შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამყაროს სიყვარული მართავს(თავიV)


23-11-2015, 23:35
ავტორი Lanaa
ნანახია 1 909

სანდრო სად ხარ?

-სანდრინიოოო გამოდიი ნუ მემალები_ავკისკისდი და ალექსანდრეს ძებნას შევუდექი.

-ალექსანდრე,აღარ უნდა დაამთავრო დამალობანას თამაში??_მივუყვებოდი ოთახებს ალექსანდრეს ძებნაში,მაგრამ გამოდის რო სახლში მარტო ვიყავი.. სასწრაფოდ ტელეფონი მოვძებნე და ალექსანდრსთან დავრეკე..

,,აბონენტისათვის აბონენტი მოუწვდომელია,დარეკეთ მოგვიანებით", ,,აბონენტისათვის აბონენტი მოუწვდომელია დარეკეთ მოგვიანებით", ,,აბონენტისათვის აბონენტი..."
დაახლოებით 5-ჯერ მაინც დავრეკე. თვალები შუბლზე ამივიდა,სად შეიძლებოდა წასულიყო. არც გავუფრთხილებივარ,ოთახშიც არ შემოსულა,უბრალოდ წავიდა..

რატომღაც ის მომენტი გამახსენდა,რომელიც დაახლოებოთ 3წლის წინ მოხდა... ნუთუ შეიძლებოდა ესე უბრალოდ წასულიყო?_უაზრო ფიქრებიდან ვერ გამოვდიოდი, გული ცუდს მიგრძნობდა.. აფორიაქებული დავდიოდი კარგა ხანი,ვიცოდი რომ ჩემი ფიქრები მაინც ამაო იყო.. სავარძელში ჩავესვენე და ტელევიზორის ყურება დავიწყე.


ქუჩაში ხმაური შემომესმა. საათს ავხედე და 11 სრულდებოდა. განერვიულებული წამოვვარდი და ფანჯარასთან მივედი. ფანჯრიდან გადავიხედე და რამოდენიმე ბიჭი დავინახე. ქუჩაში განათება არ იყო ჩართული და მთვარის შუქი ოდნავ ანათებდა იმ ადგილს, სადაც ბიჭებს მოეყარათ თავი... ჩემს გახედვაზე თითქმის ყველამ შემოიხედა. აქედან ერთ-ერთი დაკვირვებით მიყურებდა და მისი მოქმედებაც შესამჩნევი იყო, როცა გადაულაპარაკა სხვებს რაღაც.. ყველა ადგილს მოსწყდა. არ ვიცოდი რას მიმეწერა ეს შემთხვევა, ჩავთვალე, რომ ხელს ვუშლიდი და დაბნეულმა ისევ ტელევიზორის ყურება გავაგრძელე..

საინტერესო ვერაფერი ვერ ვნახე და ტელეფონს მივაშტერდი.. კიდევ რამოდენიმეჯერ დავრეკე, მაგრამ ამაოდ. ტელეფონი ისევ გამორთული ჰქონდა.. ნერვიულობა უკვე პიკს აღწევდა. აღარ ვიცოდი რა მომემოქმედებინა ან სად უნდა წასულიყო?? რატო დამტოვა? უაზროდ ბევრი კითხვა მიტრიალებდა თავში და აღარ ვიცოდი თავი რითი მომეთოკა...

საათმა უკვე 12 ჩამოჰკრა და სადაცაა ჩამეძინებოდა.. ჩაი დავლიე და წამოვწექი.. მიკუნტულს მალევე ჩამეძინა, მაგრამ ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. საათს დავხედე 2 იყო დაწყებული. შიშმა ამიტანა, უცხო ნომრიდან რეკავდნენ.. არ დავაყოვნე და მალევე ვუპასუხე..


-გისმენთ..
-გამარჯობათ, თქვენ ლიზა ბრძანდებით?_მომესმა მკაცრი, მაგრამ მერყევი ხმა.
-რომელი ხართ?
-ალექსანდრე ონიანის ვინ ბრძანდებით?
-რა ხდება? ხომ კარგადაა?? მე..მე მისი შეყვარებული ვარ.
-გთხოვთ არ ინერვიულოთ..დაჭრილი ვიპოვეთ ქუჩაში და საავადმყოფოში წაიყვანეს..ეგრევე თქვენთან დავრეკე.
-გესმით მაინც რას მეუბნებით? სად არის ეხლა? ეხლავე უნდა მოვიდე_ჩემი საუბარი უკვე ყვირილში გადაიზარდა.თავს ვეღავ ვთოკავდი.
-ქალბატონო,გთხოვთ არ ინერვიულოთ!!_ხმა უწყდებოდა მოლაპარაკესაც.. ტელეფონი გავთიშე და მწარედ ავქვითინდი. სახლიდან კისრისტეხით გამოვვარდი, ტაქსში ჩავჯექი და ზუსტი მისამართი ვუთხარი ტაქსისტს..

ქუჩაში არავინ დადიოდა.. ქუჩაში არავინ ჩანდა.. სიმშვიდე იყო.. რატო? ღმერთო რატო უნდა მომხდარიყო ეს ყოველივე?? ამ კითხვებზე მე თვითონაც ვერ ვპოულობდი პასუხს... განერვიულებული ვიჯექი მანქანაში და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი..
-ქალბატონო კარგად ხართ?
-გთხოვთ რაც შეიძლება მალე უნდა მივიდეთ!!_ცრემლნარევი ხმით ვუპასუხე და თავი სავარძელს მივადე..

დაახლოებით 10 წუთში უკვე საავადმყოფოში ვიყავი.. თვალებჩაწითლებულს და ფერდაკარგულს ექიმი მომეგება და დაწყნარება დამიწყო:
-ქალბატონო დაწყნარდით... დაწყნარდით, გპირდებით ყველაფერი კარგად იქნება.
-დამპირდით რომ კარგად იქნება..გთხოვთ

ექიმმა მოკრძალებულად მომხვია წელზე ხელი და თავის კაბინეტში შემიყვანა.
-ლიზა ხო?_ბოხი, მაგრამ წყნარი ხმით დაიწყო საუბარი.
-დიახ.._აქვითინებული ხმით ვუპასუხე და ცრემლების მოწმენდა დავიწყე.
-ლიზა იცი რაც მოხდა?_უარყოფის ნიშნად თავი გავაქანე და გაფაციცებით დაველოდე ექიმის ნაამბობს.

ალექსანდრე ონიანი მძიმე ჭრილობით მოიყვანეს საავადმყოფოში.. ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.. სიმართლე გითხრა გადარჩენის შანსი ცოტა იყო.. სრულიად უგონო მდგომარეობაში მოიყვანეს. ტვინი გათიშული ჰქონდა და სისხლიც ბევრი ჰქონდა დაკარგული. ყველაფერი გავაკეთეთ რაც კი შეიძლებოდა. ეს ყველაფერი დაახლოებით 12-ის ნახევრისკენ მოხდა, მარჯანიშვილზე.. რამოდენიმე ბიჭი თავს დაესხა ალექსანდრეს და დაჭრეს..პოლიციასაც მალევე შეატყობინეს და ამ წუთამდე ეძებენ დამნაშავეებს. როცა მოიყვანეს გადარჩენის იმედიც არ გვქონდა ექიმებს.. იმ წამსვე საოპერაციოდ შევიყვანეთ. არ გვინდოდა მისი ოჯახის წევრები შეგვეშინებინა და ამიტომ არ დავრეკეთ მისი მოყვანის დროს.. არვიცი რატომ მაგრამ იმედი მქონდა რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა. ღმერთმა ის არ გაწირა. ღმერთმა მას არ მოიაკლო შენი სიყვარული ლიზა.. დარწმუნებული ვარ ერთმანეთი ერთმანეთზე მეტად გიყვართ და ერთმანეთისთვის ყველაფერს გააკეთებთ. საცოდაობა იქნებოდა მას შენი ლამაზი თვალები რომ ვეღარ დაენახა.. თქვენმა სიყვარულმა და ჩვენმა ძალისხმევამ გადაარჩინა ის და რაღათქმაუნდა ღმერთის ნება იყო ეს ყველაფერი_ ამ სიტყვების შემდეგ სახეზე ღიმილმა გადამირბინა და ცოტა არიყოს დავწყნარდი. ამ სიტყვებმა დამაწყნარა და დამაბრუნა ამ ქვეყანაზე..

-დიდი მადლობა ესეთი სიტყვებისთვის. მხოლოდ თქვენ შეძელით ჩემი გონზე მოყვანა.. აქამდე ისე მოვედი ამ ქვეყნის არ ვიყავი.. ყველაფერზე ვნერვიულობდი. ადამიანი რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს ის არ უნდა წასულიყო ჩემსგან, მე ამას ვერ გადავიტანდი!! დიდი მადლობა, ყველაფერი რომ გააკეთეთ მისი გადარჩენისთვის.. მაგრამ გამიგეთ მისი ნახვა მინდა.. მის გარეშე ვერ ვძლებ.. გთხოვთ შანსი მომეცით მისი ნახვის.
-ლიზა შენ ეხლა დასვენება გჭირდება.. ალექსანდრეს მდგომარეობას უნდა შევხედოთ.. ამაზე ხვალ ვილაპარაკოთ. შეგიძლია ჩემს კაბინეტში დარჩე და დაისვენო_გამიღიმა და კაბინეტიდან ისე გავიდა მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი..

გათენებამდე თვალი არ მომიხუჭავს, ან რა დამაძინებდა ესეთი ამბის შემდეგ.. საათებს ვითვლიდი გათენებამდე, რომ რაც შეიძლება მალე მენახა ალექსანდრე. დილით ექიმი შემოვიდა კაბინეტში, ყავა და რამოდენიმე ფუნთუშაც თან შემოიტანა.
-ლიზა შენთვის სასიხარულო ამბავი მაქვს.
-ალექსანდრე როგორ არის მითხარით.
-შედარებით კარგად არის.. რამოდენიმე დღეში პალატაშიც გადავიყვანთ და თავისუფლად შეძლებთ მის ნახვას.
-მადლობის მეტი არაფერი მეთქმის თქვენთვის..
-რას ამბობ, ეს ჩემი მოვალეობაა.. მე ვალდებული ვარ ვიზრუნო ადამიანზე.. ყველანაერად შევეცდები უფრო მოკლე ხანში ნახო ალექსანდრე, მაგრამ მეც გამიგე, არ ვიცით რა მოხდება, არაფრისგან არ ვართ დაზღვეული..
-მესმის ექიმო მესმის, იმედს არ ვკარგავ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის.
-შეგიძლია სახლში წახვიდე, დაისვენო, მოწესრიგდე და საღამოს ისევ მოხვიდე.. ხო იცი შენც უნდა გამაგრდე და ამ მომენტში სიმშვიდე შეინარჩუნო.. ყურადღებას არ მოვაკნებთ მას. პირადად მე ვიზუნებ მასზე_ ხელი გამომიწოდა.. მეც გავუღიმე და კაბინეტიდან გამოვედი..

სახლში მისულმა ტელეფონი დავტენე და გადავწყვიტე ანდრიასთვის და ანისთვის მეთქვა ეს ყველაფერი.. დავრეკე და მალევე გაისმა ნანატრი ხმა.
-ლიზუუუ რაშვებით ჩემო ლამაზო?
-ანი როდის ჩამოდიხართ?
-ხვალ ვაპირებთ წამოსვლას.. რაღაც პრობლემები ჰქონდა ანდრიას და ვერ ჩამოვედით აქამდე.. შენ რა გჭირს როგორი ხმა გაქვს?
-ანი აზრზე არ ხარ რა მოხდა... ერთი სიკვდილი და ნერვიულობა გადავიტანე.
-რა ხდება გოგო ნუ მაშინებ..
-დემეტრე შენთან ერთადაა?
-კი, კი აქ არის.. მითხარი რა ხდება..
-ალექსანდრე დაჭრეს.
-რაა?? ლიზა რა თქვი??_ანი რა ხდება გამაგებინე? მოისმა ანდრიას ხმაც..
-ხო ანი ხო.. არ ვიცი ისე უცებ მოხდა ეს ყველაფერი..
-ანდრიას მე მოვუყვები ყველაფერს.. დღესვე წამოვალთ.. შენ არ ინერვიულო მალე მანდ ვიქნებით და ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი..
-კარგი გელოდებით_ტელეფონი გავუთიშე და დაღლილს მალევე ჩამეძინა.



№1  offline წევრი anuka^_^

შიშმა და დაძაბულობამ ამიტანა ბოლოს იმ ექიმის სიტყვებზე ლიზასთან ერთად მეც დავწყნარდი. მეგონა იქ ვიყავი და ჩემს თავს გადამხდა ეს ყველაფერი ! )) არაჩვეულებრივია ! ბრავო <33^_^
--------------------
დრო არ კურნავს. ის გვაიძულებს შევეგუოთ...)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent