონდა რომ ურთიერთობას შეინარჩუნებდნენ პატარა ხომ მათი ერთადერთი დამაკავშირებელი ძაფი იყო და ისიც უეცრად გაწყდა. რამდენჯერმე გადადგა ნაბიჯი და ძლივს გაბედა კარის შეღება, კატოს უამრავი მილი ეხვია გარს, უაზროდ სივრცეში იყურებოდა და ცრემლები დაუდევრად მოსდიოდა. ღიმილიან და სიცოცხლითსავსე კატოს ხედავდა სილუეტის მიღმა, ეს კი შთააგონებდა, რომ როგორც არასდროს ახლა უნდა ყოფილიყო ყველაზე და ყველაფერზე ძლიერი. გრძელი ქერა თმა გულზე ჩამოჰყროდა და ბალიშს მიყრდნობოდა, როცა სანდრო დაინახა ემოციები ვეღარ შეიკავა მთელი გულით ტიროდა, მის ხელს ებღაუჭებოდა, მერე იგრძნო როგორ გაათბო მისი უღონო სხეული ერისთავის მკლავებმა. სუნთქვაც კი შეუძლებელი გახდა იმდენად დამძიმდა ჰაერი.
-იცი იოსები მინდოდა დამერქმია,-ლუღლუღებდა კატო.
-იცი მინდოდა შენსავით ფეხბურთელი ყოფილიყო.-ხელებს ძლიერად უჭერდა და სანდროს ყელთან ჩამოდო თავი.
-ჩემი ბრალია სანდრო ჩემი ბრალია, მისი სიკვდილი ჩვენი შვილი მე მოვკალი!.
-ჩუ კატო ჩუ... -თმებზე უსვამდა ხელს.
-როცა მისი არსებობის შესახებ გავიგე არ გამიხარდა, არ მინდოდა მისი დაბადება იცი ?!
ჩასისხლიანებული თვალები და მისი გიჟური მზერა კიდევ უფრო უძლიერებდა ტკივილს. მისი კატოსგან არაფერი დარჩენილიყო მის კატოს ხომ ღიმილი ამშვენებდა.
-ჩემი იოსები...
***
ტრაგედიის შესახებ მშობლებმა, როცა გაიგეს მაშინვე მათი ოჯახის დანგრევაზე დაფიქრდნენ. თეიმურაზი იმ დღესვე ჩაფრინდა კიევში....
***
მთელ ქალაქს მოედო ახალი ინფორმაცია, ჭორები შავი ჭირივით ვრცელდებოდა. ერთად დაბრუნდნენ მათ სახლში, თუმცა ერთმანეთს გაურბოდნენ. დანაშაულის გრძნობა ამძიმებდა ანდრონიკაშვილს, საკუთარ თავს აწამებდა, მოსიარულე მკვდარს დაემსგავსა აღარაფერი ახარებდა, სანდრო ცდილობდა არაფერს იშურებდა, ყურადღებას სითბოს არ აკლებდა, მაგრამ კატო ჩაკეტილ ციხასიმაგრეს დაემსგავსა ხმას არ სცემდა, ტირილისგან თვალები სულ დაწითლებული ჰქონდა.
მისი მებრძოლი ბუნება თითქოს უგზოუკვლოდ გაუჩინარდა და დარჩა შიში სიახლეებისა და ძველი ტკივილების გაახლებისა. ლალიკოს არ შეეძლო ასეთი შვილისთვის ეყურებინდა, იმ დღესაც სახლში დაბრუნებას სთავაზობდა.
-კატო დაბრუნდი სახლში, ჩვენ ყველაფერს გაგიგებთ..- უთხრა ბევრი ჭოჭმანის შემდეგ. წამიერად მოსწყდა ანდრონიკაშვილი იმ ირეალურ სამყაროს და წამოენთო.
-რას მირჩევ დედა ოჯახი დავანგრიო? იქნებ შენც ის მითხრა რომ სანდრო არ მიყვარდა ეს ურთიერთობა თავიდანვე შეცდომა იყო ? რომ ეს ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ღირსების გადარჩენა იყო ?-უკვე ყვირილზე გადადიოდა.
-კატო რას ამბობ ?-გაოცებას ვერ მალავდა ლალიკო.
-მე მინდა რომ ბედნიერი იყო! ჩემი პეპელა არასდროს იყო ასეთი უიმედო!
-იქნებ ისიც მითხრა დედა დემეტრე ჯიქიას გავყვე ? ეგ ხომ მაინც იყო შენი ფავორიტი ?- ლალიკომ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და მიხვდა რომ ჯობდა მარტო დაეტოვებინა ის. ხელი სტაცა ქურთუკს და სახლი სასწრაფოდ დატოვა, კატო კი იქვე დივანზე მიწვა და ტიროდა. სანდრო მალევე დაბრუნდა სახლში, ეცადა დაემშვიდებინა თუმცა მის ოთახში შეიკეტა და თხოვა მარტო დაეტოვებინა.
ის საღამო თეთრად გაათენეს, სასტუმრო ოთახში იყო ერისთავი, პუფში ჩამჯდარიყო და უყურებდა ღამის თბილისს და თითქოს პასუხებს ეძებდა როგორ გამოესწორებინა არეული ცხოვრება, რომლის დალაგებას არადა არ უჩანდა პირი. არც კატოს ეძინა, საწოლზე იწვა და ჭერს მიშტერებოდა, ცრემლების მლაშე გემო სულაც არ ჰგვრიდა დისკომფორტის გრძნობას. ჯვარზე აკრავდა საკუთარ თავს, განიცდიდა დანაკარგს , წარმოიდგენდა როგორ ცუდად შეიძლება ყოფილიყო ეხლა ლალიკო და კიდევ უფრო მძიმდებოდა. საძინებლის კართან ფეხმორთხმით ჩამოჯდა ერისთავი, თმებზე ნერვიულად ისვამდა ხელს, ჭოჭმანობდა ეთქვა თუ არა ის რამაც სინდისი აუყეფა, გამბედაობისთვის ერთი ღრმად ჩაისუნთქა და სიჩუმეც დაარღვია.
-ვიცი, რომ არ გძინავს, ვიცი, რომ ძალიან განიცდი, ისიც ვიცი რომ ლალიკოს აწყენინე და ეხლა ამის გამო კიდევ უფრო ცუდად ხარ. ჩემო პატარა მესმის რომ მომხდარში ყველას და ყველაფერს ადანაშაულებ, რადგან ასე გგონია რომ თვითგვემას იმსუბუქებ მაგრამ ესეც წამიერია, ასე ხომ ყველა გაქრება შენს ირგვლივ და ეს კიდევ უფრო გაგანადგურებს.კარგად გიცნობ და ვიცი როგორი გულუბრყვილოც ხარ- ესმოდა მისი თბილი სიყვარულნარევი ხმა და ცრემლებიც ქრებოდა. კარისკენ ჩამოჯდა და უსმენდა ადამიანს რომელიც მისთვის ერთადერთი ნუგეში იყო ამ დედამიწაზე.
-ვიცი რომ შენ თავს ადანაშაულებ მომხდარში, ეს კი ნამდვილად არასწორია, შეუძლებელია შენ რაიმე ცუდი გნდომებოდა ჩვენი შვილისთვის-იგრძნო როგორ გაუასმაგდა გულის ცემა, როგორ გადაყლაპა ის ბურთი ყელში რომ მოაწვა.
-შენ ხომ ანგელოზი ხარ, ჩემი გადამრჩენელი, იცი როგორ მიყვარხარ ? არ მინდა რომ ტიროდე, არ მინდა საკუთარ თავს აწამებდე!
-ალექსანდრე გთხოვ!
-არა კატო უნდა მომისმინო, უნდა დამიჯერო და ისევ ერთად უნდა შევძლოთ ტკივილებს მოვერიოთ, ერთად და არა ცალ-ცალკე!- ემოციური იყო ერისთავი.
-ალექსანდრე მე ბედნიერების უფლება წაგართვი! მხოლოდ მე ვარ დამნაშავე ესე ენთუზიაზმთან მარტო რომ დაგტოვე, ყოველ წამს გაწამებ, იმის მაგიერ რომ ტკივილი შეგიმსუბუქო და ვეცადო ყველაფერი წარსულთან დავტოვოთ! იმ დროს როცა მე მქონდა მძიმე პერიოდი შენ იდექი ჩემს გვერდით და წამითაც არ მშორდებოდი, მარტო ცდილობდი ჩემი რუხი დღეები გაგეფერადებინა, ცდილობდი ყველა ჩემი ღიმილის ავტორი ყოფილიყავი და მე ?-ირონიულად ჩაიცინა, ალბათ უფრო საკუთარ თავს დასცინა.
-მე საერთოდ არაფერს ვაკეთებდი და ეხლაც უმოქმედო ვარ, განზე გავდექი და მარტო დაგტოვე! სრულიად მარტო ამ დიდ ტკივილებთან ერთად და ვხვდები ყოველდღე როგორ ვანადგურებ საკუთარ თავს და ამაში შენც გითრევ!
კარები შეგლიჯა ალექსანდრემ და გულში ჩაიკრა უღონო სხეული. კატო ტიროდა და გრძნობდა მყარ კედელს ერისთავის სახით...

თმებზე ჩამოუსვა ხელი, ყელში ნაზად ეამბორა, ლავიწს დაუყვა და მაისური ჩამოუწია. კატო წინააღმდეგობას არ უწევდა, პირიქით ძლიერად ჩაეხუტა მას. ხელში აიყვანა სანდრომ და საწოლზე მიაწვინა სხეული.

-არ იდარდო ჰო ? -ყურში უჩურჩულა და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია.
-ვერ ვივიწყებ იცი ?-მისკენ შეტრიალდა.
-ვერ ვივიწყებ და წარმოვიდგენ რომ ეხლა აქ შეიძლება მის ტირილს გავეღვიძებინეთ, ან მის ღიმილს, საკუთარ თავს ვერ ვპატიობ.
-კატო ბედისწერაა ყველაფერი, შენ არაფერში ხარ დამნაშავე საერთოდ არაფერში!
ძლიერი ჩახუტება იგრძნო, მხრებზე გამეტებით უჭერდა უჭმელობისგან გალეულ ხელებს კატო. პატიებას თხოვდა და ცრემლები დაუდრევრად უსველებდა მაისურს. თმებზე ჩამოუსვა ხელი და ყველა თბილი სიტყვა რაც აქამდე არ უთქვამს ახლა თქვა.
-მეგონა, რომ ეს ბავშვი იყო რაც ერთად გვაძლებინებდა, მეგონა რომ ჩვენთან სიყვარულს საერთოც კი არ ქონდა სინამდვილეში ძლიერ ვცდებოდი და ეხლა როგორც არასდროს ისეთი დარწმუნებული ვარ რომ მყავს საკუთარი მზე რომელსაც კატო ანდრონიკაშვილი ქვია. არ ვიცი ეხლა როგორ მოვიქცე რა გავაკეთო, თუმცა ვიცი რომ ყველაზე მეტად არ მინდა ეს ურთიერთობა დასრულდეს. ძალიან შემაყვარე თავი, საკუთარ თავს აღარ ვგავარ, შენ ჩემთვის ჩემი საკუთარი სამყარო ხარ და მის იქეთ თითქოს არაფერია. არ მინდა ასე ტკივილით დამძიმებულს გხედავდე, მინდა გებდნიერებდე !

-ძალიან მიყვარხარ !
თითქოს დარდს მოერია თუმცა კოშმარები არ ასვენებდნენ, ყოველ ღამით ხედავდა როგორ ეჯახებოდა მანქანა და როგორ ცურავდა სისხლში. შეშინებულს აღარ ეკარებოდა ძილი, სანდროც ძალა უნებურად ათენებდა. ტკივილი მასზე ძლიერი აღმოჩნდა ისევ მოსწყდა გრავიტაციას მინისიქეთა სამყაროში იკარგებოდა, შეეძლო მთელი დღე პუფში ჩაშვებულს გაეტარებინა. სანდრო ცდილობდა დღეები გაემრავალფეროვნებინა, უკვე გაზაფხულიც მოდიოდა მაგრამ კატოს სახლიდან გასვლას ვერც კი უხსენებდი. ასეთი სურათის შემხედვარე თეიმურაზი ერისთავს აუშარდა, მისაღებში გაიყვანა.
-რას დაამსგავსე ?-კბილებში გამოსცრა. სანდრო ხმას ვერ იღებდა უბრალოდ პასუხი არ ქონდა.
-შენ გეკითხები რას დაამსგავსე ? -უკვე ყვირილზე გადავიდა და მხარზე ხელი მაგრად დაარტყა.
-თქვენ რა გგონიათ მე კარგად ვარ ? გგონიათ მე არ მტკივა ? მაგრამ იმედი მაცოცხლებს რომ ყველაფერი გამოსწორდება, ყოველი დღე ახალი მცდელობაა რომ ისევ დავიბრუნო ძველი სიცოცხლით სავსე კატო.
გულში ჩაიკრა თეიმურაზმა სანდრო და იმ ცრემლების რომელიც დაუდევრად მარგალიტებივით იბნეოდნენ საერთოდ არ რცხვენოდა.მიხვდა რომ მისმა შვილმა სწორი არჩევანი გააკეთა და სიამაყით აივსო.
ერთ საღამოს გოგონები ამოვიდნენ, კატოს საყვარელი კრუასანებით და შოკოლადებით სავსე პარკები სამზარეულოში დააწყვეს. მათთან ლაპარაკმა თითქოს კარგი განწყობა დაუბრუნა, თუმცა ისიც წამიერად.
-კატუს გახსოვს ფიზიკის მასწავლებელს რომ დაენაძლევე, თუ ორივე ამოცანას დავწერ ორი ათიანი დამიწერეო?
-კი მგონი.-ნაძალადევად გაუღიმა ნიაკოს.
-რა არ გახსოვს ? ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა იყო როცა ალინა გელოვანმა ორი ათიანი დაწერა.
-ჰო ეხლა გამახსენდა... რამდენჯერმე შეცვალეს გოგონებმა თემა თუმცა ვერცერთზე აიყოლიეს
. -ყაზბეგი უყვარს ხვალვე წაიყვანე-ბრძანებას უფრო ჰგავდა ნიას ეს ნათქვამი. მიუხედავად კატოს პროტესტისა მეორე დღეს, 23 მარტს, ყაზბეგისკენ აიღეს გეზი. სასტუმროში დაბინავდნენ.
-ღია აივანზე გავიდეთ და იქ ვისაუზმოთ.
-არ მინდა მეძინება.- მკვახედ მიუგო და საწოლზე ემბრიონის ფორმაში დაწვა.

სანდრომ ხელში აიყვანა და ისე გაიყვანა სუფთა ჰაერზე. პლედი მიახურა და მოწნულ სავარძელში გვერდით მიუწვა. მარწყვიანი კრუასანები თავის ხელით აჭამა, თმებზე ეფერებოდა, უყურებდნენ დათოვლილ მთებს გაშლილ ველებს და სიმშვიდეში იკარგებოდნენ. მოგზაურობის დადებითი ეფექტი მალევე შეამჩნია ერისთავმა და უკვე ზუსტად იცოდა შემდეგი კვირა სად უნდა გაეტარებინათ.
ცხენზე ჯირითი მოსწონდა კატოს და ყოველდღე დადიოდნენ საათობით.
-ფიფქას დავარქმევდი, ეს ლუხუმა არ უხდება.-ბუზღუნებდა კატო.
-მე კიდევ მომწონს ყორანა. -ხელი გაუსვა ალექსანდრემ ცხენს.
უფრო მეტს საუბრობდნენ, თანაც არც თუ მნიშვნელოვან საკითხებზე ღიმილიც ხშირად გაკრთებოდა კატოს სახეზე. გერგეტიდან ჩამოსულებს სიმშვიდე დაეპატრონათ.მამა პეტრეს ნათქვამმა სიტყვებმა გონებაში მონარქიული მმართველობა დააწესეს.
-იცი ღმერთი ადამიანებს განსაცდელს უვლენს, რათა ისევ და ისევ ისინი გააძლიეროს, დაანახოს ის რაზეც ხშირად არ ვფიქრობთ. მთელი ცხოვრების გატარება მოგიწევდა მასთან ერთად და გეცოდინებოდა რომ ეს მისი ცოლ-ქმრული მოვალეობა იყო და არა ის დიდი სიყვარული რომელსაც რეალურად დაუკავშირებიხართ. კატო ცხოვრება ერთ მომენტში არ ჩერდება უნდა გააგრძელო სიცოცხლე, კიდევ უნდა გააჩინო შვილები შენ დედა უნდა გახდე. სანდროს ყველა შვილის დედა შენ უნდა გახდე!
მზის სხივები აკიაფდნენ კატოს თვალებში და ცრემლებმაც არ დააყოვნეს.
ერთადერთი საღამო იყო როცა კოშმარი არ დასიზმრებია და უშფოთველად ეძინათ. მეორე დილით ისევ საჯირითოდ გავიდნენ.
-ბერდიამ ფიფქა დაუძახა ლუხუმა მართლა არ უხდებაო. -წვრილმანებში დაიწყო ძველებურად ბედნიერების პოვნა.
ფეხითაც სეირნობდა ნომერში აღარც ჩერდებოდა, ვახშმობისას ვერანდაზე ჩამოსხდნენ.
-უკვე მეორე კვირაა აქ ვართ და წასვლა საერთოდ არ მინდება.-წითელი ღვინით სავსე ფუჟერი მაგიდაზე დადგა კატომ.
-მე კიდევ მეგონა, რომ ციხისძირში წასვლა კარგი იდეა იქნებოდა, შენ ჰო ზღვა გიყვარს ?!
-წავიდეთ ოღონდ ჯერ ფიფქას დავემშვიდობები.
-გინდა თბილისში იპოდრომზე ვიაროთ ?
-სანდრო არ იღლები ჩემი სურვილების ასრულებით ?
-არა, პირიქით სიამოვნებას მანიჭების ჩემი საყვარელი ქალის ღიმილი.
ხელი ჩამოუსვა ლოყაზე და სითბოთი სავსე მზერით დააჯილდოვა.
ყაზბეგი საუკეთესო თერაპია აღმოჩნდა, მესამე კვრია იყო როცა ზრვაზე გადაბარგება გადაწყვიტეს, სარფის მთებში ერთი მოხუცი მეთევზის სახლი იქირავეს. ნესტიან, თუმცა ზღვის სურნელით გაჯრებულ ჰაერს სუნთავქდნენ, ისხდნენ საღამოობით და აივნიდან უსმენდნენ აპრილის ზღვის ჰანგებს შოპენის ნოქტიურნებს, რომ გადასწონიდა. სეირნობდნენ ხელი-ხელ ჩაჭიდებულები, ნაპირზე საათობით ისხდნენ და უყურებდნენ ტალღებს ან კენჭებს ისროდნენ, პატარა ბავშვებივით ვინ უფრო შორს გადააგდება, ეჯიბრებოდნენ. ხვდებოდნენ როგორ ეძლეოდა სევდა დავიწყებას და მზე შემოიჭრა მათ დღეებში.
მეთევზე შუადღით დაბრუნდებოდა სახლში და უყურებდა ბედნიერ წყვილს, ნანობდა, რომ სიყვარული ხელიდან გაუშვა. ხის ძველებურ აივანს წიფლის სურნელი ასდიოდა, პლედში გაეხვეოდნენ და ძალიან დიდხანს საუბრობდნენ.
-იცი ერთ ზაფხულს მონტე კარლოში ვიყავით მე და ჩემი დეიდაშვილები. ხომ ძალიან ლამაზია იახტებით გადავსებული სრუტე მაგრამ აქაურობა მენატრებოდა, ეს უბრალოება. მთელ ბავშვობას აქ ვატარებდი და მეგონა რომ ამ სანაპიროზე ლამაზი ადგილი დედამიწაზე არ არსებობდა.
-ალბათ იმიტომ გეგონა , რომ ბავშვობაა ყველაზე ლამაზი.
ისმენდა პაპა მათ საუბრებს, ჩაიღმებდა ხოლმე და თავის საქმეს გააგრძელებდა. სიყვარული არ გაიუცხოვეს და იბრუნებდნენ ერთმანეთს. ყოველი ახალი დღე და მზის ამოსვლა ერთმანეთისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იყო. დედაქალაქში დაბრუნება გადაწყვიტეს, ერისთავი თბილისის დინამომ მიიწვია და კონტრაქრტი უნდა გაეფორმებინა.
მოხუცი მეთევზე კიბეზე ჩამომჯდარიყო და ანდაზად აბოლებდა თუთუნს და თან უყურებდა ნისლი როგორ მიიზლაზნებოდა მთებზე.
-გიორგი პაპა ჩვენთან ერთად არ ივახშმებთ? -გვერდით მიუჯდა კატო.
-კი ბაბუ, ახლავე ავდგები!- ნელი ნაბიჯებით აუყვა კიბეებს ის, იქვე თაროზე შემონახული წითელი ღვინო ჩამოიღო და სუფრას მიუჯდა. შეზარხოშებულმა ძველი ამბებიც გაიხსენა.
-ბაბუ მე სულ აქ კი არ ვცხოვრობდი?! გურიიდან წამოსულა ჩემი დიდი პაპა და აქ იმიტომ დასახლებულა, რომ აჭარლების გამაჰმადიანებისთვის ხელი შეეშალა, რათა თავისი წილი საქართველო შემოენახა ამ კუთხეში. მამა სულ დიდი სიამაყით მიყვებოდა ამ ამბებს, როგორ იბრძოდნენ ჩემი პაპები ამ მიწებისთვის და მეც ვფიქრობდი წლების შემდეგ ზუსტად ასე ბუხრის პირას ჩამომჯდარი კალანდას ამ ამბებს მოვუყვებოდი ჩემს შვილებს. მერე წლები, რომ გავიდა ჭკუაში ჩავვარდი ბაბუ, მეც ქე შემიყვარდა, მარა რა ვიცოდი მაშინ რა იყო სიყვარული,მისი დანახვა და გული ისე მიფართხალებდა, რაფრაც ჩემი დაჭერილი თევზები. ერთხელ გზაში შემხვდა, გამიღიმა ისეთი ლამაზი იყო, თვალი ვერ მოვწყვიტე, სულ დავიბენი ვიფიქრე მივალ და ვეტყვი, რაც იქნება იქნებათქო, მაგრამ ვერ გავბედე, ვერ გავბედე ბაბუ და გავიქეცი. რამდენიმე დღეში ომი დაიწყო და ეს თხუთმეტი წლის ღლაპი ფრონტის ხაზზე გამამწესეს, ვფიქრობდი ნათელას წერილს გავუგზავნი და როცა სახლში დავბრუნდები ცოლად მოვიყვანთქო, მაგრამ ვიფიქრე სად გაიქცევათქო ისევ ვერ გავბედე მერე ქე ჩავვარდი ტყვედ ბაბუ, ორჯერ ვცადე გაპარვა და მესამედ გამომივიდა, მალევე ომიც დასრულდა. აქ რომ ჩამოვედი ის უკვე გათხოვილი დამხვდა. მაშინ მივხვდი, რომ მიყვარდა, აქ რაღა დამედგომებოდა და ბათუმში წამოვედი. ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი. მისმა ნახვის სურვილმა რომ შემიპყრო, ქეჩამევედი უკან და დამხვდა ნათელა დაქვრივებული, პატარა ბიჭი დარჩენოდა, გიორგი დეერქმია. დედაჩემს რომ ვუთხარი ნათელა უნდა მევიყვანოთქვა,გეიგიჟა თავი ციმბირში რომ არ გადამსახლა არ ვჩივი, მაშინ ქვრივი ქალის მოყვანა ძნელი საქმე იყო ნამეტანი გამბედაობა უნდოდა, მე იმისთვის არ მეყო გამბედაობა სიყვარულში რომ გამოვტყდომოდი და ამისთვის მეყოფოდა ? აი ასე დავკარგე ერთადერთი სიყვარული და ცხოვრება. თქვენ გიყურებთ და ვხვდები რამდენად ბედნიერი შეიძლება ვყოფილიყავი დღეს, ახლა ალბათ შვილიშვილებიც მეყოლებოდა და იმედიანად დავტოვებდი ჩემი პაპების წილ საქართველოს...
თვალები აუწყლიანდა და თავი ჩახარა მან. ღვინოს საცობი დაახურეს და აიშალნენ.
დილით ადრიანად ჩაბარგდნენ, მოხუცი ემშვიდობებოდა მათ, ხელში პატარა ხურჯინი ეჭირა სოფლის ნობათით აევსო.
-გაისად ბაბუ შვილთან ერთად მეწვიეთ! მოუფრთხილდით ერთმანეთს და სხვას არ უსმინოთ ! აბა თქვენ იცით ბაბუ.
***
-ჩაალაგე ?
-საწოვარა სად დადე ?
-მაა გაიღვიძე?- ხელში აიყვანა ერისთავმა პატარა.
ძლივს ჩაბარგდნენ, ნიკოლოზს მშვიდად ეძინა. გეზი სარფისკენ აეღოთ, დაპირბებს ხომ ყველაზე უკეთ ასრულებდნენ ომგამოვლილები ....

პირველ რიგში დიდი ბოდიში, რომ დასასრულს ასე დააგვიანდა, მერე კიდევ მადლობა რომ კითხულობდით <3 ველი თქვენს შეფასებას სიყვარულით თქვენი მარწყვი გოგო <3



№1  offline წევრი milangirl

ძლივს გავისხსენე ეს ისტროია, მაგრამ გამიხარდა რომ დაამთავრე. ძალიან მომწონდა და დასასრულიც კაი ქონდა. მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით, ოღონდ ასე აღარ დააგვიანო ხოლმე

 


№2  offline წევრი p♥♥h ^^

ჰააა ჰააააააააააააააააააააააა... შენ რა ღადაობბბ??? ეს რა ისტორიააა????
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№3  offline წევრი camilita

კარგად მახსოვდა ეს ისრტორია და ველოდებოდი დასასრულს იმედია ახალს მალევე დადებ =)

 


№4  offline მოდერი წითური გოგონა

შეცდომები იყო!
უფრო პუქტუაციური!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№5  offline წევრი ნ ი ნ ა

მ ისტორიას ადრე ვკითხულობდი და იმედიც ი არ მქონდა მ=რომ დადებდი,გამიხარდა რომ დაასრულე

 


№6  offline წევრი giorgi12377

მე ალბათ ყველაზე ბოლოს წავიკითხე ეს ისტორია მაგრამ სამაგიეროდ თავიდან ბოლომდე, პაუზების და ლოდინის გარეშე, მშვენიერი ნამუშევარია, ყოჩაღ, ასე გააგრძელე და ხშირად წერე ხოლმე!

 


№7  offline წევრი მალუ

როგორ მომეწონა ♡
რატომ აქამდე არ ვიცოდი ამ ისტორიის შესახებ
ძალიან კარგი იყო ♡♡♡

 


№8  offline წევრი ენნე

უზომოდ მომეწონა, ძალიან კარგი გოგო ხარ, ემოციებით სავსე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent