მინდა მიყვარდეს
ერთი უბრალო გოგო ვარ,ჩვეულებრივ ოჯახში გავიზარდე,ერთი დამახასიათებელი ის მქონდა სულ რომ არასოდეს ვემორჩილებოდი მამას,ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვონდა ყოველთვის და ეს ორივეს ძლიან მოგვწონდა.ყოველთვის შემეძლო მასთან შეწინაღმდეგება და კამათი,ბოლოს გამარჯვებული მაინც მე გამოვდიოდი,არ ვიცი მამა ძალით მითმობდა თუ რა იყო ჩემთვის მთავარი ის იყო რომ ვიმარჯვებდი და ჩემი ბოლომდე გამყავდა.დედა ამაზე სულ ბრაზდებოდა მაგრამ რა მექნა მე ასეთი ხასიათის ვიყავი...მამაჩემი სხვებთან ძალიან მკაცრი იყო ოღონდ ჩემთან ეს სიმკაცრე არ ჭრიდა.დედისერთა ვარ,დედაჩემს სურვილი არასოდეს გასჩენია რომ მეორე შვილი გაეჩინა, ,,ერთიც საკმარისიაო,, სულ ამას გაიძახოდა ხოდა მამაჩემიც დაჰყვა მის ნებას და აღარ დაუძალებია არასოდეს მეორე შვილის გაჩენა.არ ვიტყვი რომ მაქვს გრძრლი ფეხები და ლამაზი ტანი ისეთი როგორიც მოდელებს,მაგრამ არც არაფერს ვუჩივი,ვარ საშუალოზე ოდნავ მაღალი,ხუჭუჭა თმებით და ყავისფერი თვალებით.ძალიან მიყვარს კითხვა და წერა,ეს ჩემი სუსტი წერტილია,თავისუფალ დროს ყოველთვის ვკითხულობ ან ვწერ ამისათვის ჩემი მეგობრები სულ მეჩხუბებიან ჩვენ თავს ეგ წიგნები გირჩევნიაო.ხო სულ დამავიწყდა მე ანა მქვია,მაგრამ მოფერებით მეგობრები ანუკის მეძახიან. აი მეგობრები ახსენე და დამირეკეს კიდეც.ტელეფონის ზარმა ფიქრებიდან გამომიყვანა და აწმყოში დამაბრუნა.თეკო მირეკავდა,ტელეფონს დავწვდი და სანამ ის ხმას ამოიგებდა იმხელაზე ჩავყვირე ლამის ყურის ბარაბნები გავუხვრიტე. -თეკოოოოოოოოოოოო...-სიცილს ძლივს ვიკავებდი. -რა იყო არანორმალურო დამაყრუე ლამის,რა ჯანდაბა გაყვირებს?-არც თეკომ დამაკლო ლამაზი სიტყვებით შემკობა,მე კიდევ სიცილს ძლივს ვიკავებდი ისეთ დგეში ვიყავი. -გოგო შენ რა არ იცი?-უცებ რაღაც ეშმაკურმა აზრმა გამიელვა თავში,მომინდა თეკო გამეგიჟებინა. -რა უნდა ვიცოდე არანორმალურო?-თეკო ისევ გაბრაზებული იყო ჩემზე ყვირილის გამო და სასხვათაშორისოდ მკითხა ისე უინტერესოდ. -რა და ლექსო თურმე გუშინ ღამით ავარიაში მოყოლილა და ეხლა საავადმყოფოში წევს.-უკვე ვიცოდი რა რეაქციაც ექნებოდა თეკოს ამის თქმაზე და მივხვდი რომ კარგი დღე არ დამადგებოდა.ლექსო ის ბიჭი იყო ვისზეც აგერ უკვე ორი წელი იყო რაც თეკო გიჟდებოდა. -რააააააააააააააააააა???-იმხელაზე იწივლა თეკომ მეგონა იქვე მოკვდა მეთქი და ძალიან შემეცოდა რომ ესე მოვატყუე.-რა მოუვიდა?რანაირად მოყვა ავარიაში?კარგადაა?ეხლა სად წევს?იმდენი კითხვბი მომაყარა აღარ ვიცოდი რომელ ერთზე მეპასუხა. -კაი ხო გოგო რა დაგემართა გაგეხუმრე.-ამის თქმა მოვასწარი და თეკო ლამის გამოძვრა ტელეფონში ისეთები მიყვირა და გამლანძღა,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,ისე კი ვიყაავი ღირსი რას ვერჩოდი ხომ ვიცოდი როგორ უყვარდა და როგორ ინერვიულებდა მაგრამ რას ვიზამთ,ადამიანი როწა წერას ყავხარ ატანილი ეგრეც მოგივა ბოლომდე.თეკომ სიტყვის თქმაც არ დამაცადა ისე გამითიშა ტელეფონი,ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე,მაგრამ რას ვიზამდი სიტყვა უკვე ნათქვამი მქონდა და უკან ვეღარ დავაბრუნებდი დროს გამოსასწორებლად. ეხლა მე დავურეკე თეკოს მაგრამ არ მიპასუხა,ათასჯერ დავრეკე მააგრამ აზრი არ ჰქონდა თეკო არ მპასუხობდა.მერე უცებ გამახსენდა რომ როცა თეკო ცუდ ხასიათზე იყო ჩვენ საყვარელ ადგილას მიდიოდა.უცებ წამოვხტი ლოგინიდან, ტანზე ჩავიცვი და გარეთ გამოვვარდი,სახლში არავინ იყო ამიტომ გასაღებით ჩავკეტე კარი და ჩემს მანქანაში ჩავხტი.მამამ მანქანა 18 წელი რომ შემისრულდა მაშინ მაჩუქა.მამქანა დავქოქე და ნაცნობ ადგილს მივაშურე.ნარიყალის ნანგრევები ჩვენი სყვარელი ადგილი იყო გვტკიოდა თუ გვიხაროდა ყოველთვის იქ ავდიოდით და იქიდან გადავყურებდით ღამის თბილისს,გზაში უკვე კარგად შემომაღამდა.მანქანა იქვე კუთხეში გავაჩერე და ნანგრევებს ავუყევი.ვიცოდი თეკო იქ დამხვდებოდა მაგრამ ის სცენა რაც მე იქ დმხვდა მართლა არ მოველოდი.თეკო ჩამომჯდარა ნანგრევებზე და ცრემლად იღვრებოდა,იმდენი ეტირა რომ გული ამოვარდნას ჰქონდა,გვერდით მივუჯექი და ჩავეხუტე ჩემსკენ არც კი გამოუხედია მაგრამ ვიცოდი რომ იგრძნო მე რომ ვიყავი უბრალოდ ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო ჩემზე.ცოტა ვაცალე სანამ საბოლოოდ დაწყნარდებოდა და მერე დავიწყე თავის მართლება. -თეკ,მაპატიე რა ძალიან გთხოვ,მართლა არ მინდოდა შენი წყენინება,არ მეგონა თუ ესე ძალიან გატკენდი გულს.ხომ იცი შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ხარ და მართლა არ მინდოდა შენთვის გულის ტკენა.თეკომ ცოტა მიყურა და რომ დაინახა მართლა როგორ განვიცდიდი მის ასეთ მდგომარეობას შემობრუნდაა და გულში მაგრად ჩამეხუტა,მეც ხელები შემოვხვიე მაგრად და ასე ვიჯექით დიდხანს სიტყვის უთქმელად.მერე ისევ თეკო მოვიდაა გონს შემომხედა და მითხრა: -მეორედ ასე აღარ მეხუმრო ანუკი,თორემ ჩავთვლი რომ შენ ჩემი მეგობარი აღარ ხარ და ცხოვრებბაში აღარ დაგელაპარაკები. სანდროს თავს გეფიცები აღარასოდეს გაგცემ ხმას-ისეთი სახით მითხრა ეს ყველაფერი თეკომ ვიცოდი რომ მართლა აასრულებდა და მე კიდევ ჩემი სულელური ხუმრობის გამო მეგობარს ვერ დავკარგავდი. -არა თეკ შენ თავს ვფიცავარ მეორედ ეგრე აღარ გაგეხუმრებიი,ხო იცი როგორ მიყვარხარ და ვერ დაგკარგავ ვერასოდეს. -კარგი შევრიგდით მაშინ ჩემო გადარეულოო გოგო.-გამიცინა თეკომ და მეც გავმხიარულდი. სახლში წასვლა არც ერთს არ გვინდოდა მაგრამ უკვე გვიანი იყო და მშობლები ინერვიულებდნენ.თეკო ჩემი მანქანით მივაცილე სახლამდე და მეც სახლისკენ წამოვედი. ეზოში მანქანა რომ გავაჩერე იქვე ბიჭების ხმა მომესმა.ყურადღება არ მივაქციე მაგრამ როცა თეკოს სახელი გავიგონე ძალაუნებურად გავჩერდი და ყური მივიგდე. -შენ სართოდ ვინ ხარ ძმაო რომ მე რამე ამიკრძალო?-ჰკითხა ერთმა მეორეს. სახეებს კარგად ვერ ვხედავდი რადგან ბნელოდა და არც მინდოდა ახლოს მისვლა ესე ხომ დამინახავდნენ. -ჯერ ერთი მე შენი ძმა არ ვარ მეორეც კი არ გიკრძალვ არამედ მოვითხოვ რომ თეკოს ახლოსაც კი არ გაეკარო, ლაპარაკზე ხომ თქმაც ზედმეტია.-ეს ხმა ძალიან მეცნობოდა მაგრამ ვერ ვხვდებოდი საიდან ან ორივე ბიჭს რა უნდოდა თეკოსგან ერთი თავის დანებებას სთხოვდა მეორე კი ჯიუტობდა. -შენ მე ვერაფერს მიბრძანებ გასაგებია ბიჭოო?-იმხელაზე იგრიალა ერთმა ლამის გული გამისკდა და დავიკივლე ცოტა ხმამაღლა კი მომივიდა,ბიჭებმა ჩემი ხმა გაიგეს და წამით მიყუჩნდნენ.ერთ ერთი ბიჭი გამოეყო მათ და ჩემსკენ წამოვიდა,ნამდვილად არ მეცნობოდა ჩემი უბნელი ნაღდად არ იყო.მე არც გავნძრეულვარ ისე ველოდებოდი როდის მომიხლოვდებოდა.სანამ თვითონ მოვიდოდა ჩემამდე მისმა სუნამოს სურნელმა მოაღწია,რაღაც ძალიან სასიამოვნო სუნამო იყო იმდენად მომეწონა ვერც გავიგე როდის მომიახლოვდა მხოლოდ მისმა გახშირებულმა სუნთქვამ გამომარკვია და მაშინ გავახილე თვალები,ის უკვე ჩემს წინ იდგა მიყურებდა,ისეთი ლამაზი თვალები ჰქონდა მაშინვე დამატყვევა,უძირო თაფლისფერი თვალებით.მისი შემხედვარე მასში ვიძირებოდი და გზას ვეღარ ვპოულობდი გამოსაღწევად. -გამარჯობა.-მისმა ხმამ საბოლოოდ მომიყვანა გონს და ვერ მივხვდი რა მითხრა.ისეთი გაიოცებული სახით ვუყურებდი მიხვდა რომ არფერი გამიგია. -გამარჯობა.-ისევ იმ ტონით გამიმეორა. -გაგიმარჯოს.-მეც მივესალმე -ამ დროს პატარა გოგოს გარეთ რა უნდა?-ისე დამცინაცვად მკითხა ნერვები მომეშალა. -ჯერ ერთი მე პატარა გოგო არ ვარ და მეორეც რა თქვენი საქმეა მე სად და როდის ვიქნები?-არც მე ჩამოვრჩი. -შენ რა ენა მოსწრებული ყოფილხარ?-ცინიზმით მკითხა ისევ. -აბა როგორ...-ეშმაკურად ჩავიღიმე ტუჩის კუთხეში. -მოდი ეხლა ამ უაზრო ლაპარაკს თავი დავანებოთ და იმას გკითხავ რისთვისაც აქ მოვედი.აეეტყო რომ ძაან დასერიოზულდა,სახის მიმიკები შეეცვალა და უფრო მრისხანე გამომეტყველება აესახა სახეზე. ერთი წუთით შემეშინდა მისი ასეთი სახის დანახვაზე,მიხვდა რომ მეშინოდა ოდნავ ჩაეღიმა მაგრამ გამომეტყველება არ შეუცვლია. -გისმენ.-შიშნარევი ხმით ვუპასუხე. -დიდიხანია რაც აქ დგახარ და ჩვენს საუბარს ისმენ?-მივხვდი რომ გამომიჩირეს,უარყოფას აზრი არ ჰქონდა მაგრამ მეშინოდა სიმართლის თქმაც.პასუხი რომ დავიგვიანე ისევ გამიმეორა კითხვა. -დიდი ხანია მეთქი აქ დგახარ და გვისმენ?-ეხლა მართლა ძაან შემეშინდა მისი ხმის და პასუხის გაცემა ვიკადრე. -არც ისე,ეხლა მოვედი და შემთხვევით გავიგონე ჩემი მეგობრის სახელს რომ ახსენებდით და ამიტომ შევჩერდი სხვა არაფერი. ვვუთხარი მეც სიმართლე. -და მაინც რა გაიგონე შენს მეგობარზე ან საერთოდ ვინაა ეს შენი მეგობარი?-ისე მკითხა თითქოს არ იცოდა ვისზე ლაპარაკობდნენ რამდენიმე წუთის ცინ იქ კუთხეში. -ჩემი მეგობარი თეკოა.-ჩემს სიმართლეზე გულიანად გაეცინა.მის სიცილზე ძალაინ გავბრაზდი და უხეშად ვკითხე. -რა გაცინებს ერთი ძალიან მაინტერესებს?-ისე გავბრაზდი ლამის თვალებიდან ნაპერწკლები გადმომეყარა,ის მე დამცინოდა. -არა ისეთი არაფერი,უბრალოდ შენს მიამიტობაზე გამეცინა ატარა ბავშვივით ჩამომირაკრაკე ყველაფერი არც დაგიმალია და არც მოგიტყუებივარ.-მითხრა გულწრფელად. -რატომ უნდა დამემალა რამე ან მომეტყუებინე ამაში აზრს ვერ ვხედავ მე რაც გავიგონე ის გითხარი სხვა არაფერი. -ხო და ზუსტად ეგ გამიკვირად ასეთი მართალი ბავშვი რომ ხარ.-მითხრა ისევ გამომწვევად და ,,ბავშვზე,, გაამახვილა ყურადღება. უკვე ნერვები მეშლებოდა სულ ბავშვს რომ მეძახდა და უკვე მოთმინება დაკარგულმა მივახალე პირში. -მე ბავვშვი არ ვარ საკმაოდ დიდი ვარ იმისთვის რომ ბავშვი აგარ მეძახონ.-ვუთხარი გაგულისებულმა -ხო კარგი დაწყნარდი რა ჩემი ბრალია რომ ბავშვის შეხედულება გაქვს და ბავშვს გავხარ?-თან ამის თქმაზე ეგიმებოდა ტუჩის კუთხეში ისე საყვარლად რომ კოცნა მოგინდებოდა. -იდიოტი ხარ.-მივახალე პირში და სადარბაზოში შევიმალე.მისი სიცილი მესმოდა იქამდე სანამ სახლის კარი არ გავაღე და გაბრაზებულმა არ მივაჯახუნე.დედაჩემი სამზარეულოდან გამოვარდა და დამიყვირა. - რა იყო ცა ჩამოიქცა თუ რა მოხდა ისეთი რომ კარი ლამის ჩამოიღე? -კაი რა დეე,ეხლა შენი თავი ნამდვილად არ მაქვს და თავი დამანებე რა გთხოვ.ვუთხარი გაბრაზებულმა და ჩემს ოთახში შევარდი. -გოგო წესიერად მელაპარაკე თორემ ენას ამოგაგლიჯავ.მომაძახა გაცოფებულმა დედაჩემმა მაგრამ მე მისი სიტყვებისთვის ყურადრება აღარ მიმიქცევია.ლოგინზე წამოვწექი და იმ უცნობზე ვფიქრობდი.ნეტავ რა ჰქონდა ისეთი განსაკუთრებული რომ ჩემი ყურადღება სულ რამდენიმე წუთში დაიმსახურა.თითქოს არც არაფრით იყო სხვებისგან გამორჩეული მაგრამ მაინც რაღაცით განსხვავდებოდა და რითი ამას ვერ ვხვდებოდე.მერე იმაზე დავფიქრდი თეკოზე რატომ საუბრობდნენ.მინდოდა ეს ყველფერი თეკოსთვის მომეყოლა მაგრამ ვიFიქრე დღეს სედაც ბევრი ვანერვიულე და ჯობია ამ ყველაფერზე ხვალ დაველაპარაკები მეთქი,ამიტომ აგარ დავურეკე.ამ ფიქრებში ისე ტკბილად ჩამეძინა ვერაფერი ვერ გავიგე. .... მე და ლექსო სოლოლაკში ავედით ერთ ბიჭს უნდა შევხვედროდით,იქ სოლოლაკში ლექსოს ერთი გოგო მოსწონდა გაიგო რომ კიდევ ვიღაც ტიპს მოსწონდა თეკო და მასთან დასალაპარაკებლად მივდიოდით.საღამო ხანი იყო,როცა იქ ავედით,თეკო იქვე მოშორებით კორპუსში ცხოვრობდა.მე და ლექსო მანქანიდან გადმოვედით და ის ბიჭი იქვე სკამზე მჯდარი დავინახეთ,მისკენ გავემართეთ ორივე.ლექსოს ხელი ჩამოართვა და გაეცნო. -გამარჯობა ძმებო,მე ირაკლი ვარ.-ხელი გაუწოდა ბექასაც ირაკლიმ. -გაგიმარჯოს.-ორივემ ერთხმად უთხრეს გამარჯობა. -აბა გისმენთ ძმებო რა საქმე გქონდათ ჩემთან?-იკითხა ირაკლიმ. -ერთ გოგოზე უნდა დაგელაპარაკო რომელიც მიყვარს და არ მინდა რომ ახლოს გაეკარო.სერიოზული სახით დაიწყო ლექსომ საუბარი. -რომელ გოგოზე მელაპარაკები ძმა აქ ბევრი გოგო დადის ძაან.-ირონია შეურია სიტყვებში ირაკლიმ. -ლექსოს უკვე ტვინში სისხლი ასხამდა ისე იყო უკვე მაგრამ თავი მაინც მოთოკა და მშვიდად უთხრა. -თეკოზე გეუბნები,მე სხვა გოგოები სულ არ მაინტერესებს.უთხრა ამაყად ლექსომ და გულში გაეღიმა რომ მისთვის თეკოს გარდა სხვა გოგო არ არსებობდა. -მაინც რა უნდა მითხრაა ძმაა?-ირონიას არ იშორებდა ირაკლი. -ის რომ დღეის იქით თეკოს ახლოსაც არ გაეკარები,გასაგებია შენთვის?უთხრა კოპებშეკრულმა ლექსოსმ და ირაკლის პასუხს დაელოდა. -შენ სართოდ ვინ ხარ ძმაო რომ მე რამე ამიკრძალო?-უთხრა არანაკლებ გაგიჟებულმა ირაკლიმ. -ჯერ ერთი მე შენი ძმა არ ვარ მეორეც კი არ გიკრძალვ არამედ მოვითხოვ რომ თეკოს ახლოსაც კი არ გაეკარო, ლაპარაკზე ხომ თქმაც ზედმეტია.-უკვე ცოფებს ყრიდა ლექსო დ თავს ძლივს იკავებდა რომ არ დაერტყა ირაკლისთვის. -შენ მე ვერაფერს მიბრძანებ გასაგებია ბიჭოო?-იმხელაზე იღრიალა ირაკლიმ რომ მეგონა ლექსო სახეში გაუკანებდა მუშტს მაგრამ ამ ყვვირილს გოგოს დაკივლება მოჰყვა და ყველას ყურადღება იქით გადავიდა,იკვე ახლოს მანქანასთან გოგო დავინახე და გადავყვიტე მივსულიყავი და გამეგო ვინ იყო.როცა ნაბიჯი გადავდგი ლექსომ მკლავში ხელი მომკიდა და მკითხა. -ბექა სად მიდიხარ? -მოვალ ეხლავე მინდა გავიგო,გაიგო იმ გოგომ რამე თუ არა თქვენი საუბრიდან?-ვუპასუხე უცებ და ნაბიჯი ისევ გადავდგი მაგრამ ლექსომ ისევ შემაჩერა. -ეგ გოგო თეკოს დაქალია და რამე ზედმეტი არ აკადრო ან არ ეუხეშო ბექა გესმის ძმაო?-დამისერიოზულა ლექსომ. -ხოო?ძაან კაია თუ თეკოს დაქალია ხოდა გავიცნობ.-ტუჩის კუთხეში ჩამეღიმა და გზა განვაგრძე.გოგონამ რმ დამინახა აშკარად ეტყობოდა რომ დაიბნა და გაოცებული მიყურებდა,თვალს არ მაშორებდა და მაკვირდებოდა,ისეთი პატარა და საყვარელი იყო,პატარა ბავშვივით მობუზულიყო და ჩემს მისვლას ელოდებოდა.ახლოს რომ მივუახლოვდი თვალები დახუჭული ჰქონდა. -გამარჯობა.-ახლოს მისვლისთანავე მივესალმე მაგრამ ისეთი გაიოცებული სახით მიყურებდა მივხვდი რომ არფერი გაუგია. -გამარჯობა.-ისევ გავუმეორე. -გაგიმარჯოს.-მომესალმა ისიც,ისეთი ლამაზი ხმის ტემბრი ჰქონდა რომ წამში გამაბრუა. -ამ დროს პატარა გოგოს გარეთ რა უნდა?-პატარა გოგოს ხსენებაზე ისე აწიატლდა მეგონა სადაცაა გასკდებბა თქო. -ჯერ ერთი მე პატარა გოგო არ ვარ და მეორეც რა თქვენი საქმეა მე სად და როდის ვიქნები?-მომახალა გაცეცხლებულმა.მე კიდევ გულში მეცინებოდა მის ბავშვურ ქცევებზე. -შენ რა ენა მოსწრებული ყოფილხარ?-არც მე დავაკელი მის დამცინავ ტონს. -აბა როგორ...-მხოლოდ ეს მითხრა და ეშმაკურად ჩაიღიმა ტუჩის კუთხეში.ამ დროს ძალიან ლამაზი იყო,ღვთაებას გავდა,პატარა ვარდისფერი ტუჩები ოდნავ სიცივისგან დალურჯებოდა,ცხვირი ცოტა აცითლებოდა დალამაზი ხავისფერი თვალები უფრო მუქი გახდომოდა,ისეთი ლამაზი იყო ამ დროს მინდოდა გულში ჩამეკრა ეს პატარა არსება და აღარასოდეს გამეშვა ჩემგან. -მოდი ეხლა ამ უაზრო ლაპარაკს თავი დავანებოთ და იმას გკითხავ რისთვისაც აქ მოვედი.ისევ მე დავიწყე საუბარი. -გისმენ.-შიშნარევი ხმით მიპასუხა. -დიდიხანია რაც აქ დგახარ და ჩვენს საუბარს ისმენ?-დავუსვი კითხვა და პასუხის მოლოდინში სუნთქვა შემეკრა.მაგრამ პასუხს ძაან აგვიანებდა ამიტომ ისევ გავუმეორე კითხვა. -არც ისე,ეხლა მოვედი და შემთხვევით გავიგონე ჩემი მეგობრის სახელს რომ ახსენებდით და ამიტომ შევჩერდი სხვა არაფერი. ჩამომირაკრაკა უცებ და მივხვდი რომ სიმართლეს მეუბნებოდა და არ იტყუებოდა. -და მაინც რა გაიგონე შენს მეგობარზე ან საერთოდ ვინაა ეს შენი მეგობარი?-ვკითხე ისევ რომ იქნებ და მეტი გამეგო მის შესახებ,ეს პატარა გოგ ისე მომექონა მინდოდა მეტი მცოდნოდა და თავს არ ვანებებდი,მისგან წასვლა არ მინდოდა. -ჩემი მეგობარი თეკოა.-ისეთი ბავშვური სახით მითხრა რომ სიცილი ვეღარ შევიკავე და გულიანად გამეცინა.ამაზე ძააინ გაბრაზდა და უხეშად დამელაპარაკა. -რა გაცინებს ერთი ძალიან მაინტერესებს? -არა ისეთი არაფერი,უბრალოდ შენს მიამიტობაზე გამეცინა პატარა ბავშვივით ჩამომირაკრაკე ყველაფერი არც დაგიმალია და არც მოგიტყუებივარ.-ვუთხარი გულწრფელად. -რატომ უნდა დამემალა რამე ან მომეტყუებინე ამაში აზრს ვერ ვხედავ მე რაც გავიგონე ის გითხარი სხვა არაფერი.ისევ ისე ალალად მელაპარაკებიდა ბავშვური მიამიტობით და სისუფთავით სავსე. -ხო და ზუსტად ეგ გამიკვირად ასეთი მართალი ბავშვი რომ ხარ.-ბავშვი ვუთხარი იმ იმედით ეომ ვიცოდი გაბრაზდებოდა მე კიდევ მომწონდა როცაა ის ცითლდებოდა მაგ დროს რაგაც საოცარი იყო მისი სილამაზე. -მე ბავვშვი არ ვარ საკმაოდ დიდი ვარ იმისთვის რომ ბავშვი აგარ მეძახონ.-ისეთი დამიყვირა მივხვდი რომ მიზანში უკვე დიდხნის გარტყმული მქონდა. -ხო კარგი დაწყნარდი რა ჩემი ბრალია რომ ბავშვის შეხედულება გაქვს და ბავშვს გავხარ?-უცებ დავიძვრინე თავი. -იდიოტი ხარ.-მომაძახა ძაან გაბრაზეულმა და სადარბაზოში შევარდა.მე კი ვიდექი და გულიანად ვიცინოდი უკვე მუცელი მტკიოდა ისე ვიცინე სანამ ლექსო ჩემთან არ მოვიდა და ხელით არ შემეხო ვერ გავჩერდი. -რა იყო შე ჩე.. რა გაცინებს გიჯივით?მკითხა გაოცებული სახით. მე კიდევ მის სახეზე ისევ გამეცინა და სული ძლივს მოვითქვი. -არაფერი შე ჩე.. არაფერი.უბრალოდ ის პატარა გოგო გავაბრაზე და იმაზე მეცინება..ვუთხარი სიცილნარევი ხმით. -კაი რა ტოო რა დროს სიცილია ხო არ დაგავიწყდა აქ რა საქმეზეც ამოვედით?-მითხრა დაღონებულმა ლექსომ.და თან მე შენ ხომ გაგაფრთხილე რამე ზედმეტი არ უთხრა მაგ გოგოს თეკოს დაქალია თქო. -არა ტო ზედმეტი არაფერი მითქვია მართლა.უბრალოდ ძალიან გულუპრტყვილოა და მაგაზე მეცინება. -ანუკი ძალიან საყვარელი და კარგი გოგოა, შენ სხვებში არ შეგეშალოს თავს არავის დააჩაგვრინებს და არც თვითოინ დაჩაგრავს ვინმეს.-მითხრა ლექსომ.წამით დავფიქრდი მართლაც საოცარი გოგო იყო.თან სახელიც წამოსცდა ლექსოს,ეს მაგრად გამიხარდა რომ მისი სახელი გავიგე არ მინდოდა ლექსოსთვის მეკითხა მან კი უნებურად გამიმხილა მისი სახელი. -ხო კაი რაში მაინტერესებს ტო როგორი და რანაირი გოგოა,გოგოა რაა ეგეც სხვებივით სხვა ხო არაფერი.-ვუთხარი სხვათაშორისად რომ ეჭვები არ გასჩენოდა ლექსოს და არ მიმხვდარიყო რომ ანუკი მომეწონა თორემ რა გაუძლებდა მერე მაგის დაკითხვებს. -ხო კაი არ გაინტერესებს და ნუ გაინტერესებსს მაგრამ დაიმახსოვრე რომ მაგ გოგოს ზედმეტი არ უნდა უთხრა და ეხლა კიდევ წავედით ეს საქმე მოვაგვაროთ თორემ ვატყობ ეს ტიპი უნდა შემომაკვდეს ცემაში თუ ჩკუას არ ისწავლის. -კაი ხო გასაგებია არაპერსაც არ ვეუბნები.ნუ გამიხურე რა საქმე.ხოო წამო.წამო მივხდოთ და მოვაგვაროთ ეს საქმეც.მხარზე ხელი დავკარი ლექსოს და ბიჭებისკენ გავემართეთ.იმ საგამოს ყველაფერი მოვაგვარედ,ხელის აწევა აღარ დაგვჭირდა რადგან სანამ ჩვენ აქეთ ვსაუბრობდით ირაკლი დაფიქრებულა და მიმხვდარა რომ თეკოსთვის სამუდამოდ თავი უნდა დაენებებინა,ამიტომ კველაფერმა წყნარად და მშვიდად ჩაიარა.იქიდან პირდაპირ სახლში წამოვედით.ისეთი დაგლილები ვიყავით რომ პირდაპირ ლოგინში შევძვერით და სიზმრების სამყაროში გადავეშვი მე ანუკიზე ფიქრით ლექსო კიდევ თეკოზე და იმაზე ფიქრით თუ როდის მივიდოდა და გაუმხელდა ბოლოს და ბოლოს თავის გრძნობას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.