საშიში(თავი1)
-რატომ არ გესმის ჩემი მამა? არ მინდა მისი მოძებნა არ მინდა- მივმართე მამაჩემს -რატომ ელენე? მიზეზი ხომ არსებობს... -რატომ? იცი რატომ? იმიტომ რომ მან მე გამაშვილა, მან მე მაშინ მიმატოვა როდესაც დედის სითბო ჰაერივით მჭირდებოდა...და მშვენივრად იცი რომ კიდევ ბევრი მიზეზი მაქვს რათა იგი არ ვნახოო...და ძალიან გთხოვ მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს-მივუგე მას და ჩემს ოთახში ავირბინე კარი საგულდაგულოდ ჩავკეტე, იატაკზე ჩავიკეცე და სახე ხელებში ჩავმალე, მე და ლევანი(მამაჩემი) ერთად ვცხოვრობთ, რომ დავიბადე რამდენიმე დღეში დედაჩემმა სხვა ქალს მიჰყიდა ჩემი თავი, მაგრამ ამ ხნის მანძილზე მამაჩემს არ ვავიწყდებოდი, ის ყოველთვის მოდიოდა ჩემთან, მჩუქნიდა საჩუქრებს, მასეირნებდა პარკში, და სხვა მრავალი როდესაც 18-ის გავხდი შემეძლო გადმოვსულიყავი მამასთან... ის ყველაზე კარგად მიგებს...ის მეხმარება ყველაფერში, ერთადერთი ადამიანია რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, მართალია ვკამათობთ ხოლმე მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს,ის საუკეთესო მამაა... მეე? მე ანასტასია ქალდანი ვარ,ალბათ გიკვირთ რადგან მამაჩემმა ელენა დამიძახა, სინამდვილეში ჩემი სახელი ანასტასიაა რომელის "დედამ" დამარქვა, ამღრზდელმა ძიძამ კი ელენა დამარქვა რადგან პარატაობაში თურმე ძალიან ვგავდი მის გარდაცვლილ შვილ ელენას, ამ სახელით მხოლოდ მარინა და კობა(აღმრზდელი) მიცნობს, ვარ 18 წლის, ვცხოვრობ თბილისში. არ მყავს არც და და არც ძმა, ვსწავლობ სკოლაში, არმყავს მეგობრები,შეყვარებულზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია, მართალია ბევრი ბიჭი თუ გოგო მეხვეწება მეგობრულ ურთიერთობებზე ან თუნდაც რომანზე მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობ, როგორც უკვე ვთქვი ძალიან მიყვარს მამა, მართალია ცოტა მკაცრიცაა მარგრამ ჩემი საყვარელი ადამიანია, ის სულ ზრუნავს ჩემზე, ცდილობს არაფერი მომაკლოს, კობა ბისნესმენია ამიტომ ფული ყოველთვის მაქვს და თავს ყოველთვის "ვირთობ", არ მაკლია არაფერი!!! დედა? დედამ მართლაც მაშინ მიმატოვა როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა, არ ვიცი სად არის და არც მინდა გავიგო, ალბათ თუ ოდესმე შევხვდები ვეტყვი როგორ მეზიზღება, ხანდახან ვფიქრობ კიდეც შეიძლება ცოცხალიც არ იყოს, რადგან ერთხელ კრისმა მითხრა რომ ადრე სადაც 'დედაჩემი' ცხოვრობდა ის სახლი დაიწვა... მაგრამ მას მაინც სჯერა რომ ცოცხალია, ისინი დაშორდნენ მაშინ როცა დედამ მის დაუკითხავად 'გამაშვილა"... ახლა კობას იმიტომ უნდა ვიპოვე დედაჩემი რომ მისი დიდი სურვილი ავასრულო... ახლა ცოტა განტვირთვა მჭირდებოდა ამიტომ ავდექი და ცხელი შხაპი მივიღე, სააბაზანოდან როგორც კი გამოვედი კარადიდან კრემისფერი მოკლე მომჯდარი კაბა გამოვიღე და ასეთივე ფერის საცვლები... მაკიაჟი გავიკეთე, თმა გავისწორე და დაბლა ჩავედი -მე მივდივარ და გვიან მოვალ-გავძახე კობას და სახლიდან უმალვე გამოვედი ჩემს ლურჯ მანქანაში კომპორტულად მოვთავსდი სარკეში ჩავიხედე და თან მანქანა ადგილს მოვწყვიტე... კლუბში შესვლისას ნაცნობი სიტუაცია დამხვდა, აუკოჰოლის სიგარეტისა და სხვადასხვა სუნამოს სუნი ერთმანეთში ირეოდა, ბარისკენ გავემართე და მაღალ სკამზე შემოვსკუპდი -გიო ის რაც ყოველთვის-გავუღიმე მანაც არ დააყოვნა და სასმელი წინ დამიდგა, მიყვარდა როცა ვინმე მემორჩილებოდა, და ყოველთვის ვაღწევ დასახულ მიზანს... ერთ ჭიქას კიდევ რამდენიმე მიყვა საბოლოოდ კი სმას თავი დავანებე როცა სასმლით ცოტა გავბრუვდი... გეზი საპირფარეშოსკენ ავიღე გზაში რამდენიმეჯერ წავიბორძიკე მაგრამ წონასწორობის შენარჩუნება მოვახერხე... -წინ იყურე ძუკნავ -მომესმა ბოხი ხმა როდესაც ვიღაცას შემთხვევით მხარი გავკარი -წადი შენი ... -მეც ვუპასუხე და მის რეაქციას დავაკვირდი, არ ვიცი რატომ მაგრამ თითქოს გავშტერდი, თითქოს ადგილს მივეყინე ვერ ვმოძრაობდი... საპასუხოდ მისი მკაცრი მზერა მივიღე და როდესაც გვერძე ჩამიარა სპეციალურად ხელი გამკრა, მე კი სასმელით გაბრუებულმა თავი ვეღარ შევიკავე და ძირს დავეცი ამ დროს ყველა გაიფანტა და ხალხის ჯგრომ წრე შეკრა სადაც მე შუაში "ვეგდე" ზოგი იცინოდა ზოგი კი გაკვირვებული მიყურებდა, ერთ-ერთ კუთხეში ნაპირზე კი ის ტიპი შევნიშნე რომელიც დამეჯახა... მკვლელი მზერა ვესროლე მან კი ამაზე ირონიულად ჩაიცინა, ფეხზე წამოვდექი და ყველას შევხედე -რას მომშტერებიხართ...- დავიყვირე ხმამაღლა, მუსიკაც კი გამორთული იყო ამ ხნის განმავლობაში, როცა უცებ ჩაირთო და ბრბო პირვანდელ პოზიციას დაუბრუნდა, საპირფარეშოს კარი შევაღე ნიჟარასთან დავდექი და სახეზე ცივი წყალი შევისხი შემდეგ სახე გავიმშრალე და სარკეში ჩემს ანარეკლს მივაშტერდი, ონკანი კიდევ მოვუშვი რათა წყლისგან "გათხაპნილი" მაკიაჟი მომეშორებინა მანქანაში ჩავჯექი მაგრამ თავი ვერ მოვაბი რომ მანქანა დამექოქა, ზედმეტად მთვრალი ვიყავი და ზედმეტად გაბრუებულიც... მანქანა შეძლებისდაგვარად დავძარი და ნელა "სიარული" დავიწყე მალევე კი რაღაც ტკაცუნის ხმა მომესმა და მანქანა გაჩერდა -ჯანდაბა!!!- წამოვიძახე, კარი გავაღე და გადავედი, მანქანა შევათვალიერე მერე კი აღმოვაჩინე რომ უკანა საბურავი დაშვებული იყო, -ოღონდ ეს არა, ოღონდ ეს არა რა დროს ეს იყო, თანაც ისეთ ადგილას ვარ სადაც არავინაა.. სერიოზულად? -ვბურტყუნებდი ჩემთვის თან დაშვებულ საბურავს ფეხს ვურტყამდი, ხელი თმებში შევიცურე და ღრმად ამოვისუნთქე, აქეთ-იქით მივიხედე მაგრამ არავინ ჩანდა, ლამპიონების შუქიც კი ნაკლებად აღწევდა აქ, კარს მივეყუდე და გამოფხიზლება ვცადე რადგან ისევ გაბრუებული ვიყავი, ტელეფონიც კი სახლში დამრჩა, ახლა რა უნდა მექნა? ვყოფილიყავი ბნელ ადგილას სადაც არავინ იყო და მეცადა გათენებამდე რომ როგორმე სახლამდე მიმეღწია? ფიქრებში ჩაძირულმა ვერც კი შევამჩნიე რაღაც გამაყრუებელი ხმა და ამასთნ ერთად სინათლე, -მგონი მეშველა -ჩავიბურტყუნე თანდათან ხმა ახლოვდებოდა და ბოლოს კი ზუსტად მანქანის გვერძე მოშორებით მოტოციკლი გაჩერდა, თვალებ გაფართოებული მივაჩერდი სილუეტს, ბნელში კიდევ ვერ ვარჩევდი მის სახეს, მისკენ დავიძარი და წინ დავუდექი -შეიიიძძძძძ-სიტყვა გამიწყდა როდესაც უკვე "ნაცნობი" სახე შევნიშნე პირი ძლივს დავხურე და თვალებ გაფართოებული მივაჩერდი შავგრემან ბიჭს... მან კი ისევ დამცინავი ღიმილით დაიფარა სახე, -რაააა? -მკითხა გაწელვით, თითქოს ცდილობდა ძალით ეთქმევინებინა ის რისი მოსმენაც უნდოდა, მე კი ნამდვილად არ მინდოდა მისთვის რაიმის სთხოვნა, მაგრამ აქაც ვერ დავრჩებოდი, ვყოყმანობდი და არ ვიცოდი რა მექნა ბოლოს კი გადავაბიჯე ჩემს სიამაყეს, -შეიძლება უბრალოდ სახლამდე მიმიყვანო? -ენის ბორძიკით მივუგე მას, -არა!!!-თითქოს ექოდ გაისმა მისი ბოხი ხმა და მოტოციკლი ადგილს მოსწყვიტა, შოკირებული დავრჩი რადგან არ მოველოდი ამას, ჩემს თავზე გავბრაზდი ნეტავ საერთოდ რატომ ვკითხე? ან რატომ მივედი? თუმცა რა ვიცოდი? რა ვიცოდი რომ ის იქნებოდა ვინაც კლუბში ყველას წინ "დამამცირა" დიახ ეს ჩემთვის დამცირებაა, არ შეუძლია ვიღაც უცნობს ასე მომექცეს მე ხომ ერთადერთი გოგო ვარ რომელზეც მთელი სკოლის ბიჭები ოცნებობენ, და ზოგიერთი გარე პირებიც, მე ხომ გოგო ვარ რომლისაც სხვა გოგოების არ შურს, არ ბაძავს როცა ამას თვითონ აკეთებენ, მე ხომ გოგო ვარ რომელზეც უარს არავინ არასდროს ამბობს!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.