შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იქნებ ოდესმე! ნაწილი ორი (სრულად)


19-11-2015, 00:14
ავტორი sallollo
ნანახია 4 185

ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა ჩემ გარშემო... ყველაფერი ზედმეტად არარეალური და აფსურდული იყო, ზუსტად ვიცოდი , რომ ეს არ იყო სიზმარი, მაგრამ არც რეალობას გავდა... არასდროს მიოცნებია ზღაპრულ სიყვარულზე, უბრალოდ მშვიდი, სტაბილური და თბილი ურთიერთობა მინდოდა, რომელიც მქონდა მაგრამ ისევ ჩემი დაუფიქრებლობით დავკარგე. ახლა კი ვიჯექი ადამიანის გვერდით რომელიც ცხოვრებას მერჩია და ვისმენდი ჩვენი მიმართულებით ნათქვამ უამრავ თბილ სიტყვას..
ისეთი გაოგნებული სახე მქონდა, ალბათ ანკას ძალიან შევეცოდე და ჩუმად გადმომიჩურჩულა გარეთ გამომყევიო
_შენც შოკში ხარ ხო ?
_ მე-„ც“ ანკა ? საერთოდ ვერ ვხვდები რა ხდება. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ
_რა გააზრება უნდა მაგას ერთ თვეში ქორწილი გაქვს, უდარდელად აიჩეჩა მხრები და თვალებ მოჭუტულმა გამომხედა _რაიყო ისევ უარის თქმას ხომ არ აპირებ ?
_კი, ახლავე მივდივარ, ისე დამაჯერებლად ვთქვი ანკამ სერიოზულად შეიცხადა.
მეცინებოდა ჩემ ცხოვრებაზე. ხშირად გაგიგიათ ალბათ როგორ ამბობენ ცხოვრება ასეთია ხან აღმართი შეგხვდება ხან დაღმართი. მე ასე ვერ ვიტყოდი, ჩემ ცხოვრებაში ან ყველაფერი მწვერვალს უტოლდებოდა ან არადა საშინელ, ბნელ კანაოში ვვარდებოდი.. აღარ მინდოდა გასული ერთი წლის გახსენება. ვგრძნობდი როგორ მეკუმშებოდა გული იმის წარმოდგენისას, როგორი შავ-თეთრი დღეები იყო ჩემ ცხოვრებაში..
ჯერ კიდევ ჩაფიქრებული ვიდექი აივანზე.. ისიც ვერ გავიგე როდის შევიდა ანკა სახლში.. თბილი ხელი რომ ვიგრძენი წელზე, მიწაზე დავეშვი და აზრების დალაგება ვცადე..
_პროკურორი რომ არ იყო გკითხავდი, იცი თუ არა რომ ადამიანის მოტაცება კანონით ისჯებათქო.
_თუ ის ადამიანი თანახმაა და თანაც უკვე წლებია ჩემ საკუთებაშია, მინდა იმედი გაგიცრუო და გითხრა რომ არ ისჯება.
_ანუ მე შენი საკუთრება ვარ ?
_არა ?
_რა რთული კითხვებით ხარ დათა ?
_შენ კიდევ ისევ ისეთი დაბნეული ხარ. ცხვირი გამიხახუნა ყელში და ჩამეხუტა.. არ ვიცი ოდესმე შევძლებდი თუ არა სიტყვებით გადმომეცა ამხელა გრძნობები.. ჩემი გააზრებული ცხოვრების მანძილზე, ყოველი დღე დათა ნუცუბიძეთი იწყებოდა და მთავრდებოდა.. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველაზე მძიმე წუთებშიც კი ერთადერთ ნუგეშად დათა მიმაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მარტო არასდროს ვყოფილვარ..
_არ მეგონა თუ მაპატიებდი..
_მე უბრალოდ დრო მოგეცი, არც მიფიქრია შენი მიტოვება
_ნინა ახლედიანი და ნიშნობა ?
_ნინა ახველიდიანი ჩემი კურსელი იყო და მეგობარი. უბრალოდ დახმარება ვთხოვე. მინდოდა მიმეხვედრებინე, რომ ერთმანეთის გარეშე ვერ ვიქნებოდით. შენ კიდე იმდენად სულელი ხარ ადექი და სვანეთში გაიქეცი. არ მინდა დაჯერება, რომ ოდესმე შეძლებ ჩემ სიყვარულში ეჭვი შეიტანო.
_ისე უცებ წახვედი.. ვიცი ჩემი ბრალი იყო ყველაფერი, მაგრამ მეგონა არ დამტოვებდი
_შენი ყველა ნაბიჯი ზეპირად ვიცოდი და დამიჯერე, შენზე მეტად მე მტკიოდა ეგ ცრემლები.. ყველაფერი წარსულია სალ, სულ რომ აღარ გინდოდეს ჩემთან ყოფნა მაინც არ გაგიშვებ.. შევიდეთ თორემ გაცივდები და ქორწილის გადადება მოგვიწევს.
გიგრძვნიათ როგორ დაფრინავ ფრთების გარეშე? მართლა არ მჭირდებოდა ფრთები, სიყვარულზე დიდ და ძლიერი ფრთები მაინც არ არსებობდა.. გულის ძალიან ღრმა კუნჭულში მეშინოდა ისევ არ არეულიყო ყველაფერი. ზუსტად ვიცოდი დათას გარეშე უბრალოდ ვეღარ შევძლებდი ცხოვრებას.. ჯერ კიდევ გაუაზრებლად ვემზადებოდი ქორწილისთვის, მთელი დღე ხან თაიგულებს ვარჩევდი, ხან კაბას ვიზომებდი.. მიხაროდა ზუსტად ისეთი გამოდიოდა როგორიც მინდოდა..
დათას იმდენი საქმე ჰქონდა ხანდახან მარტო ნახევარი საათით თუ ვახერხებდით საუბარს. მომავალი შვებულების გამო ორმაგად უწევდა მუშაობა.. ასეთ დაღლილს რომ ვხედავდი, ისე მეცოდებოდა, ხანდახან მინდოდა ყველაფერზე უარი მეთქვა და უბრალოდ, ყველანაირი ცერემონიის გარეშე „ჩავსახლებოდი“..
ერთი კვირა იყო ქორწილამდე დარჩენილი. გადაწვეტილი გვქონდა, რომ ხელს გარდენია შევარდნაძეში მოვაწერდით, ქორწილს ლოპოტაზე გადავიხდიდით. იმდენად მინდოდა ყოველთვის, რომ ჩემი ქორწილი ღია ცის ქვეშ ყოფილიყო და თანაც სრულიად განსხვავებული დიზაინით, დათა არანაირ ხარჯებს არ მოერიდა და ბოლომდე მომცა ფრთების გაშლის საშუალება..
აქამდეც ვხვდებოდი და ვგრძნობდი, რომ სულ სხვანაირი დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთთან, მაგრამ ახლა, როცა რეალურად შევიგრძნობდი რამდენად ახლოს ვიყავი მასთან და მალე მისი მეუღლე მერქმეოდა, გული სხვანაირად მიცემდა.. ასე მეგონა მიორმაგდებოდა კი არა მიასმაგდებოდა პულსაცია.
დილით კივილმა გამაღვიძა.. ძლივს გავახილე თვალები და დოინჯ შემორტყმული ანკა რომ დავინახე უკმაყოფილოდ ვიცვალე გვერდი..
_სანოძე! დღეს შენი ქორწილია.
_მმმმ.. უცნაური ბგერები ამოვუშვი და ბალიში უფრო კომფორტულად „ჩავბღუჯე“
_სალომე არ ვხუმრობ, ადექი თორემ დააგვიანებ, ყველა შენ გელოდება
_ხუთი წუთიც და ავდგები
ისეთი კივილი ატეხა ანკამ, სერიოზულად ვიფიქრე რომ დავყრუვდი.
_არ ხარ შენ ნორმალური
_ვიზე ლაპარაკობ, შენი ქორწილის დღეს ლოგინში გორაობ !
ძლივს წამოვდექი ფეხზე. რეკორდულ დროში მივიღე შხაპი. აბაზანიდან ჯერ მხოლოდ ერთი ფეხი მქონდა გადმოდგმული, იმდენი ადამიანი დამეხვია, რომ არ მცოდნოდა ჩემი ქორწილი იყო, ვიფიქრებდი ჩაქოლვას მიპირებენ-მეთქი..
მიუხედავად იმისა, რომ დათა სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა, ისე ვნერვიულობდი, ხელის გულები დაცვარული მქონდა. ანკამ რომ მითხრა მოვიდნენო, გონება გამეთიშა, ყველაფერს ავტომატურად ვაკეთებდი.
_როგორც იქნა ბოლომდე ჩემი გერქმევა
ვიგრძნები როგორ დამიარა ჟრუანტელმა და ძლივს შევძელი ნერწყვის გადაყლაპვა.. არასდროს შემრცხვენია დათასთან დაძინების, ან ძალიან გამომწვევად სიარულის, ახლა კი ისე მეშინოდა და ვნერვიულობდი, თითქოს პირველად მომიწევდა მის გვერდით დაძინება.
_ასე თუ ინერვიულევ საერთოდ არ მოგეკარები. წამში მიმიხვდა დაბნევის მიზეზს
_საზიზღარი ბიჭი ხარ დათა.
არ ვიცი როგორ გამოვნახე ძალა, რომ ჯვრისწერის დროს ხმამაღლა არ მეტირა. მტკიოდა ჩემი ამდენი ხნის მოუსვლელობა და ღმერთთან დაშორება. ქვეცნობიერში თითქოს მას ვადანაშაულებდი მამა რომ წამართვა.. ახლა ვხვდებოდი ფსიქოლოგთან სიარული კი არა ღმერთთან სიახლოვე მაკლდა და მჭირდებოდა..
ყველაფერი იმაზე ლამაზი ოყო ვიდრე ოდესმე ოცნება შემეძლო... დათას მზრუნველობას ჭკუიდან გადავყავდი. მეშინოდა ამხელა ბედნიერების. ანკას გვერდით ვიჯექი და დაღლილობისგან თვალები მეხუჭებოდა..
_საყვარელო არ გინდა წავიდეთ ? უკნიდან ჩამეხუტა დათა.
_სირცხვილია დათა ჯერ ძალიან ადრეა
თვალი ჩამიკრა და ფეხზე წამომაყენა, ყველა ისე იყო გართული არავის გაუგია ჩვენი წამოსვლა... ახლა ვიგრძენი როგორ მიკანკალებდა ნერვიულობისგან ხელები... უხერხულად ვიშმუშნებოდი დათას ანთებულ თვალებს რომ ვხედავდი..
ძლივს გადმოვედი მანქანიდან და სახლის ბილიკს გავუყევი.. ვიგრძენი როგორ გამომეცალა ფეხ ქვეშ მიწა და მოულოდნელობისგან წამოვიკივლე..
_მე როგორც ჭეშმარიტი ჯენტლმენი, ხელში აყვანილს შეგიყვან სახლში ჩემო დედოფალო
_დათა რა ცანცარა ხარ ?
_სერიოზული შენც გვეყოფი. გამიცინა და სახლის კარი ფეხით შეაღო..
ერთიანად დავიჭიმე, ძლივს ამოვილუღლუღე აბაზანაში შევალთქო და სასწრაფოდ გავეცალე დათას.. სარკეში ვუყურებდი სირცხვილისგან აწითლებულ ჩემ თავს და ნერვები მეშლებოდა პატარა ბავშვივივთ რომ ვიქცეოდი. შხაპმა ცოტა მომადუნა, პირსახოცი შემოვიხვიე და მისაღებში გავედი. დათა დივანზე იყო წამოწოლილი და სივრცეს მიშტერებოდა.
_დათა.. ფრთხილად შევეხე მხარზე
_ხო საყვარელო. უცებ ამათვალიერა თავიდან ფეხებამდე. დავინახე როგორ გადაყლაპა ნერწყვი და გამიღიმა.
_ძალიან დაიღალე ?
_არა საყვარელო. შხაპს მივიღებ
სანამ აბაზანიდან გამოვიდოდა ნერვიულობისგან მეგონა თითებს დავიმტვრევდი.. მოულოდნელობისგან შევკრთი თბილი ხელები რომ ვიგრძენი ტანზე..
_ძალიან მიყვარხარ, ღრმად ამოისუნთქა და შემატრიალა. არ ვიცი რამდენ ხანს ვკოცნიდი. აღარც გამხსენებია არც ნერვიულობა და არც სირცხვილი. კანს მიწვავდა დათას სიახლოვე.. ხელებს უმისამართოდ დაასრიალებდა ჩემ სხეულზე და მთელი სინაზით მკოცნიდა.. უეცარმა ტკივილმა სახე მომიკრუნჩხა.. დათა დაძაბული მიყურებდა... მაგრად მოვუჭირე ხელები.. ყელში ვაკოცე და შევეცადე როგორმე დამევიწყებინა ჩემი გამოუცდელობა..
უკვე თენდებოდა... დათას მკერდზე მედო თავი და თითებით სხვადასხვა ფიგურებს ვხატავდი..
_ძალიან გატკინე საყვარელო?
_შენ ვერასდოს მატკენ, თუ რა თქმა უნდა ჩემგან არ წახვალ.
ვიგრძენი როგორ აუჩქარდა დათას გული. მთელი ძალით მომხვია მკლავები და შუბლზე მაკოცა.
_არასდროს იფიქრო, რომ შენი მიტოვება შემიძლია..


ხანდახან მეგონა, რომ ჩემი ცხოვრება ზღაპარს გავდა.. დათა მუდმივად მაგრძნობინებდა რამდენად ბედნიერი იყო ჩემთან ყოფნით... ძირითადად ძალიან გვიან ბრუნდებოდა სახლში, ვერასდროს ვიძინებდი მის გარეშე.. ძალიან ბევრჯერ გვიკამათია, რომ არ უნდოდა ღამეები მეთენებინა მის ლოდინში.. ვერ ვხვდებოდი როგორ არ უნდა დავლოდებოდი კაცს, რომელიც ჩემს გამო ყველაფერს აკეთებდა.. მსიამონებდა ძალიან დაღლილს თავისდაუნებურად რომ ეღიმებოდა როცა კართან ვხვდებოდი..
ცხრა თვე გადიოდა ჩვენი ქორწინებიდან.. იმ ღამესაც დააგვიანდა დათას.. კომპიუტერთან ვიჯექი და ფოტოებს ვათვალიერებდი.. თითქოს რაღაც მაკლდა.. რაღაც არა, ძალიან მინდოდა სახლში მოსულს მუცელ გამობერილი დავხვედროდი.. მინდოდა სულ სხვა ეტაპი დაწყებულიყო ჩვენ ცხოვრებაში.. მართალია საგანგაშო დრო არ იყო გასული, მაგრამ გული მტკიოდა ბავშვის ხსენებაზე..
სამი საათი იქნებოდა დათა რომ მოვიდა. ისევ ისე გამიღიმა და მთელი ძალით მომხვია მკლავები.
_საყვარელო, როგორ მომენატრე, ერთი სული მაქვს ხოლმე როდის მოვალ სახლში და ჩაგეხუტები
_ძალიან ბედნიერი ვარ დათა
_ბედნიერი, მაგრამ დღეს რატომღაც ძალიან მოწყენილი. რა მოხდა საყვარელო ?
_დათა ვნერვიულობ, ცხრა თვე გადის უკვე... ვიგრძენი როგორ გამეჭედა ყელში რაღაც.. მეტკინა დათას ჩამქრალი თვალები და ჩემი უსუსურობა
_ჩემთვის მთავარია შენ იყო კარგად. ერთი კი არა ძალიან ბევრი შვილი გვეყოლება.. ხვალ სამსახურში არ წავალ. მე და შენ ერთად წავალთ ექიმთან, ბერდოს დილითვე გავაფრთხილებ.. ვიცი რომ არაფერია საგანგაშო, ეს ვიზიტიც მხოლოდ იმიტომ არის საჭირო რომ შენ იყო მშვიდად საყვარელო.
მეგონა გული ამომივარდებოდა.. მთელი ძალით ვეხუტებოდი დათას, მინდოდა ეგრძნო როგორ ძალიან მიყვარდა. ვხვდებოდი დათასთვის იმის მეათასედსაც ვერ გავაკეთებდი რასაც თვითონ აკეთებდა ჩემთვის..
დილით ადრე გამეღვიძა. დათას ჯერ კიდევ ეძინა. გაკრული ხელით დავუწერე მალე დავბრუნდებითქო და საწოლზე დავდე..
ჩემს მოძღვართან წავედი..ეკლესიის კართან ვიდექი და ვერ ვბედავდი შიგნით შესვლას.. მეგონა არ ვიმსახურებდი ღვთის წყალობას.. რომ დავფიქრდი მივხვდი, როგორ ვცოდავდი ახლაც კი, ჩემი ფიქრებით...
ღმერთთან სიახლოვის შეგრძნება, საკმევლის სურნელი, მამაოს ტკბილი ხმა.. მეგონა ყველა პრობლემისგან განვთავისუფლდი.. კუთხესთან ვიდექი დავჩახრილი.. მხარზე ხელის შეხებამ გამომაფხიზლა.. მამა დიმიტრი ისევ ისე მიღიმოდა, როგორც ბავშვობაში. მჭიდროდ შემოვხვიე ხელები და ცრემლებს გასაქნაი მივეცი.. ძალიან დიდხანს მისვავდა თავზე ხელს და მეუბნებოდა რომ უფალი ყველას გვხედავს, ყველას გვპატიობს და ყოველთვის გვიგზავნის ძალიან დიდ ბედნიერებას...
მტკიოდა ამდენ ხანს მიტოვებული უფალი, მამა დიმიტრიმ უფრო ნათლად დამანახა, რომ უფალი მაშინაც კი არ გვტოვებს როცა ჩვენ ვტოვებთ მას..
სახლში დამშვიდებული მივედი.. დათა მისაღებში დამხვდა. უსიტყვოდ მივედი და ჩავეხუტე.
_ყველაფერს შევძლებთ ერთად
_მეიმედები დათა
ვიგრძნები როგორ გააჟრჟოლა ჩემ სიტყვებზე...ყელში მისი სუნთქვა მეფრქვეოდა და ბედნიერი ვიყავი რომ მყავდა..
ბერდომ სამ საათზე დაგვიბარა.. ნერვიულობისგან ხელები გამყინვოდა..ღრმად ჩავისუნთქე და კაბინეტში შევედით. დათა ხელის მსუბუქი მოჭერით მაგრძნობინებდა, რომ ჩემთან იყო.. მადლიერი თვალებით გადავხედე და ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე.
მთლიანი გამოკვლევის შემდეგ უღონოდ მივეყუდე დათას..
_პასუხები ერთ კვირაში იქნება. არ ინერვიულოთ, დამაიმედებლად გაგვიღიმა ბერდომ
_გაიხარე ბერდიშ. ხელი ჩამოართვა და გასასვლელისკენ წამიყვანა

საღამოდ იანასთან გავედი.
_დე რა გამხდარი ხარ?
_იანა შენ ყოველთვის გამხდარი რატომ გეჩვენები ? გავუღიმე და ჩავეხუტე
_ჩემო პატარა. ისევ ისე მაკოცა შუბლზე როგორც ბავშვობაში.. _ცუდად ხარ დე ?
_ექიმთან ვიყავით მე და დათა..
_სანერვიულო არაფერი გაქვს, ორი წლის მერე მეყოლე შენც.
_იანა ძალიან მინდა შვილი, არ მინდა დათამ ოდესმე ინანოს ჩემი ცოლად მოყვანა.
_სისულელეს ლაპარაკობ. დათასი მეტად უნდა გჯეროდეს, ყველამ ვიცით, რომ შენს გარდა არავინ ჭირდება
_მადლობ დე..
იანასთან ყოფნამ ცოტა გამომიყვანა მდგომარეობიდან. ჩემი ბავშვობის ფოტოებს ვათვალიერებდით და ვიცინოდით. სანდროს და ცოტნეს დავურეკე, ანკა წამოიყვანეთ და ჩემთან გამოდით იანა კუბდარს გიცხობთთქო.
ყველა ერთად რომ დავინახე ის საღამო გამახსენდა დათამ ხელი რომ მთხოვა. უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა. თავი ვაიძულე ცუდზე არ მეფიქრა და კარებში შემოსულ დათას ჩავეხუტე.
მხიარული საღამო იყო. ყველა რაღაცას ვიხსენებდით. ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას ვგრძნობდი ყველასგან. უფალს კიდევ ერთხელ ვუხდიდი მადლობას ამხელა წყალობისთვის..
უკვე მეორედ ვიდექი ამ კაბინეტის წინ.. ისევ ისე მიჭერდა დათა ხელს და ისევ მეიმედებოდა.. ნახევარზე მეტი ვერ გავიგე, მხოლოდ ის მესმოდა რომ ყველაფერი კარგად იყო, უბრალოდ წამლების დალევა მჭირდებოდა ერთი თვის განმავლობაში..
ახლა ყველაზე მეტად მინდოდა ეკლესიაში მისვლა...ჩემში ნაგრძნობი უფლის წყალობა მგუდავდა, მიჭირდა ემოციების მოთოკვა.. მამა დიმიტრისთან მივედი.. ალბათ აქამდეც უნდა მეტქვა ყველაფერი რასაც ვგრძნობდი.. ისევ ისეთი დამშვიდებული წამოვედი იქიდან.. დათას მხარს ვეყრდნობოდი და ბედნიერი ვიღიმოდი..
ერთი თვის განმავლობაში ზუსტ დროს ვსვავსი წამლებს. ზუსტად ვიცავდი რეჟიმს და ვხვდებოდი როგორ ვუახლოვდებოდი ყოველდღიურად ჩემს ოცნებას.. ფინალური გამოცდები მეწყებოდა, დაღლილობიგან ფეხზე დგომის თავი არ მქონდა.. არადა ცოტნესთვის საჩუქარი არ მქონდა ნაყიდი. ანკას დავურეკე ერთად გავიდეთთქო. ანკას სამსახურთან რომ მივედი ისეთი სახით იდგა სერიოზულად შემეცოდა
_არ შეიძლება რომ ჩემი უფროი მოკვდეს ? არ მინდა ვინმეს სიკვდილი ჩემ კისერზე იყოს
_შვებულებას კიდე არ გაძლევს ?
_არა, სივები გავგზავნე სხვადასხვა კომპანიებში. ხელფასი მაინც მქონდეს ნორმალური
_2000 ლარი ერთი ადამიანისთვის არაა საკმარისი ანკა ?
_კაი ? ხომ ხედავ არ მყოფნის ხოლმე და თვის ბოლოს ისევ დედაჩემს ვთხოვ გამომიგზავნეთქო
_დანებების ნიშნად ხელები ავწიე და გავიცინე.. იმდენ ხანს ვიარეთ სავაჭრო ცენტრში, მეგონა ფეხებზე უშველებელი გირები დამკიდეს
_ კაბა უნდა ვიყიდო ახალი ხვალისთვის
_ანკა რამდენი ჩაუცმელი კაბა გაქვს შემახსენე
_არა რაღაც სხვა მინდა.
_სერიოზული შოპოჰოლიკი ხარ შენ
კიდევ ორ საათიანი სიარულის შემდეგ, როგორც იქნა გაგვიმართლა და კაბა იყიდა.. სახლში ისეთი დაღლილები მივედით, დივნამდე ძლივს მივაღწიე. დათას მოსვლა არ გამიგია. დილით საწოლში გამომეღვიძა.. ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო...
_ასე დაჟინებით რომ მიყურებ მეღვიძება
_200 ამოსუნთქვა დავითვალე, მერე დამეზარა
_ყავას გამიკეთებ ?
_თუ მაკოცებ დავფიქრდები
_ქრთამისტი ცოლი მყავს და დაისჯება..
მთელ ოთახში ჩვენი სიცილი ისმოდა...
^^^ ^^^^ ^^^^
_კარგი რა საყვარელო რა, რაზე ბრაზდები ვერ ვხვდები
_გვიან მოხვედი
_აქამდე გვიან არ მოვდიოდი, ძარღვები დაებერა დათას
_ასე გვიან არა, თავი დამანებე იანასთან ვრჩები დღეს
^^^ ^^^ ^^^^

_საყვარელო კარი გამიღე
ბუზღუნით მივედი კარამდე
_არ შეგეძლო გასარები წაგეღო ? ვიწექი და შენ გამო ავდექი
_რა გემართება ?
_რა უნდა მემართებოდეს ?
_არაფერი, ხელები შემომხვია და გამიღიმა
_ფუ დათა რა სუნი გაქვს ?
_შენი ნაჩუქარი სუნამოა
_გადააგდე, საზიზღარია
^^^ ^^^ ^^^
დილით ისევ თავბრუს ხვევამ გამაღვიძა.. უხასიათოდ წამოვდექი საწოლიდან.. სამზარეულოში შესულს დათა დამხვდა
_სამსახურში არ ხარ ?
_საუზმე მოგიმზადე
_მადლობ ძვირფასო, გამამხიარულა დათას საქციელმა. ლუკმა როგორც გადავყლაპე, ღებინების შეგრძნება დამეუფლა. ძლივს მივედი აბაზანამდე..
_სალი გამიღე კარი
_გთხოვ არ მინდა, ცუდად ვარ
_საყვარელო გამიღე გთხოვ
ისტერიულად ვიხეხავდი კბილებს და ცრელები ჩამომდიოდა.. დათა გაოცებული მიყურებდა. ერთი წუთით გავალო და სახლის კარი გაიხურა. ძალიან გავბრაზდი მარტო რომ დამტოვა. რამდენიმე წუთში ავერსის პარკით ხელში დაბრუნდა და ღიმილით გამომიწოდა.
_შენ ფიქრობ რომ...
_ვნახოთ, შუბლზე მაკოცა და ღიღინით გავიდა მისაღებში..
აკანკალებული ხელით ამოვიღე რამდენიმე ორსულობის ტესტი. რამდენჯერმე ყურადღებით გადავიკითხე ინსტრუქცია და შედეგს დაველოდე..
სამი გაწითლებული ტესტი მეჭირა ხელში. ცრემლიენი თვალებით გავედი და დათას წინ ავესვეტე
_საყვარელო...
_ორსულად ვარ. მთელი გული ამოვაყოლე ერთ წინადადებას
დათას ცრემლიანი თვალები მაგიჟებდა... ვთხოვე ეკლესიაში წავეყვანე..
ღვთისმშობლის ხატის წინ ვიდექი და სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი...ჩემში ნაგრძნობი უფლის რწმენა მაბედნიერებდა... მთელი არსებით ვგრძნობდი რას ნიშნავს უფლის წყალობა... თითოეული დღე მტკიოდა, როცა უფლისგან შორს ვიყავი. გამუდმებით ვინანიებდი ჩემ საქციელს. ყოველი დღე ლოცვით იწყებოდა.. ოცნებები ხდებოდა. დათას გაბერილი მუცლით ველოდებოდი სახლში.. აღარ ვხედავდი მის სევდიან თვალებს, ეს იყო ნამდვილი ბედნიერება.
^^^ ^^ ^^^
_მა ჩუმად თორე დედიკოს გავაღვიძებთ, ჩუმად ეჩურჩულებოდა პატარა გოგოს და ნელა არწევდა...

გჯეროდეთ უფლის, გწამდეთ სასწაულის და უბრალოდ იყავით ბედნიერები..

დასასრული

ჩემო ძვირფასებო,აღარ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ! სავსე ვარ თქვენი სითბოთი და სიყვარულით.. მართალია გეგმაში არ მქონია გაგრძელების დაწერა, მაგრამ არ მინდოდა თქვენი თხოვნა უყურადღებოდ დამეტოვებინა..
ყველას ვერ გპასუხობთ ხოლმე მესიჯზე და გთხოვთ, ნუ იფიქრებთ , რომ უყურადღებო ვარ.. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ამხელა სითბოსთვის ! ძალიან მიყვარხართ !
იმედი მაქვს ისიამოვნებთ და გამიზიარებთ აზრს..
შეგიძლიათ ფეისბუქში დამიმატოთ როგორც
Sallollo Sallollo



№1  offline მოდერი წითური გოგონა

მოთხრობა არ წამიკითხავს, მაგრამ სათაურში აღმოვაჩინე შეცდომა.
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№2 სტუმარი krinkrin

მე თუ მკითხავ საერთოდ არ სჭირდებოდა ამ ისტორიას გაგრძელება. გაუბრალოვდა რაღაცნაირად. თუმცა, ცუდი არ იყო

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

გამიხარდა რომ გააგრძელე, წინა ნაწილი ისე ჩავამთავრე, რომ რაღაც მაკლდა...ამით კიდევ შეავსე.

 


№4  offline მოდერი Nude

ძალიან, ძალიან კარგი იყო. მესიამოვნა და გამახარა ბოლო დონემდე ♥ ყოჩაღ!
--------------------
bailey

 


№5  offline წევრი BadBadgirl ^^

წითური გოგონა
მოთხრობა არ წამიკითხავს, მაგრამ სათაურში აღმოვაჩინე შეცდომა.

Au shen ra agresiulixar, rac ki rame istoria gavxseni kvelgan negatiuri komentarebigecera

Ux kargi iko ! Dzalian meesiamovna !! ❤❤

 


№6 სტუმარი dina

ძალიან საინტერესო იყო ორივე ნაწილი.წყალივით წასაკითხი.❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent