შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვრალი ალუბალი 5

24-11-2015, 19:25
ავტორი sopiko
ნანახია 3 079

უეცრად საფეხურზე ფეხი მისრიალდება და სახელურს ვეჭიდები, რომ არ დავგორდე. გადავრჩი! თაბაშირი და ბინტები ისე ახლოსაა ჩემთან რომ მიკვირს კიდეც, ექიმთან მტკივნეულ ვიზიტს რომ ავცდი. ყველაფერი დემნას ბრალია, სულ მასზე ვფიქრობ და ეს არის მიზეზი. ...თუმცა მოიცა... მგონი სულ სხვა რამ გამოიწვია ჩემი კინაღამ დამტვრევა, ვიმეორებ, კინაღამ! კიბეზე ფურცელია გდია, ხელში ვიღებ და ანგარიშების ფურცელს ვაკვირდები. ეს როგორ? თავიდან მეგონა საინტერესო არაფერი იყო, მაგრამ აშკარა ცდომილებას ვაწყდები. კორპორაციული წვეულების მოწყობას მაქსიმუმ ორი ათასი სჭირდება, აქ კი მის გასწვრივ ხუთი ათასი წერია. ანდაც საქველმოქმედო აქციის ჩატარებისთვის სამი ათასი რა საჭიროა... პირდაღებული დავყურებ ციფრებით აჭრელებულ თაბახს და თავს გაკვირვებული ვიქექავ. ალბათ ბუღალტერს შეეშალა რამე და კომპიუტერიდან არასწორად გადმოიტანა ინფორმაცია. ხო, ნამდვილად ასე იქნება...
ბუღალტერის ოთახში შევდივარ და სკამზე დაუკითხავად ვჯდები. მალულად ვათვალიერებ მიყრილ-მოყრილ ამობეჭდილ გრაფიკებს და ცხრილებს. ისეთი არაფერია, რაც მე გამომადგება.
-აბა, რას შვრები, ლიზუ?-პირდაპირ ხომ არ ვეტყოდი, რის გამოც მოვედი აქ. სიტუაცია მისი მოკითხვით უნდა განმემუხტა.
-რაც ეს დემნა მოვიდა, მოსვენება არ მაქვს... ვბეჭდავ! ვანგარიშობ! ვბეჭდავ! ვანგარიშობ!-თვალებს გადაღლილი ატრიალებს ის, ვითომ ჩემთან ჩივილს რამე აზრი ჰქონდეს, თუმცა გასაჭირი ხომ ყველას აერთიანებს.
-მეც მაგ დღეში ვარ, მაგრამ როგორც ამბობენ, წარმატების შემთხვევაში ხელფასს გაგვიზრდის.-ვამშვიდებ ჩემი ჭკუით და თან კომპიუტერის მონიტორისკენ ვაპარებ თვალს.
-სულ არ მინდა მაგისი მოწყალება! ელენე ხომ გამოარჩია, ლამაზი და მომხიბვლელი გოგონები მოსწონს, დალხენილი ცხოვრება აქვს და სამყარო მის გარშემო ტრიალებს...-შეწუხებული ისმევს ხელს სახეზე. მგონი დროა თხოვნით მივმართო.
-ლიზუ... ორი წუთით შეგიძლია შენი ადგილი დამითმო?-საჩვენებელ თითს ტუჩებზე ვიდებ და ვიძაბები.
-რამე პრობლემაა?-შეშფოთებული მეკითხება.
-გეხვეწები რა...-ვცდილობ საბაბი დავმალო. ლიზა ჩემ მავედრებელ მზერას ვერ უძლებს და ფეხზე დგება. მე სასწრაფოდ ვირჩევ სასურველ ფაილს და გაურკვევლობის ზღვაში ვვარდები. არც ერთი შეცდომა... იდენტური რიცხვების ვხედავ და მექანიკურად მივდივარ გასასვლელისკენ.
-ლილია, დახმარება ხომ არ გჭირდება?-ფორიაქი იპყრობს ბუღალტერს.
-მჭირდება!-ნდობა მიჩნდება და მისკენ ვბრუნდები.
-ისევ რამე შარში გაეხვიე?-მოხარშულს მიცნობს ლიზი.
-არავინ არ უნდა გაიგოს ჩვენი დღევანდელი შეხვედრის შესახებ და კიდევ...-ცოტას ვყოყმანობ და მალევე ვამატებ.-ეს ფაილი ვინ გადმოგიგზავნა?
ლიზი რაღაცას იხსენებს და ბოლოს თითს ატკაცუნებს.
-მახსოვს! ელენემ მომიტანა გუშინ ფლეშკა და მიბრძანა ამომებეჭდა.-ბოლო სიტყვები უხეშად წამოისროლა მან.
-გიბრძანა?-ჩემამდე არ მოდის, როგორ უნდა შეასრულო იმ უპატიოსნო გოგოს ბრძანება.
-ხომ იცი დემნას მოადგილეა და თუ რამე არ მოეწონება...-მრავლისთქმელად ამბობს და მე გააბჩხლებული ვკივი.
-რა? როდის?
-არ იცოდი? ვიცი, რაც გაბრაზებს. ელენეს აქ ვერავინ ვერ იტანს.
სინამდვილეში დემნას გადაწყვეტილება მაგიჟებს. რატომ მაინც და მაინც ის? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ვინც არ უნდა ყოფილიყო მაინც ბოღმა დამახრჩობდა.
ესე იგი ელენეს ჩვენი გასულელება ჩაუფიქრებია. ის კი არ იცის რომ თავადაც ჩერჩეტია და ამდენ ადამიანს ვერ მოატყუებს. ჩემ თავში სრული ქაოსია. არადა ქალბატონი ისე იქცევა თითქოს "მბრძანებლის" ერთგულია და რა გამოვიდა? დედამიწის ქვევით დადის და საქმეებს ხლართავს. არა! შეუძლებელია მარტოს ემოქმედა და ასეთ რისკზე წასულიყო. ვფიქრობ, ვიღაც ეხმარება. ვიღაც ჩვენიანი და როგორც ვხვდები ის "ვიღაცა" კარგი მსახიობია. შემთხვევით რომ არ გამეგო ამ ყოველივეს შესახებ ამხელა თანხა წავიდოდა და აღარ დაბრუნდებოდა.
დაბნეულ ლიზას ვემშვიდობები და არაფრის თქმას არ ვაცლი, ისე ვტოვებ მარტო. შემართული მივაბიჯებ დერეფანში და დემნას კაბინეტში დაუკაკუნებლად ვიჭრები. ხელში ის საბუთი მაქვს ჩაბღუჯული და სიკვდილის ფასადაც კი დავიცავ მას. ადგილზე ვიყინები. ელენე და დემნა ისე ახლოს არიან ერთმანეთთან, რომ თუ ეს იდილია არ დავარღვიე, ტირილი წამსკდება და მერე ვერაფრით ვიმართლებ თავს.
-უკაცრავად! როგორც ვიცი სამსახურში სასიყვარულო რომანები აკრძალული გვაქვს, თქვენ ვინ ხართ?-ვსვამ სრულიად ლოგიკურ კითხვას და ტუჩს ვიკვნეტ ელენეს იმედგაცრუებული სახის დანახვისას. ენერგიით ვივსები და ერთი სული მაქვს როდის ვამხელ მის უღირს საქციელს.
-ლილია, მგონი ზედმეტი მოგდის!-კბილებში ცრის უფროსი და ჰალსტუხს ისწორებს. ამ სანახაობის შემყურეს ლამისაა გული ამერიოს. სხვა რომ არაფერი მომდის ტვინში, იქვე დადებულ წვენის ჭიქას ვიღებ და "ტურფებს" სახეში ვასხამ. სიცილს ვერ ვიკავებ, ხელს ვუქნევ წყვილს და გარეთ გავდივარ. მართალია ეს ის არ იყო, რისი გაკეთებაც თავდაპირველად მინდოდა, მაგრამ პირველ რიგში ჩემ ნერვებს და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უბდა ვიზრუნო, თორემ უფრო დავსუსტდები.
ურცხვად მატრიალებს თავისკენ კაბინეტიდან ახლახან გამოსული ელენე და თითს ცხვირწინ მიტრიალებს.
-იცოდე, არ გაბედო და ჩემსა და დემნას შორის ჩადგომა არც იფიქრო!-დამჭყივის თავზე. თვალებს ისე ვაკვესებ, კინაღამ ბუდიდან მივარდება. კედელთან ვიმწყვდევ მსხვერპლს და თითს გულზე ვაბჯენ.
-შენსა და დემნას შორის? არც მიფიქრია! ...მაგრამ აი, ოცნებებზე რა გითხრა არ ვიცი...
ელენეს სახე წაეშალა. მისი სუსტი წერტილი ვიპოვე და იმედი მომეცა. უფრო შევავიწროვე და შუბლზე წკიპურტი ღიმილით დავარტყი.
-ეს ჯერ სულ არაფერია, საყვარელო... მე ერთი ფურცელი მაქვს, რომელიც ამტკიცებს რომ შენ სულ შემთხვევით გარკვეული რაოდენობის თანხა გადარიცხე ანგარიშზე, რომელიც არავინ არ იცის ვის ეკუთვნის. ამაზე რას მეტყვი?-ირონიული ჩაცინებით ვცდილობ მის წყობიდან გამოყვანას და იდაყვს მსუბუქად ვკრავ, გონზე რომ მოვიყვანო.
-რას... რას ამბობ...-ჩურჩულებს აღშფოთებული. მისი საიდუმლო მე ვიცი, რაც ნამდვილად ცუდ შედეგებს უსახავს.
-შენ არაფერს არ იტყვი!-მიკვირს, კიდევ რომ ახერხებს და მშვიდადაა. წელზე დოინჯს ვირტყამ და დამცინავად ვუღიმი.
-გინდა რაღაც განახო? დამერწმუნე, ეს შენთვის მნიშვნელოვანია.-ჯიბიდან მობილურს იღებს და მე მიწვდის. რაღაც ვიდეოა. ვრთავ. მახეში ვებმევი. ჩანაწერი იმის მტკიცებულებაა რომ მე ჩავშალე დემნას პირველი პროექტი და ეს თუ გამომჟღავნდება, აქედან ისე გამისვრიან, როგორც არარაობას, მე კი ვთვლი, რომ ამის ღირსი არ ვარ! შანტაჟის მახვერპლი ვხდები. ნერვიულად ვიცინი და კედელს ვეყრდნობი.
-შენ რა... ამით რის მიღწევას ცდილობ? ჩემგან რა გინდა?-დუდუნით ვამბობ და ამ წუთიდან ელენეს ყურმოჭრილი მონა ვხდები.

...................................................
ესეც მეხუთე თავი!
სულ მალე დამთავრდება, ალბათ სამ–ოთხ თავში, რადგან ამ ისტორიას ზედმეტად გაწელვა არ მოუხდება.
ველოდები თქვენ შეფასებებს მოუთმენლად...
ჯერ ადრეა, მაგრამ მაინც სასიამოვნო სიზმრებს გისურვებთ ლილიასთან და დემნასთან ერთად...

№1  offline წევრი Firefly

ძალიან მომწონს ლილია!აი დენამ კიდევ გამაბრაზა :დ
--------------------
M.T

№2  offline წევრი marikuna (1)

მალე დადე რა მაგარია <3

№3  offline მოდერი sopiko

♥მარიამი♥
ძალიან მომწონს ლილია!აი დენამ კიდევ გამაბრაზა :დ

marikuna (1)
მალე დადე რა მაგარია <3

ალუბლებო ♥ დიდი მადლობა ♥

№4  offline წევრი teddy))

Kidev erti alubali aq var! :D dzalian, dzalian magaria! Ici rogoria, xalxshi ro xar da ginda rom gimili sheikavo... :D

№5  offline მოდერი sopiko

teddy))
Kidev erti alubali aq var! :D dzalian, dzalian magaria! Ici rogoria, xalxshi ro xar da ginda rom gimili sheikavo... :D

არ შეიკავო მერე, ალუბალო ♥

№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

ძალიან მაგარი თავია. მომწონს ინტრიგები და ჩახლართულობები, აი იმ გოგომ კი ის ვიდეო საიდან მოიპოვა ეს მიკვირს.
ოხ ეს შანტაჟისტები. ის აპირებდა შანტაჟს და გამოუვიდა აქეთ დააშანტაჟეს ჩვენი ლილია ;დდ
სოფიკოო გენაცვალე :* ძალიან კარგად წერ, მომწონს მაგიჟებს <3 ბრავო რა...
ველოდები მეექვსე თავს.
მიყვარხართ თქვენო პრინცესებულესობავ და ინტრიგებულესობავ კიდევ ^^ <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№7  offline წევრი tvinischia

სულ წავიკითხე ხუთივე თავი ძაან მომეწონა,მაგრამ ეს ელენე რაღაცნაირად ძაან შემეზიღა :დ ლილია კი ძაან საყ არელია და იმედია სამაგიეროს გადაუხდის ელენეს ისე რო არ დაზარალდება თვითონ და აი ელენს კი ცუდად ექნება საქმე :დ ველოდები შემდეგ თავს იმედია მალე დადებ ძალიან დამაინტერესა მხიარული და პოზიტიური გოგოა ლილია ნუ მოკლედ მაგარი ხარ! ❤

№8  offline მოდერი sopiko

ErckeMydass25
ძალიან მაგარი თავია. მომწონს ინტრიგები და ჩახლართულობები, აი იმ გოგომ კი ის ვიდეო საიდან მოიპოვა ეს მიკვირს.
ოხ ეს შანტაჟისტები. ის აპირებდა შანტაჟს და გამოუვიდა აქეთ დააშანტაჟეს ჩვენი ლილია ;დდ
სოფიკოო გენაცვალე :* ძალიან კარგად წერ, მომწონს მაგიჟებს <3 ბრავო რა...
ველოდები მეექვსე თავს.
მიყვარხართ თქვენო პრინცესებულესობავ და ინტრიგებულესობავ კიდევ ^^ <3

აი, ემოციებიდან ვერ გამოვდივარ... დიდი მადლობა ერკე^^
tvinischia

დიდი მადლობა საყვარელო ♥

№9 სტუმარი mishate

ძალიან კარგია ველოდები შემდეგ თავსსდ

№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

sopiko
ErckeMydass25
ძალიან მაგარი თავია. მომწონს ინტრიგები და ჩახლართულობები, აი იმ გოგომ კი ის ვიდეო საიდან მოიპოვა ეს მიკვირს.
ოხ ეს შანტაჟისტები. ის აპირებდა შანტაჟს და გამოუვიდა აქეთ დააშანტაჟეს ჩვენი ლილია ;დდ
სოფიკოო გენაცვალე :* ძალიან კარგად წერ, მომწონს მაგიჟებს <3 ბრავო რა...
ველოდები მეექვსე თავს.
მიყვარხართ თქვენო პრინცესებულესობავ და ინტრიგებულესობავ კიდევ ^^ <3

აი, ემოციებიდან ვერ გამოვდივარ... დიდი მადლობა ერკე^^
tvinischia
სულ წავიკითხე ხუთივე თავი ძაან მომეწონა,მაგრამ ეს ელენე რაღაცნაირად ძაან შემეზიღა :დ ლილია კი ძაან საყ არელია და იმედია სამაგიეროს გადაუხდის ელენეს ისე რო არ დაზარალდება თვითონ და აი ელენს კი ცუდად ექნება საქმე :დ ველოდები შემდეგ თავს იმედია მალე დადებ ძალიან დამაინტერესა მხიარული და პოზიტიური გოგოა ლილია ნუ მოკლედ მაგარი ხარ! ❤

დიდი მადლობა საყვარელო ♥

უჰ, რამდენი თავის დადება მოგისწრია <3 ემოციები მე უნდა ვნახო ახლა ამ დარჩენილ თავებს რომ წავიკითხავ ^^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent