შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაპოვნი ყელსაბამი •თავი 2•


28-11-2015, 02:35
ავტორი Drama Queen
ნანახია 2 306

უუუდიდესი ბოდიში დაგვიანებისთვის. მართლა ვერ ვახერხებდი დადებას. ძალიან დიდი მადლობა თითოეული კომენტარისთვის. იმედია იმედგაცრუებულნი არ დამირჩებით. ^_^
პ.ს. მგონი დიდი თავია, ხო?


იმ პატარა გოგოს უკეთია ჩემი ყელსაბამი. ჩემი ნაპოვნი ყელსაბამი.
– სანდრა. - ვეუბნები ჩუმად. - იმ გოგონას ჩემი ყელსაბამი უკეთია, თუ ისევ მეჩვენება? - დიახ, "ისევ". არაერთხელ მომლანდებია სხვის კისერზე ჩემი ყელსაბამი და ყოველთვის გიჟივით მივვარდებოდი ხოლმე, თუმცა იმედგაცრუებული ვემშვიდობებოდი ლანძღვაზე გადასულ პიროვნებას, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი რომ არ მელანდება.
– კი. - მპასუხობს გაოგნებული. აშკარად გააოცა ყელსაბამის დანახვამ, თუმცა არ მიკვირს, წლების შემდეგ ვინ იფიქრებდა რომ ისევ ვიპოვიდი მას. ვდგები და გოგონასკენ მივდივარ. "მეორე" ჯერ გაკვირვებული, მერე თავმომწონე ღიმილით მიყურებს.
– გამარჯობა, პატარა, - ვიჩოქები და მორცხვ ბავშვს ვესალმები. - რა გქვია? - პატარა ბიჭს ამოეფარა. ახლა შევნიშნე, "მეორეს" ნაირი თვალები და ცხვირი აქვს. ტუჩები ოდნავ მსხვილი აქვს. ძალიან ლამაზი ბავშვია.
– ტასო ჰქვია. - მპასუხობს "მეორე". ავხედე და ისევ ბავშვს მივუბრუნდი. არ მომწონს სახელის შემოკლება. რატომ ეძახიან ტასოს ან ანას როცა ანასტასია უმშვენიერესად ჟღერს.
პირდაპირ ყელსაბამზე ვკითხო? არა, ჯერ გავიცნობ, ვითომ ბავშვებზე ვგიჟდები და მერე ჩემებურად შევაპარებ.
– რა ლამაზი გოგო ხარ, ანასტასია. - ვუღიმი. ის კი ბიჭს უფრო ეკრობა და ძალიან ჩუმად მპასუხობს მადლობაო.
– ტასო. - გამომელაპარაკა "მეორე". ო, ამის შესწორებები მაკლდა რა. მობეზრებულად ავხედე. ფეხზე წამოვდექი, ისე რომ თვალი არ მომიშორებია მისთვის.
– რატომ ამახინჯებთ მის სახელს? ანასტასია უფრო უხდება, მე თუ მკითხავთ. - ვეუბნები. ირონიულად იცინის. ამას ჩემი ირონია არ უნახავს აშკარად, მაგრამ ნამდვილად არ მაქვს მისი ნერვები.
– რამდენი წლის ხარ? - ვიკითხე.
– შვიდის. - მპასუხობს ხმადაბლა.
– სკოლაში დადიხარ? - თავს მიქნევს, დასტურის ნიშნად. ჩემს ყელსაბამს დავხედე. - რა ლამაზი ყელსაბამი გაქვს, ანასტასია. - სახელს ხაზგასმით ვამბობ და ბიჭს წამით შევხედე გამარჯვებული მზერით. მას კი ცინიკური ღიმილი აკრია სახეზე. რატომღაც ნერვებს მიშლის, ჯერ კიდევ მტკივა მის მიერ ნატკენი ყური.
– ხო, - ალაპარაკდა ბავშვი და წამსვე მას დავხედე. - ჩემმა ძმამ მაჩუქა. - "მეორეზე" მანიშნა.
– ანუ შენ ხარ ის ბიჭი, ბავშვობაში ყელსაბამი რომ ვაჩუქე? - სანდრას ხმა მესმის. ამას აქ რა უნდა? მისკენ მივბრუნდი. - მეგონა ყელსაბამი რომელიმე ურნაში ეგდებოდა.
– ვაპირებდი გადაგდებას, თუმცა დისთვის ჩუქება ვამჯობინე. - უღიმის. მოიცა, ამას სანდრა "დაევასა"? ტყუპისცალს გავხედე, რომელიც აშკარად ეპრანჭებოდა. ე, დაიკო, მივალთ სახლში.
– ერთი წუთით. - სანდრას ხელს ვკიდებ და მოშორებით გამყავს. - რას აკეთებ? - ბრაზს ძლივს ვიკავებ. მძულს ასეთი საქციელი, როცა შეყვარებული გყავს და სხვებს ეპრანჭები.
– რას ვაკეთებ? - გაიოგნა.
– არ გამაგიჟო ეხლა. გადასარევად მიცნობ და იცი რომ ვერ მოგითმენ. - ვაფრთხილებ.
– მეგი, უბრალოდ გავიცნობ. - მამშვიდებს და ბიჭისკენ მიდის.
– ჭკუით იყავი, - ვეუბნები. - მე დიტოს ვნახავ. - თავს მიქნევს და ბიჭთან ბაასს იწყებს. თვალებს ვატრიალებ და "ჩემს" პარკისკენ მივდივარ, პარალელურად დიტოს ნომერს ვკრეფავ. ვეუბნები, რომ შემხვდეს. გადასარევია, ჩემი ყელსაბამი ვიპოვე და ესეც სანდრას ქცევებმა ჩამიშხამა. ახლა რომ მივბრუნდე, იმ ბავშვს ნორმალურად ვერ დაველაპარაკები და შიშისგან ჩავაფსმევინებ. არ მიყვარს ბავშვები, სულ წუწუნებენ, ყველაფერს აფუჭებენ, თავში არაფერი შესდით..
– რა მჟავე სიფათით მოძრაობ, რა იყო? - სიცილით მკითხა დიტომ.
– აი, სანდრაზე ხო მზე და მთვარე ამომდის, მარა ხანდახან ისე მინდა მოვკლა! - ვეუბნები გაცხარებული.
– ეხლა რაღა გააფუჭა? - მობეზრებულად მეკითხება.
– ჩემი ყელსაბამი ვიპოვე..
– კიდე ჰალუცინაციები გაქ? - დამციმის. მოკეტოს, თორემ გავხევ შუაზე.
– გაჩუმდი, თორე ბოლო წლების ჯავრს შენზე ვიყრი! - ხმამაღლა ვემუქრები, ის კი ხელებს დანებების ნიშნად წევს და თავის საფირმო სიფათს იღებს, რომელზეც, როგორც ყოველთვის, მეცინება და ახლაც გავიგუდე სიცილისგან.
– კაი, მერე, ქა'ლ'ო, მერე? - ქალის ხმით მეკითხება.
– ხოდა ვიღაც ღლაპს ეკეთა და ველაპარაკებოდი. ხო იცი ბავშვები და მე შორს ვართ. - თავს მიქნევს და "ინტერესით" მიცქერს. - ამ ბავშვს კი ძმა ჰყავს, ასე 23-24 წლის, ყური მატკინა და მაგას დაუწყო პრანჭიკელობა. ხო იცი, მეზიზღება ეგეთი ბო*ური საქციელები! - დარწმუნებული ვარ, სახე ჭარხლისფერი მაქ სიბრაზისგან.
– ღმერთო, მაღალო, - დრამატულად შლის ხელებს და ცას აჰყურებს, - ამას ჭკუა და მე მილიარდი. - ისევ გამეცინა. ამიტომაა დიტო ჩემი "პარენი". სულ კარგ ხასიათზე მაყენებს. ცოტა ვილაპარაკეთ, მითხრა რომ სანდრას ეს ქცევები დამეკიდა. ეგრეც ვაპირებდი. მერე თავის ნაცნობზე რაღაცას მიყვებოდა, როცა ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა.
– გისმენ, სანდრა. - ვპასუხობ.
– გოგო, თორნიკე თავისთან გვეპატიჟება და წამოდი რა. - მევედრება. ვინ თორნიკე?
– ბოდიში, გენაცვალე და ვინ გვეპატიჟება?
– ყური რომ გატკინა ეგ ბიჭი. - თავისთან? არა. კიდევ ერთი იდიოტი მაკლია, ზუსტად.
– შენ წადი, მე რა შუაში ვარ? - ვიცი ეწყინება ეგრევე უარი რომ ვუთხრა.
– გთხოვ, მეგი. - ამოვიოხრე.
– კარგი, მისამართი მომწერე, სახლში მივალ და მანქანით წამოვალ.
– მადლობა, მიყვარხარ. - გახარებული მეუბნება. დიტოს მივუბრუნდი.
– წადი. - ღიმილით ამბობს. ლოყაზე ვაკოცე და წავედი. მისამართი მომწერა. სად ჯანდაბაში ცხოვრობს, ძლივს მივაგენი. კერძო სახლია. შიგნიდან მუსიკის ხმა გამოდის. აუ, ამას აქ "ფართი" აქვს? გადასარევია! სანდრას მალე პანაშვიდი ექნება.
– გამარჯობა? - ალელუია! როგორც იქნა გამიღეს კარი. ვიღაც გოგო, რომელსაც წითლად შეეღება თმები, თვალები შავი ფანქრით გაემუქებინა, წითელი პომადა უსვია და ძალიან მოკლე, ვულგარული კაბა აცვია, დგას და გაკვირვებული მიყურებს.
– შეიძლება? - ვიკითხე.
– ამ, კი, მოდი. - შინ შემიშვა. წამსვე ვიგრძენი ალკოჰოლის, სიგარეთის და ათასგვარი სუნამოს სუნი. სახლი სავსე იყო მოცეკვავე ახალგაზრდებით, რომლებსაც ხელში სასმისი ეკავათ. აქ უნდა ვიპოვო სანდრა ხო?
ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ, დივანზე მჯომი შევნიშნე. გვერდით თორნიკე ეჯდა და მისთვის ხელი შემოეხვია. ეს გოგო მეხუმრება, ხო? რა ბიჭები აუტყდა? თორნიკემ შემამჩნია თუ არა, ირონიულად ჩაიღიმა და სანდრა უკეთ მიიხუტა. ეს მე მაეჭვიანებს, თუ რას ეკრობა ჩემს გოგოს? მაგრამ ფაქტია, სანდრასდამი ბრაზდი მიორმაგდება. წყნარად მაგდა, არ შეიმჩნიო. მათკენ მივდივარ.
– ჩვენი ყურნატკენი გოგოც მოვიდა. - დასძინა თორნიკემ. ვატყობ გრძელი ღამე იქნება და მათთვის აჯობებს მშვიდობიანად ჩაიაროს. თვალები გადავატრიალე და მზერა ავარიდე მათ, როდესაც იოანე გამეჩხირა თვალში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent