შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვას გავხარ [სრულად]


22-11-2015, 21:37
ავტორი Nude
ნანახია 6 030

ზღვას გავხარ.
სრულად.
– როგორ დამამშვიდე! – დაძაბული ღიმილით გადმომხედა ერთადერთ მეჯვარეს ნინამ და სასაცილოდ ამოიოხრა, თითქოს საქართველოს ბედ–იღბალი ჰქონდეს მოკიდებული ზურგზე და მთელი მისი ენერგიით ცდილობს წინ წაწევასო.
– რაღა ვქნა მეტი? რა განერვიულებს ასე, შენ კიდევ რა?! ქორწილი გაქვს ადამიანო, ამდენ ხნიანი ურთიერთობა ასე დაგვირგვინდა და სად გაგონილა ხელების აკანკალებამდე ნერვიულობა? ისიამოვნე რა. ყოველ დღე კი არ იწერს ადამიანი ჯვარს. – ბოლოს, როცა სერიოზულად გავბრაზდი, კოპებ შეკრულმა დავუცაცხანე. – ნუ ხარ სულელი, – განვარძე მე, ჩემი დაქალის გალანძღვა, – და ნუ აფიქრებინებ იმ ადამიანს, რომ არ ღირდა ეს ყოველივე. ახლა კი, შეტრიალდი, კაბის შესაკრავს მე შეგიკრავ. გოგოებო, – გავხედე სტილისტებს, – ძალიან დიდი მადლობა ყველა თვენთაგანს.
მათ მხოლოდ თავი დაგვიკრეს, ,,არაფრისო’’ ჩუმად გვითხრეს და სწრაფად გავიდნენ საძინებელი ოთახიდან.
დაახლოებით ნახევარ საათში, ჩემი თავიც მოვიწესრიგე, რაც შემეძლო მაქსიმალურად და პატარძალიც მოვაწესრიგე, თუმცა მაინც დავაგვიანეთ. დავაგვიანეთ რა, როცა სიძე და მისი თანმხლები ხალხი მოვიდა, ჩვენ ისევ მზადების შუა პროცესში ვიყავით.
ბოლოს, ძალიან რომ შეგვიწუხეს ნამუსი და თვითონ ჩვენც რომ შეგვაწუხეს, ვიბოძეთ ნება და გავედით. უცბად აჩხაკუნდა ფოტო აპარატები. ოოო, ყველაზე მეტად ვერ ვიტან სურათების გადაღებას, ზედმეტად არა ფოტოგენურობით გამოვირჩევი სამეგობროში, მაგრამ ახლა, თავს ვერ ვაპატიებდი სამახსოვრო სურათი რომ არ გადამეღო ამდენი, ჩემთვის ძვირფასი ადამიანის გარემოცვაში. ამის გამო, ,,ბედს დავნებდი’’ და რაც შემეძლო, ბუნებრივად გავიღიმე. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ თითქმის ყველა სურათში გაკრეჭილი ვიყავი.
ქორწილი კი იყო მართლაც არაჩვეულებრივი და უნაკლო, უბრალოდ მე არ მიყვარს მსგავსი სიტუაციები. ასეთ თავყრილობას, ძირითადად ვგმობ ხოლმე, მაგრამ ადამიანს, სხვა გზა რომ არ გაქვს და ფიზიკურად ვერ გაიპარები ქორწილიდან, როგორც ახლა გაიპარა ნინა, აქ უკვე დამთავრებულია ყველაფერი.
– ნინა, მოგკლავ! შენ ახლა სახლში უნდა იყო და მე აქ? – საწყლად ამოვიბურტყუნე ჩემთვის და გარემო მოვათვალიერე.
საშინლად არ მესმიამოვნა ამდენი ნასვამი ადამიანის ნახვა, მაგრამ რა მექნა. ბოლოს გადავწყვიტე წასვლა, რაც იქნება – იქნება.
ყველანაირად შევეცადე მაქსიმალურად შეუმჩნევლად მემოქმედა, ისედაც თითქმის ყველა ნასვამი მამრობითი სქესის წარმომადგენელი ყველა საპატარძლო მაგიდას ათვალიერებდა, სად გაქრა წყვილიო.
რესტორნიდან, როგორც კი გამოვედი, მაშინვე ვიგრძენი თავისუფლება. ახლა, წავალ სახლში, დედაჩემს და ჩემს შვილს მოვეფერები, შემდეგ კი გემრიელად დავიძინებ ილიასთან ერთად.
– თქვენ რა, უკვე მიდიხართ?
ძალიან ახლოს გავიგე მამაკაცის სასიამოვნო ხმა. დაფეთებული შევტრიალდი უკან.
– მე... – იმდენად უნიჭო მატყუარა ვარ, რომ გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა. – ჰო, მივდივარ.
– არ ვიცოდი, თუ მეჯვარეებზეც გადიოდა ქორწილიდან ,,მოტყდომის’’ ტრადიცია. – ეშმაკურად ჩაიცინა.
– ჰმ! არ ვიპარები, უბრალოდ შვილი მელოდება სახლში და შანსს ვიყენებ რომ აქედან წავიდე. – ნიშნის მოგებით ჩავუკარი თვალი და ინტერესით შევხედე, კიდევ ხომ არ უნდა, რამის თქმა¬–მეთქი.
– გასაგებია. ხომ არ გაგიყვანოთ? – თავაზიანად მკითხა, თუმცა ვიგრძენი რომ ვერაფრით ვერ შეძლებდა ჩემს გაყვანას.
,, – ალბათ ცოლი ელოდება, ან რაიმე მსგავსი. ’’ – გავიფიქრე დარწმუნებით.
– არა, გმადლობთ, მანქანით ვარ. – მეც თავაზიანად ვუპასუხე და იმ წამსვე დავემშვიდობე.

– დედას ბარტყი სადაა? – ვიკითხე სითბოთი გაჟღენთილი ხმით, როგორც კი სახლში შევედი.
არავინ რომ არ გამცა ხმა და მითუმეტეს, არ შემომეგება დედა, როგორც ყოველთვის სჩვევია ხოლმე, ზომაზე მეტად ავნერვიულდი. სწრაფად მივაგდე ჩანთა შემოსასვლელში და მისაღებ ოთახში შევედი, საიდანაც ტელევიზორის ხმა გამოდიოდა. შვებით ამოვისუნთქე, როდესაც დავინახე, რომ დივანზე ჩაძინებია ორივეს. ღიმილით მივუახლოვდი და ოდნავ შევახე მკლავზე ხელი.
– დედი, მოვედი. წადი, დაიძინე. მეც წავიყვან ილიას და მივუწვები გვერდზე.
– როგორ ჩაიარა ქორწილმა? – ჯერ კიდევ ბურანში მყოფმა მკითხა.
ახლა რომც მეთქვა რამე, ხვალ მაინც ვერ გაიხსენებდა ვერაფერს. ბედნიერების ღიმილ აკრულმა ავიყვანე ფრთხილად ილია ხელში და წელში მალევე გავსწორდი.
– წადი, დაიძინე. ხვალ ვერ მოგიყვები, თუ გავრბივარ სადმე? – სიცილით ვაკოცე მომღიმარ დედას ლოყაზე და როცა საძინებელში შესული დავიგულე, მეც შევედი ჩემს ოთახში.
ფრთხილად გავხადე ილუშას ტანისამოსი და ლოგინში ჩავაწვინე. შუბლზე ვაკოცე და აბაზანისკენ დავიძარი. ისე ვერ დავიძინებდი, გრილი წყალი რომ არ მეგრძნო სხეულის ყველა კუნჭულზე.
წყალი მაძლევს თავისუფლების იმ უმაღლეს დონეს, რომელსაც მხოლოდ ილია, თუ მაგრძნობინებს. ონკანი მოვუშვი, თითის დახმარებით დავაყენე სასურველი დემპერატურა და განაბული შევედი დუშკაბინაში.
17 წლის ვიყავი, ჩემს ყოფილ ქმართან ერთად რომ გავიპარე. ასე დამერქვა გათხოვილი ქალი. მამა არ მყოლია არასდროს, უფრო სწორად, მე არ მახსოვს. თვეების ვიყავი რომ დამეღუპა. მიუხედავად იმისა რომ მამის სითბო არასდროს მიგვრძნია, მაინც არ ვყოფილვარ სიყვარულს მოკლებული ბავშვი, რადგან დედაჩემის სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ მართლაც მიწევდა მამის მაგივრობას. არამარტო სიყვარულში მიწევდა მამის მაგივრობას, ყველაფერში, რაც და როგორც არ უნდა ყოფილიყო, მხარში მედგა, მედგრად, ვაჟკაცურად. როცა დასასჯელი ვიყავი – მსჯიდა, როცა ჩხუბის ღირსი ვიყავი, ამასაც მშვენივრად აბამდა თავს, თუმცა არასდროს ვყოფილვარ ძალიან ჭირვეული ბავშვი, რომ ჩემი აღზრდა ძალიან გასჭირვებოდა, ისედაც უჭირდა, ყოველ შემთვევაში ასე ვფიქრობ მე, სინამდვილეში კი, არასდროს არაფერს არ იმჩნევდა, არადა მე ხომ ვამჩნევდი რომ ხანდახან ისე ძალიან უჭირდა, რომ დიდი ძალისხმევის შემდეგაც კი, მაინც ვხვდებოდი ამას, უნდოდა ეს , თუ – არა.
მოკლედ, 17 წლის ვიყავი რომ გავიპარე, ლაშასთან ერთად. არ ვიცი, რა მომეწონა ამ ადამიანში, ან გათხოვება რატომ გადავწყვიტე, მაგრამ მე ეს გავაკეთე. იმ დროს ყველაფერი სიყვარულს მივაწერე, შეიძლება მიყვარდა კიდეც, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, სულაც არ მივიჩნევ იმ გრძნობას სიყვარულად, რასაც მაშინ მის მიმართ განვიცდიდი, უფრო მიჩვევაა. სიყვარული ყველა გრძნობაზე მაღლა დგას, ვიცი, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვერ ვიგრძენი ეს ლაშასთან.
მიუხედავად იმისა რომ დედაჩემს საშინლად ეწყინა ჩემი ეს ნაბიჯი, მაინც შეძლო და ყველაფერი ისე დაალაგა, როგორც აქამდე იყო. მას ეწყინა ის რომ ასე უთქმელად წავედი, თორემ ის კი არა, რომ გავთხოვდი. პრინციპში, ეს არც უნდა გამეკეთებინა, რადგან დედასთან ისეთი დამოკიდებულება მქონდა, რომ მეთქვა, გათხოვებას ვაპირებ–მეთქი, ძალიან გაუხარდებოდა. უბრალოდ, მას დაუფასებლობა და არაფრად ჩაგდება ეწყინა ყველაზე მეტად, მაგრამ დედა მაინც დედაა და დიდი ხანი ვერ გავძელით უერთმანეთოდ.
პირველი წელი, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მეც ბედნიერი ვხვდებოდი ამას, რადგან მეგონა რომ მთელი ცხოვრების განმავობაში ასე გაგრძელდებოდა, თუმცა რასაც სიმყარე აკლია, აქ კონკრეტული არაფერი არ მაქვს ნაგულისხმები, ყველაფერი ადვილად და მარტივად იშლება, შეიძლება ერთი ხელის მოსმითაც კი დაინგრეს. ჩვენი ურთიერთობაც არ იყო მყარი, რადგან ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან არანაირი მხარში დგომა არ იგრძნობოდა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც სულ ცდილობდა ყველაფერი იდეალურად გვქონოდა მე და ლაშას, იყო – დედაჩემი. ჩემი ყოფილი დედამთილისაგან არც კეთილგანწყობას ვგრნობდი და არც აგრესიას, თითქოს ვერც კი ამჩნევდა რომ მისი რძალი მერქვა. ეს, რაღაც მხრივ მახარებდა კიდეც, რადგან ვერ ავიტანდი ვერანაირად იმ გარემოში ყოფნას, სადაც ვინმე ვერ მიტანდა. სწორედ ამ მიზეზის გამო დავშორდი მეექვსე წელს ლაშას.
მეხუთე წელს, თან აირია ყველაფერი, თან – არა. ვინაიდან და რადგანაც, მეც და ლაშაც ყველანაირად ვცდილობდით ამდენი ხნის შექმნილი ოჯახი არ დაგვენგრია, რომ ხუთი წელი და რაღაც თვეები ავასრულეთ ჩვენი თავებისთვის მიცემული პირობა – ვიქნებოდით ერთად სამუდამოდ.
ყველაფერს ის უბედურებაც დაემატა, რომ ორსულად ვერა და ვერ ვრჩებოდი. გამოკვლევებმა აჩვენებს რომ არც ერთს არ გაგვაჩნდა რაიმე სახის პრობლემა ამასთან დაკავშირებული. ყოველი წლის ვიზიტზე ყველა ექიმი ვისთანაც კი ვიყავით გვეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად არის და უბრალოდ უნდა დაველოდოთ.
ვერა და ვერ დადგა ის დრო, როცა ჩემს სხეულში კიდევ ერთი გული იფეთქებდა. სიმართლე გითხრათ, სწორედ ეს ფაქტორი გვაბრკოლებდა და აბრკოლებდა ჩვენს ურთიერთობას. გვეგონა რომ ბავშვის გამო მაინც შევინარჩუნებდით ერთმანეთს, მაგრამ ფარსი არაფერი არ ვარგა, მითუმეტეს ოჯახი. იქ, სადაც სიყვარული არაა, არაფერს აქვს ადგილი. ტყუილად ერთაც ცხოვრებას კი, ცალ–ცალკე ვამჯობინეთ ყოფნა და დამერწუნეთ, ეს იმაზე კარგი გადაწყვეტილება იყო, ვიდრე უსიცოცხლო ოჯახია.
როცა გავიგეთ რომ ორსულად ვიყავი, ორივეს ძალიან გაგვიხარდა, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ სჯობდა უერთმანეთოდ გვეცხოვრა, ურყევი აღმოჩნდა. ასე, ცივილურად დავშორდით ერთმანეთს. გული დამწყდა, მართალია, მაგრამ არა იმ დონემდე რომ დეპრესია გამოეწვია ჩემში.
ორსულობის პერიოდში თითქმის ყოველ მეორე დღეს მნახულობდა და მართლაც რომ სამაგალითოდ ზრუნავდა ჩემზე და ილიაზე, მაგრამ როცა უკვე ბავშვი გაჩნდა, ცოტა ხნის შემდეგ რუსეთში წავიდა საცხოვრებლად.
აი, ასე იყო ჩემი ცხოვრების ის ეტაპი, რომლის გახსენებაც თითქმის არასდროს არ მსიამოვნებს ხოლმე. ჩემთვის უზომოდ ბედნიერი და საოცარი პერიოდი, ილიას ამ ქვეყნად მოვლენის შემდეგ დაიწყო.
დამშვიდებული შევედი საძინებელ ოთახში. საღამურები ჩავიცვლი, ლოგინში დავწექი და ბედნიერებისაგან გაბადრული ჩავეხუტე ჩემს შვილს. ერთადერთი წამალი, ჩემი უმიზეზოდ კარგად ყოფნის, ილიაა.

ზღვას გავხარ [სრულად]


* * *
ბავშვის გაურკვეველმა ბურდღუნმა გამომაღვიძა. თვალები ზანტად გავახილე და გვერდზე მიუხედავად დავიწვინე ბავშვი ჩემს სხეულზე.
– დედას სიხარული ხარ შენ! – ომახიანად შევძახე და ბავშვს გემრიელი ყელი ნეტარებით დავუკოცნე.
საყვარლად აკისკისდა ბავშვი და გვერდზე გადაფოფხდა.
დაახლოებით 15 წუთი ვეთამაშე, ვუღიტინე, ვკოცნე, შემდეგ კი ჩაცმულ–დახურულები გავედით მისაღებ ოთახში.
ასე სასიამოვნოდ იწყება ჩემი ყოველი დილა.
– დედას, ჩემი დიადი სალამი! – შევძახე და დრამატულად გავფშიკე ხელები.
– ბავშვი მაინც არ გეცოდება, ასეთი ცანცარა დედა რომ ჰყავს? – სიცილით გამკრა კბილი დედაჩემმა.
– რატომ უნდა მეცოდებოდეს? რა სჯობს ცანცარა, ხალისიან და ენერგიით სავსე დედას? არა, დეე? – უმალ დავიცავი თავი და ილიას შევხედე კითხვის ნიშნით აღვსილი თვალებით, თითქოს რამეს მეტყოდა.
პატარა ცხვირზე დავკარი თითი და ოდნავ ვუკბინე ბუთქუნა მკლავზე.
– შენ არ გეცოდება შენი თავი, 24 საათის განმავლობაში სამზარეულოში რომ დაფუსფუსებ და აკეთებ ნაირ–ნაირ საჭმელებს? – დავუტიე მეც.
– არა, რა თქმა უნდა. ნეტავ მაცოდინა, როგორ გაძლებდი ამ ნაირ–ნაირობების გარეშე?!
– ვერა, დედაჩემო, ვერ გავძლებდი. – თავი დარწმუნებით დავუქნიე და ისეთი თვალებით შევხედე, ყველაფერს რომ მარტივად მიხვდა.

* * *
სამი კვირა იყვნენ თაფლობის თვეში, ნინა და ნიკოლოზი. ბოლო დღეებში, საათებს ვითვლიდი მათ ჩამოსვლამდე, ისე მენატრებოდა ორივე. როგორც კი ჩამოვიდნენ, მაშინვე დამირეკეს, გამოდი, სახლში ვართ უკვეო.
არა, კარგად კი მივლანძღე, რატომ წინასწარ არ გამაფრთხილეთ, აეროპორტში დაგხვდებოდით–თქო, მაგრამ იქ რომ მივედი მაშინვე ჩაცხრა ბრაზი.
როგორც კი გადავაბიჯე სახლის ზღურბლს, მაშინვე ამაცალეს ბავშვი ხელიდან.
– ვიეჭვიანებ, იცოდეთ! – თითი საყვარლად დავუქნიე და ორივეს გადავეხვიე. – ესაა თქვენი მეგობრობა? 3 კვირა დამტოვეთ აქ, მარტო. – გავუბრაზდი მათ.
– შენც გათხოვდები, გექნება თაფლობის თვე და როგორ ჭკუაზე იქნები, ვნახავთ. – თვალი ჩამიკრა ნიკოლოზმა ნიშნის მოგებით.
– ჩემი გათხოვება, რაღაც ძალიან გინდათ. განსაკუთრებით ბოლო კვირეებია მეჩიჩინებით და გყავთ ვინმე მიზანში თუ?.. – ვითომ დაეჭვებულმა შევათვალიერე წყვილი.
არადა, ყველაფერი ხუმრობით ვთქვი.
– შეიძლება ასეც ითქვას, – ორივემ შეთქულებულებივით ჩაიცინეს.
– კაი?!
ყურადღება აღარ გამიმახვილებია მათ გადაკრულ საუბარზე. მშვენივრად იციან რომ გათხვობებაზე სიტყვაც არ მინდა ზედმეტად დავძრა, ჩემი დამოკიდებულებაც იციან, ასე რომ მეც აღარ ავიტკიე ამაზე ფიქრით თავი.
– ვინმე, კიდევ უნდა მოვიდეს? – თემის შეცვლა ვცადე.
– აქ არის ერთი უკვე და დანარჩენებიც მოვლენ.
– აჰამ, კარგი.
სამზარეულოში გავედი წყლის გამოსატანად. სპეციალურ ბოთლში ავავსე წყალი და მობრუნებას ვაპირებდი, უკნიდან რომ მომესმა ნაცნობი ხმა:
– გიხდება ბავშვი.
მისკენ მივტრიალდი და მხოლოდ დავუღიმე, უბრალოდ გამიღიმა მანაც.
– გმადლობ.
– არაფრის. არ გამაცნობ?
– მე, შენ არ გიცნობ და ჩემი შვილი გაგაცნო? კარგი გაგაცნობ, რა პრობლემაა. – მხრები ჩვეულებრივად ავიჩეჩე და მისაღებ ოთახში გავედი. – მომაწოდე, – ვანიშნე ბავშვზე ნინას.
ძალიან ჩეულებრივი და სასიამოვნო საღამო გამოგვივიდა. ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე. მალე თავყრილობას რამდენიმე ადამიანიც შემოუერთდა და უფრო სასიამოვნო გავხადეთ ერთმანეთთან ყოფნა.

* * *
ნინას და ნიკოლოზის დაბრუნებიდან 3 თვე გავიდა. 3 თვე ჩვეულებრივი იყო ყველასთვის, მაგრამ ვამჩნედი, როომ ჩემთვის რაღაც– რაღაცეებმა ფერი შეიცვალეს. ჩემს ცხოვრებაში ბედნიერ დღეებს ბოლო არ უჩანდა. ილიამ პირველად რომ თქვა ,,ბიბი,’’ დედაჩემს შეხედა და ორივე მივხვდით რომ ,,ბიბიში’’ ის იგულისხმა. იმის მერე სულ გაიძახოდა ,,ბიბი, ბიბი, ბიბი.’’ ყოველ დაძახებაზე დედაჩემი გონის დაკარგვამდე ბედნიერდებოდა და მე ყოველ
წამს,
წუთს და
საათს
ვხვდებოდი რომ ეს ის იყო, რისი დასრულებაც არასდროს მომინდებოდა.

* * *
– გამოხვალ ჩვენთან? – მკითხა ტელეფონში ნინამ.
– რა ვიცი. სძინავს ილიას, დედაც არაა სახლში და რომ მოვა, წამოვალ აუცილებლად. რაიმე საჩქარო ხომ არაა?
– არა, არაფერი ისეთი. უბრალოდ, ვიფიქრე შევიკრიბებოდით.
– კი, ბატონო.
სანამ დედა სახლში მოვიდა, მე ყველაფრის დალაგება მოვასწარი, თუმცა დასალაგებელი არც არაფერი იყო, რადგან დედაჩემს ყოველთვის ყველაფერი მოწესრიგებული აქვს.
როგორც კი მოვიდა სახლში, გავაფრთხილე ნინასთან მივდივარ არ ინერვიულო–თქო და სახლიდან გიჟივით გავვარდი.
არ ვიცი, მართლა ვერ ვხვდებოდი იმ დროს, რატომ მინდოდა ასე სწრაფად მივსულიყავი ნინასთან, თუმცა იმ წამსვე ვიგრძენი ამ ამოუხსსნელი ლტოლვის მიზეზი, როცა მისაღებში მჯდარი თომა დავინახე. გულმა სხვანაირად დაიწყო ფეთქვა. უხერხულად შევიშმუშნე, როცა მისი თვალები დავინახე ჩემს თვალებზე მოშტერებული. უბრალოდ გამარჯობა ვუთხარი და გადავკოცნე. ლოყაზე, ის ადგილი სადაც მან მაკოცა ისე ამეწვა, დაუფიქრებლად მივიდე ცივი ხელი ლოყაზე. დაბნეული ჩამოვჯექი იქვე. ბოლო ორი კვირაა ასე დარეტიანებული დავდივარ. თქვენ გგონიათ ვერ ვხვდები, თუ რა მჭირს? უბრალოდ არ მინდა მივხვდე, იმიტომ რომ მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი – არანაირი რომანი!
– ილია სად არის? – მკითხა ვითომ ინტერესით ნინამ.
– სახლში.
– რატომ არ წამოიყვანე?
– ეძინა და აღარ გავაღვიძე. – მხრები უბრალოდ ავიჩეჩე.
– სადმე წავიდეთ, არ გინდათ?
– მაგალითად სად? – იკითხა ჩემზე მოშტერებულმა თომამ.
– არ ვიცი, მთავარია სადმე წავიდეთ. თაია, – მომმართა მე დაქალმა. – არ წამოხვალ?
– არა მგონია. ილია მიმყავს ზღვაზე, აუცილებელია მისი იქ წაყვანა და, რა ვიცი, თქვენ თუ გაწყობთ ზღვა, წავიდეთ ერთად. – ბლუყუნით ამოვთქვი.
თავი საშინლად გავილანძღე გულში, ასე რომ მემართებოდა. კარგი, ჯანდაბას, დამემართოს, მაგრამ ამ ყველა გრძნობის სააშკარაოზე გამოტანა, არ მსიამოვნებს, რადგან მალე, ყველა ყველაფერს მიხვდება. თუ უკვე არ ხვდებიან.
თომას დაჟინებული მზერა კი – საშინლად მაბნევდა.
ყველაზე მეტად იმაზე ვუბრაზდებოდი საკუთარ თავს, რომ პატარა, გამოუცდელი გოგონასავით ვიბნეოდი ამ ადამიანის სიახლოვეს. მართლა არ მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ვინ გვეკითხება.
არავინ არ გვეკითხება ვინ, როგორ და რანაირად შეგვიყვარდება. ესაა სწორედ ამ ყოველივეს ხიბლიც და ამავდროულად ცუდი მხარეც. ხშირად, ან გვაქვს არჩევნის უფლება, ან – არა.
პირადად მე, პრინციპები დამღუპავს, გული მიგრძნობს.
– წავალ ახლა მე. – ფეხზე წამოვდექი და დავემშვიდობე სამივეს.
– მეც წამოვალ, დამელოდე, გაგიყვან. – ჩემს ყურთასმენას მისწვდა თომას ხმა.
რომ წარმოვიდგინე, მასთან ერთად მანქანაში გატარებული დრო, სადაც მხოლოდ მე და ის ვიქნებოდით, გული გამიჩერდა.
არ ვიყავი ამისთვის მზად, გეფიცებით, თორემ რომ ვყოფილიყავი, არც ერთი წამით არ დავიხევდი უკან, თუმცა ჩემს ზურგს უკან ჩემი შვილი იყო და მასზე ყველაზე მეტად უნდა მეფიქრა ამ დროს, რადგან მეგონა რომ მე თუ ვინმესთან ურთიერთობას გავაბამდი, ჩემს შვილზე ცუდად აისახებოდა ეს.
ხალხი ბრბოა, ჭური, რასაც ჩასძახებ – იმას ამოგძახებს. მითუმეტეს ქართველი ხალხი. ჩვენი ერს ყველა დადებით მხარესთან ერთად, უამრავი ცუდი შეხედულებაც აქვთ. რა თქმა უნდა, ყოველთვის იარსებებს ერთი აზრის საწინააღმდეგო დებულება, მაგრამ ამ ყოველივეს ისე აკეთებენ, რომ შენ, ,,მსხვეპლს,’’ მართლა ჩაგადენინებენ რაიმე დაუფირებელ საქციელს, რომელიც აუცილებლად ეწინააღმდეგება შენს სურვილს და ნებას.
ჩემს სმენაც ცოლ–ქმრის ჩაცინებაც მიწვდა და ორივე გულში მაგრად გავლანძღე ამ საქციელის გამო.
ისეთ ჭკუაზე ვიყავი, ლამის უკანა სავარძელზე დავჯექი მანქანაში, მაგრამ რომ მივხვდი ყველაზე დიდი უზრდელობა გამოვიდოდა, ავტომობილის წინა კარები გამოვაღე.
– სად წაგიყვანო? – ძალიან ლამაზი ღიმილით გამომგხედა და კითხვის ნიშნით აღსავსე მზერით დამიწვა სახე.
– ვაჟაზე. – უბრალოდ ვუპასუხე.
თავს პირობა მივეცი, რომ არაფერს შევიმჩნევდი და ასეც ვიქცეოდი.
როცა ჩემს სახლთან გაჩერდა მანქანა, მადლობა გადავუხადე და ის–ის იყო გადმოსვლა დავაპირე, მკლავში ჩამავლო თავისი გრძელი, თლილი თითები და მისკენ შემაბრუნა.
– გრნობ? – მკითხა.
ჩემი ხელის მტევანი ხელში დაიჭირა და თავის გულთან მიმადებინა.
სუნთქვა შემეკვრა.
ერთიანად დავიფერფლე.
– რას? – ვკითხე დაბნეულმა, მაგრამ საშინლად ნასიამოვნებმა.
საჭიროზე მეტად მსიამოვნებდა მისი თითები ჩემს კანს რომ ეხებოდნენ და ამის გამო რომ მიბჟუოდა მთელი სხეული.
ვითომ, არსებობს ასეთი რამ?!
– გული, როგორ ფეთქავს.
– ვერა. – ამოვიკნავლე საცოდავად.
– სიყვარულით ფეთქავს, კუუს, შენთვის ფეთქავს. ნარკოტიკივით ხარ, შენ გარეშე მოვკვდები. ოო, როგორ მიჭირს ამ ბანალური სიტყვების თქმა, რადგან ვიცი რომ შენც ბანალურად აღიქვამ, მაგრამ ყველა ის სიტყვა, რაც სიყვარულის გამომხატველია და ამ გრძნობასთან არის რაიმე კავშირში, რეალურად ბანალურობის პიკია, არა? – შემეკითხა ღიმილით.
შემიძლია დავიფიცო, რომ გულმა მუშაობა შეწყვიტა.
– ასეა. – დავეთანხმე მეც.
– ისუნთქე. – სიცილით მითხრა და ჩემი ნერვიულობისაგან გაყინული თითები ტუჩებთან მიიტანა. ოდნავ შეეხო და ისევ უკან დააბრუნა. – სადმე წავიდეთ და ვილაპარაკოთ. ასე უთქმელად, როდემდე უნდა ვიყოთ?
– წავიდეთ.
ახლა ისე მჭირდება მასთან დალაპარაკება, რომ უპრობლემოდ განვუცხადე თანხმობა.
მანქანა მოაბრუნა და ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. არ ვიცი რამდენი ხანი ვიარეთ, რადგან დროის შეგრნება მართლა დაკარგული მქონდა.
უცბად შევქმენი ჩემი სამყარო.
მე და ის.
თაია და თომა.
და პირიქით.

გადმოსვლაში დამეხმარა. გარემო მოვათვალიერე და რაღაც საოცრებას შევეჯახე. ასეთი სილამაზე, მხოლოდ ერთი–ორჯერ თუ მაქვს ნანახი. ყვავილებით იყო მოპენტილი ირგვლივ ყველაფერი. მე, როგორც ყვავილების უზომო სიყვარულით გამორჩეული, ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა ნეტარებას და სიამოვნებას განვიცდიდი აქ ყოფნით.
– ძალიან ლამაზია. – თბილი თვალებით გავხედე თომას.
– გეთანხმები. – თავი ღიმილი დამიქნია.
– ყვავილები ძალიან მიყვარს. – თვალები დავხუჭე და ღრმად შევისუნთქე სხვადასხვა მცენარეების სურნელი.
– ვიცი.
– სწორედ ამიტომ მომიყვანე აქ?
– რა თქმა უნდა. – დავი დამიკრა. – ძალიან მიყვარხარ, თაი.
მინდოდა მეთქვა მეც–მეთქი, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. არ ვიცი, ვერ გავბედე, თუ იმ პირობას ვერ გადავახტი, ლაშასთან დაშორების შემდეგ რომ მივეცი საკუთარ თავს და ჩემს შვილსაც.
– რა გაბრკოლებს, გთხოვ, მითხარი. გული მისკდება ასეთს რომ გიყურებ.
– ასეთს, როგორს?
– ორ ცეცხლ შუა მყოფს. მითხარი, რა გაბრკოლებს და ერთად გავუმკლავდებით ამასაც.
– როცა ჩემს ყოფილ ქმარს დავშორდი, მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი მამაკაცი იარესებებდა და ეს მამაკაცი ილია იქნებოდა. ჩემს უკან, ჩემი შვილია. ყველა ქმედება, თუ არჩევანი მასზეც აისახება ისევე, როგორც ჩემზე. ქართველი ხალხი არ მომცემს იმის საშუალებას რომ ვიყო შენთან და ილიასთან ერთად ბედნიერი.
– მხოლოდ ეს არის?
– რა, არ კმარა? – გაკვირვებულმა შევხედე.
– არანაირად. ხალხს შორის ყოველთვის გამოერევა ერთი–ორი ცუდი, რომელიც სხვანარიად მიიღებს შენს ყველა ქმედებას, მაგრამ ამას არავინ არ დაუბრკოლებია. რაღაც გარკვეულ წილად მაინც. ეს მდგომარეობა და სიტუაცია მხოლოდ საქართველოში არ არის, დამერწმუნე. კარგი და ცუდი ყველაგანაა, ხოლო რაც შეეხება ილიას, შეიძლება მან ისე ვერ მიმიღოს, როგორც შენს ყოფილ ქმარს მიიღებდა, მაგრამ მე მისი ძმაკაცი მაინც ვიქნები უკეთეს შემთხვევაში. – აქ გაიღიმა – დამიჯერე, მე არ მაქვს იმის პრეტენზია რომ ილიამ თავის მამად აღმიქვას. მას ჰყავს მამა და ჩემი ეს სტატუსი არად დასჭირდება, სამაგიეროდ, ჩვენ ვიქნებით ყველაზე მაგარი ძმაკაცები. განა ეს არ კმარა? – ღიმილით მომიახლოვდა.
წელზე ნაზად შემიცურა ცალი ხელი, ცალით კი მის სხეულზე მიმიკრა. გულზე მივადე თავი. თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა გაუაზრებლად. თვითონაც არ ვიცოდი, რა მატირებდა, მაგრამ ახლა რომ არ მეტირა, გავსკდებოდი ამდენი გრძნობა დაგროვებული.
– ნუ ტირი. აი ნახავ, ყველაფერი იმაზე უკეთ იქნება, შენ რომ გგონია. – დამიყვავა თომამ და საფეთქელზე მომაკრო გახურებული ტუჩები.
ახლა საოცრად მჭირდებოდა დედასთან საუბარი და მისი რჩევები.
– სახლში წამიყვან? – ფრთხილად შევეკითხე.
– წაგიყვან.

– მოხვედი, დეე? – თბილად შემომეგება დედა.
– მოვედი. – გავუღიმე, მაგრამ ვიგრძენი რომ მიხვდა ჩემს დაძაბულობას.
– რამე მოხდა? – დაეჭვებულმა შემეკითხა.
– მოხდა. – მეც თავი დავუქნიე. – მოგიყვები, ოღონდ ჯერ ილიას უნდა ჩავეხუტო, მომენატრა.

– ამას სულ როგორ უნდა ეძინოს?! – სიცილით დავხედე ბავშვს.
იმდენად მომენატრა, რომ ეგოისტურად ვერ მოვითმინე და ხელში ავიყვანე მძინარე. ჩუბლზე რამდენჯერმე ვაკოცე. მაშინვე დაჭყიტა თვალები, შემდეგ კი ლაღად გამიცინა.
– დეე, რა კარგი ხარ. ჩემი სიცოცხლე ხარ, დედი – ვებუტბუტებოდი ბავშვს და მინდოდა მთელი ძალით ჩავხუტებოდი, მაგრამ იმდენად ნაზი და უსუსური იყო, ოდნავაც კი ვერ გავბედე რაიმე ზედმეტი მოქმედება.

– აბა, რა მოხდა? – მკითხა ინტერესით დედამ და წინ ჩამომიჯდა. – რატომ გააღვიძე? – სიცილით შეხედა ჯერ კიდევ ბურანში მყოფ ბავშვს.
– ვერ მოვითმინე. – მხრები ღიმილით ავიჩეჩე.
– დამელია სული! გისმენ. – მოუთმენლად გამიღიმა დედამ.
– შემიყვარდა.
– თომა, ხომ?
– შენ, საიდან იცი? – გაკვირვებულმა შევხედე.
– რა მნიშვნელობა აქვს.
– ჰო, თომა.
– მერე, რით ხარ უკმაყოფილო? ისეთი ადამიანია ეგ კაცი, სიხარულით მეცხრე ცაზე უნდა იყო უკვე.
– შეიძლება, მაგრამ ვერ ვზეიმობ ამ გრძნობით. – გულის ტკივილით ამოვთქვი.
– რა გიშლის ხელს?
– არ ვიცი, არ ვარ მზად ასეთი სერიოზული ურთიერთობისთვის. თანაც ილიას გამო, ვერ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას.
– აბა, რაებს ლაპარაკობ? – გამიწყრა დედა. – ჯერ ერთი, 24 წლის გოგო ხარ და მოიშორე ის აზრი რომ მეორედ ვერ გათხოვდები, ვიცი ეს გაწუხებს. ნუ მოუსმენ ხალხს! აკეთე ის, რაც შენ გინდა. მეორეც, ჩემი შვილისშვილი ასეთი სულელელი გგონია რომ შენი ბედნიერება არ გაუხარდეს?
– არ ვიცი. ალბათ, არა.
– ალბათ?
– ჰო, კარგი. არა.
– დედი, აკეთე ის, რაც გულით გინდა, ნუ დაუჯერებ და მოუსმენ სხვას!

* * *
იმ საუბრიდან უკვე თერთმეტი დღეა გასული და მე ჯერ კიდევ არ მინახია, უბრალოდ ვერ გავბედე. ვგრონობ რომ ვერ ვძლებ, მაგრამ ვერც მასთან დაკავშირებას ვბედავ. არ ვიცი, ასე რატომ მივეჯაჭვე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
მეხუთე დღეს ვეღარ მოვითმინე და დავრეკე. აღარ შემეძლო უკვე, მართლა!
ეგოისტი ვარ, ვიცი.
– თომა... – ხმა წართმეულმა ამოვიჩურჩულე.
– გისნმენ. – თითქოს მშრალად მიპასუხა, მაგრამ ამავდროულად თბილადაც.
მაგიჟებს!
– მოდი რა... შენი ნახვა მჭირდება. – ამოვიკნავლე საწყლად. – ხომ მოვალ? – შევეკითხე დამფრთხალმა, როცა ხმა არ ამოიღო. – გთხოვ, – განვაგრძე ისევ.
– მოვალ.

ვეღარ ვითმენდი უკვე, ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი. რომ დამირეკა და მითხრა ჩამოდი, მოვედიო, მაგ წამს კინაღამ გული წამივიდა. ყველაზე საკვირველი და გამაოგნებელი ის იყო, რომ ისე ვიქცეოდი მასთად ერთად როცა ვიყავი, თითქოს პატარა, გამოუცდელი ბავშვი ვიყავი. ლაშასთან რომ დავიწყე ურთიერთობა, მაშინაც კი არ ვიყავი ასეთი ამჩატებული.
ეს სიტუაცია,
თან მიხაროდა, თან – არა.
მუხლების კანკალით ჩავიარე რამდენიმე სართული.
მისი დანახვა, შოკის მომგვრელი იყო.
არ ვიცი, არ მახსოვს, როგორ მივედი, მაგრამ მისი მონაყოლიდან გავიგე, რომ გავქეულვარ და ძლიერად ჩავხუტებივარ. მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, როცა მისი სუნთქვა ყელთან ვიგრძენი.
– მომენატრე! – მაინც გაუბედულად ვთქვი ეს სიტყვები და თითქოს მომეშვა.
აღარ მეშინოდა ჩემი ქმედებების, უბრალოდ მჭირდებოდა თომა. იმდენად იმოქმედა ამ თერთმეტმა დღემ ჩემზე, რომ ბევრი რამის გააანალიზება და ჩემ თავში ბევრი რამის დაჭერა მოვახერხე. ახლა, მართლა არ მაინტერესებდა შურიანი მეზობლები, მეგობრები, ან ის ხალხი, რომელსაც უბრალოდ არ უნდოდა ჩვენთვის კარგი. 100%-ით ვიყავი დარწმუნებული, როცა ილია გაიზრდებოდა, არასდროს მისაყვედურებდა იმაზე, რომ
მეორედ შევიყვარე.

* * *
ერთი კვირაა ზღვაზე ვართ მხოლოდ მე, ილია და თომა.
უკვე, გათხოვილი ქალი მქვია!
ცარიელ სანაპიროზე ვსხედვართ მე და ქვიშაში მოთამაშე ილია.
– როგორ ხარ, პატარავ? – მკითხა თომამ თბილად, კისერში მაკოცა და გვერდზე მომიჯდა. – მამი, გამომართვი, – გაუწოდა ბავშვს შოკოლადი.
ილიამაც სიხარულით გამოართვა.
უზომოდ მაბედნიერებს მისი ყოველი დაძახებული ,,მამი.’’
– კარგად. – უბრალოდ ვუპასუხე და მის მკერს მივადე თავი.
– ძალიან მიყვარხართ.
– ჩვენც.
– იქით გაიხედე, – მანიშნა თვაკებით ტალღებისკენ – ზღვას გავხარ, კუუს! – მითხრა ღიმილით და ტუჩებზე ძალიან ნაზად მომაკრო თავისი ბაგეები.

დასასრული.
ავტორი: ღამურა.

^ ^ ^
გამარჯობათ. ასეთი პატარა ისტორიით შემოგეჭერით, იმედია ცუდი არ გამოვიდა, ნუ, მე ვეცადე, ყოველ შემთხვევაში.
ზოგადად, როცა წერას ვიწყებ, ძალიან ვნერვიულობ და უფრო მეტად მაშინ ვნერვიულობ, როცა უკვე დადების პროცესში ვარ.
ძალიან მინდა თქვენი აზრი დააფიქსიროთ, სწორედ ამ საშუალებით ვიზრდებით, ჩვენ, ავტორები.
ძალიან დიდი მადლობა, ჩემს მითხველებს, ასეთ სტიმულს რომ მაძლევთ.
მეც, ჩემის მხრივ, ვცდილობ რომ თქვენი იმედები არ გავაცრუო.
მიყვარხართ.



№1  offline წევრი შამხათი

მომეწონა, მინდოდა უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო, პატარა და თბილია..

 


№2  offline წევრი N7

მიყვარხარ მე შენ, კუუს!
როგორი თბილი და საყვარელი, პაწია იყო...
შემიყვარდა თითოეული მათგანი, ძალიან!
შენ რომ დიდი ხანია გულში ჩამივარდი, ეგ ხომ ფაქტია და ყველაზე მეტად მიხარია!
რადგან ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასე, შორიდან ვინმე ისე შემიყვარდებოდა, როგორც შენ მიყვარხარ, შე მათხოჯო! tongue
გელი ახალი სითბოებით დახუნძლულს კუსკუს love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline წევრი anuka^_^

ძალიან კარგია ^_^
--------------------
დრო არ კურნავს. ის გვაიძულებს შევეგუოთ...)

 


№4  offline მოდერი Nude

შამხათი
მომეწონა, მინდოდა უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო, პატარა და თბილია..

ძალიან დიდი მადლობა ♥
N7
მიყვარხარ მე შენ, კუუს!
როგორი თბილი და საყვარელი, პაწია იყო...
შემიყვარდა თითოეული მათგანი, ძალიან!
შენ რომ დიდი ხანია გულში ჩამივარდი, ეგ ხომ ფაქტია და ყველაზე მეტად მიხარია!
რადგან ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასე, შორიდან ვინმე ისე შემიყვარდებოდა, როგორც შენ მიყვარხარ, შე მათხოჯო! tongue
გელი ახალი სითბოებით დახუნძლულს კუსკუს love

ყველა კომენტარში სიყვარულის ახსნა ცვეტში გვაქვს ჩვენ :დ
გმადლობ love

anuka^_^
ძალიან კარგია ^_^

გმადლობ feel
--------------------
bailey

 


№5 სტუმარი სტუმარი

ვაუუ, ძალიან კარგი იყო

მაგრამ ჩვენი თავხედი მეკვლე სადაა, ველოდებით მასაც

 


ძალიან კარგი იყო, ვისიამოვნე ^_^

 


№7  offline მოდერი Nude

სტუმარი
ვაუუ, ძალიან კარგი იყო

მაგრამ ჩვენი თავხედი მეკვლე სადაა, ველოდებით მასაც

მადლობა ♥ ეგეც იქნება.
სხვანაირი დედამიწელი
ძალიან კარგი იყო, ვისიამოვნე ^_^

უღრმესი მადლობა ♥
--------------------
bailey

 


№8  offline წევრი მოლურჯო

ტკბილია თბილია და ძალიან სასიამოვნო winked love
--------------------
მარიამი

 


№9  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

თბილი და საყვარელი ისტორია იყო,ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე.ყოჩაღ,კარგი ხარ.

 


№10  offline მოდერი Nude

გიჟი - ♥♥♥
ტკბილია თბილია და ძალიან სასიამოვნო winked love

გიჟი - ♥♥♥
ტკბილია თბილია და ძალიან სასიამოვნო winked love

ლორელაი
თბილი და საყვარელი ისტორია იყო,ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე.ყოჩაღ,კარგი ხარ.

ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, თუ როგორ მახარებთ ♥
--------------------
bailey

 


№11  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძააან კარგი იყოო თბილიი და საყვარელი

 


№12  offline მოდერი Nude

uchveulo
ძააან კარგი იყოო თბილიი და საყვარელი

გმადლობ ♥
--------------------
bailey

 


№13  offline ახალბედა მწერალი ერკე

ყველაზე კარგი გოგო როგორ ხარ შენ! :*
ძალიან მაგიჟებს მე შენი ისტორიები და უბრალოდ აღფრთოვანებულს მტოვებ.
არ შემიძლია გვერდი ავუარო შენს ნაწერს, უბრალოდ ვიცი კარგი უნდა იყოს და იქნება კიდეც.
ვიცი, რომ არ გამიცრუებს იმედს და ესეც მოხდა.
ყოველი სიტყვა მაბედნიერებდა.
მე შენ მაბედნიერებ და შენი თითოეული ნაწერი, სცენა. სიყვარული შეგიძლია იმხელა რომ უფფ <3
და კიდევ, ძალიან ძალიან, სიყვარულამდე მიყვარხარ!!
იცი რა ხდება ჩემო მწვანე ღამურავ?
რატომ ვერ გტოვებ თვალებ ნაბულავ
შენ ხარ გრძნობებით სავსე ვფიცავარ,
როგორიც ხარ, ისეთი მიყვარხარ!!!
რაღაცნაირი, საუცხოოდ და გაგიჟებით საყვარელი და ლამაზი ხარ.
შენთან ურთიერთობა ისე მომწონს მეტი არ შეიძლება. ხოდა რა მეშველებოდა მე უშენოდ ნამდვილად არ ვიცი ჩემო მწვანე ღამურავ <3 <3
ვგიჟდები მე შენზე, და ეს თბილი ისტორიაც, რომელმაც გული გამითბო, ჩამწვა, მიმწვა, მიმაფერფლა და გამანადგურა, ოღონდ კარგი კუთხით, იმისთვის გამანადგურა, ისევ ამ ფერფლიდან რომ აღვენთილიყავი და ეს სიამოვნება მეც განმეცადა, რაც შენ ამის წერისას.

ოო, რამდენი ხანი ვითმენდი, რომ მინდოდა წამეკითხა მაგრამ დრო არ მქონდა და შუაზე გაწყვეტაც არ მინდოდა. მინდოდა თავიდან ბოლომდე ერთიანად წაკითხვა და ეს დღეც დადგააა <3 <3
მიყვარხარ ღამურა!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№14  offline მოდერი Nude

ErckeMydass25
ყველაზე კარგი გოგო როგორ ხარ შენ! :*
ძალიან მაგიჟებს მე შენი ისტორიები და უბრალოდ აღფრთოვანებულს მტოვებ.
არ შემიძლია გვერდი ავუარო შენს ნაწერს, უბრალოდ ვიცი კარგი უნდა იყოს და იქნება კიდეც.
ვიცი, რომ არ გამიცრუებს იმედს და ესეც მოხდა.
ყოველი სიტყვა მაბედნიერებდა.
მე შენ მაბედნიერებ და შენი თითოეული ნაწერი, სცენა. სიყვარული შეგიძლია იმხელა რომ უფფ <3
და კიდევ, ძალიან ძალიან, სიყვარულამდე მიყვარხარ!!
იცი რა ხდება ჩემო მწვანე ღამურავ?
რატომ ვერ გტოვებ თვალებ ნაბულავ
შენ ხარ გრძნობებით სავსე ვფიცავარ,
როგორიც ხარ, ისეთი მიყვარხარ!!!
რაღაცნაირი, საუცხოოდ და გაგიჟებით საყვარელი და ლამაზი ხარ.
შენთან ურთიერთობა ისე მომწონს მეტი არ შეიძლება. ხოდა რა მეშველებოდა მე უშენოდ ნამდვილად არ ვიცი ჩემო მწვანე ღამურავ <3 <3
ვგიჟდები მე შენზე, და ეს თბილი ისტორიაც, რომელმაც გული გამითბო, ჩამწვა, მიმწვა, მიმაფერფლა და გამანადგურა, ოღონდ კარგი კუთხით, იმისთვის გამანადგურა, ისევ ამ ფერფლიდან რომ აღვენთილიყავი და ეს სიამოვნება მეც განმეცადა, რაც შენ ამის წერისას.

ოო, რამდენი ხანი ვითმენდი, რომ მინდოდა წამეკითხა მაგრამ დრო არ მქონდა და შუაზე გაწყვეტაც არ მინდოდა. მინდოდა თავიდან ბოლომდე ერთიანად წაკითხვა და ეს დღეც დადგააა <3 <3
მიყვარხარ ღამურა!

ძალიან დიდი მადლობა გიო! მეც ძალიან მიყვარხარ!
--------------------
bailey

 


№15  offline ახალბედა მწერალი ერკე

love love ჩემი გიჟი <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent