სულის სარკე (თავი II)
ყოველი დღე მოულოდნელობებითაა სავსე.არ იცი რაა უნდა ელოდო,ამიტომ ცხოვრების დაგეგმვა ძალიან რთული,თითქმის შეუძლებელია.თუმცა შეიძლება დაგეგმო თუ როგორ გაატარო საღამო მეგობრებთან ერთად. ჩემი ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღე იყო.გადახდა არ უნდოდა,მაგრამ მე და მისი დეიდაშვილი(ჩემი კლასელი) კაფეში დავსხედით და ჩვენთვის ავღნიშნეთ.გასეირენა გადავწყვიტეთ.ჭავჭავაძედან რუსთაველამდე ფეხით ჩავედით.მიუხედავად იმისა რომ დიდი გზაა მაინც არ დავღლილვართ.პირიქით ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავით და გვინდოდა რაც შეიძლება მეტი დრო გაგვეტარებინა ერთად.ჩემმა მეგობარმა მთხოვა მეტროთი წავსულიყავით,თუმცა ჩემში რაღაც უხილავმა მეექვსე გრძნობამ მანიშნა რომ თავისუფლების მეტროსკენ მინდოდა წასვლა.ძალიან ვთხოვე ამიტომ დამთანხმდა.გზაში ბევრს ვჭორაობდით ყველაზე და ყველაფერზე,თან კი გარშემო ხალხს ვათვალიერებდით.ჩემი მზერა ერთ ბიჭზე გაჩერდა,რომელიც თავისთვის იდგა განმარტოებით და ტელეფონში რაღაცას უყურებდა.რამოდენიმე წამში გული ამიჩქარდა,ავფორიაქდი,რადგან ეს ის ბიჭი იყო ჩემი სკოლელი ჩემი მეზობელი და ჩემ ცხოვრებაში "ახალი პერსონაჟი". შემამჩნია,ამომხედა,გაიღიმა,თუმცა მოულოდნელობისგან ფეხს ავუჩქარე და სწრაფად გავერიდე იქაურობას.მალევე ვინანე ჩემი ასეთი სპონტანური გადაწყვეტილება.ვერაფერზე ვფიქრობდი.ერთადერთი რაც თავში მიტრიალებდა იყო: "ეს ბედისწერაა" ბედისწერა ისაა რასაც ვერ გაექცევი.მისი შეცვლა შეუძლებელია.რაც გიწერია არ აგცდება.ვიწექი ჩემთვის ოთახში და ძილის წინ დავიწყე ფიქრი.რომ არა ბედისწერა მაინც და მაინც ეხლა ვერ შევამჩნევდი.რომ არა ბედისწერა არ ვიცხოვრებდით ერთ უბანში,არ ვიმგზავრებდით ერთი ტრანსპორტით,არ ვიქნებოდით სკოლელები და მოკლედ ბევრმა მსგავსმა აზრმა მოიცვა ჩემი აზროვნება. დილით სკოლაში წასვლა აღარ მეზარებოდა.რაღაც ახალს და საინტერესოს ველოდი.ყოველ დღე დილით მისი ნახვა ბედნიერს მხდიდა.სკოლაში მისვლისას ყოველთვის როცა ის თავის მეგობრებთან ერთად თავის კლასთან იდგა,მე კი მათ ჩავუვლიდი,მისი ყოველი მზერა სამუდამოდ იბეჭდებოდა ჩემს მოგონებებში.ყველა ეს მომენტი დღემდე კადრებად მახსოვს და დღესაც სიამოვნებით ვიხსენებ. ასე გრძელდებოდა რამოდენიმე თვე.მრავალი მზერა სითბოთი და სიყვარულით სავსე, მაგრამ არც ერთი სიტყვა.მრავალი შანსი ჩემი გაცნობის,თუმცა არც ერთი გამოყენებული.ეს თავის მხრივ მთრგუნავდა,მაგრამ ის ემოციები ყველაფერს ფარავდა რასაც მასთან ახლოს ყოფნა მანიჭებდა. ზაფხული მოვიდა.ყველა გრძნობა რაც პესიმიზმს და ნაღვლიანობას უკავშირდებოდა ჩემში იყო გაერთიანებული.მას 3 თვე ვეღარ ვნახავდი.დაიწყო არდადეგები.მივედი სახლში და მხვდება მეგობრობის თხოვნა.ისე გამიხარდა რამის გავაუქმე.დაიწყო 3 ბედნიერი თვე.რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს მაინც არაფერი მოუწერია.თუმცა მისი მოწონებული ყველა ფოტო ჩემთვის საყვარელი გახდა.ეს თვეები ასე გავიდა.ვფიქრობდი რომ სკოლაში მისვლისას ყველაფერი შეიცვლებოდა უკეთესობისკენ. 15 სექტემბერი.სკოლაში მივედი.თვალებით ვეძებ.ჩემში იმდენი ემოცია და გრძნობაა თავშეყრილი მგონია რომ,როგორც კი დავინახავ ჩავეხუტები,დავილაპარაკებთ და უსაზღვროდ ბედნიერი ვიქნები.ისე როგორც ფილმებშია.მაგრამ ფილმები ფილმებად რჩება.ნოველები ნოველებად და მათ არანაირი კავშირი არ აქვთ რეალობასთან.ეს ძალიან მტკივნეული ასაღიარებელია.მე მიწაზე მყარად ვიდექი და ვგრძნობდი რომ თუ ამ დღეს რამე არ მოხდებოდა,აღარასდროს მოხდებოდა. შემდეგი 2 თვე კი უკვე ტანჯვა იყო.გრძელდებოდა ისევ მზერები,ისევ სითბოთი სავსე,მაგრამ ეს მე კი არ მაბედნიერებდა,პირიქით მაღიზიანებდა და გულს მტკენდა.თითქოს ის ჩემი გრძნობებით თამაშობდა.ამიტომ გადავწყვიტე მეგობრებიდან წამეშალა და სამუდამოდ ამომეგდო ჩემი ცხოვრებიდან.და ერთ "მშვენიერ" დღეს ის ჩვენს ერთ-ერთ სკოლელს დაუახლოვდა,გოგოს.ყოველ დღე მიწევდა იმის ყურება თუ როგორ ახლოვდებოდნენ ისინი და როგორ მშორდებოდა მე ცოტნე.ამის გადატანა ძალიან გამიჭირდა.მაგრამ ყველაზე რთული მათი ერთად გადაღებული ფოტოების ხილვა იყო,სადაც კარგად ჩანდა რომ ორივე ბედნიერი იყო.ამბობენ როცა ადამიანი გიყვარს,ვისთანაც არ უნდა იყოს შენთვის არ აქვს მნიშვნელობა,მთავარია ბედნიერი იყოსო.სრული სისულელე,მითუმეტეს ჩემნაირი ეგოისტის და მესაკუთრესთვის. ცხოვრების ეს ეტაპი მალე გადავლახე.ადვილი ნამდვილად არ ყოფილა.თუმცა არ ისეთი რთული როგორიც მე წარმომედგინა. 4 თვის შემდეგ.ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.მე ეს კი არ მიხარია არამედ მწყინს.ძალიან მწყინს,რადგან არ მინდა იმ ადამიანის გვერდით ვიყო ვინც ჩემთან ყოფნის შანსი არ გამოიყენა და სხვა ამჯობინა,მაგრამ ყველაზე რთული ის იყო რომ როგორც კი დაშორდნენ მზერები განახლდა.თითქოს ყველაფერი თავიდან დაიწყო.ამ დროს უკვე მივხვდი.ეს ის არ იყო რაც მე მინდოდა.უკვე გაღიზიანების გარდა ვეღარაფერს ვგრძნობდი. იმ სასწავლო წლის ბოლო დღე იყო,ბოლო გამოცდა,რომელიც ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო.ძალიან ვნერვიულობდი.იმ დღეს მეტროთი მარტო ვამჯობინე წასვლა.ვაგონში შევედი,დავჯექი,კონსპექტის გადამეორება დავიწყე.წამიერად ზემოთ ავიხედე და "დეჯავიუ". ცოტნე შემოვიდა.გვერძე დამიჯდა და ჩემ კონსპექტში დაიწყო დაჯინებით ყურება.ისე მივედით ჩვენს გაჩერებამდე კრინტი არ დამიძრავს.დავდექით ესკალატორზე,ვგრძნობდი მის თითოეულ ამოსუნთქვას და ვფიქრობდი რამდენჯერ მიოცნებია ამ მომენტზე და უკნიდან მესმის ხმა: -დღეს წარმატებებს გისურვებ.ფიზიკა რთული საგანია,მაგრამ ვიცი რომ შენ ყველაფერს შეძლებ. -მადლობა კეთილი სურვილებისთვის,თუმცა სამწუხაროდ ყველაფერი ისე არ გამოდის როგორც ჩვენ გვინდა. -ასე ადვილად ნუ დანებდები.ჯერ ყველაფერი წინაა ანკა. ჩემი სახელის გაგონებაზე დამაჟრიალა.ამით მიმახვედრა რომ ჩემზე იმაზე მეტი იცოდა ვიდრე მე წარმომედგინა.ასე უსიტყვოდ მივედით სკოლამდე.ამის შემდეგ ის 2 წელი აღარ მინახავს. ბევრი იფიქრებს ამ ბიჭს ეს გოგო არც კი მოსწონდა.ყოველ დღე ბიჭი რამდენ გოგოს შეხედავს,მაგრამ აი რას გეტყვით მე.თვალები სულის სარკეა.შეიძლება გტკიოდეს არაფერი თქვა,მაგრამ იტირო.შეიძლება გიყვარდეს არაფერი თქვა,მაგრამ ეს შენს თვალებში ჩანს.მე როცა მახსენდება მისი თვალები,მისი მზერა თავში მხოლოდ სიტყვა "ბედნიერება" მიტრიალებს.სწორედ ამიტომ ვთვლის რომ ჩვენს შორის იმაზე მეტი იყო,ვიდრე "გამარჯობა-გაგიმარჯოს".ასე რომ სკოლა ისე დავამთავრე ის არ მინახავს,თუმცა ყოველ მის გახსენებაზე გული სითბოთი მევსება,რადგან მან მაგრძნობინა რა იყო "პირველი სიყვარული".რაც არ უნდა აფსურდული იყოს ეს ჩემთვის სიყვარული იყო "პლატონური" თუმცა მაინც. სკოლა დავამთავრე.ბევრი ვისწავლე,ვიწვალე და დამიფასდა.იქ მოვხვდი სადაც მინდოდა თანაც გრანტით.მეგონა ჩემზე ბედნიერი არავინ იყო.ჩემს ცხოვრებაზე მხოლოდ კარიერა იდგა პირველ ადგილას.პირადი ცხოვრება აღარც კი მახსოვდა.როგორც იქნა იმ პროფესიას დავეუფლებოდი რომელზედაც ამდენი წელი ვოცნებობდი.შევაღე სასწავლებლის კარები.თვალები ამიჭრელდა.ბედნიერი ვიყავი უზომოდ.მიმოვიხედე.თითქოს ნაცნობ სახეს ვეძებდი და აი ვიპოვე.ყველაფერი თავიდან დაიწყო,მაგრამ მე 15 წლის აღარ ვიყავი და აღარც ის იყო 16. გაგრძელება იქნება... გამარჯობათ ბავშვებო! იმედი მაქვს მოგეწონებათ ჩემი პირველი მოთხრობაა და ვცდილობ კარგი გამომივიდეს.შემიფასეთ და შენიშვნები მითხარით. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.