შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომავლის იმედი (11)


21-11-2015, 01:37
ავტორი Tikuna Kislinskaya
ნანახია 1 939

-მინდა რომ ბავშთა სახლში ყველა ბავშვს უთხრან: „ჩაიცვი შენთან დედაშენი მოვიდა!“
სულ ეს იყო,მადლობა ყურადღებისთვის და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ ცხოვრებაში და ასევე კარიერაშიც!
-მადლობა თქვენ!

რამოდენიმე ფოტო გადამიღეს და შემდეგ სახლში დავბრუნდი.
-ანა! (გვანცა)
-რაიყო?
-დღეს მე და შენ უნდა წავიდეთ წვეულებაზე!
-აჰაჰა არ მე არა!
-კარგი რა არ გამიტეხო! თორნიკემ დამპატიჯა იქ ბექაც იქნება!
-კარგი წამოვალ,ერთი პირობით!
-რა პირობით
-მომიყევი!
-რამოგიყვე?
-კარგი რაა თავს ნუ იშტერებ! რახდება შენს და თოკას შორის?
-თოკა?თოკა მიყვარს,ძალიან მიყვარს, და ჩვენ ერთად ვართ!
-სერიოზულად?
-კი!
-ძალიან მიხარია გვანც!.მოდი ჩაგეხუტი.
ჩემს პრობლემებში სულ გამომეპარა ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები.მართლა ძალიან მიხარია გვანცა ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას ისევე როგორც თოკა.
ერთ საათში წვეულებაზე მივდივართ,მე და გვანცა გამოვეწყვეთ და წავედით...ორ სართულიან შენობაში შევდივართ სადაც ყველაფერი პრჭყვიალებს და საშინლად საშინელი მუსიკა მთელს შენობას აზანზარებს.ისეთი ხმაურია საკუთარი ფიქრების ხმაც არ მესმის და მალევე თავი მტკივდება.გვანცა და თორნიკე ვითომც არაფერი არაყს სვავენ და შეუჩერებლად ცეკვავენ,მე ვზივარ მდივანზე და კოკაკოლას ვსვამ თან იქეთ აქეთ ვატრიალებ თვალებს და ვცდილობ ბექა დავინახო მაგრამ არსად ჩანს,ფეხზე ვდგები კაბას ვისწორებ და ბარმენისკენ მივემართები
-ჰააი!
წელზე მიჩქმიტა და ყურში ჩამაყვირა ბექამ
-მეგონა არ მოხვიდოდი!
ხელი გადამხვია და საცეკვაო სცენისკენ მიმაჩარჩალებს,ვცდილობ შევაგნებინო რო ცეკვა არ გამომდის მაგრამ არაფერი ესმის.სხვა გოგოებს ვაკვირდები და იმავე მოძრაობებს ვაკეთებ,საბედნიეროდ მუსიკა მალე დამთავრდა და ახლის დაწყებამდე გავეცალე სცენას და კვლავ მდივნისკენ წავედი.უცებ ბექა ხელს ხელზე მავლებს და სასმელს მაწოდებს
-არვსვამ!მადლობა!
-კარგი რა აქ გასართობად არ ხარ!?
ბექას ჭიქას ვართმევ და ერთ ყლუპად ვუშვებ და ვგრძნობ როგორ ჩამიწვა ყელი და როგორ ჩადის მუცელში თითქოს რაღაცა გიდუღს.მესამე ჭიქაზე თორნიკე და გვანცა შემოგვიერთდნენ და თითო ჭიქა დავლიეთ.
-შენი თავი რატო ბრუნავს ანა? (გვანცა)
-ალბად სახლში წასვლის დროა და მაგიტო!
-რა სახლში ეე! ერთი ორიც და წავიდეთ!
არყის ბოთლი აიღო და ჭიქები შეგვივსო თორნიკემ
-ყველა ახლობლები ვართ შეკრულნი,მე ჩემს ცხოვრებასთა ერთად ვარ,შენ შენს ცხოვრებასთან ხო არ ვცდები ბექა? (თორნიკე ეკითხება ბექას)
ბექამ ხელი გადამხვია და შუბლზე ვნებიანად მაკოცა
-არა!
-გაგვიმარჯოს!(ყველამ ერთხმად)
დაახლოებით სადღაც 3 საათი ვიყავით ბარში და საკმაოდ ბევრი დავლიეთ,თავს ცუდად არ ვგრძნობ ისევე როგორც თორნიკე და დანარჩენები.ბარიდან ყველა ერთად გამოვდივართ და ბექას მანქანას მივუახლოვდით
-მოიცა თქვენ აპირებთ მანქანით წასვლას?
-ხო რაიყო,გეშინია? (ბექა)
-გასაღები მომეცი მე დავჯდები (საუბარში ჩაიერია თორნიკემ)
ბექამ გასაღები თოკას მისცა და თოკა საჭესთან დაჯდა
-კი,მეშინია!
-ანა გული ნუ გააწყალე ჩაჯექი!
მანქანაში მჯდომმა გვანცამ დამიყვირა და ყველა მოვთავსთით ბექას მანქანაში.წინ ბიჭები სხედან უკან კი მე და გვანცა,გზაში ისევ ის გიჯური მუსიკა ჩართეს ბარში რო ატრიალებდნენ და ცეკვა დაიწყეს.მანქანაში უაზროდ ხმაურობენ და ამავე დროს ვგრძნობ როგორ მივრინავთ,ვხედავ სახლებს წამში რო იცვლებიან და შიშით ვივსები.ვცდილობ გავაგონო სიჩქარეს მოუკლოს მაგრამ ჩემი არავის ესმის,ყველა თავისი საქმითაა დაკავებული.თორნიკეს უკნიდან ხელს ვურტყავ ვცდილობ გავაგონო მაგრამ ის უფრო და უფრო უმატებს სიჩქარეეს.ჩემს ყვირილში და ხამურში ერთადერთს რასაც ვგრძნობ ეს მძიმე დარტყმაა და ბნელა....
სასწრაფოს სირენის ხმა მაფხიზლებს,თვალებს ვახელ,ირგვლივ ვიხედები და უცხო ადამიანებს ვხედავ,ვგრძნობ როგორ მიმაგორებენ სადღაც, ვშფოთდები,ადგომას ვცდილობ მაგრამ ხელის საშინელი ტკივილი არ მაძლევს ამის საშუალებას.ვხედავ ჩემს წინ ხეზე მიჭყეპებულ მანქანას და ყვირილს ვიწყებ,იმ რაღაციდან ვცდილობ გამოძრომას მიმბული როვარ,თავს ვიხსნი ირგვლივ ექთნებს ვიშორებ და კოჭლა კოჭლით მივემართები მანქნისკენ, უეცრად ის ფეთქდება და უკან მაგდებს.ვყვირი, ბავშვებს ვეძახი მაგრამ ირგვლივ მარტო ექთნები და პოლიციელებია.ისინი სასწრაფო დახმარების მანქანაში მსვავენ და კვლავ ბნელა.
გონს ცარიელ ოთახში მოვდივარ.ხელფეხი მაქვს გადახვეული და რაღაცეებზე ვარ შეერთებული.პლედი გადავიძრე და წამოდგომა ვცადე მაგრამ ოთახში ექთანი შემოვარდა და ადგომის საშუალებას არ მაძლევს
-ჩემი მეგობრები!ჩემი მეგობრები სად არიან?
-დამშვიდდით!
-ვერ დავმშვიდდები!სად არიან ჩემი მეგობრები?
ექთანი ჩემს დაიგნორებას ცდილობს.მე ხეს ხელზე ვავლებ და კითხვას გამწარებული ვუმეორებ
-თქვენი მეგობრები კარგად არიან!
შვებით ამოვისუნთქე
-ანუ ყველა კარგადაა!
-არა, ყველა არა!
თვალები ცრემლებით მევსება
-რაა?
-საჭესთან მჯდომის გადარჩენა ვერ მოხერხდა,ვიზიარებ!
საჭესთან მჯდომი?! ღმერთო ჩემო თორნიკე! ის,ის აღარ არის!

_________
ბოდიში დაგვიანებისთვის! <3



№1  offline წევრი თიკო †

როგორ მომწონს მე ეს ისტორიაა ^_^

 


№2 სტუმარი smile

Dzvlivs gvagirse -_- kargi istoriaa momwons da siamomnebit vkitxulobxolme dzalian mainteresebs dasasruli...aghar daagviano dadebaraa!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent