InkeD #15
ჩვენი ცხოვრება ჩვეულებრივზე უფრო ბედნიერად და ხალისიანად წარიმართა. ყოველ წამს ბედნიერება შემოჰქონდა ნიკუშას ჩვენს ცხოვრებაში. მალევე შეეჩვია თემო მას და მეტიც სიგიჟემდე შეიყვარა. არ ვიცი ამ პატარა კაცუნამ ამდენი როგორ შეძლო,მაგრამ მან სრულიად შეცვალა ჩენი ცხოვრება. მასთან ერთად დრო უფრო სწრაფად გარდბოდა. თვალსა და ხელს შუა იზრდებოდა. ერთად ვტიროდით მე და ნიკუშა,როდესაც პირველი კბილი ამოსდიოდა და ტკივილები ჰქონდა. მის ყოველ აცრაზე მეც მტკიოდა და ვკანკალებდი. ერთად ვჭორაობდით მას შემდეგ რაც აღუღუნდა. ვითვლიდი მის ჩაპუტკუნებულ ტანზე ნაკეცებს. ვუკოცნიდი პუტკუნა თითებს. ჩვენი პატარა გეგის და ანოს ნათლული გახდა. ახლაც მახსოვს 5 თვის ნიკუშა როგორ დიდი ინტერესით შესცქეროდა მამაოს და როგორ მშვიდად იყო. უდიდესი ბედნიერებას განვიცდი,როდესაც თავისი პატარა ხელებით მეფერება სახეზე. ვგიჟდები მის სუნზე და მის სიცილზე,როდესაც ყელში ვკოცნი. ჩვეულებრივი საღამო იყო,მე და ნიკუშა თემოს მოსვლას ველოდებოდით. ის კვლავ ხალიჩაზე იჯდა მე კი სამზარეულოში ვიყავი და თემოსთვის ვახშას ვამზადებდი. თან პატარას ვუყურებდი და ვუცინოდი. სანამ პური დავჭერი და ავხედე ნიკუშა ადგილზე აღარ იყო. მაშინვე გამივარდა ხელიდან დანან და სამზარეულოდან გამოვედი. საშინელი შიშის გრძნობა დამეუფლა. რა აღარ ვიფიქრე იმ წამებში. მისაღებში შეულს კი ჟურნალების მაგიდასთან მდგარი ნიკუშა მახვდა. ადგილზე გავშეშდი. ვერც კი წარმომედგინა რომ უკვე შეძლებდა ფეხზე დგომას. ისკენ რამოდენიმე ნაბბიჯი გადავდგი. მანაც მოაბრუნა ჩემკენ თავი და მისი მოკაშკაშე თვალები მომანათა. ნელა შემობრუნდა და ბანცალით გადმოდგა ჩემკენ რამდენიმე ნაბიჯი. ეტყობოდა თავს ძლივს იკავებდა ჩემი პუტკუნა ბიჭი. მე უცებ დავეცი მუხლებზე და ხელები გავშალე მის დასახვედრად. ის მოიწევდა ჩემკენ და თან იცინოდა. საყვარლად შეეკრა მუშტები და თავს ძალას ატანდა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადმოედგა. უკვე ჩემტან მოსულს დავავლე ხლეები და გულში ჩავიკარი. -ჩემი ცხოვრება!... ჩემი პატარა ბიჭი. როგორ დაბანცალებსო.-ვუკოცნიდი მთელ სახეს და ყელს ის კი ჩვეულებისამებრ კისკიდებდა. პატარა თავის სკამზე დავსვი და მეც მის წინ,დივანზე ჩამოვჯექი. -აბა ნიკუშა გააღები პირი...-კოვზით ამოვიღე ფაფა და სული შევუბერე.-მოფრინდა,მოფრინდა გეგი მოფრინდა!.... - თავლები სასაცილოდ დავაჭყიტე და კოვზი ნიკუშას პირისაკენ „გავაფრინე“ მანაც მაშინვე მოასუფთავა კოვზი. მე ახალი ულუფა ამოვიღე და კვლავ შევუბერე სული გასაგრილებლად. -მოფრინდა მოფრინდა... თემუსა მოფრინდაა-კვლავ მოასუფთავავ კოვზი.-მოფრინდა მოფრინდა ანო მოფრინდაა -დავიძახე მენ და მანაც კისკისი ატეხა და ფაფით გამოიტენა პირი. როგორც კი მოვრჩით ჭამას ხელი დავავლე და გულზე მივიხუტე. -ეს ლოყები ვისიოა?-თვალები დავუჭყიტე მე-ვისი და ჩემიაოოო-უცევ ვაკოცე ორივე ლოყაზე.-ეს ცხვირი ვისიაო?-თითი დავკარი ცხვირზე-ესეც ჩემიაოო-ახლა ცხივრზე ვაკოცე.-ეს ყელი ვისიოა?-უცებ ვაკოცე ყელში და მთელი ხმით ატეხა კისკისი. უცებ დავინახე კარის ჩარჩოს მიყრდნობილი თემო. -ნახე ვინ მოსულაო ნიკუშ-თითით თემოსკენ ვანიშე და ისიც აცუნდრუკდა. თემო ჩვენკენ წამოვიდა და მეც მასნვე გაინდათდა გონება. -ყავი მანდ-უცებ დავუძახე მე-არ წამოხვიდე. -რა ხდება?-გაკვირვება დაეტყო მას. მე კიდევ ერთხელ ვაკოცე ნიკუშას და ყურში რაღაც ჩავჩურჩულე. პატარა ძირს დავსვი და უკან დავუდექი. ორივე ხელი დავუკავე და მანაც გადადგა სასაცილო ნაბიჯები თემოსაკენ. ვაკვირდებოდი თემსო სახეს და დავინახე მისი გაკვირვება შემდეგ კი ანთებული თვალები. ხელი ჯერ პიზე აიფარა შემდეგ თავზე გადაისვა. ჩაიმუხლა და მოკაშკაშე თვალებით დაგვიწყო ყურება. ბოლო ნაბიჯიც გადადგა ნიკუშამ და თემო აიკრა სხეულზე. -ვინაო ჩემი მაგარი ბიჭიო? ჩემი ჩემპიონიო...-უკოცნნიდა სახეს თემო. დიდხანს ეთამაშა გახარებული თემო ნიკუშას,შემდეგ კი მის მკლავებშივე ჩაეძინა. -შევიყვან დავაწვენ მე და მოვალ-მოწყვეტით მაკოცა თემომ და საძინებლისაკენ წავიდა. მე უცებ გავაწყვე სუფრა და სამზარეულოში ვიყავი,როდესაც მისი ხელები ვიგრძენი წელზე. -ჩემი შავტუხა...-ყელში მაკოცა და მეც კვლავ მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა.-ჩემი ლამაზი.-მკოცნიდა ის და ხლეებს უფრო ძლიერად მიჭერდა წელზე. მისკენ შევბრუნდი და ხელები კისერზე შემოვაწყვე. მის ანთებულ თვალებს ვუყურებდი და მათში ვიძირებოდი. მის ტუჩებს წავეტანე და ვნების მორევში გადავეშვით.სულუფრო მომთხოვნი ხდებოდა მისი კოცნა,მისი ფერება ჩემს სხეულზე.სამზარეულოს დახლზე შემომჯდარს გულისპირს მიკოცნიდა. მე უკვე მთელი სხეული მიცახცახებდა. უცებ შეწყვიტა კოცნა და ხელები შემიშვა. ღრმად სუნთქავდა და თავი დაბლა ქონდა დახრილი. ერთახანს მდუმარებას მხოლოდ ჩვენი ღრმა სუნთქვა არრვევდა. ნელა ავაწევინე თავი და მსი ამღვრეულ თვალებს შევხედე. -რა მოხდა?-დავიჩურჩულე მე. თვალები კვლავ ძირს ქონდა დახრილი. -თემო...-კვლავ ვჩურჩულებ მე. -ჯერ ადრეა...-მძლივს ამოილაპარაკა ორი სიტყვა და ხელები საბოლოოდ შემიშვა. -თემო მე უკვე შენი ცოლი ვარ-ვუთხარი მე. -პატარა ხარ ივლიტა.-თქვა მან და ზურგი მაქცია. -არ მინდა რომ თავს იკავებდე, მე შენთან მინდა. მზად ვარ-ვუთხარი მე და მის პასუხს დაველოდე. ჩემკენ მობრუნდა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებშ ჩამხედა. -მე შენი მოფერება და კოცნაც მყოფნის-თქვა მან და შუბლზე მაკოცა. უცბათ ჩამოვხტი დახლიდან და გასავლელისაკენ წავედი. -საუზმე მზადაა-დავიჩურჩულე კარში მდგომმა და საძინებელში შევედი. საღამურები ჩავიცვი და ტკბილად მძინარი ნიკუშა თავისი საწოლიდან ამოვიყვაე და ჩემს გვერდით დავიწვინე. გულზე ყავდა ნიკუშა მიკრული და ჩუმად ვტიროდი. მეგონა რომ ამ ყველაფრის მიზეზი სინამდვილეში ის იყო რომ თემოს როგორც ქალი ისე არ მოვწონდი... შუაღამით წელზე ცხელი ხელების შეხებამ გამომაფხიზლა. არ შევიმჩნიე რომ გამეღვიძა. მარჯვნა მხარი ნაზად დამიკოცნა თემომ და ჩემს ყელში ჩარგო თავი. თითოეულ მის კოცნაზე სული მეხუთებოდა. -გღვიძავს?-დაიჩურჩულა მან და მაშინვე ვიგრძენი ალკოჰოლის სუნი. -ჰო... -დავიჩურჩულე მეც. -მისმინე...-ცოტა ხანს გაჩუმდა.-ხომ იცი რომ საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ. ჩემი თითოეული ამოსუნთქვა შენ გეკუთვნის. მხოლოდ შენ იქნები ჩემი შვილების დედა. ყველაზსე მეტად მინდა შენი ალერსით დატკბობა,მაგრამ ჯერ პატარა ხარ ჩემო გოგოვ.ხომ იცი რომ ის ინციდენტი რომ არა ჯერ არც მოგიყვანდი ცოლად და ოჯახს არ შეგაქმნევინებდი.მაგრამ ასე მოხდა. არ მინდოდა ბავშვი რომ გვყოლოდა,იმიტომ რომ ვიცოდი ასე სწავლას მოწყდებოდი და შენს ოცნებებზე უარის თქმა მოგიწევდა,მაგრამ შემდეგ გამოჩნდა ნიკუშა და ყველაფერი შეიცვალა. არ მინდოდა ასეთი სიმძიმე დაგწოლოდა,მაგრამ მე ამას წინ ვერ აღვუდექი. ახლა კი... ახლა მეოჯახე ქალი ხარ უკვე-ისევ გაჩუმდა-არ მინდა რომ ქალი იყო. მე მინდა სულ ჩემი პატარა გოგო იყო.არ ვიცი,შეიძლება ვცდები,მაგრამ მგონია რომ თუ უფრო მეტს მოვინდომებ შენგან გატკენ,რამეს დაგიშავებ,რომ სანანებელი გამიხდება. უბრალოდ გთხოვ ჯერ მოვიცადოთ.ხომ იი რომ მე მაინც შენს მეტი არავინ და არაფერი მინდა.-ისევ მაკოცა ყელში და ისევ გამაკანკალა. -მე მინდა რომ სულ შენი ვიყო, ბოლომდე-ამოვისრუკუნე მე. მისკენ გადამაბრუნა და გულზე ამიკრა. -ჩემი სულელი გოგო.შენ ისედაც სულ ჩემი ხარ-მითხრა მან და მაკოცა. -რომ ამბობენ კაცს აუცილებლ;ად სჭირდება ქალთან ისეთი ურთიერთობებიო?-ისევ ვსლუკუნებდი მე. დაბალი ხმით გადაიკისკისა და ამღვრეული თვლაებით დამხედა. -როგორი ისეთი ურთიერობებ?-იღიმის თემო. -ოოო აი ისეთი- მორცხვად ვხრი თავს მე და მის მკერდზე თითებს დავატარებ. -შენ მე ყველანაირად მაკმაყოფილებ-მითხრა მან და კვლავ მაკოცა. იმ ღამით ისე მშვიდა დამეძინა... მერე გავიდა დრო...დღეები,თვეები... კიდევ ერთი ყველაზე ბედნიერი დღე ის იყო ჩემს დაბადების დღეზე ჩვენთან შეკრებილი „ოჯახი“ სუფრასთან რომ ვიყავით შემომსხდარნი. ნიკუშა ამ დროისთვის უკვე წლინახევრის იყო. კვლავ ისეტი ბუშტი... დიდი მწვანე თვალები და წაბლისფერი კულულები ჰქონდა. შევნიშნე სუფრაზე წვენი გატავებულიყო და მოსატანად სამზარეულოსაკენ გავემართე. ის იყო უნდა შევსულიყავი უკნიდან ხმა გავიგე. -დედა!...-წამოყვირა ჯერ კიდევ უცნობმა,მაგრამ ამავდროულად საოცრად ნაცნობმა ხმამ. უკან მივბრუნდი და ოთახში სრული სიჩუმე იყო. ჩემკენ გამოიქცა ნიკუშა და ფეხებზე მომეკრა. მე გაოცებული იქ მყოფთ ვუყურებდი და არ მჯეროდა იმის რაც რამოდენიმე წამის წინ გავიგონე. -დედა-კიდევ ერთხელ გავიგონე და ვიგრძენი როგორ მომქაჩა ხელზე ნიკუშამ. დაბლა დავიხედე და სუნთქვა შემეკვრა. ვერც გავიგე როდის დაიწყეს ჩემი |თვალებიდან ცრემლებმა დენა. მაშინვე ნიკუშასკენ დავიხარე და ხელში ავიტაცე. მთელი ძალიტ ვიკრავდი გულში და ბევრს ვკოცნიდი. არ მეგონა თუ ოდესმე ეს მოხდებოდა. არ მეგონა თუ ის მე მიწოდებდა დედას ყველაფრის მიუხედავად. და თამამად გეტყვით რომ იმ წუთებში მე უბედნიერესი დედა ვიყავი!... იმ ღამიტ ჩვენ შუაში იწვა პატარა მატრაკვეცა კაცუნა და ჩემი და თემოს საჩვენებელი თითები საკუთარ ბუთქუნა ხელებში მაგრად ჩაუბღაუჭა. -უბედნიერესი ვარ-ავხედე თემოს. -მიხარია ჩემო პატარავ-გამიღიმა მან და მზერა კვლავ ნიკუშაზე გადაიტანა. -თემო ხომ არ გაბრაზდი დედა რომ დამიძახა?-შიშნარევი ხმით ვკითხე მე. -რა სულელი მყავხარ-გამიცინა მან-პირიქით,გამიხარდა ძალიან და სხვათაშორის შენ მართაც მისი დედა ხარ. -ჩემი ორი ბიჭი-გამეცინა მე. -მეც მინდა მყავდეს ჩემი ორი გოგო-გაიცინა თემომ. -მაგის დროც მოვა...-წარბები ავათამაშე მე. -ეშმაკუნა. ************ სკოლა წარმატებით დავასრულეთ მე და ანომ. ჩემი გადაწყვეტილება კი არ შემიცვლია. გადავწყვიტე რომ აუცილებელი არ იყო უნივერსიტეტში ჩამებარებინა. მართალია ეს ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი იყო,მაგრამ იყო!... ახლა,როდესაც მე მყავს საყვარელი მამაკაცი და პატარა კაცუნა მივხვდი რომ სულაც არ მჭირდება ეს... მე მინდა რომ მთელი ცხოვრება ჩემს ოჯახზე ვიყო მთლიანად კონცენტრირებული და მხოლოდ მათ ეკუთვნოდეთ ჩემი მთელი დრო. მართალია თავიდან ყველა გააკვირვა ამ გადაწყვეტილებამ,მაგრამ ბოლოს ყველა შეეგუა. თუ მაინც და მაინც მომინდებოდა სწავლა ეს პრობლემა არ იქნებოდა. ასე რომ... ნიკუშა ნელ-ნელა ყველა სიტყვას სწავლობდა.თავისებურად ალამაზებდა კიდეც და სასაცილოდ იმეორებდა. ყველას ეძახდა თავისებურ სახელებს მხოლოდ თემოს სახელზე დუმდა. რამდენჯერ შევსწრებივარ როგორ უზის თემოს ნიკუა მუხლებზე და დამარცვლით უმეორებს საკუთარ სახელს. ნიკუშა კი ჯიუტად წარბშეკრული უყურებს და დუმს. გაზაფხული იყო. ნიკუშა უკვე ორი წლის გვყავდა. თემო სამსახურიდან 2 კვირიან მივლინებაში იყო. უკვე კვირაზე მეტია წასულია და 2-3 დღეში უწევს ჩამოსვლა. მე და ჩემმა ბიჭუნამ კი გადავწყვითეთ ცოტა გაგვევლო და თანაც რაღაც-რუღაცეები გვეყიდა. პარკში ვიყავით მე და ნიკუშა და მის საყვარელ ზეფირს შეექცეოდა. ამით აშკარად თემოს გავს... ვუყურებდი და ვხედავდი როგორ იყო ჩემი ბიჭი გაზრდილი და გალამაზებლი. -დედა-ფიქრებიდან ნიკუშას ხმამ გამომიყვანა. -ხო დე...-შევხედე მეც. -მამამ ინდა-ტუჩები დაბრიცა მან და წინ გაიხედა. მეც მის მზერას გავაყოლე თვალი და დავინახე უცხო მამაკაცი როგორ ეთამაშებოდა პატარა ბბიჭუნას. უდიდესი ბედნიერბეა ვიგრძენი,როდესაც მისგან ეს სიტყვა გავიგე. -დავურეკოთ დე მამას?-შევხედე აცრემლიანებული თვალებით. -ჰო დეე-ტაში შემოკრა მან. საჩქაროდ ავკრიფე თემოს ნომერი და დაველოდი როდის მიპასუხებდა. -ხო ჩემოშავტუხა-გავიგონე მისი დაღლილი ხმა. -როგორ ხარ?-თითით ვანიშნებდი ნიკუშას რომ ხმა არ ამოეღო. -დაღლილი თქვენ როგორ ხართ ჩემო პატარებო?-მკითხა მან. -კარგად... -გამეცინა მე.-იცი ვიღაცას უნდ აშენთან საუბარი. -მართლა? ვის?-გაკვირვება დაეტყო მას. -მოიცადე...-ჩავძახე მე და ტელეფონი ნიკუშას მმივადე ყურზე. -მამაა!-დაიძახა უცებ ნიკუშამ.საჩქაროდ მივდე ტელეფონს ყური. კარგად ისმოდა თემოს მძიმე სუნთქვა. -მამა!- გაიმეორა კვლავ ნიკუშამ. -ჰო მამას კაცი-ამოიჩურჩულა თემომ. -მამა მოდი მა...-დაუძახა ნიკუშამ. -მოვალ მა,მალე მოვალ.-ხმა უკანკალებდა თემოს. -მოვალო დე...გამომხედა ნიკუშამ,რომელსაც ბედნიერებისაგან სახე გაბადვროდა. გავიგე თემოს სიცილის ხმა. -მა რომ მოვალ რა მოგიტანო?-კითხა თემომ. ერთ ხანს გაჩუმდა ნიკუშა. აშკარად ფიქრობდა რა ეთქვა შემდეგ კი მოულოდნელად გახარებულმა ჩასძახა. -დიდი პიპია და კოკოლადები მა-ტაში შემოკრა საყვარლად. -კარგი მამას კაცუნა მოგიტან-ზუსტად ვიცოდი რომ ახლა ზუსტად ისე იღიმოდა მე რომ მიყვარდა, ნიკუშამ ტელეფონი მომაწოდა. -თემო...-დავიჩურჩულე მე. -უბედნიერესი ვარ. სიგიჟემდე მიყვარხართ-ამოიჩურჩულა მან. -ჩვენც. მალე ჩამოდი რა...-დავიკრუსუნე მე -ჩამოვალ პატარავ-მითხრა მან. ******* ჩემს მკერდზე ედო ნიკუშას თავი და ისე ეძინა.მეც თმებზე ნელა ვეფერებოდი და ფიქრებიტ შორს დავფრინავდი. ვერ გავიგე როგორ ჩამეძინა მის ფერებაში,მაგრამ შუაღამისას თავად გამაღვიძა ფერებამ.ჩვენ წინ თემო იყო ჩამუხლული და გვეფერებოდა. -თემო... -დავიჩურჩულე მე. -ჩემი ლამაზი-მითხრა მან ჩემკენ მოიწია და ვნებიანად დამიკოცნა ბაგეები, -როდის მოხვედი?-ვკითხე ჩუმად -საათზე ემტია. არ მინდოდა თქვენი გაღვიძება...ისეთი საყვარლები ხართ...-თვლაებგაბრწყინებული დაგვყურებდა ის. -ჩემი ცხოვრება როგორ მომენატრე...-მაგრად მივიხუტე ცალი ხელით. ნიკუშა გადავაწვინე და ფეხზე წამოვდექი. მაგრად მოვხვიე თემოს ხელები და მისი მონატრებული სურნელი ღრმად შევისუნთქე. -როგორ მენატრებოდი-ვჩურჩულებდი მის ყელთან. -მეც... მეც...-მკოცნიდა ის და ძლიერად მიჭერდა ხელებს. მთელი ღამე დივანზე მსხდომებმა გავატარეთ. მის მკლავებშ მოქცეული ვუყურებდი ამ ორი კვირის მაბებს,ნიკუშას თითოეულ საქციელს, მის ახალ სიტყვებს... 8 საათი იყო ნიკუშას ძახილი რომ მოგვესმა. -დედა...-იძახდა ის. -შენ შედი-ვანიშნე თემოს. ისიც ფეხზე წამოდგა და საძინელისაკენ გაემართა. მეც უკან მივყევი. კარი სეაღო და შევიდა. მეც კართან დავდექი. ნიკუშა საბაში იყო გახვეული და როგორც იცის ხოლმე სირაქლემას იმიტაციით „მემალებოდა“ საყვარლად ამოეწია პატარა ტაკუნები ზემოთ თავი კი ბალიშის ქვეშ დაემალა. ჩუმად იცინოდა თემო და მე მიყურებდა. მეც მძივს ვიკაბვებდი თავს რომ ხმამაღა არ გამეცინა. -ნიკუშა-დაუძახა თემომ. უცებ გაფართხალდა. მერე უცებ ამოყო თავი და უკან მოიხედა. -მამა-დაიძახა უცებ და ფეხზე წამოხტა. -მამიკო...-საწოლზე დაიწყო ხტუნაობა თემო მაშთან მივიდა ხელებ გაშლილი და პატარას რეაქციას დაელოდა, მანაც არ დააყოვნა და მთელი ძალით შემოვია ხელები. -მამას კაცუნა...-სახეს უკოცნიდა თემო. -დეე-შემამჩნია მე. -ჰო დე...-გავხედე ღიმილით. -მამა მოვიდა- საყვარლად გაიკრიჭა. -დე მოდი-დამიძახა კვლავ მან. მეც მათთან მივედი დამაგრად მომხვიეს ჩემმა ბიჭებმა მკლავები. მთელი დღე ერთად ვინებივრეთ საწოლში. ხან რას ბლუყუენდა ნიკუშა ხან რას. ბოლსო ჩუმად ვიყავით,როდესაც უცებ ნიკუშამ წამოტო თავი. -მა...-დაიძახა მან. -ჰოო-გააგონა სახეგაბადრულმა თემომ. -მომიტანე პიპია და კოკოლადები?-კითხა მან და მაშინვე გაგვეცინა მე და თემოს. -კი მა მოგიტანე. მისაღებშია.-უთხრა მან. -ვასააა-დაიძახა ნიკუშამ და საწოლიდან ჩაბობღდა. შიშველი ფეხებით გაპატყუნდა მისაღებში. თემომ გულზე მიმიხუტა და მაკოცა. სირბილით შემოვიდა ნიკუშა. მოხრილი იყო და უზარმაზარ სათამაშო მანქანას იატაკზე მოაცურებდა. ზედ კი დიდი შოკოლადებით სავსე პარკი დაედო. -დეე ნახე რამხელაა დეე.-იცინოდა ის და მანაქანს ხლებს უსვამდა. -აუ რა მაგარია დეე-გამეცინა მე. ერთხელ კიდემიეფერა მანქანს და მერე შოკოლადებით ისევ საწოლზე ამოძვრა. -მა მადობა-ხეელები მოხვია კიდერზე და ლოყაზე ხმაურით აკოცა. -ჩემი პატარა კაციი საღამოს ოჯახი შევიკრიბეთ თემოს ჩამოსვლის აღასნიშნავად. ყველა ადგილზე იყო,მხოლოდ გეგი იგვიანებდა. უცებ გაისმა ჩემს ტელეფონოზე ზარი. გეგი იყო. -სად ხარ გეგუშ-ჩავძახე მე. -ივლიტა რაღაცას გეტყვი და არ აწიოკდე ახლა იცოდე...-მითხრა მან. მაშინვე მაცია და მაცხელა. სამზარეულოსაკენ წავედი მე. -რა ხდება?-დავიჩურჩულე მე. -მე რომ გეუბნებოდი ხომ იცი ნინიზე...-ხმაზე ეტყობოდა რომ ღელავდა. როგორ არ მემახსოვრებოდა ნინი. მთელი 3 თვეა ამ გოგოზე მელაპარაკება, მხოლოდ მე კი არა ყველას. ნუ ყველაში მე,ანო და თემო შევდივართ. მოკლედ სამი თვეა დასდევს,დასდევს და დასდევს. ეს ნინი კი საშინლად ჯიოუტობს. არა და დანახული მყვას ძალიან ლამაზი გოგოა. -კი მახსოვს...-ვუთხარი მე. -იტოკში...=ერთი ღრმად ამოისუნთქა-მოვიტაცეთქვა მან. ყურებში დამიგუბდა კი არა არ ვიცი რა მომივიდა. -რა ქენი? მძლივს ამოვღერღე მე. -მოვიტაცე-კიდევ ერთხელ გაიმეორა მან. -სად ხართ ? როგორ ხართ?-მივაყარე მე. -რაჭაში ვართ ჩვენ სახლში.- -როგორაა ნინი?-ვკითხე მე. -ო... რავბიცი თავს იგიჟებვს არ დავრჩებიო,მაგრამ შანსი არაა არ გავუშვებ! მოვკვდები და არ გავუშვებ-დაიგრგვინა გეგიმ. -ოხ გეგი!... - ხმას ავუწიე მეც.-არაფერი აღარ მოიმოქმედო დაველოდე ავყრი ახლა ამთ და მანდ ვარ 1 საათში. არც კი შეხვიდე მასთან იცოდე!-ბრძანება გავეცი მე. -კაი ჰო...-დამნებდა ისიც. ტელეფონი გავუთიშე და ერთი მაგრად დავკარი ხელი კარადას. მისაღებში გავედი. -მოკლედ ეხლა არ დაიწყოთ პანიკიორობა. გეგიმ ნინი მოიტაცა და რაჭაში არიან.-ვთქვი მე. -რაა?-დაიყვირა ანომ. -ნუ ყვირი რა ანო.-ვუთხარი მე. -ივლიტა ხუმრობ ხო? შემომხედა ანომ. -ოოო სად მეხუმრება გოგო. ტავს იგიჟებს ნინი არ დავრჩებიო-ვუთხარი მე და ტუჩების კვნეტა დავიწყე. -ვაიმე რა დებილია...-დივანზე დაებერტყა ანო.-რა დებილია. ოხ გეგიიი. -რას წიკვინებთ ერთი. ძმა დამიოჯახდა-გაიცინა თემომ. ერთი გავხედე და ისიც დადუმდა. მოკლედ ახლა საჩქაროდ ვდგებით და მივდივართ რაჭაში გველდოება გეგი.-თქვი მე და ნიკუშა ხელში ავიტაცე-დე შენ ბებოსთან და გიო ბიძიასთან დარჩი კაი? -წამოვალ რა დე-მითხრა მან. -დედიკო შორს მივდივართ დაიღლები სენ. დარჩი და გიო ბევრ კაკებს გიყიდის და რაც მოგინდება ყველაფერს კაი? ჩვენც მალე მმოვალთ დე..-ვაკოცე ლოყაზე. მანაც უცებ მომხვია კისერზე ხელები და ლოყაზე ხმაურით მაკოცა. პატარა დავსივი და ოთახში შევედი. ჩემთვის და თემოსთვის რამოდენიმე ხელი თანსაცმელი ჩავაწყვე. მერე ანოსთვისაც ჩავდე და ზურგჩანთით გავედი მისაღებში. ნიკუშა კისდევ ერთხელ ჩავკოცნე და რაჭისაკენ წავედით. გზაში პროდუქტებიც ვიყიდეტ. ვინიცის იმ სულელმა არც არაფერი იყიდავო და... მთელი გზა მე და ანო სულ ვცქმუტავდით. ანო ლანძღავდა და ლანძღავდა „დებილ“ გეგის. როგორც იქნა მივადექით სახლს,რომელიც სულ განათებული იყო. შევდგი თუ არა ეზოში ფეხი მაშინვე თვალწინ დამიდგა მთელი ზაფხულის მოგონებები და სახე გამებადრა. უცებ ვიგრძენი წელზე საყვარელი ხლეები და კისერში კოცნა. -გაგახსენედა?-ყურში ჩამჩურჩულა თემომ. -კი...-გამეცინა მეც. -აქედანვე ვიცოდი მარტო ჩემი რომ იყავი-ისევ დამიჩურჩულა მან. -მე აქედანვე ვიცოდი ჩემი ყოველი ამოსუნთქვა შენ რომ გეკუთვნოდა.-ვუთხარი მე და მის ხელებს ჩემი გადავუსვი. სახლშ შევედით და დუივანზე მჯდარი გეგი რომ დავინახე გამცრა. ისე ნერვიულობდა გული შემეკუმშა. -გეგი... დავუძახე მე. მაშინვე წამოწია თავი და მე რომ დამინახა ფეხზე წამოდგა და ჩემკენ გამოემართა.მაგრადმომხვია ხელები და მაკოცა. მთელი სხეულით ცახცახებდა. ანო და თემოც ნახა,მერე კი ხელი ჩამჭიდა და სხვა ოთახში გამიყვანა. საწოლზე ჩამოვსხედით და მან თავი ფეხებზე დამადო. მეც ტრადიციულად თმაზე დავუწყე თამაში. ღრმად სუნთქავდა გეგი. -არ ვიცი რა ვქნა...უბრალოდ არ შემეძო ასე გაძლება.ნერვებზე თამაშობდა. ახლა ეს რომ არ გამეკეთებინა ვიცი სამუდამოდ დავკარგავდი ეს კი არ შმეიძია. შენც ხომ გიყვარს ივლიტა. ხომ იცი რა გარეწარია ეს გრძნობა. მთელი სულით და გულით მიყვარს. ყოველ წამს მასზე ვოცნებობ. ამს კი არც კი მოვწონვარ. უკანასკენლი ნა*****ვით მექცევა. მეტი აღარ შემეძო. დავავლე ხელი და მოვიტაცე. ახლა კი უფრო გაცივდა. ვერ ვხვდები ასე რატომაა. მე ხომ ყველაფერს ვაკეთებდი რომ მოვწონებოდი მაინც, ალხა მეშინია თავს არაფერი აუტეხოს იმიტომ რომ იცის არაფრის ფასად არ გავუშვებ. დამეხამრე რა ივლიტა. მართლა მოვკვდები რომ დავკარგო.-ამოიჩურჩულა მან. -იჩქარე გეგი... ხომ იცი რომ თუ არ უყვარხარ ასე ძალით თავს ვერ შეაყვარებ...-ვუ|თხარი მე. -რატომ არ შეიძება ვუყვარდე?-ამომხედა ცრემლიანი თვალებით. ვერაფერი ვუთხარი. გეგი ისეთი კარგია ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძება ის არ გიყვარდეს. -დაველაპარაკები კარგი მე.-ვუთხარი მე. -კარგი...-თქვა მანაც. -მე გავალდა ანოს შემოვუშვებ,ძალიან ნერვიულობს-ვუთხარი მე. -კარგი...მადლობა დაიკო-მითხრა მან. დავიხარე და შუბლზე ვაკოცე. -ჩემი სულელი ბიჭი-ვუ|თხარი მე და ავდექი. მისაღებში გავედი და ანოს და თემოს შევხედე, -მე ნინისთან ავალ დაველაპარაკები და ანო შედი რა გეგისთან-ვუთხარი მას. -კარგი-ამოიჩურჩულა ანომ და გეგის ოთახისაკენ გაემართაქ. მე ტმოსთან მივედი და გულზე ავეკარი. -მიდი ადი. ვიცი რომ ყველაფერს მოაგვარებ-მითხრა მან და მაკოცა. -კაი წავედი...-ვუთხარი მე და კიბეებს ავუყევი. საძინებლის კართან ღრმად ჩავისუნთქე დავაკაკუნე და შემდეგ კარი შევაღე. საწოლზე მოკუნტული იყო უმშვენიერესი არსება. შავიგვერმანი ძალიან ლამაზი გოგონა. ჩემი დანახვისას აშკარა გაკვირვება დაეტყო. მასთან მივედი და საწოლზე ჩამოვჯექი. ახლა უკვე კარგად დავინახე მისი ჩაწითლებული თვალები. -გამარჯობა-დავიჩურჩულე მე. მან ხმა არ ამოიღო,შეშინებული მიყურებდა. -მე ივლიტა ვარ გეგის მეგობარი.-ვუთხარი დაბალი ხმით. -გამიშვით რა აქედან-ამოიტირა მან. -ნინი მე...-ვერაფერი ვუთხარი. -არ მინდა აქ.. გეგისთვის აჯობებს...გამიშვით...-უკვე ტიროდა ის. -ეს რას ნიშნავს?-ვერ მივხვდი მე. -უბრალოდ...-მივხვდი რომ რაღაც ქონდა სათქმელი და ვერ ამბობდა. -ნინი მე გეგის მეგობარი ვარ,მაგრამ ჩემთან დავისუფლად შეგიძია საუბარი.-ვუთხარი მე. -არაფერი მაქვს სათქმელი გარდა იმისა რომ აქედან წასვლა მინდა. -ნინი გეგის მართლა ძალიან უყვარხარ, ნუთუ სულ ცოტათი მაინც არ გიყვარს? იცი რამდენს მესაუბრებოდა შენზე? იცი რამდენი ოცნება აქვს შენთან დაკავშირებით? იცი ახლა რა ღეშია? ნუთუ არაფერს გრძნობ მის მიმართ?-ვკითხე მე. -არ მინდა ლაპარაკი-თქვა მან და გვერდი იცვალა. -მე აქვ ვიქნები. შეგიძია ოთახიდან გამოხვიდე. ჩემთან ერთად ჩემი ქმა რი და გეგის ბიძაშვილია ანო. შეგიძლია მშვიდად იყო. ქვევით ვართ-ვუთხარი მე და ოთახი დავტოვე. 2დღე გავიდა რაც რაჭაში ვიყავით. გეგი ერთ ოთახში იყო შეკეტილი,ნინი მეორეში. ნერვიულობისაგან აღარ ვიცოდი რა მექნა. არცერთი არ ჭამდა,არ ლაპარაკობდა. საშინლად ვნერვიულობიდ. მესამე სღეს გეგი მისარებში გამოვიდა. სასმილის ბოთლით ხელში. ეტყობოდა რომ უკვე კარგად იყო ნასვამი. -შენ რა მთვრალი ხარ?-კითხა თემომ. -კი-თქვა გეგიმ და დივანზე ჩამოჯდა. -ახლა დალევის დროა გეგი?-დაუყვირა თემომ. -აბა რისი დროა?-კითხა მან. -ვერ ხედავ რომ იმ გოგოს არ უყვარხარ? რატომღა ტანჯავ? თუ მაღტლა გიყვარს გაუშვი. მიეცი საშულება ბედნიერი იყოს-უთხრა თემომ. -რეებს ამბობ ეხლა გესმის? მიყვარს ეს დედა ატ****ლი რით ვერ გიგეთ ხალხო მიყვარს და არ შემიძლია რომ გავუშვა. მოვკვდები გაიგეთ?! არ შემიძლია მის გარეშე ყოფნა რით ვერ გაიგეთ.რომ წავიდეს თავს არ ვიცოცხლებ ნინის სუნთქვას გეფიცებით. -იღრიალა მან და კვლავ ოთახში წავიდა. ზემოდან კარის მიჯახუნების ხმა გავიგე. მაშინვე ზემოთ ავედი და ნინის ოთახში შევედი. საწოლზე იჯდა და ტიროდა. მასთან მივედი და ხლეები მაგრად მოვხვიე. მანაც იგივე ქნა და ასე ტიროდა ცოტა ხანს. -მე... მე...-ტიროდა ის. -2 წლის წინ სახლში მივდიოდი ღამე იყო და... არ ვიცი ვინ იყო. დილით საავადმოფოში გამეღვიძა. გაუპატიურებული მიპოვეს. მე ბინძური ვარ. ჭუჭყიანი... ნამუს ახდილი. წაბილწული. მთელი გულით მიყვარს გეგი,მაგრამ არ მივცემ უფლებას ჩემ გამო უბედური იყოს, არშემიძლია-ტიროდა ნინი. მე კი...მე ვერ ვიჯერებდი მოსმენილს. საშინლად მტკიოდა გული. უფრო მაგრავ ვხვევდი ნინის ხელებს და მასთან ერთად ვტიროდი. -გეგის უშენოდ უფრო ატკენ და დატანჯავ. მას უყვარხარ და უსენოდ ვერ იცოცხლებს.შენ მისთვის ყველაზე წმინდა ხარ გესმის?-დავიჩურჩულე მე. -მე ნამუს ახდილი ვარ-ამოიტირა მან.~უცებ გავიგეთ რაღაცის დაცემის ხმა და ორივემ კარისაკენ გავიხედეთ სადაც გეგი იდგა წაშლილი სახით. მთელი სხეული აუცახცახდა ნინის. გეგი კი არ ინძრეოდა. გული შემეკუმშა მის ცაწითლებულ თვლაებზე. გეგი საწოლისაკენ წავიდა და ნინის ფეხებთან მუხლებზე დაემხო. ნინი უფრო ტიროდა. მიხვდა რომ გეგიმ თითოეული მისი სიტყვა გაიგო. ხელის კანკალით შეეხო მის სახეს გეგი და ნაზად ჩამოუსვა ხელი. ნინი უფრო აკანკალდა. -შენ ჩემთვის ყველაზე წმინდა ხარ. შენ ჩემი ანგელოზი ხარ-ამოიჩურჩულა გეგიმ და ნინი გულზე მიიკრა. -არ გინდა გეგი...-ტიროდა ნინი. -ჩუ ჩემო პატარავ,ჩუ... შენ მარტო ჩემი გოგო ხარ. ჩემი ფერია-თავზე უსვავდა ხელებს და ვხედავდი როგორ ტიროდა გეგი. ჩუმად აცდექი და ოთახიდან გამოვედი. კიბეზე ტირილით დავეშვი და იქვე მდგარ თემოს მთელი ძალით ავეკარი სხეულზე. -ჩამეხუტე თემო.ჩამეხუტე-ვტიროდი მე და ძლიერად ვხვევდი ხელებს ****8 ესეც შემდეგი თავი. ისევ დაგვიანებით ,ამგრამ ისევ გულით დაწერილი. გადაღლილი ვარ და გადახედვის თავი არ მაქვს. მაპატიეთ შეცდომებისათვის. მუდამ თქვენი ელი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.