სულის სარკე (თავი I)
გავიღვიძე.ერთი ჩვეულებრივი დღეა.ავდექი და გავემზადე სკოლაში წასავლელად.მე სკოლიდან შორს ვცხოვრობ,ამიტომ ყოველთვის ადრე ვდგები.ჩემი ცხოვრება არ გამოირჩევა არაორდიინალურობით,ძალიან ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგოს ცხოვრებაა.ინტერესები ორად იყოფა:სწავლა და ბიჭები. სწავლით ყოველთვის კარგად ვსწავლობდი,მაგრამ მეათე კლასში შევიცვალე.ახალი ინტერესი გამიჩნდა.როგორ გამოვიყურებოდი? მიხდებოდა თუ არა ეს კაბა? ან ასე თმა? ხშირად ვიყურებოდი სარკეში. და აი ამ დილასაც წავედი სკოლაში ,მივედი,ვისწავლე და წამოვედი.ამ ერთფეროვნებას ჩემი დაქალები მიხალისებენ რომლებიც ჩემი კლასელები არიან ამავდროულად.ისინიც ახლოს ცხოვრობენ ჩემგან,ამიტომ ერთად დავდივართ მეტროთი.ამ დღესაც სკოლის შემდეგ ერთად წამოვედით.ჩავჯექით მატარებელში და დავიწყეთ ჭორაობა.მე ვსაუბრობდი,მაგრამ ვგრძნობდი ვიღაცის მზერას.კი არ ვგრძნობდი,მწვავდა თითქოს. გავიხედე გვერდითა ვაგონში და დავინახე ძალიან სიმპატიური ბიჭი.თავიდანვე ძალიან მომეწონა თუმცა ყურადღება არ გავამახვილე და მალევე გავაგრძელე საუბარი.მატარაბელი გაჩერდა და ჩემს ვაგონში ვიღაც შემოვიდა უფროსწორად მოასწრო შემოსვლა.როცა გავხედე ეს ბიჭი იყო.ისე ჰქონდა ხელები მოკიდებული კარებზე,თითქოს მისმა ძალამ გააღო ეს მძიმე კარები.შემომხედა,გამიღიმა და ვაგონის ბოლოსკენ დაიძრა.რამოდენიმე წუთი ჩემს გონებაში მხოლოდ ერთი რამ ტრიალებდა.ნეტა ვინ იყო? მიცნობდა თუ არა? რატომ გააკეთა ეს? თავიდან ალბათ იფიქრებთ ასე ბევრი აკეთებს გოგოების მანიპულირებისთვის,მაგრამ არა ეს რაღაც სხვა იყო.ამოუცნობი გრძნობა იმისა რომ ეს ადამიანი შენს ცხოვრებაში სულ მალე დიდ ადგილს დაიკავებს. იმ დღეს გაბრუებული ვიყავი.ნორმალურადაც ვერ ვიმეცადინე და როცა უკვე დასაძინებლად გადავწყვიტე წასვლა.ერთადერთი აზრი რაც ჩემს გონებაში ტრიალებდა იყო "დღეს შენს ცხოვრებაში ახალი პერსონაჟი გამოჩნდა" მეორე დილით ძლივს ავდექი.ძალიან მეზარებოდა სკოლაში წასვლა.მთელი ღამე არ მეძინა.უამრავი მიზეზი მოვიფიქრე სახლში დასარჩენად,მაგრამ უშედეგოდ.დილით მეტროში ყოველთვის ველოდები ხოლმე ჩემს დაქალებს.ყველაზე პუნქტუალური მე ვარ ასე რომ 10-15 და ხანდახან 20 წუთიც კი ველოდები.იმ დღეს კი განსაკუთრებით ადრე მივედი ჩვენი შეხვედრის ადგილას.რატომ არ ვიცი. ვიდექი,ვაკვირდებოდი ხალხს,მათ მოწყენილ და გამოუძნებელ სახეებს.და მოულოდნელად უბრალოდ გავშრი თუ გავქვავდი ვერ გეტყვით.მეტროში შემოვიდა "ახალი პერსონაჟი". მანაც დამინახა და მასაც ისეთივე გაკვირვებული სახე ქონდა როგორც მე. გაიარა და წავიდა.მე რამდენიმე წუთი აზრზე ვერ მოვედი.თავში უამრავი აზრი მიტრიალებდა.მალევე ჩემი დაქალებიც მოვიდნენ.მათ მოვუყევი ეს ამბავი და როცა დაბლა ჩავედით.ისიც იმავე ვაგონში იჯდა. გადავწყვიტე დავკვირვებულიყავი სად ჩამოვიდოდა.ჩემი ჩასვლის დროც მოვიდა.ყველანაირი იმედი დაკარგული მქონდა.ვიფიქრე ეს ალბად მერე ჩამოდის და მისი ნახვა მხოლოდ დილით შემეძლება ეგეც იშვიათად მეთქი.მაგრამ ეს ბიჭი წამოიწა,კარებთან დადგა და ჩემს გაჩერებაზე ჩამოვიდა.მე გადავწყვიტე წინ გამეშვა,რათა დამენახა საით წავიდოდა.ისიც ზუსტად იქითკენ მიდიოდა საითაც მე.როცა ჩემს სკოლას მივუახლოვდით.ვიფიქრე:-აი ახლა კი ნამდვილად დამსვიდობების დროა.მაგრამ ისევ არა და არა ისიც ჩემს სკოლაში შემოვიდა.ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა როცა აღმოვაჩინე,რომ სართულზეც კი ჩემსაზე ამოვიდა და შევიდა ერთ-ერთ კლასში. მეც ჩემს კლასში შევედი,მაგრამ არც კი მახსოვს პირველი რისი გაკვეთილი გვქონდა.ერთი სული მქონდა ზარი დარეკილიყო,რომ გამერკვია ვინ იყო და რა უნდოდა ჩემს სკოლაში. ზარი დაირეკა.სწრაფად გავედი კლასიდან და მისი კლასისკენ დავიძარი.დერეფანში ჩემი მეგობარი შემხვდა რომელიც ჩემზე ერთი წლით დიდია და როგორც აღმოჩნდა ამ ბიჭის პარალელური კლასელიც.ის მას იცნობდა.მისი სახელი ცოტნე ყოფილა და თურმე პირველი კლასიდან ამ სკოლაში დადის.როცა ეს თქვა მართლა გამოვშტერდი.როგორ შეიძლება შენს სკოლაში,შენს სართულზე სწავლობდეს ბიჭი,თანაც სიმპატიური და შენ სახეზეც კი არ იცნობდე,მაგრამ თურმე ყველაფერი შესაძლებელია.თითქოს ამდენი ხანი ბრმა ვიყავი და ღმერთმა მოულოდნელად ამიხილა თვალი და დამანახა ის ვინც დიდი ხნის წინ უნდა დამენახა.ამ დღის შემდეგ არაფერი აღარ ყოფილა ისე როგორც ადრე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.