გაიზრდები და მიხვდები...(სრულად)
პირველად მისი სახელი 10 წლისამ გავიგე - ნუცა... ალექსანდრესთან ერთად ვთამაშობდი ეზოში ფეხბურთს, როდესაც ბიძამისმა მოაკითხა და საავამდყოფოში წაიყვანა. ყველა იძახდა ულამაზესი გოგოაო... მე? მე არ ვიცოდი როგორი იყო, ნანახი არ მყავდა. ისე კი მაინტერესებდა რა იყო ასეთი ყველა აღფრთოვანებული რომ იყო. ყველას მასზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. ალექსანდრეც კი მასზე მელაპარაკებოდა ხოლმე. -ჩემმა დაიკომ პირველი სიტყვა თქვაო, ჩემმა დაიკომ სიარული ისწავლაო... - იმდენ რამეს მიყვებოდა მასზე, რომ ფაქტიურად დაბადების საათიდან არ მოვშორებივარ. გონებაში მისი ჩემებური პორტრეტიც კი დახატული მყავდა. რამდენჯერმე ვთხოვე კიდეც, როდესაც სათამაშოდ ჩამოვიდოდა დაც ჩამოეყვანა, თუმცა ასე ამბობდა დედაჩემს ეშინია მისი მარტო გამოშვებაო. და მაინც ვინ იყო ნუცა? ჩემი საუკეთესო ძმაკაცის პატარა და... მაშინ მეც 10 წლის ვიყავი, ის კი სამყაროს რამდენიმე წუთის მოვლენილი იყო... -ხვალ დაბადებისდღეს ვიხდი სახლში, ხომ მოხვალ? - მკითხა ალექსანდრემ, ლექსოს ვეძახდი, და ჩემს პასუხს დაელოდა. -კი, აუცილებლად... - ვუპასუხე იმ იმედით, რომ ხვალ მაინც მეღირსებოდა იდუმალი გოგონას ხილვა. ლექსომ რატი და თემო დაპატიჟა კიდევ. არ იყო მაინცდამაინც მდიდარი და მის ოჯახს უჭირდა ზედმეტი ხარჯების დაფარვა. გამიკვირდა კიდეც ამდენი ხნის შემდეგ რომ იხდიდა. მალევე საქმე მოვიმიზეზე და საჩუქრის ასარჩევად წავედი. რა საჩუქარს ვიყიდდი 13 წლის ბავშვი? ახალი გამოსული თამაშის დისკი ვიყიდე რომ კომპიუტერზე გვეთამაშა ერთად და კმაყოფილი დავბრუნდი სახლში. მთელი ღამე ვერ დავიძინე... ნუცას ნახვას არაამქვეყნიურად წარმოვიდგენდი... შევიდოდი სახლში და ირგვლივ სიჩუმე იქნებოდა. შემდეგ კი მის ვარდისფერ ოთახში შევიდოდი სადაც სათამაშო ბარბის კაბის ჩაცმით იქნებოდა დაკავებული. ინტერესიანი თვალებით ამომხედავდა და როდესაც ვერ მიცნობდა ჭოჭინით ოთახის სხვა მხარეს გაგორდებოდა... ან იქნებ ჩემი მისვლისას ეძინებოდა... ფაფუკ საწოლში იქნებოდა ტკბილად ჩაძინებული და ხავერდოვანი კულულები ლამაზად ექნებოდა დაწყობილი... მოკლედ მთელი ღამე ასეთ ფიქრებში გავატარე. მეორე დღეს კი საჩუქარი მოვიმარჯვე და ლექსოს სახლისკენ გავემართე. ორივე კერძო სახლში ვცხოვრობდით, ერთმანეთის პირდაპირ. -შემო - კარი თმააჩეჩილმა ლექსომ გამიღო. -გილოცავ! - მივულოცე და საჩუქარი გავუწოდე. -ვინაა??? - დერეფანში სირბილით შემოვარდა პატარა გოგონა და ინტერესით ამათვალიერა. -ნუცა, ოთახში შედი გაცივდები! - უთხრა მკაცრად. ესაა ნუცა? კი მაგრამ... სულ სხვანაირად წარმომედგინა მისი ნახვა. მე მას მდუმარე ანგელოზად ვხატავდი, სინამდვილეში კი ტიტინა გოგო ყოფილა. -მეც მინდა აქ ყოფნა! - დოინჯი შემოირტყა და ტუჩები დაბრიცა. -მოგხვდება ახლა! - გააფრთხილა წარბშეკრულმა. -დედაა!!! - დაიძახა და ისევ უკან გავარდა. ალექსანდრემ უკმაყოფილოდ ამოიოხრა და ისევ მე შემომხედა. -წამო ჩემს ოთახში, თორემ არ მოგვასვენებს - მითხრა და სასწრაფოდ შიგნით შემიყვანა. თემო და რატი უკვე მოსულები იყვნენ. ახალი თამაში ჩავრთეთ და ყველა მის სათამაშოდ დავსხედით. „ჰმმ... ნუცა“ ისევ თავში გამიელვა მისმა სახელმა. სწორედ ამ დროს კარზე კაკუნი იყო და ოთახში ლექსოს დედა შემოვიდა ნუცათი ხელში. -ლექსო, მე გავდივარ, საღამოს მოვალ. ნუცა აქ იყოს ყურადღება მიაქციეთ - გვითხრა და გოგონა პირდაპირ მე ჩამისვა კალთაში. გაოცებულმა ავხედე და შემდეგ ნუცას ხელი მოვკიდე რომ არ გადავარდნილიყო. -კაი - უპასუხა ლექსომ დაუდევრად. -დედიკო, შოკოლადები წამომიღე - უთხრა საქმიანად. -ხომ ჭამე უკვე?! - წარბი ასწია და დოინჯი შემოირტყა. -კიდე რაა... გთხოვვ... - ორი თითი ყელზე მიიბჯინა და ტუჩები დაბრიცა. ამის დანახვაზე გაღიმებული ნანა დეიდა ოთახიდან გავიდა და კარი მოხურა. დასევდიანებული დაჯდა ჩემს კალაში და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა. -მოგიტანს - ვუთხარი დარწმუნებულმა. ეს ვუთხარი თუ არა მაშინვე თავისი დიდი თვალები მომანათა. აი ახლა კი მომაჯადოვა. ძალიან ღია, თითქმის გამჭვირვალე თვალები ჰქონდა და ქერა აჩეჩილი კულულები. თვალებზე ჯერ კიდევ გადაჰკვროდა ცრემლის თხელი ფენა. -შენ რა გქვია? - მკითხა სრულიად გამართულად. ეს პატარა გოგონა სრულიად არ ჰგავდა ჩემი წარმოდგენების ნუცას, თუმცა შეიძლება მას სჯობდა კიდეც... -ბექა - ვუპასუხე გაკვირვებულმა. -მე ნუცა - მითხრა პრანჭვით და გამიცინა. -ნუცა ჩუუ! - გამოიხედა უკმაყოფილო ალექსანდრემ - ბექუშ მოდი რა ვითამაშოთ - მითხრა ახლა მე. -მომბეზრდა უკვე სისულელე ყოფილა - ხელი ჩავიქნიე უკმაყოფილოდ. ერთხელ გაკვირვებულმა შემომხედა და შემდეგ რატისთან და თემოსთან ერთად განაგრძო თამაში. მე ჯერ კიდევ ნუცას ყურებით ვიყავი გართული. თავისი პატარა თითებით ჩემს მაისურს ჩაბღუჯვოდა და ეთამაშებოდა. მერე მეც ვეთამაშე. საღამოსკენ შევატყვე რომ ეძინებოდა. -ნუცა ძილის დროა - ფეხზე წამოდგა ლექსო და ნუცა ხელში აიყვანა. -აუ არ მინდა ძილი.. - ტუჩები დაბრიცა უკმაყოფილოდ. -საჭიროა - უპასუხა მობეზრებულად და თავის ოთახში გაიყვანა... ......5 წლის შემდეგ...... უკვე 18 წლის ვიყავი. ბავშვობიდან დიდი ხნის წინ გამოვედი მას შემდეგ რაც გოგოებს დავადგი თვალი. სკოლაში არ ვსწავლობდი, მასწავლებლები ჭკუიდან გადამყავდა და შეყვარებულებს ერთმანეთის მიყოლებით ვიცვლიდი... უდარდელად ვცხოვრობდი, მშობლების ფულით განებივრებული. საღამოობით ლექსოსთან და რატისთან ერთად კლუბში ვერთობოდი. ხანდახან თემოც გამოგვივლიდა, თუმცა ის ბეჯითად სწავლობდა და ჩვენთვის დრო იშვიათად ჰქონდა. ნუცაზე აღარც ვფიქრობდი. ლექსოც უფრო და უფრო იშვიათად ახსენებდა ხოლმე მას ჩემთან, თუმცა დალაგებული ცხოვრება 5 წლის შემდგომმა შეხვედრამ სრულიად არია... მშობლებთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში უნდა წავსულიყავი, ამიტომ წინა დღით ჩემს საუკეთესო ძმაკაცთან - ლექსოსთან ერთად დრო უნდა გამეტარებინა. სხვანაირად არც გამოვიდოდა, რადგან მეც არ ვიცოდი როდის მოვახერხებდი მეორედ ჩამოსვლას. რა თქმა უნდა იქ სამუდამოდ არ მივდიოდი, ეს ყველაფერი დროებითი იყო, თუმცა აქაური ცხოვრება მომენატრებოდა... -გაიღვიძე და ჩამო უბანში - დილის 9 საათზე გავაღვიძე ლექსო და ხმამაღლა ჩავყვირე რომ გამომეფხიზლებინა. -რა ჯანდაბა გინდა - ამოიბუზღუნა ნამძინარევი ხმით. -დღეს უნდა ვიგულაოთ ხო იცი - გავახსენე ჩვენი გეგმები. -კლუბში დილის 10 საათზე აპირებ მისვლას? - მკითხა უკმაყოფილოდ. -კაი აბა რა გავაკეთოთ? -მერავი... მეძინა და გამაღვიძე.. -კაი რა შინაბერა ქალივით წუწუნებ, მოიფიქრე რამე - ბუზღუნი გავაწყვეტინე და სახლში წინ და უკან ბოდიალი დავიწყე. -მარტო თუ ხარ შენთან შევიკრიბოთ - მითხრა თავისი იდეით კმაყოფილმა. -კაი, შუადღისკენ გელოდები მაშინ და რატი და თემოც გამოიყვანე. იმ ჩმორს კიდე უთხარი რო გაკვეთილების სწავლით ვერ დამემშვიდობება და ყველა ვარიანტში უნდა მოვიდეს - დავარიგე და ტელეფონი გავთიშე. რა მეკეთებინა შუადღემდე? ლიკას ნომერი ავკრიფე და მის პასუხს დაველოდე. -ალო - მისი ხმა ერთ წამში გაჟღერდა. -ლიკუნ ჩემთან არ გამოხვალ პატარა? - ვკითხე მაცდუნებელი ხმით. -არაა პრობლემა, როდის? - მიპასუხა გახარებულმა. -რაც მალე მით უკეთესი -კარგი მოვდივაარ! - თქვა ბედნიერად. -კაი, გელოდები... - ვუპასუხე და გავუთიშე. ესეც ჩემი მორიგი შეყვარებულია. ნახევარ საათში კარზე ზარი გაისმა... გავაღე, ლიკა შემოვატარე და მაშინვე კარზე ავაკარი. -ხომ გითხარი, რომ წითელ პომადას ნუ ისვამთქო - ჩავჩურჩულე ყურში ვნებამორეულმა და იქვე ვაკოცე. ხმა არ ამოუღია. აღელვებული გაშეშებულიყო ერთ ადგილას და აჩეჩილი კაბის გასწორებას ცდილობდა. ტუჩებზე მოუთმენლად დავეწაფე და ხელები მაისურის ქვეშ შევუცურე, შემდეგ წელზე შემოვისვი და ჩემს ოთახში ავედი. საწოლზე დავაწვინე, მაისური და ლიფი ერთ ხელის მოსმით გავაძრე და სავსე მკერდი დავუკოცნე. გონებაწართმეულმა რამდენჯერმე ამოიკვნესა, თმებზე მომქაჩა და ტუჩებში მაკოცა. ამაზე უფრო გავხელდი, მაშინვე გავხადე ქვედა საცვალი და უხეშად დავიწყე მის ტანზე ხელების სრიალი. სექსი არც ისე დიდხანს გაგვიგრძელდა. ვიცოდი რომ მალე ბიჭები მოვიდოდნენ, ამიტომ თავი მალევე მივანებე და ბალიშზე გადავწექი. -მიყვარხარ... - ჩამჩურჩულა ყურში და იქვე მსუბუქად მაკოცა. არაფერი მიპასუხია, ანდაც რა უნდა მეპასუხა? არ მიყვარდა, უბრალოდ მევასებოდა. სიყვარულიც ასე ავუხსენი - ვუთხარი მაგრად მევასები და მინდა ჩემი შეყვარებული იყოთქო. უამრავი შეყვარებული მყოლია, თუმცა სიტყვა „მიყვარხარ“ არავისთვის არ მითქვამს. მხოლოდ მევასებით ან მომწონხარით შემოვიფარგლები ხოლმე. ისედაც იკერებიან და მე რა მენაღვლება. უბრალოდ მიუხედავად ჩემი მექალთანეობისა ეს სიტყვა მაინც სხვა რამეს ნიშნავს ჩემთვის. მას მხოლოდ იმას ვეტყვი ვინც მართლა შემიყვარდება და ვინც ჩემი ცოლი და შვილების დედა გახდება... -მალე მოვალ, ჩაიცვი - ვუპასუხე ცოტა გულგრილად და ფეხზე წამოვდექი. შხაპი გადავივლე და პირსახოცშემოხვეული გამოვედი ოთახში. ლიკა ნახევრად-ჩაცმული იყო. ჩემს დანახვაზე დამფრთხალი კატასავით გაშეშდა, თუმცა მე ყურადღება არ მიმიქცევია. მალევე ჩავიცვი ტანზე და კართან მივედი. -მალე ჩემი ძმაკაცები მოვლენ და საქმე მაქვს, დღეს მეტი აღარ მცალია - ვუთხარი შედარებით რბილი ტონით, თორემ მერე მისი შემორიგების თავი აღარ მქონდა. -მომენატრები, ხომ ხშირად დამირეკავ? - მკითხა კართან მდგომმა მოწყენილად. -კი, დაგირეკავ - ვუთხარი უპრობლემოდ. -თავს გაუფრთხილდი, იცოდე მე შენ სულ დაგელოდები - მითხრა იმედიანად. -არაა საჭირო... -მიყვარხაარ! - მომაძახა და გზას გაუდგა... დღესაც ასეთი დაწყება უნდა. მალე ბიჭებიც მოვიდნენ სასმელით ხელში. ტელევიზორში მატჩი ჩავრთეთ და ყურება დავიწყეთ. უკვე მოსაღამოვებული იყო და კლუბში წასვლას ვაპირებდით, როდესაც ლექსოს ვიღაცამ დაურეკა. -ხო ნუც... - უპასუხა ტელეფონს. -აუუ... მალე არ მოვლენ? -სინათლეები დატოვე ოთახებში... -კაი მიდი რა, რისი გეშინია... -კარგი, მოვდივარ... - უპასუხა ბოლოს და ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა. -ბიჭებო, უჩემოდ წადით - გამოგვხედა უკმაყოფილოდ. -რა ხდება? - ვკითხე გაკვირვებულმა. -ნუცა სახლში მარტოა და მეშინიაო... -ააა... -წადით თქვენ და ბედნიერი მგზავრობა ბრატ... ხვალაც გნახავ აეროპორტში მერე - გადამეხვია და კარისკენ დააპირა წასვლა. -ნუცა აქ გადმოიყვანე, ნუ წავალთ კლუბში. ისე გავერთოთ - უეცრად ეს იდეა მომივიდა თავში და იმედიანად შევხედე. -მერე კლუბში წასვლა არ გინდათ? - გვკითხა გაკვირვებულმა. -კი გვინდა, მაგრამ უშენოდაც არ გვინდა. მიდი მალე გელოდებით - უთხრა რატიმ. -კაი, მალე მოვალ - გვიპასუხა ენერგიულად და სახლიდან გავიდა. ახლა ნუცას გადმოიყვანს... ალბათ ოთახში ენერგიულად შემოხტება, შემდეგ კი კალთაში ჩავისვავ და ისევ ჩემს მაისურზე თამაშით გავართობ. ნეტავ ისევ აჩეჩილი კულულები ექნება? რამდენიმე წუთში კარზე ზარი გაისმა... კარი გავაღე და ნუცას ძებნა დავიწყე თვალებით. ძმის უკან მორიდებულად ატუზულიყო და ხელი მის თითზე ჩაებღაუჭებინა. როგორც პირველად, ისევ ისე გამაოცა... ისევ სრულიად საპირისპირო ნუცა ვნახე. კულულები აღარ ჰქონდა. გრძელი სწორი ქერა თმები წელამდე ჰქონდა გაზრდილი. თეთრი ზედა და ჯინსის შარვალი ეცვა. თვალები მოლურჯო-მომწვანო ჰქონდა. ლამაზი წარბებიდან გაურკვეველი მზერით მომჩერებოდა. -ძლივს დავითანხმე წამოსვლაზე, ერიდებოდა - სიცილით თქვა ლექსომ და სახლში შემოვიდა, თან ნუცა შემოიყვანა, სავარძელში დაჯდა და კალთაში ჩაისვა. გოგონას ხმა არ ამოუღია. მან რაღაც უჩურჩულა ყურში და შემდეგ ისევ მე გამომხედა დიდი ლამაზი თვალებით. -ნუც, არ გახსოვს ბექა? - ჰკითხა ღიმილით და თმებზე წაეთამაშა. მან უხმოდ გააქნია თავი უარყოფის ნიშნად და უხერხულად შეიშმუშნა. -არაუშავს, გამიხსენებს - ვუთხარი თავდაჯერებულად. როგორ გალამაზებულა. პატარა ანგელოზი იყო... -კაი, მიდი ტელევიზორს ხმა აუწიე. ეს ჩემისები ხო ვერასდროს ვერ იგებენ რა! - სიცილით თქვა და კომფორტულად მოთავსდა. ნუცას თავი ალექსანდრეს კისერში ჰქონდა ჩარგული, წვრილი ხელები კი მის კისერზე შემოეწყო. მგონი ეძინა... თვალს ვერ ვაშორებდი. ასეთი ნაზი არსება არასდროს მენახა. ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა... მაშინაც ასე მომნუსხა. სხვაგან გახედვას ვერ ვახერხებდი. -ბექუშ, ამას ძინავს და სადმე დავაწვინოთ რა - მითხრა რამდენიმე საათში ლექსომ და დის ხელები ფრთხილად მოიშორა კისრიდან. -მომე, დავაწვენ - ვუპასუხე და მისკენ გავემართე. -ჰა - ხელებში მომაწოდა სიფრიფანა სხეული და შემდეგ ბოთლიდან ლუდი მოსვა - უჰჰ... ძლივს არ ამოვისუნთქე... -მალე მოვალ - ვთქვი ყველას გასაგონად და მეორე სართულზე ავედი. ჩემს ოთახში შევედი, საწოლზე ფრთხილად დავაწვინე და საბანი გადავაფარე. არასდროს მიცდია რამეს ნაზად მოვპყრობოდი და ამიტომ ახლა ძალიან მიჭირდა, თუმცა ყველანაირად ვცდილობდი არ გამეღვიძებინა. -შენ რა გქვია? - მკითხა ნაზი ხმით. მაინც გამიღვიძებია... -ბექა - ვუპასუხე ისევ ისე, როგორც ადრე... -მე ნუცა - მიპასუხა და დაამთქნარა. -დაიძინე ახლა -არ წახვიდე რა... - მითხრა და პატარა ხელი ხელზე დამადო. აბრეშუმივით ნაზი კანი ჰქონდა. -უნდა წავიდე - ვუპასუხე ყოყმანით. -მეშინია. დარჩი სანამ დავიძინებ - მითხრა მორიდებულად. მისთვის უარის თქმა ვეღარ შევძელი. რაღაცით მიმორჩილებდა ეს პატარა გოგონა. -კარგი - ვთქვი და მეორე მხრიდან წამოვწექი საწოლზე. რა უნდა მექნა? უნდა ჩავხუტებოდი? ამის მოფიქრებაც ვერ მოვასწარი ისე მომიჩოჩდა და ხელები წელზე მომხვია, თავი კი მკერდზე დამადო და კომფორტულად მოკალათდა. -ზღაპარს მომიყვები? - მკითხა თავის აუწევლად. -ზღაპრები რომ არ ვიცი? შენ მომიყევი - ვუპასუხე დაუყოვნებლად. -მე მეზარება - თქვა უდარდელად და გამეცინა. მგონი მასაც ჩაეღიმა. -ნუცა, მართლა არ გახსოვარ? - ვკითხე ინტერესით და იმ იმედით, რომ ბუნდოვნად მაინც ვახსოვდი. არ ვიცი რატომ იყო ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი, მაგრამ უბრალოდ მინდოდა რომ ამ მომენტში მისთვის სრულიად უცხო არ ვყოფილიყავი. -სულ სულ ცოტა კი - მიპასუხა გულუბრყვილოდ და უზომოდ გამიხარდა. -ჩემი გოგო ხარ - ვუთხარი გაუცნობიერებლად. შემთხვევით წამომცდა, თუმცა არ მინანია. თითქოს დიდი ხნის საწადელს მივაღწიეო... -მე დედიკოს და მამიკოს გოგო ვარ - მიპასუხა მაშინვე. -მალე ჩემი გოგო გახდები - ვუთხარი თბილად და თმებზე წავეთამაშე. -ეგ რას ნიშნავს? - მკითხა ინტერესით. -გაიზრდები და მიხვდები... - ვუპასუხე მოკლედ და ამით საუბარი დავამთავრე. აღარც თვითონ უკითხავს რამე. ალბათ ძალიან ეძინებოდა... კიდევ ნახევარ საათს ვიწექი მის გვერდზე და თმებზე ვეთამაშებოდი. მის კანს ვარდის სურნელი ასდიოდა... გამაგრილებელი, ტკბილი და მათრობელაც კი. ასეთი ზემოქმედების ქვეშ პირველად ვიყავი. არ ვიცი ამას რა ერქვა, მაგრამ ყველასგან განსხვავებული რომ იყო უკვე ვიცოდი... მეორე დღეს ამერიკაში გავემგზავრე. რამდენჯერმე დავაპირე ლიკასთვის დარეკვა, თუმცა იმდენჯერვე გადავიფიქრე. ნუცას თავიდან ვერ ვიგდებდი. იმ ნაზ გოგოს, რომელსაც „სულ სულ ცოტა“ ვახსოვდი და შემდეგ შეხვედრაზეც აუცილებლად ვემახსოვრებოდი... ................. ამერიკაში ვეღარ ვძლებდი. ფეისბუქში ლექსოს დადებულ ნუცას სურათებს ყოველდღე მილიონჯერ ვათვალიერებდი. ვხედავდი როგორ ყალიბდებოდა მასში ქალი. ყოველ ახალ სურათში უფრო ლამაზი და მომაჯადოვებელი იყო. მასზე ფიქრი უკვე მაგიჟებდა. სულ ქერა, ცისფერთვალება გოგოებს დავეძებდი ამერიკაში რომ რომელიმეში ნუცა ამომეცნო, თუმცა აზრი არ ჰქონდა... ყველა ორ დღეში მბეზრდებოდა... ჩემდასაუბედუროდ ნუცას სურათებიც უფრო და უფრო იშვიათად იდებოდა ლექსოს ფეისბუქზე. ბოლო სურათში ალბათ 13-14 წლის იქნებოდა. ამერიკაში ჩემი გეგმები სხვანაირად წავიდა. ფიქრების გაფანტვის მიზნით სწავლა დავიწყე და წარმატებას მივაღწიე. ტურისტული სააგენტო გახსენი და საკმაოდ ცნობილ კომპანიად გადავაქციე. ჩემი ამერიკაში წასვლიდან უკვე მერვე წელი სრულდებოდა. მე 26 წლის ვიყავი, ნუცა კი 16-ის იქნებოდა... ბოლოს მისი სურათი ორი წლის წინ ვნახე, შემდეგ კი ლექსომ ფეისბუქი გააუქმა. მას სკაიპით ვეკონტაქტებოდი და სულ ნუცაზე ვეკითხებოდი. საბედნიეროდ მისი უკანასკნელი სურათი მობილურში მქონდა შენახული და ფონად დაყენებული. ყოველდღე ათასჯერ ვხედავდი მის ულამაზეს ღიმილს... ყველა შეყვარებული მეკითხებოდა ხოლმე ვინაა ეს გოგოო, მე კიდევ ვეუბნებოდი ჩემი გულიათქო. ალბათ ჩემი და ეგონათ, რადგან თავს აქნევდნენ და ისევ ჩემს ალერსს განაგრძობდნენ. სინამდვილეში ნუცას ტუჩების კოცნა მინდოდა. მინდოდა მენახა ორ წელში რამდენად იყო შეცვლილი... იქნებ ვერც კი მეცნო... ან ისევ ასეთი საყვარელი და ბავშვური დარჩენილიყო... გულაჩქარებულმა ავიღე აეროპორტის ბილეთი და პირველი კლასით გამოვფრინდი საქართველოში. გზაში ეჭვიანობაც კი დაივიწყე... იქნებ მას უკვე ყავდა შეყვარებული? ან იქნებ ვინმემ გული ატკინა? მე ხომ იქ არ ვიყავი მის დასაცავად. ზაფხულის არდადეგები იყო და დასასველებლად ბათუმში მივდიოდით, მეც პირდაპირ იქ უნდა ჩავფრენილიყავი და ბავშვებს სასტუმროში შევხვედროდი. ალექსანდრეს უკვე ცოლი ჰყავდა, ნათია ერქვა. რატი და თემოც მოდიოდნენ... და, რაც მთავარია ნუცაც მოდიოდა... არ ვიცი რატომ, როგორც ვიცოდი აქ მეგობარიც არ ყავდა. მაშინ რა უნდოდა ბათუმში? იქნებ ჩემი ნახვა უნდოდა და ჩემს გამოცანაზე პასუხი იცოდა? დარწმუნებული ვიყავი ეცოდინებოდა. რა თქმა უნდა... ალბათ ყველა ბიჭი მასზე გიჟდებოდა... მთელი გზა ამ ფიქრებით მქონდა ამოჭედილი ტვინი. აეროპორტიდან აჩქარებული გამოვედი და ტაქსისტს სასტუმროს მისამართი ვუკარნახე. დანიშნულების ადგილას რამდენიმე წუთში ვიყავი. აღელვებულმა შევაღე სასტუმროს კარი და ჩემს ოთახში დავბინავდი, შემდეგ კი ტელეფონი ავიღე და ლექსოს დავურეკე. -სად ხართ? ჩამოხვედით უკვე? - ვკითხე როდესაც მიპასუხა. -ჩამოვედით კი არა, უკვე პლაჟზე ვართ. სასტუმროს წინ გამო და გვიპოვი... იმედია - დაამატა ბოლოს სიცილით. -კაი, მოვდივარ - ვუპასუხე და ტელეფონი ჯიბეში ჩავიცურე. პირსახოცი ავიღე და მათ სანახავად წავედი. შორიდან მომესმა როგორ მეძახდნენ ნაცნობი ხმები. მათკენ გავიხედე და ძმაკაცების დანახვაზე გახარებული წავედი მათკენ. -რას შვები. მოგვენატრე დაკარგულო! - სამივე გადამეხვია და კინაღამ დამახრჩეს. -მეც ძაან მომენატრეთ. - ვთქვი ბედნიერმა. -ბექუშ, გაიცანი ესაა ჩემი ცოლი ნათია - მითხრა და სასიამოვნო გარეგნობის გოგოზე მანიშნა. სასიამოვნოათქო ვუთხარი და თვალებით ნუცას ძებნა დავიწყე. - ნუცა ზღვაშია - მითხრა ლექსომ თითქოს ფიქრებს მიმიხვდაო. -აა, ხო... - ვუპასუხე დაბნეულმა. -გამო ერთწამს, რაღაც უნდა გითხრა - მითხრა ლექსომ. -რა ხდება? - ვკითხე ინტერესით. -ბიჭო, გოგო გიყვარს და მე არ მეუბნები ხო. არ მეგონა ეგეთი ძმაკაცები თუ ვიყავით - მითხრა სიცილით და მხარზე ხელი დამიტყაპუნა. -ვინ მიყვარს შე*ემა, რა დალიე ასეთი - ვუთხარი არეულ-დარეულმა. -რა დავლიე კი არა. ვხვდები რო ნუცა გიყვარს და აღიარე ახლა - თქვა ხუმრობით. -საიდან მოიტანე - არ დავნებდი და ისევ კითხვების დასმა განვაგრძე. -ამის მერე ძმაკაცი ხარ? - მკითხა ოდნავ დაწყენმა. -კარგი ხო. მიყვარს... - ძლივს გამოვუტყდი და ჩემთვის უცხო სიტყვა წარმოვთქვი... პირველად ვთქვი სიტყვა „მიყვარხარ“... რაღაცნაირი გრძნობა იყო. თითქოს იმან უფრო გამაბედნიერა ეს რომ ვთქვი და კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა. -არ ინერვიულო, ბიჭებისთვის არ გამიკარებია - მითხრა სერიოზულად, შემდეგ კი მომშორდა და დანარჩენებს შეუერთდა. არ მეგონა ასე პირიქით თუ მოხდებოდა ეს ყველაფერი, თუმცა მთავარი ის იყო, რომ ლექსო არ იყო ამის წინააღმდეგი. ღრმად ამოვისუნთქე და სანაპიროსკენ გავემართე. სწორედ იმ დროს გამოდიოდა ზღვიდან ნუცა. რა ლამაზი იყო!.. ნამდვილი ქალღმერთი... იდეალური ტანი ჰქონდა, თეთრი კანი ოდნავ გარუჯვოდა. გრძელი თმები კი ისევ წელამდე ჰქონდა... ერთ ადგილას გავშეშდი. ჩემს წინ უკვე ჩამოყალიბებული ქალი იდგა. შორიდან მომკრა თვალი და ისიც ერთ ადგილას გახევდა. არ ვიცი რატომ... ალბათ გაუკვირდა ასე დაჟინებით რომ ვუყურებდი... დაბნეულმა განაგრძო გზა და ლექსოსთან მივიდა. რამდენიმე წამში მეც მათ გვერდით გავჩნდი. -ნუც, ბექა გახსოვს? - ჰკითხა კარგ ხასიათზე მყოფმა ლექსომ. -ჰო... - უპასუხა თითქმის ჩურჩულით და შეშინებულმა შემომხედა. -არ ჩამეხუტები? - ვკითხე ღიმილით. მორიდებულად მომიახლოვდა. ხელები მოვხვიე და გულში ჩავიკარი. ჩემზე ერთი თავით იყო დაბალი. გული უსწრაფესად უცემდა. კანი ისევ ისეთი ხავერდოვანი ჰქონდა როგორც ადრე. ხელი მოვკიდე და ვიგრძენი როგორ გააჟრჟოლა. მისი ვარდის სურნელი მეცა და ძველი მოგონებები ამომიტივტივდა. საუბედუროდ ხელებიდან მალე დამისხლტა. ლექსო დაკვირვებით გვიყურებდა ორივეს, ნათიაც მისნაირად იქცეოდა, რატი და თემო კი ცოტა გაკვირვებულები იყვნენ. ალბათ ლექსოს თავისი აზრები მხოლოდ ცოლისთვის ჰქონდა განდობილი. -ნუც, ერთწამს გამომყევი რა - ფეხზე წამოდგა ნათია. ნუცა უხმოდ წამოდგა და გაყვა, მე კიდევ დებილივით გავაყოლე თვალი. -აბა დაგიარა ჟრუანელმა? - ახარხარდა ლექსო. -მოგხვდება ახლა შენ! - ვუთხარი მოჩვენებითი სიმკაცრით. -რა ჟრუანტელი - თავი წამოყო კიდევ უფრო გაკვირვებულმა რატიმ. -ჟრუანტელის დავლა დაგეწყო და ჩვენ გვიმალავ ბიჭო? ვინაა თქვი ჰე... - თქვა თემომ. -ვინაა და ეს 16 წლის ქალბატონი - თავი გააქნია ლექსომ და ეშმაკურად გამომხედა. -ეუჰჰ... - ამოიგმინა თემომ. -გვეღადავებით ხო - გაეცინა რატის. საპასუხოდ საწყლად ამოვიოხრე და თავი ხელებში ჩავრგე. -ნამეტანი რთულადაა საქმე - დასერიოზულდა რატი. -ვინმე მოსწონს ან უყვარს? - ვიკითხე შიშით და გულში მჭრელი ტკივილი ვიგრძენი. -მგონი არა - მითხრა ლექსომ და ერთიანად მოვეშვი. -აუ გაიხარე რა, ძმა ხარ - შვებით ამოვისუნთქე. -რას აპირებ? - მკითხა თემომ ინტერესით. -არ ვიცი, აზრზე არ ვარ... ჯერ რამდენიმე დღე უნდა დავაკვირდე როგორ მომექცევა -როგორ უნდა მოგექცეს შე*ემა - ახარხარდა რატი. -წადი თავზე დაი*ვი რა - ვუპასუხე ნერვებმოშლილმა. -შენ მგონი ქალები დაგაკლდა ხოიცი. დღეს ყველა მივდივართ კლუბში - წამოიძახა თემომ. -ცოლიანის გარდა - სიცილით თქვა რატიმ. -და შეყვარებულის გარდა - დავამატე ხუმრობით. -ეე, აბა ჩვენ გოგოების მაჩალკა ვართ შე*ემა? -არ ვარ მაგის ხასიათზე - მოკლედ მოვუჭერი. - აუ ესენიც კიდე სად წავიდნენ რა! - ამოვიოხრე ნერვებმოშლილმა. -ოჰჰ! სატრფო დააკლდა თვალთახედვის არიდან და უკვე გაღიზიანებულია. ნეტა იმდენი ხანი ამერიკაში რამ გაგაძლებინა - აროხროხდა რატი. -წავალ დავისვენებ მე... - ფეხზე წამოვდექი და სასტუმროსკენ წავედი. ლიფტში ნათიადა ნუცა შემხვდნენ. ნუცამ დამფრთხალმა ამარიდა თავი და აჩქარებული ნაბიჯით გამეცალა. „ნეტა რა სჭირს..“ გავიფიქრე გაკვირვებულმა. საწოლზე წამოვწექი და სახეზე ხელები მოვისვი. ზედმეტად გადაღლილი ვიყავი. ალბათ მიხვდა და ახლა ერიდება... მაგრამ ნუთუ იმ პატარა გოგომ ასე გარკვევით და ზუსტად დაიმახსოვრა ჩემი სიტყვები და თან დაიჯერა და ამდენი წლის განმავლობაში ახსოვდა... ეს ზედმეტად არარეალურად ჟღერდა, მაგრამ სხვა მიზეზი არ გამაჩნდა მისი ჩემდამი ასეთი გაუცხოებისა... ერთი კვირის განმავლობაში ყველანაირად ვცდილობდი მასთან ახლოს ვყოფილიყავი, მაგრამ სულ გამირბოდა. დილით გამარჯობას მეუბნებოდა და შემდეგ ხმას არ მცემდა, თვალებში შემოხედვასაც ვერ ბედავდა. თავს უკვე საშინლად ვგრძნობდი, რადგან მთელი დღის განმავლობაში მასთან საუბარი მხოლოდ გამარჯობით შემოიფარგლებოდა. მე კიდევ გაცილებით მეტი მინდოდა, ვიდრე „გამარჯობა“. ერთ საღამოსაც ისე დავგეგმე, რომ კლუბიდან წამოსვლისას მე და ნუცა მარტო ვყოფილიყავით და ხელი არავის შეეშალა. ჩემი გეგმა შემდეგში მდგომარეობდა: ვითომ მთვრალი რატი და თემო ლექსოს მანქანაში ჩავსვით, ნათია კი ამათ მოსავლელად იყო საჭირო, ამიტომ იმათთან ჩაჯდა. ჩემს მანქანაში ყველა ადგილი თავისუფალი იყო, აქედან გამომდინარე, ნუცა მე ჩავისვი. თითქოს უდიდესი ბრძოლა აქვს გადასალახიო, ისე გაუჭირდა თანხმობის თქმა. მანქანა დავძარი და გზას გავუდექით. -აქეთ არ უნდა შეგეხვია? - მკითხა აღელვებული ხმით, როდესაც სასტუმროს მოსახვევს გავცდი. -კი, მაგრამ სასტუმროში არ მივდივართ - ვუპასუხე მშვიდად. -რა? სად მიგყავარ?! - წამში ანერვიულდა და გაფართოებული თვალები მომაპყრო. -სანერვიულო არაფერია - ვუთხარი მშვიდად. -როგორ არ არის! ჩემთვის სრულიად უცხო კაცს ვუზივარ მანქანაში და სადღაც მივყავარ! როგორ არ უნდა ვინერვიულო! მანქანა გააჩერე! - მიყვირა ლამის ისტერიკაში ჩავარდნილმა. საბედნიეროდ უკვე ვიყავით მისულები იმ ადგილას, სადაც მინდოდა მისი მიყვანა. მანქანა გავაჩერე. ნუცა მაშინვე გადმოხტა და პლაჟზე სეირნობა დაიწყო. ცოტახანს მანქანაში ვიჯექი. ვარჩიე მისთვის დამშვიდების საშუალება მიმეცა. ამასობაში მისმა ტელეფონმა დარეკა. ეკრანს დავხედე, ვიღაც ლიზა იყო... მანქანიდან აჩქარებით გადმოვედი რომ მიმეტანა. ზარი შუა გზაში შეწყდა. შემდეგ ეკრანს დავხედე და გაოცებისგან ენა პირში ჩამივარდა. ტელეფონის ფონად ჩემი სურათი ეყენა... ალბათ წარმოგიდგენიათ რამდენად დიდი შოკი იყო ეს ჩემთვის... თავში აზრებს ვერ ვალაგებდი, გაშტერებული მივჩერებოდი სურათს. -რას უყურებ?! - უეცრად ტელეფონი ხელიდან აღელვებულმა გამომგლიჯა და ეკრანს დახედა. შემდეგ თვალებგაფართოებული დამაკვირდა. -ამმ...ისა... ვიღაც გირეკავდა... ჰო, გირეკავდნენ... - დავიწყე ბოდიალი, თუმცა მალევე გაჩუმება ვამჯობინე. გულში ჩემი თავი „შევაქე“ ასეთი დონის დებილიზმისთვის და შემდეგ დამშვიდებულმა გავუსწორე მზერა. ტელეფონს ხელში ანერვიულებული ათამაშებდა და თავი დახრილი ჰქონდა. -ნახე? - მკითხა თითქმის ჩურჩულით. -ჰო... - ვუპასუხე ხმადაბლა და მისკენ ერთი ნაბიჯი გადავდგი. შეშინებულმა დაიხია უკან და მზერა გამისწორა. - ჩემი ნუ გეშინია კარგი? - ვუთხარი თბილად. -არ მეშინია... - მიპასუხა თავდაჯერებულმა. -აბა რატომ გარბიხარ შორს - ვკითხე და მის პასუხს დაველოდე, თუმცა ხმა არ ამოუღია. მზერა ამარიდა... ცოტახანს ვაცადე, იქნებ რამე ეპასუხა, თუმცა ხმა არ ამოუღია. შემდეგ კი ერთ ნაბიჯში მივუახლოვდი, მისი სახე ხელებში მოვიქციე და თვალებში დაჟინებით ჩავაცქერდი. სხვა გზა არ ჰქონდა, ისიც თვალებში მიყურებდა. ულამაზესი თვალები ჰქონდა... შეშინებული მზერა ჰქონდა, თუმცა უკვე ვიცოდი რატომაც - ეს აღელვება იყო. ალბათ გულიც ჩიტივით უფართხალებდა. -ნუცა - ვთქვი ხმადაბლა. -ხო - მიპასუხა ჩურჩულით. -ისევ დედიკოს და მამიკოს გოგო ხარ? - ვკითხე იმ იმედით, რომ სათქმელს მიმიხვდებოდა. არც შევმცდარვარ - გაოცებულმა შემომხედა და თვალების აქეთ-იქეთ ცეცება დაიწყო. - არ მიპასუხებ? - გავუმეორე ისევ. -ჰო... - თქვა ხმის კანკალით. -ადრე მართალი იყავი, ახლა კი ცდები - ვუპასუხე ნიშნისმოგებით. -რა გინდა? დამანებე თავი... - შეშინებული მომშორდა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. -შენ მინდიხარ. მიყვარხარ ნუცა - ვუთხარი პირდაპირ. ერთ ადგილას გაშრა... მივუახლოვდი, უკან აღარ დაუხევია... მისი ხელები ჩემსაში მოვიქციე, შემდეგ კი თვალებში ჩავხედე. - შენ რას მეტყვი? - ვკითხე ხმადაბლა. ხმა არ ამოუღია. ხელები უკანკალებდა და გაყინული ჰქონდა. -ოდნავადაც არ მოგწონვარ? - ვკითხე ცოტა აღელვებულმა. -მეც მიყვარხარ... - ამოიჩურჩულა ძლივსგასაგონად, თუმცა მე მაინც გავიგე... ვერ წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერება მომგვარა ამ ორმა სიტყვამ. მისი ხელები კისერზე შემოვიწყე, მე კიდევ ხელები წელზე მოვხვიე და ტანზე ავიკარი. ძალიან უხერხულად იყო... თავი მისკენ გადავწიე და ქვედა ტუჩზე ნაზად ვაკოცე. ძალიან ნაზი ტუჩები ჰქონდა. მგონი ეს მისი პირველი კოცნა იყო. თითქოს მთლიანად ჩემზე იყო მონდობილი. ნელ-ნელა უფრო მომთხოვნად დავუწყე კოცნა და თვითონაც შეძლებისდაგვარად ამყვა. დიდხანს ვკოცნე, ძალიან დიდხანს... უბრალოდ ვერ ვძღებოდი და რა მექნა... ამდენი წელი მასზე ვოცნებობდი და ახლა უკვე მისი უგემრიელესი ტუჩებიდან მოწყვეტა არ შემეძლო. საბოლოოდ მაინც ვძლიე ჩემს თავს და გაჭირვებით მოვშორდი. ღიმილით მიყურებდა... მეც გამეღიმა... -ჩემი პატარა გოგო გაიზარდა - ვთქვი სიამაყით. -გავიზარდე და მივხვდი - მიპასუხა ბედნიერმა... .............. ამ უბედნიერესი დღის შემდეგ საქართველოში ვცხოვრობდი. ერთად უამრავი დაუვიწყარი წუთები გავატარეთ მე და ნუცამ. წარმოგიდგენიათ... თურმე დაბადების პირველივე წამიდან ჩემი ერთადერთი იყო, მაგრამ მე ვერ ვხვდებოდი. საბედნიეროდ ეს მალე გავაცნობიერე... ხელი მის მეოცე დაბადების დღეზე ვთხოვე და ისიც დამთანხმდა. ერთი სული მქონდა ჰავაიზე როდის წავიდოდით. აქ ერთი თვე უნდა დავრჩენილიყავით. ბიჭები მეღადავებოდნენ შენი ამბავი რო ვიცით არ გაჩერდები და ნუცას გამო მაინც შეისვენე ცოტა დაინდე ეგ გოგოო... ნუცა ამაზე პომიდორივით წითლდებოდა, მე კიდევ სიცილით ვუთავაზებდი ხოლმე თავში ხელს. -აბა, ჩემს დას საბოლოოდ გაბარებ და კარგად მიხედე - მითხრა ლექსომ და მხარზე ხელი დამიტყაპუნა. -აუცილებლად - ვუპასუხე და გადავეხვიე. რატის და თემოსაც დავემშვიდობეთ და თვითმფრინავში ჩავსხედით. იქ კარგად გამოძინებულები ჩავფრინდით. სასტუმროსკენ გავემართეთ და ნომერი დაჯავშნილი ნომერი ავიღე. კარის საკეტი გადავატრიალე და ნუცა ხელში ავიტაცე. -ააა! რას აკეთებ! - აკისკისდა მხიარულად. -ქმრის მოვალეობას - ვუპასუხე ომახიანად. -ნეტა ტვინი გქონდეს - მიპასუხა ხუმრობით. ხმა აღარ გამიცია. ოთახის კარი მივკეტე და ნუცა საწოლზე დავაწვინე, შემდეგ კი ტუჩებზე მოწყურებული დავეწაფე. მოუთმენლად გავხადე ტანსაცმელი და მთელს ტანზე მოვეფერე. ულამაზესი იყო... მისი კვნესა უფრო მაგიჟებდა. მაქსიმალურად ვცდილობდი მისთვის არაფერი მეტკინა და მგონი გამომდიოდა კიდეც... სექსი დიდხანს არ გამიგრძელებია, მაინც პირველი იყო... გვერდზე მივუწექი და მკლავებში მოვიქციე. სულ სხვანაირი გრძნობა იყო... საოცრებაა იმის გაანალიზება, რომ ცხოვრების სიყვარული იპოვე. ამ გრძნობაზე მაგარი და ჯადოსნური კი მამობაა. პირველი გოგო გვეყოლა. ულამაზეს ქალბატონს ლიზა დავარქვით. საერთოდ არ იყო ჭირვეული ბავშვი და ეს კიდევ უფრო მეტად მახარებდა. სულ ტიტინებდა და ერთ ადგილას ვერ ისვენებდა. ერთხელაც, სანამ ნუცა საბას ამზადებდა სტუმრად წასასვლელად, ლიზა მე ჩავისვი კალთაში, რომ რამით გამერთო. -ლიზიი, მამიკო ხო გიყვარს? - ვკითხე თბილად. -კი - მიპასუხა დაუყოვნებლად. -იცოდე სულ უნდა გახსოვდე - ვუთხარი სერიოზული ტონით. -რატომ უნდა დამავიწყდე? - მკითხა გაკვირვებულმა და დიდი თვალები მომანათა -ვინმე ბიჭი რომ შეგიყვარდება მერე მე აღარ გაგახსენდები... -ვინ უნდა შემიყვარდეს? მე ხო უკვე მიყვარხარ - თქვა გულუბრყვილოდ. ამაზე ჩამეცინა. ოთახში საქმიანად მოფუსფუსე ნუცას ეტყობოდა ყურები რომ ჩვენკენ ჰქონდა მომართული. -სხვისი გოგო რომ გახდები - ვუთხარი ღიმილით. -ეგ რას ნიშნავს? - მკითხა ინტერესით. -გაიზრდები და მიხვდები - ვუპასუხე თბილად. ამ დროს ნუცა უკნიდან მომეხუტა, შემდეგ კი გვერდიდან მომიარა და ტუჩებში მაკოცა... .............. პატარა და თბილი ისტორია დავწერე... მთელი გული ჩავდე და იმედი მაქვს მოგეწონებათ... ყველა უზომოდ მიყვარხართ! ყველას კომენტარი ძალიან მახარებს და იმედი მაქვს არ დაიზარებთ რამდენიმე სიტყვით ამ მოთხრობის შეფასებას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.