შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მომინდა ..5


18-11-2015, 20:13
ავტორი niako19
ნანახია 2 980

დილით დაეძინა და პირველ ლექციაზე დააგვიანდა. ბევრი აღარ უფიქრია გეგასთან დარეკა.
- ცოცხალი ხარ კატო ?- ოდნავ გაბრაზებული ხმა მოესმა ყურმილიდან.
- აუ დამეძინა- სიცილით უთხრა და ქუჩა გადაკვეთა- სად ხარ ?
- უნივერსიტეტში .
- ლექციაზე?
- არა კიბეებზე - გაიცინა გეგამაც.
- ყავა მინდა მე..
- კაფეში გადხვდები.
- კარგი - კმაყოფილმა გათისა ტელეფონი და ტაქსი გააჩერა.
გეგა კაფეში იჯდა მათ საყვარელ ყავასთან და ნამცხვართან ერთად.
- ჩემი მძინარა გოგო- წმოდგა და კატოს მოეხვია- მაღციზარამ არ დაგირეკა ხო ?- ლოყაზე კოცა და დაჯდა.
- ხო-კატომაც გაიცინა და ყავა მოსვა.- ნინი და გიო ?
- ნინი ლექციაზე წავიდა და გიოც რათქმაუნდა ..
- უყვარს გიოს ?
- თვითონ იგებს ?
- მე ვიგებ ვიცფი რომ უყვარს ..
- შენ ხომ ჩემი ჭკვიანი ხარ ხვალ რამდენის ხდები ?
- ოცის..
- დიდი გოგო - ლოყაზე უჩმიტა და როგორც ყოველთვის ჩანგალზე წამოცმული ნამცხვის ნაჭერი ააცალა.
- დამპალო.- ჩაიბუძღუნა და გაბუტულმა ახედა- სულ ესერ ნუ აკეთებ ..
- ჩემი ბატი- ფართოდ გაიღიმა გეგამ.
........................................................
მეორე დღეს ტრადიციული სამზადისი დაიწყო, ნინი ემხარებოდა ყველაფერში, რესტორანიც ნინიმ დააჯავშნინა, დილით საშინლად გაბრაზდა როცა დედამისმა უთხრა რომ ვერ ჩავიდოდა ბაბუამისის გამო, ისედაც ა უყვარდა ეს კაცი და ახლა ხომ სულ შეჯავრდა, მოკლე კრემისფერი კაბა გადაიცვა, სადა მაკიაჟი, დახვეული თმა ზურგზე გადაიყარა და ქვემოთ ჩავიდა სადაც გიო ელოდებოდა ნინისთან ერთად, ელენე და ირაკლი რესტორანში დახვდნენ სხვა დანარჩენ სტუმრებტან ერთად, სადაც კატოს ბიძაშვილი სოფო, მისი მეუღლე, კატოს კიდევ რამდენიმე კურსელი, ნია,კოტე, სანდრო, სალი და მაშო იგულისმებიან, გაბერილმა ელენემ საჩუქარი მიართვა და გადაეხვია, გეგას ეძებდა თვალებით მაგრამ ვერ იპოვა და გიორგის გახედა ანერვიულებულმა.
- სადაა გეგა?
- რავი მოვდივარო- მხრები აიჩეჩა გიომ.
- დაურეკე რა..
- ვინაა გეგა ?- ელენეს ჩაჩურჩულოა ირაკლიმ.
- კატოს მეგობარია თუ ეწგეთი- გაიცინა ელემ.
- ნიკა ხუთ წუთში აქ იქნება და კატოს ეგეთ მეგობარს ურჩევნია დააგვიანოს.
- დაურეკე რომ არ მოვიდეს- შეშინებულმა ახედა ელემ.
- რა აზრი აქვს ?
- ირაკლი დაანებოს თავი ნიკამ .
- კაი რა ...
- გავიდეთ ვერანდაზე რა- ხმამაღლა თვქა გიომ და ყველა სტუმარი კატოსთვის დაჯავშნული მაგიდისკენ დაიძრა.
სუფრაზე უნდა დამსხდარიყვნენ ნაცნობ სილუეტს რომ მოკრა თვალი, გაშეშდა, ვერ წარმოედგინა ნიკა თუ მოვიდოდა, არ უფიქრია ამაზე არ ეგონა რამდენი თვეა არ გამოჩენილა, ფრთხილად უახლოვდებოდა სუფრას, ისევ ისეთი ზუსტად სეთი უბრალო შავი მაისურით, რაღაცამ გაკრა გულში, რაღაც ეტკინა მართლა ეტკინა, მოახლოებუოლ ნიკას სიტყვა პირზე შერჩა როცა ფეიერვერკების ხმამ მოიცვა იქაურობა, ყველა მოაჯირს მიაწყდა, კატოც მათ მიყვა, ულამაზესი ფეიერვერკის მერე მუსკამ მიიპყრო მათი ყურადღება, რესტორანის ეზოში გეგა იდგა უნივერსიტეტის მუსკალურ ჯგუფთან ერთად, აპარატუა უკვე დაემონტაჟებინა დაკატოს უღიმოდა, ყველა ჯგუფელმა ტაში დაუკრა, სიმღერამაც გაიჟღერა Guns N' Roses - Knocking on heaven's door - Legendado გაახსენდა ამ ფილმს რომ უყურეს, მერე რომ მღეროდნენ და თვალები აუცრემლიანდა.
- კატო გახსოვს ბაკურიანი ?- იკივლა ნინიმ რომ მუსკის ხმა გადაეფარა.
- მახსოვს - გაიღიმა კატომაც მაგრამ ნიკა, სწრაფად დასერიოზულდა და ნიკას დაუწყო თვალებით ძებნა მაგრამ ვეღარ იპოვა, ალბათ წავიდა, ასეც უნდა იყოს, კატო მასთან ვერ იქნება ბედნიერი, ნიკას თუ უნდა საერთოდ მასთან, სწრაფად მოიშორა ნიკაზე ფიქრები და ისევ გეგას გადახედა რომელიც გაცისკროვნებული თვალბით უყურებდა და თან მღეროდა.
- ჩადი კატო- ისევ იყვირა ნინიმ.
კატო სირბილით ჩავიდა ეზოში და გეგასკენ გაიქცა, გეგამაც თავი დაანება მიკროფოს, მისი ადგილი სრწფად დაიკავა ჯაბა ამაშუკელმა და სიმღერა გააგრძელა გეგა კი გაშლილი ხლელებით დახვდა კატოს, სწრაფად მიეხუტა მკერდზე და გეგამაც მთელი ძალით მოხვია ხელები.მუსიკამ კი ბოლო აკორდი აიღო.
- გილოცავ ჩემი გოგო - ხმამაღლა იყვირა გეგამ.
- მადლობა - იყვირა კატომაც და გაიცინა .
- ვა რა ძმა ხარ ტოო- გიორგიმ ხელი დაარტყა მხარზე.
- არ იცოდი ხო ?- გახედა კატომ.
- მე? არა გეგას გეფიცები- სიცილით თვქა გიორგიმ.- რას მიყურებ შე#ემა ხომ გითხარი თუ რამე შენს თავს დავიფიცებ თქო..
- დებილო- ხელი მიკრა კატომ და ისე გეგას მიეხუტა.
- გათბა ღვინო გვრიტებოოო- მაღლიდან დაიძახა ცერცეტა სანდრომ.
- ლოთო- აყვირა ნინიმ.
სწრაფად ავიდნენ მაღლა და სუფრას მიუსხდნენ კატო უბედნიერესი იყო მგრამ როცა სუფრა მოათვალიერა და ელენე ირაკლის გარეშე დაინახა მიხვდა რომ ასე ადვილად არ წავიდა ნიკა, ელენეს თვალებით ანიშნა რა მოხდაო, ელემ კი მხოლოდ მხრები აიჩეჩა.



№1  offline მოდერი sameone crazy girl

პატარა იყოოოოოოო მეტი მინდა მეეე recourse დადე მალე რა. კარგია

 


№2 სტუმარი nia

Magaria dzalian magram pataraaa, nu ikargebi xolme ra male dade gelodeci
nikaze vgijdebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent